TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 19
Previous part

Chapter: 19 
წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა







Strophe: S463/K463 
Verse: a       წიგნი დავწერე: "მეფეო,   სვემცაა თქვენი სვიანად!
Verse: b       მე ხატაელთა მიმუხთლეს,   - თუცა მათ ეცა ზიანად, -
Verse: c       ჩემი ამბავი დასტური   ამად გაცნობე გვიანად;
Verse: d    და   მეფე შევიპყარ, მოგივალ   მე ალაფიან-ტყვიანად".






Strophe: S464/K464 
Verse: a       რა ყველაი დავიურვე,   ხატაეთით გავემგზავრე,
Verse: b       წამოვიხვენ საჭურჭლენი,   სახელმწიფო დავიავრე,
Verse: c       ვერ მოვეყავ აქლემითა,   აზავრები ვააზავრე,
Verse: d    და   მოვირჭვენ და მოვივლინე,   რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.






Strophe: S465/K465 
Verse: a       ხატაეთისა ხელმწიფე   მომყვანდა შეპყრობილია.
Verse: b       ინდოეთს მივე, მეგება   ჩემი გამზრდელი ტკბილია;
Verse: c       რა ქება მითხრა, არ ითქმის,   ჩემგან სათქმელად წბილია!
Verse: d    და   ხელი გამიხსნა, შემომკრა   მან სახვეველი ლბილია.






Strophe: S466/K466 
Verse: a       ედგნეს ტურფანი კარავნი   მოედანს ჩამოდგომილსა,
Verse: b       საუბრისა და ჭვრეტისა   ჩემისა მას მონდომილსა.
Verse: c       მას დღესა ედვა ნადიმი   მას შიგან გარდახდომილსა;
Verse: d    და   მიალერსებდა, მაჭმევდა   წინაშე ახლოს ჯდომილსა.






Strophe: S467/K467 
Verse: a       მას ღამით ვსხედით ნადიმად,   მუნ ამოდ გავიხარენით,
Verse: b       დილასა ქალაქს შევედით,   მოედნით ავიყარენით;
Verse: c       მეფემან ბრძანა: "ლაშქარნი   უხმენით, შემომყარენით,
Verse: d    და   დღეს ხატაელი მიჩვენეთ,   ტყვენიცა შემომგვარენით!"






Strophe: S468/K468 
Verse: a       რამაზ მეფე მას წინაშე   შეპყრობილი მოვიყვანე;
Verse: b       ტკბილად ნახა ხელმწიფემან,   ვითა შვილი სააკვანე.
Verse: c       ორგული და მოღალატე   ნამსახურსა დავაგვანე,
Verse: d    და   ესე არის მამაცისა   მეტის-მეტი სიგულვანე!






Strophe: S469/K469 
Verse: a       მას მეფესა ხატაელსა   უმასპინძლა, უალერსა,
Verse: b       ჟამიერად უბრძანებდის   საუბარსა მათსა ფერსა.
Verse: c       ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს   მე სიტყვასა ლმობიერსა:
Verse: d    და   "შეუნდობო ხატაელსა,   მას აქამდის შენამტერსა?"






Strophe: S470/K470 
Verse: a       მე ვჰკადრე: "ღმერთი ვინათგან   შეუნდობს შეცოდებულსა,
Verse: b       უყავით თქვენცა წყალობა   მას ღონე-გაცუდებულსა".
Verse: c       რამაზს უბრძანებს*: "იცოდი,   გაგგზავნით შეწყალებულსა,
Verse: d    და   მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა   ჩვენს წინა გაწბილებულსა!"






Strophe: S471/K471 
Verse: a       ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს   დრაჰკანი ასჯერ ასია,
Verse: b       კვლა ხატაური მრავალი,   სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
Verse: c       მერმე ყველაი დამოსა,   იგი და მისი ხასია,
Verse: d    და   შეწყალებული გაგზავნა,   უყო რისხვისა ფასია.






Strophe: S472/K472 
Verse: a       ხატაელმან დაუმადლა,   დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
Verse: b       მოახსენა: "ორგულობა   თქვენი ღმერთმან შემანანა.
Verse: c       თუღა* ოდეს შე-ღა-გცოდო,   მაშინ მომკალ მემცა განა!"
Verse: d    და   წავიდა და ყველაკაი   მისი თანა წაიტანა.






Strophe: S473/K473 
Verse: a       მოვიდა კაცი მეფისა,    ცისკრობს, არ დანაღამია;
Verse: b       ებრძანა: "რა შენ გაგყრივარ,   მას აქათ თვეო სამია,
Verse: c       მინდორს მოკლული ისრითა   ნადირი არ მიჭამია,
Verse: d    და   არ დამაშვრალ ხარ, წავიდეთ,   თუცა დაშვრომის ჟამია".






Strophe: S474/K474 
Verse: a       შევეკაზმე, დარბაზს მივე,   დამხვდა ჯარი ავაზისა,
Verse: b       შავარდნითა სავსე იყო   სრულად არე დარბაზისა,
Verse: c       მეფე ქვე ჯდა შეკაზმული,   შვენებითა მსგავსი მზისა;
Verse: d    და   გაეხარნეს მისლვა ჩემი,   ტურფისა და ლამაზისა!






Strophe: S475/K475 
Verse: a       იდუმალ ცოლსა ეუბნა,   მართ ჩემგან უცოდნელია:
Verse: b       "ომით მოსრული ტარიელ   საჭვრეტლად სასურველია,
Verse: c       მან გაანათლოს მჭვრეტელთა   გული, რაზომცა ბნელია;
Verse: d    და   რაცა დაგვედრო საქმნელად,   ქმენ, არა საზოზნელია.






Strophe: S476/K476 
Verse: a       აწ მითქვამს საქმე უშენოდ,   შენცა ცან ესე მცნებული:
Verse: b       რათგან ქალია სამეფოდ   ჩვენგანვე სახელ-დებული,
Verse: c       ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს,   აჰა დღე*, ედემს ხლებული*,
Verse: d    და   გვერდსა დაისვი, ორნივე   სრას დამხვდით, მოვალ შვებული".






Strophe: S477/K477 
Verse: a       მოვინადირეთ მინდორი,   ძირი მთისა და გორისა;
Verse: b       იყო სიმრავლე ძაღლისა,   შავარდნისა და ქორისა.
Verse: c       ადრე დავბრუნდით, ვიარეთ   არ ეჯი გზისა შორისა.
Verse: d    და   აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს   თამაშობისა ორისა.






Strophe: S478/K478 
Verse: a       ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა   ქალაქი, შუკა და ბანი.
Verse: b       ომ-გარდახდილსა მშვენოდეს   მაენიანნი კაბანი;
Verse: c       ფერმიხდილ-გვარი ვშვენოდი   ვარდი, ცრემლითა ნაბანი,
Verse: d    და   ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის,   - მართლად არს, არ კატაბანი.






Strophe: S479/K479 
Verse: a       რიდენი რომე მეშოვნეს   ქალაქსა ხატაელთასა,
Verse: b       იგი მეხვივნეს, მშვენოდეს,   ვახელებ* გულსა ხელთასა.
Verse: c       მეფე გარდახდა, დარბაზსა   შევედით ჩემთა მზრდელთასა,
Verse: d    და   შევხედენ, დავჰკრთი ელვასა   ღაწვთა მზეებრ* ნათელთასა.






Strophe: S480/K480 
Verse: a       მას მზესა ტანსა ემოსნეს   ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,
Verse: b       ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა,   დას-დასად, უბან-უბანი;
Verse: c       სრულად ნათლითა აევსო   სახლი, შუკა და უბანი,
Verse: d    და   მუნ ვარდსა შუა შვენოდეს   ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.






Strophe: S481/K481 
Verse: a       ნაომარსა, დაკოდილსა   ხელი ყელსა ჩამომება.
Verse: b       დედოფალი საჯდომთაგან   ადგა, წინა მომეგება,
Verse: c       ვითა შვილი გარდამკოცნა,   ღაწვი ვარდი დამილება,
Verse: d    და   მითხრა: "ნუ ეჭვ ამას იქით,   თუღა* მტერი შე-ღა-გება".






Strophe: S482/K482 
Verse: a       ახლოს დამისვეს ადგილსა,   მუნ, სადა მეამებოდა.
Verse: b       პირის-პირ მიჯდა იგი მზე,   გული ვისთვისცა კვდებოდა.
Verse: c       მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდის,   სხვად არად მეუბნებოდა;
Verse: d    და   თვალნი მოვსწყვიდნი,   სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.






Strophe: S483/K483 
Verse: a       შეიქმნა სმა და პურობა,   მსგავსი მათისა ძალისა;
Verse: b       სხვა გახარება ასეთი   არს უნახავი თვალისა!
Verse: c       ჯამი და ჭიქა - ყველაი   ფეროზისა და ლალისა.
Verse: d    და   არვისი ბრძანა მეფემან   არცა გაშვება მთრვალისა.






Strophe: S484/K484 
Verse: a       მე მუნა მყოფი მივეცი   შვებასა მეტის-მეტასა.
Verse: b       რა შემომხედნის, შევხედნი,   ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;
Verse: c       კაცთა კრძალვასა ვაწვევდი   გულსა შმაგსა და რეტასა.
Verse: d    და   რა უამეა პირის-პირ   საყვარელისა ჭვრეტასა!






Strophe: S485/K485 
Verse: a       დააგდეს მღერა მუტრიბთა,   "სულეთო!", თავი ხარიან;
Verse: b       მიბრძანეს: "შვილო ტარიელ,   ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?!
Verse: c       ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი   მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
Verse: d    და   მართალან შენნი მჭვრეტელნი,   არ ცუდად იმკვეხარიან.






Strophe: S486/K486 
Verse: a       აწ თუცა გვმართებს შემოსა,   ვის მორჭმით მოგივლენიან,
Verse: b       არ შეგმოსთ, მაგა კაბათა   არ აგხდით: ტურფად გშვენიან;
Verse: c       აწ გქონდეს ასი საჭურჭლე,   ვის შუქნი მოგიფენიან,
Verse: d    და   თვით შეიკერე, რაცა გწადს,   ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან".






Strophe: S487/K487 
Verse: a       მომართვნეს ასნი კლიტენი   ასთავე საჭურჭლეთანი;
Verse: b       თაყვანის-ვეც და დავლოცენ   დავლანი მათთა სვეთანი;
Verse: c       მაკოცეს, ადგეს ორნივე,   თვით იგი მზენი მზეთანი,
Verse: d    და   რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე   ლაშქართა სისავსეთანი!






Strophe: S488/K488 
Verse: a       კვლაცა დაჯდა მხიარული,   მოიმატა სმა და მღერა;
Verse: b       კვლა გაგრძელდა ნადიმობა,   ბარბითი და ჩანგთა ჟღერა*.
Verse: c       დედოფალი* წამოვიდა*,   შეეყარა მწუხრსა დღე რა,
Verse: d    და   ძილ-პირამდის სიხარულსა   სიხარული ჰგვანდა ვერა.






Strophe: S489/K489 
Verse: a       ავიყარენით, მიგვჭირდა   სმა დოსტაქნისა მეტისა.
Verse: b       საწოლს შემოვე, შემექმნა   ცნობა მართ ვითა რეტისა.
Verse: c       ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა   მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
Verse: d    და   მეგონებოდის, მალხენდის   გონება მისგან ჭვრეტისა".




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.