TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 20
Previous part

Chapter: 20 
წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა







Strophe: S490/K490 
Verse: a       მონა მოვიდა, მიამბო   ამბავი მან მართალია:
Verse: b       "თქვენსა ამბავსა იკითხავს   აჯიღოსანი ქალია".
Verse: c       მაშინვე ვიცან, ავიჭერ,   ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
Verse: d    და   მოვიდა, ვნახე ასმათი   ჩემ თანა მომავალია.






Strophe: S491/K491 
Verse: a       მე ვისთვის ვკვდები, მეამა   ასმათის ნახვა მე მისად.
Verse: b       აღარ მივუშვი, ვაკოცე,   ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
Verse: c       ხელი მოვჰკიდე, დავისვი   ახლოს ტახტისა* ჩემისად,
Verse: d    და   ვჰკითხე, თუ: "ნეტარ, მისრულა   მორჩი ალვისა ხე მისად?






Strophe: S492/K492 
Verse: a       მიამბე მისი ამბავი,   სხვად ნურას მეუბნებია!"
Verse: b       მითხრა, თუ: "გკადრებ მართალსა,   აწ ჩემგან არ-სათნებია,
Verse: c       დღეს ერთმანერთი გინახავს   და ტურფად მოგწონებია,
Verse: d    და   აწ კვლაცა ცნობა ამბვისა   მას ჩემგან უბრძანებია".






Strophe: S493/K493 
Verse: a       წიგნი მომართვა, ჩავხედენ,   პირისა თემთა მთენისა.
Verse: b       ეწერა: "ვნახე სიტურფე   წყალ-ჯავარისა შენისა.
Verse: c       ომ-გარდახდილი ჰშვენოდი,   შენატევები ცხენისა,
Verse: d    და   არ-ავი მიმიჩს მიზეზი   ჩემისა ცრემლთა დენისა.






Strophe: S494/K494 
Verse: a       ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი   ქებად შენდა უშენოსა,
Verse: b       შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი,   მაშა მომკლავ უშენოსა;
Verse: c       მზემან ლომსა ვარდ-გიშერი   ბაღჩას ბაღად უშენოსა;
Verse: d    და   შენმან მზემან, თავი ჩემი   არვის ჰმართებს უშენოსა!






Strophe: S495/K495 
Verse: a       თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა,   მაგრა ცუდად არ იდენო,
Verse: b       ამას იქით ნუღარ იდენ,   ჭირსა თავი არიდენო;
Verse: c       შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა   აგინებენ, არ იდენო;
Verse: d    და   რომე წეღან მოგეხვივნეს,   იგი ჩემთვის არიდენო.






Strophe: S496/K496 
Verse: a       იგი მე მომცენ რიდენი,   რომელნი წეღან გშვენოდეს,
Verse: b       რა მნახო, შენცა გეამოს,   შენეულითა მშვენოდეს;
Verse: c       ესე სამკლავე შეიბი,   თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
Verse: d    და   ერთი ასეთი ცოცხალსა   სხვა ღამე არ გაგთენოდეს".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.