და კაცი ვინმე იყო კესარიას, სახელი ერქუა მას კორნელიოს, ასისთავი, ტომისა მისგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკჱ,
კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლით* მისით, იქმოდა ქველის-საქმესა მრავალსა შორის ერსა მას და ევედრებინ იგი ღმერთსა მარადის.
იხილა მან ჩუენებაჲ განცხადებულად ვითარ მეცხრესა ჟამსა ოდენ მის დღისასა: ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: "კორნელიე!"
და მან მიხედა მას, ზარი განჰჴდა* შიშითა და ჰრქუა: "შენ ვინ ხარ, უფალო"; მან ჰრქუა მას: "ლოცვანი ეგე შენნი და ქველის-საქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა*.
და აწ მიავლინენ შენ კაცნი იოპედ და მოიყვანე სჳმონ, რომელსა სახელი ჰრქჳან პეტრე.
ამისი ვანი არს სიმონისა ვისამე მეპრატაკისასა*, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა".
ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერისაგანი ერთი კეთილად მსახური წინაშე მდგომელთაგანი მისთაჲ მარადის*,
და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა* იგინი იოპედ.
და ხვალისაგან, ვითარცა მივიდეს იგინი გზასა და ქალაქსა მას შეიწეოდეს, აჴდა პეტრე ერდოსა ზედა თაყუანის-ცემად ცხრა ჟამს ოდენ.
შეემშია და უნდა პირის ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებღეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ;
და ხედვიდა, ვითარ ცანი განხუმულ* იყვნეს, და ჭური რაჲმე მსგავსი დიდისა ტილოჲსაჲ ოთხთავე კიდეთა ზეცით ქუეყანად;
და მას შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი ქუეყანისაჲ და მფრინველი* ცათაჲ.
და იყო ჴმაჲ პეტრჱსა* მიმართ და თქუა: "აღდეგ, პეტრე, და კალ, ჭამე".
მიუგო პეტრე და თქუა: "ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არა წმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა".
მერმე ჴმაჲ იყო მეორედ და ჰრქუა* მას: "რომელ* იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ იგი ნუ შეგინებულად გიჩნნ*".
ესე იყო სამგზის და აღმაღლდა ჭური იგი მუნვე ზეცად.
ვითარ-იგი განიზრახვიდა გულსა თჳსსა პეტრე, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ იგი, რომელ* ეჩუენა მას, აჰა ესერა კაცნი იგი, რომელ კორნელიესგან* მოვიდეს, იკითხვიდეს სახლსა მას სიმონისსა, და მოვიდეს და დადგეს იგინი ბჭეთა მათ ზედა* მისთა.
მო-ვისმე-ხადეს და ჰკითხვიდეს: "ნანდჳლ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი აქა არსა?".
და პეტრე, ვიდრე იგი გულის-ზრახვად დგომილ იყო ჩუენებისა მისგან, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: "აჰა ეგერა სამნი კაცნი დგანან გარეშე და გეძიებენ შენ;
აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა, და ნურარას* ორგულობ*, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი შენდა".
აღდგა მეყსეულად პეტრე და გარდავიდა* კაცთა მათ და ჰრქუა: "აჰა ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ; აწ რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, რომლისათჳს თქუენ მოსრულ ხართ?".
მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: "კორნელიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, მოიღო ბრძანებაჲ ანგელოზისაგან მიყვანებად შენდა* სახიდ* თჳსა და სმენად მისა სიტყუათა* შენთაგან".
მან კაცთა მათ შეუწოდა და მას დღესა მუნ დაიყენნა. ხვალისაგან აღდგა და წარვიდა მათ თანა, და ძმათაგანნიცა, რომელნი იყვნეს იოპეს, მიჰყვეს მას.
და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, და კორნელიოს* ელოდა მას, შეეკრიბა თესლტომი თჳსი და საყუარელნი მეგობარნი.
და იყო შესლვასა მას პეტრჱსსა*, მოეგებვოდა* მას კურნელიოს*, შეურდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა* მას.
პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა: "აღდეგ, რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ".
და იტყოდეს* თანად, და ეგრჱთ შევიდეს იგინი შინა, და პოვა მუნ მრავალი კრებული.
ჰრქუა მათ პეტრე: "თქუენ თჳთ უწყით, ვითარ* არა რაჲ ეგების კაცისა ჰურიისაჲ მიხებად წარმართთა გინათუ შეხებად უცხო თესლთა მათ*; და მე ბრძანებაჲ მომცა ღმერთმან, რამეთუ რაჲთურთით* არა რაჲ ბილწად* და არა წმიდად შევჰრაცხო* ყოველი კაცი.
ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა. აწ მნებავს, რაჲთამცა უწყოდე, რომლისა-იგი სიტყჳსათჳს მომხადეთ მე".
და ჰრქუა მას კორნელიოს: "ოთხით ჟამითგან მის დღისა მოაქაჟამადმდე ვილოცევდ მე თაყუანის-ცემასა ჩემსა ცხრა ჟამს სახლსა ამას შინა ჩემსა, მოვიდა და დადგა წინაშე ჩემსა კაცი სამოსლითა სპეტაკითა და მრქუა მე:
კორნელიე, ლოცვანი შენნი და წყალობანი ქველის-საქმისა მაგის შენისანი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა.
აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე შენ სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე; მას ვანი დაუც სიმონისა ვისამე მეპრატაკისასა* ზღჳსკიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ.
ამის გამო მუნქუესვე წარვავლინენ* შენდა*, და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა, რაჲ-იგი ბრძანებულ არს შენდა უფლისა მიერ".
აღაღო პირი თჳსი პეტრე და თქუა: "ესე ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება წინაშე ღმრთისა,
არამედ ყოველსა* შორის თესლსა, რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო არს.
სიტყუაჲ იგი, რომელ მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებელად მშჳდობისა იესუ ქრისტჱს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ.
თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელ იყო ყოველსა მას ზედა ჰურიასტანსა, რომელ-იგი იწყო გალილეაჲთგან და შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე:
იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო უფალმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა და იქცეოდა ჩუენ შორის, იქმოდა ქველის-საქმესა და განჰკურნებდა* სნეულთა, იჴსნიდა მიმძლავრებულთა მათ ეშმაკისათა*, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.
და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთა მათ საქმეთა, რომელ-რაჲ ქმნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და ქალაქსა მას შინა იერუსალჱმსა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა მით ძელსა მას;
რომელ-იგი ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,
არა ყოველსა ერსა, არამედ მოწაფეთა მათ რჩეულთა წინაჲთვე ღმრთისათა, რომელ-ესე ვართ ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა* მისისა.
და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერსა მას და წამებად, რამეთუ* იგი თავადი არს რჩეული ღმრთისაჲ, მსაჯული ცხოველთაჲ* და მკუდართაჲ.
ამას ყოველსა* ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი ეწამებიან* მოტევებასა მას ცოდვათასა მოღებად ჴელითა მით სახელისა მისისაჲთა ყოველთა მორწმუნეთა მისა* მიმართთა*".
ვიდრე-იგი ამას იტყოდა პეტრე, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა მათ ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი.
დაუკჳრდებოდა მათ, რომელნი-იგი წინადაცუეთილებისაგანნი* მორწმუნენი იყვნეს, რომელნი-იგი შევიდეს პეტრეს* თანა, რამეთუ წარმართთაცა მიმართ ნიჭი იგი სულისა* წმიდისაჲ მიფენილ არს,
რამეთუ ესმოდა მათ სიტყუაჲ იგი მათი ენად-ენადი, რომელსა იტყოდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
მას ჟამსა შინა მიუგო პეტრე და ჰრქუა: "წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არს ნათლის-ცემაჲ* ამათი, რომელნი-ესე აწვე სავსე არიან სულითა წმიდითა, ვითარცა-იგი ჩუენ, რომელთა ესე დასაბამითგან გურწმენა?".
და უბრძანა მათ სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა ნათლის-ღებად. მაშინ ევედრებოდეს მას, რაჲთამცა დაადგრა მათ თანა დღე რავდენმე.