TITUS
Amirandarejaniani
Part No. 7
Previous part

Chapter: 7 
Page: 330 
Line: 27 
კარი მეშვიდე
Line: 28 
მნათობთა ამბავი


Line: 29       ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს ღმერთმან
Line: 30    
მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორ-გულთა თქვენთა!

Line: 31       
ბაღდადელი ამირ-მუმლი ნადიმად ჯდა და გვერდით უსხდეს
Line: 32    
აბრამ ვაზირთა-უხუცესი და აჯერ ეჯიბთა-უხუცესი. მას ჟამსა შემოიარნეს
Line: 33    
მათ სამთა ძეთა ამირ-მუმლისათა, მათ შვენიერთა ნაყოფთა
Line: 34    
მოწიფულთა, და არა ესვა ერთსა-ცა მათგანსა ცოლი. შეხედნეს მათ
Page: 331  Line: 1    
კაცთა, რომელნი მას ნადიმსა სხდეს, და თქვეს, ვითა: არა შვილობითა
Line: 2    
მეფისათა ვაქნეთ, განა სამართალი სიტყვა ვთქვათ: ნაყოფნი
Line: 3    
ამათებრნი ბაღდადისა ქალაქსა შიგან არა-ოდეს ყოფილან და არ-ცა
Line: 4    
მამათა ჩვენთაგან გვასმია-ო.

Line: 5       
შემოვიდეს და დასხდეს ნადიმად.

Line: 6       
მაშინ ადგეს აბრამ ვაზირთა-უხუცესი და აჯერ ეჯიბთა-უხუცესი
Line: 7    
და მოაჴსენეს ბაღდადელსა ამირ-მუმლსა: ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო,
Line: 8    
ვიცით, რომელ დიდსა ვიკადრებთ წინაშე თქვენსა,
Line: 9    
განა რომელი-მე ბაღდადისა ქალაქისა მეფობისა თქვენისა დასაკლისი
Line: 10    
იყოს, ვითა არა მოგაჴსენოთ?

Line: 11       
უბრძანა ამირ-მუმლმან: თქვი, აბრამ ვაზირთა-უხუცესო და აჯერ
Line: 12    
ეჯიბთა-უხუცეცესო, ვიცი, რომელ თქვენ ავსა არას იტყვით-ო.

Line: 13       
მათ მოაჴსენეს, ვითა: მეფეთ-მეფეო, შვილნი თქვენნი ესეთნი
Line: 14    
ნაყოფნი არიან, რომელ მათებრნი არა-ვის უნახვან, მოწიფულნი
Line: 15    
არიან და ერთსა-ცა მათგანსა ცოლი არა უვის და ესე დიდად სამძიმარი
Line: 16    
არის სამეფოსა თქვენსა შიგან.

Line: 17       
რა ესე მოისმინა ბაღდადელმან ამირ-მუმლმან, უბრძანა:

Line: 18       
დამიმადლებია თქვენისა ერთ-გულობისაგან, რომელ ყოველი
Line: 19    
საქმე ჩვენი შეგჭირდებისთ, და ესე მე-ცა ვიცი, რომელ დიდად სამძიმარი
Line: 20    
არის ამა ჩვენისა სამეფოჲსათვის და შემჭირდების მე-ცა. იცის
Line: 21    
ღმერთმან, განა ვერ მიპოვნიან სიკეთისა ამათისა შესატყვისნი ცოლნი.
Line: 22    
ვიცი, რომელ მექენებიან ბერძენთა მეფისა ასული, ინდოთ მეფისა
Line: 23    
ასული და ხაზართა მეფისა ასული და არა არიან შესატყვისნი
Line: 24    
შვილთა ჩემთანი.

Line: 25       
მაშინ მოაჴსენა აბრამ ვაზირთა-უხუცესმან და აჯერ
Line: 26    
ეჯიბთა-უხუცესმან:

Line: 27       
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო! ამის საქმისათვის ჩვენი ღონე ამირან
Line: 28    
დარეჯანის ძე არის, გულითა ქველი და გონებითა ბრძენი და
Line: 29    
მეცნიერი, და მას უვლიან ყოველნი ქვეყანანი და კარგად იცის ამბავნი
Line: 30    
უცხოთა ქვეყანათანი და ანუ თუ მან იცოდეს და ანუ ასმიოდეს,
Line: 31    
თუ ქვეყანასა ზედა სადა არიან ქალნი შვენიერნი, გვითხრას
Line: 32    
ვითა. თუ თხოვნითა მოიყვანებოდეს, მოვიყვანოთ და, თუ შორს ქვეყანასა
Line: 33    
ომითა მოსაყვანებნი იყვნენ, მაშა, მოყვანება მას-ვე
Line: 34    
უნდა-ო.

Line: 35       
მაშინ ბრძანა მან ბაღდადელმან ამირ-მუმლმან: წავიდეთ სახლსა
Line: 36    
მის ამირან დარეჯანის ძისასა და მუნ ვიურვოთ საქმე ესე.

Line: 37       
უბრძანა სამთა ძეთა მისთა აბრამს და აჯერს და წამოემართნეს
Line: 38    
ჩვენ კერძო.

Line: 39       
მას ჟამსა ამირან დარეჯანის ძე ნადიმად ჯდა და ყმანი მისნი
Page: 332  Line: 1    
გვერდით უსხედით. მაშინ შემოვიდა კაცი და ეგრე მოაჴსენა, ვითა:

Line: 2       
ბაღდადელი ამირ-მუმლი, სამნი ძენი მისნი, აბრამ ვაზირთა-უხუცესი
Line: 3    
და აჯერ ეჯიბთა-უხუცესი მოვლენ-ო. გაუკვირდა ესე
Line: 4    
ამირან დარეჯანის ძესა და ეგრე თქვა: ნეტარ რად მოვლენ? ნუ-თუ
Line: 5    
დაუმართებია მტერთა ჩვენად და ესე არის მიზეზი მათისა
Line: 6    
მოსლვისა-ო.

Line: 7       
ფიცხლად გაეგება წინა, თაყვანი-სცა და მოაჴსენა: ცხოვნდი,
Line: 8    
ამირთა-ამირაო, მადლისა გარდაჴდა ჴამს ჩემგან თქვენისა აქა ბრძანებისა
Line: 9    
და მოსლვისათვის; მაგრა ვინაჲთგან სახელი-ცა ეგეთი არის,
Line: 10    
მაღალი თავსა დაიმდაბლებს, ეს მისთვის გიკადრებიათ-ო?

Line: 11       
ამაზედან ამირ-მუმლმან ეგრე უბრძანა, ვითა: შენსა ასრე მოვალ,
Line: 12    
ვითა-მცა მამისა ჩემისასა-ო. და შევიდა.

Line: 13       
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან: ვინაჲთგან დაგიმადლებიათ
Line: 14    
თავი და მოსრულ ხართ მონისა კარავსა, ჴამს ესე, რომელ ნადიმი
Line: 15    
გარდაიჴადოთ, და, თავმან მეფობისა თქვენისამან, ერთი ტურფა
Line: 16    
ესეთი რამ გიძღვნა, რომელ კაცისა თვალისაგან ეგეთი არა ნახულ-იყოს-ო.

Line: 17       
დაუმადლა ამირ-მუმლმან და დავიდევით ნადიმი, რომელ თავმან
Line: 18    
თქვენმან, ნადიმად კმა იყო და განუსვენა ამირან დარეჯანის
Line: 19    
ძემან. და შემდგომად ნადიმისა გაყრისა უძღვნა დიადი, რომლისა
Line: 20    
არა ეგების მოთვლა: რა-ცა სტავრა არს, ყველასაგან ოც-ოცი უძღვნა
Line: 21    
და, რა-ცა ფერი ცხენი არის, ყველასაგან ას-ასი და თვალ-მარგალიტი
Line: 22    
ურიცხვი. და შემდგომად ამისსა წავიდა თვით ამირან დარეჯანის
Line: 23    
ძე და მოიხვნა მოთხენი, თვალითა და მარგალიტითა შეკაზმულნი,
Line: 24    
და კლიტენი იყვნეს ზედა ოქროჲსანი. გაახვნა და ამოიხვნა გვირგვინი
Line: 25    
და უძღვნა იგი-ცა. ამას გვირგვინსა ზედა რომელ სხდეს თვალნი,
Line: 26    
მას არა ვაჴსენებ ამას გარეთად სამნი თვალნი იყვნეს მას გვირგვინსა
Line: 27    
ზედა -- ერთი თეთრი, ერთი მწვანე და ერთი წითელი. და
Line: 28    
მათ სამთა თვალთაგან რომელი-ცა უკუნსა ღამესა დასდვი, ესრე
Line: 29    
ნათობდის რომელ წიგნი დაიწერებოდის და ჴელთ-საქმარი იქმნებოდის.
Line: 30    
და ვინ-ცა ნახა, გაჰკვირდა ყოველი ქვეყანა მას ეგეთსა
Line: 31    
ტურფასა ზედა. და უძღვნა მრავლად აურაცხელი შვილთა-ცა და დიდებულთა-ცა
Line: 32    
ამირ-მუმლისათა ძღვენი ურიცხვი.

Line: 33       
დაიმადლა ამირ-მუმლმან და ეგრე უბრძანა, ვითა: ამირან დარეჯანის
Line: 34    
ძეო, კმაა, მაჯობე კაცობითა, განა სახლსა შენსა მიზეზი
Line: 35    
მოსლვისა ჩემისა ესე იყო: შენ ვითა-მცა ძმა ხარ ჩემი და მეორე ესე
Line: 36    
არის, რომელ ხედავ-ა ამა შვილთა ჩემთა? მე არა შვილობითა ჩემითა
Line: 37    
ვაქებ, განა კაცისა თვალისაგან ნაყოფნი ამათებრნი არა ნახულან და მე ესე
Line: 38    
მინდა, რომელ მათისა სიკეთისა შესაბამნი ცოლნი შევრთო.
Page: 333  Line: 1    
ესე არის აჯა ჩემი შენთანა და მერმე, რომელ მიძღვენ ძღვენი დიდი.
Line: 2    
და საკვირველი, მე მისთვის მადლსა არა გარდავიჴდი, მით რომელ,
Line: 3    
თუ ჴელმწიფე ვიყო, ნაცვალი გარდავიჴადო შენთანა-ო.

Line: 4       
თაყვანი-სცა ამირან დარეჯანის ძემან და მოაჴსენა: ცხოვნდი,
Line: 5    
მეფეო, უკუნისამდე! პირველ შვილთა შენთა ცოლისა შერთვა გითქვამს
Line: 6    
და პასუხი ესე იცოდე, რომელ ყოველი ქვეყანა მომივლია და.
Line: 7    
მათისა სიკეთისა შესატყვისნი ქალნი არ-ცა მე მინახავნ. ვიცი, რომელ
Line: 8    
გექენებიან ბერძენთა მეფისა ასული, ინდოთა მეფისა ასული და
Line: 9    
ხაზართა მეფისა ასული, განა ვითართა-ცა ჰლამით, ეგეთნი არა არიან.
Line: 10    
აწ ამასა ვიტყვი და მოვაჴსენებ მეფობასა თქვენსა: რომელსა-ცა ქვეყანასა
Line: 11    
შემიჩინოთ, თავი ჩემი არა შევიწყალო, ანუ აღგისრულო
Line: 12    
საწადელი თქვენი და ანუ მოვიკლა თავი. ძღვნისა კვლა მადლი
Line: 13    
რად გინდა? ყველა თქვენი ნაბოძვარი-ა და თქვენითა ბედითა მოგებული
Line: 14    
არის-ო.

Line: 15       
დაიმადლა ამირ-მუმლმან და წავიდა.

Line: 16       
თქვა აბან ქამანის ძემან: ისი კაცნი ეგეთსა გზასა გიჩვენებენ,
Line: 17    
რომელ ჩვენ ჭირითა ავივსნეთ-ო.

Line: 18       
მეორესა დღესა უჴმო ბაღდადელმან ამირ-მუმლმან ამირან დარეჯანის
Line: 19    
ძესა ნადიმად. ოდეს მივედით, დაესხნეს საჯდომნი მჴარსა
Line: 20    
მარჯვენასა. რა მივიდა ამირან დარეჯანის ძე, ადგა ზე, აწვია. გვიბრძანა
Line: 21    
და ჩვენ-ცა დავსხედით და დიდად გაგვისვენა და, ვითა გარდაჴდა
Line: 22    
ნადიმი, უბოძა საბოძვარი ურიცხვი და მის გვირგვინისათვის
Line: 23    
ოდეს მისცა ხუთასი სოფელი. გვიბოძა ჩვენ-ცა საბოძვარი ურიცხვი
Line: 24    
და წავედით.

Line: 25       
ეძებდა ამირ-მუმლი კაცსა ეგეთსა, რომელ-მცა ესწავლა საცოლე
Line: 26    
შვილთა მისთათვის, და ვერა პოვა. მაშინ უბრძანა აბრამ ვაზირთაუხუცესსა
Line: 27    
და აჯერ ეჯიბთა-უხუცესსა, ვითა: თქვენ ხართ ორნი დიდებულნი
Line: 28    
ჩემნი და, ვითა კეთილი უფროსი არს თქვენ ზედა, წაედით
Line: 29    
და ძებნეთ ძეთა ჩემთათვის ცოლნი შესატყვისნი სიკეთისა მათისანი.
Line: 30    
დამიც დროდ თვე ერთი. ზენა-არმან ღმრთისამან, თუ არ
Line: 31    
მოიძიოთ კაცი, ვინ-ცა იცოდეს, თავებსა დაგჭრით-ო.

Line: 32       
მაშინ გამოვიდეს დაღრეჯილნი და მოვიდეს თავისსა სახლსა და
Line: 33    
დაასკვნეს ესე პირი, ვითა: ერთი აღმოსავლეთით წავიდეთ და ერთი
Line: 34    
დასავლეთით და მეოც-და-ათესა დღესა შევიყარნეთ აქა მოედანსა შინა, ნუთუ
Line: 35    
კვლა ღმერთმან გაგვიმარჯოს.

Line: 36       
წავიდეს და იკითხვიღეს და ვერა-ვინ გასცა გზა მის ამბისა, რომელ
Line: 37    
უნდოდა მათ. და მეოც-და-ათესა დღესა შეკრბეს მას-ვე მოედანსა
Line: 38    
შინა და უთხრეს ყოველი ყოფილი ერთმან-ერთსა და დაუმძიმდათ
Line: 39    
და ეგრე თქვეს, ვითა: არა გვეწევის სხვა. მივიდეთ და გავაგოთ საქმე
Page: 334  Line: 1    
თავისა სახლისა და შვილთა, და მერმე მივიდეთ მას პატრონსა ჩვენსა
Line: 2    
ამირ-მუმლისა წინაშე და, რა უნდა, იგი გვიყოს.

Line: 3       
ამაზედან წავიდეს, ვითა შეჭირვებულთა კაცთა მართებს. გაშორდეს
Line: 4    
მას ქალაქსა. მიიხედნეს, მინდორსა შინა პილო ნახეს თეთრი,
Line: 5    
ზედა კუბო დგა შეკაზმული და შვენიერი. და მას კუბოსა შიგან კაცი
Line: 6    
ვინ-მე ჯდა შვენიერი მჴცე-შერეული. და მას გვერდით ქალი უჯდა,
Line: 7    
ვითა მზე ეგეთი, და წინა ღვინო ედგა და ცალ-კერძ პური ეგო შეკაზმული
Line: 8    
და ძოწეულნი საჯდომნი ესხნეს. და თვით იგი ორნი-ვე
Line: 9    
ძოწეულითა მოსილნი იყვნეს. და ტაიჭოსანნი ორნი ეგრე შეკაზმულნი
Line: 10    
მონანი უკანა მოუდგეს: ორნი იმიერ და ამიერ, და ესრე მოვიდოდა
Line: 11    
კაცი იგი.

Line: 12       
თქვეს ორთა-ვე, ვითა: ისი კაცი საკვირველი ვინ-მე არის და ჰგავს
Line: 13    
შორით მომავალსა. აწ წავიყვანოთ შინა და მუნ ვეუბნეთ, ნუ-თუ რა
Line: 14    
გაგვცეს გზა-ო.

Line: 15       
მივიდეს და სალამი მისცეს და მან მათ მოსცა. იკითხეს მშვიდობა
Line: 16    
ერთმან-ერთისა, იუბნეს და წამოვიდეს სახლსა მათსა, დააყენეს და
Line: 17    
პატივი-სცეს და არა გამოუცხადეს მას დღესა. ვითა შეღამდა, ნადიმად
Line: 18    
დასხდეს.

Line: 19       
თქვა მან კაცმან უცხომან: უცხოდ დია ჰქმენით ჩემ ზედა. აწ
Line: 20    
მიბრძანეთ, თუ რა აჯა არს თქვენი ჩემთანა?

Line: 21       
მათ მოაჴსენეს: არა არს აჯა ჩვენი თქვენთანა. გნახეთ კარგი
Line: 22    
კაცი, მოგვეწონე და მით წამოგიყვანეთ, -- და უთხრეს ყოველი
Line: 23    
ყოფილი, მაგრა ესე ვერა უთხრეს: თუ გზა ვერა გავსცეთ, თავებსა
Line: 24    
დაგვჭრის-ო.

Line: 25       
მან არქვა: მაგას ყოლე ნუ შეიჭირვებთ, რადგან ესე არა უბრძანებია,
Line: 26    
ვითა თქვენ მომგვარეთ-ო. თხრობისათვის ნუ შეიჭირვებთ. მე
Line: 27    
პირველ ჩემი ამბავი მოგაჴსენო:

Line: 28       
მე აბუტალიბ ვარ, ღარიბი, და ეგეთსა ეტლსა ზედა შობილ
Line: 29    
ვარ მშვიდობისასა, რომელ არას ვინ მავნებს დაბადებული კაცი.
Line: 30    
დიდებული ვიყავ და დიდებულთა შვილი, დავაგდე ყოველი და
Line: 31    
ვიარები ქვეყანასა ზედა. მომივლია ყოვლი ქვეყანა, სადა ოდენ
Line: 32    
ჴმელი არის, და მრავალი დღე ზღვათა შინა მივლია და, თუ კაცი
Line: 33    
ვინ-მე ჰყვეს პატრონსა შენსა, რომელ მოყვანება შეეძლოს, ეგეთნი
Line: 34    
დია, ღმერთო, ვასწავლნე, რომელ არ იყვნენ პირსა ყოვლისა ქვეყანისასა
Line: 35    
ქალნი ეგეთნი. მაგრა აწვე გითხრობ, რომელ მოყვანება
Line: 36    
არა ეგების.

Line: 37       
მათ ჰკითხეს: სად არს ქვეყანა აგეთი?

Line: 38       
მან არქვა: არს ქვეყანა მეტად დიდი და მას ქვეყანასა მნათობთა
Line: 39    
ქვეყანა ჰქვიან. მუნ არს ასფან მეფე დიდი და არიან შვიდნი ასულნი
Page: 335  Line: 1    
მისნი შვიდთა მნათობთა სახელსა ზედა, რომელ არა გაიგონების
Line: 2    
მათი სიკეთე კაცისა ენითა, ვინ თვით არა ნახნეს, და კაცსა ყველასა
Line: 3    
მის ქვეყანისა კაცი სჯობს. მიმიყვანეთ მე ბაღდადელის ამირ-მუმლისთანა
Line: 4    
და მოვაჴსენო.

Line: 5       
მაშინ გაეხარნეს მათ ვაზირთა-უხუცესსა აბრამს და ეჯიბთა-უხუცესსა
Line: 6    
აჯერს და სწრაფად წავიდეს. და ვითა დარბაზს მივიდეს,
Line: 7    
უბრძანა ამირ-მუმლმან: მოხვედით-ო?

Line: 8       
მოაჴსენეს: წინაშე ვართ-ო!

Line: 9       
აწ განა-ღა-მცა გეცნა ამბავი ყველაი?!

Line: 10       
მათ მოაჴსენეს: ცხოვნდი, ამირთ-ამირაო! გვიპოვნია კაცი, რომელსა
Line: 11    
ჰქვიან სახელად აბუტალიბ ღარიბი და, თუ ბრძანოთ, მოვიყვანთ
Line: 12    
წინაშე თქვენსა და მან მოგაჴსენოს ყოველი-ვე.

Line: 13       
და ბრძანა მოყვანება აბუტალიბისა.

Line: 14       
მოიყვანეს და სწრაფად ჰკითხა მან ბაღდადელმან ამირ-მუმლმან:
Line: 15    
მითხარ, აბუტალიბ ღარიბო, ამბავი მნათობთა თემისა და ასფან მეფის
Line: 16    
ქვეყანისა-ო!

Line: 17       
მან მოაჴსენა სიკეთე და სიდიდე მის მნათობთა ქვეყანისა, სიმრავლე
Line: 18    
და ძალი მის მეფისა ლაშქარისა და სიშვენიერე მათ ქალაქთა
Line: 19    
და ბოლოსა ჟამსა ესე მოაჴსენა, ვითა: კაცისაგან მუნ წასლვა
Line: 20    
არა ეგების და ნუ-მცა ვინ გიქადებს მოყვანებასა მათსა და, თუ არა
Line: 21    
ვინ-მე ორ-გული თქვენი, იგი გაგზავნე და დასტურად მოკვდების.

Line: 22       
მაშინ უბოძა საბოძვარი აბუტალიბს და ითხოვა ცხენი ამირ-მუმლმან
Line: 23    
და ფიცხლად-ვე წავიდა ამირან დარეჯანის ძესთანა. და იგი
Line: 24    
ამბისა მცოდნე აბუტალიბ ღარიბი თანა წამოიტანა. გაეგება წინა
Line: 25    
ამირან დარეჯანის ძე, თაყვანი-სცა და შემოვიდა ამირ-მუმლი ბაღდადელი
Line: 26    
და დავსხედით.

Line: 27       
უბრძანა ამირ-მუმლმან: აჰა დღე გაბჭობისა შენისა, რომელ მიქადე
Line: 28    
შვილთა ჩემთათვის მოყვანება ცოლთა, გაიკითხე ესე კაცი.

Line: 29       
ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან. და უამბო ყოველი-ვე აბუტალიბ
Line: 30    
და ესე-ცა უთხრა, ვითა: ყოლა ნუ ეგების მუნ მისლვასა, ამად რომელ
Line: 31    
არა ეგების კაცისაგან მუნ შესლვა.

Line: 32       
უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: შენ ამბავი მითხარ და
Line: 33    
ვაზირობა აღარ გინდა, მე, თუ უნდა, წავიდე და, თუ უნდა, არა-ო.

Line: 34       
მოაჴსენა აბუტალიბ: მე ამბავი მათი ამის მეტი აღარ ვიცი და,
Line: 35    
თუ ვით გამოიყვან მათ ქალთა, კაცისა თვალისაგან ეგეთნი, ღმერთო,
Line: 36    
არ ნახულ არიან.

Line: 37       
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან ბაღდადელსა ამირ-მუმლსა:
Line: 38    
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! ვითა მიქადებია ანუ გმსახურო, ანუ
Line: 39    
მოვიკლა კვლა თავი ჩემი.

Page: 336 
Line: 1       
მადლი უბრძანა ამირ-მუმლმან და უძღვნა კვლა-ცა ამირან დარეჯანის
Line: 2    
ძემან ძღვენი დიდი და წავიდა ამირ-მუმლი.

Line: 3       
და დაიწყო კაზმა ამირან დარეჯანის ძემან და ჰკითხა მას აბუტალიბ
Line: 4    
ღარიბსა, ვითა: ლაშქარნი მინდან-ო? მან მოაჴსენა: არა, მცირედნი
Line: 5    
კაცნი გამოცდილნი წაიტანენ, მაგრა კვლა-ცა მოგაჴსენებ: თუ
Line: 6    
ვით ეგების? დაეჴსენ მაგა საქმესა.

Line: 7       
უბრძანა, თუ: კვლა-ცა დამიმოწმებია: შენ ნუ მივაზირებ! ესე
Line: 8    
მითხარ, თუ გზა როგორი არის. მოაჴსენა აბუტალიბ: გზა კარგი არის
Line: 9    
და არ-ცა მტერი მიგხვდების მას გზასა ზედა, მაგრა, რა მათსა ქვეყანასა
Line: 10    
მიხვალ, მაშინ ომნი დიდნი გინდან-ო.

Line: 11       
და ენუკვა [ ამირან ] მას კაცსა, ვითა: წამომყევ და მიმიყვანე
Line: 12    
მუნა-ო.

Line: 13       
მოაჴსენა მან კაცმან, ვითა: მე არ წამოგყვები, მაგრა მონა მოგცე
Line: 14    
ჩემი და მან იცის გზა კარგად-ო.

Line: 15       
და რას-ღა ვაგრძელებდე, დავეკაზმენით და წავედით თვით ამირან
Line: 16    
დარეჯანის ძე, მე -- სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის
Line: 17    
ძე, ასან ბადრის ძე, ყამარ ყამრელი, ქაოზ ქოსის ძე და იგი
Line: 18    
მონა აბუტალიბისა წინ წავიძღვანეთ, დაუტევეთ მშვიდობა ამირ-მუმლსა
Line: 19    
და სახელსა ზედა ღმრთისასა წავედით.

Line: 20       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! ვიარეთ დიდი ხანი და მოგვხვდეს მინდორსა
Line: 21    
შიგან მრავალგან ლაშქარნი მეკობრენი არა მის ქვეყანისანი,
Line: 22    
რომელ მივიდოდით, განა თვით გამოსრულნი მეკობრედ. ღმერთმან
Line: 23    
ორ-გულთა თქვენთა დააპყრას ეგეთი ყოფა, სადა-ცა შევიბენით.
Line: 24    
თქვის მან აბუტალიბისა მონამან. მე ვითარი ომი მინახავს თქვენი
Line: 25    
და ჭაბუკობისა რა გინდა ეგების-ო. მივიდოდით და, თუ სადა
Line: 26    
მჴეცი გარდაგვეკიდის, განაღა-მცა მოვკლით. ვიარეთ ორი თვე და
Line: 27    
ჩვენ ესე არა ვიცოდით, თუ სადა ვიარებოდით, და გზა-გზა რომელი
Line: 28    
ომნი გარდავიჴადენით, თუ მოვსთვალავთ, ამბავი დია გაგრძელდების.
Line: 29    
გაგვეპარა იგი აბუტალიბისა მონა. და ორი თვე ვიარეთ, ვითა მონა
Line: 30    
იგი წასულიყო. დაგვიმძიმდა დიდად და არ ვიცოდით, თუ
Line: 31    
სით-მცა წასულ-ვიყვენით. თქვა აბან ქამანის ძემან, ვითა: მე მაშინ-ვე
Line: 32    
ვთქვი, ოდეს-იგი წვერ-დიდი კაცი ვნახეთ, რომელ გზათა და
Line: 33    
კვალთა მოგვაცთუნებდა. და ყოველთა ვთქვით უბედური სიტყვა.
Line: 34    
და ვითა ვლამოდით გარე შექცევას, მაშინ გაწყრა დარეჯანის ძე
Line: 35    
და ეგრე თქვა: რასა-ცა თქვენ იტყვით, იგი, ღმერთო, კარგთა ჭაბუკთა
Line: 36    
ჴელი არ არის. ზენა-არმან ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისა
Line: 37    
ბაღდადელის ამირ-მუმლისამან, არ დავბრუნდები, ვირე გზა
Line: 38    
არა გავიღო.

Line: 39       
წავედით. იყო მინდორსა შიგან ხე შვენიერი და გამოდიოდა
Page: 337  Line: 1    
ძირსა მისსა წყარო. და ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან მუნ ჭამა
Line: 2    
სადილისა. დავსხედით და ოდეს ვნახეთ -- მინდორსა შიგან კაცი
Line: 3    
ვინ-მე. მოვიდოდა, ჯამასა აქლემსა ზედა ჯდა, თოხარიკსა, თეთრნი
Line: 4    
შესამოსელნი ტანსა ეცვნეს და თეთრი რიდე თავსა ეხვია. არა
Line: 5    
გვენახა მათ მრავალთა დღეთა კაცი და გა-ცა-გვეხარნეს მის კაცისა
Line: 6    
ნახვა. უჴმეთ მას კაცსა. მოვიდა, გარდაჴდა და თაყვანი-სცა ამირან
Line: 7    
დარეჯანის ძესა, უბრძანა დაჯდომა და დაჯდა. ვითა ვჭამეთ
Line: 8    
სადილი, უბრძანა დარეჯანის ძემან: ვინ ხარ, ძმაო, ანუ სით მიხვალ-ო?
Line: 9    
მან მოაჴსენა: პატრონო, თქვენ სადა წახვალთ, მიკვირს თქვენი
Line: 10    
მცირეთა კაცითა ამა ქვეყანასა მოსლვა, თვარა მე რასა მკითხავთ?
Line: 11    
ვიარები ქვეყანასა ზედა. გვიბრძანა დარეჯანის ძემან: თუ
Line: 12    
უნდა უთხარით ამას კაცსა ჩვენი ამბავი, ნუ-თუ კვლა რა-მე იცოდეს-ო.
Line: 13    
მოვაჴსენე: თქვენ უბრძანეთ-ო! მაშინ ამირან უბრძანა ყოველი-ვე.
Line: 14    
მან კაცმან გაიცინა და მოაჴსენა, ვითა: წეღან-ვე შევიგენ, რომელ ჩემისა
Line: 15    
ძმისა აბუტალიბისაგან წამოსრულნი ხართ თქვენ,
Line: 16    
თვარა ამის ქვეყანისა საქმე ბაღდადსა იმისგან კიდე სხვამან ვინ-ღა
Line: 17    
იცოდა? მე ძმა ვარ აბუტალიბისი და მე-ცა მისებურად ვიარები
Line: 18    
ქვეყანასა შინა. აწ შენ მხიარულითა პირითა მკითხე და, რადგან
Line: 19    
მე არა დამიმალე, აწ გაგცადო მის ქვეყანისა საქმე და მუნებურთა
Line: 20    
ჭაბუკთა, რომელ ვითა-მცა შენ თვალად გენახნეს. მე
Line: 21    
თვით თავითა ჩემითა წაგიძღვე წინა და მიგიყვანნე მას ქვეყანასა.

Line: 22       
უბრძანა მადლი ამირან დარეჯანის ძემან და გაგვეხარნეს მის
Line: 23    
ეგეთისა კაცისა პოვნა. და თქვა მან კაცმან, ვითა:

Line: 24       
"გხედავ კაცთა კარგთა და ჭაბუკთა ლომთა, რომელ ვინ თქვენ
Line: 25    
მოგერიოს, თავსა, ღმერთო, ვეღა-რა ერგოს. გინდოდა, ღმერთო,
Line: 26    
მოსლვა არა ამა ქვეყანასა. აწ ვინაჲთგან მოსულ-ხართ, გარე შექცევა
Line: 27    
აღარა ჴამს და არ-ცა ეგების. არს, ღმერთო, გზა ძნელი და საჭირო,
Line: 28    
განა მიანდვენით თავნი თქვენნი ღმერთსა და იყენენით გულნი
Line: 29    
თქვენნი თქვენთანა. გვალეთ და წავიდეთ, და გაგცადო მის ქვეყანისა
Line: 30    
საქმე და სიმრავლე ჭაბუკთა მის ქვეყანისათა". -- და იწყო
Line: 31    
ამბობდა და თქვა: "არს დაკაზმულნი ცხენოსანნი ოთხი ათასნი, რომელ
Line: 32    
არა დააკლდების. და არიან ზედა მათ ლაშქართა სპასალარნი
Line: 33    
გაჩენილნი ლომნი ჭაბუკნი და ათნი სხვანი ბუმბერაზნი არიან
Line: 34    
თვით მას ქალაქსა შინა, რომელ არა ეგების მათი დამართებითი
Line: 35    
კაცი. და იგი ბუმბერაზნი ეგეთნი არიან, რომელ, თუ უცხო ლაშქარნი
Line: 36    
ქალაქისა კართა არა მოვიდეს, გარე არა გამოგზავნის ომად.
Line: 37    
და არიან სხვა მათგანნი ოთხნი, რომელთა აქვსთ გაჩენილი დღესა
Line: 38    
შინა ათას-ათასი დრაჰკანი, და მათ ექვსთა აქვსთ ხუთას-ხუთასი
Page: 338  Line: 1    
დრაჰკანი. და იტყვიან მის ქვეყანისა კაცნი, ვითა: არა ეგების მათი
Line: 2    
შებმა მტერისაგან, მაგრა ქალაქი იგი, რომელსა შიგან დგანან,
Line: 3    
დიდსა ჭირსა შინა არის მათგან და ყველასა მოსწყინებიან და
Line: 4    
იტყვიან, ვითა: მოვლენ სიმან სინდთა მეფისა ძე და ლასურ დელამთა
Line: 5    
მეფისა ძე, ხვასრო ხაზართა მეფისა ძე და იამან ჭაბუკი იამანთა
Line: 6    
მეფისა ძე ძებნად მათ-ვე ქალთა მნათობთათვის-ო. და თქვა
Line: 7    
ასფან მეფემან. სამძიმარი მოჴდა დღეთა ჩემთა, რომელ არა დაეტკებნა
Line: 8    
მტერთა სამეფო ჩემი. აწ მოვლენ მტერნი ჩემნი, განა შევიწიო
Line: 9    
ღმერთი, რომელ შევანანო მათ, რომელთა მოუმართებია სამეფოჲსა
Line: 10    
ჩემისად და ლამიან წაყვანებასა ქალთა მნათობთასა-ო. და
Line: 11    
ბრძანა მეფემან ასფან წვევა ლაშქარისა. გაგზავნნა სპასალარნი და
Line: 12    
შეკრბა ყოველი სამეფო მისი და უბრძანა ორთა ერის-თავთა მისთა,
Line: 13    
რომელთა სახელები ესე იყო: ერთისა ლოსარ ლოსიმანის ძე და
Line: 14    
მეორისა ქაბარ ქავის ძე, ლომთა ჭაბუკთა და გამოცდილთა ბრძოლასა
Line: 15    
შინა, და მისცა ერთსა ორასი ათასი მჴედარი და უბრძანა სიმან
Line: 16    
სინდთა მეფისა ძისა და ხვასრო ხაზართა მეფისა ძისა დამართებად.
Line: 17    
წავიდეს და მოეგებნეს წინა და მოვიდეს იგინი-ცა. მუნ შეიბნეს და,
Line: 18    
თავმან თქვენმან, სამსა დღესა უწყვეტლად და დაუდგომლად ომი
Line: 19    
იყო. ბოლოსა ჟამსა გამოაქცივნეს ლაშქარნი ასფან მეფისანი და
Line: 20    
მოკლეს ლოსარ ლოსიმანის ძე და დაჴოცნეს ლაშქარნი და გვითხრეს:
Line: 21    
ესე ყველასა სჯობდეს თვით სიმან და ხვასრო, რომელსა ლოსარ
Line: 22    
ლოსიმანის ძე მოეკლა. მიეგება წინა ქაბარ ქავის ძე იამანსა
Line: 23    
ჭაბუკსა, იამანთა მეფისა ძესა, და ლასურსა, დელამთა მეფისა ძესა.
Line: 24    
და შებმულ იყვნეს და გამოაქცივნეს იგი-ცა და დაუჴოცნეს ლაშქარნი.
Line: 25    
ქაბარ ქავის ძე მოეკლა თვით ლასურსა. რა
Line: 26    
მოგვესმა ამბავი ესე, დაუმძიმდა უზომოდ ასფან მეფესა.
Line: 27    
და მოარბიეს ყოველი სამეფო და დადგომილნი არიან
Line: 28    
ქალაქისა კართა ზედა ცალ-კერძ სიმან და ხვასრო და ცალ-კერძ
Line: 29    
იამან ჭაბუკი და დელამთა მეფისა ძე, და არა არს რიცხვი სიმრავლისა
Line: 30    
ლაშქართა მათთაჲსა, და სთხოვენ ასფანსა ქალთა მნათობთა.
Line: 31    
და ამათ დღეთა მათი და ბუმბერაზთა ომი არის. თუ რა-ღა იქმნების,
Line: 32    
იგი ღმერთმან იცის. სიმან სინდთა მეფისა ძე და ლასურ დელამთა
Line: 33    
მეფისა ძე, ხვასრო ხაზართა მეფისა ძე და იამანი ჭაბუკი,
Line: 34    
ესე ოთხნი ჴელმწიფენი ჭაბუკნი, და კვლავ სხვანი მივიდეს აზნაურნი
Line: 35    
ჭაბუკნი და აქებენ დიდად ჯაზდან ფარსადანის ძეს; ქამარ
Line: 36    
ქერდი, ბოლოსორ ბასანელი, პარსან რაბიშინის ძე, ამრად რაბაგის
Line: 37    
ძე, ჯოჰარ ქანიმანის ძე -- ესენი წამოსრულან და ცალ-კერძ
Line: 38    
დგანან. იგინი-ცა მათ-ვე ქალთა მნათობთათვის მოსრულ არიან,
Line: 39    
და აწ თქვენ მიხვალთ და ომი, ღმერთო, დიდი და ფიცხელი შეიქმნების
Page: 339  Line: 1    
შიგნით მათგან და გარეგნით თქვენგან და, რა-ღა მოხდების,
Line: 2    
იგი ღმერთმან იცის".

Line: 3       
ესე გვიამბო მან კაცმან. და თქვა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა:
Line: 4    
ამან კაცმან გვითხრა ყველა კარგად და ესე-ცა გვიბრძანა, ვითა ჭაბუკნი
Line: 5    
მრავლად არიან, ომნი დიდნი და ფიცხელნი მგონიან-ო.

Line: 6       
წავედით მუნით და წავიდა იგი კაცი წინა და აცნობა მისლვა
Line: 7    
ამირან დარეჯანის ძისა.

Line: 8       
ამირან დარეჯანის ძე სახელოვანი კაცი იყო ყოველსა ქვეყანასა
Line: 9    
შინა. და ჰკითხეს მათ ჴელმწიფეთა და ჭაბუკთა უსენს, აბუტალიბის
Line: 10    
ძმასა, ვითა: იგი ამირან დარეჯანის ძე არის-ა მობაღდადე
Line: 11    
ჭაბუკი, რომლისა სახელი გვასმია ჭაბუკობისა მისისა-ო? მოაჴსენა
Line: 12    
უსენ: იგი არს-ო. მაშინ შეეკაზმნეს და წინა მოეგებნეს და მოიკითხეს
Line: 13    
ერთმან-ერთი. და ვითა იგი ლაშქარნი მოკაზმულნი იყვნეს, რომელ,
Line: 14    
თავმან თქვენმან, უკეთესობა აღარა ეგებოდა. გაეხარნეს მათ
Line: 15    
ჴელმწიფეთ ნახვა ამირან დარეჯანის ძისა. და მოეგებნეს წინა იგი
Line: 16    
აზნაურნი-ცა და გაიხარნეს მათ-ცა უზომოდ ნახვითა ჩვენითა. წავედით
Line: 17    
და მივედით კართა მის ქალაქისათა და დავდეგით ცალ-კერძ
Line: 18    
ჩვენა და ცნა მან ასფან მეფემან მისლვა ჩვენი. მოეგზავნა კაცი
Line: 19    
და ესე შემოეთვალა, ვითა: ამირან დარეჯანის ძეო, მესმოდა სიკეთე
Line: 20    
და ჭაბუკობა შენი შორით და მიყვარდი ვითა ძმა და აწ ვაშად
Line: 21    
მოხვედ და ბრძანე ომი და ღვინო წინა-ო. და შეუთვალა პასუხი ამირან:
Line: 22    
მეფეო, მე ომი მრავალი მინახავს, მაგრა ესე მიმძიმს,
Line: 23    
რომელ ვითარი გასმი-ვარ, ეგეთსა ვერა მნახავ-ო.

Line: 24       
წავიდა მოციქული იგი და კვლა მეორედ გამოვიდა. ებოძა შესამოსელი
Line: 25    
და სხვა დიადი საბოძვარი.

Line: 26       
მეორესა დღესა გვიჴმნა სიმან სინდთა მეფისა ძემან. დაედგა
Line: 27    
ძოწეული კარავი და ესხნეს იგი საჯდომნი. და დასხდეს იგი სიმან
Line: 28    
და ხვასრო და იამანი ჭაბუკი და ლასურ, ჴელმწიფეთა შვილნი.
Line: 29    
დამართებით დაისხნეს ჯაზდან ფარსადანის ძე, ქამარ ქერდი, ბოლოსორ
Line: 30    
ბასანელი, პარსან რაბიშინის ძე, ამრად რაბაგის ძე, ჯოჰარ
Line: 31    
ქანიმანის ძე. და ჩვენ მივედით: ამირან დარეჯანის ძე, მე --
Line: 32    
სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე, ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე,
Line: 33    
ყამარ ყამრელი, ქაოზ ქოსის ძე. ადგეს ოთხნი-ვე ჴელმწიფენი და
Line: 34    
გამოეგებნეს წინა და აწვიეს. ამირან დარეჯანის ძე დაისვეს თანა
Line: 35    
საჯდომთა. დავიდევით ნადიმი და იყო მღერა და განსვენება. და
Line: 36    
მოეგზავნა კაცი ასფან მეფესა სიმან სინდთა მეფისა ძესა თანა და
Line: 37    
ხვასრო ხაზართა მეფისა ძესა თანა [და შემოეთვალა], ვითა: დაგიჴხოციათ
Line: 38    
ლაშქარი ჩემი, აგიწყვეტიათ სამეფო ჩემი და ჰლამით
Line: 39    
ქალთა მნათობთა წაყვანებასა მკლავითა. გამოვგზავნი ბუმბერაზთა
Page: 340  Line: 1    
ჩემთა და, რომელსა გწადიან, შეებენით-ო. დაასწრა სიმან ხვასროსა
Line: 2    
და ეგრე უთხრა მოციქულსა, ვითა: მე გამოვალ ხვალე და შენ-ცა
Line: 3    
გამოგზავნე ბუმბერაზი შენი და ნახე, თუ რა-ძი ჭაბუკი ვიყო, და
Line: 4    
ამას-ცა გითხრობ აქა, რომელ ჭაბუკნი მრავლად არიან და, თავმან
Line: 5    
შენმან, დასტურად მაგა ქალთა მნათობთა წავიყვანებთ-ო. და წავიდა
Line: 6    
მოციქული და ჩვენ გარდავიჴადეთ ნადიმი და სიმან სინდთა მეფისა
Line: 7    
ძემან გასცა ყოველთა ზედა დიადი და გავიყარენით მას დღესა.

Line: 8       
და ვითა გათენდა, წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და ყოველი
Line: 9    
ქალაქი ხედვად. და თვით მეფე ასფან დაჯდა მაღალთა ბანთა
Line: 10    
ზედა და დაისხნა გვერდით მნათობნი ქალნი მისნი და დიდებულნი
Line: 11    
მისნი და დაიდვა ნადიმი. ოდეს შევხედენით მათ მნათობთა ქალთა,
Line: 12    
ეგრე ვთქვით, ვითა: მათებრნი არა ნახულან ქვეყანასა ზედა-ო. გამოვიდა
Line: 13    
მუნით ბუმბერაზი ერთი შეკაზმული საომრად. გავიდა მოედანსა
Line: 14    
შიგან. დავსხედით ჩვენ-ცა. შეეკაზმა იგი სიმან სინდთა მეფისა
Line: 15    
ძე და გავიდა, მაგრა კაცისა თვალსა ზედა, ღმერთო, კაცად კმა
Line: 16    
იყო. შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა და შეიბნეს. თავმან თქვენმან,
Line: 17    
ომად კმა იყო, და იბრძოლეს სიმან
Line: 18    
სინდთა მეფისა ძემან, ვითა: ასფან მეფეო, აწ ნახო ბუმბერაზი
Line: 19    
შენი-ო! შემოუტევა, ჰკრა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა, ყელამდისი
Line: 20    
ჩაჰკვეთა და ფიცხლად მოკლა. ჩვენ გაგვეხარნეს დიდად და შევასხით
Line: 21    
ქება სიმან სინდთა მეფის ძესა. და დაუმძიმდა ასფანს, მაგრა
Line: 22    
მოქალაქეთა ერთობ გაეხარნეს.

Line: 23       
გავიყარენით და წავედით თავის-თავისსა კარავსა.

Line: 24       
მეორესა დღესა გვიჴმო ხვასრო ხაზართა მეფისა ძემან და
Line: 25    
აგრე-ვე სხდეს იგი ჴელმწიფენი ნადიმად და იგი სხვანი ჭაბუკნი-ცა.
Line: 26    
ეგრე-ვე საჯდომთა დაისვეს ამირან დარეჯანის ძე. დავიდევით ნადიმი
Line: 27    
და ეგრე-ვე დაიწყეს მგოსანთა მღერა. მოეგზავნა იგი-ვე კაცი
Line: 28    
ასფანს და შემოეთვალა იგი-ვე პირი ხვასრო ხაზართა მეფისა ძესა
Line: 29    
თანა, ვითა ხვალე შენი და ჩემისა ბუმბერაზისა ომი არის-ო. გაიცინა
Line: 30    
ხვასრო და ეგრე თქვა, ვითა: მასა ერთსა-ცა ბუმბერაზსა კარგად
Line: 31    
გაემარჯვა, განა გა-თურე-ლაღებულ-ხარ, რომელ კვლა-ვე მოღმა
Line: 32    
მუქარა გითხოვნია-ო. დაასკვნეს ხვალისა ომი და გავიყარენით. დიადი
Line: 33    
გასცა ხვასრო საბოძვარი ყოველთა ზედა.

Line: 34       
და ვითა გათენდა, დაჯდა ასფან მეფე მათ-ვე ბანთა ზედა და დაისხნა
Line: 35    
გვერდით იგი მნათობნი ქალნი და დიდებულნი თვისნი. და
Line: 36    
ეგრე-ვე წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და ყოველი ქალაქი ,
Line: 37    
ხედვად. ხვასრო მშვილდოსანი იყო, რომელ მისებრივ არა უნახავს
Line: 38    
კაცისა თვალსა. შეირტყა მშვილდ-კაპარჭი და გავიდა. და
Line: 39    
ბუმბერაზი ერთ-სახე შემოსილიყო, ცხენი და კაცი რკინითა. გამოვიდა
Page: 341  Line: 1    
ხვასრო. მისლვასა-ვე შესტყორცა ისარი, ჰკრა მკერდსა, გაჰკვეთნა
Line: 2    
რკინანი და გაავლო ვითა სამოსელსა და მოკლა. და ეგრე-ვე
Line: 3    
გაეხარნეს გარეგანთა მათ ლაშქართა და შეასხეს ქება. მაგრა აუგად
Line: 4    
დაუდვეს მშვილდითა შებმა მას ხვასროსა ხაზართა მეფისა ძესა.
Line: 5    
ამაზედა ერთობ დაუმძიმდა ასფან მეფესა და იტყოდა თავსა თვისსა
Line: 6    
უსვეოდ. გავიყარენით მას დღესა.

Line: 7       
მესამესა დღესა გვიჴმო იამანმან ჭაბუკმან და ეგრე-ვე სხდეს
Line: 8    
იგი ყოველნი და დაისხნეს საჯდომნი ამირან დარეჯანის ძისათვის.
Line: 9    
მივედით ჩვენ-ცა. ადგეს, მოეგებნეს წინა. დავსხედით ნადიმად და
Line: 10    
იგი-ვე კაცი მოვიდა მას იამანსა ჭაბუკსა თანა და უთხრა შეთვლილობა
Line: 11    
ასფან მეფისა, ვითა: ვინაჲთგან ღმერთსა ძლევა თქვენ-და მოუცემია,
Line: 12    
ჩაშ თუ, ეგრე ჴამდა. აწ გამოვალს მესამე ბუმბერაზი ჩემი და
Line: 13    
ხვალე შენი და მისი ომი არის-ო. ჰრქვა მან იამანმან ჭაბუკმან, ვითა:
Line: 14    
ჩვენ-ცა გაგვიგონია, მეფეო, რომელ ეგე კაცნი მოგწყინებოდეს და
Line: 15    
გვაჴოცინებ. მე მზა ვარ ხვალისად-ო. გარდავიჴადეთ ნადიმი და გასცა
Line: 16    
მან-ცა ყოველთა ზედა საბოძვარი, მერმე გავიყარენით.

Line: 17       
და ვითა ზედა გათენდა, კვლა დაჯდა იგი მეფე ასფან და დაისხნა
Line: 18    
დიდებულნი, და წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი და წამოდგა
Line: 19    
ზედა ხედვად ყოველი ქალაქი. გამოვიდა ბუმბერაზი იგი ასფან
Line: 20    
მეფისა და ჰგვანდა, რომელ შეშინებულ-იყო და არა სწადდა ომი.
Line: 21    
გავიდა იამანი ჭაბუკი. შეიბნეს ფიცხლად, იბრძოლეს დიდი; და-თურე-იწუნა
Line: 22    
იამანმან ჭაბუკმან, ჴრმალი გასტყორცა, შეუტევა და
Line: 23    
აიღო უნაგირთაგან და დაჰკრა ქვეყანასა და მოკლა. გაგვიკვირდა
Line: 24    
ესოდენი სიავე მათ ბუმბერაზთა და გავიყარენით მას დღესა-ცა.

Line: 25       
მეოთხესა დღესა გვიჴმნა ლასურ და ეგრე-ვე დაესხნეს საჯდომნი.
Line: 26    
გამოეგება წინა ამირან დარეჯანის ძესა და დავსხედით და დავიდევით
Line: 27    
ნადიმი. მოკაზმულობა სახლისა ერთისა-ცა არა ჰგვანდა მისისასა.
Line: 28    
თავმან თქვენმან, რა-ცა კაცნი ვიყვენით, თვითო დასტი ოქროჲსა წინა
Line: 29    
გვედვა. ვიყვენით ხუთ-ასი კაცი. გამოვიდა იგი-ვე კაცი და ლასურს
Line: 30    
მოაჴსენა შეთვლილობა ასფან მეფისა, ვითა: ხვალე შენი და მეოთხისა
Line: 31    
ბუმბერაზისა ომი არის და შენ-ცა გაგვეჩვენე-ო. გაიცინა მან ლასურ და
Line: 32    
თქვა, ვითა: ვიცი, რა გიყოფია შენთა ბუმბერაზთათვის-ო. დაასკვნეს
Line: 33    
ომი ხვალისად. და ჩვენ დავიდევით ნადიმი და გასცა ლასურ
Line: 34    
დიდი ყოველთა ზედა. და გავიყარენით და წავედით თავის-თავისად
Line: 35    
კარავსა.

Line: 36       
და ვითა გათენდა, დაჯდა ასფან მეფე მათ-ვე ბანთა ზედან და
Line: 37    
დაისხნა დიდებულნი მისნი და დაიდვა ნადიმი. წამოდგეს ზედა მებუკე-მედაბდაბენი
Line: 38    
და წამოდგა ყოველი ქალაქი ხედვად. გამოვიდა
Line: 39    
ბუმბერაზი და ფიცხლად რას-მე უბნობდა. და გავიდა ლასურ. ფიცხელი
Page: 342  Line: 1    
მეომარი იყო. აიხვნა [ ლასურ ] ოროლნი და ჰრქვა ამირან დარეჯანის
Line: 2    
ძესა, ვითა: აწ-ვე მისლვასა ნახო ჭაბუკობა ჩემი-ო! და ვითა
Line: 3    
შეუტევა, მისლვასა-ვე ჰკრნა ოროლნი მკერდსა. და აიღო უნაგირთაგან.
Line: 4    
ეგზომ ფიცხლად აზიდნა, დაკრული თურე იყო ცხენსა ზედა,
Line: 5    
ასწყვიდა და დაჰკრა ქვეყანასა და მოკლა. და შეასხეს ქება ლასურს
Line: 6    
დელამთა მეფისა ძესა.

Line: 7       
და დაუმძიმდა ასფან მეფესა ესრე აწყვედა მისთა ბუმბერაზთა და
Line: 8    
გავიყარენით. გვიმძიმდა ჩვენ და ვთქვით თუ, ნეტარ რაჲსათვის არ-ვინ
Line: 9    
შეაბა ამირან დარეჯანის ძესა? თურე არა ჰლამის მოცემასა ქალთა
Line: 10    
მნათობთასა. თქვა ამირან დარეჯანის ძემან: ზენა-არმან ღმრთისამან
Line: 11    
და მზემან პატრონისა ჩემისა ბაღდადელის ამირ-მუმლისამან,
Line: 12    
სამთა უკეთესთა მე წავიყვანებ პატრონისა ჩემისა შვილთათვის-ო.

Line: 13       
გამოჴდეს დღენი მრავალნი და აღარა-ვინ გამოგზავნა ასფან მეფემან.
Line: 14    
მერმე შეკრბეს ერთგან იგი ოთხნი-ვე ჴელმწიფენი და მიუგზავნეს
Line: 15    
კაცი მას ასფან მეფესა ამა პირსა ზედან, ვითა: ნუ იჭირვი და
Line: 16    
ნურ-ცა-ღა ჩვენ გვაჭირვებ, მოგვეცინ ასულნი შენნი ცოლად. აგვიწყვედია
Line: 17    
სამეფო შენი, რომელ წავიდეთ და იყავ მშვიდობით. და თუ-ღა
Line: 18    
ვინ შემოსაბმელი გყავს, გამოგზავნე და შევებნეთ-ო.

Line: 19       
მან გამოსცა პასუხი, ვითა: ჯერეთ დიდნი ჭირნი გისხენან და ბოროტნი
Line: 20    
თავისა თქვენისანი და დიდად ისწრაფით. ექვსნი ბუმბერაზნი
Line: 21    
სხვანი დამრჩომიან და მათ აზნაურთა ჭაბუკთათვის გამოვგზავნი,
Line: 22    
შეებნენ და გამოვსცდი მათ-ცა, თუ რა-ძი ჭაბუკნი არიან-ო. ხვალისა
Line: 23    
დღეს დაასკვნეს ომი.

Line: 24       
ვითა ზედა გათენდა, დაჯდა მეფე ასფან მუნ-ვე და გამოვიდეს
Line: 25    
ექვსნი ბუმბერაზნი ქალაქთა და აქათა-ც გავიდეს ჯაზდან ფარსადანის
Line: 26    
ძე, ქამარ ქერდი, ბოლოსორ ბასანელი, პარსან რაბიშინის ძე,
Line: 27    
ამრად რაბაგის ძე და ჯოჰარ ქანიმანის ძე. ჩაშ თუ, თორმეტთა კაცთა
Line: 28    
ომი უფრო დიდი აჩნდების-ო.

Line: 29       
და უფიცხეს შეიბნეს პირველისა. იბრძოლეს დიდი ხანი. შეშინდეს
Line: 30    
ბუმბერაზნი ასფან მეფისანი და გაიქცნეს და წაეწივნეს კართა
Line: 31    
მის ქალაქისათა და დაჴოცნეს ბუმბერაზნი იგი. თქვა ამირან
Line: 32    
დარეჯანის ძემან, ვითა: ერთსა ადგილსა ესდენი ბუმბერაზნი ავნი
Line: 33    
არა-ვის უნახავს-ო. შეუგზავნა ამირან დარეჯანის ძემან კაცი ასფან
Line: 34    
მეფესა და მოაჴსენა, ვითა: მეფეო, ომისა აჯება ჴამს, ღმერთო, განა
Line: 35    
რად არ-ვინ შემაბი-ო? მან ეგრე შემოუთვალა, ვითა: ნუ ისწრაფვი,
Line: 36    
ამირან დარეჯანის ძეო, შენი-ცა მყავს შემბმელი, მაგრა ავად
Line: 37    
რას-მე უმარჯვდების ჩემთა ბუმბერაზთა და მე ესე მიხარიან, რომელ
Line: 38    
როჭიკსა ეგზომ დიდსა ვეღა-რა სჭამენ-ო.

Line: 39       
გამოჴდეს დღენი მრავალნი და ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან,
Page: 343  Line: 1    
ვითა: ჴამსა ესე, რომელ მოვიდეს ჩვენსა-ცა ისი ჴელმწიფენი და აზნაურნი
Line: 2    
ჭაბუკნი? მე ეგრე მოვაჴსენე: დია, ღმერთო, ჴამს-ო. გაგზავნა.
Line: 3    
ქაოზ ქოსის ძე და შეუთვალა, ვითა: დაიმდაბლეთ თავი და
Line: 4    
განისვენეთ მონისა კარავსა-ო. მათ შემოუთვალეს, ვითა: კარავსა მამისა ჩვენისასა
Line: 5    
ეგრე მოვალთ-ო. და უჴმნეთ მათ-ცა აზნაურთა
Line: 6    
ჭაბუკთა. მოვიდეს, ჭამეს პური და გარდაიხადეს ნადიმი. ამაზედა გამოეგზავნა
Line: 7    
კაცი მას ასფან მეფესა და შემოეთვალა, ვითა: მოსულ
Line: 8    
ხართ კარსა ჩემსა ზედა დიდნი ჴელმწიფენი და გარდაგიჴდიათ დიდნი
Line: 9    
ომნი და გამარჯვებულნი ხართ. თუ-მცა არა მოსულ-იყვენით აქა
Line: 10    
და სახლით თქვენით გეთხოვნეს, ღმერთმან იცის, გამეხარდებოდა და
Line: 11    
მოგცემდით ასულთა ჩემთა ცოლად. აწ ვინაჲთგან მოსულ ხართ აქა
Line: 12    
და მკლავითა ჰლამით წაყვანებასა პატრონისა შვილთათვის, ასე არის,
Line: 13    
აწ გამოცდა ჴელთა ჴამს. ვინ დააჯეროთ ერთმან-ერთი და აიღოთ
Line: 14    
სახელი? აწ შენ, სიმან სინდთა მეფისა ძეო, შეები ამირან დარეჯანის
Line: 15    
ძესა.

Line: 16       
მაშინ ასწრა ამირან დარეჯანის ძემან და თქვა: მე ყოველთა
Line: 17    
მეფეთა ყმა და მონა ვარ, არა-ვის ვკადრებ ომსა და, თუ შენ გყავს ვინ-მე,
Line: 18    
გამოგზავნე და დია შევებმი-ო. ამისა შეთვლილობისათვის ეგონა
Line: 19    
სინდთა მეფისა ძესა შეშინება ამირან დარეჯანის ძისა. რა ესე
Line: 20    
შეატყო ამირან მას სინდთა მეფის ძესა, ეგრე არქვა: სიმან,
Line: 21    
ბრძანება თქვენი არს-ო. დაასკვნეს ომი ხვალისად. და არქვა მას ასფან
Line: 22    
მეფემან: ამირან ჩემი არის და მე გამოვგზავნი-ო. და ვითა გათენდა,
Line: 23    
მოეგზავნა კაცი ამირან დარეჯანის ძესა თანა და გამოეცა
Line: 24    
შესამოსელი და საბოძვარი, ვითა: შენ ჩემთვის და ჩემ-კერძ გამოხვალ.
Line: 25    
აწ გაედ და შეები, ვითა მაქვს ჭაბუკობისა შენისაგან
Line: 26    
იმედი-ო.

Line: 27       
დაჯდა ასფან მეფე მუნ-ვე და დაისხნა გვერდით მნათობნი ქალნი
Line: 28    
და დაიდვა ნადიმი, დაისხნა დიდებულნი. შეეკაზმა ამირან დარეჯანის
Line: 29    
ძე და გავიდა. თქვა ყოველმან კაცმან, ვითა: არა-ვის უნდა ომი მის
Line: 30    
კაცისა-ო. გამოვიდა სიმან სინდთა მეფისა ძე და ხედვიდა ყოვლი
Line: 31    
ქალაქი ზედან. შემოუვლეს ნავარდი და ერთმან-ერთსა შეუზახნეს
Line: 32    
და შეიბნეს. სიმან დიდად იბრძოდა და ფიცხლად. ამირან მას ეკრძალოდა.
Line: 33    
სიმანს არ ეგონა ეგ-დენი შეძლება ამირან დარეჯანის ძისა და
Line: 34    
დაუწყო ფიცხლად ომი. მაშინ გაიყვანა ცხენი ამირან და შეუზახნა:
Line: 35    
მეფეო, გამიფრთხილდი, რომელ მოვალ და აღარ გეკრძალვი ჩამოგდებისათვის,
Line: 36    
მაგრა მოგკლავ არა-ო. ფიცხლად შემოუტევა ცხენი და
Line: 37    
ჰკრა ცხენისა თავსა ჴრმალი და მოჰკვეთა თავი და, ვითა ჩამოიჭრებოდა,
Line: 38    
მიჰყო ჴელი და, ვითა ცოტა ყმა, ჴელთა აიყვანა და თქვა:
Line: 39    
შემინდევ, მეფეო სიმან, არა გინდა ჩემი ომი-ო. გაიცინა ასფან მეფემან
Page: 344  Line: 1    
და თქვა: სიმან, ჩემი თუ-რე ბუმბერაზი გეგონა ამირან დარეჯანის
Line: 2    
ძე-ო?!

Line: 3       
დაუმძიმდა დიდად სიმანს და მას დღესა გავიყარენით
Line: 4    
თავის-თავისად.

Line: 5       
მეორესა დღესა კვლა მოეგზავნა კაცი ასფან მეფესა ხვასრო
Line: 6    
ხაზართა მეფისა ძესა თანა და ეგრე შემოეთვალა, ვითა: თუ გწადიან,
Line: 7    
შენ-ცა შეები და უშველე ამხანაგთა შენთა-ო. მას დაუმძიმდა
Line: 8    
და თქვა: მე ორ-პირ-ვე შევებმი. შენ წვევა რად გინდა-ო? და თქვა
Line: 9    
კვლა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ღმერთმან იცის, მე ნებითა
Line: 10    
ჩემითა არ ვებრძვი ჴელმწიფეთა, მით რომელ არა-მცა ფათერაკი
Line: 11    
წამეკიდოს და მოკვდეს რომელი-მე ჴელთა ჩემთაგან. არა
Line: 12    
კარგი არის აზნაურთაგან ჴელმწიფეთა სიკვდილი.

Line: 13       
დაჰპატიჟა ხვასრო ხაზართა მეფისა ძემან ომი. ესე იყო წესი
Line: 14    
ხვასროსი, რომელ რასა-ც ღმრთისაგან დაბაღებულსა შეჰკრის
Line: 15    
ისარი, მოკლის. მიუგზავნა კაცი დარეჯანის ძემან [და შეუთვალა],
Line: 16    
ვითა: რითა შევიბნეთ? ისარსა და მშვილდსა აიღებ ანუ არა-ო?
Line: 17    
მან ეგრე არქვა: არა ავიღებ-ო.

Line: 18       
და ვითა გათენდა, დაჯდა ასფან მეფე მას-ვე ადგილსა და გამოგზავნა
Line: 19    
კაცი ერთი მისთა დიდებულთაგანი ჩვენ თანა, შემოეთვალა:
Line: 20    
თავსა ჩემსა, კარგად და გულისად შეებას პატრონი თქვენი
Line: 21    
ამირან დარეჯანის ძე-ო. შეეკაზმა ამირან და თქვა: ნუ-თუ ჩვენ არა
Line: 22    
ვიცოდეთ, კაცი მუხთალი არის-ო. ითხოვნა პოლოტიკნი ჯაჭვი და
Line: 23    
აბჯარისა ქვეშე დაიპყრნა უჩინრად. გამოვიდა ხვასრო და არა
Line: 24    
ჰქონდა მშვილდი. დაემოწმა ყმისა-და, ვითა მშვილდი ჩემი ფარულად
Line: 25    
დაიჭირე და, რა ჟამი იყოს შებმისა, ფიცხლად მომართვი-ო.
Line: 26    
გავიდეს და შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა და მიართვა ყმამან
Line: 27    
უცნაურად მშვილდი. შესტყორცა ისარი ხვასრო და ჰკრა
Line: 28    
მკერდსა, გაჰკვეთნა პოლოტიკნი რკინანი, ჯავშანი და ჯაჭვი, და
Line: 29    
მკერდსა დიდი შეჰკვეთა. მაშინ დაუმძიმდა დარეჯანის ძესა და
Line: 30    
ეგრე არქვა, ვითა: მუჴთლად ჰლამოდი ჩემსა სიკვდილსა-ო? წყეულ-მცა
Line: 31    
ხარ! არა არს კარგისა ჭაბუკისა ჴელი ეგე მუხთლობა. სით
Line: 32    
წახვალ აწ ჴელისა ჩემისაგან უსიკვდილოდ-ო?

Line: 33       
გამოიგლიჯა ისარი მკერდიდამ და შეუტევა გულ-მწყრალად,
Line: 34    
რომელ-მცა მოეკლა. გაექცა ხვასრო და მე მოვაჴსენე: ნუ, ამირან,
Line: 35    
ნუ გამწყრალ ხარ, ვერ წაუვა ნაკრავსა შენსა და მოჰკლავ. მან
Line: 36    
ჩემსა სიტყვასა ზედა გასტყორცა ჴრმალი, მიეწია, აიღო უნაგირთაგანს
Line: 37    
დასცა ქვეყანასა ზედა და შებნიდა და არქვა: ზენა-არმან
Line: 38    
ღმრთისამან და მზემან პატრონისა ჩემისა ამირ-მუმლისამან, თუ-ცა
Line: 39    
ჴელმწიფე არ ყოფილიყავ, მო-მცა-მკვდარ იყავ ჴელითა ჩემითა!
Page: 345  Line: 1    
შეაქცია ზურგი და წამოვიდა. მივიდეს ყმანი მისნი და წაიყვანეს
Line: 2    
ხვასრო. და დაიმადლა მეფემან ასფან არ-მოკლვა ხვასროსა
Line: 3    
და ებოძა საბოძვარი. და თქვა ყოველმან კაცმან: არა არს ჭაბუკი
Line: 4    
დარეჯანის ძისებრი პირსა ყოვლისა ქვეყანისასა!

Line: 5       
გამოჴდა იგი დღე. და მესამესა დღესა გამოსთხოვა მუქარა იამანმან ჭაბუკმან
Line: 6    
და არქვა დარეჯანის ძემან: უფლისწულო ჩემო,
Line: 7    
ნუ ვინ დაგარწმუნებს ომსა ჩემსა. ღმერთმან იცის, მიმძიმს
Line: 8    
ომი თქვენი-ო. მან არქვა, ვითა: არა არს წამალი ომისაგან კიდე.
Line: 9    
ასფან მეფემან უბრძანა: გაუშვი ეგე, ამირან დარეჯანის ძეო ვირე
Line: 10    
ყოველთა არა შეებმი, სხვა ღონე არა არის-ო. მერე გამოვიდა
Line: 11    
იგი იამანი ჭაბუკი და აქეთ გავიდა ამირან დარეჯანის ძე. შეუტევეს
Line: 12    
ერთმან-ერთსა და დიდი ხანი იბრძოლეს, მერმე გაიყვანა ცხენი
Line: 13    
იამან ჭაბუკმან, შემოუტევა ფიცხლად და დაჰკრა ცხენისა თავსა
Line: 14    
დარეჯანის ძისასა და მოჰკვეთა თავი და ჩამოაგდო. რა ესე
Line: 15    
მოინახა იამან ჭაბუკისაგან ამირან დარეჯანის ძემან, მიჰყო ჴელი
Line: 16    
გულ-მწყრალმან და უკანასა ფერჴსა მოეკიდა ცხენისა მისისასა,
Line: 17    
უკუ-ზიდნა და ქვეყანასა დაჰკრა ცხენი და კაცი. და ჩამოჰყივლა ასფან
Line: 18    
მეფემან: რას-ღა იკლებ ჩამოგდებულისა კაცისაგან, იამანო ჭაბუკო?
Line: 19    
გაგვიკვირდა, თავმან თქვენმან, ომად ფიცხლად კმა იყო.
Line: 20    
მეორესა დღესა ლასურ დელამთ მეფისა ძესა კაცი გამოეგზავნა
Line: 21    
მეფეთა შვილთა თანა და ამირან დარეჯანის ძისათვის [და შემოეთვალა],
Line: 22    
ვითა: დღესა ჩემსა ბრძანეთ-ო. მივედით და დაგვიდვა
Line: 23    
ნადიმი, რომელ, თავმან თქვენმან, ნადიმად კმა იყო. მერმე თქვა
Line: 24    
ლასურ დელამთა მეფისა ძემან. ამირან დარეჯანის ძეო, მრცხვენიან,
Line: 25    
ღმერთმან იცის, ამა სიტყვისა თქმა, განა ესე ჴელმწიფენი
Line: 26    
შეგბმიან და შენ და მე-ცა შევიბნეთ-ო. გასცა პასუხი ამირან, ვითა:
Line: 27    
ღმერთმან იცის, განა ძოღან-ცა ვთქვი: არა მწადიან ჴელმწიფეთა
Line: 28    
ომი და, რადგან თქვენ გიბრძანებიათ, მის მეტი ჩემგან რა
Line: 29    
ღონეა-ო?

Line: 30       
დაასკვნეს ომი. გაიყარა ნადიმი. რა დილა გათენდა, წამოდგეს
Line: 31    
ზედა მებუკე-მედაბდაბენი, შეეკაზმა ლასურ და გავიდა. თქვენმან
Line: 32    
მზემან, კაცად კმა იყო. აქეთ გავიდა დარეჯანის ძე, შეიბნეს, ფიცხელი
Line: 33    
ომი გარდაიჴადეს დილითგან ვიდრე მწუხრამდი. ფიცხლა
Line: 34    
გაიყვანა ცხენი ლასურ და თქვა: ასფან მეფეო, აწ ნახე გაგება
Line: 35    
დარეჯანის ძისა-ო. თავმან თქვენმან, გვეგონა გასწორება. ჴრმალი
Line: 36    
ჰკრა ჩაბალახსა ზედა და თავმან თქვენმან თავსა დიდი შეჰკვეთა.
Line: 37    
მერმე გაიყვანა ცხენი დარეჯანის ძემან და უყივლა. ლასურ დელამთა
Line: 38    
მეფისა ძეო, აწ ჩემგან ნახე სიფიცხე შენ ზედა, თუ რა მოვაწიო.
Line: 39    
აძგერა ცხენი და ცხენი და კაცი ესრეთ გამოაგორვა, რომელ
Page: 346  Line: 1    
თავისა გზა და კვალი ვეღა-რა შეიგნა. მაშინ გაიცინა ასფან მეფემან
Line: 2    
და თქვა: ვითა დამიყივნენ მეფენი სიძენი, დარეჯანის ძეო!
Line: 3    
მას დღესა თავის-თავისად წავიდეს.

Line: 4       
რა დილა გათენდა, კაცი გამოეგზავნა ასფან მეფესა და შემოეთვალა,
Line: 5    
ვითა: დარეჯანის ძეო, ვიცი რომელ არა არს პირსა ქვეყანისასა
Line: 6    
ჭაბუკი შენებრი. აწ პირიანი არს, რომელ ეგე აზნაურნი
Line: 7    
და თქვენნი ყმანი შეებნენ-ო. მაშინ მოაჴსენა ამირან, ვითა: რა-ცა
Line: 8    
გიბრძანებია, განაღა-მცა მართალ ხარ-ო.

Line: 9       
რა დილა გათენდა, წამოდგეს მეფე, დიდებულნი მისნი და
Line: 10    
ყოველი ქალაქი მით-ვე წესითა. გამოვიდეს აზნაურნი ჭაბუკნი
Line: 11    
ექვსნი-ვე დაკაზმულნი და აქეთ ჩვენ დავეკაზმენით. გავედით და
Line: 12    
შევიბენით. კარგნი ჭაბუკნი იყვნეს ისინი-ცა. ბინდამდის ომი იყო.
Line: 13    
დასჯერდეს მოქალაქენი-ცა და გარეგნით ყოველი ლაშქარი. გაგრძელდა
Line: 14    
ომი. იყივლა ასფან მეფემან: თუ ჰგავთ პატრონსა თქვენსა,
Line: 15    
ამირანის ყმანო, აწ ჟამი არის ჯობნისა-ო. ამა სიტყვასა ზედა
Line: 16    
თქვა ალი მოჰამადის ძემან: ჴამს კარგი ნაქმარი-ო. გავფიცხდით
Line: 17    
ესრე, რომელ ვითა-მცა ახლა დაგვეწყო ომი. ვიბრძოლეთ ცოტა-ღა
Line: 18    
ხანი და ჩამოვყარენით ექვსნი-ვე და ესე კარგად მოჴდა, რომე არა
Line: 19    
რომელი მოკვდა. შევედით და დავსხედით პატრონსა ჩვენსა ამირან
Line: 20    
დარეჯანის ძესა თანა გვერდით ნადიმსა. მათ ჴელმწიფეთა
Line: 21    
გვიბოძეს დიადი და გავიხარენით. მერმე გაიყარა ნადიმი და მეორესა
Line: 22    
დღესა მიუგზავნეს კაცი მათ ოთხთა-ვე ჴელმწიფეთა ასფან
Line: 23    
მეფესა, ვითა: აწ კვლა მიზეზი აღარა არს, მოგვეცინ ასულნი
Line: 24    
შენნი ცოლად და ამირან დარეჯანის ძესა-ცა მოსცენ პატრონისა
Line: 25    
მისისა შვილთათვის და, თუ-ღა არს ვინ-მე მეომარი სხვა, გამოგზავნე
Line: 26    
და მას-ცა შევებნეთ. მან გამოსცა პასუხი, ვითა: გაგიხვამ კართა
Line: 27    
ქალაქისასა და თვით გამოიყვანეთ-ო.

Line: 28       
იყვნეს შვიდნი ქორნი შვიდთა-ვე ქალთანი და უდგა კართა ზედა
Line: 29    
სამ-ათას-სამ-ათასი მეომარი კაცი მცველად; ამა სამთა ქალთა
Line: 30    
უკეთესთათვის ოთხი-ათას-ოთხი-ათასი კაცი უდგა; უფრო ძნელი
Line: 31    
და უფიცხესი ყოველთა ომთასა იგი იყო. გაგვიხვნეს კარნი და
Line: 32    
შევედით მას ქალაქსა შინა, დაკაზმულ-იყვნეს იგი ჴელმწიფენი და
Line: 33    
ამირან საქვეითოჲთა აბჯრითა შეჭურვილ-იყო. ყოველნი-ვე იგი
Line: 34    
მცველნი საომრად მოკაზმულ-იყვნეს. მაშინ დაგვიჭირნა ამირან დარეჯანის
Line: 35    
ძემან თვისსა თანა მე -- სავარსიმის ძე, აბან ქამანის ძე
Line: 36    
და ალი მოჰამადის ძე. გაგზავნა სიმან სინდთა მეფისა ძესა თანა
Line: 37    
ყამარ ყამრელი, გაგზავნა იამანსა ჭაბუკსა თანა ქაოზ ქოსის ძე,
Line: 38    
გაგზავნა ლასურ დელამთა მეფისა ძესა თანა ასან ბადრის ძე
Line: 39    
[და უბრძანა მათ], ვითა: იახლენით და კარგად დადეგით-ო. დავეკაზმენით
Page: 347  Line: 1    
და შევებენით. მას დღესა გარდაჴდა ომი და ვერა შევედით.
Line: 2    
იგი ქალთა მცველნი კაცნი ყველა დარჩეულ იყვნეს.

Line: 3       
მეორესა დღესა კვლა შევიბენით და დაიჴოცეს მას დღესა შინა
Line: 4    
დიადნი ლაშქარნი. მოვერივენით და, ვირე იგინი ოთხნი თვითოსა
Line: 5    
გამოიყვანებდეს, მანამდისი ჩვენ, რომელნი სჯობდეს, სამნი ქალნი
Line: 6    
გამოვიყვანენით, რომელთა უდგა ოთხ-ათას-ოთხ-ათასი კაცი მცველად.
Line: 7    
და გამოიყვანნეს მათ-ცა და მივედით ასფან მეფესა წინაშე.
Line: 8    
და გამოგვეგება ასფან მეფე წინა და თქვა: კურთხეულ-მცა არს
Line: 9    
ჭაბუკობა თქვენი, რომელ არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა
Line: 10    
ჭაბუკი თქვენებრი-ო. მას დღესა აღარა ეგებოდა. მეორესა დღესა
Line: 11    
დაჯდა ასფან მეფე და შემოიკრიბნა დიდებულნი მისნი და
Line: 12    
ყოველი ქალაქი. და ქმნა ქორწილი და შერთნა ოთხთა-ვე ჴელმწიფეთა
Line: 13    
ოთხნი-ვე ქალნი, რომელნი მათ გამოეყვანნეს და მისცა
Line: 14    
მზითევი, რომელ არა იყო რიცხვი და შეგება. დავყვენით მრავალნი
Line: 15    
დღენი მუნ და მერმე წავიდეს იგი ოთხნი-ვე ჴელმწიფენი თავის
Line: 16    
თავისად და წაიყვანნეს ცოლნი მათნი დიდითა მოკაზმულობითა
Line: 17    
და ჩვენ ვიყვენით მუნ-ვე. ეგრე გვიბრძანა მან ასფან მეფემან, ვითა:
Line: 18    
თქვენ ჯერეთ ვერ გაგიშვებთ და, რა ჟამი იყოს, თვით გაგგზავნი-ო.
Line: 19    
მოაჴსენა მეფესა ამირან: მეფეო, ისი კარგნი ჭაბუკნი
Line: 20    
მოსრულ არიან აზნაურნი კარსა შენსა ზედა და არა ჴამს მათი
Line: 21    
უპიროდ გაგზავნა, მით რომელ ჟამსა შინა გეჴმარებიან. აწ უბრძანე
Line: 22    
შენთა დიდებულთა და მათნი ასულნი შერთნეს ცოლად. უბრძანა
Line: 23    
მეფემან დიდებულთა მისთა და მათნი ასულნი შერთნეს ცოლად.
Line: 24    
და უბოძა დიადი მათ-ცა და გაგზავნნა მომადლებულნი. მაშინ
Line: 25    
მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძემან: ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე!
Line: 26    
მე თქვენსა წინაშე ყოფნა დიდად სიხარულად მიჩნს. დამიყოფია
Line: 27    
დიდი ხანი და ისწრაფის პატრონი ჩემი, ჟამი არს წასლვისა ჩემისა.
Line: 28    
უბრძანა: დია გაგგზავნი-ო. გაახვნა კარნი საჭურჭლეთანი და
Line: 29    
შეკაზმა მზითევი, სხვისა ყველასაგან კიდე ოქრო, მარგალიტი,
Line: 30    
თვალი და სტავრა. ორი ათასი აქლემი და ათასი ჯორი კიდებული
Line: 31    
მოსცა; ათასი საჯინიბო ცხენი და სამი ათასი საჴედარი მისითა-ვე
Line: 32    
აკაზმულობითა ესე მზითვად წამოატანა. ამას გარეთად უბოძა
Line: 33    
ამირან დარეჯანის ძესა ურიცხვი ოქრო, მარგალიტი, სტავრა, კერული
Line: 34    
და უკერავი, ასი ჯორი კიდებული. და ჩვენ, ყმათა მისთა, ექვსთა-ვე,
Line: 35    
გვიბოძა დიადი. გამოგვყვა თანა თვით მეფე და დიდებულნი
Line: 36    
მისნი.

Line: 37       
წამოვედით და მოვედით ბაღდადს და მოჰგვარნა პატრონისა
Line: 38    
შვილთათვის ცოლნი, ნაყოფნი ეგეთნი, რომელ არა ნახულ-იყვნეს
Line: 39    
კაცისა თვალითა. გაეხარნეს უზომოდ ბაღდადელსა ამირ-მუმლსა
Page: 348  Line: 1    
და ქმნა ქორწილი მეორესა-ვე დღესა. მერმე უბოძა ამირან დარეჯანის
Line: 2    
ძესა საბოძვარი ურიცხვი და ჩვენ ექვსნი-ვე დაგვმოსნეს
Line: 3    
ტანსა და გვიბოძეს დიადი.

Line: 4       
აქა დასრულდა კარი მნათობთა. დაუსრულებელ-მცა არს დიდება
Line: 5    
მეფობისა თქვენისა უკუნისამდე, ჟამთა მრავალთა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.