TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 18
Previous part

Text: Xma_sirinos  

ხმა სირინოს *


Strophe: 1  
Verse: 1     ხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს1,
Verse: 2     
დამქროლო ნიავო, არვედ ეარე!
Verse: 3     
მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს,
Verse: 4     
შვიდთა მთენთა ერთი ხლებად ეარე!


Strophe: 2  
Verse: 1     
ვინ სულთ1 ბაზრად შეაშენენ შენები2,
Verse: 2     
მუნ სადაღნი შავად საგნად შენები!3
Verse: 3     
მეტყვი: "მოი, გულო შავ-გლახ, შენ ები4,
Verse: 4     
ძვირად სადმე5 საფარდულად ეარე!



Page: (44) 

Strophe: 3  
Verse: 1     
თეთრთა ზღვათა შავნი ნავნი მანავნი,
Verse: 2     
ესრეთ ვჰგონე1, მან განავნა მანავნი;
Verse: 3     
არ იკადრა ლიმენს ტევრი მან ავნი.
Verse: 4     
შავნი ჰინდნი2 მას დარაჯად ეარე!


Strophe: 4  
Verse: 1     
ვსთქვი:1 რა ვნახე უცხო სახე დარანი,
Verse: 2     
მიესხივნეს გულთ2 სათენი დარანი.
Verse: 3     
ლალს მოეცვა ბარაინის დარანი,
Verse: 4     
სადაფს ვარქვი: "შენ ტიელად ეარე!"

Strophe: 5  
Verse: 1     
ვარდსა ბაღი გაეწითლა არვებით;
Verse: 2     
თუ შევეხით, არ უეკლოდ, არ ვებით1.
Verse: 3     
მისს მაჯნუნსა რამცა2 ჰქონდეს3 არ ვებით!
Verse: 4     
ჰხამს ეკალი ზედან გულზედ ეარე.


Page: (45) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.