Verse: a | იყო ინდოეთს ჴელმწიფე | მდიდარი, სამართლიანი, |
Verse: b | უხვი, გამცემი, მაღალი, | თავმდაბალი და ჭკვიანი, |
Verse: g | თამამად მყოფი მტერზედა | ლომ-გული, ჯავარიანი, |
Verse: d და | მას უთვალავი ყმა ჰყვანდა, | ძალ-გულოვანი, ჴმლიანი. |
Verse: a | თვით უცხოს თემის ამბავი | იამებოდის მეფესა, |
Verse: b | ვინც იყვის უცხოს თემისა, | მან მოაწვივის სეფესა, |
Verse: g | დახვდის, უბოძის ურიცხვი, | უქებდის სიიეფესა, |
Verse: d და | კვლა ვინცა იყვის სტუმარი, | მეფეს წინ მიისწრაფესა. |
Verse: a | ერთსა დღესა ორნი ყმანი | თვით მოვიდნენ მეფეს წინა, |
Verse: b Page of Ms. A: 24 | შავით იყვნეს შემოსილნი, | პირსა მათსა მოეწყინა; |
Verse: g | ჰგვანდეს, რომე იმა ყმათა | უცხო ჭირი მოეთმინა; |
Verse: d და | შეეწყალნეს ჴელმწიფესა, | თვალთათ ცრემლი მოედინა. |
Verse: a | მეფე დახვდა მათ ორთავე, | ვითა ძმას და ვითა შვილსა; |
Verse: b | მან უბოძა საბოძვარი | მუნ სტუმარსა ენა-ტკბილსა. |
Verse: g | ყმანი ისხდეს მოწყენილნი, | ვერ ნახევდი წარბ-აყრილსა, |
Verse: d და | მათ უმძიმდა უცხო რამე, | ანუ ჰგვანდეს კაცსა წბილსა. |
Verse: a | მეფემ უბრძანა: "ჰე ძმანო, | მე თქვენი მიკვირს შვენება, |
Verse: b | შემოსვა შავით ტანისა, | მოწყენა რადმცა გენება? |
Verse: g | რას იგლოვთ ანუ რა გიმძიმსთ? | გეტყობის ცრემლთა დინება"! |
Verse: d და | მათ მოაჴსენეს: "რაცა | გვჭირს, ჩვენგან არ მოგეჴსენება". |
Verse: a | "თურქისტანს არის ქალაქი, | სამოთხის მსგავსად ქებული, |
Verse: b | უჴმობენ შავსა ქალაქსა, | ჩვენ მუნითგან ვართ ვლებული; |
Verse: g | მას შიგან სახლობს მრავალი | თავადი სახელდებული, |
Verse: d და | შავი აცვია ყველასა, | ყრმაც იყოს მუცლით შვებული". |
Verse: a | "თუ მეფეს უნდა შეტყობა | ამა საქმისა ძნელისა, |
Verse: b Page of Ms. D: 138 | თვით გაისარჯოს ჴელმწიფე, | გზა არის თვისა მთელისა |
Verse: g | ვეჭვ, რომ იხილოს მეფემან | დამწველი გულთა ბნელისა, |
Verse: d და | თვით მათ რა უმძიმს, შეიტყოს | მუნ შავად შემოსილისა". |
Verse: a | ესე ოღონ მოაჴსენეს, | კარი გავლეს მუნ სტუმართა, |
Verse: b | სხვა მის მეტი არა თქვეს რა | კაცთა ტკბილად მოუბართა; |
Verse: g | თვით უბრძანაჴელმწიფემან | მუნ ვაზირთა ბრძენთა, წყნართა: |
Verse: d და | "ვერა ვცანო მათი საქმე, | ჭირი ჭირზედ დამესართა". |
Verse: a | კვირა ერთსა მეფეს ჰქონდა | ამ საქმისა შეჭირვება, |
Verse: b | საწოლს იჯდა, არვინ ნახის, | არ იამის კაცთა ხლება; |
Verse: g | "ვით შევიტყო მათი საქმე"? | გულსა თვისსა ეუბნება, |
Verse: d და | "კვლაცა ჩემგან შეუტყობლად | იგი საქმე არ იქნება". |
Verse: a | ჴელმწიფემან შვილსა მისსა | მიაბარა სპა და ჯარი, |
Verse: b | მას აახლო თვით ვაზირი, | გონიერი, ერთობ წყნარი; |
Verse: g | თვით წავიდა დიდ-ვაჭრულებრ, | თან იახლა ბევრი ლარი, |
Verse: d და | მას ბელადნი თან ეახლეს, | ღამით გავლეს იგი შარი. |
Verse: a | დიდ-ვაჭრულებრ გაემართა | თურქთა გზასა შარიარი, |
Verse: b Page of Ms. A: 25 | თვით თან ახლდა ჴელმწიფესა | ლალ-გოარი მრავალ-გვარი; |
Verse: g | მათ არსადა დაიყოვნეს, | ჩქარად გავლეს მთა და ბარი, |
Verse: d და | მიახლოვდეს მას ქალაქსა, | კვლა გამოჩნდა შორით შარი. |
Verse: a | მათ იხილეს მუნ ქალაქი, | სამოთხისა დასადარი, |
Verse: b | მას გარეშე ტურფად შვენის | ბაღი, ბაღჩა, მულღანზარი; |
Verse: g | მუნ მნახველთა მოეწონნეს, | იყვნეს მისნი მაქებარი, |
Verse: d და | მაგრამ იყო მას ქალაქსა | სმა და ლხინი უჩინარი. |
Verse: a | მას ქალაქს ერთი ყასაბი | იყო თვით სახელდებული, |
Verse: b | მოვლენილი და მორჭმული, | მათშიგან პურად ქებული; |
Verse: g | მეფე და მისნი მხლებელნი | თვით მისკენ იყვნეს ვლებული, |
Verse: d და | მეფე ჩამოხტა ყმისასა | დაღრეჯით დაყმუვნებული. |
Verse: a | სრა მოკაზმა მუნ ყასაბმან | ჴელმწიფეთა შესაფერი, |
Verse: b | მუნ შვენოდის მხატვართაგან | ოქროს მელნით დანაწერი; |
Verse: g | ყმამან ლაღმან დააყენა | ხელმწიფე და მისი ერი, |
Verse: d და | მათად ჭვრეტად მოდიოდეს | ყრმა ვინმეა, თუნდა ბერი. |
Verse: a | შავთ-შემოსილთა ქალაქსა | მან დაყო ერთი წელია, |
Verse: b | ვერვისგან მიჰხვდა წადილსა, | მით სწვევდა გულსა ალია; |
Verse: g | ჴელმწიფემ უძღვნა ყასაბსა | ურიცხვი საქონელია, |
Verse: d და | ენა ვერ იტყვის, მას ყმასა | რომ ედვა მისგან ვალია. |
Verse: a | დიდ-ვაჭრის ძრვნობა უკვირდა | ყასაბსა სახელდებულსა; |
Verse: b | თქვა: "ანუ თვითონ მეფეა, | ანუ ჰგავს კაცსა ქებულსა, |
Verse: g | ვაჭარს არა ჰგავს იგი ყმა, | ვაჭრულად გზათა ვლებულსა, |
Verse: d და | ანუ ჰგავს ვისმე სიყრმითგან | ჴელმწიფეთ თანა ხლებულსა. |
Verse: a | ერთსა დღესა მუნ ყასაბმან | თვით ჴელმწიფე შინ აწვია, |
Verse: b | კვლაცა წადგა მასპინძელი, | მეფეს მუჴლსა მოეხვია; |
Verse: g | "გეაჯები, თუ რა გწადდეს | სამსახური ჩემგან, თქვია, |
Verse: d და | ლარი, შენგან ნაბოძები, | კვლაცა ვეღარ დამითვლია". |
Verse: a | მეფე იყო თვით მომსმენი | და ყასაბი მოქართულე; |
Verse: b | უბრძანა თუ: "ეგზომ კარგი | რა მიქნია შენთვის სულე? |
Verse: g | ერთსა რასმე გეაჯები, | მე მით გული გამისრულე, |
Verse: d და | გამიმთელე გული წყლული, | ანუ უფრო დამიწყლულე". |
Verse: a | "ეჰა, ძმაო, მეფედ მიცან, | მე არა ვარ დიდ-ვაჭარი, |
Verse: b Page of Ms. A: 26 | დამიგდია საჴელმწიფო, | ტახტ-გვირგვინი, ჰინდოთ ჯარი, |
Verse: g | მუნით თქვენდა საძებნელად | მომივლია მთა და ბარი; |
Verse: d და | ტანსა შავი რად გაცვიათ, | ანუ რად ხართ გულ-დამწვარი? " |
Verse: a | რა შეესმა ესე სიტყვა, | ყმასა ერთობ მოეწყინა, |
Verse: b | დიდხანს სულთქმით ოხრა, ახა, | თვალთათ ცრემლი მოედინა, |
Verse: g | აიხედა, "ახ, ვაიმე" | თქვა, საწუთროს შეაგინა, |
Verse: d და | მოაჴსენა: "ჩვენგან ენით | ეგ არ ითქმის მეფეს წინა". |
Verse: a | "რაც ოდენ მკითხე, მეფეო, | ჩემგან არ ითქმის ენითა, |
Verse: b | ოდეს დაღამდეს, გეახლო | მე ბრძანებითა თქვენითა, |
Verse: g | კვლა მაშინღა სცნა, რაცა გწადს | მაგა გულითა ბრძენითა, |
Verse: d და | ჩვენგან-ჴამს წასვლა ქვეითად, | იქ არ ივლების ცხენითა". |
Verse: a | რა დაღამდა, წაიყვანა | მეფე ყმამან არ ღაფალმან, |
Verse: b | მივიდოდეს ორნი ერთად, | ჩქარად გავლეს, ვითა წყალმან; |
Verse: g | მიეახლეს, დაინახა | უცხო კოშკი მათმან თვალმან, |
Verse: d და | ქვეშ მიუდგეს მუნვე კოშკსა, | უყუ, _ რა ქნას ღვთისა ძალმან! |
Verse: a | მათ ნახეს უცხო გოდორი, | კოშკზედა დაკიდებული, |
Verse: b | მას შიგან ჩასვა ყასაბმან | ჴელმწიფე სახელდებული; |
Verse: g | თქვა: "ამას იქით ვერ გნახოს | მხლებელმან გაცინებული, |
Verse: d და | კვლა თქვენი ნახვა გვეღირსოს, | მობრძანდეთ მათგან ვნებული". |
Verse: a | კვლა გოდორმან აიზიდა, | მან უცხოფრად დაიძახა, |
Verse: b | ჴელმწიფემან თავი თვისი | კოშკსა ზედა დაინახა, |
Verse: g | გზა ვერ პოვა ჩასასვლელად, | გლახ-თავს იცა, ოხრა, ახა, |
Verse: d და | სამს დღეს იყო კოშკსა ზედა, | იტირა და ივაგლახა. |
Verse: a | ღმერთსა შესტირა მაფემან | ჰინდოურითა ენითა: |
Verse: b | "მიშველე მე გლახ-საწყალსა, | აქა ვზი ცრემლთა დენითა, |
Verse: g | მე შემიწყალე ცოდვილი | თვით წყალობითა შენითა, |
Verse: d და | აროდეს დასცხრა სოფელი | მიწყივ კაცისა წყენითა". |
Verse: a | კვლა ჴელმწიფე მისად შველად | ცრემლთა დენით ღმერთს ეაჯდა, |
Verse: b | ცით ფრინველი, სპილოს უფრო, | მოვიდოდა, კოშკზედ დაჯდა, |
Verse: g | გლახ-მეფესა შეეშინდა, | მას გოდორსა შიგან ჩაჯდა; |
Verse: d და | იკრკნის, თვალსა მარგალიტსა | ჰყრის ფრინველი სრულად, რა ჯდა. |
Verse: a | მან მეფესა არ შეხედა, | ჩრჩნა დაიწყო მზისა პირსა, |
Verse: b Page of Ms. A: 27 | მეფეს თავი შეებრალა, | მალვით მოსთქვამს, ჩუმად სტირსა; |
Verse: g | თქვა: "სოფელო, რას მიუპყრობ | კაცსა, შენგან განაწირსა? |
Verse: d და | სისხლის სმა გჭირს, კაცთა გვართა, | რაც ავი სჭირს, შენგან სჭირსა". |
Verse: a | მას ფრინველსა ერთობ დასცხა, | მოეწყინა კოშკზედ ჯდომა, |
Verse: b | კვლაცა ყელი მოიღერა, | მან გაფრენა მოინდომა; |
Verse: g | მეფემან თქვა: "აწცა ჩემგან | აღარა ჴამს აქ დადგომა, |
Verse: d და | მანვე მომკლას, მიჯობს ამად, | რადგან მიჩანს არ დარჩომა". |
Verse: a | მეფე ფერჴსა მოეხვია, | მუნ ფრინველმან ინავარდა, |
Verse: b | სწრაფად გავლო მთა და ბარი, | უცხოს თემსა გარდავარდა; |
Verse: g | კვლა ფრინველმან დაიდაბლა, | ფრენისაგან არ დავარდა, |
Verse: d და | ეგზომ დაბლა მიფრინევდა, | თქვი თუ: "მიწად ჩამოვარდა". |
Verse: a | შორს ფრინველმან დამაშვრალმან | ბაღი ნახა წყლისა პირსა, |
Verse: b Page of Ms. D: 139 | მან მიჰმართა მუნვე ბაღსა, | თვით ხევნარსა ერთობ ჴშირსა; |
Verse: g | მუნ გაუშვა ფრინვლის ფერჴი, | ჩამოვარდა მეფე ძირსა, |
Verse: d და | რაცა სწადდა ჴელმწიფესა, | მისი ნახვა აწ ეღირსა. |
Verse: a | დიდხანს ეგდო თვით ჴელმწიფე | დაბნედილი ხისა ძირსა |
Verse: b | ოდეს ცნობა მიუვიდა, | მუნვე მიდგა წყლისა პირსა, |
Verse: g | ემდურვოდა ამ სოფელსა, | ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა; |
Verse: d და | "ლხინთა ნაცვლად გლახ-უღირსსა | დამისართა ჭირი ჭირსა". |
Verse: a | თვით ფრინველმან გაიარა | და ჴელმწიფე მუნვე დარჩა, |
Verse: b | შემოქმედსა მადლი მისცა, | რომ ფრინველსა მეფე მორჩა; |
Verse: g | კვლა უცხოფრად მოეწონა | ჴელმწიფესა იგი ბაღჩა, |
Verse: d და | სამოთხისა მსგავსად ბაღი | ვინ აშენა, ჴელი შერჩა! |
Verse: a | ტურფა ბაღი, ჴშირ-ხევნარი, | სულ-სურნელი, მსხმოვიარი, |
Verse: b | სჯობს ირამსა, ჰგავს ედემსა, | სამოთხისა დასადარი, |
Verse: g | მზებრ ნათელი, მხიარული, | მუნ კაცთაგან არ უქმარი, |
Verse: d და | უშამბნარო, მრავალ-წყარო, | ბაღს გარეშე მულღანზარი. |
Verse: a | ბაღი ნახა უტურფესი, | რომე აქებს ბრძენთა ენა, |
Verse: b | ტურფად ჴმობდეს სირინოზნი, | ბულბულნი და ტკბილი მენა, |
Verse: g | წლისა მკვდარსა აღადგენდა | მუნ სურნელთა სულთა დენა, |
Verse: d და | მეფემან თქვა: "აღარა | ჴამს ჩემგან ჭირთა არ-მოთმენა". |
Verse: a | ბაღსა შვა იდგა სასახლე, | კაცთაგან მოსაწონარი, |
Verse: b Page of Ms. A: 28 | თვით უნახავი თვალისა | და ყურთა გაუგონარი; |
Verse: g | ბრძენთა ეყოფის საქებრად | მისთა ამგებთა ონარი, |
Verse: d და | აწ გაიგონეთ, მსმენელნო, | ამბავი გასაგონარი. |
Verse: a | კვლა ნახა უცხო დარბაზი, | თვით უნახავი თვალისა, |
Verse: b | მას შიგან ტახტი ურიცხვი | დგას ზურმუხტის და ლალისა; |
Verse: g | მზეებრ ანათებს დარბაზსა | შუქი მათისა წყალისა, |
Verse: d და | მუნ არსად იყო ჴსენება | ოქროსა ფერ-გამქრალისა. |
Verse: a | ერთობ უკვირდა მეფესა | დარბაზთა მოწყობილობა, |
Verse: b | თქვა: "დევთა არის სასახლე, | გულშიგან შექნა ცილობა, |
Verse: g | ედემს ჰგავს და არა არის | ანგელოზთაგან ყრილობა, |
Verse: d და | ბრძენთაგან თქმულა: "სარკეა | ჭკუისა გამოცდილობა". |
Verse: a | მან სულდგმული ვერა ნახა | არცა გარე, თვით არც შინა, |
Verse: b | თქვა: "ვისია ეს სამზღვარი, | ჰყავს პატრონი რად ან ვინა?" |
Verse: g | ძებნა კაცი, ვერა პოვა, | კვლაცა ძებნა მოეწყინა, |
Verse: d და | მას მისჭირდა სიარული, | ხისა ძირსა დაეძინა. |
Verse: a | რა დაღამდა, შემოესმა | ფერჴთა ჴმა და საუბარი, |
Verse: b | კვლა შეხედა, დაინახა | მომავალი ქალთა ჯარი, |
Verse: g | მათზედ ქალი თავადობდა, | ტანად ალვა, მზისა დარი, |
Verse: d და | მათი იყო იგი სრა | და ბაღი, ბაღჩა, თვით სამზღვარი. |
Verse: a | მოვიდეს და მათმან შუქმან | გაანათლა იგი არე, |
Verse: b | ვფიცავ, რომე მათსა შუქსა | ვერ ედრების მზე და მთვარე; |
Verse: g | მაგრამ იყვნეს უკაცურნი, | ქალი იყო შინ თუ გარე, |
Verse: d და | მეფემან თქვა: "მათმან მჭვრეტმან | გული ვითმცა დავაწყნარე?" |
Verse: a | დაჯდა, ტახტი დააშვენა, | ალვა, ედემს დანერგული, |
Verse: b | ვერ-მჭვრეტელთა მოვაგლახე, | მჭვრეტელთათვის სული, გული; |
Verse: g | გარს ეხვივნეს ქალთა ჯარი, | ქალწულნი და ჯავარ-სრული, |
Verse: d და | მათთან იყვნეს მზე და მთვარე | და ვარსკვლავი ფერ-ნაკლული. |
Verse: a | მზემ უბრძანა ფერჴზედ მდგომსა | ქალსა ვისმე: "გადი გარე; |
Verse: b | ჩვენ მოგვსვლია თვით სტუმარი, | ტანი-ალვა-მისკენ არე; |
Verse: g | ჴამს თუ ერთად შევიყარნეთ | ორნი მნათნი მზე და თვარე, |
Verse: d და | ჩვენ გვესწრაფის მისი ხლება, | ერთად ვნახოთ ლხინი ბარე". |
Verse: a | მუნ წავიდა, მეფე ნახა, | ხისა ძირსა დამალული, |
Verse: b Page of Ms. A: 29 | ქალმან ჰკადრა: "გიბრძანებსო | მეფე ჩვენი, მზეა სრული"; |
Verse: g | მან უბრძანა: "რას ჴელსა მჰჴდის, | ვზივარ მე გლახ-დაკარგული": |
Verse: d და | არ მოეშვა, წაიყვანა, | მან დაუდვა მეფეს გული. |
Verse: a | კვლა მივიდა მეფე, ქალსა | ეთაყვანა ჴელმწიფურად, |
Verse: b | მოეგება, ესალამა, | კვლა მას დახვდა მზეცა მზურად; |
Verse: g | მათ მოჰკიდეს ჴელი ჴელსა, | ტახტზედ დასხდეს მამაცურად, |
Verse: d და | მეფე ჰკადრებს: "არა ღირს | ვარ, მიმსახუროს მზემან ყმურად". |
Verse: a | ქალმან უბრძანა: "მეფეო, | თვით ტახტ-გვირგვინი შენია, |
Verse: b | ეჰა ლხინი და სიცოცხლე, | რაც გწადდეს იგი ქენია, |
Verse: g | აწ ნახე ლხინი სანაცვლოდ, | რაცა აქამდის გწყენია, |
Verse: d და | ბოლო-ჟამ მიჰხვდეს სიამე, | ვის ჭირნი მოუთმენია". |
Verse: a | დასხდეს და სუფრა მიიღეს | თვით უნახავი თვალისა, |
Verse: b | ხონები სავსე საჭმლითა, | ზურმუხტისა და ლალისა, |
Verse: g | უკუნსა ღამეს ანათლებს | შუქი მათისა წყალისა, |
Verse: d და | თამაშობდეს და ლხინობდეს | ჯარი მნათობთა ქალისა. |
Verse: a | ქალმან უბრძანა მნათობთა | სიტყვანი დაუმალავნი, |
Verse: b | მიიღეს პირ-მზე საყეთა | ღვინო გულისა ალავნი, |
Verse: g | კვლა ზურმუხტისა თასები, | ლალისა დაუთვალავნი, |
Verse: d და | უკრევდეს ჩანგსა, ბარბითსა, | მუტრიბნი დაუღალავნი. |
Verse: a | კვლა მოჰკიდა ჴელი ჴელსა, | შეიყვანა საწოლს შინა, |
Verse: b | მეფე დასვა ტახტსა ზედან, | თვითცა მზეებრ მოეფინა; |
Verse: g | მათ იახლეს პირ-მზე საყი, | ჴელთა ჰქონდა ბროლის მინა, |
Verse: d და | მუტრიბნი და მომღერალნი | მათ აწვივნეს, სხვა არვინა. |
Verse: a | მათ ხალვათად ლხინი ნახეს, | ადგა მზე და ითამაშა, |
Verse: b | ჴელმწიფემან სული, გული | და სიცოცხლე უშაბაშა; |
Verse: g | ქება ჰკადრა: "ეჰა მზეო, | ტურფად ჰქენო, ვაშა, ვაშა! " |
Verse: d და | დაჯდა მზე და დაულივა, | ჴელმწიფეცა ათამაშა. |
Verse: a | კვლაცა ქალმან უშაბაშა | მუნ მნათობთა ქალთა ჯარი, |
Verse: b | თვით თავმდაბლად მადლს იჴდიდა | ქალს წინაშე მეფე წყნარი; |
Verse: g | რა გათავდა ლხინი, ოდეს | გაათავეს საუბარი, |
Verse: d და | მას ღამესა მეფეს უძღვნა | მზემ მნათობი, მისი დარი. |
Verse: a | მას ღამესა ასრე, რომე | მოგაჴსენე, ლხინი ნახეს, |
Verse: b Page of Ms. A: 30 | ერთმანერთის სიყვარული | გულსა მათსა გამოსახეს; |
Verse: g | რა გათენდა, გაიყარნეს, | მათ ორთავე ოხრეს, ახეს, |
Verse: d და | კვლავ დაღამდა, მასვე დროსა | ერთმანერთი მათ მონახეს. |
Verse: a | მივიდა და გაანათლა | ბაღი, ბაღჩა მზისა შუქმან, |
Verse: b | მოეგება, ქება ჰკადრა | ჴელმწიფემან ავმან, უქმან, |
Verse: g | კვლა მხლებელნი მეფეს წინა | თავთა, პირთა მიწად უქმან, |
Verse: d და | წყნარად წავლო დარბაზთაკენ | მზემან წყნარმან, არ მსუბუქმან. |
Verse: a | მივიდეს, დასხდეს, კვლა იყვნეს | ლხინისა გამაბედავნი, |
Verse: b Page of Ms. D: 140 | გარს უდგნენ ჯარი კეკლუცთა, | მჭვრეტელთა დამაბნედავნი, |
Verse: g | ქალწულნი, ქმართა მობეზრე, | თვით ყრმობითგანვე ბედ-ავნი, |
Verse: d და | იხარებდეს და იშვებდეს | მას ღამეს მათი მხედავნი. |
Verse: a | მას ღამესა დაჰფარვიდა | მზისა შუქსა გიშრის ტევრი, |
Verse: b | ქალი ჰყვანდის ჴელმწიფესა, | კვლა კაცთათვის არ ნადევრი; |
Verse: g | რა გათენდის, ვარდის წყლითა | აბანიან ტანი მჭევრი, |
Verse: d და | ორმოცამდის ესზომ ტურფა | მას აჩვენეს ლხინი ბევრი. |
Verse: a | ოდეს მოვიდის იგი მზე, | ღამეს დღეს დაადარებდა, |
Verse: b | მისი შუქი და ელვარე | მჭვრეტელთა შეაზარებდა; |
Verse: g | მუნ ორმოცამდის ქალთაგან | თვითოსა მიაბარებდა, |
Verse: d და | მეფე გლახ-გულსა დამწვარსა | მუნითვე დააწყნარებდა. |
Verse: a | რა გათენდის, მზე წავიდის, | მეფე ჰგვანდის დაკარგულსა, |
Verse: b | კვლა მოვიდის იგი პირ-მზე, | მისი სწვევდის ალი გულსა, |
Verse: g | უსარგებლო ხვევნა-კოცნა | უახლდება ძველსა წყლულსა, |
Verse: d და | მასვე დროსა მზე მეფესა | დააგდებდა გულ-ნაკლულსა. |
Verse: a | კვლა ღამით ტურფად ლხინობდეს | ბაღშიგან მითვე წესითა; |
Verse: b | გულს ეტყვის მეფე: "ვით ღირს ვარ, | ეჰა, მოსრული მე სითა"? |
Verse: g | ყმას ესაყვარლის იგი მზე | მუნ ლხინთა უამესითა, |
Verse: d და | მისს ეშყსა დააწვევინა | თვით განაწირი ზესითა. |
Verse: a | ჰკადრა: "მზეო, შენმან მჭვრეტმან | გული ვითმცა დააწყნარა? |
Verse: b | სიყვარულმან გულ-სადაგმან | შენმან ერთობ ამაჩქარა, |
Verse: g | მომკალ ანუ დამარჩინე", | თავი დაბლა წაუხარა, |
Verse: d და | გარდააჭდო ყელი ყელსა, | ჴელი თმასა ჩაუყარა. |
Verse: a | ქალმან ჰკადრა: "ჰე, მეფეო, | სიჩქარეა კაცთა მტერი, |
Verse: b Page of Ms. A: 31 | ჭკუა უჯობს სიჩქარესა, | კაცი ყრმაა თუნდა ბერი: |
Verse: g | სჯობს ერთს ლხინსა უნებურსა | ნებიერი ათასჯერი, |
Verse: d და | აწ დათმე და კვლა იგი | ქენ, რაცა გწადდეს მაგიერი". |
Verse: a | თქვა: " მაშინღა ჴამს, თუცაღა | მქონდეს მე კაცთა ცნობანი; |
Verse: b | ხელი ვარ, ხელსა რად უნდა | ვისი გინდ იყოს თნობანი? |
Verse: g | საყვარელთაგან მიჯნურთა, | თქმულა, არა ჴამს გმობანი, |
Verse: d და | სჯობს ნება დამრთო, არ მომკლა, | თვარ მე ვერ ძალ-მიც თმობანი". |
Verse: a | არ მოეშვა მეფე ქალსა, | მათ გარდუჭვდეს ყელი ყელსა, |
Verse: b | ფიცით უთხრა: " ტანი ჩემი | არ უნახავს ჴორციელსა; |
Verse: g | გეაჯები, ნუცა მნახვენ | თვალნი თქვენნი მე შიშველსა, |
Verse: d და | ცან, მეფეო, ვარდსა მოჰკრეფ, | უფრჩქვნელსა და გაუშლელსა". |
Verse: a | დახუჭნა თვალნი მეფემან, | კვლა თმა გაუშვა ჴელითა, |
Verse: b | მისგან ელოდა ლხენასა | იმა გულითა ხელითა; |
Verse: g | თქვა: " აღმისრულდა წადილი | ამა საქმითა ძნელითა"; |
Verse: d და | ესწრაფის შეყრა მის მზისა | მეფეს გულითა ცხელითა. |
Verse: a | თვალ-დახუჭვილი ჴელმწიფე | იყო ლხინისა მდომელი, |
Verse: b | მეტმან ნდომამან შეცვალა | ჴელმწიფე მიუხვდომელი; |
Verse: g | რა თვალნი გახვნა მეფემან, | გოდორში იყო მჯდომელი; |
Verse: d და | ამ სოფელს კაცი ვინ ნახა | საქმისა დაუცდომელი? |
Verse: a | კვლავ დახუჭნა ფიცხლად თვალნი, | სწადდა რომე მზე ენახა, |
Verse: b | ამას ჰგვანდა, რომ იგი მზე | გლახ-მეფემან სიზმარ ნახა; |
Verse: g | თვალთათ ცრემლი გარდმოჰქუხდა, | ღაწვთა ბანით ტირს და ახა, |
Verse: d და | მუნვე დაბნდა გლახ-ხელმწიფე, | წლისა მკვდარსა დაესახა. |
Verse: a | ოდეს მიუძღვა მეფესა | ყასაბი ვალ-დადებული, |
Verse: b | სად კოშკი იდგა მაგარი, | ცამდისი ამაღლებული, |
Verse: g | მის ძირსა იყო მჯდომარე | ჴელმწიფე გულ-დაკლებული, |
Verse: d და | ჭკვა შეეცვალა, გარეტდა | გლახ-მეფე სახელდებული. |
Verse: a | რა მოშორდა მეფე მზესა, | მუნ სიკვდილსა ინატრიდა, |
Verse: b | მისს სიტურფე-სინაზესა | მოსთქვემდა და კვლა მოსთვლიდა, |
Verse: g | მოაგონდის მათთან ლხინი, | სისხლის ცრემლსა გარდმოჰყრიდა, |
Verse: d და | დაბნდის, მკვდარსა დაედარის, | სული მათკენ გაუფრინდა. |
Verse: a | სოფელმან ლხინთა სანაცვლოდ | ჴელმწიფეს მისცა ჭირები, |
Verse: b Page of Ms. A: 32 | მას გაუცუდდა ყველაი, | მისივე ნათათბირევი; |
Verse: g | მეფემან ნახა ყასაბი | მისებრივ კვლა ნატირები, |
Verse: d და | კვლავ შეიყარნეს ერთადვე | ღვთისაგან განაწირები. |
Verse: a | რა გიამბო მათი საქმე, | მიკვირს, რადმცა შერჩა სული? |
Verse: b | ვფიცავ, მათებრ გულ-მწუხარე | არ ნახულა არა რჯული; |
Verse: g | კაცსა, ეგზომ გონიერსა, | რას წაატეხს ბედი კრული? |
Verse: d და | კვლა ყასაბსა გაუახლა | ჴელმწიფემან ძველი წყლული. |
Verse: a | მეფე ტირს და თავს იცემდა, | კოშკი სცემდა მაღლა ჴმასა, |
Verse: b | მისსა ჴმასა აბანებდა | გლახ-ყასაბი ვაგლახვასა, |
Verse: g | მას დღეს მათი მწუხარება | კაცმან ენით თვით ვით თქვასა? |
Verse: d და | ამასა ჰგავს ესე საქმე | ჴელმწიფისა, არა სხვასა: |
Verse: a | ბებერმან ხეზედა მჯდომი | კაპოეტი ქორი ნახა, |
Verse: b | თქვა თუ: "ღმერთო, ეგზომ ტურფა, | შვენიერი თვით ვინ სახა?" |
Verse: g | კვლაცა ქორსა შესაპყრობლად | მისი ბადე მოუჩმახა, |
Verse: d და | თქვა თუ: "დამრჩეს სიხარული, | თუმც დავიჭერ ამას ახა". |
Verse: a | მას ზედ სცადა საქმე მისი, | რომე ღმერთსა დაებადა, |
Verse: b | გარს ავლებდა ჭია თოკსა, | რომე ქორი დაებადა; |
Verse: g | თოკი სრულად შეალია, | რაცა ჰქონდა და ებადა, |
Verse: d და | ამას ეჭვობს უგუნური, | რომე ქორი დაება-და. |
Verse: a | იჯდა ქორი კვლა უშიშრად, | ყელი მაღლა მოეღერა, |
Verse: b | მას ჭიასა ქორის სახე | გულსა ხატად ჩაეწერა, |
Verse: g | მისი დაბმა გულ-ფიცხელსა | ჭიას თურე დაეჯერა, |
Verse: d და | თქვა თუ: "მივჰხვდი საწადელსა | ჩემსა, ვსთხოვე ღმერთსა მე რა". |
Verse: a | ქორი გაფრინდა, წაუჴდა | მას მისი ნათათბირები, |
Verse: b | მას გაუცუდდა ყველაი, | რაც მას ზედ ნახა ჭირები; |
Verse: g | მიჰმართა მისსა სამზღვარსა, | დააგდო მუნ ნატირები, |
Verse: d და | ტირს, უმძიმს, უკვირს ჭიასა | კვლა მისგან დანაპირები. |
Verse: a | თუცა კაცსა ეს სოფელი | პირველ ტკბილად მოეჩვენა, |
Verse: b | ბოლოს ერთობ გაუმწარებს, | ბრძენთა ამად შეეჩვენა; |
Verse: g | ვის შეიპყრობს, ვით სიკვდილი, | ძნელი არის მისი ლხენა, |
Verse: d და | სოფელს კაცსა გონიერსა | ამად მართებს არ მოწყენა. |
Verse: a | წავიდა მეფე ინდოეთს | შავთ-შემოსილთა სახითა, |
Verse: b Page of Ms. A: 33 | არ მოასვენის სურვილმან | გლახ-მეფე ოხრა-ახითა; |
Verse: g | მისებრ ვერ ნახის მჭვრეტელთა | საუბრით, ვერცა ზრახითა, |
Verse: d და | ტიროდეს მისნი მხლებელნი | ჴმა-მაღლად ვა-ვაგლახითა. |
Verse: a | გულს უდაღევდა, უკლევდა | ვარდისა მოუკრეფობა, |
Verse: b Page of Ms. D: 141 | მოსძულდა ყოვლი სალხინო, | დარბაზობა და სეფობა; |
Verse: g | აღარ ინდომა სოფელი | და არცა ჰინდოთ მეფობა, |
Verse: d და | მან შვილი დასვა ჴელმწიფედ, | მას უქეს სიიეფობა. |
Verse: a | შვილს დაანება სამეფო | და პატრონობა ჯარისა, |
Verse: b | კვლა უთვალავი საჭურჭლე | გოარისა და ლარისა; |
Verse: g | სხვა ტახტ-გვირგვინი სამეფო | მას მისცა ოქრო-მყარისა, |
Verse: d და | მონასტერს დადგა, ილოცა, | გლახაკნი შეიწყნარისა. |
Verse: a | მანი ჩინელმან ჭკვიანმან | მუნვე ჭკუითა ბრძენითა |
Verse: b | მას ღამეს ესე ამბავი | ბარამს უამბო ენითა; |
Verse: g | "მას გაუარმა სოფელმან | მეფობა ცრემლთა დენითა, |
Verse: d და | ტახტ-გვირგვინი და სამფო | აწ იხარებდეს შენითა". |
Verse: a | მას ღამეს ბარამ ხე ლმწიფე | მზეს გვერდით მოისვენებდა; |
Verse: b | დილა გათენდა, იგი ყმა | ვარდის წყლით ტანს იბანებდა. |
Verse: g | კვლაცა სალხინოდ მეფისა | თურქთა მზე მონავანებდა, |
Verse: d და | ჟამად სოფლისა სიამე | მას ჴელმწიფესა დანებდა. |