TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 11
Previous part

Text: Etrpis_mtiebsa  

ეტრფის მთიებსა *


Strophe: 1  
Verse: 1     ეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი;
Verse: 2     
სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი;
Verse: 3     
სული რბის სწრაფით მის-კერძ სრბოლით, სევდალ-ჭურვილი;
Verse: 4     
თვალნი ვერა სჭვრეტს; ხამს, დაბნელდეს2 ბინდ-მობურვილი,
Verse: 5     
თუ დავალებულს3 გულსა შეხვდეს მისი წყურვილი!

Strophe: 2  
Verse: 1     
სცვენ ჰინდთა ჯარნი დარაზმულნი ბროლისა ველსა,
Verse: 2     
მუნიდგან ისრის2 გამტყორცელნი დაჰკოდენ ხელსა;
Verse: 3     
ვარდი3, ზამბახთა შერეული4, ნამსა სცვრის5 თხელსა;
Verse: 4     
სადაფნი ძოწსა მოუზღუდავს6 გონება-ქველსა;
Verse: 5     
განვჰკრთი მჭვრეტელი, თავ-რეტებად მინაწურვილი!7

Strophe: 3  
Verse: 1     
ტან-ნაკვეთ სრულო, ალვად1 გულო, შაშპრა-სოსანო2,
Verse: 2     
ნარდო-ზმირინო, ხმა-სირინო3, ამოდ-ხმოსანო,
Verse: 3     
ზილფო-კასიავ, ნამკ-სასიავ-კინამოსანო4,


Page: (29) 

Verse: 4     
დათხზულ-დალალო, ბროლ-და-ლალო5 უფასოსანო,
Verse: 5     
შენსა ვერ მჭვრეტსა თვალთა სდიან ცრემლი-წურვილი!6


Strophe: 4  
Verse: 1     
მეყნოსა ოდეს სურნელება თმისა შენისა,
Verse: 2     
მყისვე გაცუდდეს მრავლადობა ჩემის სენისა;
Verse: 3     
ამოდ და წყნარად1 სიტყვა მესმა მზისა ენისა,
Verse: 4     
შევსვი შარბათი2 ბაგეთაგან არ საწყენისა;
Verse: 5     
მისთვის შემექმნა გული მუნვე მინაშურვილი!


Strophe: 5  
Verse: 1     
ჰე1, გულო კრულო, ისარ-კრულო, ბედსა ხარ მწარეს!
Verse: 2     
გიხმს, თავო ზღვათა2 შესართავო, რბოდე3 მისს არეს!
Verse: 3     
ღარიბად ვლიდე, კართა სცვიდე4, თუ შეგიწყნარეს,
Verse: 4     
სადა ჰინდოთა5 ბნელ-ბინდოთა სათნი შესარეს,
Verse: 5     
მონებდე ხლებით6, მისსა თნებით, სტრფოდე ურვილი!7


Page: (30) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.