TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 14
Previous part

Text: Vasha_mas  

ვაშა მას დღეს*


Strophe: 1  
Verse: 1     ვაშა მას დღეს, როს განმეღო ცის კარი!
Verse: 2     
განკვირვება მჭვრეტთ სასურვოდ ისმოდა!
Verse: 3     
ნათელსა ჰსთოვს აფროდიტი-ცისკარი,
Verse: 4     
ელვარობით ტოპაზის ტახტს ისმოდა!

Strophe: 2  
Verse: 1     
მზედ ტურფაობს შვენებითა ის არე,
Verse: 2     
მელნის ტბანი ნარგიზთაგან ისარე;
Verse: 3     
სატრფოსათვის ზრო-ტანითა ისარე.
Verse: 4     
კეკლუც-ნაზად ერხეოდა, ისმოდა!


Strophe: 3  
Verse: 1     
მის ბუნება ეხატება დარითა,
Verse: 2     
შვიდ მნათობთა1 უაღრესობს დარითა;
Verse: 3     
მას დიანა რით ედრება და რითა?
Verse: 4     
შავ-გლახ გული მახვილებით ისმოდა!


Strophe: 4  
Verse: 1     
ოდეს ვნახე ის პირ-მთვარე, ეზარა;
Verse: 2     
იადონი ტკბილის ხმითა მეზარა;


Page: (37) 

Verse: 3     
მას თუ ვშორავ, ვეჭვ სიცოცხლეც მეზარა.
Verse: 4     
ცხოვრებისთვის აწ შარბათი ისმოდა!


Strophe: 5  
Verse: 1     
ბროლსა და ძოწს თანხმობითა აგებსა.
Verse: 2     
ვინ მცბიერობს, ენა მისთვის აგებსა;
Verse: 3     
ნუღარ ჰსჭმუნავ, - ქუფრად ბინდსა აგებსა!
Verse: 4     
ქვეყნისათვის1 ნელ-საცხებლად ისმოდა!


Page: (38) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.