Strophe: S497/K497 | ||
Verse: a | აქა მხეც-ქმნილი ტარიელ | ტირს, ჭირი ეათასების; |
Verse: b | თქვა: "მე მაქვს სამხრე, რომელი | კვლა წინას მკლავსა მას ების!" |
Verse: c | იგი შეიხსნა, მოიღო, | თვალვით არ დაიფასების, |
Verse: d და | პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, | ქვე მკვდართა დაედასების. |
Strophe: S498/K498 | ||
Verse: a | ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა | მკვდარი სამარის კარისა, |
Verse: b | ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, | მართ გულსა გარდნაკარისა; |
Verse: c | ასმათს სდის ღვარი სისხლისა, | ღაწვთაგან ნახოკარისა, |
Verse: d და | კვლა წყალსა ასხამს, უშველის, | ხმა ისმის მუნ წკანწკარისა*. |
Strophe: S499/K499 | ||
Verse: a | ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, | დაბნედილსა შემოსჭვრიტნა; |
Verse: b | ასმათ ვანი გაამრავლნა, | ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა; |
Verse: c | მერმე სულად მოაქცია, | ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა; |
Verse: d და | თქვა: "ცოცხალ ვარ? საწუთრომან | აწცა* ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!" |
Strophe: S500/K500 | ||
Verse: a | ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, | აყოლებდა თვალთა რეტად. |
Verse: b | ვარდი სრულად შექმნილიყო | ზაფრანად და ვითა სპეტად. |
Verse: c | დიდხან მათად არა სცალდა | საუბრად და არცა ჭვრეტად, |
Verse: d და | დარჩომა და არ-სიკვდილი | მას უმძიმდა მეტის-მეტად. |
Strophe: S501/K501 | ||
Verse: a | ავთანდილს უთხრა: "ისმენდი, | ცნობა მიც თუცა ხელისა, |
Verse: b | გითხრა ამბავი ჩემი და | ჩემისა დამმარხველისა: |
Verse: c | ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა | მის, შენგან შეუყრელისა, |
Verse: d და | მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, | ასრე დარჩომა მრთელისა! |
Strophe: S502/K502 | ||
Verse: a | ასმათის ნახვა მეამა, | ჩემგან დად საესავისა. |
Verse: b | წიგნი რა ვნახე, მომართვა | ესე საბამი მკლავისა. |
Verse: c | მკლავსა შევიბი მაშინვე, | მოვიხსენ რიდე თავისა, |
Verse: d და | იგი უცხო და ღარიბი, | მტკიცისა რასმე შავისა" . |