TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 16
Previous part

Text: shav_glax_gulo  

შავ გლახ გულო *


Strophe: 1  
Verse: 1     შავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით?
Verse: 2     
მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით!
Verse: 3     
ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მუდამით?
Verse: 4     
მნათობთ სახეს გარდიფარე რიდებით!


Strophe: 2  
Verse: 1     
მშვენს სახეს იფარამ მუნ დარიდარა!
Verse: 2     
ტრფიალთ ცეცხლს1 უგზავნი მუნდარიდარა!
Verse: 3     
ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა!
Verse: 4     
მას მზეს სხივსა ვსჭვრეტდეთ2 კრძალვით, რიდებით!


Strophe: 3  
Verse: 1     
მკრა ეშხის ლახვარი დანასობითა,
Verse: 2     
დასჭრა შავ-გლახ გული დანა-სობითა,
Verse: 3     
მან სევდა მიმტაცა დანასობითა!
Verse: 4     
ვიწვი მარად მიჯნურთ ეშხში რიდებით!


Strophe: 4  
Verse: 1     
კეკლუც-ნაზი ტანად1 მან ისაროსა,
Verse: 2     
წარბი წვრილი წამწამმან2 ისაროსა!
Verse: 3     
სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა;
Verse: 4     
სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით!


Page: (41) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.