TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 18
Previous part

Chapter: 18 
ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა და დიდი ომი







Strophe: S420/K420 
Verse: a       დილასა შევჯე, ვუბრძანე:   "ჰკარით ბუკსა და ნობასა!"
Verse: b       სრულთა სპათასა ვერ გითხრობ   არ შესხდომისა* მზობასა.
Verse: c       ლომმან მივჰმართე ხატაეთს,   ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა,
Verse: d    და   უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი,   არ გაივლიდეს გზობასა.






Strophe: S421/K421 
Verse: a       დავაგდე ზღვარი ინდოთა,   მევლო პაშტაი ხანია;
Verse: b       რამაზის კაცი მემთხვია,   ხატაეთს ზედა ხანია,
Verse: c       მან მითსრა მოციქულობა   გულისა მოსაფხანია:
Verse: d    და   "ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ   თქვენნი, ინდოთა, თხანია".






Strophe: S422/K422 
Verse: a       მე შემომძღვნეს რამაზისგან   ძღვნად საჭურჭლე საშინელი,
Verse: b       მითხრეს* : "გკადრებს: "ნუ ამოგვწყვედ,   არის შენგან არ-საქმნელი,
Verse: c       ზენაარი გამოგვიღე,   მით გვაბია ყელსა წნელი,
Verse: d    და   მოურბევლად მოგახსენნეთ   თავნი, შვილნი, საქონელი.






Strophe: S423/K423 
Verse: a       რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ,   თვით ჩვენვე შეგვინანია;
Verse: b       თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ,   აქა ნუ მოვლენ სპანია;
Verse: c       ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს,   რიხხვით არ დაგვტყდენ ცანია;
Verse: d    და   შენ მოგცეთ ციხე-ქალაქი,   მოგყვნენ ცოტანი ყმანია".






Strophe: S424/K424 
Verse: a       გვერდსა დავისხენ ვაზირნი,   ვიუბნეთ*, გავიზრახენით;
Verse: b       მითხრეს, თუ: "ხარო ყმაწვილი,   ბრძენნი* მით გკადრებთ, გლახ, ენით:
Verse: c       არიან ერთობ მუხთალნი,   - ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით, -
Verse: d    და   არამცა მოგკლეს ღალატად,   არამცა ვივაგლახენით!"






Strophe: S425/K425 
Verse: a       ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე   კარგითა მართ მამაცითა,
Verse: b       ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ,   სცნობდენ ამბავსა კაცითა;
Verse: c       გულ-მართლად იყვნენ, მიენდე,   აფიცე ღმრთითა და ცითა,
Verse: d    და   არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი   რისხვითა კვლა და კვლაცითა".






Strophe: S426/K426 
Verse: a       მეკეთა ესე თათბირი,   ვაზირთა ნავაზირები;
Verse: b       შევსთვალე: " რამაზ მეფეო,   ვცან შენი დანაპირები;
Verse: c       სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე,   დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები;
Verse: d    და   ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა   წამოვალ, შენ კერძ ვირები".






Strophe: S427/K427 
Verse: a       მათ ლაშქართაგან სამასნი   კარგნი მოყმენი, ქველანი,
Verse: b       თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე,   დავყარენ სპანი ყველანი,
Verse: c       დავჰვედრე: "სადა მე მევლოს,   ვლენით იგივე ველანი,
Verse: d    და   ახლოს მომდევდით, მიშველეთ,   გიხმობ, თუ მინდეს* შველანი".






Strophe: S428/K428 
Verse: a       სამ დღე ვიარე, მემთხვია   სხვა კაცი მისვე ხანისა.
Verse: b       კვლა ეძღვნა უცხო მრავალი   შესამოსელი ტანისა,
Verse: c       ებრძანა: "მწადსო სიახლე   შენ ლაღისა და ჯანისა,
Verse: d    და   რა შეგეყარო, მაშინ სცნა   შენ ძღვნობა ამისთანისა".






Strophe: S429/K429 
Verse: a       კვლაცა ეთქვა: "მართალია   ეზომ ჩემი მონახსენი,
Verse: b       მე თვით წინა მოგეგებვი,   მესწრაფების ნახვა შენი".
Verse: c       მოვახსენე: "დია, ღმერთო,   ბრძანება ვქმენ მეცა თქვენი,
Verse: d    და   ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი,   ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი".






Strophe: S430/K430 
Verse: a       მუნით წასრული ჩამოვხე   ტევრისა რასმე კიდესა;
Verse: b       კვლა მოციქულნი მოვიდეს,   სალამად არ დამრიდესა;
Verse: c       წინა ტურფათა ტაიჭთა   ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
Verse: d    და   "შენსა ნახვასა მეფენი,   - თქვეს, - მართლად ინატრიდესა".






Strophe: S431/K431 
Verse: a       მითხრეს: "მეფე მოგახსენებს,   მეცა შენ კერძ ვიარები,
Verse: b       სახლით ჩემით წამოსრული   ხვალე ადრე შეგეყრები".
Verse: c       მოციქულნი დავაყენენ,   ხარგა დავდგი, არ მაზრები,
Verse: d    და   მეტად ამოდ ვუალერსე,   ერთგან დაწვეს ვით მაყრები.






Strophe: S432/K432 
Verse: a       კარგი საქმე კაცსა ზედა   აზომ თურე არ წახდების:
Verse: b       ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა,   მოდგა, მალვით მეუბნების:
Verse: c       "დიდი მაცო თქვენი ვალი,   ჩემგან ძნელად გარდიხდების,
Verse: d    და   გაწირვა და დავიწყება   ჩემგან შენი არ იქმნების.






Strophe: S433/K433 
Verse: a       მე მამისა თქვენისაგან   ვარ ცოტაი განაზარდი.
Verse: b       თქვენი მესმა საღალატო,   საცნობელად გამოვვარდი;
Verse: c       მკვდარი მიმძიმ სანახავად   ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
Verse: d    და   ყველასავე მოგახსენებ,   გამიგონე, დამიწყნარდი.






Strophe: S434/K434 
Verse: a       რომე ცუდად არ მოჰღორდე,   ისი კაცნი გღალატობენ,
Verse: b       ერთგან შენთვის დამალულნი   სპანი ასჯერ ათასობენ;
Verse: c       კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი,   ასრე ფიცხლად* მით გიხმობენ,
Verse: d    და   აწვე თავსა არ ეწევი,   ფათერაკსა შეგასწრობენ.






Strophe: S435/K435 
Verse: a       მეფე ცოტათ მოგეგებვის,   ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
Verse: b       მალვით ჩაიცმენ აბჯარსა,   მიენდო, მით გეთნევიან;
Verse: c       კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი   ყოველგნით მოგეხვევიან.
Verse: d    და   რა ერთსა გცემდენ ათასნი,   ეგრეცა მოგერევიან".






Strophe: S436/K436 
Verse: a       მას კაცსა ამოდ ვეუბენ   და მადლსა გარდვიხდიდია:
Verse: b       "რომე არ მოვკვდე, შემოგზღო,   შენ ამას ინატრიდია;
Verse: c       აწ ამხანაგთა არ გიგრძნან,   წადი, მათ თანა ვლიდია,
Verse: d    და   თუ დაგივიწყო, უთუოდ   მემცა ვარ განაკიდია!"






Strophe: S437/K437 
Verse: a       არვის გავანდევ სულ-დგმულსა,   დავმალე ვითა ჭორია.
Verse: b       რაცა იქმნების, იქმნების,   ყოვლი თათბირი სწორია!
Verse: c       მაგრა სპათაკენ გავგზავნე   კაცი*, გზა თუცა შორია,
Verse: d    და   შევსთვალე: "ფიცხლად წამოდით,   მოგრაგნეთ მთა და გორია".






Strophe: S438/K438 
Verse: a       მე დილასა მოციქულთა   სიტყვა ტკბილი შევუთვალე:
Verse: b       "რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი,   მოდი, მოვალ მეცა მალე".
Verse: c       ნახევარ დღე სხვა ვიარე,   ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
Verse: d    და   განგებაა, დღესცა მომკლავს,   ქვემცა სადა დავიმალე?!






Strophe: S439/K439 
Verse: a       ქედსა რასმე გარდავადეგ,   მინდორს მტვერი დავინახე;
Verse: b       ვთქვი, თუ: "მოვა რამაზ მეფე;   ჩემთვის უდგამს თუცა მახე,
Verse: c       ჩემი* გაჰკვეთს ხორცსა მათსა   ხრმალი ბასრი, შუბი ვახე".
Verse: d    და   მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა,   სახე დიდი დავუსახე.






Strophe: S440/K440 
Verse: a       ვთქვი, თუ: "ძმანო, ისი კაცნი   ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,
Verse: b       მკლავთა თქვენთა სიმაგრენი   ამისთვისმცა რად დალბიან?
Verse: c       ვინცა მოკვდეს მეფეთათვის,   სულნი მათნი ზეცას რბიან.
Verse: d    და   აწ შევებნეთ ხატაელთა,   ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?"






Strophe: S441/K441 
Verse: a       ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა   ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
Verse: b       დავეკაზმენით საომრად   ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;
Verse: c       რაზმი დავაწყევ, მივჰმართე,   წავე დიდითა სწრაფითა,
Verse: d    და   მას დღესა ჩემი მებრძოლი   ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.






Strophe: S442/K442 
Verse: a       მივეახლენით, შეგვატყვეს   მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
Verse: b       კაცი მოვიდა, მომართვა   მეფისა მოციქულობა;
Verse: c       ეთქვა, თუ: "ჟამად გვაჩნია   ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
Verse: d    და   აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია   აწ ამად გულ-ნაკლულობა".






Strophe: S443/K443 
Verse: a       შევსთვალე, თუ: "მეცა ვიცი,   რაცა ჩემთვის გაგიგია;
Verse: b       თქვენ რასაცა სთათბირობდით,   არ იქმნების, არ, იგია!
Verse: c       ბრძანეთ, მოდით, შემებენით,   ვითა წესი და რიგია,
Verse: d    და   მეცა თქვენად დასახოცლად   ხელი ხრმალსა დამიგია".






Strophe: S444/K444 
Verse: a       რა მივიდა მოციქული,   კვლამცა რადღა გამოგზავნეს!
Verse: b       კვამლი შექმნეს ლაშქართათვის,   დამალული გაამჟღავნეს;
Verse: c       სამალავით გამოვიდეს,   თავნი ორგნით აქარავნეს,
Verse: d    და   შექმნეს რაზმი მრავალკეცი,   თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.






Strophe: S445/K445 
Verse: a       შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ   მუზარადის დასარქმელად;
Verse: b       საომარად ატეხილი   ვიყავ მათად გამტეხელად;
Verse: c       ერთსა წავსწყდი უტევანსა,   წავგრძელდი და წავე გრძელად.
Verse: d    და   მათ ურიცხვი რაზმი ეწყო,   წყნარად დგეს და აუშლელად.






Strophe: S446/K446 
Verse: a       ახლოს მივე, შემომხედნეს,    "შმაგიაო", ესე თქვესა.
Verse: b       მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან,   სად უფროსი ჯარი დგესა;
Verse: c       კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც,   მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,
Verse: d    და   შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ,   ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!






Strophe: S447/K447 
Verse: a       შიგან ასრე გავერივე,   გნოლის* ჯოგსა* ვითა ქორი,
Verse: b       კაცი კაცსა შემოვსტყორცე*,   ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
Verse: c       კაცი, ჩემგან განატყორცი*,   ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
Verse: d    და   ერთობ სრულად ამოვწყვიდე   წინა კერძი რაზმი ორი.






Strophe: S448/K448 
Verse: a       ერთობილნი მომეხვივნეს,   მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
Verse: b       ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგნის,   სისხლსა მჩქეფრსა აღმოვჰღვრიდი;
Verse: c       ცხენსა კაცი გაკვეთილი   მანდიკურად გარდავჰკიდი.
Verse: d    და   სითცა ვიყვი, გამექციან,   მათ შექმნიან* ჩემი რიდი.






Strophe: S449/K449 
Verse: a       საღამო-ჟამ დაიზახნა   ქედით მათმან დარაჯამან:
Verse: b       "ნუღარა სდგათ, წაედითო,   კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
Verse: c       მოვა მტვერი საშინელი,   შეგვაშინა* ამად ამან,
Verse: d    და   ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს   უთვალავმან, ბევრმან სპამან".






Strophe: S450/K450 
Verse: a       ჩემნი ლაშქარნი, რომელნი   წამომეტანნეს მე არა,
Verse: b       რა ეცნა, წამოსრულიყვნეს,   ღამე-წამორთვით ეარა;
Verse: c       ვერ დაიტევდა მინდორი   და არე მთათა ეარა,
Verse: d    და   გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა,   ბუკმან ხმა გააზეარა.






Strophe: S451/K451 
Verse: a       იგი ნახეს, გასაქცევლად   გაემართნეს, შევჰკივლენით;
Verse: b       ველნი, ჩვენგან ნაომარნი,   ომითავე გარდავვლენით.
Verse: c       რამაზ მეფე ჩამოვაგდე,   ერთმანერთსა გავეხრმლენით,
Verse: d    და   მისნი სპანი ყველაკანი   დავიპყრენით, არ მოვკლენით.






Strophe: S452/K452 
Verse: a       უკანანიცა ლაშქარნი   მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
Verse: b       დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა   შეშინებულთა, ძლეულთა;
Verse: c       ძილისა მიჰხვდა ნაცვალი   ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,
Verse: d    და   ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა   კვნესა, მართ ვითა სნეულთა.






Strophe: S453/K453 
Verse: a       მას ადგილსა ნაომარსა   გარდავხედით მოსვენებად.
Verse: b       ხელსა ხრმლითა დავეკოდე,   წყლულად მაჩნდა, არ-ნაღებად;
Verse: c       ჩემნი სპანი მოვიდიან   საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
Verse: d    და   ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარნი   ქებასაცა მოხსენებად.






Strophe: S454/K454 
Verse: a       ერთსა კაცსა ეყოფოდეს,   დიდებანი რომე მჭირდეს;
Verse: b       ზოგთა შორით დამლოციან,   ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
Verse: c       რომელთაცა გავეზარდე,   დიდებულნი ამიტირდეს,
Verse: d    და   ჩემგან ხრმლითა განაკვეთი*   ნახეს*, მეტად გაუკვირდეს.






Strophe: S455/K455 
Verse: a       გავგზავნენ ყოვლგან ლაშქარნი,   ალაფი ავაღებინე,
Verse: b       ერთობ სავსენი მოვიდეს,   თავიცა ვალაღებინე*,
Verse: c       სისხლთა მებრძოლთა ჩემთასა   მინდორი შევაღებინე,
Verse: d    და   არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა   უომრად გავაღებინე.






Strophe: S456/K456 
Verse: a       რამაზს ვარქვი: "შემიგნია   საქმე შენი სამუხთალე,
Verse: b       აწ ეგრეცა შეპყრობილმან   თავი გამოიმართალე,
Verse: c       სიმაგრეთა ნუ ამაგრებ,   ყველა ხელთა მომათვალე,
Verse: d    და   თვარა შენი შეცოდება   მემცა ზედა რად წავსთვალე?"






Strophe: S457/K457 
Verse: a       რამაზ მითხრა: "აღარაა*   ამის მეტი ჩემი ღონე,
Verse: b       ერთი ჩემი დიდებული   მომეც, ზედა მაპატრონე,
Verse: c       ციხოვანთა გავუგზავნო,   საუბარი გამიგონე,
Verse: d    და   ხელთა მოგცემ ყველაკასა,   განაღამცა შენ გაქონე!"






Strophe: S458/K458 
Verse: a       მივეც ერთი დიდებული,   თანა სპანი წავატანენ,
Verse: b       ციხოვანნი ერთობილნი   ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
Verse: c       ხელთა მომცეს* სიმაგრენი,   ომნი ასრე შევანანენ,
Verse: d    და   საჭურჭლენი სიმრავლითა   რასმცა ვითა დავაგვანენ!






Strophe: S459/K459 
Verse: a       მაშინღა შევე ხატაეთს   მოვლად და მოსათვალავად;
Verse: b       კლიტენი საჭურჭლეთანი   მომართვნეს დაუმალავად;
Verse: c       ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე:   "იყვენით თქვენ უკრძალავად,
Verse: d    და   მზემან არ დაგწვენ, იცოდით,   დაგყარენ გაუგვალავად".






Strophe: S460/K460 
Verse: a       საჭურჭლენი გარდავნახენ   თავის-თავის, კიდის-კიდე.
Verse: b       უცხო ფერთა საჭურჭლეთა,   დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;
Verse: c       ერთგან ვნახე* საკვირველი   ყაბაჩა და ერთი რიდე,
Verse: d    და   თუ-მცა ჰნახე*, სახელისა   ცოდნასაცა ინატრიდე!






Strophe: S461/K461 
Verse: a       ვერა შევიგენ, რა იყო,   ანუ ნაქმარი რაულად!
Verse: b       ვისცა ვუჩვენი, უკვირდის,   ღმრთისაგან თქვის სასწაულად;
Verse: c       არცა ლარულად ჰგდებოდა   მას ქსელი, არც ორხაულად;
Verse: d    და   სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა,   ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.






Strophe: S462/K462 
Verse: a       იგი საძღვნოდ მისად დავსხენ,   ვისი შუქი მანათობდა;
Verse: b       მეფისათვის დავარჩიე,   საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
Verse: c       ჯორ-აქლემი ათჯერ ასი,   ყველაკაი წვივ-მაგრობდა, -
Verse: d    და   ატვირთული გავუგზავნე,   ამბავსაცა* კარგსა სცნობდა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.