TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 8
Previous part

Chapter: 8 
ამბავი ავთანდილისა ასმათს რომ ეუბნების ქვაბს შიგან







Strophe: S230/K230 
Verse: a       ჩამოვიდა, ცხენი ახსნა,   მისგან ხესა შემობმული,
Verse: b       ზედა შეჯდა, გაემართა,   ქვაბი დაჰხვდა კარ-განხმული.
Verse: c       მუნით ქალი გამოიჭრა   გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,
Verse: d    და   ეგონა, თუ: დაბრუნდაო   პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.






Strophe: S231/K231 
Verse: a       ვერ იცნა, - სახე არ ჰგვანდა   მისი მის ყმისა სახესა, -
Verse: b       ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა   ზახილით კლდესა და ხესა;
Verse: c       ყმა გარდაიჭრა, დააბა,   ვითა კაკაბი მახესა;
Verse: d    და   ხმას სცემდეს კლდენი ქალისა   ზახილსა მუნ ერთ-სახესა.






Strophe: S232/K232 
Verse: a       მას ყმასა თავი არ მისცა,   ჭვრეტადცა ებილწებოდა,
Verse: b       ვითა კაკაბი არწივსა   ქვეშე მი და მო ძრწებოდა,
Verse: c       ტარიელს ვისმე უზახდა   მწედ, თუცა არ ემწებოდა,
Verse: d    და   ავთანდილ მუხლთა უყრიდა,   თითითა ეხვეწებოდა.






Strophe: S233/K233 
Verse: a       ეტყოდა: "სულე! რამც გიყავ?   კაცი ვარ, ადამიანი,
Verse: b       უფერო-ქმნილნი მინახვან   ვარდნი და ისი იანი,
Verse: c       მისი რამ* მითხარ, ვინ არის   ტან-სარო, პირ ბაკმიანი?
Verse: d    და   სხვად არას გიზამ, ნუ გეშის,   ნუ ჰყივი აგრე ხმიანი".






Strophe: S234/K234 
Verse: a       ქალი ეტყოდა ტირილით,   სარჩელი უგავს ბრჭობასა:
Verse: b       "თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ;   შმაგი ხარ, მოდი ცნობასა!
Verse: c       აწ მეტად ძნელსა საქმესა   მნუკევ ადვილად თხრობასა;
Verse: d    და   ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი   მაგა ამბვისა ცნობასა!"






Strophe: S235/K235 
Verse: a       კვლა ეტყვის: " ყმაო, რა გინდა,   ანუ მენუკევ მე რასა?
Verse: b       მაგა საქმესა ვერა იქმს   ვერცა კალამი წერასა.
Verse: c       შენ ერთხელ მეტყვი, "მითხარო",   მე ასჯერ გეტყვი "ვერასა",
Verse: d    და   ვითა სიცილი ტირილსა,   ვაგლახი მიჯობს მღერასა".






Strophe: S236/K236 
Verse: a       "ქალო, არ იცი, სით მოვალ,   რა ჭირნი მომითმენიან,
Verse: b       ოდითგან ვეძებ ამბავთა,   ესე არვისგან მსმენიან;
Verse: c       შენ მიპოვნიხარ, სიტყვანი   ჩემნი რაზომცა გწყენიან,
Verse: d    და   ვერ დაგეხსნები, მიამბე,   ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!"






Strophe: S237/K237 
Verse: a       ქალმან უთხრა: "რას შეგესწარ,   მე ვინ ვარ* და ანუ შენო?
Verse: b       მზე არ მახლავს, შეგეტყვების,   თრთვილო, ასრე მით მაწყენო!
Verse: c       გრძელი სიტყვა საწყინოა,   ასრე მოკლედ მოგახსენო:
Verse: d    და   ვერასათვის ვერ გიამბობ,   რაცა გინდა, იგი ქმენო!"






Strophe: S238/K238 
Verse: a       კვლაცა ჰკითხა ზენარობით   მიუყარნა მუხლნი წინა,
Verse: b       მაგრა ვერა ვერ დაჰყარა,   მუდარობა მოეწყინა,
Verse: c       პირსა ზედა გაგულისდა,   თვალთა სისხლი მოედინა,
Verse: d    და   ადგა, თმათა წამოზიდნა,   ყელსა დანა დააბრჯინა.






Strophe: S239/K239 
Verse: a       ეგრე უთხრა: "მე ეზომი   ჯავრი ვითა შეგარჩინო?!
Verse: b       რაგვარა თუ ამატირო,   ცრემლი ცუდად დამადინო?!
Verse: c       გიჯობს, მითხრა: ამის მეტი   მართ აღარა არ გაწყინო,
Verse: d    და   თვარა, ღმერთმან მტერი ჩემი   მოკლას, ვითა მოგაკვდინო!"






Strophe: S240/K240 
Verse: a       ქალმან უთხრა: "ეგე ღონე   მოიგონე მეტად ავი:
Verse: b       თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები,   მრთელი ვარ და მოუკლავი*.
Verse: c       რად რა გითხრა, სადამდისცა   ვიყო ჭირთა უნახავი?
Verse: d    და   კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ   აღარ მედგას ზედან თავი".






Strophe: S241/K241 
Verse: a       კვლა ეტყვის: "ყმაო, რად მპოვე,   ვინ მეუბნები მე, ვინო?
Verse: b       ეგე ამბავი ცოცხალსა   ენითა ვერ მათქმევინო!
Verse: c       მე თავი ჩემი ნებითა   ჩემითა მოგაკლვევინო,
Verse: d    და   ვითა უსტარი ბედითი   ადვილად დაგახევინო.






Strophe: S242/K242 
Verse: a       ჩემი სიკვდილი შენ ჩემად   პატიჟად ნურად გგონია,
Verse: b       მით რომე დამხსნი ტირილსა,   შემშრების ცრემლთა ფონია;
Verse: c       ჩალად მიჩს ყოვლი სოფელი,   მისთვისვე შემიწონია.
Verse: d    და   ვერ გიცნობ, ვინ ხარ, ვის გითხრნე   სიტყვანი მისანდონია?"






Strophe: S243/K243 
Verse: a       ყმამან თქვა, თუ: "არ ეგების   აწ ამისი ასრე თქმევა,
Verse: b       სხვასა რასმე მოვიგონებ*,   სჯობს საქმისა გამორჩევა".
Verse: c       გაუშვა და ცალკე დაჯდა,   ტირს, დაიწყო ცრემლთა ფრქვევა,
Verse: d    და   ქალსა უთხრა: "გაგარისხე,   აწ, ესე თქვი, ვით დავრჩე, ვა!"






Strophe: S244/K244 
Verse: a       ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად,   ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;
Verse: b       ავთანდილ ქვე ზის ტირილად,   აღარას მოუბარია;
Verse: c       ვარდისა ბაღსა მოგუბდა   ცრემლისა საგუბარია.
Verse: d    და   კვლა იქით ქალი ატირდა,   მისთვის გულ-ნალმობარია.






Strophe: S245/K245 
Verse: a       ყმა მტირალი შეებრალა,   ამად ცრემლნი ცხელნი ღვარნა,
Verse: b       მაგრა უჯდა უცხოს უცხო,   არ ბაგენი აუბარნა;
Verse: c       ყმამან ცნა, თუ: "გონებანი   ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა".
Verse: d    და   ცრემლ-დენილი შეეხვეწა,   ადგა, მუხლნი მიუყარნა.






Strophe: S246/K246 
Verse: a       უთხრა: "ვიცი, აღარ ვარგ ხარ   შენ აწ ჩემად დასადობლად,
Verse: b       გაგარისხე, დარჩომილ ვარ   ღარიბად და ამად ობლად;
Verse: c       აწ ეგრეცა თავი ჩემი   დამიც შენთვის დასანდობლად,
Verse: d    და   ამად რომე შეცოდება   შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.






Strophe: S247/K247 
Verse: a       თავი ჩემი სამსახურად   თუცა ავად მოგაწონე,
Verse: b       მიჯნურისა შებრალება   ხამს, ესეცა გაიგონე;
Verse: c       სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ,   არვინ არის ჩემი ღონე;
Verse: d    და   სულთა მოგცემ გულისათვის,   სხვა მეტიმცა რა გამონე!"






Strophe: S248/K248 
Verse: a       რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან   მიჯნურობისა სმინება,
Verse: b       გულ-ამოხვინჩვით დაიწყო   ას-კეცთა ცრემლთა დინება,
Verse: c       კვლა გაამრავლა ზახილით   ტირილი, არ გაცინება.
Verse: d    და   ავთანდილს ღმერთმან წადილი   მისცა, გულისა ლხინება.






Strophe: S249/K249 
Verse: a       იტყვის, თუ: "ამა სიტყვითა   მას ფერი შეეცვალების,
Verse: b       ვისთვისმე ხელი უცილოდ,   მას ცრემლი ემალმალების".
Verse: c       კვლა უთხრა: "დაო, მიჯნური   მტერთაცა შეებრალების;
Verse: d    და   ესეცა იცი, სიკვდილსა   თვით ეძებს, არ ეკრძალების.






Strophe: S250/K250 
Verse: a       ვარ მიჯნური, ხელი ვინმე,   გაუძლებლად სულთა დგმისად;
Verse: b       ჩემმან მზემან გამომგზავნა   საძებარად იმა ყმისად;
Verse: c       ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების,   მე მისრულვარ სადა, მი-, სად!
Verse: d    და   გული თქვენი მიპოვნია,   მისი შენდა, შენი მისად.






Strophe: S251/K251 
Verse: a       მისი სახე გულსა ჩემსა   ხატად ასრე გამოვხატე,
Verse: b       მისთვის ხელმან, გამოჭრილმან,   ლხინი ჩემი ვაალქატე.
Verse: c       ორისაგან ერთი მიყავ:   ტყვედ მქმენ, ანუ მააზატე,
Verse: d    და   ან მაცოცხლე, ანუ მომკალ,   ჭირი ჭირსა მომიმატე".






Strophe: S252/K252 
Verse: a       ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა   პირველისა უამესი:
Verse: b       "ეგე სიტყვა მოიგონე   დია რამე უკეთესი.
Verse: c       წეღან საქმე მტერობისა   გულსა ჩემსა შთამოსთესი,
Verse: d    და   აწ მოყვარე გიპოვნივარ,   დისაგანცა უფრო დესი.






Strophe: S253/K253 
Verse: a       მაშა რათგან მიჯნურობა   შენად ღონედ მოიგონე,
Verse: b       არ ეგების, ამას იქით   თუ-მცა თავი არ გამონე,
Verse: c       არ შენ მოგეც თავი ჩემი,   დაგაბნიე, დაგაღონე;
Verse: d    და   შენთვის მოვკვდე, ამისებრი   მემცა საქმე რა ვიღონე!






Strophe: S254/K254 
Verse: a       აწ რაცა გითხრა, თუ ამა   საქმესა დამმორჩილდები,
Verse: b       რასაცა ეძებ, მიჰხვდები,   უცილოდ არ ასცილდები;
Verse: c       თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ,   რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
Verse: d    და   მოგხვდების მდურვა სოფლისა,   მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები".






Strophe: S255/K255 
Verse: a       ყმამან უთხრა: "ეგე საქმე   ამას ჰგავსო, არა სხვასა:
Verse: b       ორნი კაცნი მოდიოდეს*   სადაურნი სადმე გზასა,
Verse: c       უკანამან წინა ნახა   ჩავარდნილი შიგან ჭასა,
Verse: d    და   ზედ მიადგა, ჩაყიოდა,   ტირს, იზახიხ ვაგლახ-ვასა.






Strophe: S256/K256 
Verse: a       ეგრე უთხრა: "ამხანაგო,   იყავ მანდა, მომიცდიდე,
Verse: b       წავალ თოკთა მოსახმელად,   მწადსო, თუ-მცა ამოგზიდე";
Verse: c       მას ქვეშეთსა გაეცინა*,   გაუკვირდა მეტად კიდე,
Verse: d    და   შემოჰყივლა: "არ გელოდე,   სად გაგექცე, სად წავიდე?"






Strophe: S257/K257 
Verse: a       აწ, დაო, შენთა ხელთაა   ჩემი საბელი ყელისა,
Verse: b       სხვად უღონოა უშენოდ   ჩემგან* აპყრობა ხელისა;
Verse: c       რასაცა მიზამ, შენ იცი,   შენ ხარ წამალი ხელისა,
Verse: d    და   თვარა ვისმც ექმნა გვარლითა   შეკრვა თავისა მრთელისა!"






Strophe: S258/K258 
Verse: a       ქალმან უთხრა: "მომეწონა,   ყმაო, შენი ნაუბარი.
Verse: b       ხარ უცილოდ კარგი ვინმე,   მოყმე, ბრძენთა საქებარი;
Verse: c       ხარ ვინათგან აქანამდის   მაგა ჭირთა დამთმობარი,
Verse: d    და   რაცა გითხრა, მომისმინე,   გიპოვნია საძებარი.






Strophe: S259/K259 
Verse: a       იმა მოყმისა ამბავი   არსადა არ იპოვნების;
Verse: b       თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის,   არვისგან დაიჯერების*;
Verse: c       მოილოდინე, მოვიდეს,   რაზომმცა დაგეყოვნების,
Verse: d    და   დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ,   ცრემლითა ნუ ითოვნების.






Strophe: S260/K260 
Verse: a       გითხრა, თუ ცოდნა გწადიან   ჩვენისა* შენ სახელისა:
Verse: b       ტარიელ არის სახელი   იმა მოყმისა ხელისა;
Verse: c       მე ასმათ მქვიან, რომელსა   წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
Verse: d    და   სულთქვმა სულთქვმისა ბევრისა,   მაშა თუ არ ერთხელისა.






Strophe: S261/K261 
Verse: a       ამის მეტსა ვერას გითხრობ   მე სიტყვასა ამისთანსა.
Verse: b       ისი მინდორს არონინებს   ტანსა მტერთა მემაჯანსა,
Verse: c       ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა   მისგან ხორცსა მონატანსა,
Verse: d    და   აწვე მოვა, არა ვიცი,   თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.






Strophe: S262/K262 
Verse: a       ამას გვედრებ, მოიცადო,   თავი სხვაგან არსად არო;
Verse: b       რა მოვიდეს, შევეხვეწო,   ნუთუ ვითა მოვაგვარო;
Verse: c       ერთმანერთსა შეგამეცნნე,   თავი შენი შევაყვარო,
Verse: d    და   თვით გიამბოს საქმე მისი,   საყვარელსა გაახარო".






Strophe: S263/K263 
Verse: a       ქალსა ყმამან მოუსმინა,   დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
Verse: b       ამას ზედა მოიხედნეს,   ხევით ესმა ჩხაპუნება;
Verse: c       მთვარე წყალსა გამოსრული   ნახეს, შუქთა მოფინება,
Verse: d    და   უკურიდნეს, აღარა ქმნეს   მუნ ხანისა დაყოვნება.






Strophe: S264/K264 
Verse: a       ქალმან უთხრა: "ყმაო, ღმერთმან   მოგცა ჟამად, რაცა გინა,
Verse: b       მაგრა თავი უჩინო ქმენ,   დამალული იყავ შინა;
Verse: c       იმა ყმისა მეუნებლე   ხორციელი არავინ- ;
Verse: d    და   ნუთუ ვით რა* მოვაგვარო,   შენი ნახვა არ ეწყინა."






Strophe: S265/K265 
Verse: a       ავთანდილ ქვაბსა დამალა   ქალმან დამალვით მალითა.
Verse: b       იგი ყმა ცხენსა გარდახდა,   შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა;
Verse: c       ატირდეს მაღლად ცრემლითა,   ზღვათაცა შესამალითა,
Verse: d    და   ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა   ჭვრეტითა იდუმალითა.






Strophe: S266/K266 
Verse: a       ამარტის ფერად შეცვალა   ბროლი ცრემლისა ბანამან.
Verse: b       დიდხან იტირეს ყმამან და   მან ქალმან შაოსანამან;
Verse: c       შეხსნა, შეიღო აბჯარი,   ცხენიცა შეიყვანა მან;
Verse: d    და   დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა   შავმან გიშრისა დანამან.






Strophe: S267/K267 
Verse: a       ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა,   ტყვე, საკნით ნააზატები.
Verse: b       მან ქალმან ქვეშე დაუგო   ვეფხის ტყავისა ნატები;
Verse: c       მას ზედა დაჯდა იგი ყმა,   სულთქვამს ჭირ-მონამატები,
Verse: d    და   სისხლისა ცრემლსა გაეწნა   შუა გიშრისა სატები.






Strophe: S268/K268 
Verse: a       მან ქალმან ხელ-ყო კვესითა   გზება ცეცხლისა ნელისა,
Verse: b       ეგონა ჭამა ხორცისა   შემწვრისა, შეუქმნელისა;
Verse: c       მიუპყრა, ერთი აჰხლიჩა,   ქმნაა საქმისა ძნელისა,
Verse: d    და   ძალი არ ჰქონდა, დაუწყო   გამოყრა უცოხნელისა.






Strophe: S269/K269 
Verse: a       ცოტად მიწვა, მიიძინა,   თუცა ყოლა ვერა მეტი;
Verse: b       შეკრთა, დიდნი დაიზახნა,   წამოვარდა ვითა რეტი,
Verse: c       იზახდის და წამ-წამ იკრის   გულსა ლოდი, თავსა კეტი.
Verse: d    და   ცალ-კერძ ზის და პირსა იხოკს   ქალი მისი შენამჭვრეტი.






Strophe: S270/K270 
Verse: a       "რად დაჰბრუნდი? - მოახსენა,   - მითხარ, რაცა წაგეკიდა!"
Verse: b       მან უბრძანა: "მონადირე   მეფე ვინმე გარდმეკიდა,
Verse: c       ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი,   ბარგი მძიმედ აეკიდა,
Verse: d    და   იგი მინდორს ნადირობდა,   დაეფანჩა მარეკი, და-.






Strophe: S271/K271 
Verse: a       სევდად მეცა კაცთა ნახვა,   ცეცხლი უფრო გავიალე,
Verse: b       - არ მივეო ახლოს შეყრად -   თავი ჩემი შევიწყალე,
Verse: c       მათგან მკრთალი შემოვბრუნდი,   ტყესა შიგან დავიმალე".
Verse: d    და   თქვა: "ნუთუმცა უკუმრიდა,   რა გათენდეს, წავალ ხვალე".






Strophe: S272/K272 
Verse: a       ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს   ას-ნაკეცნი, ბევრის-ბევრად;
Verse: b       მოახსენა: "მხეცთა თანა   იარები მარტო ტევრად,
Verse: c       არას კაცსა არ იახლებ   საუბრად და შემაქცევრად;
Verse: d    და   მას მაგითა ვერას არგებ,   დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?






Strophe: S273/K273 
Verse: a       ყოვლი პირი ქვეყანისა   ერთობ სრულად მოგივლია,
Verse: b       ერთი კაცი შემაქცევრად   შენად ვითა დაგელია?
Verse: c       გეახლოს და არ გაჰშმაგდე,   თუცა ჭირი არ გაკლია;
Verse: d    და   შენ მოჰკვდე და იგი წახდეს,   ესე შენთვის რა მადლია?"






Strophe: S274/K274 
Verse: a       უბრძანა: "დაო, ეგეა   მსგავსი შენისა გულისა,
Verse: b       მაგრა არ არის ქვეყანად   წამალი ამა წყლულისა!
Verse: c       ვის ძალ-უც პოვნა კაცისა,   თვით სოფლად არ-მოსრულისა?
Verse: d    და   ჩემი ლხინია სიკვდილი,   გაყრა ხორცთა და სულისა.






Strophe: S275/K275 
Verse: a       ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა   რადმცა* კაცი რად დაჰბადა,
Verse: b       სიახლე და საუბარი   თუმცა მისი მე მეწადა!
Verse: c       ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი,   ანუ ვინმცა შეეცადა?
Verse: d    და   შენგან კიდე ხორციელი,   დაო, მივის არასადა".






Strophe: S276/K276 
Verse: a       ქალმან ჰკადრა: "არ გამიწყრე,   ვიშიშვი და ვიაჯ დია;
Verse: b       რათგან ღმერთსა ვაზირობა   შენი ჩემზედ მოუგდია,
Verse: c       ვერ დავმალავ, უკეთესი   რაცა საქმე გამიცდია.
Verse: d    და   არა ვარგ-ა უსაზომო,   ზომსა თავი გარდგიხდია.






Strophe: S277/K277 
Verse: a       ყმამან უთხრა: "რას მენუკევ,   არა ვიცი, გამიცხადე.
Verse: b       კაცი ჩემად სამსახურად   უღმრთოდ მემცა ვით დავჰბადე!
Verse: c       ღმერთსა ჩემი უბედობა   უნდა, მემცა რას ვეცადე!
Verse: d    და   განაღამცა გავნადირდი,   თავი ასრე გავიხადე".






Strophe: S278/K278 
Verse: a       ქალმან კვლა ჰკადრა:   "გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,
Verse: b       მაგრა თუ კაცი მოგგვარო,   მოგყვეს თავისა ნებითა,
Verse: c       იგი გეახლოს, ილხენდე   მისითა შემეცნებითა,
Verse: d    და   ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო,   არ-სავნებლისა ვნებითა".






Strophe: S279/K279 
Verse: a       მან უბრძანა: "თუ მიჩვენებ,   ვნახავ, დიდად გავიხარებ,
Verse: b       სიყვარულმან მისმან, ვისთვის   ხელი მინდორს თავსა ვარებ,
Verse: c       არას ვუზამ უგემურსა,   არათ ოდეს გავამწარებ;
Verse: d    და   რაცა ჩემგან ეამების,   ვაამებ და შევიყვარებ".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.