Verse: a | მეფე დალოცა ჩინელმან | მუნვე ჩინურის ენითა: |
Verse: b | "ტახტისა მაშვენებელო, | გავიხარებდეთ თქვენითა, |
Verse: g | მრავალ-წლამდისი ჴელმწიფე | იქების ბრძენთა ენითა, |
Verse: d და | კვლა იხარებდეს მსმენელნი | თქვენის ამბისა სმენითა"! |
Verse: a | თქვა: "რუსეთს იყო ჴელმწიფე, | მდიდარი, საქონლიანი, |
Verse: b Page of Ms. A: 101 | უხვი, გამცემი, ჭკვიანი, | პირ-მხიარული, წყლიანი, |
Verse: g | შემბრალებელი გლახაკთა, | გულ-წყნარი, სამართლიანი; |
Verse: d და | მას ახლდა ჯარი თავადთა, | მამაცნი, ერთობ ჴმლიანი. |
Verse: a | მას ქალი ჰყვანდა, მნათობად | ის სჯობდა მზეს და მთვარესა, |
Verse: b | მოჰფინის შუქი, ვით მზემან, | სამყოფთა შიგან, გარესა; |
Verse: g | მისთა მნახველთა ვისის და | ზილიხას არ ადარესა, |
Verse: d და | მას დროსა მზემ და მთვარემან | მნათობა მიაბარესა. |
Verse: a | სუმბულის ტევრსა ჰიჯაბად | მზის შუქსა გარე-ახევდა, |
Verse: b | ბროლ-ლალსა, ვარდსა, გიშერსა | მზის შუქს არ დაანახევდა, |
Verse: g | შავსა გიშრისა წამწამსა | გულს ლახვრად მოუმახევდა, |
Verse: d და | ვის ესმა მისი სიტურფე, | მიწყივ ოხრევდა, ახევდა. |
Verse: a | ქვეყნად გაითქვა სიტურფე | მის მზისა შვენიერისა, |
Verse: b | ყოვლგნით მოატყდეს მთხოელნი | მეფე-და-შარიერისა, |
Verse: g | კვლა მოციქულნი ყოველთა | კარს უდგნენ ყრმა-და-ბერისა; |
Verse: d და | იყო ჴელმწიფე მიმცემი | თვით პასუხისა ვერისა. |
Verse: a | ქალსა უამბო მეფემან, | რაცა მას წაჰკიდებოდა, |
Verse: b | ჴელმწიფეთაგან ყოველგნით | რომ მათხოვარნი ხლებოდა; |
Verse: g | იცოდა, რომე იგი მზე | მათს ნებას არ მიჰყვებოდა, |
Verse: d და | არ მოელოდა გაყრასა, | მით გული დაედებოდა. |
Verse: a | ქალმან ჰკადრა ჴელმწიფესა | ქება მისი შესაფერი: |
Verse: b | "შემიტყვია, რომ მე მითხოვს | ყოვლი კაცი, ყრმა და ბერი; |
Verse: g | ჴელმწიფესა კარს უდგანან | მათხოვარნი, სრულად ერი, |
Verse: d და | ერთსა რასმე მოვაჴსენებ, | თუ მიბრძანებს შარიერი". |
Verse: a | "კოშკი ამიგე მაღალი, | გონება-მიუწვდომელი, |
Verse: b | კარი შევაბათ მას კოშკსა | კაცთაგან მიუჴდომელი; |
Verse: g | მას შიგან დამსვი; თუცაღა | მოვიდეს ჩემი მდომელი, _ |
Verse: d და | ვის შოვნა სწადდეს, _ იგი | ქნას, მე რომე ვჰკადრო რომელი". |
Verse: a | "თუ ვინ ათავოს პირობა, | მიჰხვდეს გულისა წადილსა, |
Verse: b | ვინ რომ ვერ მიჰხვდეს, ვავიწყებ | მას საღამოსა და დილსა, |
Verse: g | მივსცემ სისხლისა ბანასა, | ჩემგანვე დანაქადილსა, |
Verse: d და | მით გაუძნელებ ყოველთა | ამა საქმესა ადვილსა. |
Verse: a | მოსწონდა რუსთა მეფესა | ტურფა თათბირი ქალისა; |
Verse: b Page of Ms. A: 102 | უბრძანა, კოშკი აუგეს, | მაღალი, კლდისა სალისა, |
Verse: g | მას შიგან მყოფი უშიშრად | იყო ჴელმწიფეთ ძალისა, |
Verse: d და | გზა ვერა პოვის მებრძოლმან | შესავალ-გასავალისა. |
Verse: a | მისავალს მორთეს ტილისმი, | კაცთაგან მიუჴდომელი, |
Verse: b | ორი მებრძოლი სინისა, | კაცთ სისხლთა ღვრისა მდომელი; |
Verse: g | ვერ მორჩის მათსა ზარბათსა, | კაცი მივიდის რომელი, |
Verse: d და | მათ მოკლეს კაცი მრავალი, | გონება-მიუწვდომელი. |
Verse: a | სახე დახატეს მხატვართა | მის უებროსა ქალისა, |
Verse: b Page of Ms. D: 167 | ესე არს სახე ქალისა, | რუსთ ჴელმწიფეთა გვარისა; |
Verse: g | ვის სწადდეს შეყრა მის მზისა, | ნაზისა ჴმა-ნარნარისა, |
Verse: d და | მან გაათავოს პირობა, | რაც მისგან თქმული არისა. |
Verse: a | "უნდა რომ ციხე ამართვას, | მან დავლოს ბანით ბანები, |
Verse: b | კვლა ოთხი სხვა არს სიტყვები, | სათქმელი სათარგმანები; |
Verse: g | ვინ მიჰხვდეს მასვე თარგმანსა, | მე თავი ჩემი ვანები, |
Verse: d და | ვერ მიჰხვდეს, მისთვის სისხლთა | ღვრად კვლაცა მოვლესო დანები". |
Verse: a | დაწერეს და მუნვე სახე | გარდმოჰკიდეს ციხის ყელსა; |
Verse: b | მისი ნახვა მისსა მჭვრეტსა | უნათლებდა გულსა ბნელსა, |
Verse: g | მისნი მდომნი წაეკიდნენ | განსაცდელსა ერთობ ძნელსა, |
Verse: d და | ყოლე ვერვინ ვერ მოურჩა | მასვე ქალსა სისხლის მსმელსა. |
Verse: a | ვერვინ ათავა კაცთაგან | მის მზისა დანაპირები, |
Verse: b Page of Ms. C: 41 | წაუხდა მისთა მებრძოლთა | მათივე ნათათბირები; |
Verse: g | დაუკითხავად დაჴოცნის | ღვთისაგან განაწირები, |
Verse: d და | კვლა სხვა მოვიდის საცდელად, | მათვისცა ატყდის ჭირები. |
Verse: a | მის მზისა ჴელით მოისრნეს | ურიცხვი მეფეთ შვილები, |
Verse: b | დღიურ ათასსა მიჯნურსა | სდინდიან სისხლის მილები; |
Verse: g | ვერვინ მოურჩის უკვდავად, | დიდნი იყვნეს თუ წვრილები, |
Verse: d და | მათ გარდაექცის სამსალად | მათი სიცოცხლე ტკბილები. |
Verse: a | ათს წლამდის ამა წესითა | დიოდის სისხლის რუები, |
Verse: b | მათ მებრძოლთათვის გაახლდის | მიწყივ ვაი და უები; |
Verse: g | მოიკლის თავი მიჯნურმან, | ესე არს არ სათუები, |
Verse: d და | მზა იყვნეს სხვანი საკვდავად | უჭკუო კაცნი, ცრუები. |
Verse: a | სხვა იყო ერთი სამეფო, | რუსეთს ემეზობლებოდა, |
Verse: b Page of Ms. A: 103 | მას ჰყვანდა მეფე მდიდარი, | ჯარი არ დაეთვლებოდა, |
Verse: g | მოსწონდა მისი სიუხვე, | ვინ რომე მას ყმას ხლებოდა, |
Verse: d და | უხვი, წყნარი და ზნე-სრული, | მასთან კაცს გაეძლებოდა. |
Verse: a | მასცა ესმა: მზე გამოჩნდა | რუსეთს კაცთა სისხლის მსმელად, |
Verse: b | წამწამთაგან მას ლახვარი | მოუმახავს სისხლთა მღვრელად, |
Verse: g | უნახავად მისს ლახვარსა | მოურჩების კაცი ძნელად, |
Verse: d და | მისსა მდომსა შეეცვლების | დღე ნათელი ღამე-ბნელად. |
Verse: a | ნახვა მოუნდა მას ყმასა | მის უებროსა სახისა, |
Verse: b | ჴშირად ჰკითხევდის ამბავსა, | მნახავი ვინცა ნახისა; |
Verse: g | უნდოდა მოშლა მას ყმასა | სიბრძნით მუნ კაცთა მახისა, |
Verse: d და | თქვა: "სრულ ვყო გულის წადილი, | ან ვიყო მქნელი ახისა". |
Verse: a | წავიდა იგი ჴელმწიფე | ნახვად მის მზისა სახისად, |
Verse: b | ნახვა სწადს მზისა მას ყმასა, | გულს ხატად გამოსახვისად, |
Verse: g | შეყრა მის მზისა დარისა, | ტანად ალვისა და ხისად, |
Verse: d და | წელი შეირტყა საომრად | და დაშლად კაცთა მახისად. |
Verse: a | სწრაფად გავლნო დიდნი გზანი | ყმამან, ძილი გაიარმა, |
Verse: b | მივიდა და სახე ნახა, | აიტანა მისმან ზარმა; |
Verse: g | თვალთათ ცრემლნი გარდმოჰქუხდა, | ვით იწვიმოს ავმან დარმა, |
Verse: d და | მისნი მჭვრეტნი გააკვირვა | მისმან ტკბილმან საუბარმა. |
Verse: a | კვირა ერთს იყო სტუმარი, | გულში თათბირსა სახევდა, |
Verse: b | ლხინად სჩნდა ყმასა იგი დღე, | რომე მას სახეს ნახევდა, |
Verse: g | ოდეს ვერ ნახის მზის სახე, | ტიროდის, ოხვრით ახევდა, |
Verse: d და | ზოგჯერ გაბედის სიკვდილი, | ცდად ჭანგსა მოიმახევდა. |
Verse: a | კვლაცა გულს უთხრა: "არა ჴამს | ჩემგან თავისა წამება, |
Verse: b | სჯობს, ვძებნო ბრძენი მკურნალი, | თუცა მე გული დამება; |
Verse: g | ბედითად თქმულა კაცთათვის | მიწყივ ღაწვისა ნამება, |
Verse: d და | ბრძენთაგან თქმულა: მიჰხვდების | სიწყნარით კაცსა ამება". |
Verse: a | წავიდა, ძებნა მეფემან | ფილოსოფოსი ჭკვიანი, |
Verse: b | განშორებულიკაცთაგან | პოვა მან ბრძენი ღვთიანი; |
Verse: g | თავს ადგა მზეებრ ნათელი, | თეთრ-წვეროსანი, თმიანი, |
Verse: d და | ვერას ავნებდა მებრძოლი, | ათი ათასი ჴმლიანი. |
Verse: a | ბრძენსა უამბო ყველაი, | რაცა მას წაჰკიდებოდა, |
Verse: b Page of Ms. A: 104 | უწყალოდ კაცთა სისხლთა ღვრა, | ვინ რომე ქალსა ჰხლებოდა, |
Verse: g | მისავალს მორთვა ტილისმთა, | რომ კაცს არ მიესვლებოდა, |
Verse: d და | მას რომე კაცი მოეკლა, | მასგან არ დაითვლებოდა. |
Verse: a | თუ ვინ მას მორჩეს მებრძოლი, | კვლა ოთხი სხვა აქვს პირობა, |
Verse: b | მას ზედა კაცსა ჭკვიანსა | არ მართებს უთათბირობა; |
Verse: g | მას ქალსა ორივ სწორად სჩანს, | სიმდიდრე ანუ მცირობა, |
Verse: d და | ვინ გაუცუდებს ყოველსა, | არს მისთვის დიდი გმირობა. |
Verse: a | აწ მე მომხვდა ხელობისა | რიგი, მით ვარ ველთა მრბოლი, |
Verse: b | გამოჭრილი, შენს წინაშე | გახლავ მისგან მონაძრწოლი; |
Verse: g | ვერ მიმხვდარ ვარ მისს საქმესა, | მით ვარ ჭკუით მე ობოლი, |
Verse: d და | მისგან გაჴდა აოჴრებით | ყოვლი შენი, ვითა ჩოლი. |
Verse: a | თუ რა იცოდე წამალი, | გვიწამლე ამა სნეულთა, |
Verse: b | ღვარულად სისხლი მისდიან | უწყალოდ მისგან სრეულთა; |
Verse: g | გაგვიდიადდა ხელობა | თვით ხელთა, ჭკუა-ბნეულთა, |
Verse: d და | გაგვიადვილდა სიკვდილი | ჩვენ, ლხინთა ზმისა ჩვეულთა". |
Verse: a | მეფისაგან მეცნიერმან | მოისმინა ეს ამბავი, |
Verse: b | მან პასუხი არა გასცა, | ჩამოაგდო დიდხანს თავი; |
Verse: g | კვლაცა ჰკადრა ჴელმწიფესა | ლოცვა ღვთისა დასასწავი, |
Verse: d და | თქვა: "ესე თქვი ომის დღესა, | ვერა გთხოვოს მტერმან დავი". |
Verse: a | ნეკს წაიყარა ბეჭედი, | მისცა მას ყმასა სვიანსა: |
Verse: b | "უჩვენე იმა ტილისმთა | მუნ, კაცსა სპილენძიანსა; |
Verse: g | რა ნახვენ ამა ბეჭედსა, | იხილავ მათსა ზიანსა, |
Verse: d და | დაიპყრობ ამა საქმითა | მის მზისა კოშკსა კლდიანსა". |
Verse: a | ბრძენმან ასწავლა ყველაი, | რა რომ სხვა ჰქონდა პირობა; |
Verse: b | "წელი შეირტყი საომრად, | მოგხვდეს მებრძოლთა მირობა; |
Verse: g | თუ კაცსა ღმერთი არ მისცემს, | ცუდია მისი გმირობა, |
Verse: d და | მტერი რაზომცა მცირე | გყვეს, არა ჴამს უთათბირობა". |
Verse: a | ჴელსა ემთხვია ჴელმწიფე | მას ბრძენსა ჭკუა-ქებულსა, |
Verse: b | გულ-გამოწმედით მიჰმართა | მას კოშკსა სახელდებულსა; |
Verse: g | თქვა: "აწღა ჩემთა მებრძოლთა | მე ვნახავ ვაგლახებულსა, |
Verse: d და | ვავნებ ტილისმსა, წაუღებ | მუნ კოშკსა გამაგრებულსა". |
Verse: a | ყმა მივიდა საომარად, | კვლაცა კალთა დაიკალთა, |
Verse: b Page of Ms. A: 105 | ლახტი, მისგან მონაქნევი, | გააპობდა კლდეთა სალთა; |
Verse: g | მსწრაფლ დალეწნა იგი კაცნი, | რომე სცევდეს მისავალთა, |
Verse: d და | თქვეს: "მისებრი მეომარი | ენახოსმცა კაცთა თვალთა!" |
Verse: a | კოშკისა კარი წაუღო | მზესა მებრძოლთა მძლეველმან |
Verse: b Page of Ms. C: 42 | ციხე წაუღო მებრძოლთა | ყმამან ციხისა მქცეველმან. |
Verse: g Page of Ms. D: 168 | ჴმა-მაღლად ჰკადრა მეფესა | მუნ მზემან ტურფად მქცეველმან: |
Verse: d და | "კაცსა დაუგმო სიჩქარე | ბრძენმან, ჭკუისა მრჩეველმან". |
Verse: a | "ეჰა, მიჩვენე მეფეო, | ძალ-გული მე მა მკლავისა, |
Verse: b | რად ამიოჴრებ ციხესა | ანუ აწ მე მამკლა ვისა? |
Verse: g | თუ მიჯნური ხარ, ვით რამინ | ხელი, და მე მამკლა, ვისა, |
Verse: d და | უზებართა ხარ მომკვლელი, | ვარ მკვლელი მე მამკლავისა". |
Verse: a | "სხვა არის ჩემი პირობა, | კვლა გმართებს მორთვა ენისა, |
Verse: b | ხვალ გამოჩნდების საქმენი, | სიბრძნე ჭკუისა შენისა; |
Verse: g | ვერ ათარგმანებ სიტყვასა | ჩემსა, ჭკვაც გქონდეს ბრძენისა, |
Verse: d და | რიგი მოგხვდების კვლა შენცა | ღვარულებრ სისხლთა დენისა". |
Verse: a | "ხვალ ვეახლები მაღალსა | მამასა ჩემსა მეფესა, |
Verse: b | მუნ გიჴმობ, მოდი სადაოდ | მეფისა ხასთა სეფესა; |
Verse: g | არ ლხინად გაწვევ, ვამღერებ | მეჩანგეს, არც მედაფესა, |
Verse: d და | ვაჩვენებ შენთა მჭვრეტელთა | მე სისხლთა შენთა ჩქეფესა". |
Verse: a | თქვა: "მზეო, შენთვის სიკვდილი, | ცან, ჩემთვის დიდი ლხინია, |
Verse: b | საყვარელთაგან მიჯნურთა | სიკვდილი განაჩენია, |
Verse: g | სისხლისა ღვარი ზღვას ერთვის, | თვალთაგან მონადენია, |
Verse: d და | აწ იგი იქნას, რაცა | გწადს, ბრძანება მომისმენია". |
Verse: a | ყმას ვინ ჰყვანდა მეომარი, | ყველა მისგან დაძაბუნდა, |
Verse: b | მათ დაასკვნეს რჩევა მათი, | ვაჟი გარე შემობრუნდა; |
Verse: g | ვაჟი მისსა პირობასა | არ დაღონდა, არ დაყმუნდა, |
Verse: d და | რა ჩავარდეს კაცი ჭირსა, | მას გადრეკა აღარ უნდა. |
Verse: a | დილა გათენდა, შეიქნა | მეფისა კარსა გროება, |
Verse: b | მის მზისა შვენიერება | მჭვრეტელთა ეუცხოება; |
Verse: g | ცად მზესა ქვეყნის მნათობა | მას ქალთან არ ედროება, |
Verse: d და | მას დაანება მნათობა, | მთვარე მზეს ესათნოება. |
Verse: a | აწვევდეს ყმასა სადავოდ | მეფისა ხასთა სეფესა: |
Verse: b Page of Ms. A: 106 | "მზე გიბრძანებსო", მნათობი | კვლა მეფეს გაუსწრაფესა; |
Verse: g | პირდაპირ ტახტი დაუდგეს | ოქროსი მუნვე მეფესა, |
Verse: d და | მზეს ეახლა და ჰკვირობდა | სინაზე-სინატიფესა. |
Verse: a | წარბ-შესკვნით და პირ-მოქუშვით | ტახტზედ დაჯდა მზე უკადრი, |
Verse: b | მათდა საბრჭოთ რუსთ ჴელმწიფე | შუა დასვეს, ვითა სადრი; |
Verse: g | კვლა პირდაპირ ტახტზედ მჯდომი | მზეს უჭვრეტდა მთვარე ბადრი, |
Verse: d და | მზემან გახვნა ბაგე, ვარდი | გაუშლელი, არ ნაადრი. |
Verse: a | გამოიყარა ორივე | ქალმან საყური ყურისა, |
Verse: b | მხლებელს უბრძანა: "მაცნობე, | მიმხვდომი არის თუ რისა? |
Verse: g | გვალე, მიართვი მას ყმასა, | თარგმანი მისგან მსურისა, |
Verse: d და | თუცაღა მიხვდეს თარგმანსა, | ყმა ბედსა ნუ ემდურისა". |
Verse: a | მან წაიღო იგი ტურფა, | სასურველი სანახავად, |
Verse: b Page of Ms. C: 43 | მუნ მიართვა მას მიჯნურსა | თვით თარგმანმან მისად დავად; |
Verse: g | ვით უბარმან არ იზრახნა | არ თეთრად და არცა შავად, |
Verse: d და | მან მიუგდო მეფეს ყური | ბრძანებისა დასასწავად. |
Verse: a | მეფემ ბრძანა, მოლარემან | მას მიართვა სამი ლალი, |
Verse: b | კვლა გოარსა უტურფესსა | ვერ ნახევდა კაცის თვალი; |
Verse: g | ვით სანთელი, ანათლებდა | ღამე-ბნელსა მისი წყალი, |
Verse: d და | მათგან ერთსა აფასებდა | სრულად ქვეყნად მუნ დალალი. |
Verse: a | გაანათლა იგი არე, | ვითა ვარდმან შიგან ბაღი, |
Verse: b | მათ ხუთსავე საპასუხოდ | უგზავნიდა მეფე ლაღი; |
Verse: g | მზეს მიართვა მოციქულმან, | თქვი თუ, დასხეს გულსა დაღი, |
Verse: d და | რა სამსალა გადიადდეს, | აღარა ჰკვეთს თერიაღი. |
Verse: a | რა მიართვა ქალს თარგმანმან, | გონიერმან, არ ღაფალმან, |
Verse: b | დიდხან სულთქმით ოხრა, ახა, | არ იძრახა, ვითა მთვრალმან; |
Verse: g | თქვა თუ: "რა ქნა განგებამან, | თვით ზეცითგან მომავალმან?" |
Verse: d და | კვლაცა მას რძე გაუგზავნა | მისად თარგმნად სატურფალმან. |
Verse: a | რძეს მოუმატა შაქარი | ყმამან თავისა მკრძალავმან; |
Verse: b | მას მოუწონა ყველაი | მზემან სიტყვისა მფარავმან. |
Verse: g | კვლაცა ბეჭედი ნეკისა | ყმას გაუგზავნა არ ავმან, |
Verse: d და | ეს ოდენ ჰკადრა მნათობმან, | გულით სევდისა მლალავმან. |
Verse: a | ყმამან უტყუბნა ბეჭედსა | ლალი, მნათობი ღამისა, |
Verse: b Page of Ms. A: 107 | მჯობი ყოვლისა თვალისა, | წონა კვერცხისა სამისა; |
Verse: g | ვერ ძალ-უც მისსა შუქისა | მჭვრეტელთა ჭვრეტა წამისა, |
Verse: d და | სხვისა ვერ ძალ-უც მეფეთა | შოვნა ერთისა დრამისა. |
Verse: a | მზეს გაუგზავნა მეფემან | ლალი ბადახშის გვარისა; |
Verse: b | ქალს მოეწონა თარგმანი | მუნ ჴელმწიფისა წყნარისა; |
Verse: g | კვლა მან სხვა ლალი უტყუბნა, | მჯობმან მზისა და მთვარისა, |
Verse: d და | მუნ ერთმანერთსა ვერ სჯობდეს, | შუქით მზეს დაედარისა. |
Verse: a | მეფეს მიუღო გოარი | ორი, მნათობი ღამისა, |
Verse: b | ქვეყნად არ იყო მნახველი | მათებრის სხვა-მესამისა; |
Verse: g | ყმამან შეაბა სათვალე | მათ ორთა მასვე წამისა: |
Verse: d და | "თვალი არ ეცეს გრძნეულთა | ამა ავისა ჟამისა". |
Verse: a | კვლა თარგმანი მზისა დარსა | მიართმიდა ტყუბად ლალსა, |
Verse: b | მათ ორთავე შუქი ჰკრთების, | ჰგვანდეს მზისა მონათალსა; |
Verse: g | თქვა: "იგი ჩანს ჩემად საქმროდ, | მადლი მივსცე მე უფალსა, |
Verse: d და | განგებასა ვერვინ შესცვლის, | თვით ზეცითგან მომავალსა". |
Verse: a | ქალმან ჰკადრა ჴელმწიფესა | ქებანი მისნი საფერნი: |
Verse: b | "ჴელმწიფეო, ნუმცა გნახვენ | შეჭირვებით შენნი მტერნი! |
Verse: g | მუნ ყმა იცნან ჩემად საქმროდ, | ეთაყვანნენ ყმა და ბერნი, |
Verse: d და | ჴამს, ჰმონებდენ მუნ მეფესა | ქვეყნად მყოფნი შარიერნი". |
Verse: a | ჰკადრა: "მზეო, მაჴსოვს, ოდეს | ყმას სიკვდილსა დაექადე, |
Verse: b Page of Ms. C: 44 | ვხედავ, რომე იგი ტურფა | მრავალ-გვარად გამოსცადე; |
Verse: g | მან რა გკადრა მისად თარგმნად | იდუმალი გამიცხადე, |
Verse: d და | მუნ რაცა სთქვი საიდუმლო | ცნობად ჩემდა გამიკვლადე". |
Verse: a | თქვა: "ვეცადე მრავალ-გვარად, | მაგრამ ყმასა ვერა ვავნე, |
Verse: b | მან იძებნა სისხლი მათი, | რომე სხვაზედ დავაშავნე; |
Verse: g | კვლა სათარგმნოდ საიდუმლი | სიტყვა მისთვის გავათავნე, |
Verse: d და | მუნ ყურისა სამკაული, | მას საყური გაუგზავნე. |
Verse: a | ეს იყო მისი თარგმანი, | მზე ეუბნების მამასა: |
Verse: b | "ორის დღისა არს საწუთრო, | ისმენდი ჩემგან ამასა! |
Verse: g | არ გაუთავებს სოფელი | ჟამად ლხინს ერთსა წამასა, |
Verse: d და | მისნი მიმნდონი ყოველნი | მიჰხვდების თვალთათ ნამასა". |
Verse: a | "მას რომე სამი გოარი, | მნათობი ბნელთა ღამისა, |
Verse: b Page of Ms. A: 108 | მუნ საყურთათვის ეტყუბნა, | თვალნი ას-ასის დრამისა, |
Verse: g Page of Ms. D: 169 | ხუთ წლისაც იყოს, არ არის | გამთავებელი ჟამისა, |
Verse: d და | თუ თავი ჩემი შენ გახლავს, | სოფლისა არა მგამისა". |
Verse: a | "რძე გაუგზავნე სათარგმნოდ | მას ყმასა დავლათიანსა, |
Verse: b | ვწვრთვნი თარგმანითა ამითა | ყოველსა ადამიანსა: |
Verse: g | ამ ორსა დღესა სოფელსა | სიძვა არ მართებს ჭკვიანსა, |
Verse: d და | ვის სიძვა უყვარს, უთუოდ | მას სოფელს ნახავს ზიანსა". |
Verse: a | "გამოეგზავნა შაქარი, | პასუხი იყო თუ რისა: |
Verse: b | სიძვა არს ლხინი სოფლისა, | მას ბრძენი ვით ემდურისა? |
Verse: g | სიტკბოება აქვს შაქრისა, | ყოველთა მისთვის სურისა, |
Verse: d და | მით მრავლდებიან ყოველნი, | ეშმაკთ მომგები შურისა". |
Verse: a | "ნეკს ბეჭედი წავიყარე, | რომე ყმასა გაუგზავნე: |
Verse: b | შენ შეგფერობს თავი ჩემი, | სხვად აღარად დაგედავნე, |
Verse: g | აწღა მიჰხვდი საწადელსა, | ჭირი ლხინზედ გაათავნე, |
Verse: d და | ბედმა მოგცა რუსთ მეფობა, | არვინ არის შენი მავნე". |
Verse: a | "მან ბეჭედსა რომე ლალი | ქვეყნის ფასი შეადარა, |
Verse: b | თქვა თუ: მზეო, ნუ გკვირს, ამად | ბროლსა ლალი მიება რა; |
Verse: g | ეჰა ტურფა შესაფერი | შესაფერსა შეეყარა, |
Verse: d და | გაუმთელდა ძველი წყლული, | გულსა სევდა გაეყარა". |
Verse: a | "რო მე ლალი შევაჯუფთე, | ერთმანერთის ვერა მჯობი, |
Verse: b | გაუგზავნე იგი ტურფა, | მჭვრეტელთაგან არ საგმობი, |
Verse: g | მუნვე ჰგვანდეს ერთმანერთსა, | იყო ორად არ საცნობი, |
Verse: d და | ჰყავს ტურფასა ტურფა დარად, | თავსა ტურფად ნუ ხარ მჴმობი". |
Verse: a | "მან რომ შეაბა სათვალე | მუნ ლალთა, ყმამან ჭკვიანმან: |
Verse: b | ერთად შეყრილან ტურფანი, | არ ავნოს თვალთა ზიანმან, |
Verse: g | ვეჭვ, ვერ გაჰყარნეს უკვდავად | ასი ათასმან ჴმლიანმან"; |
Verse: d და | ეს ოდენ ჰკადრა მეფესა | ტან-სარო პირად-მზიანმან. |
Verse: a | გაათავეს საუბარი, | მათ სადაო რაცა ჰქონდა; |
Verse: b Page of Ms. C: 45 | მის ყმისავე სიბრძნე-ჭკვასა | აქებდა და კვლა მოსწონდა; |
Verse: g | მათი შეყრა რუსთ მეფესა | არ ეწყინა, არ დაღონდა, |
Verse: d და | თქვა: "ორთავე ერთად მჭვრეტთა | ჭირი რადმცა მოაგონდა"? |
Verse: a | ჴელმწიფემან მიულოცა | მას მიჯნურსა გონიერსა, |
Verse: b Page of Ms. A: 109 | გარდეხვივნა, აკოცებდა | მას თვალ-წარბთა შვენიერსა; |
Verse: g | თქვა თუ: "ქვეყნად თვით ვინ ჰპოებს | შენებრ კაცსა ბედნიერსა"? |
Verse: d და | გაეხარნეს მათი შეყრა | მუნ მჭვრეტელთა, ყრმას და ბერსა. |
Verse: a | რუსთ ჴელმწიფე მას მიჯნურსა | შეეყარა, მით გამოსრა, |
Verse: b | თქვა: "აქამდის მზისა კარსა | ვინ სააჯოდ მიდგა, მოსრა; |
Verse: g | აწ იგი ქნას, რაცა გწადდეს, | მართებს, რომე მით გამოს რა, |
Verse: d და | შენ შეგფერობს საჴელმწიფო | ტახტ-გვირგვინი, მით გამო სრა". |
Verse: a | ყმა მადლს იჴდიდა თავმდაბლად, | მეფეს ჰკადრებდა ქებასა: |
Verse: b | "ვერვინ უარჰყოფს სულდგმული, | მეფეო, შენსა ნებასა; |
Verse: g | ღმერთს ვეაჯ, ვირე ცოცხალ ვარ, | მე შენსა ყმურებ ხლებასა, |
Verse: d და | რომ სიკვდილამდის გმონებდე, | ღმერთსა ვსთხოვ მე შეძლებასა". |
Verse: a | მიულოცევდეს მჭვრეტელნი | მას ყმასა, სიძედ ჴმობილსა, |
Verse: b | სიბრძნით მებრძოლთა მძლეველსა, | მათგანვე არ დაგმობილსა, |
Verse: g | თაყვანის სცემდეს თავმდაბლად | მუნვე თავადად ცნობილსა; |
Verse: d და | მადლს უბრძანებდა გულ-ტკბილად, | ვითა ძმასა და ძმობილსა. |
Verse: a | ჴელმწიფემან მოაწვივნა | საქორწილოდ სრულად ერი, |
Verse: b | მას დღეს ლხინსა იხარებდეს | ყოვლი კაცი, ყრმა და ბერი; |
Verse: g | კვლა მუჴლთ-მოყრით ეთაყვანა | შემოქმედსა შარიერი, |
Verse: d და | რომ შეჰყარა ტურფას ტურფა, | შესაფერსა შესაფერი. |
Verse: a | შემოკრბეს ჯარი თავადთა | და დიდებულთა ხასისა, |
Verse: b | ტახტზედ ჯდა ჯართა თავადი, | პატრონი ბევრ-ათასისა; |
Verse: g | თაყვანის სცემდეს მუჴლთ-მოყრით | თავადნი დას-და-დასისა, |
Verse: d და | კვლა მადლი ბრძანა მეფემან | დიდებულთა და ნასისა. |
Verse: a | მეფემან ბრძანა, მოჰფინეს | დარბაზი ფარდაგებითა, |
Verse: b | ტახტი მოაწყვეს საჯდომი, | მურასა თლილის ქვებითა, |
Verse: g | დასხდეს ორნივე მნათობნი | მუნა მათთავე ნებითა, |
Verse: d და | მას დღეს ლხინობდეს მხლებელნი | იქ სატურფალთა ხლებითა. |
Verse: a | ტახტზედ მსხდომნი მზე და მთვარე, | ჩამოსრული თვითვე ზენით, |
Verse: b | აშვენებდეს მას მეჯლისსა | მუნვე შუქთა მონაფენით; |
Verse: g | ტკბილად მღერდეს მომღერალნი, | თვით ვერ გაძღის ყურნი სმენით, |
Verse: d და | მე ვით ვაქო მათი ლხინი, | არ იქების ბრძენთა ენით. |
Verse: a | მუნ ლხინთა მზმელნი კვირასა | აშვიდებდეს და არვებდეს, |
Verse: b Page of Ms. A: 110 | წლამდისი მათნი მხლებელნი | მიწყივ ლხინობდეს, არ ვებდეს; |
Verse: g | მათი შვენება მჭვრეტელთა | კაეშანს მოუქარვებდეს, |
Verse: d და | მათ მსგავსად მზისად აქებდეს | მჭვრეტელნი, ტანს უსარვებდეს. |
Verse: a | მას დღეს გასცა საბოძვარი | ჴელმწიფემან უთვალავი, |
Verse: b Page of Ms. C: 46 | მწერალთაგან არ ეგების | დასაწერად ასის თავი; |
Verse: g | მუნ სიუხვე, პურადობა | არს ბრძენთაგან დასასწავი, |
Verse: d და | კვლა უხვთათვის კაცთა ენით | ითქმოდესმცა თუცაღ ავი. |
Verse: a | ვაჟს დაულოცა სამეფო, | ტახტ-გვირგვინი და ქონება, |
Verse: b | მზე, მისთა თვალთა სინათლე, | სული, გული და გონება; |
Verse: g | მისგან ნათობდა სამყარო, | მზე მას ვით მოეწონება? |
Verse: d და | შვიდთა მნათობთა ციერთა | მართებდა მისი მონება. |
Verse: a | მიულოცევდეს მდიდარნი | მათ ორთა ჴელმწიფობასა, |
Verse: b | თქვეს: "თქვენგან კიდე სხვა ვინმე | ღირსამცა ჩვენსა ყმობასა? |
Verse: g | გეახლნეთ ჩვენად იმედად, | ნუ ეჭვ ჩვენგანა გმობასა"; |
Verse: d და | მადლს უბრძანებდა ჴელმწიფე: | "თუცაღა ღირს ვარ ძმობასა". |
Verse: a | ჭკვით დაიმკვიდრა სამეფო | და დიდებულთა თაობა, |
Verse: b | მოსამართლობდა, ვით ჴამდა, | მეფობის შემამკაობა, |
Verse: g | უხვობა-გამცემობასა | მისსა ეთქმოდა ზღვაობა, |
Verse: d და | ლხინობდეს მისნი მხლებელნი, | აროდეს ჰქონდა ვაობა. |
Verse: a | სიბრძნით დაიპყრა ქვეყანა | ვაჟმან წუნ-დაუდებელმან; |
Verse: b | რა ავნოს კაცსა მამაცსა | ბედმან ჭკუისა მხლებელმან? |
Verse: g | ვეროდეს პოოს სიამე | კაცმან ჭირ-გაუძლებელმან. |
Verse: d და | ბარამს უამბო ჩინელმან | ბრძენმან, ჭკვა-დაუგმობელმან. |
Verse: a | ყმას მოსასმენი ამბავი | ბრძენმან უამბო ენითა; |
Verse: b | ჴელმწიფეს მიჰხვდა სიამე | ამა ამბისა სმენითა, |
Verse: g | მუხთლად აჴსენა სოფელი | თვალთათ ცრემლისა დენითა: |
Verse: d და | არ აღგვისრულა წადილი, | რაზომცა ვისაჯენითა". |
Verse: a | მას ღამეს მოისვენებდეს | ქალ-ვაჟი პირად-მზიანი; |
Verse: b Page of Ms. D: 170 | დილა გათენდა, კვლა ლხინსა | ზმიდა ჴელმწიფე სვიანი, |
Verse: g | მეყვისთა ლხინი, მტერზედა | მამაცად მყოფი ჴმლიანი, |
Verse: d და | მტერთაგან დაუგმობელი, | ვაჟი ჯომარდი, წყლიანი. |
Verse: a | კვირა ერთსა ასრე, რომე | გკადრე, მეფე ლხინსა ზმიდა, |
Verse: b Page of Ms. A: 111 | გვერდს ეახლნეს დიდებულნი, | მხიარულად ღვინოს სმიდა; |
Verse: g | ვინ რომ ნახის მათი ლხინი, | აქებდის და არ დაჰგმიდა, |
Verse: d და | მას დღეს მათთა ლხინთა ქება | კაცთა ენით არ ითქმიდა. |