TITUS
Besiki, Txzulebani
Part No. 29
Previous part

Part: 3  
III

ნარევი




Page: (134) 



Page: (135) 


Text: An-ze_sit_moxval  

"ან"-ზე სით მოხვალ *


Strophe: 1  
Verse: 1     ათინად სიბრძნის-შემკრები1
Verse: 2     
აზიად ვმგზავრობ არესა;
Verse: 3     
ამირბარს2 ვეყმე ავთანდილ,
Verse: 4     
ამოდ რა ლმობიარესა!
Verse: 5     
ალვისა მშვილდი შემშვენდა
Verse: 6     
ისრად არყისა მხმარესა3 ;


Page: (136) 

Verse: 7     
არწივს4 აფსკასა შევაგენ,
Verse: 8     
ჰაერს5 მოფრინვა-მკმარესა6.

Strophe: 2  
Verse: 1     
ბაბილოვანით მრებელმან
Verse: 2     
ბასრა ვიხილე, მსუროდა;
Verse: 3     
ბარამის ქება მომესმა,
Verse: 4     
ბეჟან ვემონე ყმუროდა.
Verse: 5     
ბიისა მშვილდო ფიცხელო
Verse: 6     
ბარდის-ისრისა1 მძმურო და,
Verse: 7     
ბრანგვსა შეგტყორცე2, ბაყვს ეცი3,
Verse: 8     
ვის ჩვევით სისხლი გწყუროდა!4

Strophe: 3  
Verse: 1     
გულანშაროს მხილველს მგზავრსა
Verse: 2     
გურიად მოსლვა მენება;
Verse: 3     
გივსა ვეახლე1 გოდერძი,
Verse: 4     
მაშვრალს მსუროდა სვენება;
Verse: 5     
გრაკლი2 მშვილდად მაქვს და ისრად
Verse: 6     
გია3, გმირთ მოგეხსენება4,
Verse: 7     
გავაზსა გული განუპე,
Verse: 8     
ვაკმავე სისხლად ცენება5.


Page: (137) 

Strophe: 4  
Verse: 1     
დიგორის გარდამრებელმან1
Verse: 2     
დვინსა მივმართე ვანებად;
Verse: 3     
დიმიტრის თავი ვამონე,
Verse: 4     
დარისპან2 ვახლდი ყმა ნებად.
Verse: 5     
დარიჩინისა მშვილდზედან
Verse: 6     
დაფნის ისარი კმა ნებად3.
Verse: 7     
დევი შემაკვდა, დაყვშიგან
Verse: 8     
დავასე დასანანებად.

Strophe: 5  
Verse: 1     
ევროპა მევლო სრულებით,
Verse: 2     
ზღვით ერანს გაველ ცურვითა;
Verse: 3     
ელისბარ1 ვნახე, მეკეთა,
Verse: 4     
ევსუქი ვახლდი სურვითა.
Verse: 5     
ეღატის2 მშვილდი უკვირდათ,
Verse: 6     
ეკლის ისრისა ჭურვითა;
Verse: 7     
ელქაჯს ვჰკრი, ენას დავასვი,
Verse: 8     
გახდის სიცოცხლე-მდურვითა.

Strophe: 6  
Verse: 1     
ვლახეთი მოვვლე1 ყარიბმან,
Verse: 2     
ვარ-ციხეს მოველ გვიანად;
Verse: 3     
ვარამს ვესურვე, მიწოდდა
Verse: 4     
ველისარიონს ჭკვიანად.
Verse: 5     
ვარჯოვნის-მშვილდსა მიქებდნენ2,
Verse: 6     
ვაზის-ისარსა ფრთიანად;


Page: (138) 

Verse: 7     
ვარას განვჰსწონდი3 ვეგზედან,
Verse: 8     
მწვადი ცეცხლს მაქვნდის მცვრიანად4.

Strophe: 7  
Verse: 1     
ზარღანს ვიყავ, ჭირ-ხილულმან
Verse: 2     
დავაგდე და ზახას მოვე;
Verse: 3     
ზალდასტანის მოყმეობა
Verse: 4     
მე ზურაბმან ბედად1 ვჰპოვე2
Verse: 5     
ზეთის-ხისა მშვილდსა ისრად
Verse: 6     
ხე ზმილაკი შეუგროვე;
Verse: 7     
ზირაქას ვჰკარ3 ზურგსა ზედან,
Verse: 8     
ხელთ სიმარჯვე დავახსოვე.

Strophe: 8  
Verse: 1     
თაბორის მთით ჩამოსრულმან
Verse: 2     
თრიალეთი მოვიხილე;
Verse: 3     
თარგამოსის1 მონამ თომამ
Verse: 4     
კაცი ვინმცა2 შევიცილე!
Verse: 5     
თელის მშვილდსა ისრის დარგად
Verse: 6     
თამრი სწორი3 შეუკილე4 ;
Verse: 7     
თახვსა თეძო შევალეწე,
Verse: 8     
გული ცეცხლი5 განუგრილე.

Strophe: 9  
Verse: 1     
იამანეთით მოსრული
Verse: 2     
იმერეთს ვახლავ მეფესა;


Page: (139) 

Verse: 3     
იაკობისად1 დამიწოდს
Verse: 4     
იოსებს სიბრძნის-მკრეფესა2
Verse: 5     
იასამანის მშვილდისთვის3
Verse: 6     
ელის ისარს ვჰსთლი სეფესა4 ;
Verse: 7     
იადონს იდაყვ-მოლეწილს5
Verse: 8     
ჰპოებენ სისხლ-ნაჩქეფესა6.

Strophe: 10  
Verse: 1     
კარნუთ კოლასა მრებელი,
Verse: 2     
ვმოგზაურობდი1 მთნებელი;
Verse: 3     
კვირიკეს ვახლდი კიკოლა,
Verse: 4     
წარსვლისა2 დამვედრებელი.
Verse: 5     
კიპარის-მშვილდის3 მკიდავი,
Verse: 6     
კირკიტას ისრით4 მსრებელი,
Verse: 7     
კოდალას კუჭსა3 დამსობი,
Verse: 8     
სახელის ვიყავ მკრებელი.

Strophe: 11  
Verse: 1     
ლვის1 ვიყავ, ლაზეთს მოველ,
Verse: 2     
ზღვა, ტყე, ველნი მომეწონნეს2;
Verse: 3     
ლეონ მიქეს, მასცა ვახლდი3,
Verse: 4     
ლომინ მიხმეს, შემაგონეს.
Verse: 5     
ლიმონის-მშვილდს4 ლაფანის5 ხე
Verse: 6     
ქარქაშს ისრად შემიკონეს;
Verse: 7     
ლომთა6 ვჰფრეწდი, ლავიწს ვლეწდი,
Verse: 8     
ცილი ვერ სით მომიგონეს.


Page: (140) 

Strophe: 12  
Verse: 1     
მარაღით მარანდისაკენ1
Verse: 2     
ჩავიქროლე ცხენ-მალობით;
Verse: 3     
მანუჩარმა მიყმო მოსე,
Verse: 4     
დამაკვირვა მასპინძლობით.
Verse: 5     
მდგნარის მშვილდსა შევიბმიდი2;
Verse: 6     
მურყანს რა ჰსჯობს მასროლობით?3
Verse: 7     
მარჯანს მუხლსა განუხვრეტდი,
Verse: 8     
არად ვიყვი განმჰსტროლობით

Strophe: 13  
Verse: 1     
ნიშაბურით მალ-მოსწრაფე1,
Verse: 2     
ნუნისს მოველ ცხენ-მაშვრალი;
Verse: 3     
ნებროთს ვახლდი; "ნარიმანო"
Verse: 4     
ხშირად2 მხადდის3 არა9 წყრალი.
Verse: 5     
ნარინჯისა მშვილდი მებნეს4,
Verse: 6     
ნარდიონის ისრით მთვრალი;
Verse: 7     
ნიბლიასცა5 ნიკარტს სისვრით6
Verse: 8     
განუწონი7 სწორა კრკალი8.

Strophe: 14  
Verse: 1     
ონით წარსულს წარმყვა მანგი1,
Verse: 2     
ორბეთს მიმყვა2 დია დანგი;
Verse: 3     
ოთარს ვეყმე გზით პირ-ზანგი,
Verse: 4     
მე ორესტი, ლომის ჭანგი.


Page: (141) 

Verse: 5     
ოლეს მშვილდი მოკლე თანგი,
Verse: 6     
ოსტერა მჰყვა3 ისრად ფრანგი;
Verse: 7     
ოყარს ორ-მხრივ გარდავლანგი,
Verse: 8     
ისრის პირსა ვჰხოცი4 ჟანგი.

Strophe: 15  
Verse: 1     
პეტრე-ბრუხით1 პანკისს2 მოველ,
Verse: 2     
ყინვის მჩივი ვარდ-ნაზრობით;
Verse: 3     
პრიამს3 პართენ ვმსახურებდი,
Verse: 4     
თქვენც გასმიათ4 მეფე თხრობით.
Verse: 5     
პილპილს მშვილდი გამოვჰსთალე,
Verse: 6     
ისრად პანტას რა სჯობს5 რობით!
Verse: 7     
პილოს პირით განაკვეთსა6
Verse: 8     
მივართმიდი სისხლთა ღვრობით.

Strophe: 16  
Verse: 1     
ჟინვანს1 ყოფით მი-რა-მჭირდა,
Verse: 2     
ჟამურს შევვლე2 ოსთა ნახვად;
Verse: 3     
ჟურულს ვეთნე; ჟილბლაზ მარქვა3,
Verse: 4     
უცხოს სჯულთა გარდამსახვად.
Verse: 5     
ჟვერსა ვჰსთლიდი მშვილდად, ჟოლა
Verse: 6     
ისრად მეპყრა წანამახვად;
Verse: 7     
ჟორჟორაკთა ჟრიალს ვსწყვეტდი5,
Verse: 8     
ვიყავ მთათა გარდამლახვად.


Page: (142) 

Strophe: 17  
Verse: 1     
რუს-თავს გიქებ1 მოსრული და2
Verse: 2     
რეხას მდგომი3 სანადიროს;
Verse: 3     
როსტევანას მოყმე როსან4
Verse: 4     
ველსა გაველ5 განაპიროს.
Verse: 5     
რაფინდის-მშვილდს თავი შესწონს,
Verse: 6     
როდის ისრით განაღიროს;
Verse: 7     
რქა-მარტოსა რიკად შეხვდა6,
Verse: 8     
ძვალნი მუსრვად გარდებიროს.

Strophe: 18  
Verse: 1     
სინდელთი ვნახენ არენი1,
Verse: 2     
სისტანს ვეახლე ქებულსა;
Verse: 3     
საამის ყმობა დამშვენდა
Verse: 4     
მე, სეფედავლედ ხლებულსა.
Verse: 5     
სარვისა მშვილდი შეშვენდა2
Verse: 6     
სუმბულთ ისართა კრებულსა;
Verse: 7     
სირინოზს სასტვენს უმზადე,
Verse: 8     
ვაი3, მით დაშავებულსა!

Strophe: 19  
Verse: 1     
ტრაპიზონს გიქებ რებული1,
Verse: 2     
ტანძიას სტუმრად გებული2;
Verse: 3     
ტროილის მოყმედ ხლებული
Verse: 4     
ტერენტი, გმირად ქებული3
Verse: 5     
ტრევინთოს მშვილდის თნებული,


Page: (143) 

Verse: 6     
ტვიის4 ისრითა სრებული,
Verse: 7     
ტეტერის ტუჩს კრვით5 მხრებული,
Verse: 8     
ვარ თავის-იმედებული!

Strophe: 20  
Verse: 1     
ურბნისს ურვა შემომადგა,
Verse: 2     
ურუმიად ვიმოგზავე;
Verse: 3     
უშანგ მიხმეს, შევეახლელ,
Verse: 4     
უთრუთ მიხმო, შევესწავე.
Verse: 5     
უდის მშვილდსა შევიბმიდი2
Verse: 6     
ულპოლველის ისრითავე;
Verse: 7     
უზაბარს ვჰკარ, უკანანი
Verse: 8     
განმკვეთელმან გარდუტყავე.

Strophe: 21  
Verse: 1     
ფარფურეთით ფიცხლად მრებმან1
Verse: 2     
მი-ცა-ვმართე ფარიზიად;
Verse: 3     
ფარად მიყმო კაცად კარგმან,
Verse: 4     
ფარნავაზად მთქვიან დიად.
Verse: 5     
ფათალოსსა2 ვერჩდი მშვილდსა,
Verse: 6     
ფისტა3 ისრად მქონდა ღლიად.
Verse: 7     
ფასკუნჯს ფრთეთა წავაკვეცდი,
Verse: 8     
დავინებდი გულ-მაგრიად

Strophe: 22  
Verse: 1     
ქირმანს მხარნი ჩაუარენ1,
Verse: 2     
ქოისტნისა ვძიენ გზანი;


Page: (144) 

Verse: 3     
ქაიყუბადს შევემონე,
Verse: 4     
ქექაოზად შევეცანი.
Verse: 5     
ქლიავისა მშვილდი მეთნეს2,
Verse: 6     
ისრად ქაცვი შევათხზანი3;
Verse: 7     
ქურციკს ვჰკვლიდი4, ქედს უგლიდი,
Verse: 8     
"შაბაშ" იყვის ჩემთვის მზანი.

Strophe: 23  
Verse: 1     
ღარს ღარიბობა მიმჭირდა,
Verse: 2     
ღუდას გარდაველ საგებად;
Verse: 3     
ღეკტორის ყმობა დამშვენდა1
Verse: 4     
ღამბარს ყმად დასაქადებად.
Verse: 5     
ღერწითლის მშვილდსა ისარი
Verse: 6     
ღოღნოშო უქმენ მზადებად;
Verse: 7     
ღორთა ღლიანი შევფრინჩნი2,
Verse: 8     
მწვადი ცეცხლს მაქვნდის3 ნადებად.

Strophe: 24  
Verse: 1     
ყობანს აფხაზთ1 განაზარდი
Verse: 2     
ყიზლარს მიველ ბიჭი მარდი;
Verse: 3     
ყარანს2 ვახლდი, შეუყვარდი,
Verse: 4     
"ყარამანად", მთქვის თუ: "ჰკმარდი"3.
Verse: 5     
ყამბროს4 მშვილდად მოვიგარდი5,
Verse: 6     
ყავის ისრით შევაფარდი;
Verse: 7     
ყარყანტს6 ყრონტად დავაკარდი7,
Verse: 8     
მაგრამ გითხრა8 სხვაცა დარდი!


Page: (145) 

Strophe: 25  
Verse: 1        
შირვანით მრები,
Verse: 2        
მტერთა სამტრები1,
Verse: 3        
ზღვით მონამხრები,
Verse: 4        
შირაზს ჩამჭრები;
Verse: 5        
შაისა2 მხლები,
Verse: 6        
თავ ქვისა მხლები,
Verse: 7        
შაბურ შემძლები,
Verse: 8        
აწ გითხრა რები?
Verse: 9        
შილმის მშვილდ-მთლები,
Verse: 10        
ისრად შქერ მთნები,
Verse: 11        
თუ ვნახენ3 მტრები,
Verse: 12        
მით შევეყრები;
Verse: 13        
შვლის შუბლად მსრები,
Verse: 14        
განმასისრები,
Verse: 15        
სახელის მკრები4,
Verse: 16        
ალმას ისრები.

Strophe: 26  
Verse: 1     
ჩარგაზეთით ჩინეთს შეველ1,
Verse: 2     
მხილველთ მაქეს მიმდო2 ისრის;
Verse: 3     
ჩაჩნაგირსა თავი ვაყმე,
Verse: 4     
ჩითაღ3 გეტყვი ქებას მისრის.
Verse: 5     
ჩქონის მშვილდი ჩინრის ისრით
Verse: 6     
რასცა ვჰტყორცე4, მოსრის, მისრის;
Verse: 7     
ჩხართსა5 ვჰკლვიდი6 ჩახვსა ვჰკვრიდი7,
Verse: 8     
ჰამრი ვერ ჰყვეს8 მათის კისრის.


Page: (146) 

Strophe: 27  
Verse: 1     
ციმბირს1 ყინვა, ძაღლებრ ღრინვა,
Verse: 2     
ვერ ვიგულე2, - ცუცხვათს მოვე;
Verse: 3     
ცერცვაძემან ციცი მნახა,
Verse: 4     
ამოს ცეცხლით გამათბოვე4.
Verse: 5     
ცაცხვი მშვილდად გარე-მებნეს5,
Verse: 6     
ცირცელს ისრად შევეცნოვე6;
Verse: 7     
ციყვთა ვჰსვრიდი, ცხვირთ უძრვიდი7,
Verse: 8     
ტყავნი სყიდვად შეუგროვე8.

Strophe: 28  
Verse: 1     
ძიროვანით ძეგლევს მარე
Verse: 2     
მოვისწრაფდი დღივ1 და მთვარე;
Verse: 3     
ძამუასა შევეწყნარე,
Verse: 4     
ძაღლუად მთქვა2 სიტყვა-მწარე.
Verse: 5     
ძელ-ქვა მშვილდად შევიხარე3,
Verse: 6     
ძეწნი ისრად ვინაქმარე;
Verse: 7     
ძერძერუკთა ძარღვნი ვჰბძარე4,
Verse: 8     
თავი ამით5 შევაყვარე.

Strophe: 29  
Verse: 1     
წინარეხს მყოფსა წირქვალი
Verse: 2     
მიქეს; მიცაველ სწრაფითა;
Verse: 3     
წერეთელს გული ვამონე,


Page: (147) 

Verse: 4     
წეტად მთქვის ხმისა1 ხაფითა.
Verse: 5     
წნორის მშვილდზედან წარო ვჰგე2
Verse: 6     
ისრად; რასცა ვჰკარ3, დაფითა;
Verse: 7     
წეროსა წვივთა მლეწელად
Verse: 8     
დამთქმიდენ ხმა-დაფდაფითა.

Strophe: 30  
Verse: 1     
ჭარი სრულად ვიალაფე1,
Verse: 2     
ავგვალე და დავჰსდეგ ჭართალს;
Verse: 3     
ჭავჭავაძეს მივემოყვრე,
Verse: 4     
მე, ჭაბუკ-მზე, გეტყვით3 მართალს.
Verse: 5     
ჭანდრის მშვილდი ჯავარ-ჯილდი
Verse: 6     
ჭკუტის ისარს ჰშვენდა4 ნათალს;
Verse: 7     
ჭაროს ჭლიკსა5 შევაგლეჯდი,
Verse: 8     
თუ ვინ მომცემთ ამით ფართალს.

Strophe: 31  
Verse: 1     
ხორასნით1 მალს ცხენს მჯდომელი
Verse: 2     
აწ ხრესილს მოველ მდგომელი,
Verse: 3     
ხვარაზმშას ყმობის მდომელი,
Verse: 4     
ხოსროვ-შირ მე ვარ რომელი;
Verse: 5     
ხეთ-უფლის2 მშვილდის მთრომელი3,
Verse: 6     
ხარ-თუთის ისრის4 მზომელი;
Verse: 7     
ხაზიდს ვჰკარ5 ხელ-უკრთომელი,
Verse: 8     
ხერხემალს შეუცდომელი6.


Page: (148) 

Strophe: 32  
Verse: 1     
ჴადით1 მთიულ-მოხევეთა
Verse: 2     
გამოვრიდე, ჴოფს მოვმართე,
Verse: 3     
ჴონთქრის3 ყმობა აღვირჩიე,
Verse: 4     
ჴვასრო4 სეხნად ვიწაღმართე5.
Verse: 5     
ჴადარბანის6 მშვილდსა ისრად
Verse: 6     
ჴუმლა კილოდ მიუსართე;
Verse: 7     
ჴოხობს7 ხშირად8 ჴაკადა ვჰკრი9, -
Verse: 8     
მნატრეს, ვისცა გავეწვართე.

Strophe: 33  
Verse: 1        
ჯანაბათს ინდნი
Verse: 2        
ვნახენ პირ-ბინდნი,
Verse: 3     
ფრანგეთს გავარენ ჯენევის2 თემად;
Verse: 4        
ჯაანგირ3 ვნახე,
Verse: 5        
ყმა კეკლუც-სახე,
Verse: 6     
ჯამასპი მარქვა და მთქვის ძმად ჩემად.
Verse: 7        
ჯონჯლის5 მშვილდითა,
Verse: 8        
ყოვლგან ჯილდითა
Verse: 9     
და ჯღარდლის ისრით დავვლიდი ლემად6;
Verse: 10        
ჯერანს მორბედსა
Verse: 11        
უშლიდი ბედსა,
Verse: 12     
ჯიღათ ვამსხვრევდი7, მაქიან ქვე მად.


Page: (149) 

Strophe: 34  
Verse: 1     
ჰასურვთით ჰაერმონად
Verse: 2     
მიველ, - მაკლდა, - იგიც ვნახე;
Verse: 3     
ჰასრათს ვეყმე, კაცსა ტკბილსა,
Verse: 4     
ჰარონობით გავეზრახე;
Verse: 5     
დავრიშულად მოვიჩმახე,
Verse: 6     
მშვილდსა ხელი აღარ ვახე;
Verse: 7     
ზღვა-ხმელ-მთანი სრულ1 დავლახე,
Verse: 8     
მიკვირს, შემრჩა კიდევ სახე!

Strophe: 35  

Verse: 1        
ჵოი1 სოფელო [!]
Verse: 2        
პირ-დამყოფელო!
Verse: 3     
ჵოი2, დრკუო, ცრუო! ჵო3, მოკლე-კუდო!4
Verse: 4        
ჵო5, ვაჲ, ჰაი!
Verse: 5        
ნეტარ, ხარ რაი!6
Verse: 6     
ჵი გვარი-მწარი, ჵო მრუდო, ცუდო!7
Verse: 7        
ჵო8, ოდეს გდევდეთ,
Verse: 8        
გულს ქვე-გიფენდეთ!
Verse: 9     
ჵო3, შეხლტი, გვევლტი! ჵო10, გვაგდებ, მრუდო!11
Verse: 10        
ჵო12, შენსა პირსა
Verse: 11        
ვინ ეტრფის, ტირსა!
Verse: 12     
ჰაი, ჰაი, გიცან, ჵო, ეშმა ზღუდო!13


Page: (150) 


Next part



This text is part of the TITUS edition of Besiki, Txzulebani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.