მას ჟამსა ოდენ ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის-ყოფად რომელთამე ეკლესიაჲსა მისგანთა
და მოკლა იაკობ*, ძმაჲ იოჰანჱსი* მახჳლითა.
მან ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო-უჩნდა ჰურიათა მათ, შე-ვე ღა-სძინა შეპყრობაჲ პეტრჱსიცა* და იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.
და შეიპყრა იგი და* შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრე ედვა გულსა, ვითარმედ დღეთა მათ შემდგომად ზატიკობისათა აღმოჰგუაროს იგი და მისცეს იგი ჴელთა მის ერისათა.
და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.
რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს* გამოყვანებად და მიცემად იგი ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ერისაგანთა ორთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, მჴუმილნი იგი მის საპყრობილისანი წინაშე კართა მათ სცვიდეს* საპყრობილესა მას.
და მოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და ნათელი დიდი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, სცა გუერდსა პეტრჱსსა, განაღჳძა მას და ჰრქუა: "აღდეგ შენ ადრე". და განეყარნეს და დასცჳვეს* ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა მეყსეულად.
ჰრქუა მას ანგელოზმან მან*: "შეირტყ სარტყელი და შეისხენ სანდალნი შენნი"; და მან ყო ეგრე. და ჰრქუა*: "შეიმოსე სამოსელი ეგე შენი და შემომიდეგ მე".
და გამოვიდა, შეუდგა მას და არა უწყოდა, რამეთუ ჭეშმარიტ არს, რომელ-იგი* იყო ანგელოზისა მისგან. ეგრე ეგონა, ვითარმედ ჩუნებასა იხილავს.
ვითარ განვლეს მათ პირველი და მეორჱ* საჴუმილი, მოიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა*, რომელ-იგი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. ვითარცა შევიდეს, განვლეს უბანი ერთი და მეყსეულად განეყენა მისგან ანგელოზი იგი.
და პეტრე ვითარცა გულისხმა-ყო, თქუა გონებასა თჳსსა: "აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი მისი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა* და ყოვლისაგან იჭჳსა ერისა მის ჰურიათაჲსა".
გულსა მოეგონა* და შევიდა იგი სახლსა მარიაჲსსა, დედისა მის იოჰანჱსისასა, რომელსა ერქუა მარკოს*, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
მან ვითარცა ირეკა კარსა მის ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი როდჱ.
ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრჱსი, სიხარულითა არა განუღო კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: "ესერა პეტრე კართა დგას".
მათ ჰრქუეს: "ჰბორგი* სამე". და იგი უფროჲს განკრძალულ იყო, ვითარმედ: "ეგრე არს"; ხოლო იგინი ეტყოდეს*: "ანგელოზი მისი იყოს".
და პეტრე რეკდა კარსა მას ზედა*. გან-რაჲ-უღეს და იხილეს იგი, დაუკჳრდა.
მაშინ ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. მაშინ უთხრობდა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო მათ: "უთხართ ესე იაკობს და ძმათა". და წარვიდა იგი სხუასა ადგილსა.
და ვითარ განთენა, არა მცირედი შფოთებაჲ იყო ერისა კაცთაჲ მათ, ვითარმედ: "ვიდრე ჴდა პეტრე?".
ჰეროდე* ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და უბრძანა მათი მოკლვაჲ. და გამოვიდა ჰეროდე მიერ ჰურიასტანით, კესარიას იქცეოდა.
და იყო ჰეროდე გულწყებულ* ტჳრელთა და სიდონელთათჳს, და იგინი მოსრულ იყვნეს ერთბამად მისა და ქველის მოქმედს იყოფდეს არისტაქოსს*, სენაკაპანთ* მოძღუარსა მეფისასა, ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲთა.
დღესა მას ერთსა დაწესებულსა ჰეროდე* შეიმოსა* სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა იგი საყდართა ზედა და იტყოდა მათა მიმართ.
და ერი იგი* ყოველი ერთითა ჴმითა ღაღადებდეს და იტყოდეს: "ღმრთისა ჴმაჲ არს ესე და არა კაცთაჲ".
მუნქუესვე დასცა ანგელოზმან* უფლისამან ამისთჳს, რამეთუ არა მისცა მან დიდებაჲ ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა** შესაჭმელ და სულნი წარჴდეს*.
და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა*.
ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ აღასრულეს მსახურებაჲ იგი მათი, თანა წარიყვანეს იოჰანეცა, რომელსა სახელი წოდებულ იყო მარკოს.