Verse: a | მას ღამესა მანი ბრძენმან | მოასვენა ბარამ გმირი, |
Verse: b | რა გათენდა, მეფემ ნახა | მას დღეს მისებრ ლხინი ჴშირი, |
Verse: g | კვლა გასცემდა საბოძვარსა, | იეფობდა არ თუ ძვირი, |
Verse: d და | ლალ-გოარი გასაცემლად | მას მიაჩნდა, ვითა ჩირი. |
Verse: a | მოეკაზმა ბარამ მეფე, | კვლა სალხინოდ მოემართა, |
Verse: b Page of Ms. A: 72 | მოაწვევდდეს საქორწინოდ | თავადთა და მისთა ჯართა; |
Verse: g | არ ენახნეს მისებრ ლხინი | მეფეთა და მისთა გვართა, |
Verse: d და | ჭირთა ნაცვლად შარიერსა | ლხინი ლხინზედ დაესართა. |
Verse: a | მოჰფინეს მწვანე დარბაზი | ჩინურის ფარდაგებითა, |
Verse: b | ცამდის შეამკვეს იგი სრა | მუნ მწვანის სარასრებითა; |
Verse: g | მაშიგან დადგეს მურასა | ტახტი, თლილისა ქვებითა, |
Verse: d და | ედემსა სჯობდა იგი | სრა მას დღესა სურნელებითა. |
Verse: a | კვლავ ერთი ტახტი შეამკვეს, | საჯდომი მზე-და-მთვარისა, |
Verse: b | იქით და აქეთ ტახტზედა | დადგეს ხე ოქრო-მყარისა, |
Verse: g | მას ესხა ოქროს თურინჯი, | შიგ სავსე მუშკ-ამბარისა, |
Verse: d და | ოდეს აქროლდის ნიავი, | ქვეშ მსხდომთა თავს აყარისა. |
Verse: a | მზე მოეკაზმა ჩინელი | მიჯნურთა დასამჴობელად, |
Verse: b | შვენოდეს გიშრის ქამანი | გულსა ლახვართა მსობელად; |
Verse: g | ნარგისთა გარე შეემკო | ჰინდოთა რაზმთა მწყობელად, |
Verse: d და | ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდა | მჭვრეტელთა ცეცხლთა მდებელად. |
Verse: a | მან გაანათლა იგი სრა, | ვითა სამყარო მზემან, და |
Verse: b | თქვეს: "მზე შენ ხარ მჭვრეტელთა, არ | იჴსენების მზე მანდა, |
Verse: g | ცას მზისა მზობა ვის უნდა, | ქვეყნის მნათობი მზე მანდა, |
Verse: d და | შენი ჩრდილი სჯობს მზის შუქსა, | ვის ვაქებ, მისმან მზემან-და!" |
Verse: a | მზეს ახლდა ჯარი მნათობთა, | მსგავსი ჰურის და ფერისა, |
Verse: b | მჭვრეტელთა ცეცხლთა მომდები, | სრულად ყრმისა და ბერისა; |
Verse: g | შორს გაისმოდა ჩანგთა ჴმა, | მგოსანთა ზანგთა ჟღერისა, |
Verse: d და | ასრე გარიგდეს სალხინოდ, | ჴამს მოსვლა შარიერისა. |
Verse: a | კვლაცა მიჰმართა მეფემან, | ჴმა ისმა ჯართა თქარისა, |
Verse: b Page of Ms. C: 23 | დარბაზს შეიქნა გროვება | მუნ დიდებულთა ჯარისა; |
Verse: g Page of Ms. D: 156 | უხარის მას დღეს თავადთა | შეყრა მზისა და მთვარისა, |
Verse: d და | ჴშირად ლხინი და ქორწილი | მუნ ჴელმწიფისა წყნარისა. |
Verse: a | მეფე, ღვთივ-გვირგვინოსანი, | მივიდა მზისა არესა, |
Verse: b | პირ-მხიარული ჴელმწიფე | ჰგვანდა გავსილსა მთვარესა; |
Verse: g | წინ მოეგებნეს ჩინელნი | ჴმა-ტკბილად მოუბნარესა, |
Verse: d და | თაყვანის სცემდეს თავმდაბლად, | უქებდეს მას სიწყნარესა. |
Verse: a | ფერჴთ ქვეშ უფენდეს ნაქსოვსა, | კვლა კაცთა არ ნაშოარსა, |
Verse: b Page of Ms. A: 73 | თავსა აფრქვევდეს სურნელსა, | მუშკ-ამბარსა და გოარსა; |
Verse: g | ესწრაფის ყმასა მზის ნახვა, | გულსა ნათელი უარსა, |
Verse: d და | მუნვე მივიდა ჴელმწიფე, | მზედ მჯდომი სადა ბან არსა. |
Verse: a | მუნ მზისა შუქი შეადგა, | პირი გაუვსო მთვარესა, |
Verse: b | კვლა მეფე შეჰკრთა მის მზისა | შუქსა და სიელვარესა; |
Verse: g | თქვა: "მზეო, შენთა მჭვრეტელთა | გული ვით დააწყნარესა? |
Verse: d და | ცად ვერვინ აქებს მნათობსა, | შენგან უმშვენიარესა". |
Verse: a | თქვა: "მზეო, შენთა მჭვრეტელთა | სხვა მზე არ უღირს მზედ არად, |
Verse: b | შენთა ნათელთა მნახავი | მზე რად მზობს ანუ მზედ არად? |
Verse: g | ღაწვთა, სხივთა და ელვათა, | ვეჭვ, არა ჰყვანდეს მზე დარად, |
Verse: d და | ქვეყნად შენ გიჴმეს მზეთა | მზედ, ჴამს, არ გამოჩნდეს მზე დარად. |
Verse: a | დასხდეს, ტახტი დაამშვენეს | მეფემან და დედოფალმან, |
Verse: b | მომკალ, მათებრ მშვენიერი | თუმცა ნახოს კაცთა თვალმან, |
Verse: g | ანუ მათებრ სატურფალი | დაბადოსღა სხვა უფალმან; |
Verse: d და | თქვეს თუ: "მზემან მათთან რა | ქნას, ან მთვარემან ფერ-ნამკრთალმან?" |
Verse: a | ესმა ვისმცა ჴორციელსა | მზე და მთვარე ერთად მსხდომნი? |
Verse: b | მზეს ეახლნეს ქალთა ჯარი, | მთვარეს გარე ვითა ჴომნი; |
Verse: g | მათს სიტურფე-სინაზესა | გაეკვირვა ზეზე მდგომნი, |
Verse: d და | მათ აქებდეს, მსგავსად მზისა, | მუნ მჭვრეტელნი მიუმხვდომნი. |
Verse: a | თარა ბრძენმან მიულოცა | ტახტ-გვირგვინი შვენიერი, |
Verse: b Page of Ms. A: 74 | ტკბილად მადლსა უბრძანებდა | ლაღი გმირი შარიერი; |
Verse: g | მოაწვივნეს დიდებულნი, | თავადნი და სრულად ერი, |
Verse: d და | მას დღეს ლხინსა იქადოდა | ყრმა ვინმეა თუნდა ბერი. |
Verse: a | უბრძანა, გახვნეს სალარო, | სავსე ჩინურის მალითა, |
Verse: b | ოქროს ხონები აავსეს | ზურმუხტითა და ლალითა, |
Verse: g | უცხო გოარი ურიცხვი, | თვით არ ნახული თვალითა, |
Verse: d და | მიიტანეს და განათლდა | იგი სრა მათის წყალითა. |
Verse: a | თვითოს თავადსა მიართვეს | მათ სავსე ოქროს ხონები, |
Verse: b | თვალი უსხოსი კვერცხისა, | თვით ლიტრით ასაწონები, |
Verse: g | მუნ თვითო ფასი ქვეყნისა, | სხვა კაცთა არ ნაქონები, |
Verse: d და | ფრანგთ ფასანდი და უებრო, | ჴელმწიფეთ მოსაწონები. |
Verse: a | მას მიართვეს დიდებულთა | საბოძვარი, რაცა სწადდა, |
Verse: b Page of Ms. C: 25 | კვლა ნადიმი გაიშალეს, | სმა და ლხინი გადიადდა; |
Verse: g | შვიდ დღე სუფრა-აუღებლად | ლხინობდეს და ისხდეს სმადა, |
Verse: d და | ვფიცავ, რომე მისებრ ლხინი | არ ნახულა სხვა არსადა. |
Verse: a | ლხინობდა ბარამ ჴელმწიფე | მუნვე ჭკუითა ბრძენითა, |
Verse: b | ტკბილად ისმოდა ჩანგთა ჴმა, | კაცი ვერ გაძღის სმენითა, |
Verse: g | მათი ლხინი და სიამე | არ ითქმის კაცთა ენითა; |
Verse: d და | ლხინი გათავდა, წავიდნენ | თავადნი არ მოწყენითა. |
Verse: a | შვიდ დღე-ღამე ასრე, რომე | მოგაჴსენე, გაიხარნეს, |
Verse: b | კვლა ადგენ და ორთავ ერთად | საწოლთაკენ წაიარნეს; |
Verse: g | დაწვნენ ერთად სატურფალნი, | ვარდი კრიფეს, ია ყარნეს, |
Verse: d და | ამ სოფლისა სიამესა | მას ღამესა შეეყარნეს. |
Verse: a | ხანი გამოჴდა ღამისა, | ძილი გაუტყდა მეფესა, |
Verse: b | მუნ მანი ბრძენი სამბობლად | მეფეს წინ მიასწრაფესა; |
Verse: g | მალ მიიყვანეს იგი ყმა | ჴელმწიფის ხასთა სეფესა, |
Verse: d და | მანიმ დალოცა ჴელმწიფე, | უქებდა სიიეფესა. |