TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 21
Previous part

Text: Baiati  

ბაიათი *


Strophe: 1  
Verse: 1     აწ1, ვიწყო ბაიათი,
Verse: 2     
რტოს გძღვნიდე ბაიათი!
Verse: 3     
გიშრის მშვილდის2 მოზიდვით
Verse: 4     
ისარს მკრავ ბაიათი!


Strophe: 2  
Verse: 1     
სახედ1 მომცა მანათა,
Verse: 2     
ელვარებით მანათა,
Verse: 3     
შვიდ ციურთა2 ელვარეთ
Verse: 4     
გარდამატა მან ათა3.


Strophe: 3  
Verse: 1     
მელნის ტბისა მორევსა
Verse: 2     
მზე შვენებით1 მორევსა;
Verse: 3     
ჩემის სევდის სალბუნსა2
Verse: 4     
თვისის ხელით მთრევსა!


Page: (50) 

Strophe: 4  
Verse: 1     
ზამბახ-ყელი სურისა;
Verse: 2     
მისი ტრფობა მსურისა!1
Verse: 3     
არღავნისა ბაგედგან
Verse: 4     
შენ შარბათი სუ რისა?2


Strophe: 5  
Verse: 1     
ალვა რგულია ხისა1,
Verse: 2     
მჯობი ყოვლი სახისა!2
Verse: 3     
ერთხელ მთქმელი ვახისა
Verse: 4     
და ათასის ახისა!


Strophe: 6  
Verse: 1     
როს1 წამი მხვდეს დარული?
Verse: 2     
თვალთ მიეცა და რული2,
Verse: 3     
გული იწყლა უბრალოდ,
Verse: 4     
სისხლი სდინდა დარული!


Strophe: 7  
Verse: 1     
საყვარელი ვარ დისა1,
Verse: 2     
ტატანივით ვარდი სა!2
Verse: 3     
ბრწყინვალება მაცვიფრებს
Verse: 4     
და ბაგენი ვარდისა!


Strophe: 8  
Verse: 1     
ველს მაღნარსა მებარა,
Verse: 2     
სიცოცხლითა მებარა;


Page: (51) 

Verse: 3     
ალალს მწყერი მიჰქონდეს, -
Verse: 4     
რათღა მერქვას მე ბარა?1


Strophe: 9  
Verse: 1     
სურვის ეშხი მას რევდა,
Verse: 2     
შაქარ-ყანდი მას რევდა,
Verse: 3     
პირს ებადა საფირონს,
Verse: 4     
ხმა უხელით მას რევდა!


Strophe: 10  
Verse: 1     
ცეცხლი კვლავ მწვავს დაგულსა;
Verse: 2     
მაღრიტებრ მზევ დაგულსა!
Verse: 3     
მარავს ვისი მწუხარობს:
Verse: 4     
რამინ ეტრფოდა გულსა!1


Strophe: 11  
Verse: 1     
თეთრ მარმარსა ებანა,
Verse: 2     
სირინს ტკბილად ებანა;
Verse: 3     
სრათა ჰქონდა ედემი,
Verse: 4     
ცად სამყარო ებანა!


Strophe: 12  
Verse: 1     
აწ განცხრომა1 მეშალა,
Verse: 2     
შაჰშრა ქუფრად მეშალა;
Verse: 3     
დღე რა იქმნა მიმწუხრი,
Verse: 4     
სუდარი ტანს მეშალა!


Page: (52) 


Strophe: 13  
Verse: 1     
გვერდს ლახვარი დამეცა1,
Verse: 2     
ტრფობის ბედი დამეცა.
Verse: 3     
შენ ანგელი2 და მეცა!
Verse: 4     
სად ქვეყანა სუფევდეს,
Verse: 5     
შენც იქ იყავ და მეცა!


Page: (53) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.