Verse: a | მოჰფინეს გიშრის დარბაზი | ოქსინოს ფარდაგებითა, |
Verse: b Page of Ms. A: 21 | მას შიგან დადგეს სანდალი, | მურასა თლილის ქვებითა; |
Verse: g | ცამდის გიშრისა დარბაზი | შეამკვეს სარასრებითა, |
Verse: d და | რომე მას ჰქონდა შვენება, | ენა დაშვრების ქებითა. |
Verse: a | მეფე მივიდა, ჩამოჴდა | გიშრისა სრისა არესა; |
Verse: b | თქვეს: "ჴელმწიფისა შვენება | არა აქვს მზეს და მთვარესა"; |
Verse: g | თარა ვაზირი მიუძღვის, | მათ ბაღის კარნი გარესა, |
Verse: d და | წვივნეს ვარდსა კოკობსა, | ბულბულებრ მოუბნარესა. |
Verse: a | ჰინდოთ მზეს ტანსა ემოსნეს | გიშრისა-ფერნი ჯუბანი, |
Verse: b | შეემკო გიშრის სარითა | გარე მელნისა გუბანი; |
Verse: g | გვერთ ახლდეს ჯარი მნათობთა, | ვით მზე და მთვარე სუბანი, |
Verse: d და | განათლდა მათის შუქითა | ბაღი, ბაღჩა და უბანი; |
Verse: a | წინ მოეგებნეს თავადნი, | თავნი ჰინდოთა ჯარისა, |
Verse: b | თაყვანსა სცემდეს მეფესა | წესითა მათის გვარისა; |
Verse: g | კვლა ფეინდაზი უფინეს | სარასრისა და ხარისა, |
Verse: d და | ყმას წინ უკმიეს მნათობთა | სურნელი მუშკ-ამბარისა. |
Verse: a | მიეახლა მეფე მზესა, | მოეგება ტანი-ალვა, |
Verse: b | შეიყარნეს მზე და მთვარე, | მზემან შექნა პირსა მალვა; |
Verse: g | ყმას მიუძღვის, მეემანდრობს, | თუცა ჰქონდა სტუმრის კრძალვა, |
Verse: d და | მათ ორთავე ერთად მჭვრეტთა | მართებს გულით სევდის ლალვა. |
Verse: a | წადგა და ჴელი მოჰკიდა, | დასხდეს ღვთივ-გვირგვინოსანნი, |
Verse: b | მზეს გარე, ვითა ვარსკვლავნი, | ეხვივნეს გიშრის თმოსანნი; |
Verse: g | შემოიწვივნეს მუტრიბნი, | მეჩანგენნი და მგოსანნი, |
Verse: d და | ტკბილად იმღერდეს ჰინდონი, | ვით იადონნი ჴმოსანნი. |
Verse: a | კვლა მიულოცა ვაზირმან | ჯარითა ბევრ-ათასითა, |
Verse: b | მათ თავს აფრქვიეს გოარი, | ნასყიდი ძვირის ფასითა; |
Verse: g | გიშრის დარბაზი აივსო | თვალით და ოქროს თასითა, |
Verse: d და | მიულოცეს და გარიგდეს | თავადნი დას-და-დასითა. |
Verse: a | სუფრა მიიღეს ურიცხვი, | ყიასი ძვირ-ნაფასები, |
Verse: b Page of Ms. A: 22 | მას ზედან დადგეს ხონები, | მურასა ბევრ-ათასები; |
Verse: g | საროსა მსგავსნი საყენი | იდგნენ წინაშე ასები, |
Verse: d და | ჴელთ ჰქონდა ოქროს სურები | და იაგუნდის თასები, |
Verse: a | სხვა სურები და ჯამები | ზურმუხტისა და ლალისა; |
Verse: b | მას დღეს სმა იყო ღამემდის, | მღერა მუტრიბთა ძალისა, |
Verse: g | თამაშობდეს და ლხინობდეს | ჯარი ჰინდოთა ქალისა, |
Verse: d და | ქება თქვეს მზისა მუტრიბთა, | გიშრის წარბ-წამწამ-თვალისა. |
Verse: a | კვლა ბრძანა მზემან ჰინდოთა | სალაროს კარის გაღება, |
Verse: b | საპალნით თლილთა გოართა | თავადთა წინა მიღება; |
Verse: g | ვერვის ძალ-ედვა უშველვად | მუნ საბოძვართა წაღება; |
Verse: d და | ლხინი გათავდა, მეფემან | ბრძანა სუფრისა აღება. |
Verse: a | წავიდა ბარამ ჴელმწიფე | საწოლსა მოფარდაგულსა, |
Verse: b | ჴელმწიფეს წინა აწვევდეს | ჰინდოთა მეფის ასულსა; |
Verse: g | ვფიცავ, მისებრსა მნათობსა | ქვეყნად სხვას არა ნახულსა, |
Verse: d და | უსულოს სულსა ჩაუდგამს, | მხატვართა გამოსახულსა. |
Verse: a | მივიდა და გაანათლა | მისმან შუქმან იგი არე, |
Verse: b | მას ღამესა შეიყარნეს | ორნი ერთად, მზე და მთვარე; |
Verse: g | ყოვლად-ფერად მოსაწონი | მზესა ვითცა დავადარე, |
Verse: d და | კვლაცა მისმან მაქებარმან | ენა რადმცა დავაწყნარე? |
Verse: a | მოეხვივნეს ერთმანერთსა | საჭვრეტლადცა სასურველნი, |
Verse: b Page of Ms. A: 23 | მათმან შუქმან გაანათლნა | იგი სრა და ღამე ბნელნი, |
Verse: g | კვლაცა უწყით, გამგონელნო, | რისაც იყვნეს მუნვე მქნელნი! |
Verse: d და | კვლა გაუტყდა ბარამს ძილი, | მოაწვივნეს ამბის მთქმელნი. |
Verse: a | მეფემ ბრძანა, ფარდაგს უკან | მოიყვანეს მანი ბრძენი; |
Verse: b | მან ორთავე ქება ჰკადრა, | მეფე იყო თვით მომსმენი: |
Verse: g | "მეფესა და დედოფალსა | ღმერთმან მისცეს დიდნი დღენი, |
Verse: d და | შემოქმედსა ვეაჯები, | განამრავლოს თქვენი ძენი! " |