Strophe: S507/K507 | ||
Verse: a | დილასა ადრე სრას მიხმეს, | დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა; |
Verse: b | ავდეგ, ვცან მათი ამბავი, | წასლვა ვქმენ მითვე წამითა; |
Verse: c | ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს | ხასითა ოდენ სამითა, |
Verse: d და | რა მივე, მითხრეს დაჯდომა, | წინაშე დავჯე სკამითა. |
Strophe: S508/K508 | ||
Verse: a | გვიბრძანეს, თუ: "ღმერთმან ასრე | დაგვაბერნა, და-ცა-გვლია; |
Verse: b | ჟამი გვახლავს სიბერისა, | სიყმაწვილე გარდგვივლია; |
Verse: c | ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, | ვისგან შუქი არ გვაკლია, |
Verse: d და | ყმისა არ-სმა არა გვაგვა*, | ამად ზედა წაგვითვლია |
Strophe: S509/K509 | ||
Verse: a | აწ ქალისა ჩვენისათვის | ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ, |
Verse: b | რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, | სახედ ჩვენად გამოვსახოთ, |
Verse: c | სამეფოსა ვაპატრონოთ, | სახელმწიფო შევანახოთ, |
Verse: d და | არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა | ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ". |
Strophe: S510/K510 | ||
Verse: a | ვთქვით: "თქვენის* ძისა არა-სმა | გულსა ვით მიეფარების, |
Verse: b | მაგრა კმა ჩვენად იმედად, | ვინ მზესა დაედარების; |
Verse: c | ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, | მას დიდად გაეხარების, |
Verse: d და | სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, | მაგას რა მოეგვარების". |
Strophe: S511/K511 | ||
Verse: a | დავიწყეთ რჩევა საქმისა, | გული მიც, თუცა მელია; |
Verse: b | ვთქვი: "ჩემგან დაშლა ამისი | არ ითქმის, არ-საქმნელია!" |
Verse: c | მეფემან ბრძანა: "ხვარაზმშა, | ხელმწიფე ხვარაზმელია, |
Verse: d და | თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, | მისებრი არ-რომელია". |
Strophe: S512/K512 | ||
Verse: a | რომე პირველვე დაესკვნა, | მათ ესე შეეტყვებოდა; |
Verse: b | ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, | სიტყვაცა აგრე სწბებოდა. |
Verse: c | ჩემგან დაშლისა კადრება | მართ ამბვად არ ეგებოდა, |
Verse: d და | ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, | გული მი და მო კრთებოდა. |
Strophe: S513/K513 | ||
Verse: a | დედოფალმან თქვა: "ხვარაზმშა | მეფეა მორჭმით მჯდომელი, |
Verse: b | მათსამცა შვილსა სასიძოდ | ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი!" |
Verse: c | შეცილებამცა ვინ ჰკადრა, | რათგან თვით იყო მნდომელი! |
Verse: d და | მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა | დღე ჩემი სულთა მხდომელი. |
Strophe: S514/K514 | ||
Verse: a | გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას | წინა შვილისა მთხოელი; |
Verse: b | შესთვალეს: "გახდა უმკვიდროდ | სამეფო ჩვენი ყოელი; |
Verse: c | არს ერთი ქალი საძეო, | არ კიდე-გასათხოელი, |
Verse: d და | თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, | სხვასა ნუღარას მოელი". |
Strophe: S515/K515 | ||
Verse: a | კაცი მოვიდა, აევსო | ჯუბაჩითა და რიდითა, |
Verse: b | გაჰხარებოდა ხვარაზმშას | სიხარულითა დიდითა; |
Verse: c | ებრძანა: "მოგვხვდა ღმრთისაგან, | ჩვენ რომე ვინატრიდითა! |
Verse: d და | თვით მაგისებრსა შვილსამცა | ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!" |
Strophe: S516/K516 | ||
Verse: a | კვლა გაგზავნეს* სხვანი კაცნი | სასიძოსა მოყვანებად, |
Verse: b | დაავედრეს: "ნუ აყოვნებთ, | მოდით ჩვენად ნაბრძანებად". |
Verse: c | მე მაშვრალი, ნაბურთალი | საწოლს შევე მოსვენებად, |
Verse: d და | გულსა სევდა შემეყარა, | ვიწყე ჭირთა მოპოვნებად". |