TITUS
Amirandarejaniani
Part No. 8
Previous part

Chapter: 8 
Page: 348 
Line: 6 
კარი მერვე
Line: 7 
ტილისმათა ამბავი


Line: 8       ისმენდი, მეფეთ-მეფეო, ცხოვნდი უკუნისამდე! ადიდნეს
Line: 9    
ღმერთმან მოყვარენი თქვენნი და არცხვინნეს ორ-გულთა თქვენთა!

Line: 10       
ყმა მოვიდა მესაწოლე დილასა და ეგრე მითხრა, ვითა: გიბრძანებს
Line: 11    
ამირან დარეჯანის ძე -- ჩემსა მზესა, ადრე მოდი-ო. ავდეგ
Line: 12    
და წაველ, მეგონა, ამბავი რა-მე ასმია-ო. ოდეს მიველ, საგებელსა
Line: 13    
ზედან ჯდა. დაეღრიჯნეს და შუბლსა ჴელი მოედგა. დამიმძიმდა
Line: 14    
მისი ეგრე დაღრეჯით ყოფა. ვითა შევედ, ეგრე მიბრძანა: მოხვედ,
Line: 15    
სავარსიმის ძეო? მე მოვაჴსენე: წინაშე ვარ-მეთქი. მიბრძანა:
Line: 16    
მიღმართ მიხედენ-ო. ოდეს მივხედენ, ეტრატითა დაკრული ქალისა
Line: 17    
სახე კედელსა ზედა ეწერა, რომლისა უშვენიერესი არა
Line: 18    
ინახვოდა. მიბრძანა: მოგეწონა-ო? მოვაჴსენე: მო-მეთქი. კვლად
Line: 19    
მიბრძანა: აქა მოედ და დაჯედ. ვიცი, ღმერთო, არ-ცა რა მე, გინა
Line: 20    
რომელი ვიცი, გითხრა-ო. წამოვიდგენ ოქროჲსა სელნი და
Line: 21    
დავჯედ.

Line: 22       
ეგრე მიბრძანა: ძოღან-ვე დიაცი ვინ-მე მომადგა ზედა მძინარესა
Line: 23    
და ეგრე მითხრა: ამირან დარეჯანის ძეო, შენისა ჭაბუკობისაგან
Line: 24    
პირი არ არის, თუ მზე ქვეყანასა ზედა იყოს და შენ იგი არა
Line: 25    
ნახო. მე გამეღვიძნეს და გამიკვირდა. ვთქვი გულსა შინა, ეშმაური
Line: 26    
რა-მე არის და ყური არა მიუპყარ. ღამე მრავალ-ჯერ მოვიდის
Line: 27    
და მითხრის და მე ეშმაური მეგონის. აწ კვლა წუხელის მოვიდა
Line: 28    
და ეგრე მარქვა მან-ვე დიაცმან: ამირან, ჩემი სიტყვა არა მოისმინე,
Line: 29    
აწ მის ქალისა სახე, რომელსა ვიტყოდი, კედელსა ზედა დამიწერია,
Line: 30    
გაიღვიძენ და ნახენ. თუ მეტყუვნოს სიკეკლუცე, იცოდი,
Line: 31    
ყველასა ვიტყვი-ო. ოდეს გამეღვიძნეს, ისი კედელსა ზედა
Line: 32    
ეკრა. ამის მეტი სხვა არა ვიცი-ო.

Line: 33       
მე ეგრე მოვაჴსენე, ვითა: ესე არა ჰკითხე, თუ რომელსა ქვეყანასა
Line: 34    
არის-ო.

Page: 349 
Line: 1       
კვლა მიბრძანა: ამის მეტი, რომელ შენდა მითხრობია, არა
Line: 2    
ვიცი და არ-ცა რა მიკითხავს-ო.

Line: 3       
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! დამიმძიმდა დიდად და ვთქვი
Line: 4    
გულსა შინა: ეშმაური რა-მე არს და ფათერაკსა დავეპყრობით. მე
Line: 5    
ეგრე მოვაჴსენე, თუ: რა მოგაჴსენო, დაგიმძიმდების-ო. მან ეგრე
Line: 6    
მარქვა: თქვი, რა-ცა გწადიან-ო. მოვაჴსენე: ბედითი რა-მე ეშმაური
Line: 7    
საქმე მგონია და ბედითსა ჭირსა ჩავსცვივით და ბოლოსა ჟამსა ჴელთა
Line: 8    
აღარა დაგვრჩების რა-მეთქი. ეგრე მიბრძანა: გაუშვი ეგე, სავარსიმის
Line: 9    
ძეო, დასტურ ანუ გავიღებ გზასა და ანუ კვლა მისსა ძებნასა
Line: 10    
შიგან მოვიკლავ თავსა-ო. მე ეგრე მოვაჴსენე: არ-ცა ქვეყანა
Line: 11    
ვიცით და არ-ცა გზა, ღონე არა არის ამისი, თვარა მე წასლვასა
Line: 12    
არ გიშლი-მეთქი. ამაზედა შეიჭირვებდა და მჭმუნვარედ შეიქმნა.

Line: 13       
გარდაჴდეს დღენი მრავალნი. ასპარეზითა გვემღერა და შინა
Line: 14    
წამოვიდოდით. ეგრე მიბრძანა: გვალე ვიარებოდეთ, რომელ სიგრილე
Line: 15    
მეცეს-ო. წამოვედით შინათ კერძო და ზედა შეღამდა. და
Line: 16    
კაცი ვინ-მე რაჴსსა ცხენსა ჯდა, წითელი შესამოსელი ეცვა და ჩაჩი
Line: 17    
ზარქაში თავსა ებურა. მოვიდა და ეგრე არქვა: ამირან დარეჯანის
Line: 18    
ძეო, ვიცი, რომელ შეჭირვება შეგქმნია მის ქალისა სახისათვის.
Line: 19    
აწ ინდოეთით კერძო დამართე, რომელ დიდი მინდორი
Line: 20    
არის, და მუნ გაიღებ გზასა-ო. იკრა მათრაჴი და წავიდა. გზა-კვალი
Line: 21    
ვეღა-რა გამიღეთ. მე ეგრე მიბრძანა, ვითა: გესმის-ა მის კაცისა,
Line: 22    
სავარსიმის ძეო? მოვაჴსენე: მესმის-მეთქი, მაგრა გზა, ღმერთო,
Line: 23    
არ-ცა რა ამას გაუცემია. ეგრე მიბრძანა: თუ გული არ გაკლებს,
Line: 24    
წასლვისაგან კიდე სხვასა ნუ-რა-სა იგონებ-ო.

Line: 25       
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! დამიმძიმდა, ღმერთო, დიდად
Line: 26    
განა არა შევიდევ თავსა. მივედით შინა. მეორესა დღესა გააგო
Line: 27    
ყოველი საქმე ციხეთა და ქალაქთა და უჩინნა ერთ-გულნი კაცნი
Line: 28    
და, რა-ცა ჴამდა, უბრძანა. ალი-მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და
Line: 29    
ყამარ ყამრელი შინა არა იყვნეს. მე -- სავარსიმის ძე, აბან ქამანის
Line: 30    
ძე და ქაოზ ქოსის ძე მიგვასხნა და გვიბრძანა: აბა, მითხარით, --
Line: 31    
ლაშქრითა სჯობს წასლვა ანუ ჩვენით ოდენ წავიდეთ-ო? აბან
Line: 32    
ქამანის ძემან მოაჴსენა: ცხოვნდი უკუნისამდე, ამირან დარეჯანის
Line: 33    
ძეო! თუ-ცა უკეთესსა ვიქმოდეთ, მაშინ-ცა ყველასა ესე სჯობს,
Line: 34    
რომელ თუ-ცა ყოლე არა წავიდოდით, ამით რომელ ეშმაური და
Line: 35    
ბედითი გზა არს და, თუ წავალთ, ლაშქარი არა მოგვინდების. მოვილოდინნეთ
Line: 36    
ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი,
Line: 37    
თუ -- არა, ჩვენ წავიდეთ ოთხნი-ვე.

Line: 38       
გაიცინა ამირან და ეგრე არქვა, რომელ: წასლვასა მიშლი,
Line: 39    
აკლე თურე-ო? მან ეგრე მოაჴსენა, ვითა: თუ მეკლოს, ამას გზასა
Page: 350  Line: 1    
გაჩნდების-ო. ამაზედა დავეკაზმენით და წავედით ამირან დარეჯანის
Line: 2    
ძე, ქაოზ ქოსის ძე, აბან ქამანის ძე და მე, სავარსიმის
Line: 3    
ძე. ალი მოჰამადის ძე, ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი შინ არა
Line: 4    
იყვნეს. მათ სამთა მოლოდინება ვაწვიეთ, ამით რომელ ეგეთსა
Line: 5    
გზასა საიმედოდ კმა იყვნეს.

Line: 6       
ვაჴსენეთ სახელი ღმრთისა და წავედით. დავმართეთ მას მინდორსა,
Line: 7    
რომელ მან კაცმან გვაწვია. მოგვხვდეს მრავალნი მჴეცნი.
Line: 8    
დავჴოცენით და მივდიოდით. კაცი ვინ-მე ქედსა ზედა წამოდგა და
Line: 9    
იყივლა: ვინ ხართ, ცხენოსანნო, მანდ წინა ლაშქარნი დგანან მეკობრენი,
Line: 10    
მაგას გზასა ნუ წახვალთ თვარა დაჴოცენ-ო. ქაოზ ქოსის
Line: 11    
ძემან ეგრე მოაჴსენა: წავიდე და ვნახნე ისი ლაშქარნი-ო. წავიდა
Line: 12    
ქაოზ ქოსის ძე და ხუთ-ასსა ცხენოსანსა ზედა შეჰჴდა და,
Line: 13    
თავმან თქვენმან, ესრეთ მოერია, ვითა-მცა იგი ხუთ-ასი ყოფილიყო
Line: 14    
და მეკობრენი ერთი. დაიმადლა ამირან დარეჯანის ძემან და
Line: 15    
ეგრე უბრძანა: ვითა ჩემსა გაზრდილსა მართებდა, ეგრე იყავ-ო.
Line: 16    
წავედით მუნით. მოაჴსენა აბან ქამანის ძემან: წინა-რე ვიარებოდე,
Line: 17    
ჴამს, რომელ საქმე ზე არა შემოგვხვდეს. უბრძანა: დია, ღმერთო,
Line: 18    
წაედ-ო. წავიდა და წინა იარებოდა. სამთა კაცთა ზედა შეჰჴდა
Line: 19    
და ეგრე ჰკითხა: რა წაგკიდებიათ-ო? მათ ეგრე არქვეს: მეკობრენი
Line: 20    
ქარავანსა ზედა გარდაგვესხნეს და ჩვენგან კიდე ყველა
Line: 21    
დაჴოცეს. ჩვენ შეგვიპყრნეს და თანა წაგვიტანნეს და გზასა ზედან
Line: 22    
შეკრულნი დაგვყარნეს და აგერა თქვენსა წინა მიდიან-ო. ჩვენ
Line: 23    
აღარა გვაცნობა აბან ქამანის ძემან. წავიდა და ათასსა კაცსა უკანა
Line: 24    
მიეწია მეკობრეთა და დაჴოცნა და რისხვა ღმრთისა დასცა მათ
Line: 25    
ზედა. ოდეს ჩვენ-ცა მივედით, იგი კაცნი ჩვენ შეკრულნი ვნახენით.
Line: 26    
ვკითხეთ და იგი-ვე გვიამბეს. კვლა ვკითხეთ: ერთი ცხენოსანი
Line: 27    
არა ნახეთ? მათ თქვეს: ვნახეთ. და მათ მეკობრეთა ომად წავიდა-ო.
Line: 28    
წავედით ჩვენ-ცა შველად აბან ქამანის ძისად. ველი რა-მე იყო
Line: 29    
და ზედან წავადეგით. ცხენი და კაცი აურაცხელი ჴოცილი ვნახეთ
Line: 30    
და აბან ქამანის ძე იქი არ იყო. დაუმძიმდა დარეჯანის ძესა და
Line: 31    
ბრძანა: მოვაკვლევინეთ ვითარი კაცი ბედითთა-ო.

Line: 32       
ცოტა ხანი გამოჴდა. მოვიდა აბან ქამანის ძე და მრავალი კაცი
Line: 33    
შეპყრობილი თანა მოიყვანა და მას არა სჭირდა რა მის მეტი, რომელ
Line: 34    
ცოტად დაკოდილი იყო. მათ მოსხმულთა კაცთა ვკითხეთ:
Line: 35    
ვინ იყვენით-ო? მათ გვითხრეს: ბედითნი მეკობრენი შეყრილნი
Line: 36    
ვიყვენით-ო. მერმე ბრძანა მათ კაცთა გაშვება და მე ეგრე მიბრძანა,
Line: 37    
ვითა: მე და შენ უომრად ვართ და იმათ დიდი ომი გარდაიჴადეს-ო.
Line: 38    
მე მოვაჴსენე: სადა შენ მიხვალ, იქი, ღმერთო, ომი არა
Line: 39    
დაგველევის-ო.

Page: 351 
Line: 1       
წავედით და მივედით მას მინდორსა, სადა სულიერი არა იყო
Line: 2    
სიცხითა და უსაჭმელობითა. მივდიოდით, ვითა უმეცართა კაცთა
Line: 3    
ჰხვდების, და ვერა ვნახეთ სულიერი და ვერ-ცა ფრინველი და
Line: 4    
ვერ-ცა კაცი. დაღრეჯილნი მივდიოდით. ამირან დარეჯანის ძე წინა
Line: 5    
მივიდოდა და უკანა ჩვენ მივდიოდით. შემოიქცა და ეგრე
Line: 6    
გვითხრა. ცხენისა ჴვივილი ვითარი-მე მესმა-ო. ჩვენ არა დაუჯერეთ
Line: 7    
და უკან ზრახვად დავდეგით და ვთქვით: ხედავ, ვითა გამოუკრეფიან
Line: 8    
ეშმაკსა ცნობანი და არა იცის, თუ რასა ზრახავს, თვარა ამა
Line: 9    
მინდორსა შინა ყოფა სულიერისა ვითა ეგების? მივდიოდით და
Line: 10    
კვლა ბრძანა იგი-ვე სიტყვა: დასტურ, ცხენისა ჴვივილი მესმის-ო.

Line: 11       
ოდეს ვნახეთ, კაცი ვინ-მე ჭარმაგსა ცხენსა ჯდა და მოვიდოდა.
Line: 12    
ვითა მოეწურა, გარდაჴდა და თაყვანი-სცა ამირან დარეჯანის ძესა სახელდებით
Line: 13    
ვითა ვაშად მოხვედ ამირან დარეჯანის ძეო! მინდოდა
Line: 14    
თქვენი ნახვა და კარგსა ადგილსა ზედა გნახე-ო. გაჯდა და წავიდა
Line: 15    
სწრაფლ და უჩინარ იქმნა. ჩვენ თავსა ბრალობა დაუწყეთ გაშვებისათვის.
Line: 16    
მერმე თქვა ამირან დარეჯანის ძემან: ნუ გიმძიმს იმა კაცისა
Line: 17    
წასლვა, მით რომელ, თუ მტერი-ყო, გაქცევა ავი ქმნა და, თუ ეშმაური
Line: 18    
იყო, მაშა, ჩვენ ეშმაური ვერას გვავნებს-ო. დავდეგით მუნ. იგი
Line: 19    
ჭარმაგოსანი კაცი და სხვანი ბევრნი კაცნი ჭარმაგთა ჯორთა სხდეს
Line: 20    
ყვითლითა აკაზმულობითა და თავსა მათსა პირ-ოქრო რიდე ეხვივათ.
Line: 21    
მოვიდეს და გარდაჴდეს. თაყვანი-სცეს და ქება შეასხეს ამირან დარეჯანის
Line: 22    
ძესა და ეგრე მოაჴსენეს, ვითა: გვესმოდა ქება ჭაბუკობისა შენისა
Line: 23    
და გვინდოდა ნახვა შენი, და აქა უფრო გვინდოდა, სადა გნახეთ-ო.
Line: 24    
მერმე ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან: ძმანო, ამა უკაცურთა
Line: 25    
ადგილსა ვითა ხართ-ო? მათ მოაჴსენეს: ბრძანეთ ჩვენსა ლარსა და
Line: 26    
მერმე მუნ მოგაჴსენოთ ჩვენი ამბავი-ო.

Line: 27       
წაგვიძღვეს წინა ესე კაცნი და წავედით ჩვენ-ცა. ჴევი იყო მეტად ზედა
Line: 28    
წავადეგით, მას ჴევსა შინა ქარავანი დგა
Line: 29    
ურიცხვი, რომლისა უფროსი არა ეგებოდა. მივედით მას ქარავანსა
Line: 30    
თანა. მობვეგებნეს იგი მოქარავნენი წინა, თაყვანის-გვცეს და
Line: 31    
ქება შეგვასხეს და გაეხარნეს ჩვენი მისლვა და ყველამან მოიღეს
Line: 32    
დიდი ძღვენი და სანუკვარი და განვისვენეთ დია. მათ მოქარავნეთა
Line: 33    
კაცთა უხუცესსა აბრამ ერქვა. ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან:
Line: 34    
ვინ ხარ შენ, აბრამ, ანუ ვისი არის ეს ქარავანი-ო? მან მოაჴსენა,
Line: 35    
ვითა: ჩვენ ბასრელი ქარავანი ვართ, ინდოეთს ვიყვენით და მუნით
Line: 36    
მომავალნი ვართ. მერმე უჩვენა კაცი ვინ-მე და ეგრე არქვა. ისი
Line: 37    
მუნეჯიბი არის ბასრელი, რომელ არა არს მუნეჯიბი მისებრი
Line: 38    
პირსა ყოვლისა ქვეყანისასა. ვაჭრობა ინდოეთს დიდად სასარგებლო-ა
Line: 39    
და გვეშინოდა მეკობრეთაგან და მისთვის ვერ წამოვიდოდით
Page: 352  Line: 1    
და ვიყვენით მუნ მრავალთა ჟამთა. მერმე ამან მუნეჯიბმან
Line: 2    
თქვა, ვითა: გაგვიმარჯვდების-ო. ჩვენ დავიჯერეთ მისი სიტყვა და
Line: 3    
შეკრბა იგი ქარავანი არა ბასრელი ოდენ, განა სხვათა-ცა ქალაქთათა.
Line: 4    
წავედით ინდოეთს. ვივაჭრეთ ურიცხვი და წამოვედით და აქა
Line: 5    
მოვედით. და ცნეს მათ სამთა ძმათა აშტრაბის ძეთა, მეკობრეთა,
Line: 6    
ლომთა ჭაბუკთა, და წინა გვიმზირიან სამ-ათ-ასითა კაცითა. აწ ამას
Line: 7    
ჴევსა შინა ჩამოწყვდეულ ვართ. ჩვენ დაუწყეთ ამას მუნეჯიბსა
Line: 8    
ბრალობა. ამან დღეს სტროლაბსა ჩახედნა და ეგრე თქვა: ნუ გეშინიანთ!
Line: 9    
კაცნი ვინ-მე მოვლენ სპარსნი ოთხნი და მათითა ჴელითა
Line: 10    
ვიჴსნებით-ო. ჩვენ არა დაუჯერეთ. გამოჴდა ცოტა ხანი და კვლა-ვე
Line: 11    
ჩახედნა მას-ვე სტროლაბსა. გაიხარნა და ეგრე თქვა, ვითა: დღეს
Line: 12    
იგი მობაღდადე ჭაბუკი, რომელ არის ლომი ლომთა ამირან დარეჯანის
Line: 13    
ძე, დასტურად აქა ჩვენ თანა მოვალს და სამნი ყმანი მისნი
Line: 14    
მისთანა სხვისა რას-მე საქმისათვის, მაგრა ჩვენ მისითა ჴელითა
Line: 15    
ვიჴსნებით-ო. ამაზედა შეგვექმნა სიხარული და ისი კაცი ჭარმაგოსანი,
Line: 16    
რომელი თქვენ წინა მოგეგებათ, ამისთვის გამოვგზავნეთ --
Line: 17    
ნუ-თუ მოვიდოდეს, ნახენ-ო. რა თქვენ გნახნათ, ფიცხლავ ჩვენ გვაცნობა
Line: 18    
და წინა მოგეგებენით. აწ რა დააჯეროს ღმერთმან ჭაბუკობასა
Line: 19    
შენსა, იგი ქმენ ჩვენზედა და ესდენი, ღმერთო, გიძღვ3   წი
Line: 20    
რომელ კაცისა თვალისაგან არ-ღა-რა ნახულიყოს მისგან უფროსი.

Line: 21       
უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ვინაჲთგან ჩვენი მოსლვა
Line: 22    
ეგრე გაგეხარნეს, ესე იცოდეთ, რომელ ვირემდის ჩვენ არ დავიჴოცნეთ,
Line: 23    
თქვენ მანამდის არა გევნოს რა-ო. ადგეს ყოველნი და
Line: 24    
თაყვანის-გვცეს და ძღვენი მოიღეს აურაცხელი. ამაზედა ადგა კაცი
Line: 25    
ვინ-მე და ეგრე თქვა. აშტრაბის ძეთა უფრო ადვილი არის, მაგრა
Line: 26    
ესე უძნელესი გვჭირს, რომელ იგი წითლოსანი ჭაბუკი წინა
Line: 27    
გვითქს-ო. რა ისე მან კაცმან თქვა, შეიქმნა მას ქარავანსა შიგან
Line: 28    
ტირილი ეგზომი, რომელ რისხვა ღმრთისა იქმნებოდა მათ მოქარავნეთა
Line: 29    
კაცთა ზედა. ეგზომ მედგრად შეშინდეს, რომელ ვეღარ-ცა
Line: 30    
ჩვენ გვითხრეს. მერმე ქაოზ ქოსის ძემან თქვა: მე წითლოსნისა
Line: 31    
ჭაბუკისა სიკეთე და არ-ცა სიავე არა ვიცი რა, მაგრა ამა ბასრელთა
Line: 32    
ეგრე ეშინიან, რომელ უფროსი შიში არა ეგების-ო. ჰკითხა
Line: 33    
ამირან დარეჯანის ძემან: ძმაო აბრამ, რა წაგეკიდათ ეგზომი ბოროტი,
Line: 34    
რომელ ავი და კარგი ყველა სტირთ-ო? მოაჴსენა აბრამ:
Line: 35    
წითლოსანი ჭაბუკი ესეთი არის, რომელ კაცისაგან ომი არა ეგების
Line: 36    
მისი და დღესამდის ვერ-ცა-ვინ შებმია და მერმე ყოვლისა
Line: 37    
ბასრელისა კაცისა მესისხლე არის, ამისთვის რომელ ცოტა ყმა
Line: 38    
ძმა მისი ბასრელსა ვის-მე მოუკლავს და მას აქათ მამაცსა მოიმწყვდევს
Line: 39    
თუ დიაცსა, ყველასა მოჰკლავს. აწ ჩვენი აქა მოსლვა
Page: 353  Line: 1    
ოცნია და მოვალს დაჴოცად ჩვენად. აწ პირველ მისისა ჭაბუკობისაგან,
Line: 2    
მერმე მათ სამთა ძმათა აშტრაბის ძეთაგან ეშინიან ყველასა
Line: 3    
და მით ტირიან-ო.

Line: 4       
რა ესე მოისმინა, უბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: თქვენ,
Line: 5    
ბასრელნი, კარგნი ჭაბუკნი ხართ, მაგრა ჭაბუკთა, ღმერთო, უნახავნი
Line: 6    
ხართ და მით მოგწონებიათ იგი წითლოსანი ჭაბუკი. აწ ნუ-თუ
Line: 7    
სხვა ვინ-მე გეგონნე? მე ვარ ამირან დარეჯანის ძე, მობაღდადე
Line: 8    
ჭაბუკი. ვინაჲთგან აწ თქვენთანა მოსრულ-ვარ, თქვენ უვნებელად
Line: 9    
გაგგზავნნე თქვენსა ქვეყანასა-ო.

Line: 10       
დავყავით იგი დღე მუნ. მეორესა დღესა წავედით. ჩვენ წინათ
Line: 11    
მივიდოდით და უკანით იგი ქარავანი მოგვდევდეს. ესმა სამთა
Line: 12    
ძმათა აშტრაბის ძეთა. მოგვეგებნეს წინა სამნი-ვე და ეგრე თქვა
Line: 13    
ამირან დარეჯანის ძემან. იგი სამნი-ვე მე და თვითო სხვანი
Line: 14    
თქვენ. შეუტევეთ, კარგნი ჭაბუკნი იყვნეს ისინი-ცა. ფიცხლად
Line: 15    
შეგვებნეს. და, თავმან მეფობისა შენისამან, ვირემდის ჩვენ თვითოსა
Line: 16    
მოვკლევდით, მანამდის მან სამნი ძმანი იგი აშტრაბის ძენი
Line: 17    
დაჴოცნა. გვხედვიდა იგი ქარავანი. მოვიდეს იგი მჴედარნი-ცა სამი
Line: 18    
ათ-ასი კაცი ცხენოსანი. შევებენით მათ-ცა და დავჴოცენით, რომელ
Line: 19    
რისხვა ღმრთისა დავეცით მათ ზედა. მცირედნი ვინ-მე გარდაგვეხვეწნეს. შეიქმნა
Line: 20    
სიხარული მას ქარავანსა შინა და ეგრე
Line: 21    
თქვეს, ვითა. რომლისა მეშველი ამირან დარეჯანის ძე და ყმანი
Line: 22    
მისნი არიან, მათ კაცობრივი, ღმერთო, არა წაეკიდების რაო,
Line: 23    
მაგრა შიში მის წითლოსანისა ჭაბუკისა გულსა შინა არ-ცა ეგრე
Line: 24    
გაუქარდათ. დავყავით იგი დღე მუნ და გვიძღვნეს დიადი. რა ომი
Line: 25    
გაიყარა, მოვიდეს ექვსნი კაცნი მწვანოსანნი და ექვსნი წითლოსანნი
Line: 26    
მებუკე-მედაბდაბენი, ჰკრეს ბუკსა და დაბდაბსა. რა ომი
Line: 27    
გაგვიმარჯვდის, ჰქრიან ბუკსა და დაბდაბსა და ჩვენთანა აღარა
Line: 28    
მოვიდიან. და რა ომი გაიყარის, წავიდიან და უჩინო იქმნიან. ესე
Line: 29    
აშტრაბის ძენი, რომელნი დავჴოცენით, მის წითლოსანისა ჭაბუკისა
Line: 30    
დის-წულნი თურე იყვნეს და, რომელნი წაგვივიდეს, მოვიდეს
Line: 31    
და მას წითლოსანსა ჭაბუკსა მოაჴსენეს ყოველი ყოფილი და
Line: 32    
უამბეს ჭაბუკობა ამირან დარეჯანის ძისა. მას მოეგზავნა კაცი და
Line: 33    
შემოეთვალა. ვითა: დარეჯანის ძე ხარ, თუ სახელი ვისი-მე დაგიც?
Line: 34    
მის ბედითისა თავისა შენისა საკლავსა საქმესა დაბმულ ხარ. ეგე
Line: 35    
კაცნი მესისხლენი არიან ჩემნი და აწ კვლა მაგათითა ბედითა შენ
Line: 36    
დაგიჴოციან სამნი ძმანი აშტრაბის ძენი, დისწულნი ჩემნი, და
Line: 37    
აგიწყვეტიან ლაშქარნი მათნი და აწ დაეჴსენ მაგა ქარავნისა საქმესა
Line: 38    
და შემინდვია ეგე, თვარა შენ-ცა მაგათ-ვე თანა მოგკლავ-ო.

Line: 39       
რა ესე მოისმინა ამირან დარეჯანის ძემან, შეუთვალა, ვითა:
Page: 354  Line: 1    
დისწულთა შენთა თვით მოიკლეს თავი თვისი, რომელ ომად მოვიდეს.
Line: 2    
აწ სხვა ესე არს საქმე ჩემი, რომელ რადგან მივხვდი ამა
Line: 3    
ქარავანსა, ჩემგან არ-ცა ამათი დაყრა ეგების. კარგი ჭაბუკი ხარ და
Line: 4    
შენ მე პატივ-მეც და გაუშვი ესე ქარავანი.

Line: 5       
ამა შეთვლილობასა ზედა გაწყრა იგი წითლოსანი ჭაბუკი და
Line: 6    
ფიცხელი პასუხი გამოსცა, ვითა. რადგან შენ მაგას მეტყვი შენ
Line: 7    
ხარ მესისხლე ჩემი და დღეჲსითგან შენზედა ვეძებ სისხლსა დისწულთა
Line: 8    
ჩემთასა-ო.

Line: 9       
ამაზედა დაასკვნეს ხვალისად ომი. რა გათენდა, დილასა მოვიდა
Line: 10    
იგი წითლოსანი ჭაბუკი ურიცხვითა ლაშქრითა. მივედით აქათ
Line: 11    
ჩვენ-ცა და შევიყვანეთ ქარავანი უკანა. და დადგეს იგინი-ცა და
Line: 12    
ჩვენ-ცა. მიუგზავნა მან წითლოსანმან ჭაბუკმან კაცი ამირან
Line: 13    
დარეჯანის ძესა მის ქარავნისა დაყრისათვის და არა ისმინა დარეჯანის
Line: 14    
ძემან შემოთვლილობა იგი ამაზედა. ოდეს-ცა ვნახეთ იგი
Line: 15    
წითლოსანი ჭაბუკი ცხენსა ზედა მჯდომი, ამას იტყოდა, ვითა: ერთი
Line: 16    
კაცი ამის უკეთესი არა ეგების-ო. რა ნახეს, შეიქმნა შიში დიდი
Line: 17    
მას ქარავანსა შიგან. დაიწყეს ტირილი და ზრუნვა. და იყო მის
Line: 18    
წითლოსნისა ჭაბუკისა ლაშქარი ყველა წითლოსანი და ყველასა კარავი
Line: 19    
წითელი ედგა. მოვიდა სპა მისი ყველა შეკაზმული. გავიდა სახელსა
Line: 20    
ზედა ღმრთისასა ამირან დარეჯანის ძე და გავედით ჩვენ-ცა.
Line: 21    
და იყო ლაშქრად ჩვენად იგი ქარავანი, მაგრა ჩვენ ოთხთა ზედა მოყარეს.
Line: 22    
ოდეს-მცა შეგეხედნეს ამირან დარეჯანის ძისათვის და მის
Line: 23    
წითლოსნისა ჭაბუკისათვის, ამას ბრძანებდით, თუ: ჭაბუკად ერთად,
Line: 24    
ღმერთო, კმა არიან-ო.

Line: 25       
შემოუვლეს ნავარდი ერთმან-ერთსა, შეუზახნეს და შეუტევეს.
Line: 26    
შეიქმნა ომი დიდი, ძგერება მათი ჰგვანდა ორთა გორათა ძგერებასა
Line: 27    
და აბჯართა ცემა ჰგვანდა ჭეხასა, ყივილი იყო ლაშქართა და უკანით
Line: 28    
ქარავნისა ზრუნვა, რომელ არა ისმოდა ყურთა ჴმა. გაგრძელდა
Line: 29    
ომი და ვერა შევიგენით ერთისა-ცა ჯობნა. ამაზედა იყივლა ამირან
Line: 30    
დარეჯანის ძემან და გაიყვანა ცხენი, შემოუტევა და შორსა-ვე აიღო
Line: 31    
ჴრმალი საკრავად.ჩაშ თუ, შეშინდა იგი წითლოსანი ჭაბუკი,
Line: 32    
ჴრმალი აიფარა, დაჰკრა ჴრმალსა აფარულსა, გააკვეთინა ჴრმალი,
Line: 33    
და ჩაბალახი ყიამდისინ ჩაჰკვეთა და ფიცხლად მოკლა წითლოსანი
Line: 34    
ჭაბუკი. მოვიდეს იგი მებუკე-მედაბდაბენი, ქება შეასხეს
Line: 35    
ამირან დარეჯანის ძესა და მოაჴსენეს, ვითა: აქათგან მონანი
Line: 36    
ვართ შენნი, რასა-ცა გვიბრძანებ, წინაშე ვართ, დავემონენით
Line: 37    
ჴრმლითა წითლოსანსა ჭაბუკსა-ო. უბრძანა დარეჯანის ძემან:
Line: 38    
თქვენ, ძმანო, არას გავნებთ. მე არ-ცა წითლოსნისა ჭაბუკისა სიკვდილსა
Line: 39    
ვლამოდი, განა ფათერაკად მოხდა. აწ თუ გმარჯვიათ, ჩემთანა
Page: 355  Line: 1    
წამოედით და თუ არა, რა გინდა, იგი ქენით-ო. მათ თაყვანის-გვცეს
Line: 2    
და წავიდეს.

Line: 3       
შეიქმნა მას ქარავანსა შინა სიხარული დიდი, შეასხეს ქება
Line: 4    
ამირან დარეჯანის ძესა და თქვეს. კურთხეულ-მცა არს ჭაბუკობა
Line: 5    
შენი, რომელ არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ჭაბუკი შენებრი
Line: 6    
და არ-ცა ვინ ყოფილ არს-ო. უძღვნეს ძღვენი დიადი, რომელ არა
Line: 7    
იყო რიცხვი მისი. დავდეგით მას ღამესა მუნ. ჰკითხა აბრამ ქარავანთ-უხუცესმან
Line: 8    
ამირან დარეჯანის ძესა: ვითა შვენოდა ჭაბუკობასა
Line: 9    
შენსა, ეგრე შეჰკაზმე საქმე ჩვენი. აწ მე ვიკითხავ საქმესა შენსა:
Line: 10    
სად წახვალ, ანუ რად იარები ამა უკაცურსა მინდორსა შიგან-ო?
Line: 11    
გაიცინა ამირან დარეჯანის ძემან და არქვა: ძმაო აბრამ. შენ ვაჭრობისა
Line: 12    
რა-მე იურვე, მაგა საქმესა რად იურვი-ო? მან მოაჴსენა: ნუ-თუ
Line: 13    
რა ვიცოდე მის გზისა საქმე და ამბავი, რომელსა გზასა აწ თქვენ
Line: 14    
მიხვალთ. გაეხარნეს ამირან დარეჯანის ძესა და თქვა გულსა მისსა
Line: 15    
შინა: ნუ-თუ რა იცოდეს-ო? მერმე უბრძანა ყველაი აბრამ მოაჴსენა:
Line: 16    
მე კაცი მყავს აგეთი, რომელმან იცის ეგე თქვენი გზა-ო. მოიყვანა
Line: 17    
იგი კაცი აბრამ ქარავანთა-უხუცესმან და ჰკითხა ამირან: იცი-ა,
Line: 18    
ძმაო, მის გზისა საქმე-ო? მან კაცმან მოაჴსენა: ცოტა ვიცი და,
Line: 19    
სადამდის ვიცი, გიახლები და მერმე ნუ-ღარ დამპატიჟებთ-ო. მის
Line: 20    
კაცისა სიტყვასა ზედა შეგვექმნა სიხარული დიადი.

Line: 21       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! წავედით და იგი აბრამის ყმა თანა
Line: 22    
წავიყვანეთ. მოგვეწივა აბრამ უკანა და ოთხი ძოწეული და ოთხი
Line: 23    
მარგალიტი კვლა უძღვნა და ეგრე მოაჴსენა: სადა თქვენ მიხვალთ,
Line: 24    
ნუ-თუ ესე მუნ გეჴმარებოდეს-ო. დაუმადლა ამირან დარეჯანის
Line: 25    
ძემან და აბრამ გარე შეიქცა. ჩვენ წავედით და მას სახლსა მივედით, რომელ
Line: 26    
თქვენ გინახავს. ოდეს შევედით, ქალისა სახე იყო
Line: 27    
დაწერილი აგეთი-ვე, რომელ კედელსა ზედა ეკრა. ამოიღო იგი
Line: 28    
ეტრატსა ზედა დაწერილი ამირან დარეჯანის ძემან. ოდეს-ცა ერთად
Line: 29    
ვნახეთ, ასე ვთქვით, თუ ერთნი არიან-ო. ზედა ეგრე ეწერა:
Line: 30    
ესე არს სახე მის ხვარაშან ქალისა-ო. ვკითხეთ მას კაცსა წინა-მძღვარსა
Line: 31    
ჩვენსა: სადამდის იცი გზა-ო? გვარქვა: აქა წინა არს კლდე
Line: 32    
დიდი და მას კლდესა შინა არს კაცი სპილენძისა, ტილისმითა შექმნილი.
Line: 33    
ქვაბსა შიგან გზა გავალს ქვეშე, რომელ მისგან კიდე სხვა
Line: 34    
გზა არა არს და, რა კაცი მას ქვეშე გაუვლიდეს, დასტურად მოკვდების,
Line: 35    
რომელ მის სპილენძისა კაცისა მოკლვისა ღონე არა არს და
Line: 36    
არ-ცა მისისა ომისა-ო. ამას გარეთად წაღმართ კვლა სხვანი ტილისმანი
Line: 37    
არიან. ამისგან კიდე მე სხვა აღარა ვიცი და, რა-ც-ღა გზა ვიცოდი,
Line: 38    
მომიჴსენებია-ო.

Line: 39       
ისმენდი მეფეთ-მეფეო! წავედით და მას ადგილსა მივედით.
Page: 356  Line: 1    
სადა იგი კლდე და ტილისმა იყო. ქვაბი იყო დიდი და მას ქვაბსა
Line: 2    
შინა იყო ტილისმა. კვლა მოაჴსენა მან კაცმან წინამძღვარმან,
Line: 3    
ვითა: თუ ჴამდეს, ესე ქმენით, რომელ აქლემი მყავს, მიუდევნეთ
Line: 4    
და გამოსცადეთ. რა-ცა მას აქლემსა უყოს, ისი თქვენ-ცა ნახოთ.
Line: 5    
უსმინეთ მას კაცსა და აქლემი მიუდევნეთ.გამოვიდა კაცი იგი სპილენძისა. ჴელთა
Line: 6    
ჴრმალი ჰქონდა, ჰკრა მას აქლემსა ზურგსა ზედა და
Line: 7    
წმიდად გაკვეთა. შეიქცა და მუნ-ვე შევიდა ქვაბსა შინა. გაგვიკვირდა
Line: 8    
ჩვენ და შე-ცა-გვეშინა. გვიბრძანა ამირან დარეჯანის ძემან
Line: 9    
თუნდა შეეხენით იმას კაცსა სპილენძისასა და თუნდა თქვით, თუ
Line: 10    
შენებრნი არა ვართ-ო. ქაოზ ქოსის ძემან ეგრე თქვა: თუ დღით ათი
Line: 11    
ათ-ასსა-მცა კაცსა მოვკლავ, მაგას, ღმერთო, არ-ცა მაშინ ვიტყვი
Line: 12    
ეგრე. აწ გაუშვი ეგე, შენდა მოვარდნილ არს ომი და, რა უნდა,
Line: 13    
ქმენ-ო. გაიცინა ამირან და ეგრე თქვა: ოჴერსა რა-ცა მიგჭირდვა
Line: 14    
რასა ხოლმე მაგასა იტყვი-ო? მაგრა აწ მითხარით, თუ ვითა ვქმნათ-ო?
Line: 15    
ქაოზ ქოსის ძემან მოაჴსენა: თუ მე მომისმენთ, გარე შევიქცევი-ო, მაგრა
Line: 16    
იგი-ცა ლაღობდა. მე მოვაჴსენე: რადგან ომი შენი
Line: 17    
არის, რა უნდა, ქმენ-ო.

Line: 18       
ისმენდი მეფეთ-მეფეო! ცხენსა შეჯდა და ჴრმალი არა აიღო,
Line: 19    
კობალი აიღე. ერთი კვლა სხვა აქლემი წინა-წარიქცია და, ვითა
Line: 20    
მივიდა მას-ვე ადგილსა, აქლემი ახლოს მიუდევნა. გამოვიდა იგი-ვე
Line: 21    
კაცი სპილენძისა, ჰკრა ჴრმალი და გაუკვეთა აქლემი იგი მეორე-ცა
Line: 22    
და შინათ კერძო წავიდა. მაშინ შეუტევა ამირან დარეჯანის ძემან,
Line: 23    
ჰკრა კობალი და ფიცხლად დალეწა ესრე, რომელ ვითა ჴრილი
Line: 24    
ეგეთი შეიქმნა. მოდგეს იგი მებუკე-მედაბდაბენი, შეასხეს ქება და
Line: 25    
წავიდეს.

Line: 26       
შევედით მას ქვაბსა შინა. ოდეს შევხედენით, ეწერა კედელსა
Line: 27    
ზედა კაცი შვენიერი ჭაბუკი ვინ-მე და ზედა ეგრე ეწერა, ვითა:
Line: 28    
"მე, ბაქაჯარ ქველმან, ოდეს ომითა როდენ ქალი გამოვიყვანე,
Line: 29    
მაშინ მუნეჯიბმან ჩემმან ჯამასარ აქა შექმნნა ტილისმანი ამისათვის,
Line: 30    
რომელ სხვამან კაცმან გარეგანმან აქაჲთ ქალი ვერა-ვინ გაიყვანოს".
Line: 31    
ოდეს გარე მოვიხედენით, სხვა დაწერილი ვპოვეთ ბერი
Line: 32    
კაცი და ეწერა მას კაცსა ზედა: "მე ვარ მუნეჯიბი ჯამასარ და მე
Line: 33    
შემიქმნიან ტილისმანი ესე. აწ ვინ იყოს ჭაბუკი კარგი, მოვიდეს
Line: 34    
აქა და, თუ დიდად ლომი არა იყოს, აქა-ცა ვერა მოვიდეს მით,
Line: 35    
რომელ მინდორი ძნელი არს, და, თუ აქ მოვიდეს და ამა ტილისმასა
Line: 36    
აჯობოს, აქათგან წაღმართ ნუ-ღა-რა ეცდების, თვარა მოიკლვის
Line: 37    
თავსა და შე-ვერა-ვალს".

Line: 38       
დავყავით იგი ღამე მუნ და იგი წინამძღვარი ჩვენი შეგვექცა და
Line: 39    
წავიდა. რა გათენდა, დილასა წავედით ჩვენ-ცა ვლეთ იგი დღე.
Page: 357  Line: 1    
მეორესა დღესა ლომისა ყვირილი შემოგვესმა და თვალითა ვერა
Line: 2    
ვნახეთ. და რა მივეახლენით, იყო ლომი სპილენძისა და ყვიროდა.
Line: 3    
რა ჩვენ დაგვინახა, უფრო დაიწყო ყვირილი და ჩვენკერძ მოსლვა
Line: 4    
მან-ცა და ბევრმან ლომმან სხვამან-ცა, რომელ არა იყო რიცხვი
Line: 5    
მათი. ვჴოცდით და არა იყო ლევა. მერმე ქაოზ ქოსის ძემან შეუტევა
Line: 6    
მას ლომსა სპილენძისასა და დალეწა. რა იგი დალეწა, გარდასწყდა
Line: 7    
მოსლვა ლომთა. მას ომსა შიგან მოსრულ იყვნეს იგინი-ვე
Line: 8    
მებუკე-მედაბდაბენი, უცემდეს ბუკსა და დაბდაბსა და, რა ომი
Line: 9    
გარდასწყდა, წავიდეს იგინი-ცა. ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან:
Line: 10    
ყოველთა გვჯობდა ქაოზ ქოსის ძე-ო. დავყავით იგი ღამე მუნ.

Line: 11       
დილასა წავედით და კლდენი იყვნეს იმიერ და ამიერ, რომელ
Line: 12    
თვალნი არსით შესწვდებოდეს. მუნ გზა წავიდოდა. მას გზასა ზედა
Line: 13    
შექმნილი ტილისმა იყო. ოდეს ვნახეთ, იყო სპილენძისა შექმნილი
Line: 14    
მართ ვითა კალო, ვითა ხარისხი კიბედ-კიბედ. მას გზასა ზედა დგა
Line: 15    
კაცი სპილენძისა დიდი, რომელ არა მინახავს სხვა კაცი ეგზომ
Line: 16    
ღიდი. და მას სხვა-ვე კაცი უდგა გვერდსა სპილენძისა-ვე და ბუკი
Line: 17    
ჰქონდა ჴელთა და, რა ჩვენ დაგვინახა, დაუწყო მას ბუკსა ცემა. და
Line: 18    
თაიწყო ლაშქარმან მოდენა, რომლისა არა იყო რიცხვი. შევიბენით
Line: 19    
და იყო დიდი ომი, რომელ არა-ვის უნახავს ეგეთი ფიცხელი ომი.
Line: 20    
მოვიდოდა ლაშქარი და გვებრძოდა. უცემდა ბუკსა იგი კაცი მებუკე
Line: 21    
და იგი დიდი კაცი ჴმა-მაღლად ყიოდა ჴძითა რაჲთმე საშინელითა და
Line: 22    
არა დასწყდა მოსლვა ლაშქრისა და გაგრძელდა ომი. სიდიდემან
Line: 23    
ლაშქრისამან გაგვყარნა კიდის-კიდე. უფროსნი და უკეთესნი დარეჯანის
Line: 24    
ძისად მიხვეულ იყვნეს და ჩვენ სამთა-ვე თავის-თავისად
Line: 25    
გვებრძოდეს. დავშვერით ომითა და ღონე ვერა ავიგეთ, რომელმ-ცა
Line: 26    
მორეულ ვიყვენით. ესე ჩვენ-კერძნი მებუკე-მედაბდაბენი უცემდეს
Line: 27    
და ცალ-კერძ იგი სპილენძისა კაცი უცემდა. კვლა მოვიდა ლაშქარი
Line: 28    
ურიცხვი და ჩვენი მეშველი აღარა-ვინ იყო. შეუტევა აბან ქამანის
Line: 29    
ძემან, მივიდა მის კალოდ შექმნილსა სპილენძისასა, ქვეშე
Line: 30    
დააგდო ცხენი, შეუჴდა და ჰკრა კობალი ფარსა ზედა მას სპილენძისა
Line: 31    
კაცსა. მერმე მან კაცმან ჰკრა კობალი მას და ჩამოაგორვა იგი
Line: 32    
აბან ქამანის ძე. მერმე იყივლა ქაოზ ქოსის ძემან: აწ მე მნახე,
Line: 33    
აბან ქამანის ძეო! დააგდო ცხენი მანცა. შეუჴდა და ჰკრა კობალი
Line: 34    
ფარსა ზედა კაცსა მას სპილენძისასა. მერმე მან ჰკრა მას და ჩამოაგორვა
Line: 35    
იგი-ცა. მერმე მიყივლა ამირან დარეჯანის ძემან. მიედ შენ-ცა,
Line: 36    
სავარსიმის ძეო! მივედ მე-ცა. დავაგდე ცხენი და შეუჴე. მომეგება
Line: 37    
იგი-ვე კაცი, მკრა და მე მას ვკარ. მკრა სხვა-ცა და ჩამომაგორვა.
Line: 38    
ვე-ღა-რა შევმართე შესლვა. მაშინ იყივლა ამირან დარეჯანის
Line: 39    
ძემან: აბა, აწ ნახოთ სიმაგრე მკლავისა ჩემისა-ო! გარდაჴდა ცხენსა
Page: 358  Line: 1    
და გამოიღო კობალი. კვლა ჩამოეგება იგივე კაცი, ჰკრა და მან მას
Line: 2    
ჰკრა. შეუჴდა ზედა და შეიბნეს. თავმან მეფობისა შენისამან,
Line: 3    
ეგზომი ფიცხელი ომი და მინახავს და არა მოჴდა ღონე დალევისა.
Line: 4    
და იგი სპილენძისა კაცი უცემს ბუკსა და მოდის ლაშქარი და მიგვჭირდა
Line: 5    
ომი. იყივლა ქაოზ ქოსის ძემან, თუ რასა იქმ? ჟამია, დარეჯანის
Line: 6    
ძეო, თუ არა სიდიდემან ლაშქრისამან და ჯიკმან მეტად შეგვაჭირვა-ო.
Line: 7    
იყივლა ამირან დარეჯანის ძემან. აჰა, ქაოზ ქოსის ძეო!
Line: 8    
დაიტყუბნა ფერჴნი და ორითავე ჴელითა ჰკრა კობალიდა ფიცხლად
Line: 9    
დალეწა კაცი იგი სპილენძისა და რა იგი დალეწა, დაეცა იგი მებუკე-ცა
Line: 10    
და გარდაწყდა მოსლვა ლაშქართა და იგი-ცა უჩინარ იქმნა,
Line: 11    
რომელი-ცა გვეჴოცა.

Line: 12       
მაშინ-ღა მოვიდეს იგი მებუკე-მედაბდაბენი, თაყვანი-სცეს და
Line: 13    
ქება შეასხეს ამირან დარეჯანის ძესა და მოაჴსენეს, ვითა: გვესმოდა
Line: 14    
ქება ჭაბუკობისა შენისა, განა ვითარი გნახეთ, ეგეთი არ-ვისგან
Line: 15    
გვასმია. კურთხეულ-მცა არს ღმერთი, რომელ გნახეთ. აქათგან
Line: 16    
წაღმართ გზა საჭირო აღარა არს. დავყავით იგი დღე. მუნ გვიბრძანა
Line: 17    
ამირან დარეჯანის ძემან: მე არა ოდეს მინახავს ეგზომ დიდი
Line: 18    
ომი და ფიცხელი და არც ოდეს მომხდომია-ო.

Line: 19       
წავედით მეორესა დღესა, ვითა გათენდა. მოვიდა ურიცხვი სიმრავლე
Line: 20    
ლაშქართა -- მწვანოსანი და წითლოსანი, თაყვანი-სცეს და
Line: 21    
შეასხეს ქება ამირან დარეჯანის ძესა და არქვეს:

Line: 22       
ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, პატრონო ყოვლისა ქვეყანისაო,
Line: 23    
რომელ ჭაბუკობითა შენითა წაგიღია ყოველი სამეფო. ესე არა-ვის
Line: 24    
ჰქონებია სხვასა ამის მემამულეთაგან კიდე და არ-ცა-ვის დაუტკეპნია
Line: 25    
გარეგანსა კაცსა ქვეყანა ესე ერთისა ბაქაჯარ ქველისაგან კიდე
Line: 26    
და განა არ-ცა მას უქმნია ეზდენ დიდი ნაქმარი-ო.

Line: 27       
უძღვნეს დიადი ძღვენი.

Line: 28       
წავედით მუნით და დაიწყო წინა მოგებებად ერმან, ცალ-კერძ
Line: 29    
წითლოსანმან და ცალ-კერძ მწვანოსანმან. მწვანოსანი ყველა დედოფლისა
Line: 30    
იყო და წითლოსანი მის ხვარაშან ქალისა. შეასხიან
Line: 31    
ქება და მოართვიან ძღვენი ამირან დარეჯანის ძესა. მოვიდიან
Line: 32    
მებუკე-მედაბღაბენი და მგოსანნი-ცა და იყო სახიობა.

Line: 33       
ვკითხეთ მუნ კაცსა ვისმე: რა არის ისი, რომელ ნახევარი მწვანოსანი
Line: 34    
და ნახევარი წითლოსანი არის, ბერნი მწვანითა და ყრმანი
Line: 35    
წითლითა?

Line: 36       
ეგრე მარქვა მან კაცმან, ვითა: ამა სამეფოსა ორნი-ღა დარჩომილ
Line: 37    
არიან: დედოფალი და ასული მისი იგი ხვარაშან ქალი, საცოლე
Line: 38    
ამის პატრონისა შენისა. აღარა-ვინ არს სხვა მემამულე ამის ქვეყანისა. მის
Line: 39    
ხვარაშან ქალისა მამა მეფე იყო დიადი ამის ქვეყანისა.
Page: 359  Line: 1    
სახელი მისი იყო ოსტარას. აწ მოუცემია ყოველი ესე სამეფო პატრონისა
Line: 2    
შენისათვის ღმერთსა. რაღას გიამბობ? ამის ქვეყანისა სიკეთე
Line: 3    
არა ითქმის კაცისა ენისაგახ. აწ ნახეთ ქალაქი დიდი და სახლი
Line: 4    
ყველა წითლითა და მწვანითა ქვითა ნაგები. მწვანითა ქვითა ნაგები
Line: 5    
ყველა დედოფლისა არის და წითლითა ნაგები ხვარაშან ქალისა.
Line: 6    
რაღას გიამბობ, ყველასა თვით თვალითა შენითა ნახავ-ო.

Line: 7       
მივედით და დიაცი ვინმე მოვიდოდა. ორნი შვილნი ჰყვეს. გამოუჴდეს
Line: 8    
ორნი ლომნი და ერთმან ერთი ყრმა მოსტაცა და მეორემან --
Line: 9    
მეორე. იყივლა მან დიაცმან და ატირდა. ამირან დარეჯანის ძემან
Line: 10    
შეუტევა ცხენი. მათ ლომთა რა ნახეს შეტევება, ფიცხლად ყრმანი
Line: 11    
იგი დაყარნეს და შემოუტევეს ამირან დარეჯანის ძესა. მაშინ
Line: 12    
მიჰყვნა ჴელნი ამირან დარეჯანის ძემან: ერთითა ჴელითა ერთი.
Line: 13    
აიღო და მეორითა მეორე, თავი თავსა შეუტაკა და ტვინი მკლავთა
Line: 14    
გარდაესხა. ხედვიდა ყოველი კაცი.

Line: 15       
მაშინ კაცმან ვინმე ეგრე თქვა: ღმერთო, კარგსა ქმარსა შეირთავს
Line: 16    
პატროსისა ჩემისა ქალი-ო.

Line: 17       
წავედით მუნით და გვეგონა-ამის სამეფოჲსა კაცი ყველა წინ
Line: 18    
მოგვეგების-ო. მივედით და ვნახეთ ქალაქი და ციხეები ყოველი,
Line: 19    
რომლისა სიშვენიერესა ჩვენ-ცა გავჰკვირდით. მოვიდიან მოქალაქენი,
Line: 20    
ქება შეასხიან და უძღვნიან ძღვენი დიადი ამირან დარეჯანის
Line: 21    
ძესა. და კვლა ვიარეთ ოცი დღე და [მივედით] სხვა მათ ეგეთთა
Line: 22    
ქვეყანათა შიგან, რომელ არა სადაურნი ჰგვანან სიმშვენვარითა.
Line: 23    
მივეახლენით მას ქალაქსა. და იყო ღედოფალი და ხვარაშან
Line: 24    
ქალი დღისა ერთისა სავალსა. რა მივეწურენით, მოვიდა სიმრავლე
Line: 25    
ერისა და დიდებულთა, რომელ ეგეთნი მოკაზმულნი და შვენიერნი
Line: 26    
კცნი არა მინახვან. გარდაჴდიან, თაყვანი-სციან და შეასხიან ქება
Line: 27    
ამირან დარეჯანის ძესა. ეგრეთ-ვე წითლოსან-მწვანოსანნი ბერნი-კეკლუცნი
Line: 28    
თაყვანი-სცემდეს და არა ითქმის მათისა ზარისა და დიდებისა
Line: 29    
საზომი.

Line: 30       
უბრძანა ქაოზ ქოსის ძესა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: რომელ
Line: 31    
გარე შექცევასა მაწვევდი, შექცევა სჯობდა-ო?

Line: 32       
ეგრე მოაჴსენა: მაშინ შექცევა სჯობდა და აწ, ღმერთო, არა-ო.

Line: 33       
მივედით და ვნახეთ ქალაქი. და მოგვეგება წინა კაცი, რომელი
Line: 34    
ეგრე გვეგონა, უწინ ნაოცალი-ცა კაცი არა გამოგებებულა-ო. ვნახეთ
Line: 35    
ქალაქი დიდი, რომელ კაცისა თვალსა ეგზომ დიდი არა უნახავს რა.
Line: 36    
ზღუდე და სახლი ყველაი მწვანითა და წითლითა ქვითა ნაგები
Line: 37    
იყო, რომელ კაცისა გაიგონების სიკეთე და სიშვენიერე კაცისა ენითა.
Line: 38    
ეგზომ დიდი იყო ქალაქი იგი, რომელ ცისკრად შევედით და
Page: 360  Line: 1    
სამეფოსა სახლამდის შუა-დღე მივედით. იყვნეს სამეფონი სახლნი
Line: 2    
მეტად დიდნი. პალატითა მოვლიდა იგი-ცა ერთობ დიდი და მაღალი,
Line: 3    
ნაგები მწვანითა ქვითა შვენიერითა. ეგრე-ვე კარნი მისნი იგი-ცა
Line: 4    
მწვანისა ქვისანი. ვთქვით-მცა, თუ ზურმუხტისანი არიან-ო? და მას
Line: 5    
კართა ზედა ქალაქისათა დგა ათასი კაცი, შემოსილი საკრამანგითა,
Line: 6    
პირ-ოქროჲთა რიდითა და ოქროჲსა სარტყლითა. თაყვანის-ცეს მათ-ცა
Line: 7    
დარეჯანის ძესა, შეასხეს ქება და შევედით შინა. გარდაჴდა
Line: 8    
ამირან დარეჯანის ძე ოქროჲთა მოჭედილსა სახლსა შინა. მუნ იყო
Line: 9    
კუბო თვალითა და მარგალიტითა შეკაზმული მწვანისა ზურმუხტისა
Line: 10    
და საჯდომნი ისხნეს ოქრო-ქსოვილნი, რომელ ვითა მზე
Line: 11    
ელვიდის. მივიდა დარეჯანის ძე და ჩაჯდა. მას კუბოსა შინა დგას
Line: 12    
ოქროს სელები. მივედით და ჩვენ-ცა დავსხედით. გამოვიდოდა კარი
Line: 13    
მას სახლსა შინა. გააღეს იგი კარი და იჩქითად სინათლე გამოვიდა
Line: 14    
ასეთი, ვითა მზე ამოსულიყო. გვეგონა, ვითა იგი სინათლე იყო
Line: 15    
ხვარაშან ქალისა. იყო ორთა ტაბაკთა ზედა ოქროჲსათა ორნი
Line: 16    
თვალნი -- ერთი ძოწეული და ერთი თეთრი, და მათგან თუ-რე
Line: 17    
გამოვიდოდა სინათლე იგი. გამოიხვნეს საჯდომნი და გამოვიდეს
Line: 18    
დედანი მრავალნი და გამოდგა უკან დედოფალი -- დედა ხვარაშან
Line: 19    
ქალისა, მწვანე ოქრო-ქსოვილი ეცვა ტანსა, რომელ არა მინახავს
Line: 20    
ეგზომ შვენიერი, რომელ მცირედ სიბერე შეეტყობოდა. ადგა
Line: 21    
ამირან დარეჯანის ძე, თაყვანის-ცეს ერთმან-ერთსა და მოემშვიდობნეს.

Line: 22       
ჰრქვა დედოფალმან. კურთხეულ არს ღმერთი, რომელ თვალთა
Line: 23    
ჩემთა გნახეს შვილისა ჩემისა ქმარი და შენ-ცა დიდად გიხაროდეს.
Line: 24    
დასაბამითგან არა-ვის გამარჯვებია, რომელ შენ პირველად მოგცა
Line: 25    
ღმერთმან ქვეყანა ესე და მერმე ჭაბუკობამან შენმან. გარდაიჴადა
Line: 26    
მადლი ამირან დარეჯანის ძემან, დასხდეს და მოიღეს შესამოსელი
Line: 27    
ორი -- ერთი მწვანე, თვალ-მარგალიტითა შეკაზმული, და ერთი
Line: 28    
თეთრი, იგი-ცა ეგრე-ვე შეკაზმული. მათ ორთა-ვე ფასი არა-ვინ იცოდა.
Line: 29    
შეჰმოსეს იგი შესამოსელი ორი-ვე ამირან დარეჯანის ძესა და
Line: 30    
შეგვმოსეს ჩვენ-ცა. მუნ დაყო დედოფალმან ცოტა-ღა ხანი და ეგრე
Line: 31    
თქვა, ვითა: ნაომარნი ხართ და დამაშვრალნი, განისვენეთ, პური
Line: 32    
ბრძანეთ-ო.

Line: 33       
წავიდა დედოფალი და დავყვენით მრავალნი დღენი. განსვენებისა
Line: 34    
რიცხვი არა იყო. გასცა დედოფალმან ბრძანება და დაწერა
Line: 35    
წიგნი ყოველსა საბრძანებელსა მისსა, ვითა: "მოვიდა დარეჯანის
Line: 36    
ძე ჭაბუკი, რომელმან თავისა ჭაბუკობითა შემოვლნა ძნელნი გზანი,
Line: 37    
რომელ არა-ვის უქმნია კაცთაგანსა ეგეთი საქმე და ნაქმარი. აწ
Line: 38    
მოედით, თაყვანი-ეცით ყოველთა და ნახეთ. უთქვენოდ არა შემირთავს
Page: 361  Line: 1    
ასული ჩემი. აწ თუ თქვენ მაწვიოთ და არა ძალი გიყოსთ
Line: 2    
თქვენ ზედა მეფედ, სიტყვითა ჩემითა შევრთო ასული ჩემი ცოლად
Line: 3    
და, თუ არა, გამო-ვინ-ირჩიეთ ჭაბუკი სხვა ამისგან უკეთესი. მე
Line: 4    
ბერი დიაცი ვარ და ვეღა-რა ვიქმ ამას, თუ-მცა უქმროდ დავარჩინე
Line: 5    
ასული ჩემი".

Line: 6       
მაშინ შემოკრბეს დიდებულნი და მცირებულნი და თაყვანი-სცეს
Line: 7    
ამირან დარეჯანის ძესა. მოართვეს ძღვენი დიადი და თქვეს ყოველთა
Line: 8    
ერთ-პირად: ცხოვნდი უკუნისამდე დღე-გრძელობითა, მეფეო!

Line: 9       
მოაჴსენეს დიდებულთა მის ქვეყანისათა დედოფალსა, ვითა:
Line: 10    
ჩვენ არსად გვინახავს ეგეთი კაცი და არ-ცა ვისგან გვასმია, დაბადებითგან
Line: 11    
ღმერთსა ესე სამეფო სვიანი დაებადა და იმედ-გარდაწყვეტილთა
Line: 12    
უმეფოთა კაცთა გამოგვიჩინა ღმერთმან ერთი მეფე,
Line: 13    
რომელ არა ნახულ არს კაცი მისებრი. აწ, დედოფალო, ღირს არს
Line: 14    
ჩვენზედა მეფედ და ჩვენ ყოველნი ვმორჩილებთ და თაყვანსა
Line: 15    
ვცემთ ბრძანებასა მისსა.

Line: 16       
ამა სიტყვასა ზედა გაიხარნა დედოფალმან და მადლი მისცა
Line: 17    
ღმერთსა და დაასკვნეს ხვალისად ქორწილი. და არა გვენახა ჯერეთ
Line: 18    
იგი ხვარაშან ქალი დილასა გამოიყვანეს ხვარაშან ქალი და თავმან
Line: 19    
მეფობისა შენისამან, მისებრი კაცისა თვალსა არა უნახავს. უკურთხეს
Line: 20    
გვირგვინი, რომელ არა იყო ფასი მისი. დალოცეს მეფედ
Line: 21    
ამირან დარეჯანის ძე და ქება შეასხეს და გამოვედით. იყო სიმრავლე
Line: 22    
ერისა ურიცხვი. არა მინახავს მოკაზმულობა ეგეთი დიდთა
Line: 23    
და მცირეთა. იყო სიხარული დიდი. შეგვიყვანეს სხვასა სახლსა,
Line: 24    
რომელსა შინა დაეგო პური და ეგზომ სჯობდა იგი სახლი, რომელ
Line: 25    
პირველი ვითა ბედითი შეშისა ყოფილიყო. ორი კუბო დგა, ერთი
Line: 26    
ძოწეულისა. იტყოდეს იგი ძოწეულისა იაგუნდისა არის-ო, შეკაზმული
Line: 27    
მარგალიტითა. ისხნეს მას კუბოსა შინა საჯდომნი ძოწეულნი
Line: 28    
ოქრო-ქსოვილნი. იყო მეორე კუბო მწვანისა ზურმუხტისა, შეკაზმული
Line: 29    
მარგალიტითა, საჯდომნი იყვნეს მწვანისა ოქრო-ქსოვილისანი.
Line: 30    
სხვათა საჯდომნი დიდებულთა იყო ოქროჲსა სელები.

Line: 31       
დასხდეს პურად მას ძოწეულისა კუბოსა შინა იგი ამირან დარეჯანის
Line: 32    
ძე და ხვარაშან ქალი. ორნი-ვე შემოსილნი ძოწეულითა
Line: 33    
და ოქრო-ქსოვილითა ოდეს-მცა ნახე, ამას იტყოდი, ვითა: ერთი ყმა
Line: 34    
და ერთი ქალი ამათად არა ჯობნილან-ო. მეორესა კუბოსა მწვანესა
Line: 35    
დაჯდა დედოფალი მარტო. და მუნ სამეფოთა ტაბლათა თვალისა
Line: 36    
ჭიქითა და ჯამითა მეტი არა იმსახურებოდა. რომელი-მე იყო ჭიქა
Line: 37    
ძოწეულისა და იაგუნდისა, და რომელი-მე მწვანისა ზურმუხტისა,
Line: 38    
და რომელი-მე იაგუნდისა ყვითლისა და რომელი-მე ბალახშისა. და
Line: 39    
რასა-ღა ვთვალვიდე! გაგვიკვირდა სიმრავლე ტურფათა. ტაბლათა
Page: 362  Line: 1    
ზედა ყველა ჯამი ოქროჲსა და ჭიქები ბროლისა [იყო]. და იყო განსვენება,
Line: 2    
რომელ არა-ოდენ მინახვან ეგეთი. გამოვიდოდა კარი მის
Line: 3    
სახლისა სახლსა-ვე შინა. გამოვიდა დიაცი ბერი შემოსილი სამოსლითა
Line: 4    
შვენიერი და კვლა გამოვიდა ქალი ეგრე-ვე. ბერსა აქვნდა
Line: 5    
მწვანე და ქალსა ძოწეული. იგი მწვანე შესამოსელი სადა იყო
Line: 6    
და ძოწეული შეკაზმული თვალითა და მარგალიტითა. სამნი თვალნი
Line: 7    
იყვნეს მას ზედა: ორნი მჴართა და ერთი მკერდსა, მნათობნი
Line: 8    
ეგზომ, ვითა სანთელნი. გააღეს კვლა სხვა კარი და გამოვიდა მონა
Line: 9    
და გამოიღო გვირგვინი ყვითლისა იაგუნდისა. ბრწყინვალება მისი
Line: 10    
ეგეთი იყო, რომელ დაფარა ბრწყინვალება მზისა და იგი, რომელი
Line: 11    
მას შესამოსელსა ზედა თვლები იყო, ესრე დაფარნა მან გვირგვინმან,
Line: 12    
ვითა-მცა ქვანი ბედითნი ყოფილ იყვნეს. შემოსეს მეფესა შესამოსელი
Line: 13    
და დაადგეს თავსა იგი გვირგვინი და შემოსეს ხვარაშან
Line: 14    
ქალსა-ცა და დაადგეს მას-ცა გვირგვინი და შემოსეს დედოფაფალსა-ცა.
Line: 15    
გამოვიდეს მეჭურჭლენი და გამოიღეს შესამოსელნი მის დიდებულთათვის
Line: 16    
და ჩვენთვისა-ცა შესამოსელი დიდფასისა. და განსვენებისა
Line: 17    
არა იყო საზომი. სამ-ჯერ გამოიღეს შესამოსელი ძვირ-ფასი მეფისათვის
Line: 18    
და დედოფლისათვის. თავმან თქვენმან, უკანანი სჯობდიან.

Line: 19       
გაიყარა პურობა და გამოჴდა ცოტა ხანი. ნადიმად გვაწვიეს.
Line: 20    
არ-ცა სახლი სახლსა ჰგვანდა და არ-ცა საჯდომი საჯდომსა თავმან
Line: 21    
თქვენმან, მის პურობისა ჭიქა აღა-რა მოიღეს, ყველა უკეთესი იყო
Line: 22    
და გასცეს ურიცხვი დიდებულთა და მცირედთა ზედა და ნადიმობასა
Line: 23    
შინა ახლად დაგვმოსნეს ტანსა ექვს-ექვსჯერ და გვიბოძეს
Line: 24    
საბოძვარი და თვით სამეფოთა შესამოსელთა ნუ-ღა-რა იკითხავ.
Line: 25    
იმღერდეს მგოსანნი და მოშაითნი აჯაბთა იქმოდეს, რომელ ეგეთნი
Line: 26    
არა-ვის უნახვან.

Line: 27       
ერთი სახლი იყო ცოტა და კედელნი მოჭედილნი თვალითა და
Line: 28    
მარგალიტითა და იატაკად იყო ფიცარი ოქროჲსა და იყო ნადიმი
Line: 29    
ხანამდის. მერმე აწვიეს გარე ერსა და გაიყარა ნადიმი და ალმი
Line: 30    
გარდავიხადეთ.

Line: 31       
მაშინ მოაჴსენა ამირან დარეჯანის ძესა დედოფალმან, ვითა:
Line: 32    
ბრძანეთ და საწოლსა ნადიმი გარდავიჴადოთ. დიდებულნი თანა
Line: 33    
შემოიტანენ-ო.

Line: 34       
შევედით სახლსა მას ცოტასა. თავმან თქვენმან, ეგრე ვთქვით,
Line: 35    
ვითა: ამას გვერდით იგი გარეგანნი სახლნი აღარა არიან-ო. ესრე
Line: 36    
სჯობდა იგი საწოლი. ბრძანა დედოფალმან, ვითა: თვით მწდენი
Line: 37    
აღარას ჴელისანი არიან-ო. დიდებულთა, რა უნდა, ბრძანონ. ჩვენ
Line: 38    
გაგვიკვირდა მისსა სიტყვასა ზედა და დაზიდნეს გარეგნით ჭახრაკთა.
Line: 39    
ოდეს გაიხვნეს ფიცარნი იგი ჭახრაკთანი, დავხედენით, -- ყოველთა
Page: 363  Line: 1    
დიდებულთა ოქროჲსა დასტი წინა ედგა. ჩვენ გაგვიკვირდა
Line: 2    
დიდად და გარდავიჴადეთ ნადიმი. გვიბოძეს ყოველთა-ვე საბოძვარი
Line: 3    
და გავიყარენით და დავყავით ქორწილსა შინა ათი დღე ნადიმი.
Line: 4    
და გაცემა დღისა და დღისა სჯობდა. და უძღვნა დედოფალმან
Line: 5    
მან დარეჯანის ძესა დიადი.

Line: 6       
მეათესა დღესა დედოფალმან მოაჴსენა დარეჯანის ძესა, ვითა:
Line: 7    
ძღვენსა მეტსა აღარას შევეკიდები-ო. უბრძანა მეჭურჭლეთა და
Line: 8    
მოიღეს სამოცისა საჭურჭლისა კლიტე და ეგრე მოაჴსენა, ვითა:
Line: 9    
საჭურჭლენი ყველა შენდა მიძღვნია-ო. გარდიჴადა მადლი დარეჯანის
Line: 10    
ძემან და ვიწყეთ მონახვად საჭურჭლეთა და გარდავნახეთ.
Line: 11    
თავმან თქვენმან, მე არსად-ა მინახავს ეგზომი სიმრავლე ტურფათა,
Line: 12    
სიკეთე და შვენიერება. მერმე მოაჴსენა დედოფალმან: ბრძანეთ და
Line: 13    
ნადირობასა გაედით-ო. ჩვენ გვეგონა -- ესე დედანი არიან და სანადირო
Line: 14    
არა უთქს-ო. ოდეს გავედით, მოსრულიყვნეს მეავაზენი და
Line: 15    
ბაზიარნი. იყო ავაზა სამოცი, თეთრი ქორი სამოცი და მწყაზარი
Line: 16    
ქორი ასი, შავარდნისა, ძაღლისა და სხვისა სანადიროჲსა რიცხვი
Line: 17    
არა იყო. გავედით და ვინადირეთ, მაგრა არა მინახავს ქვეყანასა
Line: 18    
ეგეთი სანადირო მუნ დავყავით დიდი ხანი და შემოვედით. გარდაჴდა
Line: 19    
პურობა. ნადიმსა ზედა თქვა დედოფალმან: ამირან, გკადრებ,
Line: 20    
დარეჯანის ძეო, ნუ-თუ შენი ცოლი გამადლებდეს რას-მე? თუ კარგა
Line: 21    
გაგისვენებია თუ უბადოდ, ჩემგან მადრიელ-იყავ.

Line: 22       
მაშინ ხვარაშან ქალმან მე მიბრძანა: სავარსიმის ძეო, გესმის
Line: 23    
ბრძანება დედოფლის-ა? ესე ამისთვის ბრძანა, რომელ ჩვენი აქა
Line: 24    
ყოფნა მოსწყინებია. აწ ჩვენ წასლვისაგან კიდე არა გვეწევის, მოაჴსენე
Line: 25    
დედოფალსა და წავიდეთ ქალაქსა ჩემსა-ო.

Line: 26       
მოაჴსენა დარეჯანის ძემან დედოფალსა, ვითა: ვინაჲთგან წავალთ,
Line: 27    
წავიდეთ-ო.

Line: 28       
დედოფალმან მოაჴსენა: მე ბერი დიაცი ვარ და ვლა აღარა
Line: 29    
შემიძლია. თქვენ ყრმანი ხართ და ღმერთმან ათას წელს აცოცხლნეს
Line: 30    
მეფობა თქვენი, წაედით და განისვენეთ-ო.

Line: 31       
დაჰპატიჟა დედოფალსა, ვითა: თუ შენ არ წამოხვალ, აღარ-ცა
Line: 32    
ჩვენ წავალთ-ო.

Line: 33       
წამოვიდა დედოფალი-ცა და ვიარეთ ათი დღე. გავიარეთ ზღვარი
Line: 34    
დედოფლისა. მუნითგან ხვარაშან ქალისა იყო. თავმან თქვენმან,
Line: 35    
ქალაქი ქალაქსა სჯობდა. ციხენი ყველა წითლითა ქვითა ნაგებნი
Line: 36    
იყვნეს და ზღუდე შვენიერი, და მაღალი სახლები დიდი და შვენიერად
Line: 37    
ნაგები და, ნუ გიკვირს, წითელი ქვა დიადი იდვა მას
Line: 38    
ქვეყანასა.

Line: 39       
ვიარეთ ათი დღე სხვა და მივედით მას ქალაქსა. გამოეგება ყოველი
Page: 364  Line: 1    
კაცი, თაყვანი-სციან და ქება შეასხიან ჩვენ გაგვიკვირდა ეგზომი
Line: 2    
მოკაზმულობა ქვეყანისა და კაცისა. შევედით და ვნახეთ ქალაქი
Line: 3    
იგი, რომლისა დარი არა გვენახა და დაგვავიწყდა სიკეთე მის დედოფლისა
Line: 4    
ქალაქისა. მაგრა უფრო დედოფლისა იყო სახლები და
Line: 5    
ყველა ჰგვანდა სამეფოთა სახლთა და იყო ფოლორცი დასხმული
Line: 6    
წითლითა ქვითა ძოწეულითა იმიერ და ამიერ. ეგრე-ვე სამეფოთა
Line: 7    
სახლამდის ზღუდე შექმნილი იყო: სადგომი მებუკეთა და მედაბდაბეთა
Line: 8    
და მოშაითთა. ოდეს შევიდოდეს, წამოდგიან ზედა მებუკე-მედაბდაბენი
Line: 9    
და უცემდიან ბუკსა და დაბდაბსა. მას ადგილსა ერქვა
Line: 10    
გზა მეფისა. შევიარეთ და მივედით. კართა პალატისათა სხვა ზღუდე
Line: 11    
იყო ძოწეულისა ქვისა, შვენიერი და მაღალი კარნი იყვნეს
Line: 12    
ძოწეულისანი დიდნი. გაახვნნეს კარნი მის პალატისანი. იყო შვენიერი
Line: 13    
სიმრავლე ერისა. ყველა მოსილი იყო ძოწეულითა, ოქრო-ქსოვილითა
Line: 14    
და თავსა პირ-ოქრო რიდე ეხვიათ. თაყვანი-სცეს და
Line: 15    
შეასხეს ქება. მოეგებნეს დიდებულნი, აწვივეს მეფესა და შევედით.
Line: 16    
დედოფალი და იგი ხვარაშან ქალი სხვასა სახლსა დასხდეს და ჩვენ
Line: 17    
სხვასა სახლსა ვიყვენით შვენიერად მოკაზმულსა, რომელ, თავმან
Line: 18    
თქვენმან, სხვათა სახლთა სიკეთე დაგვავიწყდა, რომელნი უწინა
Line: 19    
გვენახნეს. ვერა შევიგეთ, თუ ვითა აგებული იყო. ესე ვიცი, რომელ
Line: 20    
ძოწეულნი იყვნეს კედელნი და ზედა-ცა თეთრი და ცისაგან
Line: 21    
თეთრი ელვა გამოკრთებოდა, ვითა ბრწყინვალება მზისა. ჩვენ
Line: 22    
დავიწყეთ ცილება, ვითა: ამისგან უკეთესი სახლი სხვა აღა-რა უთქს-ო,
Line: 23    
და ზოგთა ვთქვით: არა ეგების, თუ-ცა პირველ უკეთესსა
Line: 24    
სახლსა შემოგვიყვანებდეს. ქაოზ ქოსის ძემან ეგრე თქვა, ვითა
Line: 25    
თქვენმან მზემან, თუ ცად არა აგვიყვანებენ, ქვეყანასა ზედა ამის
Line: 26    
უკეთესი სახლი აღარა დგას-ო.

Line: 27       
ამაზედა მოვიდეს მეჭურჭლეთა-უხუცესი და თვით მეჭურჭლენი.
Line: 28    
მოიღეს მეფისათვის შესამოსელი და გვირგვინი და ძღვენი და
Line: 29    
ჩვენთვის -- საბოძვარი, რომლისა არა იყო რიცხვი. და გვიკვირდა
Line: 30    
სიმდიდრე ესეთი და მოკაზმულობა. ჩაიცვა შესამოსელი მეფემან,
Line: 31    
რომელი მოართვეს, ძოწეული ოქრო-ქსოვილი, თვალი ყველა მნათობი
Line: 32    
სხდა და მარგალიტი ყველა დიდროვანი. დაიდგა თავსა გვირგვინი
Line: 33    
არა-ვის უნახავს სამი ეგეთი შესამოსელი და გვირგვინი.

Line: 34       
მოვიდეს ეჯიბნი და აწვივეს პურად. წავედით მას სახლსა, სადა
Line: 35    
პური ეგო. სიდიდე და სიშვენიერე ეგეთი არა მინახავს. კუბონი
Line: 36    
ვგრე-ვე ძოწეულნი და ერთი მწვანე, ეგრე-ვე საჯდომნი. სახლი
Line: 37    
ტურფად აგებული იყო. სვეტი ყველა ბრწყინვალე შეკაზმული
Line: 38    
თვალითა და მარგალიტითა შემკული. სვეტისა თავნი ცეცხლისა
Line: 39    
ფერნი. ამას იტყოდი, რომელ ღამითა ამასა სანთელი არად უნდა-ო.
Page: 365  Line: 1    
კედელნი მოჭედილნი, ოქროჲთა მყარითა შეკაზმულნი იმღერდეს
Line: 2    
მგოსანნი. ჩვენ ვერა ვხედევდით, მაგრა ჴმა ესრე გვესმოდა, ვითამცა
Line: 3    
ახლოს დგომილიყვნეს. კედელთა გარეთ სადგომი იყო და
Line: 4    
მგოსანნი მუნ იმღერდეს. საჯდომნი დიდებულთა, ეგრე-ვე სელები -- ოქროჲსა.
Line: 5    
ასი დიდებული იყო. დავსხედით პურად. არა იმსახურებოდა
Line: 6    
საპურობოდ თვალისა ჯამთა და ჭიქათაგან კიდე. იყო
Line: 7    
სიხარული დიდი. მეჭურჭლეთა გამოიღიან შესამოსელი და ძღვენი
Line: 8    
ყოველთათვის. თავმან თქვენმან, უკანის სჯობდა ყველა და ყველასა
Line: 9    
შესამოსელსა მეფისა გვირგვინი ფერად-ფერადი. მას პურობასა
Line: 10    
ზედა ათი შესამოსელი და ათი გვირგვინი გამოიღეს. ეგრე-ვე
Line: 11    
დედოფალთათვის ხუთ-ხუთი გამოიღეს. გაიყარა ნადიმი. მოჰკიდეს
Line: 12    
პურობა და მას-ვე სახლსა შინა მოიხვნეს სხვანი ჭიქანი. მოშაითნი
Line: 13    
მოვიდეს და გააგრძელეს ნადიმი. გამოიღიან შესამოსლები და შემოსიან
Line: 14    
მეფესა და დიდებულთა, რომელ არა იყო რიცხვი მის ჯავარიანთა
Line: 15    
თვალთა მნათობთა. და უძღვნა ხვარაშან ქალმან მეფესა
Line: 16    
ძღვენი, რომელ არა იყო რიცხვი. და უბოძა დიდებულთა ყოველთა
Line: 17    
უთვალავი და ჩვენ ყოველთა დაგვმოსეს ტანთა, გვიბოძეს დიადი
Line: 18    
და გავიყარენით.

Line: 19       
მეორესა დღესა სხვასა სახლსა შევედით ნადიმად. კვლა დგეს.
Line: 20    
აგრე-ვე კუბონი ორნი და კედელნი მის სახლისანი, ვითა თოვლი
Line: 21    
მგრგვლივ მგოსანნი დგეს და იმღერდეს. დავსხედით ნადიმად. მეფესა
Line: 22    
წინა დასტი ედგა წითლისა იაგუნდისა, ეგრე-ვე საწდე იაგუნდისა.
Line: 23    
ჩვენ ყველასა დასტი ოქროჲსა გვედგა. დავიწყეთ სმა და იმღერდეს
Line: 24    
მგოსანნი შვენიერად. მე ეგრე ვთქვი, ვითა: ისი მგოსანნი
Line: 25    
წინა-რე-მცა მოდგენ-მეთქი. მეტად რა-მე შვენიერად იმღერდეს. გაიცინა
Line: 26    
მეფემან და ეგრე მიბრძანა: მაშ, თუ გიამების, ადეგ და თვით
Line: 27    
წამოაყენენ! მე ავდეგ, ვითა წამოვაყენნე-მეთქი. ვითა ჴელისა მოკიდებასა
Line: 28    
ვლამოდი, ჴელი კედელსა შევჰკარ. ოდეს ვნახენ, ეს თურე
Line: 29    
კედელსა გარეთა დგეს, გაგვიკვირდა, რომელ ზარი დაგვეცა. ჩვენ
Line: 30    
ვთქვით, ვითა: ეშმაური რა-მე არის. განა არა ეგრე იყო. ეგზომ
Line: 31    
რა-მე წმიდა ქვა იყო, რომელ ვითა სარკესა შინა ჩნდა და გაგვიკვირდა
Line: 32    
სიკეთე მის ქვისა და გავიყარენით მას დღესა.
Line: 33    
დღესა სხვასა სახლსა შევედით ნადიმად ცოტასა. იგი სახლი ქაფურისა
Line: 34    
იყო არა ერთობით შექმნილი, განა რუკად შექმნილი, მუღრაბარად
Line: 35    
თვალითა და მარგალიტითა შეკაზმული. გამოვიდოდა მის
Line: 36    
ქაფურისაგან სურნელება შვენიერი. ორნი კუბონი იყვნეს ქაფურითა
Line: 37    
შექმნილნი. იგი სახლი საზაფხულოდ შექმნილი იყო ხვარაშან
Line: 38    
ქალისა. გვიბოძეს ურიცხვი და კვლა დაგვმოსნეს ტანსა. შეღამდა
Line: 39    
ზედა და არა გაყარნეს ნადიმი. მოიხვნნეს ოთხნი სანთელნი და
Page: 366  Line: 1    
ოთხთა-ვე ყურეთა დაანთეს -- ორნი ძოწეულნი და ორნი თეთრნი.
Line: 2    
ჩვენ გვეგონა ცვილი შეღებული. გამოჴდა დიდი ხანი და არა იწოდეს.
Line: 3    
ჩვენ გაგვიკვირდა და ვერა შევიგენით, თუ რანი იყვნეს. ზოგმან
Line: 4    
ზოგი თქვის და ზოგმან ზოგი. ზე ადგა აბან ქამანის ძე და ეგრე
Line: 5    
თქვა: ნუ იცილებით, მე თვით ვნახავ. ოდეს მივიდა, ნახა [ორნი თვალნი]
Line: 6    
იაგუნდისა და ძოწეულისანი და ორნი ზურმუხტისანი, რომელნი
Line: 7    
ზედათ ნათობდეს. იყვნეს ოთხნი-ვე თვალნი ყვითლისა იაგუნდისანი
Line: 8    
და იგი ნათობდეს ვითა სანთელი. და იგი უფრო გაგვიკვირდა ყველასაგან
Line: 9    
და გავიყარენით.

Line: 10       
და მეოთხესა დღესა გვაწვივნეს ნადიმად სხვასა სახლსა ცოტასა.
Line: 11    
იყო იგი სახლი ალვისა და თვალ-მარგალიტითა შეკაზმული.
Line: 12    
და იყვნეს ორნი კუბონი ალვისანი, ეგრე-ვე შეკაზმულნი. იყო
Line: 13    
იგი სახლი საზამთრო ხვარაშან ქალისა. დავსხედით და გარდავიჴადეთ ნადიმი
Line: 14    
იქი-ცა და უძღვნეს უფროსი ყოვლისა ჟამისაჲსა
Line: 15    
და გავიყარენით.

Line: 16       
ბრძანა მეფემან, ნადირობასა გავიდეთ-ო. წავედით და ვინადირეთ. არა
Line: 17    
ყოფილა ქვეყანა ეგეთი სანადიროდ. მივედით შიგანა
Line: 18    
სანადირობოდ და განსვენებისა რიცხვი არა იყო. მოიყვანეს სანადირო ასი ავაზა, ასი
Line: 19    
თეთრი ქორი და სხვისა სანადიროსა
Line: 20    
რიცხვი არა იყო. ჩვენ შეგვიყვარდა ქვეყანა იგი სანადირო და ყოველთა
Line: 21    
დღეთა ვნადირობდით.

Line: 22       
დაუმძიმდა ამირან დარეჯანის ძესა მუნ არა ყოფნა ასან ბადრის
Line: 23    
ძისა, ალი მოჰამადის ძისა და ყამარ ყამრელისა. გვკითხა დედოფალმან:
Line: 24    
რა უმძიმს ამირან დარეჯანის ძესა? ჩვენ მოვაჴსენეთ:
Line: 25    
არა-ყოფნა მათ სამთა ყმათა უმძიმს. გვიბრძანა დედოფალმან:
Line: 26    
კარგნი თურე კაცნი არიან, რომელ ასრე უმძიმს-ო. ჩვენ მოვაჴსენეთ:
Line: 27    
ლომნი ჭაბუკნი და კარგნი კაცნი არიან-ო. ბრძანა დედოფალმან:
Line: 28    
რადგან აქ არ არიან, ჴამს, რომელ მათთვისა დავდვათ-ო. მან-ცა და
Line: 29    
ხვარაშან ქალმან-ცა მუნითგან წაღმართ რა-ცა გვიბოძიან,
Line: 30    
ყველასა სწორი მათთვისა-ცა დადვიან. ემდურვოდა დედოფალი მათ
Line: 31    
კაცთა არა-მოყვანისათვის ამირან დარეჯანის ძესა. მან ეგრე
Line: 32    
ბრძანა, ვითა: მეცა დია მწადდა ჩემთანა მათი ყოფნა, განა ოდეს
Line: 33    
მე წამოვიდოდი, მაშინ იგინი შინ არ იყვნეს, ამირ-მუმლისა სამსახურად
Line: 34    
იყვნეს.

Line: 35       
დღითი-დღე ძღვენი უფროსი იყვის. მოვიდა მეჭურჭლეთა
Line: 36    
უხუცესი, მოიხვნა საჭურჭლისა კლიტენი ასნი და მოაჴსენა: ასისა
Line: 37    
საჭურჭლისა არს-ო. უბრძანეთ, ვისა-ცა გეპრიანების, მან აიხვნას-ო.
Line: 38    
და მე მიბრძანა და ავიხვენ. დავიწყეთ ნახვა საჭურჭლეთა
Line: 39    
და გარდავნახეთ მრავალთა დღეთა. ყველასა ნახვა არა ეგებოდა,
Page: 367  Line: 1    
რომელ ტურფანი ოდენ გარდავნახენით; და არა იყო რიცხვი ტურფათა
Line: 2    
სიმრავლისა. გვითხრეს, ვითა: ასი საჭურჭლე თავისთვის დაუჭირავს
Line: 3    
ხვარაშან ქალსა-ო.

Line: 4       
და ეს იყო სიმრავლე საჭურჭლეთა მის ხვარაშან ქალისა.

Line: 5       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! ნადიმად ვსხედით და უცხო რა-მე ხილი
Line: 6    
მოიღეს, რომელ არსად გვენახა ეგეთი ხილი. ვკითხეთ, თუ
Line: 7    
სადაური არის ესე ხილი? დედოფალმან ბრძანა: ამის ქვეყნისა
Line: 8    
არის-ო. ესე შეეტყობოდა, რომელ ნადები იყო. თქვა მეფემან: მწადიან
Line: 9    
ნახვა მის წალკოტისა-ო, რომელ ესე ხილი არის. დაუმძიმდა
Line: 10    
ესე სიტყვა დედოფალსა და მას ხვარაშან ქალსა. და თქვა დედოფალმან:
Line: 11    
არა არს ხილი ესე ამა ქვეყანისა. ვიტყუეთ. ვაჭარნი
Line: 12    
მოვიდეს ინდოეთით და მათ მოიტანეს-ო. არ დაიჯერა მეფემან,
Line: 13    
თქვა: მინახვან ვაჭარნი ბაღდადელნი, რომელთა ყოველი ინდოეთი
Line: 14    
შიგან დაუარებია, მაგრა ესე ხილი მათ არა უნახავთ და არცა-სადა
Line: 15    
მე მინახავს. აწ მითხარით მართალი-ო.

Line: 16       
ამა სიტყვასა ზედა ოდეს შევხედენით ხვარაშან ქალსა, თვალთა
Line: 17    
ცრემლი გარდმოედინა. შეხედნა მეფემან და დაუწყო ფიცება
Line: 18    
და კითხვა დედოფალსა და არქვა: რა არს, რომელ ყველასა დაგიღრეჯიან და
Line: 19    
ხვარაშან ქალი ტირის-ო? მიამბეთ მართალი-ო.
Line: 20    
ლამოდეს ტყუილსა, განა დაჰპატიჟა ფიცითა და ვეღა-რა უარყვეს:
Line: 21    
უბრძანა დედოფალმან დიდებულთა მისთა: მოაჴსენეთ-ო.

Line: 22       
ალი ვის-მე ერქვა, დიდებული მათი იყო. ადგა ზე და ეგრე
Line: 23    
მოაჴსენა:

Line: 24       
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! პირველ ჟამთა, ოდეს-იგი
Line: 25    
ბაქაჯარ ქველი აქა შემოსულა, თანა ჰყოლია მუნეჯიბი მისი
Line: 26    
ჯამასარ. რომელ თქვენ გზასა ზედა ტილისმანი გინახვან, მისნი
Line: 27    
შექმნილნი არიან. ამას ქვეყანასა წალკოტი იყო, რომელ არა ყოფილა
Line: 28    
მისებრი ქვეყანასა ზედა განსასვენებელი მეფეთა, რომელთა
Line: 29    
შინა არიან ხილნი ესენი, რომელნი თქვენ გინახვან ნახა ხილი
Line: 30    
იგი მან ბაქაჯარ ქველმან და შეშურდა იგი სხვათა კაცთათვის
Line: 31    
და უბრძანა ჯამასარს და შექმნნა ტილისმანი და მუნითგან
Line: 32    
იქი აღარა-ვინ შესრულ არს და ვერ-ცა ვინ შევალს. იგი ხილი რომელ
Line: 33    
შენ გინახავს, მუნით წყალი გამოიტანს და ესრეთ ჰპოებენ.
Line: 34    
ჩვენ ეს-რე გვასმია მამათა ჩვენთაგან. არ-ცა ვის წალკოტი უნახავს
Line: 35    
და ვერ-ცა ვინ ნახავს-ო.

Line: 36       
ჰკითხა ამირან დარეჯანის ძემან, ვითა: ბოლოდ რა გასმია,
Line: 37    
როგორი ტილისმა არის-ო. მან ეგრე მოაჴსენა, ვითა: ვეშაპი გვასმია
Line: 38    
დიდად დიდი-ო.

Line: 39       
შეიქმნა შეჭირვება ყოველსა სამეფოსა შინა ამისთვის, რომელ
Page: 368  Line: 1    
არ დასთმობს დარეჯანის ძე, წავალს ბრძოლად მის ვეშაპისად და
Line: 2    
მოჰკლავს იგი ვეშაპი-ო.

Line: 3       
გაიყარა ნადიმი და ბრძანა ამირან დარეჯანის ძემან: ესე ჩემგან მოუვალი
Line: 4    
არის, რომელ-მცა არა წავიდეთ მის ვეშაპისა ნახვად-ო. ამისთვის
Line: 5    
გულ-მხიარულად იყვენით, რომელ ღმერთსა უბრძანებია
Line: 6    
ჴელითა ჩემითა მის წალკოტისა ჴსნა.

Line: 7       
დაასკვნეს ხვალისად წასლვა. გავიდა ჴმა ყოველსა ქვეყანასა
Line: 8    
და სამეფოსა მათსა ამბავი, ვითა ამირან დარეჯანის ძე წავალს
Line: 9    
მის ვეშაპისა ბრძოლად-ო. შეკრბა ურიცხვი სიმრავლე დედათა და
Line: 10    
მამათა და თქვეს, თუ: წავიდეთ და ვნახოთ. მაშ, მათ წინა დავიჴოცნეთ-ო.
Line: 11    
მოვიდა დედოფალი და ტირილითა არქვა, ვითა: პატივ-ეც
Line: 12    
სიბერესა ჩემსა და ნუ წახვალ. მან არა უსმინა და ვითა ვერა
Line: 13    
დაუშალა, აღარა დადგა არ-ცა დედოფალი შინა და აღარ-ცა ხვარაშან
Line: 14    
ქალი. და წაჰყვეს თანა მის ქვეყანისა კაცნი ყველანი, ზოგნი ომად და
Line: 15    
ზოგნი ნახვად.

Line: 16       
წავედით და ვითა დღისა ერთისა სავალსა მივეწურენით, მუნ
Line: 17    
არა იპოებოდა სულიერი შიშითა მის ვეშაპისათა. მივედით და ვნახეთ
Line: 18    
შორით ზღუდე წალკოტისა მაღალი მილიონსა ერთსა. შორს
Line: 19    
გვეცა სული სურნელი მის წალკოტისაგან გამომავალი. ვერა ვნახეთ
Line: 20    
რა, ვერ-ცა ვეშაპნი და ვერ-ცა რა სხვა. ორნი კარნი იყვნეს მის წალკოტისანი:
Line: 21    
ერთსა კარსა მცველი იყო იგი საშინელი ვეშაპი და მეორესა
Line: 22    
იყო სხვა მისგან უმცროსი ვეშაპი და ორნი-ვე კარნი სპილენძისანი
Line: 23    
იყვნეს და ისროდეს ქვასა დიდროვანსა ესენი და, რომელ, რასა-ცა
Line: 24    
სულიერსა მათი ნასროლი ქვა ეცის, წამსა-ვე მოკლის. ვითა მივეახლენით,
Line: 25    
წამოდგა კაცი ზედა და შემოგვხედნა და, რა ჩვენ გვნახნა,
Line: 26    
იყივლა ფიცხლად და გამოვიდა იგი ვეშაპი საშინელი, რომელ მის
Line: 27    
ოდენი არა მინახავს. დაეშკმო პირი და ცეცხლი გამოვიდოდა პირისა
Line: 28    
მისისაგან და ჴმა ჰქონდა საზარო, ვითა გრგვინვა ცისა. მეორესა
Line: 29    
კარსა გამოვიდა იგი უმცროსი ვეშაპი. წამოდგეს ზედა კაცნი სპილენძისანი
Line: 30    
და მათ კაცთაგან გამოვიდოდა ჴმა რა-მე უცხო და
Line: 31    
საკვირველი.

Line: 32       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! თქვენმან მზემან, საზაროდ კმა იყო.
Line: 33    
აღარა ვის-თანა იყო სრული მის ქვეყანისა კაცნი, რომელ ომად
Line: 34    
მოსრულიყვნეს დგეს მჭმუნვარენი. ომი, თავმან თქვენმან, ყოველთა
Line: 35    
დაავიწყდა. მაშინ მოაჴსენეს ამირან დარეჯანის ძესა, ვითა: იმა
Line: 36    
უმცროსსა ვეშაპსა შეები-ო. თქვა: არა კარგი განზრახვა არის. ვირე
Line: 37    
ისი დიდი ვეშაპი არა მოკვდების, უმცროსისა არა სარგებელი არის-ო.
Line: 38    
და უბრძანა მის სამეფოჲსა კაცთა, ვითა: ყველანი იმას უმცროსსა
Line: 39    
ვეშაპსა შეებნით-ო. და მათ არა გამოსცეს პასუხი.

Page: 369 
Line: 1       
მაშინ ითხოვა ცხენი უკეთესი ამირან დარეჯანის ძემან და შეიჭურვა
Line: 2    
ტანსა. ტიროდა ყოველი კაცი, ზოგი შიშითა მის ვეშაპისათა
Line: 3    
და ზოგთა უმძიმდა ომი მის ვეშაპისა დარეჯანის ძისგან. მაშინ
Line: 4    
მიუდგა წინა ამირან დარეჯანის ძე ხვარაშან ქალსა და ეგრე არქვა:
Line: 5    
ნუ სტირ, მზეო ჩემო, აწ ნახო ჭაბუკობა ჩემი-ო. მან ტირილისაგან
Line: 6    
პასუხი ვეღა-რა გამოსცა და მოეკიდა კალთასა, თუ-მცა არა გაეშვა.
Line: 7    
გაიცინა ამირან დარეჯანის ძემან და ეგრე არქვა, ვითა: თუ შენ დამიჭირავ,
Line: 8    
მაშა, ვეშაპისა შებმა ვით-ღა შემიძლია-ო? ჩვენ გვიბრძანა,
Line: 9    
ვითა: თქვენ მიდით სამნი-ვე იმა უმცროსსა ვეშაპსა ზედა მე იმა
Line: 10    
კაცთა ვხედავ, რომელ არ მივლენ-ო. მე ეგრე მოვაჴსენე: თქვენსა
Line: 11    
წინაშე ვიყო-მეთქი კვლა მიბრძანა: მე არა მინდა მეშველი, წაედ
Line: 12    
შენ-ცა-ო. მე მას არა უსმინე, დავდეგ მასთან და წავიდეს აბან
Line: 13    
ქამანის ძე და ქაოზ ქოსის ძე.

Line: 14       
მაშინ ამირან დარეჯანის ძემან შეიბნა ორნი ჴრმალნი და აიხვნნა
Line: 15    
ხიშტნი და შეუტევა. ხედვენ დედოფალი და ყოველი ერი. წამოდგეს
Line: 16    
ზედა იგი კაცნი სპილენძისანი. ისროდეს ქვასა და უცეს
Line: 17    
ცხენისა თავსა დარეჯანის ძისასა და მოუკლეს, მაგრა მას ვერა
Line: 18    
ავნეს. დააგდო ცხენი და ქვეითი მიუჴდა, ვითა ვეფხი. დასცეს ქვა
Line: 19    
მრავალი, განა ვერა ავნეს მოეგება წინ ვეშაპი, დაეშკმო პირი ჩასანთქმელად.
Line: 20    
ჰკრა აშკმობილსა პირსა ხიშტი და შეალეწა ზედა;
Line: 21    
გამოიწვადა ჴრმალი და იგი-ცა დაალეწა. მერმე მეორე ჰკრა და ტვინამდისი
Line: 22    
შეჰკვეთა. მოვიდა ვეშაპი იგი, შემოიღვლარჭნა, შემოუტევა
Line: 23    
და ორნი-ვე ფერჴნი ჩაუნთქნა. ამაზედა მივე, მე-ცა დავკარ
Line: 24    
და ზურგსა ვკვეთე დიდი და ვერა ვავნე. იბრძოდეს ვეშაპი და
Line: 25    
ამირან დარეჯანის ძე და ვეღარ ჩანთქა. ვცემდი და ვკვეთდი
Line: 26    
დიდროვანსა, განა ვერა დავაგდებინე იგი ამირან დარეჯანის ძე.
Line: 27    
იყო ზრუნვა და ტირილი დიდი. მაშინ ამოიღო დაშნა მოგვისაგან,
Line: 28    
ჰკრა აშკმობილსა ყიასა, ჩაშ თუ, მწვედ ეტკივნა და წამსა-ვე პირი-დაღმა
Line: 29    
წამოაგდო და, რა გაუშვა, კვლა-ცა ვკარ ჴრმალი, შემომიტივა,
Line: 30    
ჩამნთქა და გაიქცა. მოეწივა ამირან დარეჯანის ძე, ჰკრა ზურგსა
Line: 31    
ჴრმალი და წმიდად გაკვეთა. ეგზომ დიდი იყო იგი ვეშაპი და
Line: 32    
საშინელი, რომელ მე და ჩემი ცხენი ჴორჴსა მისა შიგან თავისუფლად ადეგით და
Line: 33    
კიდე გამოგვიყვანნა ცხენი და კაცი ორნი-ვე ნათელნი.

Line: 34       
მივიდეს აბან ქამანის ძე და ქაოზ ქოსის ძე მას მეორესა ვეშაპსა
Line: 35    
ზედა და აბან ქამანის ძე შეიპყრა ცხენითურთ. ეგზომ დიდი არა
Line: 36    
იყო, ვითა პირველი, რომელ-მცა ჩაენთქა აიხვნა ცხენი და კაცი
Line: 37    
ორნი-ვე და გაიქცა. მიეწია ქაოზ ქოსის ძე, ჰკრა ჴრმალი და მოკლა
Line: 38    
იგი-ცა რა იგი ვეშაპნი ორნი-ვე დაიჴოცნეს, ფიცხლა იგი კაცნი
Page: 370  Line: 1    
სპილენძისანი დაილეწნეს. შეიქმნა სიხარული მეტად დიდი მას სამეფოსა
Line: 2    
შინა და ამას იტყოდეს, ვითა არა-ვინ ყოფილა კაცთა ნათესავი
Line: 3    
სწორი ამირან დარეჯანის ძისა და არ-ცა ვის ეგეთნი ყმანი ჰყოლებიან-ო.
Line: 4    
მერმე დედოფალსა შეასხმიდეს ქებასა, ამისთვის, რომელ
Line: 5    
გამოაჩინე ესეთი კაცი მეფედ ჩვენზე-და-ო. შევედით წალკოტსა შინა
Line: 6    
ეგეთსა, რომელ არა დგა ქვეყანასა ზედა წალკოტი სწორი მისი,
Line: 7    
და ვნახენით ხენი საკვირველნი და სურნელნი და მას შინა წყალნი
Line: 8    
შვენიერნი, რომელ რა-ცა ღმრთისა დაბადებული სურნელი იყო,
Line: 9    
იგი და ყოველი ფერი ხილი შიგან იყო. ხენი ვნახენით ერთნი, შვენიერნი,
Line: 10    
გარე-შემოზღუდვილნი და ამას იტყოდეს, ვითა: ზეთი გამოვალს
Line: 11    
მათ ხეთაგან ესეთი, რომელ სნეულსა შეასვან, გამრთელდების, თუ
Line: 12    
ბრმასა თვალთა უწთონ, აეხილვიან და ყოველსა სენსა ჰკურნებს-ო.
Line: 13    
და არა ითქმის სიკეთე მის წალკოტისა კაცისა ენისაგან. დავყვენით
Line: 14    
მუნ მრავალნი დღენი. განვისვენეთ და ვინადირეთ. გარშემოსა
Line: 15    
მის წალკოტისასა იყო სანადირო გამორჩეული. და წამოვედით მუნით
Line: 16    
სიხარულითა დიდითა.

Line: 17       
ცხოვნდი, მეფეთ-მეფეო, უკუნისამდე! [ ამირან ] ცოლსა მისსა ვითა
Line: 18    
გაეჩვენა, უკეთ აღარ ეგებოდა და მოვედით ქალაქად სიხარულითა.
Line: 19    
მაშინ ამირან დარეჯანის ძესა სიკეთისა მისისათვის ეგზომისა
Line: 20    
მოართვნეს მის სამეფოთა ციხეთა და ქალაქთა კლიტენი ყოველნი
Line: 21    
და ვიყვენით სიხარულსა შინა ჟამთა მრავალთა. მერმე წამოვედით
Line: 22    
ბაღდადსა გამარჯვებულნი -- პატრონი ჩემი და ჩვენ.

Line: 23       
მაშინ მიესმა ამბავი მის წითლოსნისა ჭაბუკისა მოკვლა ამირან
Line: 24    
დარეჯანის ძისაგან საბურ რაბაგის ძესა, ძმასა მის წითლოსანისა
Line: 25    
ჭაბუკისასა, მაგრა ჭაბუკობითა დიდად უკეთესსა. მოვიდა ძმისა მისისა,
Line: 26    
მის წითლოსნისა ჭაბუკისა, სისხლისა ძებნად და დადგა გზასა
Line: 27    
ზედა ჩვენსა.

Line: 28       
ისმენდი, მეფეთ-მეფეო! მოსრულიყვნეს შინა ალი მოჰამადის ძე,
Line: 29    
ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი და ეკითხათ, თუ სად არის პატრონი
Line: 30    
ჩვენი ამირან დარეჯანის ძეო? უთხრეს წამოსლვა ჩვენი
Line: 31    
და წამოსულ-იყვნეს იგინი-ცა კვალსა ჩვენსა ძებნად ჩვენად და
Line: 32    
საბურ რაბაგის ძე და იგინი ერთგან შეყრილ-იყვნეს. ჰყვა საბურს
Line: 33    
ლაშქარი დიდი და ჰკითხა, თუ: ვინ ხართ, ძმანო? მათ უთხრეს, ვითა:
Line: 34    
ყმანი ვართ ამირან დარეჯანის ძისა-ო. რა ესე თქვეს, შეუზახნა
Line: 35    
ლაშქართა და უბრძანა: დაჴოცენით-ო! მათ გამოიწვადნეს ჴრმალნი
Line: 36    
და შეებნეს მას ყოვლისა ქვეყანისა ლაშქარსა იგი სამნი კაცნი.
Line: 37    
კლდე იყო დიდი და მათ სამთა-ვე ბეჭნი მას კლდესა მიჰყუდნეს. გამოვიდის
Line: 38    
და ერთი მეორესა ეცვალებოდის. იბრძოლეს სამთა-ვე ამა
Line: 39    
წესითა კვირა ერთი და ჴოცეს კაცი ურიცხვი, რომელ თვით იგინი-ვე
Page: 371  Line: 1    
იტყოდეს: სამი ათასი კაცი მოკლეს-ო. იამპარტავანა საბურ რაბაგის
Line: 2    
ძემან და თვით არა მივიდა მათად ომად და ჩვენ მივედით ომსა
Line: 3    
ზედა.

Line: 4       
შეხედნა ამირან დარეჯანის ძემან და ეგრე თქვა: ომსა ფიცხელსა
Line: 5    
ვხედავ, განა ვინ არიან, არ ვიცი-ო. კვლა ცოტა-ღა წავლეთ და
Line: 6    
ბრძანა: ისინი ყმანი ჩემნი არიან, სით-ცა მოდიან ალი მოჰამადის ძე,
Line: 7    
ასან ბადრის ძე და ყამარ ყამრელი-ო. ჩვენად თურე ძებნად წამოსულ-იყვნეს,
Line: 8    
წარვისწრაფეთ და ომსა ზედა მივედით. იყივლა ამირან
Line: 9    
დარეჯანის ძემან: მო-ღმერთო-ვედით-ო! შემოგვხედნეს და გაიცინეს,
Line: 10    
გაგულოვანდეს და სამთა-ვე შეუტევეს და მრავალი ცხენი და კაცი
Line: 11    
მოკლეს. მივედით ჩვენ-ცა და შევებენით, მრავალი მოვკალით.
Line: 12    
მიესმა საბურ რაბამის ძესა, ვითა: მო-ვინ-მე-ვიდეს მეშველნი, მათთანა
Line: 13    
ერთი კაცი არის ეგეთი, რომელ თვალთა ჩვენთა არა უნახავს
Line: 14    
კაცი მისებრი-ო. მან ცნა, ვითა: ისი კაცი ამირან დარეჯანის ძე არის-ო. უკუ-ყარა
Line: 15    
ლაშქარი თვისი და ეგრე თქვა, ვითა აქა ომი ჴამს-ო მოეგზავნა
Line: 16    
კაცი და შემოეთვალა, ვითა: შენ მოგიკლავს ძმა ჩემი იგი
Line: 17    
წითლოსანი ჭაბუკი და აწ მე შენად ომად მოსრულ-ვარ. მე შენი
Line: 18    
ყმანი არა დავჴოცენ; შენ ჩემნი რად დაჴოცენ-ო? აწ ესე მტკიცედ
Line: 19    
იცოდე, რომელ ანუ სიკვდილი შენი მოსრულ არს და ანუ ჩემი.
Line: 20    
ხვალე არს ომი შენი და ჩემი-ო. არქვა ამირან დარეჯანის ძემან,
Line: 21    
ვითა: ძმამან შენმან სიამპარტავნითა მოიკლა თავი თვისი და ფათერაკად
Line: 22    
მოკვდა და აწ კვლა შენ მეწყალვი, რომელ შენ-ცა მოჰკვდები
Line: 23    
ჴელითა ჩემითა. ლაშქარნი შენნი ამისთვის დავჴოცენ, რომელ
Line: 24    
სამთა კაცთა ზედა ლაშქარნი დახვეულ-იყვნენ, ვითა-მცა არა უშველდი?
Line: 25    
აწ ისმინე მოჴსენება ჩემი და ნუ დაიდგამ დღეთა ძმისა შენისათა
Line: 26    
და წაედ მშვიდობით. ამა სიტყვასა ზედა გაწყრა საბურ და
Line: 27    
მოუგზავნა მოციქული ფიცხელი და დაასკვნეს ხვალისად ომი.

Line: 28       
ვითა გათენდა, შეეკაზმა საბურ რაბაგის ძე და შეჯდა შავსა
Line: 29    
ცხენსა შავითა ტანისამოსითა. იყო იგი ლაშქარი მისი ყველა შავითა,
Line: 30    
ძმისა მისისათვის. გამოვიდა იგი საბურ რაბაგის ძე და აქათ გავიდა
Line: 31    
ამირან დარეჯანის ძე. ფიცხლად შეუტევეს ერთმან-ერთსა და
Line: 32    
შეიბნეს. გარდაჴდა ომი დიდი მწუხრამდის და ვერა რომელმან
Line: 33    
აჯობეს. აბჯართა ცემისაგან არა ისმოდა ყურთა ჴმა. მოუკლეს
Line: 34    
ერთმან-ერთსა მრავალი ცხენი და გარდაალეწეს ერთმან-ერთსა მრავალი
Line: 35    
ჴრმალი და ვერა აჯობა ერთმან-ცა. გაიყარნეს. რა გათენდა,
Line: 36    
კვლა შეიბნეს. სამი დღე იბრძოლეს და ვერა გარდასწყვიტეს.
Line: 37    
უფიცხესი და უფიცხესი იყო ომი ერთობ დაუმძიმდა გასწორება
Line: 38    
ამირან დარეჯანის ძესა და ესე დაასკვნა: თუ მოვერიო, მოვკლავ-ო.
Line: 39    
მას ღამესა ლაშქარსა ყველასა მოეგზავნა კაცი ამირან დარეჯანის
Page: 372  Line: 1    
ძესა თანა, ვითა: პატივ-ეც ჭაბუკობასა შენსა. თუ მოერიო, ნუ
Line: 2    
მოჰკლავ, მით რომელ ესე მარტო დარჩომილა თავისა სახლსა შინ-ა-ო.
Line: 3    
უქადა ამირან დარეჯანის ძემან მათ ლაშქართა არ-მოკლვა
Line: 4    
საბურ რაბაგის ძისა. კვლა მოეგზავნა კაცი საბურს და ესე შემოეთვალა:
Line: 5    
ხვალე გარდაწყვედა არს შენი და ჩემი-ო მაშინ ბრძანა
Line: 6    
ამირან დარეჯანის ძემან თუ მომერევის საბურ რაბაგის ძე,
Line: 7    
მომკლავს, მით რომელ ძმისა მისისა მის წითლოსნის-ა ჭაბუკის
Line: 8    
სისხლსა ეძებს, და უკვირდა ეგზომი სიკეთე რაბაგის ძისა. არქვა,
Line: 9    
თუ: ზენაარმან ღმრთისამან, რადგან ეგრე კარგი ჭაბუკი არის, თუ
Line: 10    
მოვერიო, არა მოვკლა-ო.

Line: 11       
ხვალისად დღე შეეკაზმა საბურ რაბაგის ძე და გამოვიდა. ეკიდნეს
Line: 12    
პოლოტიკნი რკინანი სატკივართა ადგილთა და ეგრე იყივლა:
Line: 13    
გამოედ, დარეჯანის ძეო! ფიცხლა გავიდა დარეჯანის ძე. შემოუვლეს
Line: 14    
ნავარდი ერთმან-ერთსა და გაფიცხდა ომი უფრო ყოველთა
Line: 15    
ომთასა. ბოლოსა ჟამსა იყივლა დარეჯანის ძემან, გაიყვანა ცხენი
Line: 16    
და არქვა: გაფრთხილდი, საბურ რაბაგის ძეო, მოვალ შენზედა-ო.
Line: 17    
გაიყვანა ცხენი მან-ცა და უყივლა: აწ მოვიდა სიკვდილი შენი-ო.
Line: 18    
წამსა-ვე შეუტევეს ერთმან-ერთსა და ჩაშ თუ შეშინდეს საბურ რაბაგის
Line: 19    
ძისა ლაშქარნი მოკლვასა საბურისასა და იყივლეს ერთ-პირად
Line: 20    
და არქვეს: ამირან დარეჯანის ძეო, ზენაარსა ღმრთისასა, რა გიქადებია,
Line: 21    
გაგვისრულე-ო. მათ ლაშქართა სიტყვასა ზედა გასტყორცა
Line: 22    
ჴრმალი, შეუტევა, მიჰყო ჴელი, მოჰჴადა უნაგირთაგან, დასცა ქვეყანასა
Line: 23    
ზედა და აღარა მოკლა.

Line: 24       
გარდაჴდა ყოველი ლაშქარი საბურისა, თაყვანი-სცეს და ქება
Line: 25    
შეასხეს ამირან დარეჯანის ძესა, თქვეს. კურთხეულ-მცა არს ჭაბუკობა
Line: 26    
შენი, რომელ არა-ვინ ნახულ არს ჭაბუკი კაცთა ნათესავი შენებრი-ო. დადგეს
Line: 27    
ერთგან საბურ რაბაგის ძე და ამირან დარეჯანის
Line: 28    
ძე. მას დღესა განისვენეს და დაემოყვრნეს. დილას წავიდა საბურ
Line: 29    
და ჩვენ-ცა წავედით. მოვედით ბაღდადსა მხიარულნი და გამარჯვებულნი.

Line: 30       
აქა დასრულდა კარი ტილისმათა.

Line: 31       
მეფეო, იგი სახლი, რომელ თქვენ გინახავს, მუნ მოვედით. მაშინ
Line: 32    
მოიყვანა მხატვარი და დაწერა თავი თვისი და ჩვენ-ცა დაუსრულებელ
Line: 33    
ყვნას ღმერთმან დიდება და გამარჯვება მეფობისა თქვენისა
Line: 34    
უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Amirandarejaniani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 15.11.2018. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.