Strophe: S517/K517 | ||
Verse: a | მეტმან სევდამან მიმწურა | გულსა დაცემად დანისად. |
Verse: b | ასმათის მონა შემოდგა, | მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, |
Verse: c | წიგნი მომართვა, ეწერა: | "ვინ სჩან ალვისა ტანისად, |
Verse: d და | ადრე მოდიო, გიბრძანებს, | დაუყოვნებლად ხანისად". |
Strophe: S518/K518 | ||
Verse: a | შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. | ვითა სცნობდე ლხინთა ზომით! |
Verse: b | ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, | ასმათ ვნახე ძირსა დგომით; |
Verse: c | ვნახე : "ვსჭვრეტდი ნატირებად, | ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, |
Verse: d და | დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; | ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით. |
Strophe: S519/K519 | ||
Verse: a | იგი ვნახე დაღრეჯილი, | ესე მეტად დამიმძიმდა. |
Verse: b | ვითა წინას შემომცინის, | არღა ეგრე გამიღიმდა. |
Verse: c | ყოლა სიტყვა არ მომიგო, | ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, |
Verse: d და | ამით უფრო დამაწყლულა, | არა წყლულთა მიაქიმდა. |
Strophe: S520/K520 | ||
Verse: a | ჩემნი ერთნი გონებანი | მეტად შორად გამიკიდნა, |
Verse: b | შინა კოშკად შემიყვანა, | ფარდაგსაცა ამიზიდნა. |
Verse: c | შევე, ვნახე იგი მთვარე; | ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა, |
Verse: d და | გულსა შუქნი შემომადგნა, | მაგრა გული არ დამიდნა. |
Strophe: S521/K521 | ||
Verse: a | იყო არ-ნათლად ნათელი, | ფარდაგსა შემომდგომელი; |
Verse: b | ებურა მოშლით პირ-ოქრო | რიდე*, მე მივეც რომელი, |
Verse: c | მითვე მწვანითა უებრო | მიწოლით ტახტსა მჯდომელი, |
Verse: d და | ცრემლისა ღვარსა მოეცვა | პირი, ელვათა მკრთომელი. |
Strophe: S522/K522 | ||
Verse: a | ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა | ვეფხი პირ-გამეხებული, |
Verse: b | არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, | ხე ალვა, ედემს ხებული; |
Verse: c | ასმათმან დამსვა შორს-გვარად | გულსა მე ლახვარ-ხებული; |
Verse: d და | მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, | გამწყრალი, გარისხებული. |
Strophe: S523/K523 | ||
Verse: a | მიბრძანა: "მიკვირს, რად მოხვე | მშლელი პირისა მტკიცისა, |
Verse: b | გამწირავი და მუხთალი, | შენ, გამტეხელი ფიცისა?! |
Verse: c | მაგრა ნაცვალსა პატიჟსა | მიგცემსო ზენა, მი, ცისა!" |
Verse: d და | ვჰკადრე: "რა გკადრო პასუხი | მის ჩემგან მე უვიცისა?" |
Strophe: S524/K524 | ||
Verse: a | ვთქვი: "პასუხსა ვერას გკადრებ, | თუ არა ვსცნობ მე მართალსა: |
Verse: b | რა შეგცოდე, რა მიქმნია | უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?" |
Verse: c | კვლაცა მითხრა: "რას გეუბნა | მტყუანსა და შენ მუხთალსა? |
Verse: d და | დიაცურად რად მოვღორდი? | მე დავუწვავ ამით ალსა. |
Strophe: S525/K525 | ||
Verse: a | შენ არ იცი ხვარაზმშასი | საქმროდ ჩემად მოყვანება?! |
Verse: b | შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, | შენი რთულა ამას ნება, |
Verse: c | შენ გასტეხე ფიცი ჩემი, | სიმტკიცე და იგი მცნება, |
Verse: d და | ღმერთმან ქმნა და დაგირჩინა | ცუდად შენი ხელოვნება! |
Strophe: S526/K526 | ||
Verse: a | გახსოვს, ოდეს "ჰაჲ-ჰაჲ-ს" ზმიდი, | ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, |
Verse: b | მკურნალნი და დასტაქარნი | წამალსა-ყე მოგიტანდეს? |
Verse: c | მამაცისა სიცრუვეთა, | ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს! |
Verse: d და | რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, | ვინძი უფრო დაზიანდეს! |
Strophe: S527/K527 | ||
Verse: a | ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა | ეპატრონოს ინდოეთსა, |
Verse: b | ეგრეც მე მაქვს პატრონობა, | უგზოს ვლიდენ, თუნდა გზეთსა! |
Verse: c | ეგე აგრე არ იქმნების, | წა, მომცთარ ხარ მოსაცეთსა, |
Verse: d და | აზრნი შენნი შენვე გგვანან, | მტყუანსა და შენ აგეთსა! |
Strophe: S528/K528 | ||
Verse: a | ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, | ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო! |
Verse: b | თუ ეცადო დაყოფასა, | ხორცთა შენთა სული გაჰყო! |
Verse: c | სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, | ცათამდისცა ხელი აჰყო!" |
Verse: d და | ესე სიტყვა დაასრულა, | ყმა ატირდა, სულთქვნა, აჰ-ყო. |
Strophe: S529/K529 | ||
Verse: a | თქვა: "რა მესმა ესე მისგან, | მეიმედა მეტის-მეტად, |
Verse: b | კვლა მიეცა თვალთა ძალი | მის ნათლისა ეგრე* ჭვრეტად. |
Verse: c | აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, | რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად? |
Verse: d და | ვაჲ, სოფელი უხანოო, | რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად? |
Strophe: S530/K530 | ||
Verse: a | შევჰხედენ, ვნახე სასთუნალ | მუსაფი გაშლით მდებარე, |
Verse: b | ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა | და მერმე მათი მქებარე, |
Verse: c | ვჰკადრე, თუ: "მზეო, დაგიწვავ*, | ჩემიცა დაწვი მზე ბარე, |
Verse: d და | რათგან არ მომკლავ, პასუხი | ერთაი გკადრო მე ბარე. |
Strophe: S531/K531 | ||
Verse: a | რომე გკადრებ, ესე სიტყვა | აწ თუ ცუდად ნალიქნია, |
Verse: b | ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი | ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! |
Verse: c | თუ მაღირსებ გაკითხვასა, | ავი არა არ მიქმნია". |
Verse: d და | მან მიბრძანა: "რაცა იცი, | თქვიო!", თავი დამიქნია. |
Strophe: S532/K532 | ||
Verse: a | კვლაცა ვჰკადრე: "მე თუ, მზეო, | შენთვის* ფიცი გამეტეხოს, |
Verse: b | ღმერთმან აწვე რისხვა მისი | ზეცით ჩემთვის გაამეხოს! |
Verse: c | ვისი გინდა უშენოსა | პირი მემზოს, ტანი მეხოს, |
Verse: d და | მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, | რა ლახვარი გულსა მეხოს! |
Strophe: S533/K533 | ||
Verse: a | მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, | შექმნეს დიდი ვაზირობა. |
Verse: b | მათ წინასვე დაეპირა | იმა ყმისა შენი ქმრობა. |
Verse: c | დამეშალა, ვერ დავშლიდი, | დამრჩებოდა უმეცრობა; |
Verse: d და | თავსა ვუთხარ: "მიემოწმე, | ჟამად გიჯობს გულმაგრობა". |
Strophe: S534/K534 | ||
Verse: a | მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, | რათგან იგი ვერ მიმხვდარა! |
Verse: b | არ იტყვის, თუ: " ინდოეთი | უპატრონოდ არ მომხდარა? |
Verse: c | ტარიელ არს მემამულე, | სხვასა ჰმართებს არვის* არა! |
Verse: d და | ვის მოიყვანს, არა ვიცი, | ანუ იგი ვინ მომცდარა? |
Strophe: S535/K535 | ||
Verse: a | ვთქვი: "ამითა ვეღარას ვიქმ, | ღონე სხვა რა მოვიგვარო"; |
Verse: b | თავსა ვუთხარ: "ნუ მოგიცავ, | გონებაო მრავალ-გვარო!" |
Verse: c | მედვა გული მხეცისაებრ, | ათასჯერცა მინდორს ვარო, |
Verse: d და | ვისმცა მივეც თავი შენი, | შენვე რადმე არ წამგვარო?!" |
Strophe: S536/K536 | ||
Verse: a | სულთა ვჰყიდდი გულისათვის, | კოშკი ამად გამებაზრა; |
Verse: b | იგი წვიმა და-რე-ნელდა, | რომე პირველ ვარდი აზრა; |
Verse: c | ვნახე, ძოწსა მარგალიტი | გარე ტურფად მოემაზრა. |
Verse: d და | მიბრძანა, თუ: "ეგე საქმე | მემცა მართლად რად მეაზრა?! |
Strophe: S537/K537 | ||
Verse: a | არ დავიჯერებ მე შენსა | ღალატსა, ორგულობასა, |
Verse: b | უარის ქმნასა ღმრთისასა, | ამისთვის არ მადლობასა; |
Verse: c | იაჯდი თავსა ჩემსა და | მორჭმით ინდოეთს ფლობასა! |
Verse: d და | მე და შენ დავსხდეთ* ხელმწიფედ, | სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა". |
Strophe: S538/K538 | ||
Verse: a | მე ღმრთისაებრად მომიტკბა | გამწყრალი, გამქისებული, |
Verse: b | ანუ მზე იყო ქვეყანად, | ან მთვარე პირ-გავსებული; |
Verse: c | ახლოს დამისვა, მაღირსა | აქამდის არ-ღირსებული; |
Verse: d და | მეუბნებოდა, დამივსო | ცეცხლი ამითა გზებული. |
Strophe: S539/K539 | ||
Verse: a | მიბრძანა, თუ: "გონიერი | ხამს აროდეს არ აჩქარდეს, |
Verse: b | რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, | საწუთროსა დაუწყნარდეს; |
Verse: c | თუ სასიძო არ მოუშვა, | ვა თუ მეფე გაგიმწარდეს, |
Verse: d და | შენ და ისი წაიკიდნეთ, | ინდოეთი გარდაქარდეს! |
Strophe: S540/K540 | ||
Verse: a | კვლა თუ სიძე შემოუშვა, | მე შემირთოს, იყოს ასდენ, |
Verse: b | ერთმანერთსა გავეყარნეთ, | ძოწეულნი გაგვიფლასდენ, |
Verse: c | მათ მორჭმულთა მოივლინონ, | ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, |
Verse: d და | ესე ამბად არ ეგების, | რომე სპარსნი გაგვიხასდენ". |
Strophe: S541/K541 | ||
Verse: a | მე ვჰკადრე: "ღმერთმან აშოროს | მას ყმასა შენი ქმარობა! |
Verse: b | რა შემოვიდენ ინდოეთს, | შევიგნა მათი გვარობა, |
Verse: c | ვუჩვენო ჩემი ძალ-გული | და ჩემი მეომარობა: |
Verse: d და | ასრე დავხოცნე, შეეძლოს | აღარა*, არ, სახმარობა!" |
Strophe: S542/K542 | ||
Verse: a | მიბრძანა, თუ: "ხამს დიაცი | დიაცურად, საქმე-დედლად, |
Verse: b | დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, | ვერ ვიქმნები შუა კედლად: |
Verse: c | რა მოვიდეს სიძე, მოკალ | მისთა სპათა აუწყვედლად. |
Verse: d და | ქმნა მართლისა სამართლისა | ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. |
Strophe: S543/K543 | ||
Verse: a | ასრე ქმენ, ჩემო ლომო და | მჯობო ყოველთა გმირთაო, |
Verse: b | მოპარვით მოკალ სასიძო, | ლაშქართა ნუ მოირთაო, |
Verse: c | მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, | ზროხათა ვითა, ვირთაო, - |
Verse: d და | დიადი სისხლი უბრალო | კაცმანმცა ვით იტვირთაო? |
Strophe: S544/K544 | ||
Verse: a | იგი რა მოჰკლა, ეუბენ | პატრონსა, ჩემსა მამასა, |
Verse: b | ჰკადრე, თუ: "სპარსთა ვერა ვიქმ | ინდოეთისა ჭამასა, |
Verse: c | ჩემია მკვიდრი მამული, | არ მივსცემ არცა დრამასა, |
Verse: d და | არ დამეხსნები, გაგიხდი | ქალაქსა ვითა ტრამასა!" |
Strophe: S545/K545 | ||
Verse: a | ჩემი ყოლა ნურა გინდა - | სიყვარული, ნუცა ნდომა, |
Verse: b | ამით უფრო მოგეცემის | სამართლისა შენ მოხდომა; |
Verse: c | ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით | შემოხვეწა, შემოკვდომა, |
Verse: d და | ხელთა მოგცემს თავსა ჩემსა, | შეგვფერობდეს ერთგან სხდომა". |
Strophe: S546/K546 | ||
Verse: a | ესე მეტად მომეწონა | თათბირი და გამორჩევა, |
Verse: b | ჩემთა მტერთა დავაქადე* | დასახოცლად ხრმლისა ქნევა; |
Verse: c | მერმე ავდეგ წამოსავლად, | მან დამიწყო ქვევე წვევა, |
Verse: d და | მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე | შეჭიდება, შემოხვევა. |
Strophe: S547/K547 | ||
Verse: a | ხანი დავყავ, გავეყარე, | მაგრა გავხე ვითა ხელი. |
Verse: b | ასმათ წინა ჩამომიძღვა, | ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. |
Verse: c | ჭირი ბევრჯელ ვაათასი, | ლხინი ჩემი ვაერთხელი, |
Verse: d და | მერმე წასლვა არა მწადდა, | ამად მივალ არ-ფიცხელი". |