ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს.
ხოლო რაჟამს მოვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას, რომელნი-იგი წინადაცუეთილებისაგანნი იყვნეს ძმანი,
რამეთუ მივიდა და შევიდა კაცთა მათ წინადაუცუეთელთა და ჭამა მათ თანა.
მაშინ იწყო პეტრე თხრობად მათა დასაბამით და თქუა:
"მე ვიყავ იოპეს ქალაქსა და თაყუანის-ცემასა შინა ჩემსა ვიხილევდ ჩუენებასა განსაკრთომელსა: გარდამოვიდოდა ჭური ერთი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთავე კიდეთა დამოკიდებული ცასა; მოვიდოდა და მოიწია ჩემდა ოდენ.
ვითარცა მივხედე მას, და ვიხილე მე ყოველივე ოთხფერჴი და მჴეცი ქუეყანისაჲ და ქუეწარმავალი ქუეყანისაჲ და მფრინველი** ცისაჲ.
და მესმა ჴმაჲ იგი, რომელ* მეტყოდა მე: "აღდეგ, პეტრე, და დაკალ და ჭამე".
და ვთქუ: "ნუ იყოფინ ჩემდა, უფალო, რამეთუ რაჲვე* ბილწი* და არაწმიდაჲ არა- სადა შესრულ არს პირსა ჩემსა".
ჴმაჲ იყო ზეცით გამო და თქუა: "რაჲ-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ* გიჩნ*". Verse: 10
ესე სამ გზის იყო და აღმაღლდა ყოველივე იგი ზეცად.
და აჰა მუნქუესვე სამნი კაცნი მოიწინეს ბჭეთა მის სახლისათა, რომელსა შინა მე ვიყოფოდე*, მოვლინებულნი ჩემდა კესარიაჲთ.
მრქუა მე სულმან წმიდამან: "აღდეგ და მივედ ამათ* თანა უვეჭუელად*". მოვიდეს ჩემ თანა ძმანიცა ესე, და შევედით მის კაცისა სახლსა.
იწყო მან თხრობად ჩუენდა, ვითარ-იგი ანგელოზი იხილა სახლსა შინა თჳსსა მდგომარჱ, რომელმან ჰრქუა მას: "მიავლინე შენ იოპედ და მოიყვანე სიმონ, რომელსა სახელი ჰრქჳან პეტრე,
რომელმან გრქუას შენ სიტყუაჲ, რომლითა შენ სცხონდე და ყოველნი სახლეულნი შენნი".
და ვითარცა ვიწყე სიტყუად, მოვიდა სული წმიდაჲ მათ ზედა, ვითარცა ჩუენ ზედა პირველად,
და მოვიჴსენე მე სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ თქუა, ვითარმედ: "იოჰანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა".
აწ უკუე წარმართთაცა თუ მადლი იგი სწორი მისცა ღმერთმან, ვითარცა-იგი პირველად ჩუენ, რომელთა-ესე მრწმენა უფალი იესუ ქრისტჱ, მე რაჲ-მე ძალ მედვა ყენებად ღმრთისა".
ვითარცა ესმა ესე მათ, დადუმნეს და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს: "უკუეთუ* წარმართთაცა* მიცემად ჯერ-იჩინა ღმერთმან სინანული იგი ცხორებისაჲ".
და მოციქულნი იგი რაჲ მიმოიბნინეს* ჭირისა მისგან, რომელი-იგი იყო სტეფანჱს ზედა, მი-ვინმე-ვიდეს ზღჳსკიდით* კერძო, რომელნიმე კჳპრედ და ანტიოქიად. არა ვის რას გარეწარსა ეტყოდეს სიტყუასა მას, გარნა ჰურიათა მათ ხოლო*.
იყვნეს ვინმე მათგანნი კჳპრელნი და კჳრინელნი კაცნი, რომელნი მოვიდეს ანტიოქიად და ეტყოდეს ბერძლ* მეტყუელთა მათ და ახარებდეს უფალსა იესუს.
და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად* მათა, და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა.
ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა მის ერისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს, და მიავლინეს ბარნაბა ვიდრე ანტიოქიადმდე,
რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ, და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ,
რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა.
ხოლო იგი* გამოვიდა ტარსონდ მოძიებად სავლჱსა, და პოვა და წარმოიყვანა იგი, და მოვიდეს ანტიოქიად.
და იყო მუნ მათი წელიწადი ერთი შეკრებად ეკლესიაჲსა და სწავლად ერისა მის მრავლისა და სახელ-ყოფად** პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანებად*.
ამათ დღეთა შინა გარდამოვიდეს იერუსალჱმით წინაჲსწარმეტყუელნი ანტიოქიად.
აღდგა ერთი მათგანი, რომელსა სახელი ერქუა აგაბოს, რომელი-იგი სულითა წმიდითა აუწყებდა, ვითარმედ: სიყმილი სასტიკი ყოფად არს ყოველსა ზედა სოფელსა, რომელი-იგი იყო დღეთა მათ კლავდის* კეისრისათა.
ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულად კაცად-კაცადმან* სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,
რომელცა-იგი ყვეს, წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა*.