TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 13
Previous part

Text: Moved_ac_dzmao  

მოვედ აწ ძმაო *


Strophe: 1  
Verse: 1     მოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად:
Verse: 2     
მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად,
Verse: 3     
არ მაქვს თმინება, წვრთა და სმინება, - ამად ვრბი ველად.
Verse: 4     
პოვე რა თვალი, იასპ მჭვირვალი1, ვა, ჩემდა მკვლელად!
Verse: 5     
მარეხი მჭრელი, უწყალოდ მსვრელი, არს სისხლთა მღვრელად!


Strophe: 2  
Verse: 1     
მთვარეა ნათლად, ბროლისა ნათლად ვნახე ემს არედ;
Verse: 2     
მიმტაცა გული, მსწრაფლ დაგული, მისცა სახმარედ;
Verse: 3     
მტყორცა ისარი, წამ ისარი, მომწყლველი მწარედ;
Verse: 4     
იძღვნა გონება, სურს მონება, ვინ არს მკრთოლვარედ;
Verse: 5     
იაკინთ-ნაზავ, ნამკნაზ-შენათხზავლ, მიჯნურს მყოფს ხელად!


Strophe: 3  
Verse: 1     
შროშანთა შლილნი, ყარამფილნი, შვენვით ზვაობენ;
Verse: 2     
თვალნი ლამაზად ეშყის სიმდიდრით მიმოარობენ;


Page: (35) 

Verse: 3     
სუმბულ-კინამო1, ვარდ-ცვარ-მინამო, მჭვრეტნი ხარობენ;
Verse: 4     
ვფიცავ, იგ მზეა, ერმი და დია მაზედ დარობენ!
Verse: 5     
არს მისი სახე საგლოველთ მახე, მის კერძ მზიდველად!


Strophe: 4  
Verse: 1     
სჩაგრავს მთიებსა, ვინა ტრფიალნი შესწვა უალოდ;
Verse: 2     
გუნდრუკ-ზმირინებ ყრჩის ცა რაზარინ1, ნარდიონ-ალოდ!
Verse: 3     
არ გიკვირს, ძმაო, ესრეთი ვითა მქნა სავალალოდ?
Verse: 4     
ასპიროზ-მარგი, მჭმუნვარე-მკარგი, მე ვსცან უწყალოდ!
Verse: 5     
მიმხადა ცნობა, არა მაცნობა არ თუ არ მცველად!


Page: (36) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.