TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 9
Previous part

Chapter: 9 
შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა







Strophe: S280/K280 
Verse: a       ქალი ადგა და წავიდა   მის ყმისა მოსაყვანებლად;
Verse: b       "არ ეწყინაო", უამბობს,   არს მისად მაგულვანებლად,
Verse: c       ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა,   ვით, მთვარე მოსავანებლად;
Verse: d    და   იგი რა ნახა ტარიელ,   თქვა მზისა დასაგვანებლად.






Strophe: S283/K283 
Verse: a       გამოეგება ტარიელ,   ჰმართებს ორთავე მზე დარად,
Verse: b       ანუ ცით მთვარე უღრუბლო   შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად,
Verse: c       რომე მათ თანა ალვისა   ხეცა ვარგ იყო ხედ არად,
Verse: d    და   ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა,   სხვადმცა რისად ვთქვი მე დარად!






Strophe: S284/K284 
Verse: a       მათ აკოცეს ერთმანერთსა,   უცხოებით არ დაჰრიდეს,
Verse: b       ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან   კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს,
Verse: c       ყელი ყელსა გარდააჭვდეს,   ერთმანერთსა აუტირდეს,
Verse: d    და   ქარვად შექმნნეს იაგუნდნი   მათნი, თუცა ლალად ღირდეს.






Strophe: S285/K285 
Verse: a       მობრუნდეს. ყმამან ავთანდილს   ხელი შეუპყრა ხელითა,
Verse: b       ერთგან დასხდეს და იტირეს   დიდხან ცრემლითა ცხელითა.
Verse: c       ასმათი სულსა უღებდა   სიტყვითა საკვირველითა:
Verse: d    და   "თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ   მზესა თქვენითა ბნელითა".






Strophe: S286/K286 
Verse: a       ტარიელის ვარდი იყო   დათრთვილული, არ დაზრული;
Verse: b       ყმასა უეთხრა: "მესწრაფების,   მითხარ შენი დაფარული,
Verse: c       ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ,   სადაური, სით მოსრული?
Verse: d    და   მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ,   ვარ მისგანცა გაწირული".






Strophe: S287/K287 
Verse: a       ავთანდილ გასცა პასუხი,   სიტყვები ლამაზებია:
Verse: b       "ლომო და გმირო ტარიელ,   ვის თავი გინაზებია,
Verse: c       მე ვარ არაბი, არაბეთს   არს ჩემი დარბაზებია,
Verse: d    და   მიჯნურობითა დამწვარ ვარ,   ცეცხლი უშრეტი მგზებია.






Strophe: S288/K288 
Verse: a       მე პატრონისა ჩემისა   ასული შემყვარებია;
Verse: b       თვით მეფედ მათად მას ხედვენ   მონები მკლავ-მაგრებია.
Verse: c       თუცა არ მიცნობ, გინახავ,   თუ ვითა გიაზრებია,
Verse: d    და   გახსოვსც*ა, ოდეს დაჰხოცე   მონები არ-საპყრებია?






Strophe: S287/K287 
Verse: a       შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი,   ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,
Verse: b       პატრონი ჩემი გაგიწყრა,   ჩვენ ხაფად წაგეკიდენით,
Verse: c       გიხმეთ, არ მოხვე, ლაშქარნი   უკანა გამოგკიდენით,
Verse: d    და   შენ ველნი წითლად შეჰღებენ   სრულად სისხლისა კი დენით.






Strophe: S288/K288 
Verse: a       ყველაკასა მათრახითა   თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.
Verse: b       მეფე შეჯდა, დაგვეკარგე,   კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,
Verse: c       ვითა ქაჯი დაგვემალე,   მონებიცა დავაფეთეთ,
Verse: d    და   ამან უფრო დაგვაშმაგნა,   თავი სრულად გავაშეთეთ.






Strophe: S289/K289 
Verse: a       ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით,   ხელმწიფე ნებიერია.
Verse: b       მოგნახეს, გძებნეს ყოველგან,   მათ რუკა დაუწერია,
Verse: c       ვერ ნახეს შენი მნახავი*   ვერცა ყმა, ვერცა ბერია;
Verse: d    და   აწ გამომგზავნა, რომელსა   ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.






Strophe: S290/K290 
Verse: a       მიბრძანა: "მიცან ამბავი   მის ყმისა წარხდომილისა,
Verse: b       მაშინ ვარ მქმნელი საქმისა,   მის შენგან მონდომილისა".
Verse: c       სამ წლამდის მითხრა დადენა   უმისოდ ცრემლთა მილისა.
Verse: d    და   არ გიკვირს, გავძელ ვერ-ჭვრეტა   მისისა მე ღიმილისა?!






Strophe: S291/K291 
Verse: a       აქანამდის მნახავიცა   კაცი შენი არ მენახა;
Verse: b       ქურდნი* ვნახენ, რომე თქვენთვის   სიტყვა რამე გაემკვახა;
Verse: c       მათრახითა ჩამოგეგდო   ერთი, მკვდართა დაგესახა;
Verse: d    და   მათ მასწავლეს, ძმა რომელთა   სულ-მობრძავი სამე, გლახ, ".






Strophe: S292/K292 
Verse: a       ტარიელსცა აეხსენა   ომი მათი მაშინდელი,
Verse: b       იტყვის: "მახსოვს ეგე საქმე,   თუცა არის ადრინდელი;
Verse: c       ერთგან გნახენ ნადირობას   შენ და შენი მე გამზრდელი;
Verse: d    და   მით ვტიროდი, მომეგონა   მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.






Strophe: S293/K293 
Verse: a       რას მაქმნევდით, რად გინდოდი,   ერთმანერთსა რითა* ვჰგვანდით?
Verse: b       თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით,   ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვჰბანდით.
Verse: c       რა მონანი შესაპყრობლად   მომწიენით, გაჰგულვანდით,
Verse: d    და   აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად   თანა მკვდართა მიიტანდით.






Strophe: S294/K294 
Verse: a       მოვიხედენ, მომეწია   რა პატრონი შენი, ვნახე,
Verse: b       ხელმწიფობით შემებრალნეს,   ამად ხელი არ შევახე,
Verse: c       თვალთა წინა გამოგექეც,   მეტი არა შევუზრახე.
Verse: d    და   ჩემი ცხენი უჩინოსა   ჰგავს და სხვასმცა რას ვასახე!






Strophe: S295/K295 
Verse: a       კაცმან ვერ ასწრას თვალისა   დაფახვა, დაწამწამება,
Verse: b       მას გავექცევი, ვისგანცა   ჩემი არა ვცნა ამება;
Verse: c       მათ თურქთა მიღმა გამეგო   მე არას არ შეწამება,
Verse: d    და   ავად ჰშვენოდა მორევნა   და ჩემი დათამამება.






Strophe: S296/K296 
Verse: a       აწ ვაშად მოხვე, მეამა   ნახვა შენისა პირისა!
Verse: b       ტანად სარო და პირად მზე,   მამაცად მსგავსი გმირისა,
Verse: c       გარჯილ ხარ, მაგრა* არა ხარ   გარდაუხდელი ჭირისა:
Verse: d    და   ძნელია პოვნა კაცისა   ღმრთივ ზეცით განაწირისა!"






Strophe: S297/K297 
Verse: a       ავთანდილ უთხრა: "ვით მაქებ   საქები ბრძენთა ენისა?
Verse: b       მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ*   ღირსი ქებისა თქვენისა!
Verse: c       სახე ხარ მზისა ერთისა,   ზეცით მნათისა ზენისა,
Verse: d    და   რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი   ეგზომთა ცრემლთა დენისა.






Strophe: S298/K298 
Verse: a       ამა დღემან დამავიწყა,   გული ჩემი ვინ დაბინდა;
Verse: b       დამიგდია სამსახური მისი,   იქმნას, რაცა გინდა;
Verse: c       იაგუნდი ეგრეცა სჯობს,   ათასჯერმცა მინა მინდა,
Verse: d    და   შენ გეახლო სიკვდილამდის,   ამის მეტი არა მინდა!"






Strophe: S299/K299 
Verse: a       ტარიელ უთხრა: "მე შენი   გული აწ მემხურვალების;
Verse: b       მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად   შენ ჩემი რა გევალების!
Verse: c       მაგრა წესია, მიჯნური   მიჯნურსა შეებრალების,
Verse: d    და   შე საყვარელსა გაგყარო,   ესე რათ გენაცვალების!






Strophe: S300/K300 
Verse: a       წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად,   პატრონისა სამსახურად;
Verse: b       ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ,   შენცა ცდილ ხარ მამაცურად.
Verse: c       მაგრა ჩემსა რა გიამბობს,   გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად!
Verse: d    და   მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი   ცხელი, შემიქმს ალად, მურად".






Strophe: S301/K301 
Verse: a       ასმათ უთხრა: "ლომო, ცრემლით   მაგა ცეცხლსა რა ერგების!
Verse: b       მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა,   რათგან ეგრე* არ ეგების!
Verse: c       ვხედავ, ესე ხელი ვინმე   მოყმე შენთვის წაეგების,
Verse: d    და   ცნას მიზეზი შენთა წყლულთა,   ქმნას რა, ღონეა ეგების.






Strophe: S302/K302 
Verse: a       მეხვეწებოდა, ლამოდა   ჩემგან რასამე სმენასა;
Verse: b       ნუ უყოს ღმერთმან, გაძლება   მემცა ვით მივეც ენასა!
Verse: c       თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან   თქვენსა რასამე ლხენასა.
Verse: d    და   არს უკეთესი, რაცაღა   სწადს განგებასა ზენასა".






Strophe: S303/K303 
Verse: a       ამას დაყმუნდა ტარიელ   დამწვარი, დაალებული;
Verse: b       ასმათს უბრძანა: "მას აქათ   შენ ხარ ჩემ თანა ხლებული;
Verse: c       რად არა იცი, უწამლო   არს ლები ესე ლებული!
Verse: d    და   კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი,   ცრემლითა დავალებული.






Strophe: S304/K304 
Verse: a       კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან   რაც არა* დანაბადია!
Verse: b       მით გული ჩემი სევდამან   აწ ასრე დანაბა დია,
Verse: c       კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს   მითქს ბადე დანაბადია;
Verse: d    და   აწ ხელთა, ნაცვლად ლხინისა,   ჩალა მაქვს და ნაბადია.






Strophe: S305/K305 
Verse: a       მაგრა ღმერთმან მოწყალემან   მით ცნობითა ერთით მზითა
Verse: b       ორი მისი მოწყალება   დღესცა მომცა ამა გზითა:
Verse: c       პირველ, შეჰყრის მოყვარულთა   ჩემით რათმე მიზეზითა,
Verse: d    და   კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა   ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა".






Strophe: S306/K306 
Verse: a       ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან   ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
Verse: b       ხამსო მისთვის სიკვდილსა და   ჭირსა თავი არ დაჰრიდოს;
Verse: c       ღმერთმან ერთი რად* აცხოვნოს,   თუ მეორე არ წაწყმიდოს!
Verse: d    და   შენ ისმენდი, მე გიამბობ,   რაცღა გინდა წამეკიდოს".






Strophe: S307/K307 
Verse: a       ასმათს უთხრა: "მოდი, მოჯე,   თანა წყალი მომიტანე,
Verse: b       დაბნედილსა მაპკურებდი,   გული მითა გარდამბანე;
Verse: c       მკვდარი მნახო, დამიტირე,   სულთქვმა გაათანისთანე,
Verse: d    და   მე სამარე გამითხარე,   აქა მიწა მიაკვანე".






Strophe: S308/K308 
Verse: a       ღილ-ჩახსნილი საამბობლად   დაჯდა, მხარნი ამოყარნა;
Verse: b       ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით,   დიდხან შუქნი არ ადარნა;
Verse: c       ვერ გაახვნა სასაუბროდ,   მან ბაგენი გაამყარნა,
Verse: d    და   მერმე სულთქვნა, დაიზახნა,   ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.






Strophe: S309/K309 
Verse: a       მოსთქვამს: "ჰაი, საყვარელო,   ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
Verse: b       იმედო და სიცოცხლეო,   გონებაო, სულო, გულო,
Verse: c       ვინ მოგკვეთა, არა ვიცი,   ხეო, ედემს დანერგულო!
Verse: d    და   ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა,   გულო, ასჯერ დადაგულო?!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.