Strophe: S503/K503 | ||
Verse: a | მივუწერე: "მზეო, შუქი | შენი, შენგან მონაფენი, |
Verse: b | გულსა მეცა, გამიცუდდეს | სიჩაუქე-სიალფენი; |
Verse: c | ხელმან შენნი გავიცადენ | სინატიფე-სიტურფენი, |
Verse: d და | სულთა ნაცვლად სამსახურნი | რამცა ვითა გიმუქფენი?! |
Strophe: S504/K504 | ||
Verse: a | მაშინ, ოდეს დამარჩინე, | სულთა სრულად არ გამყარე, |
Verse: b | აწ ჩემთვისცა* ესე ჟამი | მასვე ჟამსა დავადარე; |
Verse: c | სამხრე შენი მომივიდა, | შემოვიბი მკლავსა გარე, |
Verse: d და | რომე მმართებს სიხარული, | ეგზომიმცა რა ვიხარე?! |
Strophe: S505/K505 | ||
Verse: a | განაღამცა ვიწინაშე: | აჰა რიდე, რომე მთხოვე; |
Verse: b | ყაბაჩაცა ასეთივე, | ამისებრი ვერა ვჰპოვე; |
Verse: c | დაბნედილსა ნუ დამაგდებ, | მიშველე რა, მარგე, მოვე; |
Verse: d და | სოფელს მყოფსა უშენოსა | კაცსა ვისმცა შევეპოვე!" |
Strophe: S506/K506 | ||
Verse: a | ქალი ადგა, გამეყარა. | დავწევ, ამოდ დამეძინა, |
Verse: b | მაგრა შევკრთი, საყვარელი | ჩემი ვნახე ძილსა შინა; |
Verse: c | გამეღვიძა, აღარა მყვა, | სულ-დგმულობა მომეწყინა, |
Verse: d და | ღამე ასრე გავათენე, | მისი ხმაცა არ მესმინა". |