TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 19
Previous part

Text: Shavni_shashvni  

შავნი შაშვნი *



Strophe: 1  
Verse: 1     შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
Verse: 2     
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად1 მსტვინავნი,
Verse: 3     
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
Verse: 4     
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -


Strophe: 2  
Verse: 1     
გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
Verse: 2     
ია-ვარდ-ზამბახთა1 მახარობელნი,
Verse: 3     
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
Verse: 4     
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -


Strophe: 3  
Verse: 1     
ერთი ერთის მიმდევარნი, ერთ-პირნი,
Verse: 2     
ორნი ერთის შესაპყრობლად მომბირნი1,


Page: (46) 

Verse: 3     
საშიშარად შარას თვალ-შემაჭვირნი,
Verse: 4     
ხან მომკვლელ, ხან მომწყლვლელ, ხანცა მლხინავნი, --


Strophe: 4  
Verse: 1     
შემოკერბით, მოდით, ვნახოთ, ვინ არნი,
Verse: 2     
ორნი ტოლნი შავ-მოსვითა მჩინარნი,
Verse: 3     
არ მოწყენით მომღერალნი, მღიმარნი,
Verse: 4     
ყარიბისა ცრემლის დამადინარნი!


Page: (47) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.