TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 12
Previous part

Chapter: XI  
მეორის იყლიმის ხელმწიფის ქალისას ყვითელს დარბაზში მანი ბრძენისაგან ბარამ ხელმწიფეს წინაშე ამბის მბობა.



Strophe: 267  



Verse: a        ინდოეთს მეფე მაღალი   იყო ღვთისაგან სვიანი,
Verse: b     Page of Ms. A: 37     გლახაკთ მოწყალე, მდაბალი,   გულ-უხვი, საქონლიანი,
Verse: g        მებრძოლთ მძლეველი, მდიდარი,   მამაცი ერთობ, ჴმლიანი,
Verse: d     და   მადიდებელი უფლისა,   ზნე-სრული, სამართლიანი.


Strophe: 268  



Verse: a        მას ვაჟი ჰყავდა, სიტურფით   მთვარე მას ვერ ედრებოდა,
Verse: b        უხვი, ჯომარდი, მოლხინე,   კაცს მასთან გაეძლებოდა;
Verse: g        მისი სიშორე ვერ გასძლის,   ყმას ვინ რომ ერთხელ ხლებოდა,
Verse: d     და   მისთა ვერ-მჭვრეტთა მის ყმისა   სიახლე ენატრებოდა.


Strophe: 269  



Verse: a        მას აქებდეს სიბრძნით, ჭკუით,   ლომსა სჯობდა მეომარად,
Verse: b        ომის დღესა პილოტანსა   არ აქებდეს მისად დარად;
Verse: g        ომი რაზმთა მრავალ-კეცთა   მას მიაჩნდა ომად არად,
Verse: d     და   არ დაჰრიდის სიმრავლესა,   შეუტევდის მდგომთა ჯარად.



Verse: n.b     
პილატონსა D.
Verse: n.g     
კვლაცა რაზმი მრავალკეცი D.



Strophe: 270  



Verse: a        ჰომაინ ერქვა სახელად   მას ყმასა ყოვლად-ქებულსა,
Verse: b        ალხენდის მისის ჭვრეტითა   ჰინდოთა სახელდებულსა,
Verse: g        გულ-უხვად მისცის მხლებელთა   და მისსა ვალ-დადებულსა,
Verse: d     და   მოყვასთ სწყალობდის, კვლა მტერთა   ამყოფებს ვაგლახებულსა.



Verse: n.d     
მოყვასთ _ მეყვესთ A.
Verse: n.g     
მისთა ვალდებულთა AD.



Strophe: 271  



Verse: a        ჰინდოთა ჯარნი ყოველნი   იქმოდეს მისსა ნებასა,
Verse: b        მისნი მტერნი და მეყვისნი   მას შეასხმიდეს ქებასა;
Verse: g        შვიდთა იყლიმთა მეფენი   ნატრობდეს მისსა ხლებასა,
Verse: d     და   თქვეს მისთა მჭვრეტთა: "საწუთრო   არ ღირსა მისსა ვნებასა".


Strophe: 272  



Verse: a        ახლდის ყმანი თანშეზრდილნი,   ბურთობდეს და ნადირობდეს,
Verse: b     Page of Ms. A: 38     შემოიქცის, დარბაზს დახვდის   დიდებულნი, ვინცა ჰყმობდეს;
Verse: g        ღამე ბნელი გაათენის,   ლხინობდეს და ზარიფობდეს,
Verse: d     და   მუტრიბნი და მეჩანგენი   უკრევდეს და ტკბილად ჴმობდეს.


Strophe: 273  



Verse: a        სმისგან კიდე სხვა ნაღველი   არა ჰქონდა გულსა მისსა,
Verse: b        პატივს სცემდის ჰინდოელთა,   ვითა ძმას და ვითა თვისსა;
Verse: g        ჯერ მას ჭირნი არ ენახნა,   არ ნაღვლობდა არავისსა,
Verse: d     და   კვლა მიჯნურთა ვერა სცნობდა,   ვერ რამინს და ვერცა ვისსა.



Verse: n.a     
სმისგან _ მისგან A.



Strophe: 274  



Verse: a        ჭკვა დაუგმის, ოდეს ნახის,   კაცი რომე სევდას სდევდის,
Verse: b        ანუ ვისცა მიჯნურობა   საყვარელთა გულს უკლევდის,
Verse: g        ვისთვის ცეცხლი ვის ედების,   ვის საჴმილი ვისი სწვევდის,
Verse: d     და   მათ ჰგმობდის და მათ უძრახის,   მათს საქმესა ჴელთ იხვევდის.



Verse: n.d     
მათ გმობდა და მათ ძრახევდა D.



Strophe: 275  



Verse: a        ყმა გათავდა ოცის წლისა,   სრულ-ქნა ღმერთმან ყოვლის ზნითა,
Verse: b        ჴელს უწყობდა ჰინდოთ მეფე   მას ყოვლითა საუნჯითა;
Verse: g        გარს ეხვივნეს ჰინდოთ ჯარი,   იხარებდეს ლხინთა ზმითა,
Verse: d     და   მას უქებდა ყოვლი კაცი   სიბრძნე-ჭკუას მაღლის ჴმითა.



Verse: n.d     
უქებდეს A.



Strophe: 276  



Verse: a        დღესა ერთსა ლხინსა ზმიდა,   წინ ნადიმი გაეშალა,
Verse: b        გვერდს ეახლნეს დიდებულნი,   ჰინდოელნი სპანი ყვალა;
Verse: g        უბოძებდა დიდებულთა,   გლახაკნიცა შეიწყალა,
Verse: d     და   მხლებელთა და მისთა მჭვრეტთა   გული სევდით დაეცალა.


Strophe: 277  



Verse: a        ლხინი გათავდა, წავიდნენ   კვლა დიდებულნი ჰინდონი,
Verse: b        მისთა გაყრილთა მიჰქონდა   მათ თავი დასაწინდონი;
Verse: g        ჰომაინს უყო სოფელმან   საქმე გულის საბინდონი, _
Verse: d     და   ჰე, ნიადაგმცა მისებრ   ტირს ყოვლი სოფლისა მიმდონი.



Verse: n.g     
გულისა ბინდონი A; გულისა ბინდანი D.



Strophe: 278  



Verse: a        მოისვენა მას ღამესა,   გაათავეს ლხინი ოდეს,
Verse: b        კვლაცა კაცსა, ლხინთა მზმელსა,   ძილი რადმცა დაეგმოდეს?
Verse: g        ყმას ეზმანა სიზმრად, რომე   უცხო მგზავრნი მოდიოდეს;
Verse: d     და   კვლაცა მისთვის გულ-სადაღად   ერთხელ ნახვა მათი კმოდეს.



Verse: n.b     
ძალი ვითმცა დაეგმობდეს A.



Strophe: 279  



Verse: a        მას ქარავანსა ეახლნეს   აქლემნი დატვირთულები,
Verse: b        კუბოსა მსხდომნი მიჰყვანდა   მათ მზენი დაკაზმულები,
Verse: g        მათთა მნახავთა გულისა   არ გაუმთელდის წყლულები,
Verse: d     და   ღაწვთა სხივთაგან მჭვრეტელთა   გული არ ჰქონდა ულები.



Verse: n.b     
მოჰყვანდა D.
Verse: n.d     
ჰქონდის D.



Strophe: 280  



Verse: a        ჰომაინ მგზავრთა ამბავსა   ჰკითხავს, კვლა წადგა წინარე;
Verse: b     Page of Ms. A: 39     ნახა მნათობი ქვეყნისა   კუბოსა მჯდომი, მძინარე;
Verse: g        გამოეღვიძა, კვლა იყო   იგი მზე თვალთ უჩინარე,
Verse: d     და   სწვავს ცეცხლი მისსა გაყრილსა,   ზის თვალთათ ცრემლთა მდინარე.



Verse: n.g     
გამოეღვიძნეს AD.
Verse: n.d     
თუალთად A, თვალთა D.



Strophe: 281  



Verse: a        გამიჯნურდა გული მისი,   ცრემლთა ღვრასა ვერა სთმობდა,
Verse: b        გაეკვირნეს მისს საქმესა   მას მხლებელნი ვინცა ჰყმობდა;
Verse: g        არ იბურთის მხიარულად,   ყმათ სალხინოდ არ იჴმობდა,
Verse: d     და   მასცა მუნვე წაეკიდა,   რასაც იგი სხვათა ჰგმობდა.


Strophe: 282  



Verse: a        გამზრდელნი და თანშეზრდილნი   გვერდს ახლდეს და სჭამდეს ჭირსა;
Verse: b        "გვიამბეო, რა გჭირს, ანუ   რა გეზმანა სიზმარ გმირსა?
Verse: g        სევდა რამცა შემოგყრია,   თვალი თქვენი თვით რად ტირსა? "
Verse: d     და   ოდენ ეს თქვა: "ვით ვალხინო   გულსა, მისგან დანაგმირსა? "



Verse: n.b     
რა გეზმანა აწე ძილსა D.



Strophe: 283  



Verse: a        თქვა: "ვნახე უცხო სიზმარი,   არ ითქმის კაცთა ენითა;
Verse: b        კუბოსა მჯდომი მზე მნათი,   თვით ჩამოსრული ზენითა;
Verse: g        წამიღო გული, გონება   მზემან შუქ-მონაფენოთა,
Verse: d     და   აწ მკლავს მე მისი სურვილი,   მითქვამს ვით, მიაჯენითა."



Verse: n.b     
მნათი _ ვნახე A. ზენითა _ მზე ვითა D.
Verse: n.d     
მეაჯენითა D.



Strophe: 284  



Verse: a        ჰომაინ ბრძანა: "ესოდენ   ვნახე სიზმარი ღამისა,
Verse: b     Page of Ms. D: 143    გამომეღვიძა, კვლა თვალნი   დავხუჭნე მასვე წამიათი
Verse: g        ოდეს ვერ ვპოვე იგი მზე,   სიცოცხლე არ მიამისა,
Verse: d     და   უმისოდ ვახლავ სიკვდილსა,   სული მას ახლავს გვამისა.



Verse: n.b     
გამომეღვიძნეს AD.



Strophe: 285  



Verse: a        "ვჰგმობდი ყოველთა მიჯნურთა,   მათთავე მიჯნურობასა,
Verse: b        არ მოველოდი სახელსა   ჩემსა მიჯნურად ჴმობასა;
Verse: g        აწ მე მივეცი უთუოდ   მათ მიჯნურთავე გმობასა,
Verse: d     და   მისი მწვავს გულსა საჴმილი,   ვისსა არ ველი ცნობასა."



Verse: n.a     
ყოველსა მიჯნურსა D, ყოველთა მიჯნურსა A.
Verse: n.g     
მათ მიჯნურთავე _ მათვე მიჯნურთა D.



Strophe: 286  



Verse: a        გამზრდელთა ჰკადრეს: "სიზმარი   არა სწამს ჭკუის მყოფელსა,
Verse: b        ქაჯნი გრძნობენ და გრძნეულთა   გრძნება არს ამა სოფელსა;
Verse: g        ჭკვას შეუცვლიან გრძნეულნი,   აიყოლებენ რომელსა,
Verse: d     და   ჴამს არ მიყოლა მაცდურთა   კაცსა თავ-დაუგმობელსა."


Strophe: 287  



Verse: a        ჰკადრეს: "მნათობნი ყოველნი   შენ სახელდობით გხადიან,
Verse: b        ზრდა სჭირს მათ სიყვარულისა,   გულს სევდა გაუკვლადიან;
Verse: g        ვით ხელი, ველად გაჭრილი,   ნადირთა თანა დადიან,
Verse: d     და   ცად მზე ვერ გეტყვის უარსა,   თუ შერთვა მისი გწადიან."



Verse: n.a     
შენ _ თქუენ D.
Verse: n.g     
ველად _ მინდორს D. გაჭრილნი AD.



Strophe: 288  



Verse: a        "მგზავრი ვინ იყო მნათობი,   ანუ ამბავი თქვა რისა,
Verse: b     Page of Ms. A: 40     ქეშვარსა უფლობს რომელსა,   მზე არის ვისის გვარისა,
Verse: g        პატრონი არის რომლისა   მზე, მთისა ანუ ბარისა?
Verse: d     და   მუნ უშენოსა არ მიჰხვდეს,   მჯობიცა იყოს მთვარისა."



Verse: n.g     
"არის" გამოტოვებულია A-ში.



Strophe: 289  



Verse: a        ბრძანა: "ვერ ვჰკითხე მათ მგზავრთა:   მზე არის ვისის გვარისა?
Verse: b        ეს ოდენ ვიცი _ სიტურფე   მას ჰქონდა მზე-და-მთვარისა;
Verse: g        გულსა ლახვარი დამესო   მის მზისა უჩინარისა,
Verse: d     და   გემო ვიხილე გაყრისა,   ვით სამსალისა მწარისა."



Verse: n.a     
ვჰკითხე _ ვკადრე D.
Verse: n.g     
მის _ მუნ D.



Strophe: 290  



Verse: a        ჰკადრეს ყმათა: "თუცა ოდენ   ვცნათ სამყოფი მუნვე მზისა,
Verse: b        ვიაზროთმცა, სად არს იგი,   მცნობი ვიყვნეთ ანუ გზისა,
Verse: g        გვმართებს ძებნა ჩვენ მის მზისა,   ვისი დაღი გულსა გწვისა,
Verse: d     და   შენთვის თავი სასიკვდილოდ   მიგვაჩნია დარად ბზისა."



Verse: n.b     
ვიაზრომცა A, ვიაზროდმცა D.
Verse: n.g     
გწვისა _ გზისა D.
Verse: n.d     
ბზისამზისა D.



Strophe: 291  



Verse: a        "შვიდთა იყლიმთა მეფობა   ღმერთს შენთვის უბოძებია,
Verse: b        დღეს-აქანამდის წყალობა   შენგან არავის ჰკლებია;
Verse: g        შვიდთავე ვსთხოვოთ ასული,   შენთვის არ დასაკლებია,
Verse: d     და   მიჰხვდე გულისა წადილსა,   მათთვის გულ-დასადებია."



Verse: n.a     
აქანამდინ D: არვისა A.



Strophe: 292  



Verse: a        "ნუღარ იდენ თვალთა ცრემლსა,   მოაშორვე გულსა სევდა,
Verse: b        ნუ იგონებ არა-გვანსა,   ეშმაურსა რად აჰყევ, და
Verse: g        ვისთვის კვდები, ვისთვის ბნდები,   ვის საჴმილი ვისი გწვევდა?
Verse: d     და   ძნელი არის მისი პოვნა,   ვისი სევდა გულს გიკლევდა."


Strophe: 293  



Verse: a        კვლა ჰომაინს მოეწონა   მუნ გამზრდელთა ნაუბარი;
Verse: b        თქვა: "ჩვენ გვმონვენ ქვეყნიერნი,   ჩვენ გვაქვს ყოვლი მთა და ბარი.
Verse: g        აწ გავგზავნოთ ყოვლგნით კაცნი,   მცდელნი, ტკბილად მოუბარი,
Verse: d     და   ღმერთმან ქნას, და მათ იპოონ   იგი ტურფა, მზისა დარი".


Strophe: 294  



Verse: a        ბრძანა, მოასხეს მნახველნი   ქვეყნად მთისა და ბარისა,
Verse: b        მათ წყალობისა იმედი   უბრძანა მრავალ-გვარისა;
Verse: g        ყოვლგნით გაგზავნნა სარჰანგნი   ძებნად მუნ მზისა დარისა,
Verse: d     და   მათ ჰკადრეს: "ჴამს, რომ გათავდეს   ბრძანება შარიარისა."


Strophe: 295  



Verse: a        წავიდეს და წლამდის ძებნეს,   მზე ვერ პოვეს უჩინარი,
Verse: b     Page of Ms. D: 144    ქვეყნად ყველა მოიარნეს   მათ ნახულნი მთა და ბარი;
Verse: g        ვერ შეიგნეს მზის სამყოფი,   ვერ სახელი, ვერცა გვარი.
Verse: d     და   შემოიქცეს მუნვე გარე   კაცნი, ამბის მიუმხვდარი.



Verse: n.b     
ყველა _ სრულად D.



Strophe: 296  



Verse: a        კვლა ჰომაინს მოაჴსენეს   დიდებულთა მათი ხლება,
Verse: b     Page of Ms. A: 41     ძებნა მზისა მათგან წლამდის,   სამსახურთა არდაკლება,
Verse: g        მათ რომ ჭირნი მოენახნეს,   თქვეს: "გვიკვირსო მათგან ძლება;"
Verse: d     და   კვლაცა მათი ჭირნახული   ჩვენგან ვითმცა დაითვლება?



Verse: n.a     
ხლება _ კლება D.



Strophe: 297  



Verse: a        ჰომაინს წინა მიასხეს   უცხო ამბისა მბობელნი,
Verse: b        თქვეს: "წლამდის ვძებნეთ, ვიყვენით   კვლაცა ძილისა მთმობელნი,
Verse: g        ჩუმად ვიკითხეთ ამბავი,   ვიყვით ჴმა-მაღლა მჴმობელნი,
Verse: d     და   კაცი ვერ ვნახეთ მნახველი,   ვერცა ამბისა მცნობელნი."


Strophe: 298  



Verse: a        ჰომაინ თქვა: "მართლად უთქვამს,   სიზმარია ცრუ და მავნე;"
Verse: b        თქვა: "მაცდურთა მოჩვენება   ქვეყნად ვითმცა გავათანე?
Verse: g        ვით მაცდუნეს მე მაცდურთა,   ჭკუით ბრძენთა დავედავნე,
Verse: d     და   თავს ვაბრალებ, რაცა მე   ვქენ, მიუმხვდრობით დავაშავნე."


Strophe: 299  



Verse: a        გააძო სევდა გულისა,   კვლავ ლხინსა ზმიდა შვებითა,
Verse: b        კიდევ შეექნა ზიემი   ჰინდოთა მისის ხლებითა;
Verse: g        მუნ სიხარულსა მიეცნეს,   მით იყვნეს გულ-დადებითა,
Verse: d     და   იყვნეს მეყვისნი მოლხინე   და მტერნი გულ-დაკლებითა.



Verse: n.a     
გულითა A.
Verse: n.g     
მუნ _ ყმა D; მითკვლა D.
Verse: n.d     
მეყვესნი A, მოყვასნი D; მოლხინე _ ლხინთა ზმით D.



Strophe: 300  



Verse: a        ყმას დავიწყდა მიჯნურობა,   კვლაცა სევდას აღარ სდევდა,
Verse: b        არ იდენდის თვალთათ ცრემლსა,   არ ოხრევდა, არ ახევდა;
Verse: g        არ აჴსოვდა ღაწვთა ელვა,   გულს საჴმილი არა სწვევდა,
Verse: d     და   ლხინობდის და ნადირობდის,   დიდებულთა გარს იხვევდა.



Verse: n.a     
ყმას _ მას (??); კვლა სევდასა D.



Strophe: 301  



Verse: a        ხანი გამოჴდა, კვლავ ნახა   სიზმარი ვაჟმან არ ავმან,
Verse: b        აცნობა თავი მას ყმასა   ქალმან, თავისა მკრძალავმან;
Verse: g        შუქი შეადგა მიჯნურსა   მზემან თავ-დაუფარავმან,
Verse: d     და   წაუღო გული, გონება   მას ყმასა, ვითა მპარავმან.



Verse: n.a     
ვაჟმან _ ყმამან A.
Verse: n.b     
ქალმან _ მზემან A.



Strophe: 302  



Verse: a        ნახა, რომე ტახტზედ მჯდომი   ქალი ნათობს, ვითა მთვარე,
Verse: b        გაენათლა სრა-საჯდომი   მისსა შუქსა, იგი არე;
Verse: g        მორცხვად ყმასა ეუბნების   ქალი, ტკბილად მოუბნარე,
Verse: d     და   თქვა თუ: "მზესა შეეყარე,   ანუ სრულად დასთმე ბარე."


Strophe: 303  



Verse: a        ჰომაინ ჰკადრა მნათობსა:   "ცნობა მწადს მზისა გვარისა,
Verse: b        აგრევე ვცნამცა სახელი,   ვძებნო სამყოფი მთვარისა,
Verse: g        კვლა გამიცხადდეს სიახლე   ნაზისა, ჴმა-ნარნარისა,
Verse: d     და   მეღირსოს სმენა სიტყვისა,   ბულბულებრ მოუბნარისა."


Strophe: 304  



Verse: a        "შენ გეახლო სიკვდილამდის,   შენ გიცნობდე მზისა დარად,
Verse: b     Page of Ms. A: 42     შენ გმონებდენ ჰინდოელნი,   შენ გიჴმობდენ თვით სადა, რად?
Verse: g        შენ გგულობდენ ქვეყნის მნათად,   ვერ გამოჩნდეს მზე სადარად,
Verse: d     და   შენთა მჭვრეტთა შენად მსგავსად   მზე აჴსენონ არსად არად."


Strophe: 305  



Verse: a        ქალმან უბრძანა: "თუცაღა   შეყრა გწადს მზისა დარისა,
Verse: b        ჴამს, რომე დასთმო მეფობა   და პატრონობა ჯარისა,
Verse: g        სძებნო ნათელი უფლისა,   თვით ხარ მოსავი ჯვარისა,
Verse: d     და   მაშინღა ჰპოვო ნიშანი   მის უებროსა გვარისა".



Verse: n.d     
უებროსა _ უბეროსა A.



Strophe: 306  



Verse: a        ეს ოდენ ჰკადრა ჰომაინს,   სხვად არად იყო მჴმობელი,
Verse: b        უჩინო იქმნა თვალთაგან,   ტკბილად ამბისა მბობელი;
Verse: g        გამოეღვიძა, არ იყო   დიდხანს თავისა მცნობელი,
Verse: d     და   ჴელთ აღარ მისცა სურვილმან   ყმას თავი დაუგმობელი.



Verse: n.g     
გამოეღვიძნეს AD.



Strophe: 307  



Verse: a        ჴმა-მაღლა მოსთქვამს მზეობით,   ტირის ცრემლითა ცხელითა;
Verse: b        თქვა: "მზეო, შენი ვერ-მჭვრეტი,   მე ვტირ გულითა ბნელითა;
Verse: g        ჴამს გაჭრა ჩემგან მინდორად   ამა გულითა ხელითა,
Verse: d     და   ნუთუ არ მოვკვდე შეყრამდის   სატანჯველითა ძნელითა."



Verse: n.b     
ბნელითა _ ქველითა D.
Verse: n.g     
ხამს გამოვიჭრა საძებრად D.
Verse: n.d     
მოჰკუდე A.



Strophe: 308  



Verse: a        რად ენატრების სამოთხე,   მზევ, ცხადად ვინც რომ გხლებია,
Verse: b        სიზმარ-ნახვა და შორს ყოფნა   ჩემთვის რა გასაძლებია?
Verse: g        წუხს შეყრისათვის მიჯნური,   გაყრა თვით დაუკლებია,
Verse: d     და   მიჯნურთა წყლული გულისა   აროდეს გამსთელებია."



Verse: n.d     
გასამთელებთა D.



Strophe: 309  



Verse: a        "გამიჯნურდა სიზმარ-ნახვით,   ცხადად უნდა გულსა ხლება,
Verse: b        მოგცე ხელმან დასადაღად,   თუ სადაღსა გულს ახლბა;
Verse: g        ეჰა დამწვი დაღზედ დაღი,   წყლულთა უნდა გულს ახლება,
Verse: d     და   მზეო, შენთა სიყვარულთა   მიწყივ მართებს გულ-სახლება."


Strophe: 310  



Verse: a        გამოეღვიძნეს მხლებელთა,   მას ყმასა ვინ რომ ხლებოდეს,
Verse: b        ვითა ფარვანა სანთელსა,   ყმას თავსა გარ-ევლებოდეს;
Verse: g        "გვითხარო, რა გჭირს", მხლებელნი   მას ყმასა ეაჯებოდეს,
Verse: d     და   მისთა მჭვრეტელთა მისებრი   მათცა ჭკვა შეეცვლებოდეს.



Verse: n.d     
მათცა _ თვითმცა D.



Strophe: 311  



Verse: a        ყმას არ ესმოდა მათი ჴმა   და არცა საუბარია,
Verse: b        დაგლიჯა ბაღი ვარდისა   მელნისა ღვარმან, დარია,
Verse: g        ცრემლისა ღვართა ნადენი   წინა უთქს ნაგუბარია,
Verse: d     და   შიგან მელნისა ნაგუბსა   ცურვენ ჰინდოთა ჯარია.



Verse: n.a     
ყმას _ მას D.
Verse: n.b     
დაგლიჯნა A, გაგლიჯნა D; ბაღი _ ბალი A.
Verse: n.g     
ცრემლისა _ მელნისა A.



Strophe: 312  



Verse: a        ჭმუნვა შეექნა მხლებელთა,   კვლა გულსა ეუბნებოდეს;
Verse: b     Page of Ms. A: 43     ხელი ხელ-ქმნილსა საუბრად   ცხადად ეგრევე ხლებოდეს;
Verse: g        ჴამს, საყვარელსა მიჯნური   სცნობდეს და მისთვის კვდებოდეს,
Verse: d     და   თქმულა: "მკურნალი გაჰკურნებს,   თუ სენსა მიუხვდებოდეს".



Verse: n.b     
ხელი _ იგი D.
Verse: n.g     
ჴამს _ მას D.



Strophe: 313  



Verse: a        მზე მიჯნურობს, გულსა ლახვრად   ებედოსმცა დანა მას რად,
Verse: b        ანუ გულსა გაუდრეკსა   ვით შებედა დანამ ასრად,
Verse: g        ბროლ-ბალახში, ია-ვარდი   ინებებსმცა დანამას რად,
Verse: d     და   ჰკლავს სურვილი უნახავად   ან იმას რად და ან მას რად?


Strophe: 314  



Verse: a        თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით   ღამე ბნელი გაათენა,
Verse: b        მისთა მჭვრეტთა სასაუბროდ   კვლაცა მორთეს მისთვის ენა:
Verse: g        "ბედითად სჩანს საყვარელსა   უსარგებლოდ ცრემლთა დენა,
Verse: d     და   მართებს კაცსა გონიერსა   მამაცურად ჭირთა თმენა".


Strophe: 315  



Verse: a        ჰკადრეს: "ზმანებით უშრეტი   გწვავს გულსა მზისა სამალი,
Verse: b        ვით გეაჯებით, ისმინე   ჩვენგანვე ნააჯამალი:
Verse: g        იდუმალ, კაცთა ნამალად,   ვძებნოთ სევდისა წამალი,
Verse: d     და   ბრძენთაგან თქმულა: მიჯნურთა   სჯობს მიჯნურობა ნამალი."



Verse: n.a     
ზმანობით D.



Strophe: 316  



Verse: a        კვირა ერთ იყო მტირალი,   უცნობოდ მყოფი კაცისა;
Verse: b        ჰკადრეს მხლებელთა: "ხელობა   წესი არს არ მამაცისა.
Verse: g        ეგრე ვით გმართებს ხელობა,   თუმც იყოს იგი მზე ცისა?
Verse: d     და   თქმულა: არა ჴამს მიყოლა   კაცთაგან თვით დიაცისა."



Verse: n.a     
კვირა _ კულა A.



Strophe: 317  



Verse: a        მათ უბრძანა ყველა სრულად,   რაც სიზმარი მას ენახა;
Verse: b        თქვა: "ვნახეო ჩემი მკვლელი",   მუნ მტირალმან სულთქმით ახა;
Verse: g        ღაწვთა შუქი, ელვა მკრთომი,   გულსა ნათლად ჩამესახა,
Verse: d     და   ვთქვი თუ: ლხინზედ შემეცვალა,   რაც რომ ჭირი მომენახა."



Verse: n.a     
ყველა სრულად - ყველაკაი D.
Verse: n.d     
შემეცვალნეს ჭირნი AD.
Verse: n.d     
რითმა არის "ახნეს".



Strophe: 318  



Verse: a        ვინ შეყარნა საყვარელნი   გაყრა ვითმცა დააწესა?
Verse: b     Page of Ms. D: 145    მაშინ ცეცხლსა დაუშრეტსა   მიჯნურთ გული დააწესა;
Verse: g        გულს კურნება არ ეღირსა,   წყლულს სამსალა დააწ ესა!
Verse: d     და   ოდენ მიჩნდა ჩემად ლხინად   მისი ხლება, და აწ ესა?"



Verse: n.b     
დააწვესა AD.



Strophe: 319  



Verse: a        თქვა: "მნათობსა შევეყარე,   მან მზეობა ვით იკადრა?
Verse: b        წამ ერთ მზისა შუქთა მჭვრეტსა   მთვარეს პირი მოებადრა;
Verse: g        რად მიდგს სული მე უმისოდ,   ანუ მისებრ ვნახი სად რა?
Verse: d     და   ვჰკადრე სიტყვა შესატყობი,   მან მიბრძანა არ ავად რა!"



Verse: n.g     
მიდგს _ მითქს A.



Strophe: 320  



Verse: a        შევჰკადრე მზესა მნათობსა:   "თურე შენთვის მოუცია
Verse: b     Page of Ms. A: 44     ამად, რომე შუქსა შენსა   სრულ სამყარო მოუცია;
Verse: g        ხელსა შენსა გასამჩვენოდ   ვარდსა ზედან მოუც ია,
Verse: d     და   აწ, გლახ, მზისა ვერამჭვრეტსა   გულს ლახვარი მოუცია."



Verse: n.a     
შეუეკადრე A, შევეკადრე D.



Strophe: 321  



Verse: a        რაც მზემან ჰკადრა, ყველაი   მათ გააგონა ენითა,
Verse: b        მუნ სიხარულსა მიეცნეს   მისის ამბისა სმენითა;
Verse: g        "ნუ თუ მზე ვპოვოთ მნათობი,   მუნვე შუქ-მონაფენითა,
Verse: d     და   აროდეს მიჰხვდეს სიამე   მიჯნურთა ცრემლთა დენითა."



Verse: n.g     
ჰპოვოთ A.
Verse: n.d     
სიამე _ ამება A.



Strophe: 322  



Verse: a        ჰკადრეს: "შენგან აღარა ჴამს   უსარგებლოდ ცრემლთა დენა,
Verse: b        მართებსკაცსა გონიერსა   გამზრდელთაგან სიტყვის სმენა;
Verse: g        ნება დაგვრთე, ჩვენ, მხლებელთა,   რაცა გკადროთ იგი ქენა,
Verse: d     და   წავალთ მზისა საძებნელად,   გზას განგება მოგვცემს ზენა."


Strophe: 323  



Verse: a        "ბრძენთა თქვეს თუ სიზმარ-ნახვით   არ ეგების გაჭრა ველად,
Verse: b        ამად, რომე სიზმარ-ნახვა   გაცხადდების კვლაცა ძნელად;
Verse: g        ნუღარ იდენ თვალთათ ცრემლსა,   ნუ იგონებ თავსა ხელად,
Verse: d     და   ღმერთმან ქნას და საწადელი   აგისრულდეს გაურჯელად."



Verse: n.b     
"ბრძენთა თქვეს თუ სიზმარ ნახვა გაცხადდების კვლაცა ძნელად სიზმარ ნახულ მიჯნურთაგან არ ეგების გაჭრა ველად D.



Strophe: 324  



Verse: a        ჰომაინ ბრძანა: "ჰე ძმანო,   ვისმინე თქვენგან თქმულები;"
Verse: b        თქვა: "მაშინღა ჴამს მოთმენა,   თუ გული მქონდეს ულები.
Verse: g        ჴამს, დავთმო მისთვის მეფობა   და ჩემი ლხინთა ზმულები;
Verse: d     და   ველად გაჭრა ჴამს მიჯნურთა,   მზეს მეფედ აქ ვეგულები."


Strophe: 325  



Verse: a        "სჯობს, რომე ერთად მივჰმართოთ,   მზემან გვანიშნა რომელი,
Verse: b        ვილოცოთ, ღმერთსა ვევედროთ,   ვით შეყრისა ვართ მდომელი;
Verse: g        გლახაკზედ გავსცეთ მრავალი,   გონება-მიუწვდომელი,
Verse: d     და   კვლა ლოცვისა ვთქვათ მიზეზი,   საქმე ვქნათ მიუხვდომელი."



Verse: n.a     
მზემან _ მზესა D.



Strophe: 326  



Verse: a        "ვსთხოვოთ მკურნალსა კურნება   სევდისა მეტის-მეტისა,
Verse: b        მას შეუძლია დავსება   ცეცხლისა დაუშრეტისა,
Verse: g        ვით ვართ მოაჯე წინაშე   ღმერთსა მის მზისა ჭვრეტისა,
Verse: d     და   ნუ თუ გვეღირსოს უღირსთა   ხილვა ნათლისა სვეტისა!"



Verse: n.g     
ღვთისა D.



Strophe: 327  



Verse: a        დაასკვნეს ესე პირობა   მუნ პატრონ-ყმათა ჭკვიანთა,
Verse: b        ფიცეს, რომ ესე ამბავი   არ ანდონ ადამიანთა;
Verse: g        "აწ ავემზადნეთ ჩვენ წასვლად,   მართებდეს ვით ჯანიანთა,
Verse: d     და   ჰინდოთა ჯართა მოვიჴმობ   მამაცთა, კვლაცა ჴმლიანთა."



Verse: n.g     
ვით ჯანიანთა - ვითა ჰაჯინთა A.



Strophe: 328  



Verse: a        მან მოიჴმო ვაზირთაგან   ერთი ბრძენი გონიერი;
Verse: b     Page of Ms. A: 45     მეფეს ჰკადრა: "სვიანადმც არს   ცათა სწორი შარიერი,
Verse: g        სჯობს სოფლისა მოსაგებსა   საუკუნე ათასჯერი,
Verse: d     და   სჯერან ყოვლნი გონიერნი   ამ საქმესა, ყრმა და ბერი."


Strophe: 329  



Verse: a        "სიზმარ-ვნახე სახლი ღვთისა,   სამოთხესა დავადარე,
Verse: b        აწ ფარმანსა გეაჯები,   ვაზირი მყავს მემუდარე,
Verse: g        აჯა ჩემი შეისმინე   სადიდებლად მისკენ მარე,
Verse: d     და   ნუ თუ ღმერთმან არ გამწიროს,   კვალად მასვე მიმაბარე."



Verse: n.b     
ფარვანსა D; გიაჯების A.
Verse: n.d     
გაგვწიროს A.



Strophe: 330  



Verse: a        "მოკლეა შვება სოფლისა   ჟამ პირველ სიტკბოებისა,
Verse: b        პირველ ლხინი და სიამე   მისგან არ დააკლდებისა;
Verse: g        კვლა სატანჯველსა მიუპყრობს   ბოლოდ კაცს, ნაცვლად შვებისა,
Verse: d     და   აქნევს უგვანსა ბოროტსა,   მას ზედვე წაეგებისა."


Strophe: 331  



Verse: a        "ბრძენთა თქვეს თუ სალოსობა   ვაჟსა კაცსა ეფერების,
Verse: b        ოდეს კაცი დაუძლურდეს,   მისგან ლოცვა არ ეგების;
Verse: g        კაცი ლხინსა ვერ მოიშლის,   სიკვდილამდის თუ გაჰყვების,
Verse: d     და   ვერ გარდიჴდის ბრძანებულსა,   თავსა ვალად დაედების."


Strophe: 332  



Verse: a        "ვცან, მეფეო, ყოვლი საქმე   საწუთროსა ვარგა არად,
Verse: b        ეს სოფელი გონიერსა,   ჴამს, უღირდეს ბზისა დარად,
Verse: g        კვლა სოფლისა სიამესა   ვესათნოო მე აღარად,
Verse: d     და   მოვიქცევი სინანულად,   თვალთათ ვიდენ ცრემლთა ღვარად."



Verse: n.a     
ყოვლი საქმე _ ყოველი D.



Strophe: 333  



Verse: a        "ამ საქმესა გეაჯები",   ყმა ვაზირსა ეუბნების,
Verse: b        ესმის ბრძენსა საუბარი   მისი, ერთობ ეკვირვების;
Verse: g        ყმასა ჰკადრა: "შენი გაყრა   ჴელმწიფეთგან ვით ეგების?"
Verse: d     და   და ურჩება ვერა ჰკადრა,   თუცა ერთობ ერიდების.



Verse: n.g     
ყმასა ჰკადრა _ მან კადრა თუ D.



Strophe: 334  



Verse: a        წავიდა გულ-მკრთლად ვაზირი,   მეფეს წინაშე რებული,
Verse: b        მუნ ეთაყვანა თავმდაბლად,   იყო მისგანვე ქებული;
Verse: g        მინვე ვაზირი მეფისა   თვით იყო ვალ-დადებული,
Verse: d     და   მუჴლ-მოყრით ჰკადრა ამბავი,   შვილისა დავედრებული.


Strophe: 335  



Verse: a        ესე ამბავი ვაზირმან   მეფესა ჰკადრა ენითა,
Verse: b        ჭმუნვა შეექნა მეფესა   ამა ამბისა სმენითა;
Verse: g        კვლაცა უბრძანა ვაზირსა   თვალთათ ცრემლისა დენითა;
Verse: d     და   "რაც რომ დაგვედრო, უამბე,   კვლა დაშლას ეაჯენითა."


Strophe: 336  



Verse: a        "შვიდთა ქიშვართა მეფობა   გაქვს უცილებლად კაცისა,
Verse: b     Page of Ms. A: 46     შენ მპყრობელი ხარ ქვეყნისა,   მზეებრ მნათობი, და ცისა,
Verse: g        ცად მზე მზობს, მნათი ქვეყნისა,   აგრევე შენ ხარ, რაც ისა,
Verse: d     და   ქნა უქნელისა საქმისა   წესი არს არ მამაცისა."



Verse: n.d     
ქორსა AD.
Verse: n.a     
ქიშვარდთა D; უცილებად A.
Verse: n.g     
ცად მზობს მზე A.



Strophe: 337  



Verse: a        "ხარ პატრონი ქვეყნიერთა,   ჴელმწიფეთა ზესთა-ზესი,
Verse: b        გაქვს სალხინოდ ინდოეთი,   შენთა სწორთა უამესი;
Verse: g        საჭურჭლე გაქვს უთვალავი,   ზღვის ქვიშისგან ურიცხვესი,
Verse: d     და   ჴელმწიფეთა სამყოფთაგან   მოშორება არ არს წესი."


Strophe: 338  



Verse: a        "შენ სამართალსა იქმოდე,   ღმერთს წინ ეს უამესია,
Verse: b        დიდთა და წვრილთა სწყალობდე,   ვით ერსა თვისსა მესია,
Verse: g        მიეც გლახაკთა ურიცხვი,   თვით ჴელმწიფეთა წესია,
Verse: d     და   მას საუკუნოს მოიმკი,   რაც ოდენ დაგითესია."


Strophe: 339  



Verse: a        თქვა: "უჯაროდ უცხოს თემსა   ჴელმწიფეთგან არ ივლება,
Verse: b        შორთა გზათა არ ეგების   კვლა ურიცხვთა ჯართა ხლება;
Verse: g        ძნელი არის მეფეთაგან   გზათა შორთა შემოკლება,
Verse: d     და   შენსა, შორით მგონებელსა,   უნდა მქონდეს მე გაძლება."



Verse: n.g     
შემოკლება _ უმოკლება D.
Verse: n.d     
შენსა _ შენთა A.



Strophe: 340  



Verse: a        "სიბერე მახლავს, მოველი   ჟამად აწ სულთა მპარავსა,
Verse: b        შენ გიჭვრეტ ჩემად სალხინოდ,   გულით სევდისა მლალავსა;
Verse: g        მე შენი ხლება მაცოცხლებს,   ესე ჰგავს არ ნამალავსა,
Verse: d     და   შვიდსავე გიძღვნი ქიშვარსა   და ტახტ-გვირგვინსა არ ავსა."



Verse: n.d     
ქეშვართა D.



Strophe: 341  



Verse: a        კვლა მივიდა მოციქული,   ქებად მორთო მისთვის ენა,
Verse: b     Page of Ms. D: 146    რაც უბრძანა ჴელმწიფემან,   ყველა წვრილად მოაჴსენა;
Verse: g        რა გიამბო მწუხარება   მისი, ანუ რა შეწყენა,
Verse: d     და   ჴელმწიფისა შეჭირვება   ანუ თვალთათ ცრემლთა დენა?


Strophe: 342  



Verse: a        ჰომაინს ესმა ამბავი,   მისგანვე მონაჴსენები,
Verse: b        თქვა: "სხვა გაქვს ჩემგან სააჯო,   ჴელმწიფის მოსაჴსენები,
Verse: g        კვლა ჩემგან წასვლა უთუოდ   არა არს მოსათმენები;"
Verse: d     და   მან სხვა დავედრა ვაზირსა   სიტყვანი მოსასმენები.



Verse: n.d     
მან _ კვლა AD.



Strophe: 343  



Verse: a        "რაც ებრძანა ჴელმწიფესა,   ყველა წვრილად გავიგონე,
Verse: b        კვლაცა თქვენსა ბრძანებასა   თავი ჩემი დავამონე;
Verse: g        ვფიცე ღმერთი, ჩემად წასვლად   აწ არა მაქვს დაშლის ღონე,
Verse: d     და   თუ დავიშლი, ვიცი მომკლავს,   მკვდარი ვისმცა მოვეწონე?"



Verse: n.d     
ვიცი _ ფიცი A.



Strophe: 344  



Verse: a        "მეფეო, ერთობ გეშიშვი,   სიტყვასა გკადრებ ამასა:
Verse: b     Page of Ms. A: 47     ცან, ეძნელების ნიადაგ   შვილისა გაყრა მამასა;
Verse: g        გაყრა წესია სოფლისა,   კვლა შეჰყრის ერთსა წამასა,
Verse: d     და   ზოგს დაუტკბების სოფელი,   ზოგს აქნვს თვალთათ ნამასა."



Verse: n.b     
ცან _ კვლავ D.
Verse: n.d     
თვალთად AD.



Strophe: 345  



Verse: a        "კაცს თუ ღმერთი არ გასწირავს,   მას სოფელმან რამცა ავნოს?
Verse: b        ჴამს, ჭკვიანმან სოფლის მდურვა   არა თქვას და არ ათავნოს;
Verse: g        ღმერთმან მისსა მინდობილსა   კაცს აროდეს არად ავნოს,
Verse: d     და   მიჰხვდეს მისსა საწადელსა,   რაგინდ ბევრი დააშავნოს."


Strophe: 346  



Verse: a        "ვერვინ შესცვლის ბრძანებასა   მისსა, მისგან განაჩენი,
Verse: b        სიკვდილს კაცი ვერ უწამლებს,   ამას იტყვის ყოვლი ბრძენი;
Verse: g        წერილსა და განგებასა   რად არ ჯერა გული თქვენი?
Verse: d     და   აწ წავალ და ღმერთს წინაშე   ვიყვნეთ შეყრის მოაჯენი."


Strophe: 347  



Verse: a        ესე ამბავი ვაზირმან   წვრილად უამბო მეფესა,
Verse: b        დედოფალმან და მეფემან   კვლა მისკენ მიისწრაფესა;
Verse: g        ეწვივნეს შვილსა ორნივე   მისსავე ხასთა სეფესა,
Verse: d     და   ტიროდეს ცხელის ცრემლითა,   იჴმობდეს არ მედაფესა.



Verse: n.g     
ხასსა D.
Verse: n.d     
გულამოსკვნილნი მტირალნი იხმობდეს არ მედაფასა D.



Strophe: 348  



Verse: a        მეფემან და დედოფალმან   ყმას ყელ-ყურნი გარდუკოცნეს,
Verse: b        იტირეს და აატირეს,   არ თუ ცრემლნი მოიჴოცნეს;
Verse: g        ვინცა იყვნეს მათი მჭვრეტნი,   მათ თაყვანი უსამოცნეს,
Verse: d     და   ეგზომ მათი შეჭირვება   უსაზომოდ მჭვრეტთ ეოცნეს.



Verse: n.g     
ვინცა _ ვინ რომ D.



Strophe: 349  



Verse: a        დედამან ჰკადრა ჰომაინს   თვალთათ ცრემლისა დენითა:
Verse: b        "დღეს შენგან ნათობს სამეფო   მზეებრ შუქითა შენითა;
Verse: g        რომ გახლავს შვილნი მეფეთა,   კაცი ვერ დასთვლის ენითა,
Verse: d     და   ილხენდით ღმერთსა წინაშე,   სიცოცხლეს ეაჯენითა."



Verse: n.g     
დასთვლის _ იტყვის A.



Strophe: 350  



Verse: a        კვლაცა ცრემლისა დენითა   მუნ ყმასა ჰკადრა დედამან:
Verse: b        "მეფე ვით ვნახო უშენოდ,   ანუ რად შემომხედა მან?
Verse: g        დავთმეთ სოფლისა სიამე,   რაც ოდენ გვქონდა, მე და მან,
Verse: d     და   აღარად გვინდა სოფელი   ჩვენ, ზენაარმან ზედამან."


Strophe: 351  



Verse: a        ჰკადრა ფიცი უსაზომო:   "რომე დავდგე არად არა,
Verse: b        ვფიცე ღმერთი ჩემად წასვლად,   მას უტყუო მე აღარა;
Verse: g        უწყი, ყოვლი ფიცის მტეხი   კაცი, ეშმაკს დაედარა,
Verse: d     და   არ გამიშვებთ, გავიპარვი,   წინ მიც სავლად გრძელი შარა."


Strophe: 352  



Verse: a        "დამითმია ამ სოფლისა   ლხინი, ვითა ერთი ჩირი,
Verse: b     Page of Ms. A: 48     პირველ კაცსა მოაღაფლებს,   ბოლოდ შვება მით არს ძვირი;
Verse: g        ბრძნობენ ბრძენნი ათინელნი:   სოფლის ლხინსა სჯობსო ჭირი,
Verse: d     და   ვინ სოფელსა მიენდობის,   ჰფლავს ჯურღმულსა, ვითა ვირი."



Verse: n.b     
არს _ აქუს A.
Verse: n.g     
სჯოფს A.
Verse: n.d     
ჯულღმურსა A.



Strophe: 353  



Verse: a        მათ უშალეს წასვლა, მაგრამ   ყმამან ვითმცა დაიშალა?
Verse: b        სწადდა მზისა სიყვარული   გულსა მისსა დაემალა,
Verse: g        მაგრამ ცეცხლმან დაუშრეტმან   მისმან ყმასა გულსა ალა,
Verse: d     და   არ იწვართა მათგან ყმამან,   კვლაცა მისცა წასვლას ძალა.


Strophe: 354  



Verse: a        კვლავ მიგზავნეს მისად დაშლად   მოციქულნი ზედი-ზედი;
Verse: b        არ აუბნა მოციქულნი,   და გარდუწყდა მათ იმედი.
Verse: g        თქვეს თუ: "კაცსა უწინამძღვრებს   განგება და მისი ბედი,
Verse: d     და   ვერ დაიჭერს განგებასა   ვერცა კლდე და ვერცა ქედი."


Strophe: 355  



Verse: a        ჴელმწიფე და დედოფალი   გაეყარნეს გულ-გამწყრალნი,
Verse: b        მათმან მოთქმამ გულ-სადაგმან   აატირნა კლდენი სალნი;
Verse: g        თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით   შეიცვალნეს, ვითა მთვრალნი,
Verse: d     და   დაბნდეს, მკვდარსა დაედარნეს,   მჭვრეტთა სწვევდა გულსა ალნი.



Verse: n.b     
აატირნეს AD.



Strophe: 356  



Verse: a        ვაზირთა და დიდებულთა   მათ მუჴლ-მოყრით თაყვანი სცეს,
Verse: b        ჰკადრეს: "რაცა ჴელმწიფეთ ქნეს,   სხვას ექნასმცა კაცსა ვისც ეს?
Verse: g        რაცა ღმერთმან კაცსა ჭირი   მისცეს, მადლი მასვე მისცეს,
Verse: d     და   სწადს თუ ღმერთსა, ყოვლი ჭირი   კაცსა ლხინად გარდაექცეს."



Verse: n.b     
ხელმწიფემ ქნა D.
Verse: n.d     
ღმერთმან D.



Strophe: 357  



Verse: a        "დავრთოთ ნება წასვლად მისად,   მივსცეთ ლარი უთვალავი,
Verse: b        მას ვაახლოთ დიდებულნი   გამოცდილნი, უამრავი;
Verse: g        ვერ შეჰბედოს მას საომრად,   ვერა სთხოვოს მტერმან დავი,
Verse: d     და   კვლაცა კარგსა კარგი უყოს,   ავსა ავი ნამეტნავი."


Strophe: 358  



Verse: a        კვლა გაყრილნი ღმერთს წინაშე   ვიყვნეთ შეყრის მოაჯენი,
Verse: b        შეიწიროს ღმერთმან თქვენი   თვალთათ ცრემლი მონადენი;
Verse: g        ნუ თუ ღმერთმან კვლავ შეგყარნეს   მხიარულად მამა-ძენი,
Verse: d     და   გაგიმთელნეს ძველნი წყლულნი,   მოგემატნეს თვალთა ჩენი."



Verse: n.a     
ღმერთს წინაშე _ გულამოსკვნით D.
Verse: n.b     
თვალთად ცრემლთა D.



Strophe: 359  



Verse: a        მეფე გახდა კვლა უღონოდ,   ესმა მათი საუბარი,
Verse: b        მას ვაზირი გაატანა,   თან აახლო ჰინდოთ ჯარი;
Verse: g        ას ყათარსა აუკიდა   ლალ-გოარი, კვლაცა ლარი,
Verse: d     და   გაეყარა, სული მასვე   გაატანა, დარჩა მკვდარი.



Verse: n.b     
მას _ კვლავ D; თან _ მას D; იახლნეს A.
Verse: n.g     
ას _ მას A; ლარილალი A.



Strophe: 360  



Verse: a        წავიდეს და გაიარნეს   შორნი გზანი ერთობ ჩქარად,
Verse: b     Page of Ms. A: 49     ესწრაფოდა მისვლა, სად რომ   ქალს ჰგულობდა მზისა დარად;
Verse: g        მაგრამ მართლად არ იცოდა,   რომე ქალი ვინ არს გვარად,
Verse: d     და   სად არს მზისა სრა-სამყოფი,   პოოს იგი მთად თუ ბარად.



Verse: n.g     
მართლად _ მუნვე D.



Strophe: 361  



Verse: a        მივიდეს მუნვე, სად რომე   მზე სიზმრად მოსჩვენებოდა,
Verse: b        მის ქალაქისა ნახვითა   ყმას გული დაედებოდა;
Verse: g        ნახეს საყდარი, მას შიგან   მზეებრ ნათელი დგებოდა,
Verse: d     და   ილოცეს, ღმერთი ადიდეს,   ყმას ვინც რომ თანა ხლებოდა.



Verse: n.a     
სიზმარ D.
Verse: n.d     
ვინ რომე ყმასა ხლებოდა A.



Strophe: 362  



Verse: a        რა მივიდა ერუსალემს,   მიჰხვდა მისსა საწადელსა,
Verse: b        მუნ მნახველთა მისი ნახვა   უნათლებდა გულსა ბნელსა;
Verse: g        მათ შესწირეს უსაზომო,   ლალი მისცეს ბერსა, მღდელსა,
Verse: d     და   მათ შეუნდო ღმერთმან მათი   ცოდვა, ყოვლის ავის მქნელსა.



Verse: n.a     
მივიდეს იელუსალემს D.



Strophe: 363  



Verse: a        კვირა ერთ იყვნეს მლოცავნი,   თვით ღვთისა მადიდებელნი,
Verse: b        იდუმალ ქალსა ეძებდეს   მუნ ყმა და მისნი მხლებელნი;
Verse: g        მათ ვერა პოეს იგი მზე,   იყვნეს გულ-დაუდებელნი,
Verse: d     და   მით ედებოდა ჰომაინს   გულს ცეცხლნი დაუვსებელნი.


Strophe: 364  



Verse: a        შეკრბეს ერთად ჰინდოელნი   დიდებულნი ვინცა ვინა,
Verse: b     Page of Ms. D: 147    ჰკადრეს: "ჴამსო წასვლა ჩვენგან,   შორი გზანი გვიცსო წინა."
Verse: g        თქვა: "პირველვე სჯობდა თუმცა   თქვენი სიტყვა მომესმონა,
Verse: d     და   ვერა ვპოე იგი პირ-მზე,   კვლაცა ძებნა მომეწყინა."


Strophe: 365  



Verse: a        მწადდა თუმცა ღმერთს წინაშე   მე შეწირვად მომეღო რა,
Verse: b     Page of Ms. C: 5     მომეშორა გულსა სევდა,   თან სალხინოდ წამეღო რა,
Verse: g        სიზმარ-ნახვით გრძნეულთაგან   გული რადმცა მომეღორა?
Verse: d     და   აწ ვერ მივჰხვდი საწადელსა,   თქმადცა ღონე მომეღო რა!"



Verse: n.b     
მამეშორა A.
Verse: n.d     
აწ ვერ _ აწვე A.



Strophe: 366  



Verse: a        ვით მართებდა ყმას საქნელი,   საქმე ეგრე მოაგვარა,
Verse: b        რადგან ხლება მზისა მასვე   ყმას ეგონა კვლავ აღარა,
Verse: g        დაგმო ყოვლი სააშიყო,   მლოცველთ თავი დაადარა,
Verse: d     და   მათ მიჰმართეს ინდოეთსა,   გავლეს სწრაფად გზა და შარა.


Strophe: 367  



Verse: a        ჰალაბსა და ყუდსა შორის   ჩოლი იყო ერთობ დიდი;
Verse: b        მოდიოდეს ჰინდოელნი,   მათ არვისგან ჰქონდა რიდი;
Verse: g        მლოცველთა და გზად-მავალთა   კვლაცა კაცსა ვერ დასთვლიდი,
Verse: d     და   კაცსა ვითმცა მოაღაფლებს   ეს სოფელი, ცრუ და ფლიდი?



Verse: n.a     
შორის _ შუა AD.



Strophe: 368  



Verse: a        ჰომაინ ნახა მინდორი,   რომ პირველ მოსჩვენებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 50     კუბო-საჯდომი მის მზისა,   ანუ ვინ მას თან ხლებოდა,
Verse: g        სიზმარ-ნახული ყველაი,   არ მტერობს, არცა ჰკლებოდა,
Verse: d     და   ყმა ახლოს მიდგა საამბოდ,   ვერვინ ვერ მიუხვდებოდა.



Verse: n.a     
რომ პირველ _ რომ სიზმარ A.
Verse: n.b     
მასთან _ რომე A.
Verse: n.g     
ყველაი _ ყოველი A. ჰკლებოდა _ ეკლებოდა AD.



Strophe: 369  



Verse: a        მუნ სარაფარდა კუბოსა   აჰჴადა ქარმან არავმან;
Verse: b        აჩვენა პირი ჰომაინს   მჭვრეტელთა შემაზარავმან,
Verse: g        ცნობა წაუღო მას ყმასა   მზემან, ვით სულთა მპარავმან,
Verse: d     და   მიჰმართა მისსა სამზღვარსა   მზემან, თავისა მკრძალავმან.



Verse: n.a     
ქარმან _ ქალმან A.



Strophe: 370  



Verse: a        შვიდ ჳდღემდის იყო იგი ყმა   უცნობო, მიწად მდებარე
Verse: b        ცნობა მოეცა, ვერ პოვა   მან მისი ცეცხლთ მომდებარე;
Verse: g        თქვა: "თვალთა მართებს სინათლე,   ენა ჴამს მზის მაქებარე,
Verse: d     და   ლხინად მჩანს მისთვის სიკვდილი,   ერთხელ კვლავ ვნახე მე ბარე."



Verse: n.b     
ცნება C.
Verse: n.g     
მზის _ მის C.
Verse: n.d     
მე ბარე _ მებარე C.



Strophe: 371  



Verse: a        ვინ საწუთრო გაანათლა,   მსგავსად მზისა, აწ გაიცა,
Verse: b        მისთა მჭვრეტთა გულთა ნათლად   მზემან შუქი აწ გაიცა,
Verse: g        ხელმან მისმან ღაწვთა სხივნი   გულსა ლახვრად აწ გაიცა,
Verse: d     და   ახლავ მისსა სიყვარულსა,   გულო, სევდა აწ გაიცა!"



Verse: n.a     
ვინ _ ვის D.
Verse: n.b     
ნათლად _ ნაცვლად D. აწ-არ D.
Verse: n.d     
გულო _ სევდაგული სჯობდა D.



Strophe: 372  



Verse: a        ღამემდის წუხდის, მოსთქვემდის   სიტყვასა გაუგონარსა,
Verse: b        ცეცხლი ედების უშრეტი,   ვითა შეყრილსა თონარსა;
Verse: g        კვლა დიდებულნი ხედვიდეს   საქმეს არ მოსაწონარსა,
Verse: d     და   ჭირსა ჩასცვივდეს მხლებელნი,   ულხენსა, დასაღონარსა.



Verse: n.a     
სიტყუათა AD.



Strophe: 373  



Verse: a        კვლა ღამემდის ცრემლით რეცხა   ღაწვი ვარდი, სათი-მინა,
Verse: b        სწვართეს ბევრი დიდებულთა,   მათვე წვართა მოეწყინა;
Verse: g        მარტო ტირს და ცრემლსა ღვრიდა,   მას ეახლნეს სხვა არ ვინა,
Verse: d     და   ღამე იყო ერთი ჟამი,   ყმასა ეგრე დაეძინა.



Verse: n.a     
ღაწვი _ დააწვა D.
Verse: n.g     
მას _ ყმას A.



Strophe: 374  



Verse: a        მას მისჭირდა უძილობა,   მოუვოდა წამ ერთ ლული,
Verse: b        კვლა ეზმანა მისი მკვლელი   ქალი, მისგან მონახული;
Verse: g        ყმასა მზემან მისით ჭვრეტით   გაუახლა ძველი წყლული,
Verse: d     და   აწღა პოვა, აქანამდის   ვინ ეგონა დაკარგული.



Verse: n.d     
ვინ _ ვის A.



Strophe: 375  



Verse: a        ქალმან ჰკადრა: "ჰე მეფეო,   ჴელმწიფე ხარ ცათა სწორი,
Verse: b     Page of Ms. D: 148    მეფობა და აშიყობა,   თქმულა, არსო შორი-შორი;
Verse: g     Page of Ms. C: 6     ჴამს აშიყი ველთა მრბოლი,   მარტო დავლოს მთა და გორი,
Verse: d     და   ერთი ჰყვანდეს სააშიყო,   არ გაივლოს გულში ორი."


Strophe: 376  



Verse: a        "თუ აშიყი ხარ, გაიჭერ,   ჴამს შენგან ვით განშორებული,
Verse: b     Page of Ms. A: 51     არვის ასმია მიჯნური   ჩადრ-ოთაღითა ვლებული;
Verse: g        ჴამს, მოიშორვო სიმდიდრე   და ჯარი, შენთან ხლებული,
Verse: d     და   კვლა მარტო გმართებს მოსძებნო   მზე, შენგან დავიწყებული."



Verse: n.b     
ჩათროთახითა D.
Verse: n.g     
შენთან _ ჩემთან C.



Strophe: 377  



Verse: a        "ჰალაბი არის შენი გზა,   ისმენდი ჩემგან ამასა,
Verse: b        სჯობს, შეიმოკლო შორი გზა,   თვალთათ ცრემლისა ნამასა,
Verse: g        უღონობით სჭირს ცრემლთა ღვრა   კაცსა მას არამგამასა;"
Verse: d     და   ოდეს ეს ჰკადრა, უჩინო   იქმნა მზე მასვე წამასა.



Verse: n.b     
შორი _ შენი D.



Strophe: 378  



Verse: a        შეკრთა ყმა და გაეღვიძა,   გაახილნა კვლაცა თვალნი,
Verse: b        არ ვინ ახლდა მხლებელთაგან,   მისნი იყვნეს შემომწყრალნი;
Verse: g        ოდეს ნახეს ყმისა ძილი,   მიეყარნეს, ვითა მთვრალნი,
Verse: d     და   ჩუმად, მათდა შეუტყობრად,   გზანი ძებნა წასავალნი.



Verse: n.a     
გაეღვიძნეს ACD.
Verse: n.d     
ჩუმად _ ჩემად CD.



Strophe: 379  



Verse: a        დაწერა წიგნი: "ჰე ძმანო,   გაგსაჯენ ჩემთან ხლებითა,
Verse: b        თქვენ ვერა გარგე, გლახ, ჩემგან   იყვენით გულ-დაკლებითა;
Verse: g        მიჰმართეთ თქვენთა სამზღვართა   აწღა თქვენითა ნებითა,
Verse: d     და   მიდით წინაშე მეფესა,   მისგანვე თქვენც იქებითა."



Verse: n.a     
გაგსაჯე C, გაგსარჯენ D.
Verse: n.b     
იყვენით _ ჴამს იყუნეთ A.
Verse: n.g     
თქვენითა _ თქუენივე AD.



Strophe: 380  



Verse: a        "მე ნუ მეძებთ, ვერვინ მპოებთ,   ვარ ბედითგან დაკარგული,
Verse: b        ამას გკადრებთ: ნუ ვინ წახვალთ,   ძმანო, ჩემგან გულ-ნაკლული;
Verse: g        მოვალ თქვენდა საპატრონოდ,   თუცა ოდენ შემრჩა სული,
Verse: d     და   სწადს თუ ღმერთსა, გარდვიჴადო   ვალი თქვენგან დადებული."



Verse: n.a     
ბედთაგან CD.
Verse: n.g     
თუმცა A.
Verse: n.d     
გარდვიხადნე AD.



Strophe: 381  



Verse: a        თქვენცა ამას გეაჯები,   გამზრდელნო და განაზარდნო,
Verse: b        ყმანო, ჩემთვის საყვარელნო,   სულ-სურნელო, ვითა ვარდნო,
Verse: g        ხვაშიადთა შემნახავნო,   ძმანო ჩემნო და ჰამ-დარდნო,
Verse: d     და   მიწყივ ჩემთვის წამებულნო,   აწ შორს ჩემგან დანავარდნო."



Verse: n.d     
ჩემგან _ ჩემთვის C.
Verse: n.g     
ამდარნო D.



Strophe: 382  



Verse: a        "ვიცი, დაგწვავს, ვითა ცეცხლი,   ძმანო, ჩემი მოშორება,
Verse: b        ნუ თუ ღმერთმან კვლა გაღირსოს   მხიარულად ჩემი ხლება."
Verse: g        გლახ-მე დამწვა ცეცხლმან ჩემმან,   თქვენცა ჩემებრ მოგეგზება,
Verse: d     და   ვითა როხი, რომე დასწვავს   ჩხნდესა, თვითცა დაიწვება."



Verse: n.g     
მოგეგზნება A.
Verse: n.d     
როხი _ რუხი ACD. ჩხნდესა _ ჩნდესა D.



Strophe: 383  



Verse: a        "ნუ მიგლოვთ, ნუცა მიტირებთ,   ღმერთს შეყრას ეაჯენითა,
Verse: b        მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს,   რაც ჩემთვის ისაჯენითა;
Verse: g        სწადს ღმერთსა თუცა, მზე ვპოვო   მუნვე შუქ-მონაფენითა,
Verse: d     და   ღვთით გაგახარნე შეყრამდის   ჩემის ამბისა სმენითა."



Verse: n.g     
თუცა ღმერთსა C.



Strophe: 384  



Verse: a        "შორით ჩემთა მგონებელთა   სიყვარული ჩემი გქონდეს,
Verse: b     Page of Ms. A: 52     მომიგონეთ, ოდეს რომე   ჩემთან ლხინი მოგაგონდეს;
Verse: g        კაცსა, ლხინთა მომლოდნელსა,   ჭირი რადმცა დააჴსონდეს?
Verse: d     და   მას მამაცი არა ჰქვიან,   ჭირსა შინა ვინ დაღონდეს."



Verse: n.g     
რადმცა _ ვითმცა A; დაჴსოვნდეს CD.



Strophe: 385  



Verse: a        "წავე მზისა საძებნელად,   კვალად ღმერთსა მივებარე,
Verse: b     Page of Ms. C: 7     მან მაცნობა სრა-სამყოფი,   თავი ჩემი მისკენ ვარე;
Verse: g        მივჰხვდე ჩემსა საწადელსა,   თუცა ლხინი გავიმწარე,
Verse: d     და   თუცა მოვკვდე, მან დამმარხოს,   ვინ რომ მზესა დავადარე."



Verse: n.a     
წავე _ აწვე C.
Verse: n.g     
მივხვდი A.



Strophe: 386  



Verse: a        ტანს ჩაიცვა ყმამან ჩოხა,   ჩუმად გავლო კარვის კარი,
Verse: b        მუნ დააგდო კვლაცა წიგნი,   სხვად არ იყო მოუბნარი;
Verse: g        გავლო ღამით დღის სავალი,   ვერ მიუხვდა მისი ჯარი,
Verse: d     და   უგზოდ ვლიდა, ვითა მთვარე,   სწრაფად გავლო მთა და ბარი.



Verse: n.b     
მოუბარი D.
Verse: n.g     
ღამე AD; სავალნი ACD; ვერ მიუხვდეს მისნი ჯარი AD.



Strophe: 387  



Verse: a        დილა გათენდა, მივიდნენ   მომსურნე სამსახურისა,
Verse: b        კარს უდგა ჯარი ჰინდოთა,   მათ მისი ხლება სურისა;
Verse: g        ზოგთ უმძიმს მისი ხელობა,   ვიეთნი ბედს ემდურისა,
Verse: d     და   მათ არ იცოდეს, სოფელი   სხვად არის მქნელი თუ რისა.



Verse: n.g     
ვიეთი D; ემდურვისა CD.
Verse: n.d     
სხვად არის _ სხვაფრად არს A.



Strophe: 388  



Verse: a        მივიდნენ, ნახეს მხლებელთა, _    კარდახშულია კარავი,
Verse: b        დიდხანს ვერ შეჰჴდეს კარავსა,   იყვნეს თავისა მკრძალავი;
Verse: g        მათ მხლებელთაგან მკრთლად ერთი   შევიდა, ვითა მპარავი,
Verse: d     და   ახლოს რა მიდგა, ვერ პოვა   ყმა, ლომთა სისხლთა მშარავი.



Verse: n.a     
კარდახჩული C.
Verse: n.b     
იყვნენ AD.
Verse: n.g     
მპარავი _ მარავი A.
Verse: n.d     
რა _ არ A.



Strophe: 389  



Verse: a        საწოლს ეგდო წახვეული   წიგნი, მისგან დანაწერი,
Verse: b        მან აცნობა ამხანაგთა,   შეკრბეს ერთად ყრმა და ბერი,
Verse: g        წაიკითხეს ყმისა წიგნი,   იკვირვებდეს სრულად ერი,
Verse: d     და   რაცა კაცმან თავსა უყოს,   მას ვერ უზამს მისი მტერი.


Strophe: 390  



Verse: a        მასვე წამს შესხდეს ჰინდონი,   მათ ძებნად თავნი არესა,
Verse: b        კვირა ერთ ძებნეს იგი ყმა,   მათ ძილი გაიმწარესა;
Verse: g        ვერ პოვეს, ვერცა მნახველსა   მისსა კაცს შეეყარესა,
Verse: d     და   იგლეჯდეს წვერსა, ცრემლთ ნაცვლად   მათ თვალთათ სისხლი შარესა.



Verse: n.g     
მისსა კაცს _ კაცსა ვერ C.



Strophe: 391  



Verse: a        ოდეს ვერ პოვეს იგი ყმა,   ტიროდეს ვა-ვაგლახითა,
Verse: b        მიჰმართეს მათსა სამზღვარსა   სრულად მოთქმით და ახითა;
Verse: g        თქვეს: "არ მიგვაჩნდა სიცოცხლე,   ოდეს ყმა ვერა ვნახითა,
Verse: d     და   უმისოდ ვახლავთ სიკვდილსა,   ვართღა სულდგმულთა სახითა."


Strophe: 392  



Verse: a        ესრეთ, რომე მოგაჴსენე,   შორნი გზანი გაიარნეს,
Verse: b     Page of Ms. A: 53     სად ჰგულობდეს შარიერსა,   თავნი მათნი მისკენ არნეს,
Verse: g        კვლა გამზრდელსა ღვთულებრ მათსა   მუნ უკლებლად მიებარნეს,
Verse: d     და   ჰკადრეს, რაცა წაეკიდნეს,   მას სიცოცხლე გაუმწარნეს.



Verse: n.g     
მხრულებრ A, ღთულებ C, მღთულებრ D.



Strophe: 393  



Verse: a        მე ვითა ვთქვა მათი საქმე,   თუცა მესხნეს ენა ასი?
Verse: b        უტირებდეს ჰინდოელნი   ჴელმწიფესა დას-და-დასი;
Verse: g        დაჯდა მეფე საბნელოსა,   ტანს ჩაიცვა ძაძა-ფლასი,
Verse: d     და   გლოვა იყო სრულად ქვეყნად,   აღარ ედვა ლხინსა ფასი.



Verse: n.b     
დასდასი A.
Verse: n.g     
დაჯდა _ დედა D; ტანს ჩაიცვა _ შეიმოსა A.



Strophe: 394  



Verse: a        აწღა ისმინეთ ამბავი   მის ყმისა შვენიერისა,
Verse: b        მაშრიყს მზებრ მნათის ქვეყნისა   სრულად ყრმათა და ბერისა;
Verse: g        მისთა პატიჟთა მოამბე   ვიყომცა მთქმელი მე რისა?
Verse: d     და   რას აქნევს კაცსა ღაფალსა,   ნახეთ, საქმენი წერისა!



Verse: n.b     
მნათი ACD.
Verse: n.g     
პატიჯთა A.



Strophe: 395  



Verse: a        სოფელს უთხრა: "ჰე, მუხთალო,   თუ რა ჩემთვის გაგიგია?
Verse: b     Page of Ms. C: 8     ვხედავ, რომე ჩემებრ კაცი   მრავალ-გვარად წაგიგია;
Verse: g        ვის გულს აყრი სურნელ ვარდსა,   ქვეშ ეკალი წაგიგია,
Verse: d     და   მაგრამ შენი მაქებარი   კაცი ვერვინ მოგიგია.



Verse: n.b     
მრავალგვარად _ მრავალგვარი D. მრავალ დასი A.



Strophe: 396  



Verse: a        შვიდ დღე ასრე, რომე გკადრე,   ყმა მტირალი გზასა ვლიდა,
Verse: b        თუცა ღონე არა ჰქონდა,   სიარულსა არ იშლიდა,
Verse: g        პატიჟსა და კვლა სასჯელსა   მისსა კაცი ვით დასთვლიდა?
Verse: d     და   თქვა: "სოფელმან ყოვლი საქმე   მისი ბოლოს გააფლიდა."



Verse: n.a     
შვიდს დღეს C.
Verse: n.g     
კაცი _ ენა A.
Verse: n.d     
ბოლოდ AD.



Strophe: 397  



Verse: a        ყმა შიმშილმან და წყურვილმან   გაჴადა მსგავსად მკვდარისა,
Verse: b        მას გარდაუწყდა იმედი   გლახ-სიცოცხლისა მწარისა,
Verse: g        არვისგან ელის შველასა   პატრონი ჰინდოთ ჯარისა,
Verse: d     და   ჴელ-აუპყრობლად კაცთაგან   კვდების უკადრად გვარისა.



Verse: n.a     
წყურვილმან _ სიცხემან AD.
Verse: n.b     
გლახ _ მას CD.
Verse: n.d     
კაცთაგან _ კაცისა A.



Strophe: 398  



Verse: a        რა დაღამდა, ყმას მიეცა   გზისა სავლად კვლაცა ძალი,
Verse: b     Page of Ms. D: 149    განვლო გზანი მას ღამესა,   ნახა კაცნი მომავალი;
Verse: g        ყმამან ჰკითხა მათ შენობა,   ანუ არსო ახლოს წყალი?
Verse: d     და   ჰკადრეს: "ძმაო, ახლოს გახლავს,   თუ ჰალაბს ხარ მიმავალი."



Verse: n.a     
მიეცნეს ACD.
Verse: n.b     
ნახნეს ACD.



Strophe: 399  



Verse: a        რა შეესმა მათი თქმული,   ყმასა ერთობ გაეხარა,
Verse: b        ის მუნითგან გზად მავალი   ჰალაბს ახლოს მიეჯარა;
Verse: g        ყმა დავარდა ფერჴთად, კვლაცა   ტანი-ალვა წაეხარა,
Verse: d     და   ასრე გაჴდა, თუმც ენახოს,   ვეჭვ, რომ მტერსაც შეეზარა.



Verse: n.d     
ესრეთ A. ენახნეს ACD. მტერთაც CD.
Verse: n.d     
რითმა არის "არნეს".



Strophe: 400  



Verse: a        ჰალაბს-გარ იყო სოფელი,   მტერთაგან აოჴრებული,
Verse: b     Page of Ms. A: 54     მისვე სოფლისა შენობა,   კაცთაგან დავიწყებული;
Verse: g        მუნ, ვითა მკვდარი, დავარდა   ჰომაინ სახელდებული,
Verse: d     და   კვლა ემდურვოდა სოფელსა,   მისგანვე ესრეთ ვნებული.



Verse: n.d     
ესრეთ მისგანვე C.



Strophe: 401  



Verse: a        მას ქალაქს იყო მდიდარი   კაცი, ბრძენი და ჭკვიანი,
Verse: b        ჴელთ-ამპყრობელი ღარიბთა,   გლახაკთ-მოწყალე, ღვთიანი,
Verse: g        მტერთაგან დაუგმობელი,   მამაცად მჴმობი, ჴმლიანი,
Verse: d     და   მას ყმასა ეწოდებოდა   სახელად ახი სვიანი.



Verse: n.b     
მღვთიანი A.
Verse: n.g     
ჴრმლიანი C, ჴლმიანი D.



Strophe: 402  



Verse: a        ეს იყო წესი მის ყმისა,   ძებნის ღარიბი თემისა,
Verse: b        დახვდის, მისცის და აამის,   მუნ სტუმარს რაც იამისა;
Verse: g        მათ აღუსრულის წადილი,   მადლი თქვის მისაცემისა,
Verse: d     და   გაუშვნის მუნ მაქებარნი,   სხვაფრად არ დაიჩემისა.


Strophe: 403  



Verse: a        მას დღეს თურმე ახი ბრძენი   დასეირნობს მასვე წესით,
Verse: b        ნახა მთვარე ფერ-მიჴდილი,   მიწად მწოლი იყო კვნესით;
Verse: g        თქვა: "უთუოდ მთვარეაო,   ჩამოსრული თვითვე ზესით,
Verse: d     და   აწ მომხედა თურე ბედმან,   თვარ ხლებასა ღირს ვარ მე სით?"



Verse: n.a     
დასეერნობს AC.
Verse: n.g     
ჩამოსრულა C.
Verse: n.d     
ვღირს ვარ ACD.



Strophe: 404  



Verse: a        ახი გარდაჴდა ცხენითა,   ყმას შეასხემდა ქებასა:
Verse: b        "მიკვირსო შენი შვენება,   ღირს ვარმცა შენსა ხლებასა;
Verse: g        მე გული შენთვის დამეწვა,   მივეცი ცეცხლთა გზნებასა,
Verse: d     და   თუცა ნახვითა შენითა   მივჰხვდი სოფლისა შვებასა."



Verse: n.b     
ვდირსვარმცა ACD.
Verse: n.g     
გზებასა AD.



Strophe: 405  



Verse: a        ახი ჰკადრა: "გეაჯები,   ვინ ხარ ეგზომ ტურფა სახით,
Verse: b     Page of Ms. C: 9     ვისი გწვავსო გულსა ალი,   ვისთვის ჰბნდები ოხრა-ახით?
Verse: g        შენგან კიდე ქვეყნად მყოფი   მთვარე მცხრალი ვერა ვნახი,
Verse: d     და   ოდეს ვნახით შენებრ სახე,   ჩვენთვის ხატად გამოვსახით."



Verse: n.a     
გიაჯები A.
Verse: n.d     
ჩუენად A.



Strophe: 406  



Verse: a        ყმამან ჰკადრა: "აჰა ძმაო,   რად ხარ ჩემი მემუდარე?
Verse: b        მწვავსღა ცეცხლი დაუშრეტი,   გლახ-სიცოცხლე გავიმწარე;
Verse: g        ხედავ, ვკვდები აწ უწყალოდ,   მო, სამარე გამითხარე,
Verse: d     და   კვლა მიმიღე მკვდარი მიწად,   მუნვე მიწა მომაყარე."



Verse: n.g     
მო _ მოი AC.
Verse: n.d     
მამაყარე A.



Strophe: 407  



Verse: a        "განმეშორე, თვარემ ცეცხლი   ჩემი შენცა მოგედების,
Verse: b        კმარის ჩემთვის ჩემი დაწვა,   სხვა რად ვინმცა დაიწვების?"
Verse: g        თქვა: "უკვდავად ცეცხლი მწველი   არაოდეს დამევსების,
Verse: d     და   მისამარებს, მისუდარებს,   კვლაცა მიწად თან ჩამყვების."



Verse: n.a     
მოგედების _ მოგეგზნების A.
Verse: n.b     
სხვა რად ვინმცა _ სხუა რადმც ვინა C.
Verse: n.g     
მწველი _ ცხელი CD.
Verse: n.d     
მისამარებს _ მისა მართებს D.



Strophe: 408  



Verse: a        რა შეესმა ახი ბრძენსა,   თვალთათ ღვარა ცრემლი ცხელი,
Verse: b     Page of Ms. A: 55     ჰკადრა: "ძმაო, ამას იქით   შენ სიკვდილსა ნუ მოელი;"
Verse: g        ახი წასვლას ეაჯების,   მან მოჰკიდა ჴელსა ჴელი,
Verse: d     და   შესვა ცხენსა, წაიყვანა,   გაადვილდა საქმე ძნელი.



Verse: n.a     
თულთად ღუარნა ACD.
Verse: n.g     
ახიკულაცა CD. იაჯების ACD.



Strophe: 409  



Verse: a        მიიყვანა ყმა სადგომსა   მისსა ახი გონიერმან,
Verse: b        გაიხარნეს მისით ხლებით   მისმან მჭვრეტმან ყმამ და ბერმან;
Verse: g        ყმას შეუწყო ახი ჴელი,   ძმამან მისმან შესაფერმან,
Verse: d     და   ნახეთ რა ქნას ბედმან მისმან,   თვით ზეცითგან დანაწერმან!



Verse: n.d     
ქნა D.



Strophe: 410  



Verse: a        აჭამა რამე ცოტაი,   თუცა არ იამებოდა,
Verse: b        ყმა ვითმე მორჩა სიკვდილსა,   თუცა აქამდის კვდებოდა;
Verse: g        რა მოაგონდის მისი მზე,   გული მისთვისვე ბნდებოდა,
Verse: d     და   მალვით წუხდის და ტიროდის,   კაცი ვერ მიუხვდებოდა.



Verse: n.g     
მისთვისვე _ მის ყმისა A; ბნდებოდა _ კუდებოდა C.
Verse: n.d     
ტიროდის _ უჭურეტდის C.



Strophe: 411  



Verse: a        კვლაცა ჴსირად აბანიან   ვარდის წყლითა ტანი-ალვა,
Verse: b        მოეკაზმის ჴელმწიფურად,   თუცა ჰქონდის გულსა ალვა;
Verse: g        რაცა ჰკადრის ახი ბრძენმან,   ყმამ იგი ქნის, ჰქონდის კრძალვა,
Verse: d     და   მაგრამ ყმასა ვერ ძალ-ედვა   გულით მისით სევდის ლალვა.


Strophe: 412  



Verse: a        მის ქვეყნისა ბანოანთა   ნახვად მისკენ თავნი არნეს,
Verse: b        ოდეს ნახეს მთვარე მცხრალი,   შუქით მჭვრეტნი შეაზარნეს,
Verse: g        ზოგთა თქვეს თუ მთვარეაო,   ზოგთა მზესა დაადარნეს,
Verse: d     და   გულნი უძღვნეს ნახვად მისად,   სულნი მასვე მიაბარნეს.



Verse: n.a     
მის _ მას ACD. ბანოვანთა D.
Verse: n.g     
ზოგთა მზესა _ ზოგმა მზესა CD.
Verse: n.d     
ნახვით მისით A.



Strophe: 413  



Verse: a        ახი ყმას სცემდა პატივსა,   ვით მასვე ეფერებოდა,
Verse: b        ჰმსახურის, კვლაცა აამის,   რაც რომ მას იამებოდა;
Verse: g        უძღნის საუნჯე ურიცხვი,   რაც მეფეთ ეკადრებოდა,
Verse: d     და   მაგრამ ყმას მისის მწველისა   ცეცხლი არ დაევსებოდა.



Verse: n.b     
მსახურის ACD.
Verse: n.g     
რაც _ რომ C.



Strophe: 414  



Verse: a        ბაღი ჰქონდა ახი ბრძენსა,   სამოთხისა მსგავსად შენი,
Verse: b        სიტურფემან მისმან მნახთა   მოუმატის თვალთა ჩენი;
Verse: g        იყვნეს ყოვლნი უნახავნი   მისის ნახვის მონატრენი,
Verse: d     და   ბაღს შიგ იყო სრა-სამყოფი   მისი, მისგან ანაშენი.


Strophe: 415  



Verse: a        ახიმ მისსა სიახლესა   დააყენა მუნ სტუმარი,
Verse: b     Page of Ms. C: 10     მას აახლო მხლებელთაგან   სამსახურად ერთი ჯარი;
Verse: g        ზოგი ჰგვანდის მთვარე ბადრსა,   ზოგი მზისა დასადარი,
Verse: d     და   ალხენდეს და აამებდეს,   იყვნეს მისი მემუდარი.



Verse: n.g     
ზოგნი გვანდეს... ზოგნი მზისა დასადარნი ACD.
Verse: n.d     
მისნი მე _ მუდარნი ACD.



Strophe: 416  



Verse: a        ყმამან ოდნად მოილხინის,   ბაგე გახვნის, გაცაღიმდის,
Verse: b     Page of Ms. A: 56     მოაგონდის მისი მკვლელი,   თვალთათ ცრემლი გარდმოსწვიმდის;
Verse: g        ახი მისად მოსალხენად   გახუმრდის და განადიმდის,
Verse: d     და   წყლული უფრო დაუწყლულის,   რაზომ მისთვის გააქიმდის.


Strophe: 417  



Verse: a        დღისით ახლდის ახი ყმასა,   მუნ მას ვითმცა გაეყარის?
Verse: b        ღამე შეჰჴდის სახლსა თვისსა,   დილას თავი მისკენ არის;
Verse: g        ადგის მათდა შეუტყობრად,   ყმა მხლებელთა გაეპარის,
Verse: d     და   წუხდის, მოსთქვის ღაწვთა გლეჯით,   მან სიცოცხლე გაიმწარის.



Verse: n.a     
გაეყარის _ გაეხარის C.
Verse: n.d     
მოთქუის CD.



Strophe: 418  



Verse: a        ბაღს მიჰმართის, ვით ბულბულმან,   ყმამან უქის ვარდსა ფერი,
Verse: b        არს თუ ფერად შვენიერი,   ჰყავს მიჯნური ვარდ-საფერი?
Verse: g        მე მისი მწვავს გულსა დაღი   ვინ ბროლ-ლალი ვარდსა ფერი,
Verse: d     და   უსულოს და უასაკოს,   ვით ვამსგავსო ვარდსა ფერი?


Strophe: 419  



Verse: a        ვარდსა ჰკადრა: "ეგზომ ტურფა   დაბადოსღა ღმერთმან რამცა?
Verse: b        გავხარ ფერად ჩემსა მკვლელსა,   ქვეყნის მნათი მისებრ რამცა?
Verse: g        მზე დაბინდა შუქმან მისმან,   აწ ანათლოს ნეტარ რამ ცა?
Verse: d     და   აწ მას აქეთ მკლავს უწყალოდ,   ღაწვთა სხივნი გულსა რა მცა."



Verse: n.a     
ჰკადრა _ უთხრა CD; დაბადოსმცა CD.
Verse: n.b     
ქვეყნის მნათი მისებრ _ მისებრ ტურფა ქუეყნად A.
Verse: n.g     
დაბნიდა C.



Strophe: 420  



Verse: a        ნარგიზს უთხრა: "შენ შეგფერობს   თვალთა მისთა მიმსგავსება,
Verse: b        მიმზერ ნაზად მისად ნაცვლად,   შენგან მიჩანს ცეცხლთა გზება;
Verse: g        გაქვს მიჯნურთა სიბრალული,   თვალნი ცრემლით აგევსება,
Verse: d     და   მკლავს სურვილი გულ-სადაგი,   ცეცხლი ვითმცა დამევსება?"


Strophe: 421  



Verse: a        კვლაცა ჰკადრა სულ-სურნელთა   ზამბახსა და იას ამან:
Verse: b        "მიდით, გულსა დაეკონეთ,   თან იახლეთ იასამან,
Verse: g        ჰკადრეთ: ჴამს თუ სურნელობა   ვარდს ავასხოს, იასა მან,
Verse: d     და   მეც მაღირსოს თქვენებრ ხლება   მისი, ეტყვის იასამან.


Strophe: 422  



Verse: a        სოსანს ეტყვის: "ვხედავ შენსა   მიჯნურთაებრ გულსა ლებად,
Verse: b        ვის ჰმიჯნურობ, ვისი ცეცხლი   მოგდებია გულს ალებად?
Verse: g        მე მისი მწვავს ცეცხლი ცხელი,   ვის ვიგონებ გულ-სალებად,
Verse: d     და   აწ ვერ ძალ-მიც ველთა რბოლა,   სწადს დავარდნა გულსა ლებად."



Verse: n.g     
ცხელი _ მწველი A.



Strophe: 423  



Verse: a        სუმბულს ჰკადრა ენა-შლეგმან:   "რაცა გკადრო აწ დამითმე,
Verse: b        გკადრებ თუცა საწყინარსა,   უმართლე ვარ აწ და მითმე,
Verse: g        ვით გამსგავსე გიშრის ტევრსა,   ხარ თუ მისებრ აწ, და მითმე,
Verse: d     და   ვარ მძებნელი გიშრის თმისა,   მომეშორა, აწ დამითმე!"


Strophe: 424  



Verse: a        "ტანად ჰგავ ჩემსა ხელ-მქნელსა",   ყმა ეუბნების საროსა,
Verse: b     Page of Ms. A: 57     ხე ედემს ზრდილი ვინ ნახა,   რომ ტანი მისებრ აროსა?
Verse: g        ჩემებრ ხელია უთუოდ,   ხე მას ვინ დაადაროსა?
Verse: d     და   ჴამს, ქვეყნიერი ყოველნი   მნათნი მას ემუდაროსა".



Verse: n.d     
მნათნი _ ტურფა CD.



Strophe: 425  



Verse: a        ღამე დილამდის უწყვეტლად   ყმა აუბნებდის ენასა,
Verse: b     Page of Ms. C: 11     მუნ ესაყვარლის ყოველთა,   არ იშლის ცრემლთა დენასა;
Verse: g     Page of Ms. D: 150    მას ღამეს მისგან ნახული   ყველაი მასთან ენასა,
Verse: d     და   ვინ ვისთვის კვდების უწყალოდ,   უყუ წერილსა ზენასა!


Strophe: 426  



Verse: a        რა გათენდის, ყმა მისსავე   საწოლს დაწვის მუნვე ლებად,
Verse: b        დილას ახი გონიერმან   თავნი არნის მისად ხლებად,
Verse: g        ნახის მზეებრ პირი ყმისა,   ენა მორთის მისად ქებად,
Verse: d     და   კვლა აჩვენის ყმასა ლხინი,   მისთვის გულთა დასადებად.



Verse: n.g     
ყმისა _ მზისა D.
Verse: n.d     
მისთვის _ მისთა CD.



Strophe: 427  



Verse: a        დღისით ასრე, რომე გკადრე,   ორნი ერთად ლხინსა ზმიდეს,
Verse: b        მუტრიბთ ჩანგნი მოემართნეს,   მუნ ყმათ ქებას შეასხმიდეს,
Verse: g        ეხვეოდეს ერთმანერთსა,   საყვარლობით ღვინოს სმიდეს,
Verse: d     და   მათს ლხინსა და სიამესა   კაცი ენით ვით დასთვლიდეს?



Verse: n.b     
მუთრიბთ AC.
Verse: n.d     
მათთა ლხინთა სიამეთა CD.



Strophe: 428  



Verse: a        კვლაცა ღამე მასვე წესით   ყმა მისებრივ გაიპარის,
Verse: b        თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით   მუნვე ლხინი გაიმწარის.
Verse: g        თავი ქვას სცის, გულს ქვა იცის,   დაბდნის, მკვდარსა დაედარის,
Verse: d     და   ესრეთ გაჴდის, რომ მნახველთა   მისი ნახვა შეეზარის.


Strophe: 429  



Verse: a        ყმას სიამე საწუთროსა   წონად ბზისად აეწონა,
Verse: b        თურე მასა უყურებდა   მხლებელთაგან ერთი მონა;
Verse: g        რაცა მან თქვა სააშიყო,   მონამ ყველა დაიჴსონა,
Verse: d     და   ახის ჰკადრა ყველა წვრილად,   რა რომ მისგან გაეგონა.



Verse: n.b     
უყურებდის C.



Strophe: 430  



Verse: a        დღე ერთ ისხდეს ორნი ერთად   მოლაღობე, მოუბარი,
Verse: b        ახი ჰკადრა: "ეჰა ძმაო,   შენ ხარ მზისა დასადარი,
Verse: g        ხარ მეფეთა მისაგვანი,   საყმოდ გახლავს რად არ ჯარი?
Verse: d     და   ხელი ვისთვის გამოჭრილხარ,   მითხარ, ვინ არს შენი გვარი?



Verse: n.a     
დღე ერთს A; მოლაღობედ A.
Verse: n.g     
მეფეთა _ ჴელმწიფეთა CD.



Strophe: 431  



Verse: a        თქვა: "მიჯნურობა კეკლუცთა   არ არს კაცთაგან სამალი,
Verse: b        არვის ასმია მიჯნურთა   კვლა მიჯნურობა ნამალი;
Verse: g        გაქვს მიჯნურობა მნათობთა,   გწვავს გულს უშრეტად სამალი,
Verse: d     და   მიბრძანე, მომკალ მე შენთვის,   კაცი არს კაცთა წამალი".


Strophe: 432  



Verse: a        ოდეს გნახე, გულსა შენი   ჩამივარდა სიყვარული,
Verse: b     Page of Ms. A: 58     აწ მას აქეთ შენსა მჭვრეტსა   არ მომსვლია თვალთა რული;
Verse: g        მე გამანდევ, ვისთვის ჰკვდები,   მოგცე ამად ფიცი სრული,
Verse: d     და   ან წავაგო თავი ჩემი,   გაგიმთელო ანუ წყლული.


Strophe: 433  



Verse: a        ჰომაინ თქვა: "ეჰა ძმაო,   მე შენგან მითქს მწარე სული,
Verse: b        სულს ვებრძოდი მომაკვდავი,   სიკვდილისა მონატრული,
Verse: g        მკვდარსა სული შენ ჩამიდგი,   საქმე ვნახე შენგან ღვთული,
Verse: d     და   თუ არ გეტყვი, რაცა მე   მჭირს, დამიგდია თურე რჯული".



Verse: n.a     
მითქს _ მაქუს C.



Strophe: 434  



Verse: a        ტირს და ეტყვის: "მომისმინე,   ღაწვთა აწთობს ცრემლთა წვეთი,
Verse: b        ვარ პატრონი შვიდთ ქიშვართა,   მაქვს საკარგ-ყმოდ ინდოეთი,
Verse: g        მებრძოლთა და ჩემთა მტერთა   მე უშიშრად თავი ვჰკვეთი,
Verse: d     და   რომ არ მექნა ქვეყნად რაცა,   არ მომინდის მე ასეთი".


Strophe: 435  



Verse: a        ჴელთა მქონდა შვიდთ ქიშვართა   უცილობლად მთა და ბარი,
Verse: b     Page of Ms. C: 12     თან მეახლის მეფეთ შვილნი,   მინდორს მჴეცთა სისხლი ვშარი,
Verse: g        შემოვიქცი სავარდესა   ჩემსა, დამჰხვდის ჰინდოთ ჯარი,
Verse: d     და   დავხვდი, მივსცი საბოძვარი,   ლხინით ძილი გაუმწარი".



Verse: n.a     
მქონდის C.
Verse: n.b     
მიახლის ACD. მინდროს _ მინდორთ C.



Strophe: 436  



Verse: a        დილა გათენდის, კვლა ვიყვი   ლხინითა უამესითა,
Verse: b        ვნადირობდით და ვბურთიბდით   ყმურებ ყმათავე წესითა,
Verse: g        ლხინი ყოველი სავარგო   მოვიმკე დასათესითა,
Verse: d     და   აწ მომევლინა ცოდვათა   ჩემთაებრ რისხვა ზესითა".


Strophe: 437  



Verse: a        "ღამით ვნახე სიზმრად უცხო   მოქარავნე მომავალი,
Verse: b        მათ მოჰყვანდა კუბოს მჯდომი   ქვეყნის მნათი მზეებრ ქალი;
Verse: g        მან წამიღო გული ბნელი,   თუცა შევჰკარ ოდნად თვალი,
Verse: d     და   ასრე გავჴე მისით ეშხით   მთვარე ბადრი, აწღა მცხრალი".



Verse: n.d     
ეშყით AD.



Strophe: 438  



Verse: a        "გამომეღვიძა, კვლა ვიყავ   თავთა მიჯნურად მჴმობელი,
Verse: b        გავგზავნე ყოვლგნით სარჰანგი,   მის მზისა ამბის მცნობელი;
Verse: g        სამ წელ ეძებდეს მას მზესა,   იყვნეს ძილისა მთმობელი;
Verse: d     და   მათ ვერა სცნეს რა ამბავი,   ვერცა ამბისა მთხრობელი".



Verse: n.a     
გამომეღვიძნეს ACD.
Verse: n.g     
გავგზავნენ _ სარანგნი ACD.



Strophe: 439  



Verse: a        "ვთქვი თუ: სიზმარი ღამისა   მსგავსად სოფლისა მრუდია,
Verse: b        რწამსღა სიზმარი რომელსა   კაცსა, იგიცა ცუდია,
Verse: g        ჩემი გული და გონება   თურე ქაჯთ დაუბუდია,
Verse: d     და   მას დაემთხვევის უჟმური,   ეშმა დად ვისცა უდია".



Verse: n.a     
სოფლისა _ ღამისა C.
Verse: n.g     
თურე _ თვარე C.
Verse: n.d     
დად ვისცა უდია ACD.



Strophe: 440  



Verse: a        დავგმე კაცთა მიჯნურობა,   კვლა დავცალე გული სევდით,
Verse: b     Page of Ms. A: 59     ვლხინობდით და ვნადიმობდით,   ეშმაურსა არას ვსდევდით,
Verse: g        ცხენთა დავსხდით, ვნადირობდით,   მინდორს ისპად ნადირს ვსრევდით,
Verse: d     და   მუნ მტერთა და მეომართა   ჩვენთვის ავსა არ ვათქმევდით".



Verse: n.a     
დავსცალნეთ AC.
Verse: n.b     
ეშმაკურსა C.



Strophe: 441  



Verse: a        თქვა: "ვნახეო კვლაცა სიზმარ   იგი მნათი ქვეყნიერთა,
Verse: b        ტახტზედ მჯდომმან, მზეებრ მნათმან,   ჭკვა შესცვალის მისთა მზერთა,
Verse: g        მან გამრია მე მიჯნურთა   მისთა, მისგან დანასერთა,
Verse: d     და   აწ ვემდურვი ასრე მყოფი   ბედთა ჩემთა დამაწერთა.



Verse: n.d     
ბედთა _ ბეთა A.
Verse: n.g     
მისგან _ მისთა C.



Strophe: 442  



Verse: a        ოდეს მე მნახა მნათობმან,   ჩემკენ წამოდგა წინარე,
Verse: b        ბრძანა: "მიჯნურთა გაჭრა ჴამს,   არ უნაღვლელად მძინარე,
Verse: g        თუ მიჯნური ხარ, მინდორად   თავი ნადირთა თან არე,
Verse: d     და   მაშინღა ჰპოვო ხელ-მქნელი   შენი, მზე, თვალთ-უჩინარე".



Verse: n.g     
ნადირთა _ მინდორთა C.
Verse: n.d     
ხელმქნილი A.



Strophe: 443  



Verse: a        თქვა: "მომნახე ერუსალემს,   მას იტყვიან სახლად ღვთისად,
Verse: b        მუნვე მიჰხვდე საწადელსა,   არ თუ დაგხვდე ნაზი მქისად;
Verse: g        დავსთმე მისთვის საჴელმწიფო,   ვის ვიგონებ დარად მზისად,
Verse: d     და   წავე მისად საძებნელად,   ბადრაგი მყვა სწავლად გზისად".


Strophe: 444  



Verse: a        "მახლდეს ჩემნი დიდებულნი,   ჰინდოელნი სამ-ათასი,
Verse: b        უწყი, მყვანდეს ვარსკვლავთაებრ   სპა ურიცხვი, მრავალ-დასი,
Verse: g        მათგან ყველა უკეთესი,   გამოცდილი, არა ნასი,
Verse: d     და   მუნით ჩქარად წამოსრულთა,   გზა ვიარეთ კვირა ასი".



Verse: n.d     
ჩქარად _ ჯარად D. წამოსრულმან ACD.



Strophe: 445  



Verse: a        "კვლა მივედით მას ქალაქსა,   ვნახეთ უცხო სანახავი,
Verse: b     Page of Ms. C: 13     მუნ ვიხილეთ სასწაული   მტკიცე, ღვთისა შეუძრავი;
Verse: g        მოვიქეცით სინანულად,   აღვთქვით გვექმნა რაცა ავი,
Verse: d     და   მუნ დავყვენით კვირა ათი,   ქალს ვეძებდით, ვით მპარავი".


Strophe: 446  



Verse: a        "რაზომღაცა გულით ვძებნე,   მისი მცნობი ვერვინ ვნახე,
Verse: b        ვნახე ტურფა მრავალ-გვარი,   მისად სახედ ვერა ვსახე,
Verse: g        კვლაცა მისმან ვერამჭვრეტმან   ზოგჯერ ვუშე, ზოგჯერ ვახე,
Verse: d     და   მუნ ვჰგულობდი, თურე სხვაგან   მას მოედგა ჩემთვის მახე".



Verse: n.b     
ვძებნეთ. ვნახეთ ACD.



Strophe: 447  



Verse: a        "ოდეს ვერ ვპოვე იგი მზე   ჩემი, მდაღავი გულისა,
Verse: b        მაშინღა ვნახე თვალითა   დღე ჩემი აღსასრულისა;
Verse: g        ვარ მომდურავი ჩემისა   ამად ბედისა კრულისა,
Verse: d     და   მაქვს მისი სევდა მიზეზად,   გამაახლებლად წყლულისა".


Strophe: 448  



Verse: a        "ესე საქმე ჩემთა ყმათა   არვინ იცის ჩემგან კიდე,
Verse: b     Page of Ms. A: 60     ლოცვისა ვთქვი მე მიზეზი,   თავი ამით გავიფლიდე,
Verse: g     Page of Ms. D: 151    თავი მისთვის გავიხელე,   ჭირთა ვიყავ არ დამრიდე,
Verse: d     და   პატიჟთა და ჭირთა ჩემთა   კვლაცა ენით ვით დავსთვლიდე?"


Strophe: 449  



Verse: a        "მის ამბისა ვერამცნობნი   არ ვიყვენით ხან-დაზმულნი,
Verse: b        მოვიდოდით მუნვე გზასა,   გულ-ამოსკვნით წამოსრულნი;
Verse: g        მის ქალისა შეუყრელნი,   გზასა ვლიდით გულ-ნაკლულნი,
Verse: d     და   ვისი მახლდის გაუყრელად   გულსა სევდა მისეულნი".


Strophe: 450  



Verse: a        "გზაზედ ვნახეთ მლოცავთაგან   მოქარავნე მომავალნი,
Verse: b        მათ ყათარნი დაკაზმულნი   ჰყვანდეს მავლად, ვითა წყალნი;
Verse: g        გკადრებ: მათგან უამესსა   ვერ ნახევდა კაცთა თვალნი,
Verse: d     და   მზე ვიხილე კუბოს მჯდომი,   მან მომიდვა გულსა ალნი".



Verse: n.a     
მლოცველთაგან C.



Strophe: 451  



Verse: a        "ცხადად ვნახე იგი პირ-მზე,   პირველ სიზმარ ჩემი მკვლელი,
Verse: b        პირს ნათელი შემომადგა,   ღაწვთა სხივი, გულთა მწველი;
Verse: g        ნახვით ჭკუა შემეცვალა,   მან წამიღო გული ბნელი,
Verse: d     და   დავემსგავსე უსულოსა,   თქვეს: "დარჩომა არსო ძნელი".



Verse: n.b     
სხივნი ACD.
Verse: n.g     
შემეცვალნეს ACD.



Strophe: 452  



Verse: a        "შვიდ დღე ასრე, რომე გკადრე,   მიწად ვიყავ დანავარდი,
Verse: b        მე მტიროდეს ყოვლნი ჩემნი   გამზრდელნი და განაზარდი;
Verse: g        მას მზეს ჩემთვის არ ეცალა,   სხოგან იყო მონავარდი,
Verse: d     და   არ ეწოდა ჩემთვის გული,   მას არ ჰქონდა ჩემი დარდი".



Verse: n.g     
ეცალნეს ACD.



Strophe: 453  



Verse: a        მერვე დღეს მოვე ჩემსავე   წესით ჭკუას და ცნებასა,
Verse: b        უგბილი ამად ველოდი   კვლაცა მის მზისა ხლებასა,
Verse: g        ვჰკითხე: სად არის იგი მზე,   ვისგან მოველი შვებასა?
Verse: d     და   ვპოვე მკურნალი წყლულისა,   აწ მივჰხვდი ჩემსა ნებასა".



Verse: n.b     
უგბირი CD.



Strophe: 454  



Verse: a        "სად არს იგი მზეებრ მნათი,   რომე ტანი ალვად მეხეს?"
Verse: b        "რვა დღეაო უსულოდ სძე",   მუნ გაზრდილთა მიპასუხეს;
Verse: g        ამ ამბისა მოსმენითა   გული ერთობ შემიწუხეს,
Verse: d     და   კვლაცა წყლული გამიახლეს   გული ლახვრით ახლად მიხეს".



Verse: n.g     
ამ _ მუნ CD.
Verse: n.d     
ლახვარს A.



Strophe: 455  



Verse: a        "ღამემდის ვიყავ მტირალი,   მქონდა მე ღაწვთა ნამები,
Verse: b     Page of Ms. C: 14     მივჰმართე გაჭრად მინდორსა,   გული რაზომცა დამება,
Verse: g        ზოგჯერ გავბედი სიკვდილი,   თავს დაუპირი წამება,
Verse: d     და   ამ გულსა, ლახვრით დაჭრილსა,   აროდეს მიჰხვდა ამება".



Verse: n.b     
მინდორთა CD.
Verse: n.g     
გავბედე AC. დაუპირე C.



Strophe: 456  



Verse: a        "დაღამდა, სევდამ მიმაგდო,   თვალთათ ცრემლისა მდინარე,
Verse: b     Page of Ms. A: 61     მიმლულა ოდნად, არ ვიყავ   მღვიძარე, არცა მძინარე,
Verse: g        ვნახე წამღები გულისა,   ჩემგან არ დასათმინარე,
Verse: d     და   გამნათლებელი ქვეყნისა   და ჩემთვის თვალთ-უჩინარე".



Verse: n.b     
ვიყავ _ იყავ C.



Strophe: 457  



Verse: a        "ვნახე, რომე თავსა მადგა,   ვით ნათელი, იგი პირ-მზე,
Verse: b        კვლაცა მისსა სიყვარულსა   გული ჩემი მე შევათხზე;
Verse: g        მითხრა რამე საიდუმლო,   გულსა ცეცხლი მით შევიგზე,
Verse: d     და   ხელმან მისთვის, ველთა მრბოლმან,   გზანი სავლად არ თუ ვიგზე".


Strophe: 458  



Verse: a        "მიბრძანა: ნუ ხარ ბედითად   მტირალი, ცრემლთა მდინარე,
Verse: b        ჰალაბს არს ჩემი სამყოფი,   გზანი გიც სავლად წინარე,
Verse: g        დასთმე ჰინდოთა მეფობა,   აწ ტანი-ალვა მუნ არე,
Verse: d     და   ჰპოო მკურნალი წყლულისა   მზე, შენგან დაუწუნარე".



Verse: n.d     
ჰპოეს A.



Strophe: 459  



Verse: a        "დავყარნე ჩემნი მხლებელნი,   სამეფო, საქონელია,
Verse: b        იდუმალ, კაცთა ნამალად,   სავლად შევირტყი წელია;
Verse: g        წამოველ უგზოდ მტირალი,   გავტეხე ღამე ბნელია,
Verse: d     და   შვიდ დღე რომ ვნახნე პატიჟნი,   ჩემგან სამბობლად ძნელია".



Verse: n.a     
დავყარენ CD.
Verse: n.g     
წამვე AD.



Strophe: 460  



Verse: a        "მოვე, მივჰმართე ოჴერსა,   ვიყავ უსულოდ მდებარე,
Verse: b        შენ გამომიჩნდი ჩემისა   ცეცხლისა დამავსებარე;
Verse: g        სული შენგან მითქს, მას აქეთ   ვარ შენი მე მაქებარე,
Verse: d     და   აწ შენი ხლება არს ჩემთვის   გულისა დასადებარე".



Verse: n.g     
შენგან მითქს-ჩამიდგა C, ჩამი _ დგი D; მე კულა A.



Strophe: 461  



Verse: a        "მადლი ღმერთსა, ძმაო, ამად,   რომე შენ ხარ ჰალაბს ქველი,
Verse: b        შენ ჩამიდგი რადგან სული,   აწცა შველას შენგან ველი,
Verse: g        შენ მიწამლე, რაც მეწამლოს,   გამინათლე გული ბნელი".
Verse: d     და   ახი ჰკადრა: "სწადს თუ ღმერთსა,   გაადვილდეს საქმე ძნელი".



Verse: n.g     
რაც მეწადოს _ რაცა წამლად C.
Verse: n.d     
გაადვილდა D.



Strophe: 462  



Verse: a        კვლა შეირტყა წელი ძებნად   მისთვის ახი გონიერმან,
Verse: b        არ უცრუა ფიცსა მისსა,   ძმად მისთვისვე დასაჯერმან;
Verse: g        აწ ისმინეთ, ბედმან მისმან   რა ქნა, ზეცით დანაწერმან!
Verse: d     და   ყმაზე ქმნილი ძმობა მისგან   გაიკვირვა სრულად ერმან.



Verse: n.a     
ახმან C.



Strophe: 463  



Verse: a        საწოლს ისხდეს ორნი ერთად   მუნ ცოლ-ქმარი ერთსა დღესა,
Verse: b        ახი ჰკადრა ყმის ამბავი   კვლაცა მისსა მეუღლესა;
Verse: g        "სწვავს უშრეტლად ცეცხლი ცხელი,   გულმან ვითმცა გაუძლესა?
Verse: d     და   თუ შევჰყარნე ერთმანერთსა,   ჩემთვის ლხინი უამესა".


Strophe: 464  



Verse: a        ქალმან ჰკადრა: "დღესა ერთსა   გზაზედ ლოცვით მომავალმან,
Verse: b     Page of Ms. A: 62     ვაჟი ვნახე, ტურფა სახით,   მეცა მნახა მისმან თვალმან;
Verse: g        დაბნდა, ცხენით ჩამოვარდა,   სულთქმით ახა, ვითა მთვრალმან,
Verse: d     და   მფრთხალმან მისმან გზა ვიარე,   კვლაცა მისგან განაკრძალმან".



Verse: n.b     
მნახეს ACD.
Verse: n.d     
მისმან A.
Verse: n.g     
ახნეს ACD.



Strophe: 465  



Verse: a        ახის ენიშნა ყველაი,   მის მზისა მონაჴსენები,
Verse: b     Page of Ms. C: 15     რაცა მან ჰკადრა, არ იყო   ახისგან მოსასმენები,
Verse: g        მაგრამ ფიცია მის ყმისა   ავადცა არ საჴსენები,
Verse: d     და   ჴამს, თქმადცა ამა ამბისად   დაშვრნეს, დადუმნეს ენები.


Strophe: 466  



Verse: a        ახიმ უბრძანა მოკაზმა   მნათობსა ღამე-ბნელისა,
Verse: b        კვლაცა უბრძანა ხადუმთა   წვევნა მის ყმისა ქველისა;
Verse: g        მას მალვით მზისა ჩვენება   უნდა და ყმას მოელისა,
Verse: d     და   ჴამს მსმენელთათვის მოკლედ   თქმა ამა ამბისა გრძელისა.



Verse: n.g     
უნდა და _ სწადდა A.



Strophe: 467  



Verse: a        მივიდა მალვით იგი ყმა   საჭვრეტლად მზისა არესა,
Verse: b        მუნ შეიყარნეს ძმად-ფიცნი,   მათ თავნი მისკენ არესა,
Verse: g        იდუმალ შეჰჴდეს საჭვრეტლად   მზისა სამყოფსა გარესა,
Verse: d     და   ყმა შეახედა მან სარკმლით,   ჰკადრა: "იგი მზე არესა?"



Verse: n.b     
შეიყარნეს _ შეიყუარნეს A.
Verse: n.g     
სამ _ ყოფთა A.
Verse: n.d     
მან _ კულა CD.



Strophe: 468  



Verse: a        რა შეხედა, მუნვე მიწად   ყმა დავარდა ოხრვა-ახით,
Verse: b        მას ყმას ჭკუა შეეცვალა   შორით მზისა ერთხელ ნახვით,
Verse: g        დაემსგავსა უსულოსა,   დაბნდა, იყო არა ძრახვით,
Verse: d     და   აწღა პოვა, ვინ რომ გულსა   ხატად ჰქონდა გამოსახვით.



Verse: n.b     
შეიცვალნეს ACD.



Strophe: 469  



Verse: a        ყმა ფარდაგსა გახვეული   გაიყვანეს საწოლს გარე,
Verse: b        დიდხანს ეგდო სულ-ამოჴდით,   ფერ-მიჴდილი, ვითა მთვარე,
Verse: g        გარ-ეხვივნეს ყმას მხლებელნი,   იყვნეს მისი მემუდარე:
Verse: d     და   "გწვავდა გულსა უმისობა,   ნახვით ლხინი გაიმწარე".



Verse: n.b     
სულამოსვლით C.
Verse: n.d     
გულსასულსა C.



Strophe: 470  



Verse: a        სამ დღე იყო ასე რეტად,   რომე კაცსა ვერ იცნობდა,
Verse: b        მისსა მჭვრეტსა მისი ცეცხლი,   ვითა ცვილსა, დაადნობდა;
Verse: g        ყმას გვერდს ახლდა ახი ბრძენი,   ფიცსა მისსა არა ჰგმობდა,
Verse: d     და   მას მიეცა ცნობა ოდეს,   ძმასა მისსა ღვთად იჴმობდა.



Verse: n.g     
გვერც C, გვერთს D.
Verse: n.d     
მიეცა ცნობა _ მიეცნეს ცნობა A, ჩავარდა ცნობას CD.



Strophe: 471  



Verse: a        ახის მუჴლსა მოეხვია,   ყმას მიეცა ოდეს ცნობა,
Verse: b     Page of Ms. D: 152    ჰკადრა: "ძმაო, აწ ვიხილე   შენგან ჩემთვის საქმით ღვთობა".
Verse: g        ახი ჰკადრა: "მაქვსო შენი   მსგავსად ღვთისა მე სათნობა,
Verse: d     და   ოდეს ძმასა დაეჭიროს,   მაშინ მართებს ძმასა ძმობა".



Verse: n.a     
მიეცნეს ACD. ახის _ ახი C.
Verse: n.d     
მართებს ძმასა ძმისა ძმობა CD.



Strophe: 472  



Verse: a        "ქალია ჩემი იგი მზე,   წამღები მჭვრეტთა გულისა,
Verse: b     Page of Ms. A: 63     უშენოს კაცსა არ მიჰხვდეს,   მკურნალი გულთა წყლულისა;
Verse: g        ძმა ვარ გამთავე უთუოდ   ამად ფიცისა სრულისა,
Verse: d     და   უკუღმა ბრუნვა, სიმუხთლე   ნახეთ სოფლისა კრულისა!"



Verse: n.b     
უშენოს კაცსა _ იგი უშენოს A.



Strophe: 473  



Verse: a        ახი შეჰჴდა სახლსა თვისსა,   უჴმო მზესა მისსა დობით;
Verse: b        მოეგება ახის ქალი,   მისთვის მორთო ენა გმობით:
Verse: g        "ვით მიჴმეო ცოლსა დობით?   გამოსრულ ხარ თურე ცნობით;"
Verse: d     და   ჰკადრა: "ღვთისა ბრძანებასა   ვერ უარვჰყოფ მე სათნობით".



Verse: n.g     
ცოლი. C
Verse: n.d     
ბრძანებითა C.

5



Strophe: 474  



Verse: a        "რაცა ღმერთსა არა სწადდეს,   ქნაცა მისი ვით ეგების!"
Verse: b        თქვა: "მიმყოლი ეშმაურთა   ეშმაკთთანვე წაეგების;
Verse: g        თქმულა: ყოვლი ფიცის მტეხი   კაცი ღმერთსა არ ეთნების,
Verse: d     და   აქნევს ღმერთი, რაც რომ პირველ   მისთვის ზეცით გაეგების".



Verse: n.a     
სწადის CD.
Verse: n.b     
ეშმაკთანვე AD, ეშმაკთა თავნი C.
Verse: n.d     
გაიგების CD.



Strophe: 475  



Verse: a        რაზომ წუხდა მისით სმენით,   ყმამან ქალი არ აუბნა,
Verse: b     Page of Ms. C: 16     მზემან თვალთათ მონადენნი   ცრემლნი კალთას დაიგუბნა,
Verse: g        სოფელმან და ბედმან კრულმან   ახის ლხინნი დაუჩხუბნა,
Verse: d     და   მას გაჰყარა საყვარელი   მისი, მისგან დაასუბნა.


Strophe: 476  



Verse: a        ჰკადრა: "თუცაღა მზე შენ ხარ,   იგი ყმა ვითა მთვარია,
Verse: b        ქვეყნის მფლობელნი ჰინდოთა   მეფისა მემუდარია;
Verse: g        თაყვანის სცემენ, ვით ღმერთსა,   სრულად ჰინდოთა ჯარია,
Verse: d     და   აწ მიჰხვდი ღმერთსა წინაშე,   რაც გქონდა სანუკვარია".


Strophe: 477  



Verse: a        მოეხვივნენ ერთმანერთსა,   ტირს და ჰგმობდა ქალი ყმასა,
Verse: b        მოსთქვემდეს და თმას იგლეჯდეს,   ცას აწვდენდეს მათსა ჴმასა;
Verse: g        ქალი ვარდსა ძირითა სთხრის,   არ იწყალებს გიშრის თმასა,
Verse: d     და   ემზადების უცხოს თემსა,   ესალმების, ვითა ძმასა.


Strophe: 478  



Verse: a        გაეყარნეს ერთმანერთსა   მუნ ცოლ-ქმარი მრავალ-წლისა,
Verse: b        ქალი იგლეჯს გიშრის თმასა,   კლდესა სალსა თავს ახლისა,
Verse: g        პატიჟთა და მათსა ჭირსა   კაცი ენით ვით დასთვლისა?
Verse: d     და   თქმულა: "ღვთისა ბრძანებასა   ჴორციელი ვერ შესცვლისა".



Verse: n.d     
შესცვლისა _ მოშლისა CD.



Strophe: 479  



Verse: a        გაზითვა ახი იგი მზე   ყოვლითა სამკაულითა,
Verse: b        მას უძღვნა სავსე საჭურჭლე   ლარითა მაღრიბულითა,
Verse: g        ყმას მიათხოვა მისი მზე   კვლაცა ფიცითა სრულითა:
Verse: d     და   "უმისოდ ვახლავ სიკვდილსა,   გვამი დავცალე სულითა".



Verse: n.b     
საჭურჭლე _ სალარო CD.



Strophe: 480  



Verse: a        კვლა ყმას უძღვნა ცხრა ხადუმი   მან ჰაბაში, ზანგი-ყული,
Verse: b     Page of Ms. A: 64     ცხრა ყათარი ზანდუკები,   სავსე-ლარი მაღრიბული,
Verse: g        შვიდი ცხენი ბედაური,   თავლა-მორთვით დიმიშყული,
Verse: d     და   სხვა მხლებელნი გონიერნი,   ოქრო-ვეცხლით დაკაზმული.



Verse: n.a     
ზაგი A.
Verse: n.b     
ლარი _ ლალი A.



Strophe: 481  



Verse: a        ჩადრ-ოთაღი, სარაფარდა,   რაც მეფეთა ეფერების,
Verse: b        ქალი, მზეებრ ქვეყნის მნათი,   მაგრამ მზე მას ვით ედრების?
Verse: g        უძღვნა ყოვლი საჴელმწიფო,   რაც მას ღონე დაედების,
Verse: d     და   კარგსა კაცსა კარგი საქმე,   ვთქვათ, ვისგანმცა დაეშლების?


Strophe: 482  



Verse: a        თან გაატანა ყველაი,   ვინ რომე მზესა ხლებოდა,
Verse: b        მას, რაცა ჰქონდა საუნჯე,   ერთი არ დააკლდებოდა;
Verse: g        გაზითვა, ვითა ასული,   ყმას ვერვინ მიუხვდებოდა,
Verse: d     და   მუნ გაისტუმრა, ახისა   გული მისთვისვე კვდებოდა.



Verse: n.b     
საუნჯე _ საჭურჭლე C.
Verse: n.d     
მისთვისვე _ კულა მისთვის A.



Strophe: 483  



Verse: a        გული მისი შეიჯერა,   მასცა გულნი შეაჯერნეს,
Verse: b        ჰკადრა: "ღმერთსა ბედი თქვენი   პირველ ზეცით დაეწერნეს";
Verse: g        კვლა დალოცა, ჰკადრა: "ღმერთმან   ერთმანერთსამც შეგაბერნეს,
Verse: d     და   დღენი მოგცნეს მეფედ მსხდომთა,   მანვე გაგაბედნიერნეს".


Strophe: 484  



Verse: a        კაცი ვით იტყვის ენითა   ყმას ახი დასდვა რა ვალი?
Verse: b        ხან-დაუზმელად მეფემან   გავლო კვირისა სავალი,
Verse: g        იყო ლხინისა მომლოდნე   მუნითგან წამომავალი,
Verse: d     და   მათთა საქმეთა საამბოდ   ბრძენი ჴამს ენა-მრავალი.


Strophe: 485  



Verse: a        ხან-დაუზმელად სტუმარნი   კვირასა ერთსა ვლიდესა,
Verse: b     Page of Ms. C: 17     ეწადნეს მისვლა ინდოეთს,   ისწრაფდეს, დღესა სთვლიდესა;
Verse: g        მათ დგომა შექნეს წყლის პირსა,   ოდეს გზა დაიმშვიდესა,
Verse: d     და   ყმა ღამე ლხინსა ელოდა,   სხვისგან ვით დაიშლიდესა?



Verse: n.d     
ელოდეს C; სხვისგან ვით _ სხვისგან არ CD.



Strophe: 486  



Verse: a        თქვა, გაჩადრეს ჩადრ-ოთაღი,   ჴელმწიფური ფარდასარა,
Verse: b        მოეკაზმა ჴელმწიფურად,   ლომი მზესა მიებარა,
Verse: g        ესალამნა მზესა ოდეს,   მზემან ცრემლი გადმოყარა,
Verse: d     და   ყმას მოედვა ცეცხლი მწველი,   თქვა თუ "ქალმან მიუარა".


Strophe: 487  



Verse: a        ჰკადრა: "მზეო, შენთვის ხელი   გამოჭრილ ვარ ინდოეთით,
Verse: b        შენ მაცნობე სიზმარ თავი,   თვარ გიცნობდი შენ გლახ-მე სით?
Verse: g        ღმერთმან მიგვცნა ერთმანერთსა   ზეცით მისგან დანაწესით,
Verse: d     და   ვერვინ შესცვლის ჴორციელი   მისგან ქმნილსა საქმეს ზესით".



Verse: n.g     
ზეცით _ მსწრაფლად CD.
Verse: n.     
487 და 488 სტროფები ერთ მეორის ადგილზე არიან გადასმულ-გადმოსმულნი C-ში.



Strophe: 488  



Verse: a        "ჴელმწიფე ვარ, მხედავ, რომე   სახით მზესა დავედარე?
Verse: b     Page of Ms. A: 65     ბრძანე: რადმცა დამიწუნე   ანუ ვითმცა მიუარე?
Verse: g        ინდოეთით გამოჭრილი   ხელი, ველად შენთვის მარე,
Verse: d     და   შენ დამკარგე, შენვე მპოვე,   აწცა შენვე მიამარე".


Strophe: 489  



Verse: a        ქალმან ჰკადრა: "ჰე მეფეო,   აჯა ჩემი მოისმინე,
Verse: b        გამიკითხე, ოდეს გნახე,   თვალთათ ცრემლი რად ვიდინე?
Verse: g        მე რომე მჭირს საქმე ძნელი,   მართებს, თუმცა მოვიწყინე,
Verse: d     და   რად არ მოვკვდი, ვეჭვ, რომ დამგმო,   რომ მე ჭირი მოვითმინე".


Strophe: 490  



Verse: a        "ქვეყნის მნათია ჴელმწიფე,   საროსა მსგავსია ხისა,
Verse: b        გკადრებ, არა ვარ ასული,   ცან, მეცხედრე ვარ ახისა;
Verse: g        შენ ხარ წამღები სევდისა,   გულისა მწველი, ახ, ისა,
Verse: d     და   დამგმე მე მისი გაყრილი,   თვარ ვიყო მქნელი ახისა".



Verse: n.a     
ხისა _ სახისა A.



Strophe: 491  



Verse: a        ჰომაინს ესმა ამბავი,   დაბნდა, დავარდა წინარე,
Verse: b        სამ დღემდის, ვითა უსულო,   მუნ მიწად ეგდო მძინარე;
Verse: g        ქალს ცეცხლზედ ცეცხლი დაერთო,   ზის მისთვის ცრემლთა მდინარე,
Verse: d     და   ტირს, წუხს და იტყვის: "რადმცა   ვთქვი მე მისი მოსაწყინარე"?


Strophe: 492  



Verse: a        ყმას აყნოსეს საყნოსელი,   გულს დაასხეს ვარდის წყალი,
Verse: b        იმან სულთქმით ამოოხრა,   კვლაცა გახვნა ოდნად თვალი;
Verse: g        ქალი მოსთქვამს ღაწვთა გლეჯით,   ედებოდა გულსა ალი,
Verse: d     და   ყმას ესმოდა ჴმა არვისი,   რეტი იწვა, ვითა მთვრალი.



Verse: n.b     
იმან _ ყმამან A. გახვნა _ გახმნა C.
Verse: n.g     
გულსა _ ცეცხლსა A.



Strophe: 493  



Verse: a        მოსულიერდა, შეხედა,   მზე პირს იბანდა ნამითა;
Verse: b        "არ ვკვდები, ნუ მტირ, განვცვიფრდი,   მზეო, ამბითა ამითა;
Verse: g        აწ ამას იქით სიცოცხლე   ამიწონია დრამითა,
Verse: d     და   არმად სიცოცხლე, ამომჴდეს   მე სული მისთვის გვამითა".


Strophe: 494  



Verse: a        "თუცა, მზეო, შენთვის ხელი,   გამოჭრილ ვარ მინდორს რებად,
Verse: b     Page of Ms. D: 153    ვგმე მეფობა, თავი ჩემი   შენკენ ვარე შენად ხლებად;
Verse: g        გკადრო ჩემი საიდუმლო,   მზეო, სრულად, არ ნაკლებად,
Verse: d     და   ნუ სწუხ, ვირე ცოცხალ ვიყო,   მე მიმაჩნდე ჩემად დებად".


Strophe: 495  



Verse: a        "ნუ ვის ანდობ ჩემსა მზესა,   დაო, ჩემსა იდუმალსა,
Verse: b     Page of Ms. C: 18     სოფელს მისსა საწადელსა   ვერვინ მიჰხვდეს ნაათალსა;
Verse: g        საქმე იქნა საარაკო,   აწ უყუროთ ღვთისა ძალსა,
Verse: d     და   აწ მივჰმართოთ ინდოეთსა,   წასვლა მართებს წამავალსა".


Strophe: 496  



Verse: a        მათ მიჰმართეს ინდოეთსა,   სწრაფად გავლნეს გზანი შორნი,
Verse: b     Page of Ms. A: 66     ხანი არსად დაიყოვნეს,   გზასა ვლიდეს ერთად ორნი;
Verse: g        შეჰჴდეს მისსა სამეფოსა,   მათ იხილნეს მთა და გორნი,
Verse: d     და   სახლი დახვდა უპატრონო,   მიცვლილ იყვნეს ცათა სწორნი.


Strophe: 497  



Verse: a        წინ მოეგებნეს ჰინდოთა   მდიდარნი ძაძა-ფლასითა,
Verse: b        ვაზირნი, ქიშვართ მეფენი   ჯარითა ბევრ-ათასითა;
Verse: g        იყვნეს მგლოვარნი მეფისა,   მოსილნი არ ატლასითა,
Verse: d     და   თაყვანის სცემდეს ჰომაინს   ჰინდონი დას-და-დასითა.


Strophe: 498  



Verse: a        მასვე დღესა დიდებულთა   ტახტზედ დასვეს მეფე წყნარი,
Verse: b        მიულოცეს ტახტ-გვირგვინი,   გარ-ეხვივნეს ჰინდოთ ჯარი;
Verse: g        მუნვე ყმისა ბრძანებითა   საჭურჭლეთა გახვნეს კარი,
Verse: d     და   მათ დაჰჴადა ძაძა-ფლასი,   კვლა უბოძა საბოძვარი.



Verse: n.b     
გარს D.
Verse: n.g     
მუნვე _ მასვე A; საჭურჭლეთა _ სალაროთა CD.



Strophe: 499  



Verse: a        კვლაცა მისმან სამართალმან   ყოვლი თემი დაამშვიდა,
Verse: b        მისსა დროსა მოჩივრისა   კარს აროდეს არ დახშვიდა;
Verse: g        მან სამართალით დაუნელის   მძლავრთა ცეცხლი ვისცა წვიდა,
Verse: d     და   მოაწვივნის დიდებულნი   და მათთანა ლხინსა ზმიდა.


Strophe: 500  



Verse: a        უბრძანა მოსხმა ვაზირთა   ყოვლისა ჴელოსანისა,
Verse: b        ქვის მთლელი, სახლის ამგები,   მხატვარი, მსგავსი მანისა;
Verse: g        ბრძანა აგება ახისა   სასახლის მისაგვანისა.
Verse: d     და   ფიცხლად ააგეს, მნახველთა   თქვეს: "გავსო თვითან ან ისა";



Verse: n.g     
სასახლის _ სახლისა AC.



Strophe: 501  



Verse: a        აბანო, ბაღი, სავარდე,   სასახლე, შიგან-გარენი,
Verse: b        მათ ჴელოსანთა ყოველი   მისსა ამსგავსეს არენი;
Verse: g        მეფე მივიდა, თან ახლდა   მუნ მზისა დასადარენი,
Verse: d     და   ამსგავსა მისსა სამყოფსა,   თვალთათ სდის ცრემლნი მწარენი".


Strophe: 502  



Verse: a        მუნ დააყენა იგი მზე,   აახლა მისი მხლებელი,
Verse: b        მზეს გაურიგა წლით-წლამდის   მან საზრდო დაუკლებელი;
Verse: g        მაგრამ მას სწვევდა ახისა   გულს ცეცხლი დაუვსებელი,
Verse: d     და   ნახვა მის ყმისა იმედად   ჰქონდა მას გასაძლებელი.



Verse: n.a     
აახლნა მისნი მხლებელნი ACD.
Verse: n.d     
რითმა "ელნი".



Strophe: 503  



Verse: a        ყმა ეახლის კვირა ერთხელ,   უალერსის, ვითა დასა,
Verse: b        მასთან ნახის ლხინი ასრე,   რომე მართებს დასთან ძმასა;
Verse: g        მუტრიბნი და მომღერალნი   დაატკბობდეს ტკბილად ჴმასა,
Verse: d     და   უბოძებდის საბოძვარსა   მხლებელთა და მისსა ყმასა.



Verse: n.b     
ასრე _ ესრეთ A.



Strophe: 504  



Verse: a        რას ვაგრძელებდე? ყოველსა   კვირასა ერთხელ ნახისა,
Verse: b     Page of Ms. A: 67     იამის ნახვა, ყმას ეშყი   ჰქონდა მის მზისა სახისა;
Verse: g        მისსა მომცემსა იგი ყმა   აქებდის, არ უძრახისა,
Verse: d     და   აწ მსმენელთათვის საამო   ვამბო ამბავი ახისა.


Strophe: 505  



Verse: a        რაც ოდენ გკადრე ამბავნი   ახისა გასაგონანი, _
Verse: b     Page of Ms. C: 19     ჰომაინს უძღვნა მისი მზე   და ყოვლნი მისნი ქონანი,
Verse: g        ყათარნი ლარ-კიდებულნი,   მისნი დაზრდილნი მონანი,
Verse: d     და   მაგრამ ჰომაინ საქმე   ქნა, ბრძენთაგან მოსაწონანი.


Strophe: 506  



Verse: a        ახიმ ასრე, რომე გკადრე,   მეფე იგი გაისტუმრა;
Verse: b        მას მოსურდა მზისა ხლება,   მისებრ ჴშირად ვერ ესტუმრა,
Verse: g        მოაგონდის, მხიარულად,   მისებრ ტკბილად რომ ეხუმრა;
Verse: d     და   აღარ ნახის კაცთან ლხინი,   ენა ბრგვნილებრ დააჩუმრა.



Verse: n.a     
ახი ACD. მეფე იგი _ ოდეს მეფე ACD. ბრგვნილებრ _ ბრმგულ _ თებრ AD.



Strophe: 507  



Verse: a        ვის ესმა მისი ამბავი,   ჰგმობდა მას ყმასა, არ ავსა:
Verse: b        ცოლი გაგზავნა ინდოეთს,   აწ თვალთათ სისხლსა შარავსა;
Verse: g        კაცთაგან ჰრცხვენის, იმალვის,   ჰგავსო უჟმურსა მპარავსა,
Verse: d     და   ვით დაუცდელი მპარავი,   აბგაში შუბსა მალავსა.



Verse: n.g     
უჟმურსა _ უჟმურად CD.
Verse: n.d     
აბგაშიგ A, აბგაშიგან C.



Strophe: 508  



Verse: a        მას ქალაქსა ჰპატრონობდა   მას დროს თურმე კეისარი,
Verse: b        დიმიშყამდის ჴელთა ჰქონდა,   მისი იყო მთა და ბარი;
Verse: g        ქვეყნად მეფე, ტახტზედ მჯომი,   ვერვინ იყო მისი დარი,
Verse: d     და   მუნ მეფესა ზღვის ქვიშისგან   ურიცხვესი ჰყვანდა ჯარი.


Strophe: 509  



Verse: a        ახის იცნობდა მით, რომე   კეისარს ბევრჯელ ხლებოდა,
Verse: b        მას მისი ხლება იამის,   ყმას ძმურად დაუხვდებოდა,
Verse: g        მას აღუსრულის წადილი,   რაც მისგან მოედებოდა,
Verse: d     და   კეისარს ჰკადრეს ყველაი,   რაც რომ მას წაჰკიდებოდა.



Verse: n.b     
ძმურებ A, ძმურებრ D.



Strophe: 510  



Verse: a        ბრძანა: "ვის ესმა კაცთაგან   ესრეთ გაცემა ცოლისა?
Verse: b        ბრძენთ დაუგმია ყოველთა   კაცთათვის გმობა ტოლისა;
Verse: g        სარჰანგს უბრძანა: ახისო   დღე გაუთენეთ ძრწოლისა,
Verse: d     და   ჰალაბს მიიღეთ ბრძანება   მის ყმისა ქვით ჩაქოლისა".


Strophe: 511  



Verse: a        ფიცხლად მესისხლედ ახისა   სარჰანგთ შეირტყეს წელია,
Verse: b        მივიდეს, ჴელთა შეიპყრეს,   მჭიშნედ შეუკრეს ჴელია;
Verse: g        სრულად აიკლეს სამეფოთ   რაც ჰქონდა საქონელია,
Verse: d     და   ყმა საპყრობილეს ჩააგდეს,   მათ ესწრა ღამე ბნელია.



Verse: n.a     
ფიცხლა CD. მესისხლეთ C.
Verse: n.b     
ჴელთა _ მსწრაფლად A; მჭიშნეთ AD.



Strophe: 512  



Verse: a        საკნისა მცველი სარჰანგი   არის ახისა მცნობელი,
Verse: b     Page of Ms. A: 68     ახი ქრთამს აძლევს სარჰანგსა,   არს ხვეწნით მისი მჴმობელი:
Verse: g        "ცხრა ქვეყნის ფასი ლალი მაქვს,   შენგან გაშვებას მოველი,
Verse: d     და   თუ მოვრჩე, შენთვის არ ვიყო,   ვარმცა მე ღვთისა მგმობელი".


Strophe: 513  



Verse: a        რა შეესმა ახის სიტყვა,   ყმა ჩავარდა გულის-ხმასა,
Verse: b        ეტყვის: "ძმაო, რომე მითხარ   ქრთამი, აწღა გაქვსო მზასა?
Verse: g        აწ ამოდი, მომეც ლალი,   წადი, გვალე, შენსა გზასა,
Verse: d     და   შენ მორჩი და კვლაცა ჩემთვის   მოვიგონებ მეცა ჭკვასა".


Strophe: 514  



Verse: a        რა აიღო ქრთამი მისგან,   ყმამან ახი გააპარა,
Verse: b        სამ დღე მასთან გზასა ვლიდა,   ყმასა მერე გაეყარა;
Verse: g        კვლა მიჰმართა მას, ვისთვისცა   მან სიცოცხლე გაიმწარა,
Verse: d     და   სწრაფად გავლო მთა და ბარი,   თავი მისი მისკენ არა.


Strophe: 515  



Verse: a        მან დააგდო მისი მზღვარი,   გაიარა ტყე და ველი,
Verse: b     Page of Ms. C: 20     ახი, მუნით წამოსრულმან,   გზაზედ დაყო ერთი წელი;
Verse: g        ვინ რომ ნახის, საზრდო სთხოის,   მივიდოდა ფერჴ-შიშველი,
Verse: d     და   აჰყვა ვისმე დიდ-ვაჭარსა,   მან ჩააცვა ჩოხის ძველი.



Verse: n.d     
ვისმე _ მასვე C; მან ჩააცვა _ ყმას შემოსნა CD.



Strophe: 516  



Verse: a        მივიდეს ეგრე ქალაქსა,   სად ტახტი იყო მეფისა,
Verse: b        ღამე მოესწრა ვაჭარსა,   მუნ ქალაქს შეისწრაფისა;
Verse: g        ახი დავარდა, შეეძლო   მას თქმანი არ ლაყაფისა,
Verse: d     და   წყლისა პირს მიწვა, წალულნა,   ესმა ჴმა წყლისა ჩქაფისა.



Verse: n.a     
ეგრა AC.
Verse: n.g     
თქმანი _ თქმაღა C.
Verse: n.d     
"პირს" არ არის A-ში.



Strophe: 517  



Verse: a        ჰომაინ ვლიდა ნიადაგ   მუნვე ახისა წესითა,
Verse: b     Page of Ms. D: 154    წინ დაუძღოდეს შიკრიკნი,   ლიფნი აენთნეს კვესითა;
Verse: g        მას ღამეს ნახეს ღარიბი,   წყლის პირსა მწოლი კვნესითა,
Verse: d     და   უბრძანა: "ჰგავხარ ღარიბსა,   ძმაო, მოსულ ხარ, ჰე, სითა"?



Verse: n.b     
შიქრიქნი A.
Verse: n.b     
ღარიბნი C.



Strophe: 518  



Verse: a        ახედა და ახი ნახა   კაცი, მზისა დასადარი,
Verse: b        ჰკადრა: "მზეო, მე ღარიბი,   ვარ ბედისა მოჩივარი,
Verse: g        სულთ-ამოსვლის მონატრე ვარ,   არ ცოცხალ ვარ, არცა მკვდარი";
Verse: d     და   მუნ მიეგდო, არ შეეძლო   მისგან კიდე საუბარი.


Strophe: 519  



Verse: a        მეფემან იცნა იგი ყმა,   მისი ჩამდგმელი სულისა;
Verse: b        თქვა: "მიკვირს ქცევა უკუღმა   ამა სოფლისა კრულისა,
Verse: g        თუმცა ვემდურვი სოფელსა,   მომხვდა წადილი გულისა,
Verse: d     და   აწ თავი ვცადო გარდაჴდად   ვალისა მისეულისა".


Strophe: 520  



Verse: a        ცხენსა შესვა ჴელმწიფემან,   მიიყვანა ახი შინა,
Verse: b     Page of Ms. A: 69     მას ხალათი საჴელმწიფო   მიაგებეს ფიცხლად წინა;
Verse: g        ყმა შემოსნეს ჴელმწიფურად,   მუნ მხლებელნი გაუჩინა,
Verse: d     და   მსახურებდეს, ვით პატრონსა,   მოასვენეს თავისთვინა.


Strophe: 521  



Verse: a        დილას ახი აბანოსა   მხლებელთ მიჰყავს საბანებლად,
Verse: b        კვლა სალარო შეუძრავი   მეფემ უძღვნა დაუკლებლად,
Verse: g        მასთან ახლოს დააყენა,   მისთა გულთა დასადებლად,
Verse: d     და   აჩვენებდის უცხოს ლხინსა   მეფე, მისთვის გასაძლებლად.


Strophe: 522  



Verse: a        გვერდს აახლო მას მუტრიბნი   საამებლად, ერთი ჯარი,
Verse: b        მოთამაშე, მომღერალნი,   ყველა მზისა დასადარი;
Verse: g        მასთან ლხინი ოდეს ნახის,   აამებდის მეფე წყნარი,
Verse: d     და   მასყმას რომე არ ენახნა,   მეფემ უძღვნა მრავალ-გვარი.



Verse: n.a     
გვერც C; საამბებლად A.
Verse: n.d     
უძღვნის A.



Strophe: 523  



Verse: a        მათ დაყვნეს ესრეთ ლხინთა ზმით,   რომ გკადრე, ერთი წელია,
Verse: b        მას უძღვნის ყმამან გულ-უხვად   ურიცხვი განძი ძველია;
Verse: g        რომე მას ჴელი შეეწყო,   ჩემგან სამბობლად ძნელია,
Verse: d     და   უყურეთ, ესე სოფელი   ბოლოს თუ რისა მქნელია?


Strophe: 524  



Verse: a        დღე ერთ დაჯდა სმად ჴელმწიფე,   იჴმნა მისნი დიდებულნი,
Verse: b        ორგნით დასხდეს სმად ვაზირნი,   ბრძენნი, ბევრის მონახულნი;
Verse: g        ახი უჯდა მეფეს გვერდით,   იკვირვებდეს ამას სრულნი":
Verse: d     და   "მას ეპყრობის მისად სწორად,   რა აჴსოვსო მისეულნი"?


Strophe: 525  



Verse: a        მეფემ უბრძანა თავადთა:   "გკადრო ამბავი ახისა?
Verse: b     Page of Ms. C: 21     ხედავთ ყოველნი მჭვრეტელნი,   კაცია ამა სახისა;
Verse: g        უზედე იყო მდიდართა,   მას მტერმან ვერ უძრახისა,
Verse: d     და   გამდიდრდის ყოვლი გლახაკი,   თუ ერთხელ ახი ნახისა".


Strophe: 526  



Verse: a        "ოდეს ხელი, ვით ნადირი,   ველად ვრბოდი დაკარგული,
Verse: b        ჰალაბს მიველ, მომეახლნეს   დღენი ჩემნი, აღსასრული;
Verse: g        მუნ მომისწრო სულთა მბრძოლსა,   მან ჩამიდგა მკვდარსა სული,
Verse: d     და   მომიქარვა კაეშანი,   გამიმთელა ძველი წყლული".



Verse: n.g     
მომესწრნეს. (??)



Strophe: 527  



Verse: a        პატივი მცა, ვით ჰმართებდა   პატრონისა კარგსა ყმასა,
Verse: b        მოიჭირვა ჩემთვის ასრე,   რომ შესჭირდეს ძმისი ძმასა;
Verse: g        მიკვირს, ამად უცხოს თემსა   ვით შესჭირდეს სხვისა სხვასა?
Verse: d     და   რომე დამდვა მან მე ვალი,   არა ღირს ვარ არცა თქმასა".



Verse: n.a     
მართებდეს A.
Verse: n.d     
მან მე _ მას დღე A.



Strophe: 528  



Verse: a        რომე ყმა მცემდა პატივსა,   კაცს მასთან გაეძლებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 70     კვლა გულსა მწვავდა მის მზისა   ცეცხლი, არ დამევსებოდა;
Verse: g        მკითხა რა, ვჰკადრე ამბავი,   ყმა ოდენ მიმიხვდებოდა,
Verse: d     და   თურე მას ჰყვანდა იგი   მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა".



Verse: n.g     
ოდენ _ ოდეს ACD.
Verse: n.d     
ვისთვისცა _ ვისთვის რომ ACD.



Strophe: 529  



Verse: a        "რომე გწვავს მისი საჴმილი,   მზეაო ჩემი ასული,
Verse: b        უშენოს კაცსა არ მიჰხვდეს,   მზე იყოს ცადცა ასული,
Verse: g        ოჴერ უშენოდ ქონება   ანუ სიცოცხლე და სული,
Verse: d     და   სულიცა შენთვის არა   მშურს, რა გნახე აგრე გასული".


Strophe: 530  



Verse: a        "სიძედ მიკადრა ღარიბი,   მან მომცა ქალი მისია,
Verse: b        მას მზესა ახლდეს მნათობნი,   ვით ზილიხან და ვისია;
Verse: g        რომე მან მიძღვნა საუნჯე,   კაცთა არ შესატყვისია,
Verse: d     და   მას არ უზემდა ძმა ძმასა,   მეყვისი, არცა თვისია".


Strophe: 531  



Verse: a        "აწ მე სამუქფოდ დას მივსცემ   და ჩემსა ვაზირობასა,
Verse: b        მას ჰფერობს ამილბარობა,   თუცა იქთ ჩემსა თნობასა:
Verse: g        ყმად ნუ ვინ იჴმობთ, მოველი   მისგან მე ჩემსა ძმობასა,
Verse: d     და   ჩემებრ მას სცემდით პატივსა,   ვინც იტყვით ჩემსა ყმობასა".



Verse: n.d     
იტყვით _ ითქმევთ A.



Strophe: 532  



Verse: a        დიდებულთა ქება ჰკადრეს   ჴელმწიფესა მისი ფერი:
Verse: b        "რაცა ბრძანეთ მისგან ქმნილი,   არ არს კაცთა დასაჯერი,
Verse: g        მას ვერარა ემუქფების,   რასაც უზამს შარიერი,
Verse: d     და   ჴამს, თუ ყმურებ ვჰმსახურებდეთ   ყმანი შენნი, ყრმა და ბერი.


Strophe: 533  



Verse: a        ახი თავმდაბლად მადლს იხდის   მუნვე წინაშე მეფისა,
Verse: b        ტირს სიხარულით იგი ყმა,   ჴმა ისმის ცრემლთა ჩქეფისა;
Verse: g        მას დღეს ღამემდის სმა იყო,   კვრა ჩანგ-ბარბითთა, დაფისა,
Verse: d     და   იდუმალ ხადუმთ უბრძანა   მის მზისა მორთვა სეფისა.


Strophe: 534  



Verse: a        რა გათავდა ლხინი, ოდეს   საქმე ასრე მოაგვარეს,
Verse: b        მასთან ლხინი მოინდომეს,   ვინ რომ მზესა დაადარეს;
Verse: g        მუნ ორთავე პატრონ-ყმათა   თავი მათი მისკენ არეს,
Verse: d     და   კვლაცა მიჰხვდეს სიამესა,   არ თუ ლხინი გაიმწარეს.



Verse: n.b     
მოინდომა A.
Verse: n.d     
რითმა "არ ნეს".



Strophe: 535  



Verse: a        მეფე მიუძღვის, მას ახი   მისდევს, ლხინისა მდომარე,
Verse: b     Page of Ms. C: 22     მისსა ამსგავსა სავარდეს,   ბაღისა გავლო რომ არე;
Verse: g        შეჰჴდეს მის მზისა საწოლსა,   ყმა იყო მიუმხვდომარე,
Verse: d     და   პირ-ჩამობურვით იგი   მზე ნახეს ტახტზედა მჯდომარე.


Strophe: 536  



Verse: a        მზეს შეხედა ახი მალვით,   მისმან შუქმან გულსა ალა,
Verse: b     Page of Ms. A: 71     წადგეს წინ და მეფემ მზისა   ჴელი ჴელსა ჩაუთვალა;
Verse: g        ჰკადრა: "მზეო, უშენობით,   მიკვირს, მთვარე რად არ მცხრალა"?
Verse: d     და   მუნ შეჰყარნა ერთმანერთსა,   დალოცა და მეფემ გვალა.


Strophe: 537  



Verse: a        მზემან პირსა აიხადა,   ვერ ძალ-ედვა მას გაძლება,
Verse: b        მოეხვივნენ ერთმანერთსა,   ახის ჰქონდა განკვირვება;
Verse: g        "რა არს საქმე მონაგვარი,   ვით მეღირსა მზისა ხლება?
Verse: d     და   სიზმარია ეს უთუოდ,   არსო, იტყვის, ანუ გრძნება".


Strophe: 538  



Verse: a        მათ უამბეს ერთმანერთსა   მათთა თავთა გარდასრული,
Verse: b        რომე ედო ჴელმწიფესა,   ედებოდა მისთვის გული;
Verse: g        მისმან ტკბილმან საუბარმან   გაუმთელა ძველი წყლული,
Verse: d     და   მუნ შეჰბერდეს ერთმანერთსა,   ქვეყნად დაყვნეს დღენი სრული.


Strophe: 539  



Verse: a        მუნ ერთად მყოფნი ნიადაგ   იყვნეს ლხინისა მზმელია,
Verse: b        მეფეს ჰმსახურა, აამა   მან წელნი დაუთვლელია;
Verse: g        კვლა გავლნეს კარნი სოფლისა,   ნახეთ თუ რა გვარ ძნელია,
Verse: d     და   დიდთა და წვრილთა ყოველთა   სოფელი სისხლთა მსმელია.


Strophe: 540  



Verse: a        თუცაღა ახის არ აკლდა   სიმდიდრე, ლხინთა ჴშირობა,
Verse: b     Page of Ms. D: 155    მაგრამ სწადოდა უფალსა   მის ყმისა ჰინდოთ მირობა;
Verse: g        შვიდთაგან ერთი სამეფო   მას მისცა, არ თუ მცირობა,
Verse: d     და   მან უძღვნა მუქფად, თუცაღა   მას გაუთავა პირობა.



Verse: n.g     
ეწადნეს ACD.



Strophe: 541  



Verse: a        ეს ამბავი მანი ბრძენმან   ჴელმწიფესა მოაჴსენა,
Verse: b        ბრძენმან მათდა საამებლად   კვლაცა მორთო მათთვის ენა:
Verse: g        "აწღა მოგცეს ღმერთმან მათი   დანაკლები დღენი თქვენა,
Verse: d     და   ვირემ ედგას კაცსა სული,   არა მარტებს მას მოწყენა".



Verse: n.     
541 სტროფის შემდეგ D-ში: "აქ გასრულდა მეორე ანბავი ომან ინდოეთის ხელმწიფისა და ახისა."



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.