TITUS
Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar
Part No. 2
Previous part

Chapter: 1  
წიგნისათჳს


Speaker: N  
Sentence: 1     ნიკოლაოზმან: რაჲ არს წიგნი?

Speaker: I  
Sentence: 2     
იოანემ: წიგნი არს წერილი რაიმე მნიშვნელი ასოჲსა.

Speaker: N  
Sentence: 3     
ნიკოლაოზმან: რაჲ არს ასო?

Speaker: I  
Sentence: 4     
იოანემ: ასო არს ოხურა რაჲმე ნაწევრობითი, რამეთუ შეკვრისცა და ენების სხვისა თანა ასოსა და სრულსა ჴმასა გამოიღებს.

Speaker: N  
Sentence: 5     
ნიკოლაოზმან: ასონი ქართულისა ენისანი, რაოდენნი არიან?

Speaker: I  
Sentence: 6     
იოანემ: ორმეოცნი, რომელთაცა უწოდთ ჩუ̂ჱნ ანბანად, რომელთაცა სახენი და სახელნი არიან შემდგომნი ესე:
Sentence: 7     
, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , .

Speaker: N  
Sentence: 8     
ნიკოლაოზმან: რაოდენ ჴმოვანად განიყოფვიან ეს ასონი?

Speaker: I  
Sentence: 9     
იოანემ: სამად ჴმოვანად, ესე იგი ჴმოვანად, ორ-ხმოვანად ანუ თანჴმოვანად და უხმოდ.

Speaker: N  
Sentence: 10     
ნიკოლაოზმან: ვითარ?

Speaker: I  
Sentence: 11     
იოანემ: ჴმოვანნი ასონი არიან ხუთ: , , , , , და ჴმოვანად ამისთჳს იწოდებიან, ვითარმედ თავისუფლად გამოსცემენ სულის კუ̂ჱთითა ხმათა.
Sentence: 12     
ორხმოვანიცა არიან ექუ̂ს: , , , , , და აგრეთვე . ხოლო ორჴმოვანად ამისთჳს იწოდებიან, ვითარმედ სულისა კუ̂ჱთითთა ჴმათა შორის გამოსცემენ ბრჯგუდ ორხმოვანთა ჴმათა, მაგალითი: , ვითარცა ბრჯგუდ ეე. , ვითარცა იე, ბრჯგუდვე და სხუ̂ანი. ხოლო სხუანი დანაშთნი ასონი იწოდებიან უჴმოდ ამისთჳს, რომელ, თჳნიერ შეერთებისა ჴმოვანთა თანა, Manuscript page: A_49r  ვერ შემძლებელ არიან თავისუფლად სულისკვეთითთა ჴმათა გამოცემად და არიან ესენი: , , , , , , , , და სხუ̂ანი.

Speaker: N  
Sentence: 13     
ნიკოლაოზმან: არიან სხუანიცა წერილობითნი ნიშანნი?

Speaker: I  
Sentence: 14     
იოანემ: არიან ნიშანნი მართლწერისანი, რომელნიცა ცხადსა ბრწყინვალებასა შემემცნებისასა მოგვცემენ ანუ სიტყჳსა, ანუ ლექსისა, ანუ ასოსი, რომელთაცა ნიშანნი და სახელნი არიან ესენი: , ამას ეწოდების მძიმე, . ამას წერტილი, : ორი წერტილი, ? ამას საკითხავი, ? ამას შემკვრელი, - ამას გარდასატანი, ( ) ამას ფრჩხილი, * ამას სხოლიო, / ამას მახვილი, ^ ამას ბრჯგუ, @?@ ამას კლებული, @?@ ამას განსაკვირვებელი. აგრეთვე ქარაგმადწოდებულთაცა აქუსთ ადგილი აღრიცხუად Page of ed.: 128  ამათ შორის, რომელთაცა ნიშანნი და სახელნი არიან ესენი: @?@ ამას ეწოდება საუფლო, ~ ამას საასომთავრულო, @?@ ამას საზოგადო. და მე არღა განვაგრძობ ამა ნიშანთა ჴმარებასა, თუ რაჲსა შინა სახმარ არს, იხილე დიდსა ღრმმატიკასა შინა (კათალიკოზის ანტონის მიერ ქმნილსა).

Speaker: N  
Sentence: 15     
ნიკოლაოზმან: სულის კვეთით, ანუ ოხვრით წარმოებული ხმა რაოდენ იწვალება?

Speaker: I  
Sentence: 16     
იოანემ: ორად: ჴმად და არაჴმად. ჴმანი არიან კაცთა და პირუტყვთანი, არაჴმანი არიან უსულოთა მიერ გამოცემულნი, ესე იგი: ფოთოლთ შრიალი, ქუხილთ გრიალნი, ზართა ბგერანი, წყალთა ჩქერანი და მსგავსნი ამათნი.

Speaker: N  
Sentence: 17     
ნიკოლაოზმან: ჴმანი რამდენად იწვალებიან?

Speaker: I  
Sentence: 18     
იოანემ: ნაწევროვანად და უნაწევროდ. ნაწევროვანი ჴმა არიან კაცთანი, ვინადგან დაიწერებიან. უნაწევრონი ჴმანი არიან პირუტყვთა და მფრინველთა ამად, რომელ არა დაიწერებიან.

Speaker: N  
Sentence: 19     
ნიკოლაოზმან: რაოდენად იწვალების ნაწევროვანი ჴმანი?

Speaker: I  
Sentence: 20     
იოანემ: ორად: ნიშნოვანად და უნიშნოდ. ნიშნოვანი არს, რომელიც დაიწერება, ვითარცა ცხენი, ლომი, კაცი და სხუანი, Manuscript page: A_49v   უნიშნო არს, რომელი თუმცა დაიწერება, მაგრამ ნიშნავს არარას, ვითარცა ჳპეკენტავრი, მით რამეთუ არ გვამოვნებს. კვალად არიან ჴმანი, რომელნიცა დაიწერებიან, გარნა არა ითქმიან ნიშნოვნად, არამედ ნიშნოვანისა მიმართად, რომელ არიან ესენი: და, ხოლო, რამეთუ და სხვანი.




Next part



This text is part of the TITUS edition of Ioane Bagrationi, Kalmasoba Grammar.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.