TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 17
Previous part

Text: Vnaxe_pir-mze  

ვნახე პირ-მზე *


Strophe: 1  
Verse: 1     ვნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს;
Verse: 2     
ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია;
Verse: 3     
მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობს;
Verse: 4     
უზადოა, უბრყვილოა, არია!


Strophe: 2  
Verse: 1     
ბროლის ცაზედ ზანგთ ლაშქარი ისრულებს,
Verse: 2     
მელნის ტბათა მშვენიერად ისრულებს;
Verse: 3     
შვიდ ციურთა1 მერვე მნათი ისრულებს;
Verse: 4     
ის აპოლო, ის კეკელა არია!


Strophe: 3  
Verse: 1     
უებროს ღაწვს ყელს ალმასი ისურა,
Verse: 2     
კეკლუცობა სატრფიალოდ ისურა;
Verse: 3     
რადგანც1 პლანიტს დააყენებს ისურა,
Verse: 4     
მაღრიბთ2 დასნი ინაწევრა, არია.


Page: (42) 

Strophe: 4  
Verse: 1     
სარო ტანი, წელ-ზარაფი ახევდა,
Verse: 2     
სევდა ჰქონდა მწუხარებით ახევდა;
Verse: 3     
მისი სხივილ მჭვრეტელთ გულთა ახევდა;
Verse: 4     
რაზარინობს, კინამოა, არია!


Strophe: 5  
Verse: 1     
ოდეს შუქნი, განვიცადე, მესია,
Verse: 2     
მისად ქებად, აღმევლინა მესია;
Verse: 3     
მას ჰფარევდეს არსთა მბადი მესია!
Verse: 4     
მაშრიყს მკვიდრობს, მან ქვეყანა არია!


Page: (43) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.