TITUS
Rustaveli, Vepxistqaosani
Part No. 17
Previous part

Chapter: 17 
ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა







Strophe: S406/K406 
Verse: a       მონა შემოდგა, მივეცი   საქმესა გაკვირვებულსა;
Verse: b       ასმათის წიგნი მომართვა   მე მეტად შეჭირვებულსა,
Verse: c       ეწერა: "გიხმობს შენი მზე   შენ, მისთვის მოსურვებულსა,
Verse: d    და   მოდი, სჯობს მანდა ტირილსა,   საქმესა ბედით ვებულსა".






Strophe: S407/K407 
Verse: a       ვითა მმართებდა, ეგზომი   რამცა ვით გავიხარეო!
Verse: b       შეღამდა, წავე, ბაღისა   მე კარი შევიარეო;
Verse: c       სად ასმათ პირველ მენახა,   მუნვე ჩნდა მდგომიარეო,
Verse: d    და   სიცილით მითხრა: "წამოვლე,   მოგელის ლომსა მთვარეო".






Strophe: S408/K408 
Verse: a       შემავლო სახლი, ნაგები   კეკლუცად ბანის-ბანითა;
Verse: b       გამოჩნდა მთვარე ნათლითა   გარე შუქ-მონავანითა,
Verse: c       ფარდაგსა შიგან* მჯდომარე   შესამოსლითა მწვანითა,
Verse: d    და   საკრძალავი* და ღარიბი,   უცხო პირით* და ტანითა.






Strophe: S409/K409 
Verse: a       შევე, წავდეგ ნოხთა პირსა,   მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,
Verse: b       გულსა ბნელი განმინათლა*,   ზედა ლხინი ადგა სვეტად.
Verse: c       მას ბალიში შემოეგდო,   მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
Verse: d    და   ჩემგან პირსა იფარვიდა,   აიხედნის წამსა ჭვრეტად.






Strophe: S410 
Verse: a       უბრძანა, თუ: "მოახსენე,   ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!"
Verse: b       მან ბალიში დამართებით   დადვა მას მზედ საქებარსა.
Verse: c       დავჯე, მივეც* გულსა ლხინი*,   საწუთროსა დამგმობარსა;
Verse: d    და   მიკვირს, სულნი რადღა მიდგან,   ვიტყვი მისგან ნაუბარსა!






Strophe: S411/K411 
Verse: a       მიბრძანა: "ძოღან გეწყინა   გაშვება უუბარისა,
Verse: b       მზემან გაყრითა დაგაჭნე,   ვითა ყვავილი ბარისა:
Verse: c       დაგსჯიდა დენა ცრემლისა,   ნარგისთათ* ნაგუბარისა,
Verse: d    და   მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი   და რიდი ამირბარისა.






Strophe: S412/K412 
Verse: a       თუცა ჰმართებს დედაკაცსა   მამაცისა დიდი კრძალვა,
Verse: b       მაგრა მეტი* უარეა   არა-თქმა და ჭირთა მალვა:
Verse: c       მე თუ ზე-პირ მიცინია,   ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
Verse: d    და   ძოღან ქალი გამოვგზავნე,   ვქმენ მართლისა შემოთვალვა.






Strophe: S413/K413 
Verse: a       ერთმანერთისა, მას აქათ,   რაცა ორთავე ვიცითა,
Verse: b       აწცა მიცოდი საშენოდ   მითვე პირითა მტკიცითა;
Verse: c       ამას შესჯერდი დიდითა   ზენარითა* და ფიცითა.
Verse: d    და   გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას,   ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!






Strophe: S414/K414 
Verse: a       წა, შეები ხატაელთა,   ილაშქრე და ინაპირე;
Verse: b       ღმერთმან ქმნას და გაგემარჯვოს,   მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე!
Verse: c       მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა   მომხვდებოდეს შენი ვირე?
Verse: d    და   გული მომეც გაუყრელად,   ჩემი შენთვის დაიჭირე!"






Strophe: S415/K415 
Verse: a       მოვახსენე: "არ მეწყალვის   თავი შენთვის დასაწველად,
Verse: b       მაგრა რათგან დამარჩინე,   არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,
Verse: c       შენ სინათლედ თვალთა* ჩემთა*   მიჩნდე მზეებრ სანახველად,
Verse: d    და   აწ შევება ხატაელთა,   მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.






Strophe: S416/K416 
Verse: a       აწ რასაცა მე მაღირსებ,   ხორციელი არვინ ღირს-ა;
Verse: b       მოწყალება იჩქითია,   ღმრთისა ამად არა მკვირსა*;
Verse: c       შენთა შუქთა შემომადგამ,   გულსა ბნელსა ზედა ჭვირსა,
Verse: d    და   შენი ვიყო, სადამდისცა   დამიყოფდეს მიწა პირსა".






Strophe: S417/K417 
Verse: a       ზედა წიგნსა საფიცარსა   შევჰფიცე და შემომფიცა,
Verse: b       მისგან ჩემი სიყვარული   ამით უფრო დაამტკიცა:
Verse: c       "უშენოსა მოწონება   ვისიცაო* გულსა მიცა,
Verse: d    და   ღმერთი მომკლავს! ამას იქით   თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთი-ცა".






Strophe: S418/K418 
Verse: a       დავყავ ხანი მას წინაშე,   სიტყვანიცა ტკბილნი* ვთქვენით*,
Verse: b       ვჭამეთ ამო ხილი რამე,   ერთმანერთსა ვეუბენით*,
Verse: c       მერმე ავდეგ წამოსავლად   ტირილით და ცრემლთა დენით.
Verse: d    და   მისთა შუქთა შვენებანი   ნათლად მადგეს გულსა ფენით.






Strophe: S419/K419 
Verse: a       მეძნელებოდა სიშორე   მისი, ბროლ-ბადახშ-მინისა.
Verse: b       მე გამიახლდა სოფელი,   მქონდა სიმრავლე ლხინისა;
Verse: c       ჩემად ჩნდა იგი სინათლე   ეთერით მზედ ნაჩინისა,
Verse: d    და   აწ მიკვირს, მისი გამყრელი   გული მიც კლდისა ტინისა!"




Next part



This text is part of the TITUS edition of Rustaveli, Vepxistqaosani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.4.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.