Verse: a | ვინ პირველ ჰინდოთ მზე აქო, | არ იყო მიუხვდომელი, |
Verse: b | კვლა სატურფალსა ვაქებდე, | თურქთა მზე არის რომელი; |
Verse: g | რას ვაგრძელებდე? კვლავ იყო | მეფე ლხინისა მდომელი, |
Verse: d და | ბრძენი ჴამს მათდა საქებრად, | გონება-მიუწვდომელი. |
Verse: a | ბრძანა, ყვითელი დარბაზი | მოჰფინეს ფარდაგებითა, |
Verse: b | კვლა ტახტი ოქრო-მყარისა | დადგეს მათთავე ნებითა; |
Verse: g | მათ ხლება ყმისა ლხინად სჩნდა, | მით იყვნეს გულ-დადებითა, |
Verse: d და | ჴამს ბარამ მეფე ილხენდეს | მას დღეს თურქთ მზისა ხლებითა. |
Verse: a | მზე მოეკაზმა მნათობი, | სრულად თურქთ მაშვენებელი, |
Verse: b Page of Ms. A: 34 | ტან-სარო, ედემს ნაზარდი, | მჭვრეტელთა გულთა მდებელი; |
Verse: g | სწუნობდის მზეს და მთვარესა | მნათობად მისი მხლებელი, |
Verse: d და | თქვეს: "დღე და ღამე სწორად | აქვს სინათლე დაუკლებელი". |
Verse: a | წარბი მშვილდად და წამწამი | მისთვის ისრად მოემართა, |
Verse: b | გულსა ჰკრის და დაუწყლულის | მიწყივ მისთა მეომართა; |
Verse: g | ღაწვთა სხივნი მისთა მჭვრეტთა | გულს სადაღად მოემართა, |
Verse: d და | სწრაფად აძლევს გულს მიჯნური, | ეტყვის: "დაწვი", მოემართა. |
Verse: a | დასჩაგრევდა ბაგე ლალსა, | მარგალიტსა კბილთა ღელვა, |
Verse: b | ანათლებდა, ვითა მთვარე, | ღამეს ბნელსა ღაწვთა ელვა, |
Verse: g | მისსა დროსა მზისა შუქსა | არ ედროა ქვეყნის ქელვა, |
Verse: d და | მიეფარა ცის-კიდესა, | მას დანებდა ქსლისა ქსელვა. |
Verse: a | მზეს ტანს ემოსნეს ყვითელნი, | მსგავსი მისისა შუქისა, |
Verse: b | მას ტანადობა მნახველთა | საროსა მსგავსად უქისა; |
Verse: g | საროს არა აქვს მსგავსება | მის მზისა სიჩაუქისა, |
Verse: d და | მიჯნურთ აჩნია ნაკვეთი | გულსა წამწამთა ნუქისა. |
Verse: a | მივიდა და გაანათლა | მზისა შუქმან იგი არე, |
Verse: b | ანათლებდა მას დარბაზსა, | ღამე-ბნელსა, ვითა მთვარე, |
Verse: g | მას გარეშე მოკაზმულნი | დგეს კეკლუცნი, მზისა დარე, |
Verse: d და | დაემსგავსა სრა-სურნელი | სამოთხესა შიგან, გარე. |
Verse: a | კვლა ბარამ მეფე მივიდა, | სად თურქთა მზესა ჰგულობდა, |
Verse: b Page of Ms. A: 35 | მისგან ნათობდა სამყარო, | მზე ცისა უფლისწულობდა; |
Verse: g | ტახტზედ ჯდა ქალი უკადრი, | თვით მჭვრეტელთათვის მთულობდა, |
Verse: d და | მოკლის ვერ-მჭვრეტნი სურვილმან, | მჭვრეტელთა გული წყლულობდა. |
Verse: a | მეფე მივიდა სალხინოდ, | მას დახვდეს გარიგებულნი, |
Verse: b | წინ მიეგებნეს მაყარნი, | იყვნეს მისგანვე ქებულნი; |
Verse: g | მან მოიკითხა თავმდაბლად | მუნ თურქთა სახელდებულნი, |
Verse: d და | ჰკადრეს: "მოწყენა ვით გვმართებს? | ვართო ჴელმწიფის ხლებულნი". |
Verse: a | კვლაცა ბარამს მოეგებნეს | მუტრიბნი და მომღერალნი, |
Verse: b | ვფიცავ, მათგან უამესსა | ვერ ნახევდა კაცთა თვალნი; |
Verse: g | უკრევდეს და დაამღერდეს | თურქთა ჴმითა, ვითა მთვრალნი, |
Verse: d და | მჭვრეტელთა და გამგონელთა | ედებოდა გულსა ალნი. |
Verse: a | ყმასა წინა მოეგებნეს | ერთობილნი ქალთა ჯარი, |
Verse: b | ფერჴთ ქვეშ ვარდსა მოუფენდეს, | თავს აფრქვიეს მუშკ-ამბარი; |
Verse: g | წინ ეგროვა ჴელმწიფესა, | ვითა ქვიშა, ლალ-გოარი, |
Verse: d და | თქვეს მნახველთა: "ეგზომ ტურფა | ნახულამცა კაცთა გვარი? " |
Verse: a | მიეახლა ქალსა ოდეს, | შუქმან მისმან შეაზარა, |
Verse: b | თქვეს მჭვრეტელთა: "იგი ტურფა | მზესა ვითმცა დაადარა? |
Verse: g | არს უთუოდ ანგელოზი, | ჴორციელსა ჰგავსო არა;" |
Verse: d და | გული მისცა საყვარელსა, | სული მასვე მიაბარა. |
Verse: a | მუნ ერთად დასხდეს ორნივე | თაჯოსან-გვირგვინოსანნი, |
Verse: b | გარსა-დგეს პირ-მზე მნათობნი, | ქალწულნი გიშრის თმოსანნი; |
Verse: g | ტკბილად იმღერდეს ლულენი, | ვით იადონნი ჴმოსანნი, |
Verse: d და | თამაშობდეს და ლხინობდეს | მუშაითნი და მგოსანნი. |
Verse: a | ვაზირთა და დიდებულთა | წადგეს წინ და მიულოცნეს, |
Verse: b | მზემან შუქი შეაყენა, | თვალთა გახმა მათ ეოცნეს, |
Verse: g | ვერა სცნეს რა, ვითა რეტმან, | თვალნი საჴლით მოიჴოცნეს, |
Verse: d და | პირი მიწას გააერთეს, | მათ თაყვანი უსამოცნეს. |
Verse: a | დასხდეს მდიდარნი სალხინოდ, | მხლებელნი მზე-და-მთვარისა, |
Verse: b | მივიდეს პირ-მზე საყენი, | მსმეველნი ხოშგოვარისა, |
Verse: g | ბროლისა მინა ჴელთ ჰქონდა | და თასი ლალ-გოარისა, |
Verse: d და | მათ გაიგრძელეს ნადიმი | მსგავსად მუნ თურქთა გვარისა. |
Verse: a | ლხინად ისხდეს ერთსა სწორსა, | იმღერდეს და სვეს და წართნეს, |
Verse: b Page of Ms. A: 36 | მუტრიბთა და მეჩანგეთა | ჩანგ-ბარბითნი მოემართნეს, |
Verse: g | მგოსანთა და მუშაითთა | მათ სალხინოდ ნება დართნეს, |
Verse: d და | მუნ ქალ-ყმათა ერთად მჭვრეტთა | ლხინი ლხინზედ დაესართნეს. |
Verse: a | ბრძანა, გახვნეს მოლარეთა | ზარდახშანი შეუძრავი, |
Verse: b | ლალ-გოართა გასაცემლად | კოდი დადგეს ასაწყავი; |
Verse: g | მათ უბოძა თურქთა მზემან | საბოძვარი უთვალავი, |
Verse: d და | ლარი, მისგან ნაბოძები, | ვერ დასთვალეს ასის თავი. |
Verse: a | მას დღეს ფასსა არა სდებდა | ლალ-გოარსა მუნ დალალი, |
Verse: b | ლხინთა მზმელთა ღვინის სმითა | დაემართა ერთობ ძალი: |
Verse: g | დაითვრეს და მათგან ერთი | არვინ დარჩა დაუმთვრალი, |
Verse: d და | გავლეს კარი ერთობილთა, | მარტო დარჩეს ყმა და ქალი. |
Verse: a | გარდეხვივნეს ერთმანერთსა, | ყმა ქალსა და ქალი ყმასა, |
Verse: b | ვარდნი ერთად შეაწებნეს, | აპირებდეს ლხინთა ზმასა; |
Verse: g | მის ყმისავე შესაპყრობლად | ყელს ახვევდა გიშრის თმასა, |
Verse: d და | წამწმით გული მოელახვრა, | უპირებდა სისხლის ღვრასა. |
Verse: a | მას ღამესა შეეხვია | მეფე ვარდსა გაუშლელსა, |
Verse: b Page of Ms. D: 142 | მზისა ხლება, ვით მთვარესა, | უნათლებდა გულსა ბნელსა; |
Verse: g | ვარდსა ჰკრეფდა უეკლოსა, | უშლელსა და მოუფრჩქვნელსა, |
Verse: d და | ცეცხლსა, სწრაფად მომდებარსა, | ზედ ასხემდეს წყალსა ნელსა. |
Verse: a | ხანი გამოჴდა ღამისა, | გაგზავნეს მანის მჴმობელი, |
Verse: b | ბრძენი ეახლა მეფესა, | არ იყო მისი მგმობელი, |
Verse: g | სიტყვა-მპოვნელი მერამლე, | ცად ვარსკვლავებთა მცნობელი, |
Verse: d და | ფარდასა უკან მუნ იყო | უცხოს ამბისა მბობელი. |
Verse: a | მივიდა და მანი ბრძენმან | ენა მორთო მათთვის ქებად: |
Verse: b | "ჴამს მეფეთა ყურს საყურნი | გაეყარნეს თქვენდა ხლებად, |
Verse: g | თუმც ეღირსოს თქვენი ხლება, | კმარის მათთვის გულ-სადებად"; |
Verse: d და | ჰკადრა ქება შესაფერი | ბრძენმან სრულმან არ ნაკლებად. |