Verse: a | ბრძანა, წითელი დარბაზი | მოჰფინეს ფარდაგებითა, |
Verse: b | ცამდის შეამკვეს იგი სრა | წითლისა სარასრებითა; |
Verse: g | მეფემან ბრძანა: "ვიშვებდეთ | ხათაელთ მზისა ხლებითა"; |
Verse: d და | ბარამს აქებდეს მსმენელნი | თავ-მიწა-პირ-დადებითა. |
Verse: a | ხათაელთ რა სცნეს ამბავი, | ჴელმწიფის შემოთვლილები, |
Verse: b | მათ ლალის ფერსა დარბაზსა | მოაწყვეს ოქროს ლბილები, |
Verse: g | ტახტი მარცვლისა ერთისა | დადგეს დიდი და წვლილები, |
Verse: d და | ლალი, ზურმუხტი, ალმასი | და იაგუნდი თლილები. |
Verse: a | მზე, ხათაელთა მნათობი, | მიჯნურთ იჴმობდა სადაღად, |
Verse: b | მზედ მას იჴმობენ მჭვრეტელნი, | მზე ცისა ნათობს სადაღად, |
Verse: g | შავსა გიშრისა წამწამსა | აწრთობს მელნითა სადაღად, |
Verse: d და | ღაწვთა სხივი და ციმციმი | სწევს გულსა მისკენ სადაღად. |
Verse: a | ხათაელთ მზისა შვენება | არ ითქმის ბრძენთა ენითა, |
Verse: b | ის მზესა ჰგვანდა მნათობად, | თვით ჩამოსრული ზენითა; |
Verse: g | არ მოასვენის მჭვრეტელნი | თვალთათ ცრემლისა დენითა, |
Verse: d და | მან დააშვენა იგი | სრა მზეებრ შუქ-მონაფენითა; |
Verse: a | მოკაზმულმან, ტახტზედ მჯდომმან | თავი მზესა არ ადარა, |
Verse: b | მას მნათობნი ზეციერნი | არ ევარგა არად არა; |
Verse: g | მისსა დროსა მისმან შუქმან | მზე სამყაროს არ ადარა, |
Verse: d და | სიტურფესა მისგან კიდე | სხვა ჴელმწიფე არად არა. |
Verse: a | კვლა ბარამ მეფე შეიმკო | წითლის ატლასის კაბითა, |
Verse: b Page of Ms. A: 98 | დაკაზმნა მისნი მხლებელნი | ბაღდადურითა აბითა; |
Verse: g | წითელსა შეჯდა ტაიჭსა, | მივიდა არ მუაბითა, |
Verse: d და | დახვდეს მგოსანნი სალხინოდ | ქოსითა და დაბდაბითა. |
Verse: a | ბაღისა კარსა ჩამოჴდა | ჴელმწიფე დოვლათ-სვიანი, |
Verse: b | პირ-მხიარული, მოლხინე, | ლომ-გული, სამართლიანი; |
Verse: g | მას თარა ახლდა, ვაზირი | ბრძენი, წყნარი და ჭკვიანი, |
Verse: d და | წინ მიუძღოდეს ურიცხვნი | თავადნი ოქროს ჴმლიანი. |
Verse: a | ხათაელთ მზისა მხლებელნი | წინ მიეგებნენ მეფესა, |
Verse: b | თაყვანის სცემდეს თავმდაბლად, | უქებდეს სიიეფესა, |
Verse: g | კვლა მოაწვევდეს სალხინოდ | მუტრიბთა და მედაფესა, |
Verse: d და | თქვეს: "ხლებისა ვართ მოსურნე", | მეფეს აწვევდეს სეფესა. |
Verse: a | პირ-მხიარულმან მეფემან | განვლო ბაღისა არეო; |
Verse: b | თქვეს მაშინ მჭვრეტთა მის ყმისა: | "ქვე ჩამოსრულა მთვარეო". |
Verse: g | ახლოს მივიდა, სად იჯდა | ტახტზედა მზისა დარეო, |
Verse: d და | განათლდა მათის შუქითა | დარბაზთა შიგან, გარეო. |
Verse: a | ფერჴთ ქვეშ უფენდეს ყიასსა | და ხათაურსა ხარებსა, |
Verse: b | კვლა საკმეველნი სურნელნი | ჴელთ ჰქონდა მზისა დარებსა; |
Verse: g | მუნ სატურფალთა შვენება | მჭვრეტელთა შეაზარებსა, |
Verse: d და | უკმევდეს სულსა სურნელსა | დარბაზთა შიგან, გარებსა. |
Verse: a | ტურფა ნახა ჴელმწიფემან, | რომ ენახნეს თვალთა აროს, |
Verse: b Page of Ms. D: 166 | იგი ტურფა გონიერმან | მზესა ვითმცა დაადაროს? |
Verse: g | ამო არის ტურფისათვის, | რომე ტურფას შეეყაროს, |
Verse: d და | ესწრაფოდეს ვისი შეყრა, | ტანი-ალვა მისკენ აროს. |
Verse: a | გარეტდეს მათნი მჭვრეტელნი | მუნ შვენებითა მათითა, |
Verse: b | მათ გაანათლეს იგი სრა | ბროლ-ბალახშ-მინა-სათითა; |
Verse: g | ჭვრეტა ჴამს მათი მჭვრეტელთა, | თუ თვალნი ესხეს, ათითა, |
Verse: d და | ილხენდეს მათი მხლებელნი | მის მზისა ზიაფათითა. |
Verse: a | შემოიწვივნეს თავადნი | და დიდებულნი ხასები, |
Verse: b | მიულოცვიდეს ორთავე | თავადნი დას-და-დასები; |
Verse: g | თავსა აყარეს გოარი | და იაგუნდის თასები, |
Verse: d და | ლალი, უსხოსი კვერცხისა, | კაცთაგან არ ნაფასები. |
Verse: a | გარიგდეს ჯარი თავადთა | სალხინოდ უბან-უბანი, |
Verse: b Page of Ms. A: 99 | პირდაპირ უსხდეს ქალ-ვაჟნი, | ვით მზე და მთვარე, სუბანი; |
Verse: g | მათ სატურფალთა შვენოდეს | ყირმიზის ფერნი ჯუბანი, |
Verse: d და | მას დღე ტკბილად ჰკრეს მუტრიბთა | ჩანგი, ბარბითი, ნუბანი. |
Verse: a | ღვინოს ასმევდეს თავადთა | პირ-მხიარულნი საყენი, |
Verse: b | მუნ ხათაელთა წესითა, | უკადრნი, მოამაყენი, |
Verse: g | ტან-სარო, პირ-მზე, ტურფანი, | თვალ-წვრილნი, მოაზრაყენი, |
Verse: d და | წლამდისი იყვნეს მნახველნი | მუნ ლხინთა მოარაკენი. |
Verse: a | მას დღეს გასცა ქალმან ლაღმან | საბოძვარი უთვალავი, |
Verse: b | არ გაეცა ჴელმწიფესა | კვლაცა მისი ასის თავი; |
Verse: g | ლარი, მისგან ნაბოძები, | წინ ეგროვა, ვითა ზვავი, |
Verse: d და | მათსა დროსა გაიაფდა | ყოვლი კაცი, პურად ავი. |
Verse: a | დაღამდა, გავლეს დარბაზი, | მუნ არვინ დარჩა ჯარისა, |
Verse: b | ლხინი გათავდა, მოკაზმეს | საწოლი მზე-და-მთვარისა; |
Verse: g | საწოლს მივიდა საამოდ | მეფე ყუბადის გვარისა, |
Verse: d და | მას ესწრაფოდა შეხვევნა | ტურფისა, მზისა დარისა. |
Verse: a | შეეხვივნეს ერთმანერთსა, | გადიადდა კოცნა, ხვევნა, |
Verse: b | მათმან კოცნა-სიყვარულმან | კვლაცა ნდომა გაადევნა; |
Verse: g | გული მისცა გულისათვის, | ცნობა მასვე გაადევნა, |
Verse: d და | განგებაა ღვთისა, რომე | მთვარეს მართებს მზისა დევნა. |
Verse: a | შიგან ტურფისა ბაღჩასა | ხან ვარდი კრიფეს ხან ია, |
Verse: b Page of Ms. A: 100 | მას ვარდი დახვდა უშლელი, | მით რომე აკლდეს რწყვანია, |
Verse: g | ნარგისთა სცევდეს ჰინდონი, | გარს ადგეს, ვითა ყმანია, |
Verse: d და | ბროლ-ლალსა ზედა მზის შუქსა | ჰფარევდეს გიშრის თმანია. |
Verse: a | მეფე რა დაწვის, მივიდის | კაცი მანისა მჴმობელი, |
Verse: b | მეფე მის ამბის სმენისად | იყო ძილისა მთმობელი; |
Verse: g | კვლა ფარდაგს უკან იახლის | მანი, ამბისა მბობელი; |
Verse: d და | უცხოს ამბავსა ჰკადრებდის | სიტყვისა შემამკობელი. |
Verse: a | მასვე დროსა მანი ბრძენი | მიიყვანეს ბარამს წინა, |
Verse: b | ბრძენი დასვეს ფარდაგს უკან, | მათ ეახლა სხვა არვინა, |
Verse: g | მისმან ტკბილმან საუბარმან, | თქვი თუ, მკვდარი აღადგინა! |
Verse: d და | რაცა მან თქვა სასურველი, | ბარამ მეფემ მოისმინა. |