ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 61
Previous part

Chapter: 60  
Page: 127  
Line: 1 
თავი 60


Line: 2       "ყოველი უმრავლესთა მიზეზი უმჯობეს მისსა არს,
Line: 3    
რომლისადა მხუდარ იყოს უდარესი ძალი და იყოს წარმომაჩინებელ
Line: 4    
ნაწილთა, რამეთუ ესე ყოვლობისა არს წარმომაყენებელ". გესმაა?
Line: 5    
იტყჳს, რამეთუ რომელიცა მიზეზთაჲ ყოვლობათა და უმეტესთა
Line: 6    
იყოს წარმომაარსებელ, უმჯობეს მისსა არს, რომელი უმცროჲსთა
Line: 7    
და ნაწილთა იყოს მიზეზ და მაარსებელ. ხოლო შენ შეისწავენ, რამეთუ
Line: 8    
მზეზთანი რომელნიმე ყოვლოობათა წარმოაარსებენ, ხოლო
Line: 9    
რომელნიმე ნაწილთა. ყოვლოობათა უკუე ვითარ ყოვლოობაჲ გონებათაჲ,
Line: 10    
რომელ არს ნამდჳლ მყოფი, ერთთა მიერ და ერთისა წარმოიარსა.
Line: 11    
ხოლო სხუანი ნაწილებითნი გონებანი, ვითარ საუკუნოჲ,
Line: 12    
და თჳთცხოვლობაჲ, და გონიერი კრონოს, და რეა, და დია,
Line: 13    
ნამდჳლ მყოფისა მიერ წარმოიქმნეს. და კუალად საყოველთაოჲ სული
Line: 14    
მიერ ნამდჳლ მყოფისა; ხოლო საყოველთაოჲ ბუნებაჲ მიერ საყოველთაოჲსა
Line: 15    
სულისა; ხოლო საყოველთა სხეული მიერ საყოველთაოჲსა
Line: 16    
ბუნებისა; ხოლო ნაწილნი ამათნი ნაწილებითთა მიერ მიზეზთა, ვითარ
Line: 17    
ერთთა ზედა საცხადო ვყოთ სახეთასა. რამეთუ საყოველთა
Line: 18    
სული ყოვლობასა ბუნებისა და ცისასა წარმოაჩენს; ხოლო ნაწილებითი
Line: 19    
სული ნაწილებითსა სხეულსა და ბუნებასა. და კუალად რამეთუ
Line: 20    
ყოვლობანი არსებათანი მას პირველობისაცა ზესთასა ჰგვანან
Line: 21    
და ჰბაძვენ, ვითარცა უმეტეს ერთებრნი ნაწილთასა და უმეტეს ხატნი
Line: 22    
მის ერთისანი. და კუალად რამეთუ უმეტეს წარავლენენ თჳსთა
Line: 23    
მგზავრობითთა მოქმედებათა; რამეთუ ნამდჳლ მყოფი უმეტეს სხუათა
Line: 24    
ნაწილებითთა გონებათასა; და საყოველთაოჲ სული უმეტეს სხუათა
Line: 25    
ნაწილებითთა სულთასა; და საყოველთაოჲ სხეული უმეტეს
Line: 26    
სხუათა ყოველთა ნაწილებითთა სსეულთასა; რამეთუ სფეროჲ ცისაჲ
Line: 27    
უმეტეს მოქმედებს ყოველთა ნაწილებითთა სფეროთასა.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.