ARMAZI
Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum
Part No. 74
Previous part

Chapter: 73  
Line: 24 
თავი 73
Line: 25 
განყოფისათჳს ყოვლობისა და მყოფისა


Line: 26       "ყოველი უკუე ყოველი ერთბამად რაჲვე მყოფი არს და
Line: 27    
ეზიარების მყოფსა, ხოლო არა ყოველი მყოფი მიემთხუევის
Line: 28    
ოვლობასა".

Line: 29       
ამას უკუე თავსა შორის განჰყოფს ურთიერთობისგან ყოვლობასა
Line: 30    
და იტყჳს, ვითარმედ ყოველი რაჲცა რაჲვე იქმნა ყოველ, იქმნა
Line: 31    
თჳსთა ნაწილთაგან, და მიხუდა პატივსა და წესსა ყოვლობისასა, და
Line: 32    
წარმოდგა და ეზიარა მყოფსა. ხოლო არა ყოველი მყოფი მიხუდა
Line: 33    
საზომსა ყოვლობისასა, რამეთუ ნაწილნი ნაწილთანი მყოფობა უკუე
Line: 34    
არიან, მაგრა ყოვლობა არა. ვინაჲ არ ყოველი მყოფი მიხუდა
Page: 135   Line: 1    
საზომსა და წესსა ყოვლობისასა. და კუალად იტყჳს, ვითარმედ თუ
Line: 2    
ყოვლობაჲ ოდენ არს მყოფ და ნაწილნი არა, მაშა შედგეს ყოვლობაჲ
Line: 3    
უმყოფოთა ნაწილთაგან, და შეემთხჳოს ყოვლობასაცა არა მყოფობაჲ,
Line: 4    
ამისთჳს რომელ უმყოფოთა ნაწილთა მიერ შედგა. არამედ
Line: 5    
არცა ნაწილნი უმყოფო, არამედ მყოფ, მაგრა ვითარ ნაწილნი, და
Line: 6    
ნაწილთა მყოფთაგან შედგა მყოფობაჲ ყოვლობისაჲ. ხოლო პირველ
Line: 7    
ნაწილთაჲსა ყოვლობაჲ ზესთა ძეს ნაწილთა მიერ შედგმულსა ყოვლობასა,
Line: 8    
ვითარ პირველთა შორის მდიდრად აღმოიჩინა. და კუალად
Line: 9    
განჰყოფს მყოფსა და ყოვლობასა და იტყჳს, ვითარმედ, რაჲცა რაჲვე
Line: 10    
უმრავლესთა არს მიზეზ, უფრო შორს გამწთომ ძალითა შემოქმედებითითა,
Line: 11    
ხოლო მყოფი უფრო შორს გამწთომ, რამეთუ ნაწილთაცა
Line: 12    
მისცემს მყოფობასა რომელი ვერ უძლო ყოვლობამან.



Next part



This text is part of the ARMAZI edition of Ioane Petrici, Explanatio in Proclum Diadochum.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 22.8.2010. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.