TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 10
Previous part

Text: Gamtqorca_sopelma  

გამტყორცა სოფელმა *


Strophe: 1  
Verse: 1     გამტყორცა სოფელმა, მოვშორდი მზესა;
Verse: 2     
დღენი ჩემნი წარვლენ ბნელად და ბნელად!
Verse: 3     
რაყიფად1 შემექნა ბედივე ჩემი;
Verse: 4     
სიცოცხლეს ღა ვჰპოებ ძნელად და ძნელად!


Strophe: 2  
Verse: 1     
ვინ ჰპოვა სოფლისგან ბედნიერება?
Verse: 2     
ვინცა სცნობს წყეულსა, - დაეკრძალება!
Verse: 3     
უნუგეშოს1 მართებს მართლად ვაება,
Verse: 4     
სტიროდეს და რბოდეს ველად და ველად!


Strophe: 3  
Verse: 1     
მიჯნურთაგან რა გსურს, წუთი-სოფელო1,
Verse: 2     
ყოველთა მოლექსეთ დამდუმებელო?
Verse: 3     
ჩემებრ ბედ-წარსრულზედ გინდ ისახელო?!2
Verse: 4     
დამსვი გულ-მდუღარედ, მწველად და მწველად!


Page: (28) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.