TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 9
Previous part

Text: Cremlta_isarni  

ცრემლთა ისარნი *


Strophe: 1  
Verse: 1     ცრემლთა ისარნი1 მოსისხარნი ჩვენდა არენით3
Verse: 2     
ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით!
Verse: 3     
უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით,
Verse: 4     
უჭკნობნი4 ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით3, -
Verse: 5     
არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით!


Strophe: 2  
Verse: 1     
როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო1,
Verse: 2     
თან-ზრდილნო სწორნო2, განაშორნო, საყვარლად კმანო!
Verse: 3     
ვა კიდეგანთა, აზდენ თქმათა3 გლოვისა ხმანო,
Verse: 4     
ატადის-კალოს, სავალალოს, სადა ხართ4, თქმანო!
Verse: 5     
დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით!


Strophe: 3  
Verse: 1     
დაბერდა ყური, სევდის ჭური1 რა ჰპოვა სოფლით,
Verse: 2     
დაბინდნა თვალნი, შეუმკრთალნი, ცრემლით და ოფლით,
Verse: 3     
დადგესცა ხელნი, მარჯვედ4 წრფელნი, შორნი საყოფლით3,


Page: (26) 

Verse: 4     
ხელმწიფე გული, ცეცხლ-დაგული, სულით გამყოფლით4,
Verse: 5     
ჭირსამცა თქვენსა თუ გალხენსა, მოიხმარენით!


Strophe: 4  
Verse: 1     
დავნატრი1 მზესა, სიამესა, დილა თქვენ გარებს,
Verse: 2     
ღამე მთოვარე, ქველ მოარე, ხასიათ2 გვარებს,
Verse: 3     
ცისკარ მთიები, სხვა ციები პირველ გახარებს
Verse: 4     
და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს ღრუბელს დაჰფარებს!
Verse: 5     
ამ დღე-ღამითა4 და ჟამითა დაემწარენით!


Strophe: 5  
Verse: 1     
სიზმარს ვემონვით ძილ-შეკონვით, ნუ თუმცა გნახეთ,
Verse: 2     
სახე-უსახო, საახვახო ეს განვიზრახეთ,
Verse: 3     
სხვამცა პატრონი, ანუ დრონი, ვერღა დავსახეთ,
Verse: 4     
ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ!
Verse: 5     
მოყვასთა ცრემლნი1 სწვიმეთ ცხელნი3, მტერთ იხარენით!


Page: (27) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.