TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 17
Previous part

Chapter: XVI  
მეხუთე იყლიმის ხელმწიფის ქალთან ცის-ფერს დარბაზში ბარამ ხელმწიფის ქორწილი.



Strophe: 841  



Verse: a        მეხუთე სრა და სეფენი,   რუსთა მზეს ჰქონდა რომელი,
Verse: b        ცად მზისებრ ქვეყნად ცის-ფერსა   სრაშიგან იყო მჯდომელი,
Verse: g        ბრძანა მოფენა მუნ სრათა,   იყო ლხინისა მდომელი;
Verse: d     და   კვლა მათცა ესმა ბრძანება,   არ იყვნეს მიუხვდომელი.


Strophe: 842  



Verse: a        ლხინისა მდომნი მუნ ორნი   ორგნითვე ემზადებოდეს,
Verse: b        ვით უნახავნი მიჯნურნი,   ერთმანერთისთვის ბნდებოდეს;
Verse: g        ორთავე მზეებრ მცხინვარე,   ღაწვთაგან ელვა ჰკრთებოდეს,
Verse: d     და   მათ ერთად შეყრა, სიამე   არვისგან დაეგმებოდეს.


Strophe: 843  



Verse: a        ცისებრ მორთეს სრა-საჯდომი   რუსთა მზისა მუნ მხლებელთა,
Verse: b        ტახტი დადგეს ოქრო-მყარი,   მნათი მისთა შემხედველთა;
Verse: g        ანათლებდა შიგან სრასა,   ვითა მთვარე ღამე-ბნელთა,
Verse: d     და   შუქით სჯობდა ცათ მთიებთა,   მუნ აროდეს დასანელთა.


Strophe: 844  



Verse: a        კვლა გაწყობით სარო-ტანსა   მზეს ცის-ფერი ეცვა ჯუბა,
Verse: b        ტახტზედ დაჯდა იგი ტურფა,   ცად მზისაებრ იყო სუბა;
Verse: g        მისთა მჭვრეტთა მისად ხედვად   თვალთ ნათელი დაეგუბა,
Verse: d     და   ჩნდეს მის მზისა ღაწვთა ელვით   არ ტახტი და არცა კუბა.



Verse: n.a     
ცისფერნი აცვნეს AD.



Strophe: 845  



Verse: a        აეხილნეს თვალნი, ვინცა   მისებრ რამცა გაიცადა,
Verse: b        მზე დაფარა შუქმან მისმან,   უწყით, მისთვის გაიცადა;
Verse: g        მჭვრეტმან მისმან ღაწვთა სხივნი   გულსა ლახვრად გაიცა და
Verse: d     და   დაჰკრთა გულსა მისი ეშყი,   მაგრამ სული გაიცა და!



Verse: n.a     
ვისმცა _ ვინცა ACD.



Strophe: 846  



Verse: a        ჯარად იდგნენ ტახტს გარეშე   ქვეყნის მნათნი სეფე-ქალნი,
Verse: b        მათ ღაწვთაგან ელვა ჰკრთების,   ვით ნაგზებსა ცეცხლსა ალნი;
Verse: g        კვლაცა მათგან უამესსა   რას ნახევდა კაცთა თვალნი?
Verse: d     და   იყვნეს ქცევით ტურფა, სახით   - მუნ მზისავე მონათალნი.


Strophe: 847  



Verse: a        გარიგდეს რუსთა მნათობნი   მუნვე წესითა მათითა,
Verse: b     Page of Ms. A: 112     მათ გაანათლეს იგი სრა   ბროლ-ბალახშ-მინა-სათითა;
Verse: g     Page of Ms. C: 47     აწღა ჴამს მეფე ილხენდეს   მის მზისა ზიაფათითა,
Verse: d     და   მას დღეს ჭვრეტა ჴამს კაცთაგან,   თუ თვალნი ესხეს, ათითა.



Verse: n.d     
კაცთაგან _ მჭურეტელთა A.



Strophe: 848  



Verse: a        კვლა ბარამ მეფეს ემოსა   ჯუბა ცის-ფერი, წყობილი,
Verse: b        თავს ევლებოდეს მხლებელნი,   მჭვრეტთა არ იყო გმობილი;
Verse: g        მივიდა მზისა არესა,   ახლავს ვაზირად ჴმობილი,
Verse: d     და   წინ მიუძღოდეს მდიდარნი,   მისსავე ჴელით პყრობილი.



Verse: n.a     
ემოსნეს ACD.



Strophe: 849  



Verse: a        ყმა გადაჴდა ბაღის კარსა,   არ პირ-ქუშად, მხიარულად,
Verse: b        მზისა მოღმა მოეგებნეს   მხლებელნი და ჯარი სრულად;
Verse: g        მათ შეასხეს ქება სრული,   ყმა არ იყო ხან-დაზმულად,
Verse: d     და   მათ უბრძანა ტკბილად მადლი,   მუნ არ იყვნეს გულ-ნაკლულად.


Strophe: 850  



Verse: a        ახლოს მიდგა, ფერჴთა მისთა   ქვეშ უფენდეს სარასარსა,
Verse: b        იყო ტურფად მონაქსოვი,   კაცთ ენახნეს მუნ ის არსა;
Verse: g        თავს აფრქვევდეს მარგალიტსა,   ლალ-გოარსა მრავალ-გვარსა,
Verse: d     და   კვლა სურნელნი საკმეველნი   ჴელთა ჰქონდა მზისა დარსა.


Strophe: 851  



Verse: a        მან იხილა ტურფა ქალი,   შუქით ჰფარავს მჭვრეტთა თვალსა,
Verse: b        წარბ-წამწამნი, გიშრის-ფერნი   თვალნი მისნი ჰგვანდეს მთვრალსა,
Verse: g        ბროლ-ბალახშთა სხივ-ციმციმი   ჰგავს ელვასა, ღვთისა ძალსა,
Verse: d     და   მარგალიტთა ტყუბთა ღელვა   აშვენებდა თლილსა ლალსა.



Verse: n.a     
მან იხილნა ტურფა ქალი გვანდეს მზისა მონათალსა CD.
Verse: n.b     
წამწამი A.
Verse: n.g     
ბროლბალახში C; სხივციმციმნი C.



Strophe: 852  



Verse: a        მას ყმასა გული მნათობმან   წაუღო მოუთმინარა;
Verse: b     Page of Ms. A: 113     მას არ უჴმობენ მიჯნურსა,   მზეს გული მისცეს ვინ არა,
Verse: g        მოკლას, აცოცხლოს, დანებდეს,   მას ჰფერობს უყოს გინა რა;
Verse: d     და   ყმა მზესთან მჯდომი ლხინობდა,   არ თავი მოემძინარა.



Verse: n.g     
უყოს _ იყოს C.



Strophe: 853  



Verse: a        მიულოცეს ერთობილთა,   დიდებულნი ვინცა ვინა,
Verse: b        თვალი, მათგან მონაფრქვევი,   მრავლად იყო მათსა წინა;
Verse: g        მათ მათივე საჯდომი ცნეს,   სად რომ რუსთა გაეჩინა,
Verse: d     და   მათნი მჭვრეტნი ამოდ სმიდეს,   არ თუ ლხინი მოეწყინა.


Strophe: 854  



Verse: a        მას დღეს რუსთა მზე მეფესა   კვლა ტურფად დაუხვდებოდა,
Verse: b        იყო ჭამადთა სიმრავლე,   რაც გულსა მოუნდებოდა;
Verse: g        ღვინოს ასმევდეს საყენი,   კვლა მათთვის გული ბნდებოდა,
Verse: d     და   სვეს, ლხინი ნახეს, იამეს,   რაც რომ მათ იამებოდა.


Strophe: 855  



Verse: a        კვირა ერთსა ასრე, რომე   გკადრე, სვეს და ლხინი ნახეს,
Verse: b        მათ უბოძა საბოძვარი,   რომ აროდეს არ ენახეს;
Verse: g        კვლა თავმდაბლად მადლს იხდიდეს,   ყმას აქებდეს, არ უძრახეს,
Verse: d     და   მჭვრეტთა მათთა მათი სახე   მათთვის ხატად გამოსახეს.



Verse: n.b     
უბოძეს C.
Verse: n.g     
ყმა აქვს CD.
Verse: n.d     
მჭურეტმან მათმან ACD. ხატად _ სახედ C.



Strophe: 856  



Verse: a        მათ აიღეს კვლაცა სუფრა,   ოდეს ლხინი მოეწყინა,
Verse: b     Page of Ms. D: 171    და წავიდნენ მხიარულად   დიდებულნი მათსა შინა;
Verse: g        გავლნეს კარნი, მათგან კიდე   მათთან იყვნეს სხვა არვინა,
Verse: d     და   დარჩეს ერთად უცილებლად   მზე და მთვარე თავისთვინა.



Verse: n.b     
და _ კვლა ACD.
Verse: n.d     
თავისთვინა _ თავის წინა A.



Strophe: 857  



Verse: a        დაწვნეს ერთად მზე და მთვარე,   გარდახვივნეს ჴელი ჴელსა,
Verse: b     Page of Ms. C: 48     ვარდი ლალსა შეაწებეს,   მათ გარდაჭვდეს ყელი ყელსა;
Verse: g        კვლა მეფესა შეყრა მზისა   უნათლებდა გულსა ბნელსა,
Verse: d     და   სხვა ვითა ვთქვა რაცა მათ   ქნეს? ვიცი, დამგმობთ მისსა მთქმელსა!


Strophe: 858  



Verse: a        დაწვნეს ოდეს ლხინთა ზმულნი,   მათ მოძებნეს კვლაცა მანი;
Verse: b        მათ ეახლა მანი ბრძენი,   ქება ჰკადრა შესაგვანი:
Verse: g        "ჴამს მეფენი ქვეყნიერნი   დაგემონნენ, ვით ერანი,
Verse: d     და   ქვეყნად ვინმცა დაგეძროდეს,   გმონვენ კაცნი გარეგანი".



Verse: n.b     
იახლა ACD. მანი ბრძენმან C.
Verse: n.g     
დაემონნენ A.



Strophe: 859  



Verse: a        "ჴელმწიფეო, შენად ქებად   ენა ვითმცა დამაშვრალდეს,
Verse: b        ბრძენსა, შენსა მაქებარსა,   ხოტბა რადმცა გაუძალდეს?
Verse: g        ჴამს, რიტორნი შესხმად ქებად   შენთვის ენას არ იწყალდეს,
Verse: d     და   მით ილხენდეს, იამებდეს,   არ თუ თავი შეებრალდეს".



Verse: n.b     
რადმცა _ ვითმცა A.
Verse: n.g     
ჴამს რიტორნი შენად ქებად თავსა მათსა არ იწყალდეს CD.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.