TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 14
Previous part

Chapter: XIII  
მწვანე დარბაზში მესამის იყლიმის ხელმწიფის ქალისას მანი ბრძენისაგან ბარამ ხელმწიფეს წინაშე ამბის მბობა.



Strophe: 563  



Verse: a        მანიმ დალოცა ჴელმწიფე   გმირი, ლომ-გული, ჭკვიანი;
Verse: b     Page of Ms. A: 75     თქვა: "იყო ჩინეთს ზღვის პირსა   ორი ჴელმწიფე სვიანი,
Verse: g        უხვი, გამცემი, მდიდარი,   ზნე-სრული, სამართლიანი,
Verse: d     და   მტერთა გამტეხი გულისა,   მამაცი, ერთობ ჴმლიანი.



Verse: n.     
563 სტროფის წინ CD-ში: "მესამე კოშკში მანი ანბავს უამბობს ბარამ ჴელმწიფესა".



Strophe: 564  



Verse: a        მათ ჰყვანდა ჯარი თავადთა   და დიდებულთა ხასისა,
Verse: b     Page of Ms. C: 26     კვლა მისდიოდა ხარაჯა   ქვეყნისა ბევრ-ათასისა,
Verse: g     Page of Ms. D: 157    თვალ-მარგალიტი ურიცხვი,   ნაქსოვი ძვირის ფასისა,
Verse: d     და   თვით შინათ ახლდეს შვილები   მეფეთა ბევრჯელ ასისა.



Verse: n.d     
შვილები მეფეთა _ მეფეთა შვილები A.



Strophe: 565  



Verse: a        ერთსა ერქვა ნავზარ მეფე   და მეორეს ნაიმ გმირი,
Verse: b        მოყვრობდეს და მეზობლობდეს,   თვით მათ ჰქონდა ერთი პირი;
Verse: g        საყვარლობდეს, ვითა ძმანი,   მათ ნახიან ლხინი ჴშირი,
Verse: d     და   მათსა დროსა მათი მტერი   მათ მიაჩნდა, ვითა ჩირი.



Verse: n.a     
ნაიმან ACD.



Strophe: 566  



Verse: a        ვაჟი ჰყვანდა ნავზარ მეფეს,   შვენიერი, ერთობ წყნარი,
Verse: b        ძალ-გულად და მეომარად   როსტომისა დასადარი;
Verse: g        ყოლე არად არ მიაჩნდა   ომის დღესა ერთი ჯარი,
Verse: d     და   ქვეყნად კაცი ვერა პოვა   მის დროს მისი მეომარი.



Verse: n.a     
ერთობ-მშვიდი A.



Strophe: 567  



Verse: a        მას ალმას ერქვა სახელად,   სრულად ქვეყნისა მპყრობელი,
Verse: b        მამდიდრებელი მეყვისთა   და მტერთა დამამცრობელი,
Verse: g        ჭკვიანი, სამართლიანი,   თხა-მგელთა დამაწყობელი,
Verse: d     და   ჴშირად ჰკადრიან მნახველნი:   "იხარებს შენი მშობელი"!



Verse: n.d     
მნახველნი _ მჭვრეტელნი CD.



Strophe: 568  



Verse: a        უხვი, გამცემი, სვიანი,   ზნე-სრული, ყოვლად ძლიერი,
Verse: b     Page of Ms. A: 76     ედემს გაზრდილის ხის მსგავსად   თვით ნაყოფისა მსხმიერი;
Verse: g        მზეებრ პირს ადგა ნათელი   ბრწყინვალე, ღვთისა მიერი,
Verse: d     და   მას ვერ ედრების მნათობნი,   შვიდი ვარსკვლავი ციერი.



Verse: n.d     
და მნახთ მისად დარად ვერა თქუეს შვიდნი მნათობნი ციერი A.



Strophe: 569  



Verse: a        ძე არ ჰყვანდა ნაიმ გმირსა,   თვით მით იყო შესაწყალი,
Verse: b        მას უმძიმდა უშვილობა,   მისთვის სწვავდა გულსა ალი;
Verse: g        კვლა მას ესვა სატურფალი,   მზისა დარად ერთი ქალი,
Verse: d     და   ზილიხან და ვისი, ლეილ   მასთან იყვნეს ფერ-გამკრთალი.



Verse: n.a     
ძე არ ჰყვანდა ნაიმან გმირსა AC.



Strophe: 570  



Verse: a        თინათინ, ნესტან-დარეჯან   მას ვერ ედრების სახითა,
Verse: b        მზე მისთა ჩრდილთა სადაროდ   ვეროდეს ვერა ვნახითა;
Verse: g        მისმან საჴმილმან მჭვრეტელნი   არ მოასვენა ახითა,
Verse: d     და   მის მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტნი   ტიროდეს ვა-ვაგლახითა.



Verse: n.g     
მზე მასთან ჩრდილთა სადარად A. მზე მისსა ჩრდილსა სადარად D.
Verse: n.g     
არ მოასვენის C.
Verse: n.d     
ვერ-მჭურეტთა C.



Strophe: 571  



Verse: a        ქება ვით ვჰკადრო მის მზისა   ბაგე-კბილსა და ღიმილსა,
Verse: b        მჭვრეტელთა გულთა მდაღავსა,   ბროლ-ვარდთა, სხივ-ციმციმილსა,
Verse: g        გიშრის წარბ-წამწამ ნარგისთა,   მუშკ-ამბრით დანაწვიმილსა?
Verse: d     და   ჰფარვენ სუმბულნი მზის შუქსა,   ყოლ არ აჩენენ სიმილსა.



Verse: n.d     
სიმილსა _ სხშილსა A.



Strophe: 572  



Verse: a        ია და ვარდი მოჰფინის,   სად ტანსა-ალვას არებდა,
Verse: b        მისი შუქი და ელვარე   მჭვრეტელთა შეაზარებდა,
Verse: g        ვინ ახლოს ნახის, დაცაბნდის,   თვით მკვდართა დაადარებდა,
Verse: d     და   უწყალოდ მოკლის მიჯნური,   ჭვრეტით არ გაახარებდა.



Verse: n.g     
გკუდარსა CD.



Strophe: 573  



Verse: a        მას ქალთა ჯარი ეახლნეს,   მნათობნი თვით არსადარად,
Verse: b        ქვეყნად მათებრი მნათობნი,   მიკვირს, რომ სხვა არსად არად;
Verse: g        მზე არ აჴსენეს მნათობად   და მთვარე მათ არ სადარად,
Verse: d     და   ჩვენგან ნათობსო სამყარო,   მზე ცისა თვით არსადა რად.


Strophe: 574  



Verse: a        მუნა ალმას ჰკლევდა სურვილი   მის მზისა მოცინარისა,
Verse: b     Page of Ms. C: 27     თვით სწადდა ორთავ მეფეთა   შეყრა მზისა და მთვარისა,
Verse: g        მაგრამ ვერ ჰკადრის მას მზესა   სულდგმულმან შერთვა ქმარისა,
Verse: d     და   კვლა ნავზარ ბრძანა გაგზავნა   ყმის ტკბილად მოუბარისა.



Verse: n.g     
მეფესა CD.
Verse: n.g     
მაგრამ CD; მას მზესა სულდგმულმა _ სულდგმულმა მას მზესა A.
Verse: n.d     
ყმა ACD.



Strophe: 575  



Verse: a        რაცა ჴამდა ნავზარისგან,   ნაიმ გმირსა ქება ჰკადრა:
Verse: b        "მწადსო შენი გაერთება,   შემიგნია არ ავად რა,
Verse: g        მე შენებრი საყვარელი   მიმაჩნია სხვა არსად რა,
Verse: d     და   თუცა გინდი შენ სამოყვროდ,   მე ვიქნები უშენოდ რა"?



Verse: n.a     
ნაიმ _ ნაიმსა AC.



Strophe: 576  



Verse: a        "მე ვით გკადრო ქება ყმისა,   რადგან იგი თქვენ გინახავს,
Verse: b     Page of Ms. A: 77     თქვენვე ბრძანე, თუ მხატვარი   მისს სახესა გამოხატავს?
Verse: g        კვლა შენი მზე შვილსა ჩემსა   ერთხელ სადმე დაუნახავს,
Verse: d     და   აწ მას აქეთ გულს ლახვარი   დასაცემლად მოუმახავს".


Strophe: 577  



Verse: a        "თუც არ ღირსა შვილი ჩემი,   მოიჴსენე ძმად და შვილად,
Verse: b        ჩვენ შევჰყაროთ მზე და მთვარე,   ორნი ერთად კვლაცა ტკბილად,
Verse: g        ნუ თუ ღმერთმან შეაბერნეს,   ნუღარ ვადენთ ცრემლსა მილად;"
Verse: d     და   რაცა ჴამდა ნავზარისგან,   ნაიმს ჰკადრა ყველა წვრილად.



Verse: n.a     
ძმად _ შვილად A.
Verse: n.g     
ცრემლთა C.
Verse: n.d     
ნაიმანს ACD.



Strophe: 578  



Verse: a        დაწერეს იგი უსტარი,   აახლეს ნაიმ მეფესა,
Verse: b        ამა ამბისა საცნობლად   მოციქულთ გაუსწრაფესა;
Verse: g        ხანი გამოჴდა, მივიდეს   ნაიმის ხასთა სეფესა,
Verse: d     და   მათ თაყვანი სცეს თავმდაბლად,   უქებდეს სიიეფესა.



Verse: n.a     
ნაიმან ACD.
Verse: n.b     
ამბვისა CD; მოციქულს CD.
Verse: n.g     
ნაიმანის ACD.



Strophe: 579  



Verse: a        მათ ფეღამი ნავზარისა   მოაჴსენეს ნაიმ გმირსა,
Verse: b        მას იამა მათგან თქმული,   არ იტყოდა მათთვის ძვირსა;
Verse: g        ნაიმ ბრძანა: "სიყვარული   ჩემი მისგან არ მიკვირსა,
Verse: d     და   რაც ებრძანა ნავზარ მეფეს,   ჰგავსო ჩემსა დანაპირსა".



Verse: n.a     
ფეიღამი A.



Strophe: 580  



Verse: a        კვლა მისწერა: "ჰე მეფეო,   გითქვამს ჩემი გაერთება,
Verse: b        შენგან ჩემი სიყვარული   გულსა ჩემსა ემოწმება;
Verse: g        აწ ჩემი მზე თუცა შენსა   სიყვარულსა ემუქფება,
Verse: d     და   ეჰა მზე და თავი ჩემი   მე უშენოდ მემუხთლება".


Strophe: 581  



Verse: a        "თქმულა: უნდა მოყვარემან   მოყვარესა დაუჯეროს,
Verse: b        რა მისჭირდეს მოყვარესა,   მოეჴმაროს და უტეროს;
Verse: g        მოყვარესა კვლა ემოყვროს   და მის მტერსა დაემტეროს,
Verse: d     და   თვით დასჯერდეს, რაცა მან   თქვას, და იგიცა დააჯეროს".



Verse: n.g     
კვლა ემოყვროს _ დაემოყუროს CD.
Verse: n.d     
დაეჯეროს C.



Strophe: 582  



Verse: a        კვლა გაგზავნა ნაიმ გმირმან   მოციქულნი მხიარულად,
Verse: b        მათ უბოძა საბოძვარი,   არ გაუშვა გულ-ნაკლულად;
Verse: g        სწრაფად გავლნეს შორნი გზანი,   მათ არ დაყვნეს ხანი სრულად,
Verse: d     და   მივიდნენ და მეფე დახვდა,   თვით გამზრდელი მათი, ღვთულად.



Verse: n.a     
ნაიმან AC; მოციქული C.
Verse: n.g     
მსწრაფლად D.



Strophe: 583  



Verse: a        ნაიმის წიგნი მიართვეს   მუნ მოციქულთა მეფესა,
Verse: b        თქვეს: "აღგვისრულდა წადილი,   უქებდეს სიიეფესა;"
Verse: g        მუნ სიხარული შეიქნა   ნავზარის ხასთა სეფესა,
Verse: d     და   თქვეს: "დაყოვნება არა   ჴამს," კვლა ქორწილს მოუსწრაფესა.



Verse: n.a     
ნაიმანის AD.
Verse: n.b     
აღგვისრულნა AD.
Verse: n.g     
მუნ სიხარულსა მიეცნეს მდიდარნი ხასთა სეფესა A.
Verse: n.d     
ქორწინს მოსწრაფებასა C.



Strophe: 584  



Verse: a        ვაზირი ჰყვა ნავზარ მეფეს,   თვით თავისა დასადარად,
Verse: b     Page of Ms. A: 78     პლატონს სჯობდა სიბრძნით, ჭკუით,   და ბულბულსა მოუბნარად,
Verse: g        თავადნი და დიდებულნი   ვერვინ იყვნეს მისებრ გვარად;
Verse: d     და   მან გაგზავნა ნაიმანს   წინ. გაემართა გზასა წყნარად.


Strophe: 585  



Verse: a        მან ნიშნად ლალნი გაგზავნნა   გონება-მიუწვდომარნი,
Verse: b        თვალ-მარგალიტი, გოარი,   ანგარიშ-მიუხვდომარნი,
Verse: g        ათასი ქალი თავადთა,   მზეებრ ეტლზედა მსხდომარნი,
Verse: d     და   უშლელნი ვარდნი, კოკობნი,   კაცთაგან მიუდგომარნი.



Verse: n.a     
ლალნი _ ლარნი D.



Strophe: 586  



Verse: a        ასი ყათარი აქლემი,   სრულ დატვირთული ლარითა,
Verse: b        ხუთასი სავსე ზანდუკი   სარასრითა და ხარითა,
Verse: g        ტახტი, თაჯი და გვირგვინი,   ნაქმარი ოქრო-მყარითა,
Verse: d     და   წითლისა იაგუნდითა,   რომანულისა გვარითა.


Strophe: 587  



Verse: a        ესე, რაცა მოგაჴსენე,   მუნ ვაზირსა მიაბარნეს,
Verse: b     Page of Ms. D: 158    კვლა მნათობთა სატურფალთა   ტანი-ალვა მისკენ არნეს,
Verse: g        ეტლზედ მსხდომნი გზასა ვლიდეს,   თავი მზესა დაადარნეს,
Verse: d     და   მათ არ დაყვნეს ხანი არსად,   სწრაფად გზანი გაიარნეს.



Verse: n.b     
კელა _ მუნ D.
Verse: n.d     
მსწრაფლად D.



Strophe: 588  



Verse: a        მივიდა ნაიმს წინაშე   ვაზირი სახელდებული,
Verse: b        სამ თვე იარა დღე და ღამ,   მუნითგან იყო ვლებული;
Verse: g        წინ მოეგება ჴელმწიფე,   ზნე-სრული, ჭკუა-ქებული,
Verse: d     და   თაყვანის სცემდა ვაზირი,   არ იყო გულ-დაკლებული.



Verse: n.a     
ნაიმანს AD.
Verse: n.b     
იარნეს... იყვნეს ACD.



Strophe: 589  



Verse: a        რაცა ჴამდა ვაზირისგან,   ქება ჰკადრა ნაიმ გმირსა,
Verse: b        უთხრა: "ეგზომ წყალობასა   ჴორციელი თვით ვინ ღირსა?"
Verse: g        კვლა საყვარლად მოიკითხავს   ნაიმ მეფე მუნ ვაზირსა,
Verse: d     და   ენა მორთო მისად ქებად,   არ იტყოდა მისთვის ძვირსა.



Verse: n.a     
ნაიმან AD.
Verse: n.b     
უთხრა _ ჰკადრა AD; ჴორციელი _ ჴელმწიფეო D.
Verse: n.g     
ნაიმან AD.



Strophe: 590  



Verse: a        წამოუძღვა ყმა სტუმარსა,   კვლაცა ბევრი უალერსა,
Verse: b        თავადთა და დიდებულთა   იკითხევდა ყრმას და ბერსა;
Verse: g        კვლა ჰკითხევდა ნავზარ მეფეს,   ძესა მისსა შვენიერსა,
Verse: d     და   სვიანადმცა მათი დავლა,   ნუმც უხარის მათსა მტერსა!



Verse: n.b     
ყმა. (??)
Verse: n.g     
მეფეს _ მეფე A.



Strophe: 591  



Verse: a        სრას მივიდეს, ერთად დასხდეს,   სმა და ლხინი გაემართა,
Verse: b        მოაწვივნეს დიდებულნი,   კვირა-ერთსა სვა და წართა,
Verse: g        მუტრიბთა და მეჩანგეთა   ჩანგ-ბარბითი მოემართა,
Verse: d     და   უკრევდეს და თამაშობდეს,   ლხინი ლხინზედ დაესართა.


Strophe: 592  



Verse: a        სმა გათავდა, გაიყარნეს,   მუნ გამოჴდა კვლაცა ხანი,
Verse: b     Page of Ms. A: 79     ვაზირი და ნაიმ მეფე   შეიყარნეს, ვითა ძმანი;
Verse: g        რაცა ჰქონდა ნავზარისგან   მისთვის ნიშნად არმაღანი,
Verse: d     და   მოიღებდის მეფეს წინა,   კვლა მოჰქონდოს სხვადასხვანი.



Verse: n.a     
გათავდა _ გარდახდა D.
Verse: n.b     
ნაიმან AD.



Strophe: 593  



Verse: a        რას ვაგრძელებ? თვესა ერთსა   მიართმიდის სხვადასხვასა,
Verse: b        ვაზირნი და მწიგნობარნი   ვერ ასწრობდეს თვით დათლვასა,
Verse: g        გოარსა და მარგალიტსა   უპირებდეს კოდით წყვასა,
Verse: d     და   მას დღეს ლალსა, იაგუნდსა,   აფოლებდეს, ვითა ქვასა.


Strophe: 594  



Verse: a        მადლი უბრძანა მეფემან   ვაზირსა ჭკუა-ქებულსა,
Verse: b     Page of Ms. C: 28     მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს   შენ, ჩემზედ ვალ-დადებულსა,
Verse: g        ნუროდეს გნახავს გამზრდელი   შენი შენ შეჭირვებულსა,
Verse: d     და   ჴამს, გიგონებდეს გაყრილსა   მეფე, ხან-დაყოვნებულსა.


Strophe: 595  



Verse: a        კვლა ვაზირს უძღვნა მეფემან   ურიცხვი ოქრო-მილები,
Verse: b        თვალ-მარგალიტი, გოარი,   და იაგუნდი თლილები;
Verse: g        მან ამბობინა ვაზირსა   ნავზარის შემოთვლილები,
Verse: d     და   ნავზარს წინაშე დავედრა   სიტყვანი ერთობ ტკბილები.



Verse: n.g     
მან _ კვლა ACD.



Strophe: 596  



Verse: a        თქვა: "ახლოს მახლავს სიკვდილი,   მე თმანი გამთეთრებიან,
Verse: b        ჩემთა ნებათა, წადილსა   სოფელი არ მიჰყვებიან,
Verse: g        დღეს ლხინი მახლავს საკარგოდ,   ხვალ ჭირნი მომესწრებიან,
Verse: d     და   რაცა სხვათ უყო სოფელმან,   აწ რიგნი მე მომხვდებიან".



Verse: n.g     
ნება და წადილთა CD.
Verse: n.d     
რიგი ACD.



Strophe: 597  



Verse: a        "მანობამდის რომ სოფელმან   დღენი ჩემნი დაასრულოს,
Verse: b        შემოქმედსა ვეაჯები   შემიწყალოს და მიმღვთულოს,
Verse: g        მე მაღირსოს მათი შეყრა,   საწადელი აღმისრულოს,
Verse: d     და   არ მიმუხთლოს საწუთრომან,   არცა გული დამიწყლულოს".


Strophe: 598  



Verse: a        "ჰე მეფეო, ღმერთმან მტერნი   ჩვენნი ჩვენზედ არ ადროვნა,
Verse: b        რადგან ღმერთმან გაგვაერთა,   აღარა ჴამს ხანთა ყოვნა;
Verse: g        კაცს უზომოდ იამების,   რას ეძებდეს, მისი პოვნა,
Verse: d     და   თქმულა: ბევრის მქონებელსა   კვლაცა უნდა სხვისა შოვნა".



Verse: n.d     
სხვისა _ ბევრი C.



Strophe: 599  



Verse: a        წაიღო იგი უსტარი   ვაზირმან ჭკუა ქებულმან,
Verse: b        მიჰმართა მათსა სამზღვარსა   ბრძენმან გზა-შემოკლებულმან,
Verse: g        დღივ და ღამ სწორად იარა   ყმამან მუნითგან ვლებულმან,
Verse: d     და   თქვის ქება ნაიმ გმირისა   არ მისგან გულ-დაკლებულმან.



Verse: n.g     
სამძღუარსა A.
Verse: n.d     
ნაიმან ACD.



Strophe: 600  



Verse: a        მივიდა ნავზარს წინაშე   იგი ჭკუითა ბრძენითა,
Verse: b     Page of Ms. A: 80     რაც ესმა მათგან, ყველაი   წვრილად უამბო ენითა;
Verse: g        მან წაიკითხა უსტარი   სრულად ცრემლისა დენითა,
Verse: d     და   თქვა თუ: "ვერ გაძღა სოფელი   მიწყივ კაცისა წყენითა".


Strophe: 601  



Verse: a        ორგნით შეიქნა მზადება   ქორწილისა და ლხინისა;
Verse: b        შეყრა სწადს ალმასს მის მზისა,   მჭვრეტელთა ამაზრზენისა;
Verse: g        თქვა: "პაემნამდის ვით გავძლო,   თვარ გული მქონდეს რკინისა,
Verse: d     და   ქვასაცა გასტეხს ლოდინი,   თვით სალი იყოს ტინისა".


Strophe: 602  



Verse: a        თქვა: "ზღვით სჯობს წასვლა სალხინოდ,   ძნელია მოვლა ბარისა;"
Verse: b        ბრძანა, მოჰკაზმეს ჴომალდი,   სასხდომნი მზე-და-მთვარისა;
Verse: g        მას იალქანი დაადგეს   ატლასისა და ხარისა,
Verse: d     და   ყოვლგნით უბრძანა მეფემან   მოსხმა თავადთა ჯარისა.



Verse: n.b     
ჴომალდი სასხდომნი _ სასხდომლად სასხდომნი A.



Strophe: 603  



Verse: a        რაც ჰმართებდა ჴელმწიფესა,   შვილსა ჴელი მოუმართა,
Verse: b        კვლაცა ეგრე გაისტუმრა,   რაც ჰფერობდა მისთა გვართა;
Verse: g        ნავსა ჩაჯდა ალმას გმირი,   ნაიმისკენ გაემართა,
Verse: d     და   აწ ისმინეთ, გამგონელნო,   რაც ბედთაგან დაემართა.



Verse: n.g     
ნაიმანისკენ AC.
Verse: n.d     
გამგონენო C.



Strophe: 604  



Verse: a        კვლა იქით ნაიმ ჴელმწიფე   სალხინოდ ემზადებოდა,
Verse: b     Page of Ms. C: 29     დიდებულნი და თავადნი   ყველაი მასთან კრბებოდა,
Verse: g        შეყრა მზისა და მთვარისა   მათ ერთობ ესწრაფებოდა,
Verse: d     და   სხვა იყო ღვთისა წადილი,   ჴელმწიფე ცუდად შვრებოდა.



Verse: n.a     
ნაიმან ACD.



Strophe: 605  



Verse: a        დღესა ერთსა ქალმან ლაღმან   ზღვაში შესვლა მოინდომა,
Verse: b        ბრძანა: "ერთობ მომეწყინა   შინ ყოფნა და ცუდად ჯდომა;"
Verse: g        მხლებელთ ჰკადრა სატურფალმან:   "ამოაო ნავში სხდომა,
Verse: d     და   კვლაცა შვება ვადიადოთ,   ლხინი ვნახოთ ასი ზომა".



Verse: n.a     
ზღვაშიგ ACD.
Verse: n.d     
ვიდიადნეთ ვნახნეთ AD.



Strophe: 606  



Verse: a        ბრძანა, მოჰკაზმეს ჴომალდი,   მოადგეს ზღვისა კიდესა,
Verse: b        მათ გაანათლეს ნავი და   ზღვისა კიდურსა ვლიდესა,
Verse: g        იხარებდეს და იშვებდეს,   თან ტკბილად ღვინოს სმიდესა,
Verse: d     და   მათი სხივი და ელვარე   მზის შუქსა დაჰფარვიდესა.



Verse: n.d     
მათნი სხივნი C, მათი სხივი D.



Strophe: 607  



Verse: a        შვიდ დღე ასრე, რომე გკადრე,   ზღვაში ვლიდეს მხიარულად,
Verse: b        მუნ მნათობთა ზღვის კიდენი   მოიარნეს ერთობ სრულად;
Verse: g        მათ კვლა ჭირნი არ ენახნეს,   არცა ჰქონდა გული წყლულად,
Verse: d     და   "კაცსა ბედი მოაღაფლებს",   ბრძენთა დარჩა ესე თქმულად.



Verse: n.g     
არცა _ არა CD.



Strophe: 608  



Verse: a        ქარი აქროლდა, შეიქნა   მეორედ-მოსვლის ნიშანი,
Verse: b     Page of Ms. A: 81     აღელდა ერთობ საშიშრად,   ბაგე ბაგეს ჰკრა ზღვისანი,
Verse: g        მენავე-მეჴომალდენი   შეიქნენ პირით მქისანი,
Verse: d     და   ჭკვა შეეცვალნეს, გარეტდეს,   მათ ვერა სცნეს რა გზისანი.


Strophe: 609  



Verse: a        კვლა ჰკრა ჴომალდი ჴომალდსა,   შიგ მსხდომნი ზღვასა დარია,
Verse: b        ზოგს შიში ჰკლევდა მნათობთა,   ზოგნი ეგრეცა მკვდარია,
Verse: g        ზოგნი გაჴადნა უცნობოდ,   თვით მკვდართა დასადარია,
Verse: d     და   ზოგი მოელის სიკვდილსა,   სხვად არას მოუბნარია,


Strophe: 610  



Verse: a        კვლა ზღვაში იყო ქალაქი,   თვით სამოთხისა სადარი,
Verse: b     Page of Ms. D: 159    მას ჰპატრონობდა სარჰანგი,   ვის საყმოდ ჰქონდა მთა-ბარი;
Verse: g        ყოლ ქვეყნიერნი მეფენი   თვით მისნი იყვნეს მუდარი,
Verse: d     და   მისთა მტერთა და მებრძოლთა   მან არ აღირსის სუდარი.



Verse: n.b     
ვის _ მას AD.
Verse: n.g     
ყოლ _ კვლა CD.



Strophe: 611  



Verse: a        მას ჯაბირ ერქვა სახელად,   ლომ-გულსა, რაზმთა მფრეწელსა,
Verse: b        ყაზახი იყო იგი ყმა,   უჴმობდეს ნავთა მლეწელსა;
Verse: g        მას ყოვლგნით უდგეს დარაჯნი,   ვაჭართა გულთა მხეწელსა,
Verse: d     და   არ გაუშვებდის ჴომალდსა   იგი ყმა დალეწელსა.



Verse: n.g     
უდგა C; მხეწველსა D.



Strophe: 612  



Verse: a        სად ჯაბირს უდგეს დარაჯნი,   ვერ გავლოს ყმამან სხვისამან,
Verse: b        აწცა ისმინეთ, მსმენელნო,   რა ქნა წადილმან ღვთისამან:
Verse: g        მუნ მიიყვანა ჴომალდი   მზისა ღელვამან ზღვისამან,
Verse: d     და   ხედავცა, რა ქნა წერილმან   და ბედმან იმა ყმისამან?



Verse: n.a     
უდგეს _ უდგა C, უდგნა D; გავლის ACD.
Verse: n.g-d     
სტროფები ერთი მეორის ადგილასაა A-ში.
Verse: n.d     
განგებამან და წერილმან და ბედმან იმა ყმისამან A.



Strophe: 613  



Verse: a        ჯაბირს აცნობეს გუშაგთა   მოსვლა ვაჭართა ნავისა,
Verse: b        თქვეს: "არის ვინმე მდიდარი   და კარგად მდგომი თავისა,
Verse: g        არ არის იგი მეკობრე   და არცა მქნელი ავისა;
Verse: d     და   ფიცხლად მიჰმართა ჴომალდსა   ნიანგთ დამთხოვმან დავისა.



Verse: n.g     
ნავში მჯდომი _ ზღვაში მედგრად D.
Verse: n.d     
მსხდომი _ მჯდომი D.



Strophe: 614  



Verse: a        ზღვაში იჴმარის კატარღა,   ვითა სამანდი ბარისა,
Verse: b     Page of Ms. D: 160    კვლა მას მიაჩნდა ათასი   ერთად ყმა მეომარისა,
Verse: g        მარტო ებრძოდა მებრძოლთა,   არ უნდის ხლება ჯარისა,
Verse: d     და   მისმან ნაკრავმან მებრძოლთა   ღვარულებრ სისხლი შარისა.


Strophe: 615  



Verse: a        ნავს მიუჴდა ყმა საომრად,   გულ-უშიშრად, ვითა ლომი,
Verse: b        თქვა თუ: "ქვეყნად ჴორციელსა   ვერვის ძალ-უც ჩემი ომი,
Verse: g        ვიცი, რომე ვერ შემებმის   ნავში მჯდომი კაცთა ტომი,
Verse: d     და   ვერ მედრების, ვითა გარე   მეომარი, ნავში მსხდომი.


Strophe: 616  



Verse: a        ახლოს მიდგა ჯაბირ გმირი,   ვითა ლომმან შეუზახა,
Verse: b     Page of Ms. A: 82     მუნით მისმან მეომარმან   კაცმან არად არ იძრახა;
Verse: g        ვერვინ პოვა მეომარი,   მხოლოდ ქალი დაინახა,
Verse: d     და   ჯაბირ გმირმან მისი სახე   გულსა ხატად გამოსახა;



Verse: n.g     
მხოლოდ _ მუნით AD.



Strophe: 617  



Verse: a        გარდუჴდა ჯაბირ ჴომალდსა,   მუნ მოემართა უშიშრად,
Verse: b        "თუ ვინმე არსო მებრძოლი",თქვა,   "მზა ვარ მათთვის სისხლთა ღვრად";
Verse: g        ნახა მან იგი ჴომალდი,   სალხინოდ ჰქონდა მზესა სრად,
Verse: d     და   ეყარნეს მზისა მხლებელნი,   უსულოდ მყოფნი კვლაცა ჯრად.



Verse: n.a     
გარდაჴდა D.
Verse: n.b     
ვინმე არსო _ ვინმეაო D; მათთვის _ მათდა D.
Verse: n.g     
ნახა მან _ იხილნეს; სალხინოდ _ საამოდ D.
Verse: n.d     
მზისა _ მისი D.



Strophe: 618  



Verse: a        მუნ ეყარნეს უსულონი   მეჴომალდე შვიდი თუ რვა,
Verse: b        მან საამბოდ მათგან ერთი   არ მოკლა და დაიურვა;
Verse: g        სხვა მენავე მისგან კიდე   ყმამან ზღვაში შეაცურვა,
Verse: d     და   კვლაცა თქვა თუ: "ბედთა ჩემთა   მე არ მმართებს, ღმერთო, მდურვა"!



Verse: n.g     
სხვა მენავე _ მენავეთა D.



Strophe: 619  



Verse: a        მათთვის ქარსა უნებურსა   გიშრის თმანი გაეშალნეს,
Verse: b        აღარ უჩნდეს ღაწვთა სხივნი,   ბროლ-ბალახში დაემალნეს,
Verse: g        კვლაცა მათთვის ზღვისა შიშსა   ვარდნი ზაფრად შეეცვალნეს;
Verse: d     და   ჯაბირ ნახნა ასრე მყოფნი,   რომე მასცა შეებრალნეს.


Strophe: 620  



Verse: a        ვერვის ძალ-ედვა ამბისა   მბობა მის ყმისა ჯანისა,
Verse: b        შიშსა და შიმშილს წაეხვნეს   ძალი მათ ბანოანისა,
Verse: g        ყოლ არ შეეძლო მუნ მზეთა   დაძვრა ლერწამთა ტანისა;
Verse: d     და   ჯაბირ თქვა: "ჩემგან არა   ჴამს კვლა დაყოვნება ხანისა".


Strophe: 621  



Verse: a        წინ წამოუძღვა სარჰანგი   მათ დაკარგულთა, სნეულთა,
Verse: b        ღვთისაგან განაწირავთა,   ბედთაგან ვაგლახეულთა,
Verse: g        მათ არ ეგონეს სიცოცხლე,   თვით რეტთა, ჭკვა-დაბნეულთა;
Verse: d     და   სრას მიიყვანნა, კვლაცა   ყმა გულს უდებს მისთა წვეულთა.



Verse: n.b     
ვაგლახვეული A.



Strophe: 622  



Verse: a        ჴელი შეუწყო მუნ მზესა,   მას ვითმცა ეკადრებოდა,
Verse: b        სული ჩაუდგა მას მზესა   და ვინ რომ მასთან ხლებოდა;
Verse: g        მათთვის ტიროდეს, უმძიმდა,   ქალთაგან ვინ დაჰკლებოდა,
Verse: d     და   კვლა მათგან მათთა პატიჟთა   ბოლო არ მოევლებოდა.


Strophe: 623  



Verse: a        მას მზესა ჰკადრა სარჰანგმან   ქება თავისა მისისა:
Verse: b        "ჴამს, რომე მზესა სწუნობდე   და ზილიხან და ვისისა;
Verse: g        მწადს, რომე ბრძანო სახელი   შენთა გვართა და თვისისა,
Verse: d     და   სამოთხის მსგავსო საროსა,   ხე ხარ ბაღისა მისისა"!


Strophe: 624  



Verse: a        მას მოაჴსენეს ყველაი,   რაცა მათ წაჰკიდებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 83     იგი ვისია ასული   ან ვინ მისთვისა ბნდებოდა;
Verse: g     Page of Ms. C: 30     რაცა მათ ჰკადრეს ამბავი,   ყმა ყველას მიუხვდებოდა,
Verse: d     და   ჯაბირსა რაჰზანს სასჯელი   არ ცუდად წაუხდებოდა.



Verse: n.g     
მათ _ მას C.
Verse: n.d     
რაზანს D. ჯაბირი ACD.



Strophe: 625  



Verse: a        თქვა: "მზეო, ყოველნი ჴელმწიფე   ჩემნი არიან მუდარა,
Verse: b        იგი ვარ, ვინ რომ მებრძოლთა   თავი ათასთა უდარა,
Verse: g        ჩემთა მტერთა და მებრძოლთა   მე არ ვაღირსე სუდარა,
Verse: d     და   მეგობართა და მეყვისთა   ცა-გახმით მზემან უდარა".



Verse: n.a     
ჴელმწიფე _ ქუეყანა A.
Verse: n.d     
მეყვესთა A.



Strophe: 626  



Verse: a        კვლა ჰკადრა: "ქვეყნის მნათობი   მზე ვერ გედრების ვერითა,
Verse: b        შვიდთა ვარსკვლავთა ციერთა   შენ სჯობხარ ათას-ჯერითა,
Verse: g        ვით მთვარე მცხრალი გამავსე,   მზევ, შუქთა შენთა მზერითა,
Verse: d     და   აწღა მივხვდიო, რაცა   მჭირს, ბედთა ჩემთა დაწერითა".


Strophe: 627  



Verse: a        "წერილმან და ბედმან ჩემმან   მომივლინა სიხარული,
Verse: b        ეჰა, მზეო, შენსა მჭვრეტსა   გამიმთელდა ძველი წყლული;
Verse: g        გმსახურებდე სიკვდილამდის,   მოგცე ამად ფიცი სრული,
Verse: d     და   შენმან მზემან, ნუ გგონია   თავი შენი დაკარგული".



Verse: n.d     
შენი-თქუენი ACD.



Strophe: 628  



Verse: a        ქალმან ჰკადრა: "რადგან ბედმან   თავი ჩემი შენ გიბედა,
Verse: b        გახლავ ჩემად საიმედოდ,   მე სხვა ვინმცა მეიმედა;
Verse: g        კვლაცა ლომსა, ვით კანჯარი,   შეგიპყრივარ, გყევარ ტყვედა,
Verse: d     და   გეაჯები, ესოდენსა   სააჯოსა ჩამომყვე-და":


Strophe: 629  



Verse: a        "აცნობე ნაიმან მეფეს,   რაც ოდენ წაგვკიდებია,
Verse: b        ცოცხალ ვარ, გარჯით სული გვიდგს,   მე და ვინ თანა მხლებია;
Verse: g        რა გავეყარე, მას აქეთ   სასჯელი არ დამკლებია,
Verse: d     და   მისი ვერ-ხლება, შორს ყოფნა,   ჩემთვის არ გასაძლებია".



Verse: n.b     
გვიდგს-გვითქს A.



Strophe: 630  



Verse: a        "ძე არა ჰყავს ჩემგან კიდე   ჴელმწიფესა, არც ასული,
Verse: b        მას სიცოცხლე აღარად სჩანს,   ვეგონები დაკარგული,
Verse: g        ამ ამბისა სიხარულმან   გაუმთელოს ძველი წყლული,
Verse: d     და   ჴელმწიფემან ვალთა მუქფად   არ დაზოგოს შენთვის სული".


Strophe: 631  



Verse: a        გაგზავნა იგი მენავე,   რომე მზეს თანახლებოდა,
Verse: b        მის ყმისა ყმასა საამბოდ   სხვაგან არ წაესვლებოდა;
Verse: g        მისწერეს მათი ამბავი,   რაც რომ მათ შეეთვლებოდა,
Verse: d     და   რა რომ მათ ჭირნი ენახნეს,   მათგან არ დაითვლებოდა.


Strophe: 632  



Verse: a        ჯაბირ ჰკადრა ჴელმწიფესა   ქება მისი შესაფერი:
Verse: b     Page of Ms. A: 84     "სვიანადმცა ცათა სწორი   დავლათ-სრული შარიერი;
Verse: g        თუც არ ღირს ვარ, ამას გკადრებ   ჯაბირ, თქვენი ფერჴთა მტვერი,
Verse: d     და   არ ასცილდეს ჴორციელსა   თვით ზეცითგან დანაწერი".



Verse: n.b     
დავლასრული C.
Verse: n.g     
თუცა ღირს ვარ CD.



Strophe: 633  



Verse: a        "ბრძენთა თქვეს თუ: "უღვთოდ საქმე   არაოდეს არ იქნების,
Verse: b        სახლს თუ ღმერთი არ აშენებს,   ამგებელი ცუდად შვრების;
Verse: g        კაცი ცრუ და უგუნური   საქმისაგან არ დასცხრების,
Verse: d     და   მაგრამ ღმერთი ვისცა მისცემს,   სიხარული მას მიჰხვდების".



Verse: n.b     
ამგებელი-ამბებელი A.



Strophe: 634  



Verse: a        თქვა: "მე ვარ ერთი სარჰანგი,   მტერთა გამტეხი გულისა;
Verse: b     Page of Ms. C: 31     წესია ჩემი კაცთა სრვა,   ვითა მპარავის სულისა;
Verse: g        მტერთა ვებრძოდი, მე ვპოვე   გამმთელებელი წყლულისა,
Verse: d     და   მწვავს ცეცხლი მზისა უშრეტლად,   თვით შენგან დაკარგულისა".



Verse: n.a     
გამტეხი _ გამეხი A.
Verse: n.b     
სრვა-სურა AC.
Verse: n.g     
წყლულისა _ წულისა A.



Strophe: 635  



Verse: a        "თუცა არ ღირს ვარ, არა ვარ   უკადრი კაცთა გვარისა,
Verse: b        მაქვს სრულად ზღვათა მეფობა   და პატრონობა ჯარისა,
Verse: g        ხარაჯას მაძლევს ყოველი,   მეფე ვინ არის ბარისა,
Verse: d     და   ვერცა მჯობს საქმრო მის მზისა   ნაზისა, ჴმა-ნარნარისა".


Strophe: 636  



Verse: a        "აწ რადგან მივჰხვდი ღვთისაგან   ჩემსა გულისა წადილსა,
Verse: b        ნუ გაიძნელებ, მეფეო,   ამა საქმესა ადვილსა;
Verse: g        მტერთა ვაჩვენებ ძალ-გულსა   და მტერობისა ქადილსა,
Verse: d     და   მივსცემ ნიანგთა საჭმელად,   ვაქნევ მათზედან ჴადილსა".


Strophe: 637  



Verse: a        "ნუღარას ნაღვლობ, მზე მე მყავს   ჩემი, დამდები გულისა,
Verse: b     Page of Ms. D: 161    მიხარის ხლება მე მზისა,   ვით მკვდარსა შეყრა სულისა";
Verse: g        თქვა: "ღმერთმან მომცა წამალი   აწღა გულისა წყლულისა,
Verse: d     და   დამჴსნა ყოველსა სასჯელსა   ჩემმან დამწველმან გულისა".


Strophe: 638  



Verse: a        ეს ამბავი მენავემან   ნაიმს ყველა მოაჴსენა,
Verse: b        ამ ამბისა მოსმენითა   იმას მიჰხვდა ერთობ წყენა;
Verse: g        თქვა თუ: "ღმერთო ამ საქმისა   თვით ვერ ძალ-მიც მე მოთმენა";
Verse: d     და   ფიცი ბრძანა: "მე უმისოდ   აღარ მინდა თვალთა ჩენა".



Verse: n.a     
ნაიმანს ACD.
Verse: n.b     
იმას _ ნაიმანს ACD.



Strophe: 639  



Verse: a        ამა ამბისა სმენამდის   ალმასის მახარობელი
Verse: b        დარბაზთა კარსა ჩამოჴდა,   იყო ლხინისა მჴმობელი;
Verse: g        ჴმა შემოესმა მეფისა   მას ერთობ გაუწყობელი,
Verse: d     და   წვერსა იგლეჯდა, ტიროდა,   იყო თავისა მგმობელი.


Strophe: 640  



Verse: a        მახარობელსა უამბეს,   რაცა მათ წაჰკიდებოდა;
Verse: b     Page of Ms. A: 85     გაგზავნა იგი მენავე,   რომე მზეს თანახლებოდა;
Verse: g        შესთვალა მზისა დაკარგვა,   თუცა არ შეეთვლებოდა,
Verse: d     და   ალმასს რა ესმა, დაცაბნდა,   თქვი: "სული ამოჰჴდებოდა"!


Strophe: 641  



Verse: a        ალმას ეგზომ დაიზახა,   რომ მჭვრეტელთა გაეკვირნეს,
Verse: b        თავს ცემით და ღაწვთა გლეჯით,   სულთქმით მოთქმა გააჴშირნეს,
Verse: g        მხლებელთა და მისთა მჭვრეტთა   თვალნი მისებრ აატირნეს,
Verse: d     და   სად მზე იყო შუქ-მიფარვით,   თავნი მათნი მისკენ ირნეს.



Verse: n.a     
ალმას _ არმას A; დაიძახნა C.
Verse: n.d     
შუქმიფარვით _ დაკარგული C, დაფარული D; ირნეს _ არნეს AD.



Strophe: 642  



Verse: a        თქვა: "სიცოცხლესა რას ჴელს ვჰჴდი   და ჩემსა მამაცობასა,
Verse: b        უმისოდ თავი რად მინდა,   რას ვაქნევ ჴელმწიფობასა?
Verse: g        ნუ ვინ მოელით უკვდავად   ამა საქმისა თმობასა,
Verse: d     და   სიკვდილი მიჯობს ათასჯერ   ჩემგან მის მზისა გმობასა".



Verse: n.d     
ათასჯერ _ უცილად A.



Strophe: 643  



Verse: a        მე ვითა ვთქვა: ალმას გმირსა   ლხინი ჭირად გარდაექცა,
Verse: b        ეგზომ გაჴდა, რომე, თუ სთქვა,   თავს საწუთრო გარდაექცა,
Verse: g        კვლა ნარგისთათ, ცრემლთა ნაცვლად,   ღაწვთა სისხლი გარდაექცა,
Verse: d     და   იტყვის: "მზეო, ზღვაში ყოფნა   აღარა ჴამს, გარდაექცა"!



Verse: n.a     
ვსთქუა A.
Verse: n.b     
ესზომ A.
Verse: n.d     
ეტყუის AC; ზღვაშიგ AC.



Strophe: 644  



Verse: a        თქვა: "მზეო, კაცი ვერ მნახავს   უშენოდ გაცინებულსა,
Verse: b     Page of Ms. C: 32     შენ გიგონებდე ტყვე-ქმნილსა,   სევდით გულ-შეწუხებულსა,
Verse: g        კვლა მომლოდნესა პატიჟთა   და ლხინთა დავიწყებულსა,
Verse: d     და   გულ-ამოსკვნილსა მტირალსა,   ტყვეობით შეჭირვებულსა".


Strophe: 645  



Verse: a        "ჩემო, ჩემთვის შეჭირვება,   ვიცი რომე არ გექნება,
Verse: b        საყვარელთა უნახავად   მიჯნურს სევდა ვით ექნება?
Verse: g        კვლა მიჯნურთა შორით სმენით   გული ლახვრით აექნება,
Verse: d     და   მაგრამ, მზეო, შენად ნაცვლად   გლახ-საწყალსა რა მექნება?



Verse: n.b     
ვით _ არ C.



Strophe: 646  



Verse: a        თქვა: "მზეო, ჩემთა პატიჟთა   ვერ იტყვის კაცთა ენები,
Verse: b        ვერა გარგო რა ტყვე-ქმნილსა,   მე კაცად არ ვიჴსენები;
Verse: g        აღარად მინდა სიცოცხლე,   გულს საკლად ვიხო დანები,
Verse: d     და   მზევ, შენთან ლხინთა სანაცვლოდ   თავი სიკვდილსა ვანები".



Verse: n.g     
გულს საკლად ვიხო დანები _ ვარ სიკუდილისა მქენები CD.



Strophe: 647  



Verse: a        "აწ, გულო, ლახვრით დაიჭერ,   აქამდის ცუდად ჰკვდებოდი,
Verse: b        აწღა ჴამს მომკლას სევდამან,   აქამდის ვისთვის ვბნდებოდი;
Verse: g        შენთვის სიკვდილი ლხინად მჩანს,   მზევ, ერთხელ ეგრეც გხლებოდი!
Verse: d     და   მე, შენთვის მკვდარი უწყალოდ,   მოწამედ დავითვლებოდი".



Verse: n.b     
აქამდის ვისთვის ვბნდებოდი _ მისმან ვისთვის რომ ვბნდებო _ დი A.



Strophe: 648  



Verse: a        "შენი სიშორე მიჯნურთა   ეყოფის წვად და ალებად;
Verse: b     Page of Ms. A: 86     მზევ, შენი ცეცხლი უშრეტლად   სწვავს, სდაგავს გულსა ალებად,
Verse: g        კვლა ცრემლთა ნაცვლად ნარგისთათ   სისხლი მდის ღაწვთა ალებად,
Verse: d     და   ვერ ძალ-მიც გაჭრა მინდორად,   აწ ვწევარ გულსა , ლებად".


Strophe: 649  



Verse: a        მოვიდოდა და თვალთაგან   ზღვას სისხლის ღვარსა ურევდის,
Verse: b        აღელდის მელნის ჯეონი,   ჰინდოთა რაზმი ცურევდის,
Verse: g        მის მზისა ცეცხლი უშრეტლად   გულს უდაღევდა, ჰმურევდის,
Verse: d     და   ტიროდეს მისნი მხლებელნი,   საჴელით ცრემლს იწურევდის.


Strophe: 650  



Verse: a        650კვლა მიეახლა, სად მთვარე   იყო ვეშპისა პყრობილი,
Verse: b        ალმასს ყველაი ენიშნა   მენავეთაგან თხრობილი;
Verse: g        გუშაგთა ნახეს ჴომალდი,   ლაშქართა რაზმი წყობილი,
Verse: d     და   ჯაბირს აცნობეს ამბავი,   არ იყვნეს მისგან გმობილი.



Verse: n.a     
მიახლოვდა CD.



Strophe: 651  



Verse: a        ბრძანა, მოჰკაზმეს კატარღა,   რომე ომშიგან ჯდებოდა
Verse: b        ათი ათასსა სფაადსა   მით მარტო მიუჰჴდებოდა;
Verse: g        მოსრნის მან მისნი მებრძოლნი   უთუოდ, ვის მისწვდებოდა,
Verse: d     და   მისთა მებრძოლთა ბრძოლისა   ტაროსი არ უხვდებოდა.



Verse: n.a     
მოჰკაზმეთ CD.
Verse: n.d     
უხდებოდა D.



Strophe: 652  



Verse: a        უცხო რამე ალმასისა   ხიშტი ჰქონდა ჯაბირ გმირსა,
Verse: b        შეუცურდის ქვეშ ჴომალდსა,   ჰკრის ლახვარი ნავის ძირსა,
Verse: g        მუნით წყალი შეუდინის,   გარდავარდის ნავის პირსა,
Verse: d     და   ესრეთ ჰჴოცდა მეომართა   გაურჯელად, ვითა სირსა.



Verse: n.g     
შეედინის A, შეუდინდის D.



Strophe: 653  



Verse: a        მენავემან მომავალი   შორს კატარღა დაინახა,
Verse: b        "იგიაო ჩვენი მკვლელი,   მედგრად მბრძოლი," სულთქმით ახა;
Verse: g        მისთვის გაწყრა ალმას გმირი,   ვითა ლომმან შეუზახა:
Verse: d     და   "ვით ეგების მარტო მისგან   ჩვენი ომი, რა სთქვი, ახა?"



Verse: n.g     
შეუძახა AC.



Strophe: 654  



Verse: a        654მან ჰკადრა თუ: "ჴელმწიფეო,   მას ლაშქარი არად უნდა,
Verse: b     Page of Ms. C: 33     კვლაცა რაზმი მრავალ-კეცი   მარტო მისგან დაძაბუნდა,
Verse: g        მიწყივ მისი მეომარი   შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდა";
Verse: d     და   ესმა მისგან ალმას გმირსა,   არ შეშინდა, არ დაყმუნდა.



Verse: n.a     
ლაშკარი A.



Strophe: 655  



Verse: a        655 ალმას წინა მიეგება   მუნ სარჰანგსა სისხლის მსმელსა,
Verse: b        ნავსა ესრეთ იჴმარებდა,   ვით ტაიჭსა ზედა ჴმელსა;
Verse: g        მას დღეს მკვლელნი უზებართა   აპირებდეს ომსა ძნელსა,
Verse: d     და   ჴელი მიჰყვეს მშვილდ-ისარსა,   სასიკვდინედ სულთა მჴდელსა.


Strophe: 656  



Verse: a        656მათ ისარნი ერთმანერთსა,   ვითა სეტყვა, დააყარნეს,
Verse: b     Page of Ms. A: 87     მას დღეს ორთავ მეომართა   თავნი ლომსა დაადარნეს,
Verse: g        არ დაწყნარდეს ომისაგან,   მათ საწუთრო გაიმწარნეს,
Verse: d     და   ერთმანერთსა ვერა ავნეს,   კვლაცა სწორად გაიყარნეს.


Strophe: 657  



Verse: a        657კვლა სარჰანგსა სისხლის მსმელსა   სხვა თათბირი მოეგონა,
Verse: b        თქვა: "ეგზომი მედგრად ომი   ჩემი მისგან არ მეგონა;
Verse: g        ჴელთ აიღო მძიმე ხიშტი,   თვით ასისა ლიტრის წონა,
Verse: d     და   მრავალ-გვარნი მეომარნი   მუნ ხიშტითა დაემონა.



Verse: n.g     
აიღო _ აიხუნა A.



Strophe: 658  



Verse: a        658ტანს გაიჴადა აბჯარი   მან მეომართა უშიშრად,
Verse: b        ზღვაში შეცურდა სარჰანგი   მისთა მებრძოლთა სისხლთა ღვრად,
Verse: g        ქვეშ შეუვარდა ჴომალდსა,   ჴელთ ხიშტი ჰქონდა მტერთა სრვად,
Verse: d     და   ორგან და სამგან გააპო,   ღარი დაუგდო წყალთა შრად.



Verse: n.a     
გაიჴადა აბჯარი _ გაიჴადნა A, გაიხადნა აბჯარნი D. მეომართა-მებრძოლთაგან CD.
Verse: n.g     
სრვად _ სურად A.



Strophe: 659  



Verse: a        659მედგრად ჰკრა ხიშტი ჴომალდსა,   ძირი გაუპო ღარულად,
Verse: b        გზა უყო ხიშტის ნაკრავმან,   ქნა წყალმან დენა შარულად;
Verse: g        მას შიგან მსხდომთა სფაადთა   თვალთათ ცრემლი სდის ღვარულად,
Verse: d     და   ხედვიდეს მათსა სიკვდილსა,   მუნ იყო არ დაფარულად.


Strophe: 660  



Verse: a        660სრულად ასწყვიტნა სფაადნი   მის ყმისა მეომარისა,
Verse: b     Page of Ms. D: 162    ალმას მოელის სიკვდილსა,   მას უმძიმს კლვაცა ჯარისა;
Verse: g        თქვა: "ლხინ არს მისთვის სიკვდილი,   ვა, ჩამყვა სევდა მთვარისა"!
Verse: d     და   ჯაბირს ჴმა ესმა მის ყმისა,   ჴმა-ტკბილად მოუბნარისა.



Verse: n.g     
ლხინ არს _ ლხინად ACD. ვაი ACD.



Strophe: 661  



Verse: a        661 მე ვითა ვთქვა ქება ყმისა,   რომე მტერთა დაერია,
Verse: b        ვითა ლომი ჭანგ-მახვილი   თხისა ჯოგსა დაერია;
Verse: g        მას დღეს ჩირად არ მიაჩნდა   ყმასა ალმას და ერია,
Verse: d     და   მიწყივ მისი მეომარი   ზღვის ღელვასა დაერია.


Strophe: 662  



Verse: a        662 ალმას, მისი მეომარი,   ზღვაში ცურავს დაღალული;
Verse: b        ჯაბირ ნახა, რომე ყმასა   თუცაღა უდგს ოდნად სული;
Verse: g        თქვა თუ: "რადგან მტერი დამრჩა,   ჴამს, რომ მყვანდეს კვლა დაბმული,
Verse: d     და   კვლა თვალთაგან დაფარულად   იგი მოყმე დამალული".



Verse: n.b     
თუცღა ედგა A.



Strophe: 663  



Verse: a        კვლა მიეშველა სარჰანგი   ყმასა სულ-ამომავალსა,
Verse: b        თქვა თუ: "სასჯელი სოფლისა   კაცის თავს გარდაუვალსა";
Verse: g        მის უებროსა შველითა   თავს ავსა სდებდა ყმა ვალსა,
Verse: d     და   ჴელთ-შეპყრობილი მიჰყვანდა   მას ღამე დღისა სავალსა.



Verse: n.b     
კაცისა თავგარდუვალსა A.
Verse: n.d     
ჴელშეპყრობილი A.



Strophe: 664  



Verse: a        მას ყმასა ჰქონდა სატყვეო   მარმარილოსა ქვისანი,
Verse: b     Page of Ms. A: 88     მას შიგან ჰქონდის ტყვე-ქმნილსა   ნუზლი მრავლისა წლისანი;
Verse: g     Page of Ms. C: 34     ვინ ტყვე-ქმნის მისთა მტერთაგან,   ღონე არ ჰქონდა ჴსნისანი,
Verse: d     და   ბნელსა უკუნსა დაჰფარნა   ტანნი ალვისა ხისანი.



Verse: n.g     
ტყვე ქნის მისთა _ დაატყუევის CD.



Strophe: 665  



Verse: a        აწცა ისმინეთ ამბავი   ნავრაზ და ნაიმ გმირისა,
Verse: b        ორგნით მიჴდომას ჰბედევდეს   ორნი უფალნი ჭირისა;
Verse: g        ნახეთ მათ ზედა ნაქმარნი   ამა სოფლისა ძვირისა,
Verse: d     და   ჴამს, არ მიაჩნდეს ჭკვიანსა   სოფელი დარად ჩირისა.



Verse: n.a     
ნაიმან ACD.



Strophe: 666  



Verse: a        ოდეს ალმას გაემართა   მუნით მზისა დასაჴსნელად,
Verse: b        არ ეგონა ვეშპის პირსა   დაეჴსნების მთვარე ძნელად,
Verse: g        ლხინთა ნაცვლად დღე ნათელი   შეეცვალა ღამე-ბნელად;
Verse: d     და   ლაშქართა და დიდებულთა   ჯაბირ დახვდა სისხლის მსმელად.



Verse: n.d     
ლაშკართა A; დახვდა _ დარჩა C.
Verse: n.g     
შეეცუალნეს ACD.



Strophe: 667  



Verse: a        ნაიმ შესთვალა ამბავი   ნავზარს წინაშე ყოველი:
Verse: b        "მზე აღარ ახლავს მთვარესა,   მით აღარ არის ცხოველი,
Verse: g        ალმას გაიჭრა საძებრად,   ნარგისთათ ღაწვთა მთოველი,
Verse: d     და   მე ვჰბედავ მისსა შეყრასა,   შენგან შველასა მოველი".



Verse: n.a     
ნაიმან ACD.
Verse: n.g     
ნარგისთათ _ ნარგისთად AC.



Strophe: 668  



Verse: a        "ჯაბირ რაჰზანმან შეიპყრა   მზე, ჩემი სულთა-მდგმელია,
Verse: b        რა გავეყარე, მას აქეთ   ჩემთვის ნათელი ბნელია;
Verse: g        მთვარე ვეშაპმან შეიპყრას,   სთქვა: მისგან დაჴსნა ძნელია,
Verse: d     და   იგი სარჰანგი მებრძოლთა   უწყალოდ სისხლთა მსმელია".



Verse: n.a     
ჯაბირ რაზან შეიყარა C.
Verse: n.g     
შეიპყრა A.



Strophe: 669  



Verse: a        ორგნით მიუჴდეთ, მეფეო,   ჩემგან არს დასაჯერები,
Verse: b        ვერ შემოგვებმის იგი ყმა,   თუ ჩვენ ვართ მისი მტერები;
Verse: g        ნუ ვის დავარჩენთ ცოცხალსა,   ყრმა ვინმე არს თუ ბერები,
Verse: d     და   ვინ დარჩეს, სიკვდილს ნატრობდეს,   სჯობს არ თუ მივეფერები".



Verse: n.d     
ართუ მივეფერები _ ჩუენთვის ათასჯერები CD.



Strophe: 670  



Verse: a        რა ნავზარს ესმა ამბავი   მის ყმისა, ოხვრით ახევდა,
Verse: b        ჭმუნვა შეექნა, შესჭირდა,   წიგნს მალე-მალე ნახევდა,
Verse: g        კვლა სხვადასხვასა თათბირსა   გულშიგან გამოსახევდა,
Verse: d     და   წელი საომრად შეირტყა   და ჭანგსა მოიმახევდა.



Verse: n.a     
მის ყმისა _ შეესმა C.



Strophe: 671  



Verse: a        მან მოაწვივნა ლაშქარნი   და დიდებულნი ხასები,
Verse: b        ხან-დაუზმელად მივიდნენ   თავადნი დას-და-დასები;
Verse: g        შეკრბეს წინაშე მეფისა   სფაადნი ბევრ-ათასები,
Verse: d     და   მედგრად მებრძოლთა მძლეველნი,   ომშიგან არ თუ ნასები.


Strophe: 672  



Verse: a        ნაიმს შესთვალა: "მეფეო,   ვისმინე თქვენი ბრძანება,
Verse: b     Page of Ms. A: 89     ძნელია ამა ამბისა   ჩემთვის სიზმრადცა ზმანება,
Verse: g        კვლა ნუ ყოს ღმერთმან უდროოდ   მთვარისა მონავანება,
Verse: d     და   აწცა ვისწრაფოთ, არა   ჴამს ჩვენგან კვლა დაყოყმანება".



Verse: n.a     
ნაიმანს ACD.
Verse: n.b     
სიზმრისა C.



Strophe: 673  



Verse: a        " შენ ზღვით მიუჴე მას ყმასა   ლაშქრითა უთვალავითა,
Verse: b        მედგრად მოერთევ საომრად   ჴომალდითა და ნავითა;
Verse: g        მე ჴმელზედ წავალ შეყრილი   მუქარითა და დავითა,
Verse: d     და   ღმერთმან ქნას, ჩვენგან მოისრას   ეშმაკი, სავსე ავითა".



Verse: n.b-g     
სტროფები ერთიმეორის ადგილასაა C-ში.



Strophe: 674  



Verse: a        ორგნით ორნი ჴელმწიფენი   ამ საქმესა დაასკვნიდეს,
Verse: b     Page of Ms. C: 35     ბორჯალსა და პაემანსა   ერთმანერთსა შეუთვლიდეს;
Verse: g        მათ მიჰმართეს გულ-გამწყრალთა,   კვირა ერთსა გზასა ვლიდეს,
Verse: d     და   ჩქარა ვლიდეს გზათა შორთა,   მიმავალნი დღესა სთვლიდეს.



Verse: n.a     
ორნი ორნი C.
Verse: n.d     
ჩქარად ვლიდეს გზათა ორგნით მუნა მისულად დღესა სთულიდეს A.



Strophe: 675  



Verse: a        ქარი აქროლდა სასტიკი,   კვლა მათთვის გაუწყობელი,
Verse: b        მეჴომალდენი ჭმუნვიდეს:   "ვართ სიკვდილისა მცნობელი";
Verse: g        მათ გარდაუწყდა იმედი,   იყვნეს ჴელ-აუპყრობელი;
Verse: d     და   სრულად ამოსწყდეს ლაშქარნი,   მათგან არ დარჩა მთხრობელი."



Verse: n.d     
ამოსწყდა C; არ დარჩეს AD.



Strophe: 676  



Verse: a        კვლაცა აღელდა საშიშრად,   სფაადთა ზღვაში ურევდა,
Verse: b        ვერვინ მოურჩა უკვდავი,   ნავი თავდაღმა ცურევდა;
Verse: g        მათთვის ტიროდა ჴელმწიფე,   საჴლითა ცრემლს იწურევდა,
Verse: d     და   მათი უკრავად სიკვდილი   მას ერთობ გულსა ჰმურევდა.


Strophe: 677  



Verse: a        ნავი ნავსა ჰკრა, შეიქნა   შიგ მჯდომთა ცრემლთა დენანი,
Verse: b        მეტმან ტირილმან მეფესა   წაუხვნა თვალთა ჩენანი;
Verse: g        მას დაანატრა სოფელმან   მათის ამბისა სმენანი,
Verse: d     და   ვერ მოსთვლის მათსა პატიჟსა   ყოველთა ბრძენთა ენანი.



Verse: n.g     
ჩენანი _ ჩუენანი C.
Verse: n.d     
პატიჟთა CD.



Strophe: 678  



Verse: a        ცალკე ჯდა ნავსა ჴელმწიფე,   მას ახლდეს ორნი მონანი,
Verse: b        ზღვამან წაუხვნა ყველაი,   რაც იყო მათი ქონანი;
Verse: g        მათ არა ჰქონდა საზრდონი,   ერთის დრამისა წონანი;
Verse: d     და   აწცა ისმინეთ, მსმენელნო,   ამბავნი გასაგონანი.


Strophe: 679  



Verse: a        მეტმან შიშმან და შიმშილმან   თვით მკვდართა თანა გარია,
Verse: b        უსულო, ნავში მსხდომელნი,   იყვნეს სახითა მკვდარია;
Verse: g        ჴელის-ამპყრობი არა ჰყვა   და არცა მოუბნარია,
Verse: d     და   კვლა მიეახლა სამზღვარსა,   სად იყო მისი მთვარია.



Verse: n.d     
მიახლოვდა CD.



Strophe: 680  



Verse: a        შორს ჴომალდი დაინახეს   მუნ გუშაგთა მომავალი,
Verse: b     Page of Ms. A: 90     ჯაბირს ჰკადრეს მათ ამბავი,   მოეგება გულ-გამწყრალი;
Verse: g        მან იხილნა ნავში მსხდომნი   თვით მტერთაგან შასაბრალი,
Verse: d     და   სამნი კაცნი უსულონი   ნავში იწვნენ, ვითა მთვრალი.



Verse: n.d     
უსულონი _ უსულადნი CD.



Strophe: 681  



Verse: a        ტახტ-გვირგვინისა პატრონი   ტახტზედა იწვა სნეული,
Verse: b        ათი ათასი საფაადი   უკრავად მისგან სრეული,
Verse: g        ცნობა არ ჰქონდა კაცისა,   მუნ იყო ჭკუა-ბნეული,
Verse: d     და   იგიცა მტერთა ჴელთ დარჩა,   მტირალი, ვაგლახეული,



Verse: n.g     
ჭკუადაბნეული AD.
Verse: n.d     
ვაგლახვეული A.



Strophe: 682  



Verse: a        ესე სოფელი მუხთალი   არვის რას ესათნეობის,
Verse: b        წესათ აქვს კაცთა სისხლის სმა,   სიკვდილსა ეჯილდოების;
Verse: g        ვინ მიენდობის სოფელსა,   მას ჭკუა არ ეთხოების,
Verse: d     და   ვინ ბრძენი არის, უთუოდ   საწუთროს ეუცხოების.



Verse: n.a     
არავის C.
Verse: n.b     
სისხლთა C; ეჯილდოებისესათ _ ნოვების C.



Strophe: 683  



Verse: a        ჯაბირ იხილა ჴელმწიფე,   უსულო, ტახტზედ მდებარე;
Verse: b     Page of Ms. D: 163    თქვა: "მტერნი დამრჩნეს უკრავად",   ბედისა იყო მქებარე;
Verse: g        "მაცილობელნი მის მზისა   შევქენ სისხლისა მღებარე,
Verse: d     და   უცილოდ დამრჩა იგი   მზე, ჩემი ცეცხლისა მგზებარე".



Verse: n.g     
დამრჩნეს _ დამრჩეს C.
Verse: n.g     
მაცილებელნი A.
Verse: n.d     
დარჩა C.



Strophe: 684  



Verse: a        მან მიიყვანა იგიცა,   სად ალმას გმირი დაება,
Verse: b     Page of Ms. C: 36     გაყარნა მისნი მხლებელნი,   მათ მისთვის შექნეს ვაება;
Verse: g        მათ მოაგინდის გამზრდელი,   თვალთ ჰქონდის ცრემლთა ზღვაება,
Verse: d     და   მეფე, ცამდისი მაღალი,   უცხოს მახესა გაება.


Strophe: 685  



Verse: a        ცალკე ჩააგდო პატიმრად   ჴელმწიფე ვაგლახეული,
Verse: b        ოდნად ეტყობის სიცოცხლე,   მუნ იყო ჭკუა-ბნეული;
Verse: g        მას მოანახა სოფელმან,   რისაც არ იყო ჩვეული,
Verse: d     და   რას უზამს კაცსა ღაფალსა   ესე სოფელი წყეული?



Verse: n.a     
ვაგლახვებული ACD.
Verse: n.b     
სიცოცხლე _ სულთადგმა A. ჭკუადაბნეული ACD.



Strophe: 686  



Verse: a        ჰკითხა ამბავი მონათა,   რომ მეფეს თანა ხლებოდეს;
Verse: b        წვრილად უამბეს ყველაი,   რაც ოდენ მიუხვდებოდეს:
Verse: g        "ჩვენ ჯარი გვყვანდა ურიცხვი,   გონება არ მისწვდებოდეს,
Verse: d     და   შეჰპირდეს ორნი მეფენი,   ორგნითვე მოგიჴდებოდეს".


Strophe: 687  



Verse: a        "რა რომ მათ შენთვის ეწადნეს,   აწ უყავ შენ მაგიერი,
Verse: b        განგებით მიჰხვდა სანაცვლოდ   მათ რისხვა ღვთისა ციერი,
Verse: g        თუ ღმერთი კაცსა არ მისცემს,   ნუ იკვეხს კაცი ძლიერი;
Verse: d     და   თქვა: "უნდა ჰქონდეს ძალ-გული   კაცს, სიმჴნე, ღვთისა მიერი".



Verse: n.d     
თქუა უნდა კაცსა ძალგული რომ ჰქონდეს ღვთისა მიერი CD.



Strophe: 688  



Verse: a        კვლა ჴმელეთით ნავზარ მეფე   მოახლოვდა საომარად,
Verse: b     Page of Ms. A: 91     თქვეს თუ: "თვალსა უკეთესი   უნახავსმცა ჯარი სხვა რად?"
Verse: g        მივიდეს და გულ-უშიშრად   დღის სავალსა დადგეს ჯარად,
Verse: d     და   მიელოდეს პაემანსა,   მისთვის ვლიდეს გზასა წყნარად.



Verse: n.b     
თქუა თუ უფალთა უკეთესი A.
Verse: n.g     
მივედით A.



Strophe: 689  



Verse: a        ყოვლგნით ჰყვანდა ჯაბირ გმირსა   მოდარაჯე მონახული,
Verse: b        მათგან იყო იმედოვნად,   კარი ჰქონდა არ დაჴშული;
Verse: g        მტერნი ჩირად არ მიაჩნდა,   არ ევარგა მათი თქმული,
Verse: d     და   ბევრ-ათასსა მეომარსა   მისგან ჰქონდა გული წყლული.



Verse: n.b     
იყო _ იყუნეს C.
Verse: n.d     
ბევრათასსა _ მრავალგვარსა CD.
Verse: n.a-g     
რითმა "ულნი" ACD.



Strophe: 690  



Verse: a        შესავალს იყო კაპანი,   ვიწრონი რამე გზანია,
Verse: b        ორგნითვე ისხდეს დარაჯნი,   მტერთათვის იყვნეს მზანია;
Verse: g        კვლა მას გზას ზედან საომრად   იგი დარაჯნი კმანია,
Verse: d     და   თუ მას მოურჩის დაკრულნი,   მათ ჰქონდა გზანი სხვანია.



Verse: n.d     
ვინ რომ მოურჩის A.



Strophe: 691  



Verse: a        დღესა ერთსა ნავზარ მეფემ   მოაწვივნა საფაადარნი,
Verse: b        მათ უბრძანა: "ვინადიროთ,   ხვალ მოასხით თქვენნი ჯარნი,
Verse: g        სად ჰგულობდეთ თხა-კანჯარსა,   მოვიარნეთ მთა და ბარნი,
Verse: d     და   კვლა მან ნახოს, ვინ მტერია,   რისხვა ჩვენგან მონაგვარნი".



Verse: n.a     
მეფემ C.
Verse: n.b     
ვინადირნეთ A.
Verse: n.g     
ვგულობდეთ A. კანჯართა A.
Verse: n.d     
ვინა მტერი A.



Strophe: 692  



Verse: a        რა გათენდა მეფის კარსა   შეიყარნეს სრულად ჯარი,
Verse: b        მოეკაზმა სანადიროდ,   სამანდს შეჯდა შარიარი,
Verse: g        მას ეახლნეს სფაადთაგან   მშვილდოსანნი მრავალ-გვარი,
Verse: d     და   ანგარიში არ იქნების,   რომ ეყარა მათგან მკვდარი.



Verse: n.b     
სამანდრს _ ცხენსა A.
Verse: n.d     
იქნების _ ეგების A. ეყარნეს ACD.



Strophe: 693  



Verse: a        ჯერგა გაუშვეს ორგნითვე,   შეიქნა ნადირთ სრეობა,
Verse: b        ვინ იყო მაამებელი,   უბრძანა მათ მემჴრეობა;
Verse: g        მუნ მეფეს დარჩა მომკვლელთა   ჯობნა და უზესთეობა,
Verse: d     და   უქეს მჭვრეტელთა მას დღესა   მეფესა ყოვლი ზნეობა.



Verse: n.b     
მომკრეობა A.
Verse: n.g     
მეფესა დარჩა მამკულელთა CD; უზეშთეობა CD.
Verse: n.d     
მეფეს უჭურეტდეს რომელნი მას უქეს ყოვლი ზნეობა A.



Strophe: 694  



Verse: a        რაც ოდენ ნახეს ნადირი,   ვერ მორჩა მეფის ისარსა,
Verse: b     Page of Ms. C: 37     შორსა ჩნდა მეფის ნასროლი,   თქვეს თუ: "ნაკრავი ის არსა;"
Verse: g        ჴელთ შესაპყრობლად ნადირთა   გარს ავლებს ისრის ის არსა,
Verse: d     და   მას დღეს რომ მოკვდა ნადირი,   კვლა არ ნახულა ის არსა.


Strophe: 695  



Verse: a        მოღამდა, კვლაცა შეიქნა   გროება მუნ მამაცისა,
Verse: b        ჯოგი მოვიდა ნადირთა,   თვით უთვალავი კაცისა,
Verse: g        ანგარიშ-მიუხვდომელი   იყო თხისა და ვაცისა,
Verse: d     და   მათისა ფერჴთა ჴმისაგან,   ვთქვი, ზურგი ჩამოდრკა ცისა.



Verse: n.g     
თხისა _ ფხისა A.



Strophe: 696  



Verse: a        მეფე წაუდგა ნადირთა,   შორს ახლდეს მისნი ყმანია,
Verse: b     Page of Ms. A: 92     იგი გაშორდა ლაშქართა,   ვერ მისწვდის მათნი ჴმანია;
Verse: g        მეფე მუნ შეჰყვა ნადირთა,   სად იყო ვიწრო გზანია,
Verse: d     და   ორგნით შესცვივდეს მეფესა,   თვით იყვნეს მისთვის მზანია.



Verse: n.b     
მისწუდეს CD.



Strophe: 697  



Verse: a        იგიცა დარჩა უკრავად,   შეექნა მათ გახარება;
Verse: b        კვლა მარტოსაგან არა ჴამს   თავის ათასთა დარება;
Verse: g        მოსდევდეს სრულად სფაადნი,   ეწადნეს მათ მოჴმარება,
Verse: d     და   ძებნეს, ვერ პოვეს ჴელმწიფე,   თავსა დაუწყეს ბარება.


Strophe: 698  



Verse: a        შვიდ დღე ეძებდეს სფაადნი   და მისნი სახელდებულნი,
Verse: b        მათ ვერა სცნეს რა მეფისა,   მით იყვნეს ვაგლახებულნი;
Verse: g        თმა-წვერთა გლეჯით ტიროდეს   ჴმა-მაღლად მასთან ხლებულნი,
Verse: d     და   მიჰმართეს მათსა სამზღვარსა,   ვლიდეს გულ-შეწუხებულნი.


Strophe: 699  



Verse: a        ჴელთ-შეპყრობილი ჴელმწიფე   მიჰყვანდა, ვითა მპარავი;
Verse: b        მუნ მიიყვანეს იგი ყმა,   სად ჰქონდა კაცთა მფარავი;
Verse: g        მასვე წესითა დააბეს   იგი ჴელმწიფე არ ავი,
Verse: d     და   აწ მიჰხვდა მისსა წადილსა   ჯაბირ, თავისა მკრძალავი.



Verse: n.b     
ჰქონდა _ იყო A.



Strophe: 700  



Verse: a        ახარებდეს ჯაბირ გმირსა,   შემოქმედსა მადლი მისცა,
Verse: b        თქვა: "მართებსო სიხარული,   ჩემებრ ჰქონდეს ბედი ვისცა;
Verse: g        მიწყივ ჩემსა მეომარსა   ცრემლის ნაცვლად სისხლი სდისცა,
Verse: d     და   აწღა დამრჩა უცილებლად,   ვისი ცეცხლი გულსა მწვისცა".



Verse: n.a     
"შემოქმედსა" ორჯერაა A-ში.
Verse: n.g     
მმართებსო C.



Strophe: 701  



Verse: a        ჯაბირ თქვა თუ: "რადგან ღმერთმან   მომიმართა ჴელი სრულად,
Verse: b        აწღა მივჰხვდი საწადელსა,   რადმცა ვიყო გულ-ნაკლულად?
Verse: g        კვლაცა მიწყივ აღარა ჴამს,   რომე მქონდეს გული წყლულად,
Verse: d     და   ჴამს, ჭკვიანი ლხინს ისწრაფდეს,   ბრძენთა დარჩა ესე თქმულად".


Strophe: 702  



Verse: a        ყმამან, მებრძოლთა მძლეველმან,   შექნა სალხინოდ მზადება,
Verse: b        თქვა: "მზისა შეყრა იქნების   ჩემთვის გულისა დადება;
Verse: g        კვლა გააახლებს მიჯნურთა   მიწყივ ლხინისა ქადება,
Verse: d     და   ჴამს, აღვისრულო ყოველი   აწღა გულისა წადება".



Verse: n.g     
გაახლეს C, გაახლებს AD.
Verse: n.d     
წადება _ დადება A; აღვისრულნე ყოველნი ACD.



Strophe: 703  



Verse: a        ყოვლგნით აწვივნა თავადნი   და დიდებულნი ხასისა,
Verse: b        შეიქნა ჯართა გროება   სალხინოდ დას-და-დასისა;
Verse: g        უძღვნეს მდიდართა ურიცხვი   გოარი ძვირის ფასისა,
Verse: d     და   წინ გორა ედგა მას ყმასა   ლალისა და ალმასისა.


Strophe: 704  



Verse: a        რა შეესმა ქალსა ლაღსა,   გული ერთობ შეუწუხდა,
Verse: b     Page of Ms. A: 93     ჭირი ჭირზედ დაესართა,   თვალთათ ცრემლი გარდმოჰქუხდა;
Verse: g     Page of Ms. C: 38     ის სიკვდილსა ინატრიდა,   ზოგჯერ უშდა, ზოგჯერ უხდა,
Verse: d     და   მიწყივ სწვევდა გულსა ალი,   თუცა ვერვინ ვერ მიუხდა.



Verse: n.g     
დაესართა ჭირი ჭირსა; თუალთად ACD.



Strophe: 705  



Verse: a        გულ-ამოსკვნილმან ნარგისთათ   ვარდსა დასწვიმა მანანა,
Verse: b        თქვა: "რაც რომ ლხინნი მენახნეს,   ცრუმან სოფელმან მანანა;
Verse: g        მას ვეაჯები, რომელმან   დედად შვა წმიდა მანანა,
Verse: d     და   დამჰჴსნას სოფლისა სასჯელსა,   უწყალოდ მომკლას მან ანა".


Strophe: 706  



Verse: a        ქალმან უბრძანა მხლებელთა,   ქვეყნად თვით მზეებრ ქებულმან,
Verse: b     Page of Ms. D: 164    მზემან ჭირისა უფალმან,   ოდენ ლხინ-დავიწყებულმან:
Verse: g        "იდუმალ დავლოთ სასახლე,   დანო, გულ-შეწუხებულმან,
Verse: d     და   ვძებნოთ სევდისა წამალი,   სევდით გულ-შევიწრებულმან".


Strophe: 707  



Verse: a        მათ დააშვენეს სასახლე   მზეებრ მათითა შუქითა,
Verse: b        დავლეს დარბაზთა არენი   მუნვე გულითა ჩუქითა,
Verse: g        წადგეს საკნისა კიდესა   ტანითა არ სუბუქითა,
Verse: d     და   ალმასს მიჰბერა მას დღესა   ნიავმან ქვენა ბუქითა.



Verse: n.a     
შუქითა მათითა A.
Verse: n.g     
კიდესა _ არესა A.
Verse: n.d     
მიჰბერნა _ მიჰბუქნა A.



Strophe: 708  



Verse: a        ჴმა შემოესმა კაცისა,   მართ კვნესის, ვითა სნეული,
Verse: b        ალმას, უწყალოდ ტყვე-ქმნილი,   ღვთისაგან ბედ-დაწყეული,
Verse: g        მათ ეაჯების სიკვდილსა:   "ვინ ხართო კაცი ღვთეული,
Verse: d     და   მომკალ და დამჴსენ სასჯელსა,   აქა ვზი ვაგლახეული".


Strophe: 709  



Verse: a        მზეს გაუკვირდა ამბავი,   მის ყმისა მონაჴსენები,
Verse: b        მუნ უნახავთა მიჯნურთა   ტკბილად აუბნეს ენები;
Verse: g        უბრძანა: "თუცა ალმას ხარ,   სასჯელსა ვითმცა ენები"?
Verse: d     და   მან ჰკადრა: "შენთვის ტყვე-ქმნილი,   ვარ სიკვდილისა მქენები".


Strophe: 710  



Verse: a        თქვა: "მივსწურვილ ვარ სიკვდილსა,   ყოვლგნით ჴელ-აუპყრობელი,
Verse: b        მე შენი სევდა შემქნია   გულსა ლახვართა მსობელი;
Verse: g        მოვშორდი ლხინსა ყოველსა,   ვარ სიკვდილისა მჴმობელი,
Verse: d     და   ლხინად არა მჩნდეს სიკვდილი,   მზევ, შენიმცა ვარ მგმობელი".


Strophe: 711  



Verse: a        გული დაუდვა მას ყმასა   მზემან შუქ-დაუფარავმან,
Verse: b        ჩაუშვა გიშრის ქამანდი   მისად ჴსნად ქალმან არ ავმან;
Verse: g        ამოიყვანა, დამალა   იდუმალ, ვითა მპარავმან,
Verse: d     და   ჴელი შეუწყო მიჯნურსა   სევდისა გამაქარავმან.


Strophe: 712  



Verse: a        აქ უნახავნი მიჯნურნი   შეყრითა გაიხარებდეს,
Verse: b     Page of Ms. A: 94     ვით იადონნი ჴმა-ტკბილნი,   ენას არ დააწყნარებდეს;
Verse: g        მათ მათნი მჭვრეტნი მთვარესა   და მზესა დაადარებდეს,
Verse: d     და   დავიწყდა ყოვლი სასჯელი,   სიხარულს დაიმყარბდეს.


Strophe: 713  



Verse: a        მალვით ჰყვა ქალსა იგი ყმა   მისად იმედად გულისად,
Verse: b        მისთვის ტყვე-ქმნილი მიაჩნდა   მას მზესა დარად სულისად;
Verse: g        მისგან ელოდა წამალსა   გასამთელებლად გულისად,
Verse: d     და   ყმა სიყვარულსა იმტკიცებს   გულს, მისგან დანერგულისად.



Verse: n.b     
დარად _ მსგავსად A.
Verse: n.g     
წამალსა _ სიკუდილსა C.



Strophe: 714  



Verse: a        კვირა ერთსა ხლება მზისა   მთვარეს პირსა გაუვსებდა,
Verse: b     Page of Ms. C: 39     გულსა, მისგან დადაგულსა,   მუნვე ცეცხლსა დაუვსებდა,
Verse: g        მზისა ტკბილად საუბარი   გულსა ნათლით აუვსებდა,
Verse: d     და   აწცა ჭირსა მით ილხენდა,   აქანამდის ვისთვის ვებდა.



Verse: n.g     
ნათლად A.



Strophe: 715  



Verse: a        სული ჩაუდგა მის მზისა   ჭვრეტამან ყმასა არ ავსა,
Verse: b        უხარის ყმისა შვენება   მზესა, თავისა მკრძალავსა;
Verse: g        ყმა გულს უდებდა მას მზესა,   გულით სევდისა მლალავსა,
Verse: d     და   ეხვეწებოდეს შველასა   ღმერთსა, აუგთა მფარავსა.


Strophe: 716  



Verse: a        ალმას თქვა თუ: "მარტოსაგან   არ ეგების ჯართა ომი,
Verse: b        მაქვს იმედი, ვერ შეიძლებს   ჩემსა ომსა კაცთა ტომი;
Verse: g        მას თუ მივჰხვდი, მოვერევი,   ვით კანჯარსა ხვადი ლომი,
Verse: d     და   მანცა ნახოს ჴმალთა ქნევა,   მკლავთა ჩემთა მონახდომი".



Verse: n.b     
ჩემსა ომსა ვერ შეიძლებს A.



Strophe: 717  



Verse: a        მას დღეს ორნი სატურფალნი   ამ საქმესა დაასკვნიდეს,
Verse: b        მათ მოსწონდა მათი რჩევა,   მჭვრეტნი ქებას შეასხმიდეს;
Verse: g        კვლა ჯაბირ და მისნი ყმანი   გულ-უშიშრად ლხინსა ზმიდეს,
Verse: d     და   ჴელთა ჰქონდა დოსტაქანი,   ლხინობდეს და ღვინოს სმიდეს.


Strophe: 718  



Verse: a        მასვე დღესა ჯაბირ გმირმან   უდარბაზა ქალსა ლაღსა,
Verse: b        აშვენებდა შუქი მზისა,   ვითა გარე, შიგან ბაღსა;
Verse: g        მისთა მჭვრეტთა ღაწვთა სხივნი   გულს ასხემდა დაღზედ დაღსა,
Verse: d     და   ჯაბირს სწვევდა მისი ცეცხლი,   არ აჩენდა მუნ სადაღსა;



Verse: n.g     
გულს ასხემდა C.
Verse: n.d     
მუნ სადაღსა _ დანადაღსა A.



Strophe: 719  



Verse: a        ტკბილად დახვდა მზე სარჰანგსა,   კვლაცა მისთა ჭირთა ლხენად,
Verse: b        ალმასს ჰქონდა საიდუმლოდ   ვიწრო სახლი განსასვენად;
Verse: g        ყმა უჭვრეტდა მალვით ორთა,   ვერ ძალ-ედვა მოსათმენად,
Verse: d     და   მოემზადა სამესისხლოდ,   მის ყმისავე სისხლთა დენად.


Strophe: 720  



Verse: a        თქვა: "რადღა მინდა სიცოცხლე   და ჩემი ტურფად ზრდილობა,
Verse: b     Page of Ms. A: 95     მე ვითა მკადროს სულდგმულმან   მის უებროსა ცილობა?
Verse: g        ცუდია მკლავთა სიმაგრე   და ჩემი ჭანგ-მახვილობა,
Verse: d     და   ვაჩვენო იმა სარჰანგსა   ღვარულად სისხლთა მილობა".



Verse: n.a     
მზრდილობა A.
Verse: n.d     
ვა ვაჩუენო A; ვაჩუენო ჩემი სარანგსა ღუარულებრ C; ვაჩვენო იმა სარანგსა ღვარულებრ D.



Strophe: 721  



Verse: a        ეხვეოდა ჯაბირ ქალსა,   მუნვე იყო ლხინთა მდომი;
Verse: b        შეუზახა ალმას გმირმან,   გაგულისდა, ვითა ლომი:
Verse: g        "დადეგ ბილწო, სისხლის მსმელო,   თუ შეგეძლოს ჩემი ომი,
Verse: d     და   მიწყივ კაცთა სისხლის ხვრეტა   ვით შეგრჩების შენ ეგზომი"?



Verse: n.a     
მნდომი AD, მდგომი C.
Verse: n.b     
შეუძახა A.
Verse: n.d     
სისხლთა A.



Strophe: 722  



Verse: a        ჯაბირს შეესმა მის ყმისა   ზახილი საზარელია,
Verse: b        მათ ერთმანერთსა უყივლეს,   საომარს მიჰყვეს ჴელია;
Verse: g        მედგრად იბრძოდეს ორნივე,   გარდაჰჴდეს ომი ძნელია,
Verse: d     და   რა კაცსა ღმერთი გასწირავს,   ვინ არის მისი მჴსნელია?


Strophe: 723  



Verse: a        ალმას აჴსენა გულ-მწუხრად   ღმერთი, ძლიერთა მძლეველი;
Verse: b        "შენ გაქებს ყოვლი სულდგმული   და შენ გადიდებს ყოველი,
Verse: g        შენ ხარ მომცემი ძალისა,   შენგან შველასა მოველი,
Verse: d     და   ყოველთა შეჭირვებულთა   შენ ხარ წყალობის მთოველი".



Verse: n.b     
და შენ გადიდებს _ შენ გადიდებენ ACD.



Strophe: 724  



Verse: a        მიწასა დასცა იგი ყმა,   მქნელი ყოვლისა ავისა,
Verse: b        ქვეშ ედვა ალმასს სარჰანგი,   ნიანგთ დამთხოვი დავისა;
Verse: g        მას გარდაუწყდა იმედი   სიცოცხლისა და თავისა,
Verse: d     და   მსწრაფლ მოკლა, მისთვის არ იყო   ალმას მიმცემი ზავისა.


Strophe: 725  



Verse: a        ყმა მოერია მებრძოლსა,   მიჰხვდა გულისა ნებასა,
Verse: b        მიულოცევდის მჭვრეტელნი,   მას შეასხმიდეს ქებასა;
Verse: g        არ მოელოდეს მხლებელნი   მისგან მის ყმისა ვნებასა,
Verse: d     და   მით რომე მისნი მებრძოლნი   ვერ მორჩის მისსა გრძნებასა.



Verse: n.b     
მას შეასხმიდეს _ ყმას შეასხმიდეს A.
Verse: n.g     
მის ყმისა მისგან A.



Strophe: 726  



Verse: a        ფიცხლად მიჰმართა საკანსა,   სად ჴელმწიფეთა ჰგულობდა,
Verse: b        დაიჴსნა ორნი ტყვე-ქმნილნი   და იგი მათთვის ღვთულობდა;
Verse: g        მისჭირვებოდათ ტყვეობა,   მით მათი გული წყლულობდა,
Verse: d     და   მათ დაანება მეფობა   და იგი უფლისწულობდა.



Verse: n.b     
დაიხსნა A; მღვთულობდა A.
Verse: n.g     
მისჭირვებოდა A.



Strophe: 727  



Verse: a        თქვა: "უცილებლად მზე დამრჩა,   ჩემი ჩამდგმელი სულისა,
Verse: b        მას მზისა შეყრა უნდოდა   და გამთელება წყლულისა;
Verse: g        არ გაუთავა სოფელმან   ჯაბირს წადილი გულისა,
Verse: d     და   ჟამი მოესწრა, დასრულდა   წერილი აღსასრულისა.



Verse: n.b     
ეწადნეს ACD.



Strophe: 728  



Verse: a        ნუ ვინ მოელის სულდგმული   ამა სოფლისა თნებასა,
Verse: b     Page of Ms. A: 96     ჟამ პირველ ვისცა მიჰყვების,   ბოლო-ჟამ მისცემს ვნებასა;
Verse: g        მისნი მიმნდომნი ყოველნი   ჰხვდებიან ცეცხლთა გზნებასა,
Verse: d     და   ბრძენი არ უქებს სოფლისა   მიმნდომსა ჭკვას და ცნებასა.



Verse: n.g     
ხვდებიან _ მიხვდების D; გზებასა A.



Strophe: 729  



Verse: a        მზა იყო ყოვლი სალხინო,   რაც მეფეთ ეკადრებოდა,
Verse: b     Page of Ms. D: 165    შეყრა მის მზისა ჯანისა   მას ყმას ვით ეაზრებოდა?
Verse: g        მაშინღა ღვთისა განგება,   წადილი მას უხვდებოდა,
Verse: d     და   ღმერთმან მას მისცა იგი   მზე და ჯაბირ ცუდად შვრებოდა.



Verse: n.b     
იაზრებოდა AD.
Verse: n.g     
წადილი განგება D.
Verse: n.d     
და _ კულავ A; ჯამირ A.



Strophe: 730  



Verse: a        ალმასს დანებდა სამეფო   და მისი ჭირნახულობა,
Verse: b        ყოვლგნით გაითქვა მის ყმისა   სიმჴნე და გულის სრულობა;
Verse: g        აღარა ჰქონდა ვაჭართა   მისგან გულისა წყლულობა,
Verse: d     და   ყმას ლხინად ექცა სასჯელი,   ჟამ პირველ გარდასრულობა.


Strophe: 731  



Verse: a        მოგროვდეს ჯარი მის ყმისა   წინაშე, არ თუ ნასისა,
Verse: b        უძღვნეს მდიდართა ურიცხვი   გოარი ძვირის ფასისა;
Verse: g        კვლა გადიადდა მილოცვა   თავადთა დას-და-დასისა,
Verse: d     და   უხარის ნახვა სფაადთა   მეფობა მუნ ალმასისა.



Verse: n.g     
ფავადთა A.



Strophe: 732  



Verse: a        თვესა ერთსა ჭირთა ნაცვლად   მეფეთ ჰქონდა სმა და შვება,
Verse: b        პირველ ჭირთა მომლოდნელთა   ბოლოს მიჰხვდა განსვენება;
Verse: g        ოდეს ჭირი ლხინად ექცეს,   აღარ აჴსოვს კაცსა ვება,
Verse: d     და   რაზომ ჭირნი მოეთმინნეს,   ეგზომ ლხინი იამება.



Verse: n.g     
აჴსოვს _ ახლავს D.



Strophe: 733  



Verse: a        პირდაპირ უსხდეს მეფენი,   უჭვრეტდეს მზე-და-მთვარესა,
Verse: b        ყმა მონადიმე ამსგავსეს   ბულბულსა მოუბნარესა;
Verse: g        მათმან ბროლ-ლალთა ელვამან   მჭვრეტელნი შეაზარესა,
Verse: d     და   მათ მათსა დროსა მზე ქვეყნად   აროდეს არ ადარესა.



Verse: n.b     
ამსგზავსეს D.
Verse: n.g     
მათმან _ მათთან D.



Strophe: 734  



Verse: a        ლხინი გათავდა, წავიდნენ   კვლა მხიარულად მეფენი,
Verse: b     Page of Ms. C: 40     მიჰმართეს მათსა სამზღვარსა   და იყვნეს მუნ მოსწრაფენი;
Verse: g        ალმას უბოძა თავადთა,   მას უქეს სიიეფენი,
Verse: d     და   ყმას დარჩა იგი სამეფო   და ჴელმწიფურნი სეფენი.


Strophe: 735  



Verse: a        ეს ამბავი მანი ბრძემან   ბარამს ჰკადრა ერთობ სრულად;
Verse: b        ბარამს სწვევდა მისი ცეცხლი,   ვისთვის ჰქონდა გული წყლულად,
Verse: g        ატირდა და მან საწუთრო   მოიჴსენა მუხთლად, კრულად,
Verse: d     და   კვლა უბრძანა მწიგნობართა:   "დაწერეთო მისგან თქმულად"!


Strophe: 736  



Verse: a        მანი ბრძენმან მისად ქებად   კვლაცა მორთო ტკბილად ენა,
Verse: b     Page of Ms. A: 97     რაცა ჴამდა, ჴელმწიფესა   ყველა წვრილად მოაჴსენა:
Verse: g        "აწღა შენგან აღარა ჴამს   მიწყივ თვალთათ ცრემლთა დენა,
Verse: d     და   რა მისჭირდეს გონიერსა,   მაშინ უნდა ჭირთა თმენა".


Strophe: 737  



Verse: a        მას ღამეს მოისვენებდეს   სიკეთე-მიუწვდომელნი,
Verse: b        მუნ ერთმანერთის მდურავნი   არ იყვნეს არა რომელნი;
Verse: g        ღამე გათენდა, კვლა იყვნეს   მუნვე ლხინისა მდომელნი,
Verse: d     და   გაიხარებდეს ჭვრეტითა   მხლებელნი მასთან მსხდომელნი.



Verse: n.     
737 სტროფის შემდეგ D-ში: "განსრულდა მესამე ესე ანბავი ალმას და მისის მზისა მანისაგან".



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.