Verse: a | სისტანს იყო როსტომისა | გვარი ვინმე ზაულელი, |
Verse: b Page of Ms. A: 114 | გორჯასპ ერქვა მას სახელად, | მედგრად მტერთა სისხლთა მღვრელი; |
Verse: g | მას მიაჩნდა ლომი კატად, | ზღვად ნიანგთა იყო მსრველი, |
Verse: d და | საყმოდ ჰქონდა ინდოეთი | მთით ბარამდე, ზღვა და ჴმელი. |
Verse: a | ბაბრსა ყურით შეიპყრობდა, | მუშტით ჰჴოცდა სპილოს მთვრალსა, |
Verse: b | ლახტი, მისგან მონაქნევი, | მეხს ჰგავს, ზეცით მომავალსა; |
Verse: g | კვლაცა რაზმი მრავალ-კეცი | ვერ დაუდგის გულ-გამწყრალსა, |
Verse: d და | ცეცხლი რწამდა გვარისაებრ | და ესევდა ცად უფალსა. |
Verse: a | მას ყმას არა ჰყვა მეუღლე, | ღვთივ ზეცით დანაწერია, |
Verse: b | ქვეყნად ვერ პოვა საჯუფთედ | მზე, მისი შესაფერია; |
Verse: g | არ მიჰყვეს მისსა უფერსა, | თუმც იგი ვით ეთერია, |
Verse: d და | მართებს ყოველსა მამაცსა, | ჩემგან ეს დასაჯერია. |
Verse: a | დღე ერთ მოვიდნენ კეისრით | ვაჭარნი, ჰინდს მიმავალნი, |
Verse: b | გამოეარნეს უშიშრად | მათ გზანი წლისა სავალნი; |
Verse: g | მათთავე წესით უცხონი | მათ ლარნი ჰქონდა მრავალნი, |
Verse: d და | გორჯასპს ესტუმრნეს ვაჭარნი, | კეისრით წამომავალნი. |
Verse: a | გორჯასპ ბრძანა, ვაჭართათვის | წყალობისა კარნი გახვნეს, |
Verse: b Page of Ms. A: 115 | დააყენეს ნებიერად, | არ თუ პირი მოუმჭახნეს; |
Verse: g | ნახეს გმირი, მისი სახე | მათთვის ხატად გამოსახნევს |
Verse: d და | დახვდა, ჰკითხა მათ ამბავი, | ჰკადრეს, რაც რომ მათ ენახნეს. |
Verse: a | ჰკადრეს: "ჰე გმირო, ქალი ჰყავს | მეფესა ჩვენსა სვიანსა, |
Verse: b Page of Ms. B: 5 | სჯობს იგი მზეს და მთვარესა, | არა ჰგავს ადამიანსა; |
Verse: g | ჭკუას წაუღებს მნახველსა | მზე მნათი, კაცსა ჭკვიანსა, |
Verse: d და | მშვილდი აქვს მტერთა სადაოდ, | გამოსცდის კაცსა ჴმლიანსა. |
Verse: a | კოშკი აქვს ქალსა არ ავსა | ცამდისი ამაღლებული, |
Verse: b | არს მისი სახე საჭვრეტლად | კოშკზედა დაკიდებული; |
Verse: g | კარზედ უთქს მეფეთ შვილები, | მრავალი სახელდებული, |
Verse: d და | მათ მისი შოვნა ვერ ძალ-უც, | მით იყვნეს გულ-დაკლებული. |
Verse: a | მზეს საუჯაოდ მშვილდი აქვს | ძლიერი, მსგავსი რკინისა, |
Verse: b | ვინ რომე მოსწევს მას მშვილდსა, | მზე მიჰხვდეს ნაცვლად ჭირისა; |
Verse: g | ვერ მოსწევს, მოჰკვეთს თავს, თუცა | მას ჰქონდეს მკლავნი გმირისა, |
Verse: d და | თავს გარდმოჰკიდებს კოშკზედა, | მას სიმაგრე აქვს ტინისა. |
Verse: a | მიჯნურთ ვერ ძალ-უც მისი ქნა, | რაც მისგან შეეკვეთების, |
Verse: b | წესად აქვს სრევა მიჯნურთა, | არ თურე დაეკვნესების; |
Verse: g | უწყალოდ კაცთა სისხლთა ღვრა | მნახთ მისგან არ ეკეთების, |
Verse: d და | ამ საქმით დღიურ ათასსა | კაცს თავი მოეკვეთების. |
Verse: a | გორჯასპს ერთობ გაეხარნეს, | ოდეს ესმა მათი თქმული, |
Verse: b | ცდა გაბედა, მედგრად კვლაცა | გაექანა მისკენ გული; |
Verse: g | "მას ზედ ვსცადნე ძალნი ჩემნი", | მათთან ბრძანა ფიცი სრული, |
Verse: d და | "ამას იქით სისტანს კაცმან | ვერა მნახოს ხან-დაზმული". |
Verse: a | კვლაცა მისთა დიდებულთა | მიაბარა საპატრონო; |
Verse: b | მათ უბრძანა: "მწადს გვარისებრ | თავი მტერთა მოვაწონო, |
Verse: g | მოვიარნე უცხო თემნი, | მტერნი ყმურებ დავიმონო, |
Verse: d და | მტერთა სრვა და მედგრად ბრძოლა | ჩემი თქვენცა გაგაგონო". |
Verse: a | ჰკადრეს: ლომო, სამსახურად, | ჴამს, იახლო თავი ჩვენი, |
Verse: b | უცხო თემსა მიმავალსა | გმართებს გახლდეს ყმანი თქვენი"; |
Verse: g | მათ უბრძანა: "ღმერთს წინაშე | ვიყვნეთ შეყრის მოაჯენი, |
Verse: d და | მუნ მეშველი არად მინდა, | სად მე ვარ და ჩემი ცხენი". |
Verse: a | ტანს ჩაიცვა გვარისაებრ | მან აბჯარი ფალავნური, |
Verse: b Page of Ms. A: 116 | წელთ შეირტყა ჴმალ-კაპარჭი, | მძიმე ლახტი ჰინდუსტნური; |
Verse: g | ცხენსა შეჯდა გმირთა გმირი, | მტერზედ სწრაფად მინაშური, |
Verse: d და | მას დღეს მისთა ახლოს მყოფთა | გარდებანნეს გულსა მური. |
Verse: a | გორჯასპ ასრე, რომე გკადრე, | უპასუხა მისთა ჯართა, |
Verse: b | არ ინდომა მან ბადრაგი, | გზასა სავლად გაემართა, |
Verse: g | მას არვისგან ჰქონდა რიდი, | მარტო ვლიდა მთას და ბართა, |
Verse: d და | კვლა იგი ქნა გორჯასპ, რა | რომ პირველ ექნა მისთა გვართა. |
Verse: a | ზაულითა წამოსრულმან | მან ერანი გაიარა, |
Verse: b | დღე და ღამე სწორად ვლიდა, | ყმამან ძილი გაიმწარა; |
Verse: g | ვინ რომ ნახის, ეუცხოვის, | გმირი მზესა დაადარა, |
Verse: d და | ვერვინ იცნა გმირთა ყადრად, | საქმე ასრე მოაგვარა. |
Verse: a | თავრეზსა და ვანსა შორის | ჩოლი არის ერთობ დიდი; |
Verse: b Page of Ms. B: 6 | მუნ მივიდა, ნახნა მგზავრნი | მდგომნი, რომე ვერ დასთვლიდი; |
Verse: g | იდგნენ, ბარგნი ჩამოეჴსნეს, | მათ ყაზახთა ჰქონდა რიდი, |
Verse: d და | მათ თავმდაბლად ესალამა | ყმა, მისებრივ წყნარი, მშვიდი. |
Verse: a | მოეგებნეს დიდ-ვაჭარნი | გორჯასპს წინა კვლაცა ქებით, |
Verse: b | მათ უბრძანა: "ძმანო, ვინ ხართ | ერთად მყოფნი შეჭირვებით, |
Verse: g | გზას მავალნი, ბარგ-ჩამოჴსნით | თქვენ რიდითა ვისით სდგებით? |
Verse: d და | ჰკადრეს: "სული აწ ჩაგვედგა, | უსულოთა, შენის ხლებით"! |
Verse: a | ყმასა ჰკადრეს: "ეჰა გმირო, | ვართ ვაჭარნი კეისრისა, |
Verse: b | მიგვაქვს მისთვის მრავალ-გვარი | მძიმე ტვირთი სარასრისა; |
Verse: g | გვითქს ყაზახნი გზისა მზირნი, | გზად მავალსა თავსა სჭრისა, |
Verse: d და | ვართ შინათკენ მიმავალნი, | აღარა გვაქვს ღონე ძვრისა. |
Verse: a | ვა, თუ მივჰმართნეთ უშიშრად, | სიცოცხლე გავიმწაროთა, |
Verse: b | ვერ ძალ-გვიც ომი მებრძოლთა, | ვერცა მათ დავედაროთა! |
Verse: g | ვართ სიკვდილისა მომლოდნე, | აწ თავი სათკენ ვაროთა? |
Verse: d და | გვიბრძანე, რა ვქნათ, რა გვმართებს, | რა საქმე მოვაგვაროთა?" |
Verse: a | გორჯასპ უბრძანა: "ჰე ძმანო, | მე ვარ მძლეველთა მძლეველი, |
Verse: b Page of Ms. D: 172 | ნუგეში გახლავ მებრძოლთა | და მტერთა სისხლთა მთხეველი; |
Verse: g | აწ გზასა ვლიდით უშიშრად, | ნუ ხართ უკუღმა მქცეველი! |
Verse: d და | მან მათი სისხლი იკისრა, | იყო წასვლისა მრჩეველი. |
Verse: a | მოქარავნენი მიენდვნენ | მის ყმისა დანაქადილსა; |
Verse: b Page of Ms. A: 117 | თქვეს: "ვქნათო თქვენი ბრძანება, | მივენდვნეთ ღვთისა წადილსა". |
Verse: g | უბრძანა: "თქვენთვის საკარგოდ | ვარჩევ საქმესა ადვილსა"; |
Verse: d და | თქვა: "ღმერთი იჴსნის ჭირთაგან | კაცს, მისგან დანაბადილსა". |
Verse: a | წინ წაუძღვა ქარავანსა, | ყმა უშიშრად გზასა ვლიდა, |
Verse: b | მათ უდებდა გულსა გმირი, | სიარულსა არ იშლიდა; |
Verse: g | დახვდეს გმირსა გზაზედ მდგომნი, | ბედმან ასე გააფლიდა, |
Verse: d და | მათ შეექნა სიხარული, | მაგრამ ბედი სხვაფერ ზმიდა. |
Verse: a | გორჯასპ ჰკადრა ამხანაგთა: | "აწღა გული გაიმაგრეთ, |
Verse: b | კარი დაჴშეთ მოწყენისა, | სიხარული დაიჴშირეთ; |
Verse: g | რას ჭირს უპყრობ მეკობრეთა, | თვალნი ჩემზედ დაიჭირეთ, |
Verse: d და | მედგრად მოვსრნე მტერნი თქვენნი, | ვეჭვ, რომ თქვენცა დაიტირეთ". |
Verse: a | ოდეს ნახნა გმირმან იგი | მეკობრენი, შეუტივა, |
Verse: b | ლომმან, ვითა კანჯრის ჯოგი, | მტერნი ეგრე დააფრქვივა, |
Verse: g | ჴელ-ყო მსწრაფლად, კაცი კაცს ჰკრა, | ორი ერთად ჩამოცვივა, |
Verse: d და | სხვათ დაჰლეწნა ლახტით თავნი, | ტვინი მიწას დაუნთხივა. |
Verse: a | სამასი იყო მეკობრე, | მის ყმისა მეომარია, |
Verse: b | სრულად ასწყიტნა ყველაი, | მუნ მეკობრეთა ჯარია; |
Verse: g | ესოდენ ომი ფიცხელი | გარდაჰჴდეს მათვე მწარია, |
Verse: d და | მუნვე მკლავითა გმირითა | მან ასახელა გვარია. |
Verse: a | მიეგებნენ დიდ-ვაჭარნი, | ყმას შეასხეს ხოტბა, ქება, |
Verse: b | ჰკადრეს გმირსა: "მადლი ღმერთსა, | გვეღირსაო თქვენი ხლება, |
Verse: g | მადლი მასვე, ვინ რომ მოგცა | მტერთა ძლევა, მკლავთ გაძლება, |
Verse: d და | მედგრად ომთა დიადება, | კვლაცა ძალთა არ დაკლება". |
Verse: a | მათ მეკობრეთა ეწადნეს | ვაჭართა წახმა ლარისა, |
Verse: b | ამად რომ მაოჴრებელნი | იყვნეს მთისა და ბარისა; |
Verse: g | მათიცა ბევრი დასცვივდეს | საუნჯე ოქრო-მყარისა, |
Verse: d და | ოჴრად გაუჴდა სიცოცხლე, | კვლა მკვდართა დასადარისა. |
Verse: a | მათიცა მძიმედ აჰკიდეს, | ჰქონდეს რა რომე ლარია; |
Verse: b | გორჯასპ მიუძღვის ვაჭართა, | არვისი დასადარია. |
Verse: g | კვლა გზასა ვლიდეს უშიშრად, | მათ გავლეს მთა და ბარია, |
Verse: d და | ვაჭართ უბრძანა: "დაფარვით | აწ გქონდეს ჩემი გვარია". |
Verse: a | "ნუ ვის ეტყვით, რაცა მე ვქენ, | გქონდეს გულსა დაფარულად, |
Verse: b Page of Ms. A: 118 | ღმერთს თუ სწადდეს, ამა ქვეყნად | არ ვიქნები ხან-დაზმულად; |
Verse: g | წამოსრულ ვარ მისად შოვნად, | ვისთვის მაქვსო გული წყლულად; |
Verse: d და | მივჰხვდე ჩემსა საწადელსა, | დავიკარგო ანუ სრულად". |
Verse: a | "იდუმალსა ჩემსა გნუკევ, | რომე კაცსა არ გაანდოთ, |
Verse: b | შემინახოთ ხვაშიადი, | არა სთქვათ და კვლა არა მგმოთ; |
Verse: g | ვარ ვაჭრულად თქვენთან მყოფი, | კვლაცა თქვენებრ ვაჭრად მიჴმოთ, |
Verse: d და | ჰქნათ რა საქმე მოსაჴმარი, | ცეცხლი ცხელი მით დამივსოთ". |
Verse: a | "არა ვთქვათო, რაც არა გწადს", | ჰკადრეს გმირსა ფიცი დიდი, |
Verse: b | თუცა გავსტეხთ ბრძანებასა, | ვართო თურე კაცი ფლიდიე"; |
Verse: g | მათ უბრძანა გმირმან: "მწადსო _ | მოვაგვარო საქმე მშვიდი, |
Verse: d და | თვარა ნუ ეჭვთ, რომე ქვეყნად | მე ვისიცა მქონდეს რიდი". |
Verse: a | "მე ვარ გმირი ზაულელი, | კაცი ვერვინ დამედაროს, |
Verse: b | შეკრბენ ერთად ქვეყნიერნი, | ჩემი ომი შეეზაროს; |
Verse: g | ვინ გაბედოს ჩემი ბრძოლა, | მან სიცოცხლე გაიმწაროს, |
Verse: d და | კვლა მებრძოლთა სიმრავლისა | მე მქონია რიდი აროს". |
Verse: a | "მაქვს სამეფოდ ინდოეთი, | ყმანი მყმობენ მრავალ-გვარი, |
Verse: b | მყავს სფაადი ბევრ-ათასი, | გამოცდილი ჰინდოთ ჯარი, |
Verse: g | მებრძოლთ მძლენი ზაულელნი, | ყველა გმირთა დასადარი; |
Verse: d და | არ ვიახლო ომის დღესა, | მარტო მტერთა სისხლი ვშარი". |
Verse: a | "ცად ღმერთი მყავს ჩემად შემწედ, | ქვეყნად მრწმენეს ათაშგედა, |
Verse: b | მტრადცა მყვანდეს ქვეყნიერნი, | ჩემი ომი ვით გაბედა? |
Verse: g | ზარი მოჰკლავს მას უკრავად, | ვინ გამწყრალსა შემომხედა, |
Verse: d და | ვინ გაბედა ჩემი ომი, | მისი სისხლი მან იქედა. |
Verse: a | "ქალი ჰყავსო კეისარსა, | თქვეს _ იქების მასთან მზე რად? |
Verse: b | მესმა მისი მე სიტურფე | და მწადს ნახვა დასაჯერად; |
Verse: g | მიჯნურს მართებს მოთმინება, | მოვიმახვნე ჴმალი მე რად? |
Verse: d და | თვარა სრულად ქვეყნიერნი | მიმაჩნია კიტრად ბერად". |
Verse: a | მას დღეს იყვნეს შურთ მომგებნი | დიდ-ვაჭარნი მუნა მზირთა, |
Verse: b | კვლაცა შეყრით ერთობილნი | დაასკვნიდეს ამა პირთა: |
Verse: g | "თქმაცა ჩვენგან ვით ეგების | წადიერად მისთა ძვირთა, |
Verse: d და | რადგან სული მან ჩაგვიდგა | ჩვენ, ჩაჭრილთა მისებრ ჭირთა". |
Verse: a | მუნ გზასა ვლიდეს უშიშრად, | დაასკვნეს ესე პირობა, |
Verse: b Page of Ms. A: 119 | გმირმან, მებრძოლთა მძლეველმან, | ინება ვაჭართ მირობა; |
Verse: g | მას არად უჩნდა სოფლისა | სიმდიდრე, არცა მცირობა, |
Verse: d და | უნდოდა შეყრა მის მზისა, | კმა იყო მისთვის გმირობა. |
Verse: a | ვლიდეს მართ, ვითა ჰფერობდა | ვაჭარსა, გზად მიმავალსა, |
Verse: b | მუნ მიეახლნეს სამზღვარსა | მათსავე, დღისა სავალსა; |
Verse: g | გული მიფრინავს გმირისა, | სული მასთანვე წავალსა, |
Verse: d და | ეშყი გულს ახლავს მის მზისა, | არცა ჰგმობს, არცა გავალსა. |
Verse: a | ისწრაფოდა გმირი სავლად, | შემოკლება უნდა გზისა, |
Verse: b | მუნ ვაჭართა მინაქონი | ყმას მიაჩნდა დარად ბზისა; |
Verse: g | სწადს თავისა გამოჩენა, | ვერცა დგას და ვერცა ზისა, |
Verse: d და | სურს საუნჯე სასურველი, | სახელი და შეყრა მზისა. |
Verse: a | ოდეს ახლოს მიეწურნეს, | მათ აცნობეს კეისარსა: |
Verse: b | "მოგვაქვს ლალნი უთვალავნი, | კვლა ვახლავართ მზისა დარსა, |
Verse: g | უხვად ლართა გამსყიდველსა, | არ პირ-ქუშად მოუბარსა, |
Verse: d და | არს ვაჭარი ზაულითგან, | მომავალი თქვენსა კარსა". |
Verse: a | "მდიდარი ვინმე ვაჭარი, | ზაულით წამოსულია, |
Verse: b | მოვა წინაშე მეფესა, | არ თურე დაკარგულია; |
Verse: g | რა რომე გვახლავს საუნჯე, | ყველაი მისეულია, |
Verse: d და | მისია ჩვენი ქონება, | გვითქს ოდენ მისგან სულია". |
Verse: a | ოდეს ესმა კეისარსა | სიტყვა, მათგან შენათვალი, |
Verse: b | მას უზომოდ გაეხარნეს, | არ თურ იყო მათთვის მწყრალი; |
Verse: g | კვლა ვაჭართა უხუცესსა | მისსა ერქვა ხოჯა ლალი, |
Verse: d და | იჴმო, ბრძანა, გაეგებნეს | კაცი ვინცა, ანუ ქალი: |
Verse: a | "მას ყმასა მიეგებენით | მუნა ქალ-ყმისა ჯარითა, |
Verse: b Page of Ms. D: 173 | გაემჩვენენით, ვითა ჴამს, | ლხინითა მრავალ-გვარითა, |
Verse: g | წამოუძეღით, ვით გმართებს, | მას წინვე მოუსწარითა, |
Verse: d და | მოკაზმეთ სახლნი ნატიფნი, | მუნ დააყენეთ ლარითა". |
Verse: a | ეს ბრძანება ჴელმწიფისა | ხოჯა ლალი მოისმინა, |
Verse: b | მან შეკრიბნა მის ქვეყნისა | დიდ-ვაჭარნი ვინცა ვინა; |
Verse: g | ლალის ახლდეს დიდებულნი, | მიეგებნეს ყმასა წინა, |
Verse: d და | ჰყვეს ნიგარნი ჴელოვანნი, | ჴელთა ჰქონდა ღვინით მინა. |
Verse: a | ესრეთ, რომე მოგაჴსენე, | თავნი მათნი მისკენ არნეს, |
Verse: b Page of Ms. A: 120 | ოდეს ნახეს ერთმანერთი, | კვლაცა ტკბილად შეიყარნეს; |
Verse: g | ეუცხოვნეს სახე ყმისა, | იგი გმირსა დაადარნეს, |
Verse: d და | ესალამნეს ერთმანერთსა, | გაყრა ყმისა შეეზარნეს. |
Verse: a | თქვეს თუ: "ვაჭარსა არა ჰგავს, | არცაღა ვაჭრად რებულსა, |
Verse: b | არს ვინმე კაცი მდიდარი, | ჰგავს იგი ვისმე ქებულსა; |
Verse: g | რომე გვასმია სახელი, | გორჯასპს ჰგავს სახელდებულსა, |
Verse: d და | სხვის რასმე საქმის მძებნელი, | კეისარს წინა ხლებულსა". |
Verse: a | მან სალამისა პასუხი | ამაყად ჰკადრა ვაჭართა, |
Verse: b | მათ ტკბილად დახვდა, ალხინა, | კეისრით გამონაჭართა; |
Verse: g | სვეს, წართეს, გმირი მისებრი | სვამდა მათთანა მაჭართა, |
Verse: d და | გორჯასპ უძღვნიდა სტუმართა | არ ლართა გარდანაჭართა. |
Verse: a | მას დღეს აჩვენა ლომ-გულმან | ლხინი მათ, რაცა ჰფერობდა, |
Verse: b | მათ მისი ხლება ლხინად სჩნდა, | გმირი მათ ზედა ქველობდა; |
Verse: g | უბრძანის რაცა _ დავარდნით, | მისებრივ არ ძლიერობდა, |
Verse: d და | ბერი მის ყმისა ჭვრეტითა | გაყრმდის, აღარა ბერობდა. |
Verse: a | მათ გაათავეს ოდესცა | ლხინი და გამოჩვენება, |
Verse: b | გზად მიმავალთა მუნითგან | კეისარს წასვლა ენება; |
Verse: g | გმირს შეყრა სწადდა მის მზისა, | ვაჭართა ლართა მქენება, |
Verse: d და | ვინ რასაცა სწონს საწონსა, | იგივე მოეწონება. |
Verse: a | გრძლად რაღა გკადრო, მივიდნენ, | მათ ვითცა გაისწრაფესა, |
Verse: b | ვაჭართა ქველი გარდაჴდა | ლალისა ხასთა სეფესა; |
Verse: g | მუნ დააყენა, ვით ჴამდა, | ლალი ეახლა მეფესა, |
Verse: d და | ჰკადრა მის ყმისა ამბავი, | უქებდა სიიეფესა: |
Verse: a | "ტანად ალვისა მსგავსია, | პირად მზეს დაედაროსა, |
Verse: b | ვაჟი კაცია ჯომარდი, | მუნ ვაჭართ არ ესწოროსა, |
Verse: g | მისთა მხლებელთა უმაღლე, | ამსგავსოს მჭვრეტმან საროსა"; |
Verse: d და | თქვა: "გმირიაო უთუოდ, | ვეჭვ, მტერთა სისხლი შაროსა". |
Verse: a | ესმა მისი საუბარი | ყველა წვრილად კეისარსა, |
Verse: b | თქვა: "ეგზომი გმირი ქვეყნად | მასმიაო მე ის არსა; |
Verse: g | რომე აქებ ტანად, პირად, | გორჯასპს ჰგავსო, ან ის არსა, |
Verse: d და | ამას ცილი აღარ უნდა, | ვერ უცვნია უმეცარსა". |
Verse: a | კვლა უბრძანა: "თავი შენი | სამსახურად მისკენ არე, |
Verse: b Page of Ms. A: 121 | იგი მუნვე დააყენე, | სად რომ სწადდეს, შინ თუ გარე; |
Verse: g | რომე იცნა იგი მოყმე, | საქმე ასრე მოაგვარე, |
Verse: d და | მოდი, მკადრე, რა რომ გეცნას, | ვარ ამისი მემუდარე". |
Verse: a | მას ქალაქს ყოვლგნით გაითქვა | სიტურფე ვაჭართ მირისა: |
Verse: b | "ზაულით ვინმე ვაჭარი | მოსულა, მსგავსი გმირისა; |
Verse: g | ტანად ალვაა, პირად მზე, | მსგავსნი აქვს მკლავნი დირისა, |
Verse: d და | მისსა მჭვრეტელსა წამწმისა | ნუქითა გულს უგმირისა". |
Verse: a | ყოვლგნით მივიდნენ მნახველნი | მის უებროსა გმირისა, |
Verse: b | ეკვირვებოდა სიტურფე | მჭვრეტელთა ვაჭართ მირისა; |
Verse: g | მას ყმას აქებდეს მჭვრეტელნი, | არ იყვნეს მთქმელნი ძვირისა, |
Verse: d და | მისნი მნახველნი შეიქნენ | მომთმენნი ყოვლის ჭირისა. |
Verse: a | მის მზისა კოშკსა მახლობლად | იყო სასახლე ლალისა, |
Verse: b | წყლის პირი მწვანე მოლისა, | მანათობელი თვალისა; |
Verse: g | სკამზედ ჯდა გმირი წყლის პირსა, | მტერთა მძლეველი ძალისა, |
Verse: d და | კოშკი ჩნდა ახლოს მაღალი | მის მზისა, კლდისა სალისა. |
Verse: a | უბრძანა ვისმე მცნობელსა: | "ვისი არს კოშკი დიდია? |
Verse: b Page of Ms. B: 7 | ჰგავს, რომე მისსა პატრონსა | არ ვისგან ჰქონდეს რიდია; |
Verse: g | მისთა მტერთა და მებრძოლთა | თავი კოშკზედა ჰკიდია, |
Verse: d და | ოდესცა გაწყრეს ლომ-ვეფხი | ძნელიღა დასამშვიდია". |
Verse: a | ჰკადრა: "ჰე გმირო, ესე არს | სადგომი ჴმელთა მნათისა, |
Verse: b | შუქი სწვავს მისთა მჭვრეტელთა | ბროლ-ბალახშ-მინა-სათისა; |
Verse: g | წესად აქვს კაცთა სისხლის ღვრა | დღიურად ბევრჯელ ათისა, |
Verse: d და | უწყალოდ მოჰკლავს მიჯნურთა | სიკვდილთა ნაცვლად, ვთქვათ, ისა". |
Verse: a | გესმნეს თუმცა სრა-სამყოფი | ჴმელთა მზისა, კოშკი ესა; |
Verse: b | ჰკადრეს გმირსა ყველა წვრილად, | რა რომ მზესა დაეწესა. |
Verse: g | დაემოწმნეს მათნი თქმულნი, | რაც რომ სისტანს ვაჭართ თქვესა, |
Verse: d და | გმირს ენიშნა ერთობ სრულად, | მათ რაცაღა უამბესა. |
Verse: a | მას მზესაც ესმა სიტურფე | მის ყმისა შვენიერისა; |
Verse: b | ჰკადრეს: "კოშკზედან ახლოს დგას | გმირი, მძლეველი მტერისა". |
Verse: g | ოდეს ჯდა გმირი წყლის პირსა, | დრო ჰქონდა ქალსა მზერისა, |
Verse: d და | მალვით სჭვრეტს, უკვირს სიტურფე | მის ყმისა ბედნიერისა. |
Verse: a | გამზრდელი მისი მას მზესა | ახლავს, არ დაერიდება; |
Verse: b Page of Ms. A: 122 | ვინ რომე შექნა იგი ყმა, | მას მზემან ჰკადრა დიდება. |
Verse: g | გმირს ნაკვთი მკლავთა, სიმაგრე, | ყმას ბრძენსა უგავს მშვიდება, |
Verse: d და | ჰგავს, რომე მძლე არს მებრძოლთა, | მას ვერვინ წაეკიდება. |
Verse: a | გამზრდელ-გაზრდილი აქებდეს | მას ყმასა დაუწუნარსა, |
Verse: b | ფიცი თქვეს: "გმირი მისებრი | სხვა არ ნახულა მუნ არსა". |
Verse: g | თქვა: "მივჰხვდი მისის ჭვრეტითა | ახვასა დაუჩუმარსა"; |
Verse: d და | ტირს, ოხრავს, უჭვრეტს, ჭირსა | სჭამს ბულბულებრ დაუდუმარსა. |
Verse: a | მათ პატრონ-ყმათა მის ყმისა | ქება თქვეს, გიამბო, რანი? |
Verse: b | მიჯნურთა ჴორცთა ნაჩვევი, | კოშკზედა დაჯდა ყორანი; |
Verse: g | გმირმან მუნ იჴმო მშვილდი და | ისარი პირად ორანი, |
Verse: d და | ესროლა, ჰკრა და მოჰკვეთა | მას თავი მოსამორანი. |
Verse: a | მუნ შუბის სიგრძე ისარი, | სად მზე დგა, მუნვე ჩავარდა, |
Verse: b | უსულო ეგდო ყორანი, | მისებრ კვლა ვერ ინავარდა; |
Verse: g | გიშრისა ტევრსა წინაშე | მუჴლ-მოყრით მიწად დავარდა: |
Verse: d და | "ფერად მამსგავსეს სუმბულსა, | თუცაღა ღირს ვარ, ყმა ვარ-და"! |
Verse: a | მას უკვირდა ისრის სიგრძე | და მის ყმისა მშვილდოსნობა; |
Verse: b | "ვით ვამსგავსო ყმა ვაჭარსა, | მას ვისიმცა ვჰკადრო ყმობა? |
Verse: g | ჴამს ვაჭრისა ვაჭრად ქცევა, | გმირსა მედგრად გულოვნობა"; |
Verse: d და | მოემატა სიყვარული, | მას მზეს უნდა ყმისა ხლება. |
Verse: a | გამზრდელს უბრძანა: "რაც ოდენ | ჰფერობდეს პატრონ-ყმობასა, |
Verse: b Page of Ms. D: 174 | აგრევე ველი მე შენგან | მის ყმისა მართლად ცნობასა, |
Verse: g | ვის ჰგვარობს, თვით ვის ჰპატრონობს | ან ვისას იტყვის ყმობასა? |
Verse: d და | მოდი, მაცნობე ყველაი, | არ ველი შენგან გმობასა". |
Verse: a | "გეაჯები ამად, რომე | ვცნა იგი ყმა ჩემად ყადრად, |
Verse: b Page of Ms. B: 8 | მას თუ ჰფერობს ჩემი ქმრობა, | ვძებნო ჩემთვის საქმრო სად რად? |
Verse: g | ვერვის ვხედავ მნახველსაცა | ქვეყნად კაცსა მისად სადრად, |
Verse: d და | თუ არ მფერობს, მას ველევი, | მინდოდესღა იგი სხვად რად"? |
Verse: a | გამზრდელმან ჰკადრა: "ლხინად მსჩანს | შენთვის თავისა წამება, |
Verse: b | ცად არ დავზოგო მე თავი, | მეშველად ვიჴმნე სამება, |
Verse: g | ნუ თუ ადრე ვცნა ამბავი, | არ მომხვდეს ღაწვთა ნამება, |
Verse: d და | ღმერთმან ქნას შენი წადილი, | მოგხვდეს გულისა ამება". |
Verse: a | კვლაცა ჰკადრა: "შენთვის ჭირსა | თავს აროდეს არ დავრიდებ, |
Verse: b Page of Ms. A: 123 | აწვე შენსა ბრძანებასა, | რაზომ მმართებს, თავს შევიდებ, |
Verse: g | ვინ რომ ახლავს მუნა ყმასა, | ვაჟსა ვიძმობ, ქალსა ვიდებ, |
Verse: d და | რომე იყოს ვეფხი მწყრალი, | მასცა ადრე დავამშვიდებ". |
Verse: a | ჴშირად ხლებოდა გამზრდელსა | მეუღლე ხოჯა ლალისა; |
Verse: b | მას მისი მონა აახლო, | პასუხი ჰკადრა კრძალისა: |
Verse: g | "გვესმა ვაჭრისა სტუმრობა, | ზაულით მომავალისა, |
Verse: d და | ვარო მყიდველი ტურფათა, | თვალ-მარგალიტთა, ლალისა". |
Verse: a | "ცან, გვაცნობე, თუცა ესხნეს | მას სასყიდლად ტურფა ლარი, |
Verse: b | ლალ-გოარი ძვირფასისა, | შუქით მზისა დასადარი; |
Verse: g | კვლა სხვა ჰქონდეს უცხო რამე, | ფასად მივსცე ოქრო-მყარი, |
Verse: d და | ყველა წვრილად მომიწერე, | ამისი ვარ მემუდარი". |
Verse: a | მას უამბო ყველა წვრილად, | ქალს ეახლა მონა ოდეს; |
Verse: b | პატრონისა სამსახური | ყმასა ვითმცა დაეგმოდეს? |
Verse: g | მის მონისა ნაუბარი | ვაჭრად მჴმობსა ყმას ესმოდეს, |
Verse: d და | ჰკადრა: "მაქვსო ეგზომ ლარი, | რომ სასყიდლად მათთვის კმოდეს". |
Verse: a | მონა შეიქცა, გამზრდელსა | კვლა ჰკადრა, რაცა სმენოდა: |
Verse: b | "რაც იყო თქვენი ბრძანება, | ვათავე ყველა, ვქენო, და |
Verse: g | ვაჭარსა თქვენი ბრძანება | ესმა, არ თურე სწყენოდა, |
Verse: d და | თქვა: გვაქვსო ლარნი ტურფანი, | რომ ჴელმწიფეთა ჰშვენოდა". |
Verse: a | კვლა გაგზავნა მათთან მონა, | ჰკადრა სიტყვა სამუდარო: |
Verse: b Page of Ms. C: 49 | "რა დაღამდეს, კვლა სავაჭროდ | თავი ჩემი თქვენკენ ვარო; |
Verse: g | რა რომ მინდეს, მასყიდვინე, | ფასი მუნვე მივაბარო. |
Verse: d და | მივსცე მათი ნაფასევი, | არ თუ გულსა შემოვჰყარო". |
Verse: a | ლალისა ბაღსა შვენებით, | სად წყალნი იყვნეს მდინარე, |
Verse: b | სმად იჯდა გმირი, ნადიმი | მას გაეშალა წინარე; |
Verse: g | ტკბილად იმღერდა ლექსებსა, | შვენოდა მისგან მუნ არე, |
Verse: d და | მჯობი ყოველთა მამაცთა, | არვისგან დასაწუნარე. |
Verse: a | ბაღისა კარსა გამზრდელი | მიდგა, მართ ვითა ვაჭარი, |
Verse: b | სხვის რისმე საქმის მძებნელი, | მზის გვერდით გამონაჭარი; |
Verse: g | აცნობა: "გვინდა სავაჭროდ | არ ლარნი გადანაჭარნი". |
Verse: d და | გმირს მისი მისვლა იამა, | რაზომცა ესვა მაჭარი. |
Verse: a | მას მიაგებნა ვაჭარნი | ყმამან, არ ღაფლად ჴმობილმან, |
Verse: b Page of Ms. A: 124 | ხალვათად იჴმო სავაჭროდ | გმირმან, არ ვისგან გმობილმან; |
Verse: g Page of Ms. B: 9 | მას პატივი სცა ლომ-გულმან, | ვით დასა მისმან ძმობილმან, |
Verse: d და | მოკითხვა ჰკადრა გაკრძალვით, | ვით მშობელს მისგან შობილმან. |
Verse: a | გმირს მადლი ჰკადრა გამზრდელმან, | თქვა: "ქება ვთქვაცა სად ენით? |
Verse: b | გვესმაო თქვენი სიტურფე, | მით ხლება მოვიწადინეთ"; |
Verse: g | მას უძღვნა გმირმან გოარი | ცხრა ხონი თავ-გარდადენით, |
Verse: d და | "სასჯელთა თქვენთა სამუქფოდ | გკადრეთ, ვით გაისაჯენით". |
Verse: a | სხვა რაცა ბრძანა სავაჭრო, | ლარნი ძვირ-დანაფასები, |
Verse: b | მუნ სარასარნი ჩინურნი, | უცხონი კვლა ატლასები, |
Verse: g | დიბა, ნახლი და სხვა სტავრა, | მუნ ხათაური ხასები, |
Verse: d და | ივაჭრა რაცა გამზრდელმან, | მას მიუთვალა ფასები. |
Verse: a | ყმას უჭვრეტდა მალვით ქალი, | სხვა მისებრი რამც ენახა? |
Verse: b | მან ივაჭრა რა სავაჭრო, | ყმამან არც ყოლ არ იძრახა; |
Verse: g | იგონებდა საყვარელსა, | მით არ პირი მოუმჭახა, |
Verse: d და | სხვაგან ჰქონდა მას სავაჭრო, | ჭანგი მისთვის მოემახა. |
Verse: a | არა ჰქონდა ქალს სავაჭრო, | არ უნდოდა გაყრა ყმისა, |
Verse: b | თვალნი ჭვრეტით გაუმცვიფრდა | და წაეხვნა ღონე თქმისა; |
Verse: g | მას დაება გული ესრე, | რომ ვეროდეს ვერ აჴსნისა, |
Verse: d და | ყმასა ჰკადრა სიტყვა ფრქვევით, | არ იცოდა, რაცა ქნისა. |
Verse: a | ყმას ჰკადრა კვლაცა გამზრდელმან | სიტყვანი რამე მცირენი: |
Verse: b | "მე შენი მიკვირს სიტურფე, | მჭვრეტელთა გულ-საგმირენი, |
Verse: g | მელნისა ტბათა გარეშე | ჰინდოთა რაზმთ სიჴშირენი, |
Verse: d და | სისრულე, ნაკვთი ტანისა, | მკლავთ სიგრძე, კვლა სიმაგრენი". |
Verse: a | "არა ჰგავ სახით ვაჭარსა, | არცა ვაჭრულად რებულსა, |
Verse: b | ხარ სახელისა მძებნელი, | ჰგავ ვისმე კაცსა ქებულსა; |
Verse: g | გწვავს გულსა ეშყი მნათობთა, | გხედავ მისგანვე ვნებულსა, |
Verse: d და | სხვა სავაჭრო გაქვს, არა | სდევ ვაჭარსა ლარ-ქონებულსა". |
Verse: a | ყმამან უთხრა: "ვარ ვაჭარი, | ზაულითგან წამოსრული, |
Verse: b | არს მამაცი ზაულელი, | გმირთა მსგავსად, ყველა სრული. |
Verse: g | ვარ ვისიმე მაძებარი, | აქ არს ჩემი აღსასრული; |
Verse: d და | ადრე მიჰხვდე, თუცა გინდეს, | ვისგანცა ვარ გულ-დაბმული". |
Verse: a | "მაქვს რა საქმე საიდუმლო, | გკადრო, თუმცა გამიგონო, |
Verse: b Page of Ms. A: 125 | გიდო, გეძმო, დაგემოყვრო, | კვლაცა ყმურებ დაგემონო, |
Verse: g | გიმოყვრო და გმსახურებდე, | თავი ამად მოგაწონო, |
Verse: d და | კვლა გიძღვნიდე, რაცა გინდეს, | არ თუ სხვაფრად დაგაღონო". |
Verse: a | "ვინ ვარ, გაგანდობ, ოდესცა | კვლა გნახავ ჩემთან რებულად, |
Verse: b | მე გაგიცხადებ ფარულსა | ჩემსავე, არ დაკლებულად, |
Verse: g | მაშინღა მიცნა, ღარიბად | ყოფილ ვარ ანუ ქებულად"; |
Verse: d და | მისგან რა ესმა გამზრდელსა, | შეიქნა გულ-დადებულად. |
Verse: a | ყმას მადლი ჰკადრა გამზრდელმან, | დალოცა მისი ძმობილი, |
Verse: b Page of Ms. B: 10 | გულ-მხიარულად გაზრდილსა | თანა ვალს, ამბის ცნობილი; |
Verse: g | მივიდა, ჰკადრა ყველაი, | არ იყო მისგან გმობილი, |
Verse: d და | "წამოვე თქვენდა საამბოდ, | ვარ ადრე მისგან ჴმობილი". |
Verse: a | არს მძებნელი სხვისა რისმე, | მას უჴმია თავი ვაჭრად, |
Verse: b | მიჯნურსა ჰგავს, არ ეწყალვის | თავი მისი ველთა გაჭრად; |
Verse: g | ეგულების მას ლახვარი | მზისა, აძლევს გულსა დაჭრად, |
Verse: d და | მას საწუთრო არად უღირს, | არ ნაქსოვად, არცა ნაჭრად". |
Verse: a | "მე მისი ქება ვით გკადრო, | სიტურფე რა თქვას ენამან? |
Verse: b Page of Ms. D: 175 | შუქნი წაუხმან მზისადა, | მთვარე დრად არ აჴსენა მან; |
Verse: g | ღამებრ დაბინდა მნათობნი | მას ყმასთან გამოჩენამან, |
Verse: d და | ნეტარ რა ნახოს უამე | მის ყმისა თვალთა ჩენამან?" |
Verse: a | "ყოვლითა ზნითა სრულია | იგი, წუნ დაუდებელი, |
Verse: b | მჯობი ყოველთა ნახულთა | არს, მისთვის ვარ მაქებელი; |
Verse: g | უხვი, გამცემი, ჯომარდი, | ნადიმ-ლხინ-დაუკლებელი, |
Verse: d და | იხარებს მისის ჭვრეტითა | ყოველი მისი მხლებელი". |
Verse: a | თქვა: "დამაწვიყა მე მისმან | ნახვამან ყოვლი ნახული, |
Verse: b | არა ჰგავს კაცთა ნაშობსა, | არს კალმით გამოსახული; |
Verse: g | მას გაენათლა შუქითა | სამყოფი, სახლი და ხული, |
Verse: d და | მე მისი მსგავსი ვერ ვნახე, | რაზომცა ვარ მონახული". |
Verse: a | ოდეს ესმა საუბარი | მისი, მზემან ოხრვით ახა, |
Verse: b | ამბის სმენით ეშყი მისი | გულსა თვისსა ჩაისახა; |
Verse: g | "ვიცი, ავნებს სევდა გულსა, | ერთხელ ეგრეც დამენახა, |
Verse: d და | ნახვით სევდა მომექარვა, | ეშყი გულში შემენახა". |
Verse: a | მზემან უბრძანა გამზრდელსა: | "აწ შენ ხარ ჩემი ღონეო, |
Verse: b Page of Ms. A: 126 | მაჩვენე მალვით იგი ყმა, | მე ყმურებ დამიმონეო; |
Verse: g | მისსა ნახვასა ნუ დამგმობ, | ვეჭვ, მოვკვდე, თვარ მაჩვენეო, |
Verse: d და | ცან, სევდა მომკლავს უწყალოდ, | ეს ჩემგან მოიჴსენეო". |
Verse: a | უბრძანა ქრთამი ურიცხვი, | რომ ექნა მისი წადება; |
Verse: b Page of Ms. C: 50 | უწყით, მოალბობს, ვით ცვილსა, | კაცსა ქრთამისა ქადება! |
Verse: g | სიკვდილს ეკრძალვის გამზრდელი, | ვერ ძალ-უც სიტყვის კვლადება, |
Verse: d და | მაგრამ გულს უნდა მის მზისა | ქადებულისა დადება. |
Verse: a | ჰკადრა: "მზეო, ეგზომ ძნელი | საქმე ვითმცა მოვაგვარო, |
Verse: b | ვით შეგყარნე ორნი ერთად, | თავი რასმცა დავადარო, |
Verse: g | ვით ვქნა საქმე საარაკო, | ეგე ვითმცა ვიამარო? |
Verse: d და | ცნას მეფემან, ვიცი მომკლავს, | მით სიცოცხლე გავიმწარო". |
Verse: a | "თუ შეიტყობს კეისარი, | ვიცი, მომკლავს მასვე დღესა, |
Verse: b | მკვდარსა მიწა მესამაროს, | რას ჴელსა ვჰჴდი საუნჯესა? |
Verse: g | მას ჰგავს ეგე საუბარი, | რომ არღვევდე ფრჩხილით კლდესა"; |
Verse: d და | საქმეს ასრე უძნელებდა | მზესა, მისსა მოაჯესა. |
Verse: a | კვლაცა უბრძანა გამზრდელსა: | "შენ ხარ სევდისა წამალი, |
Verse: b Page of Ms. B: 11 | უთუოდ მოგცე საუნჯე, | რაცა მაქვს ნაათამალი; |
Verse: g | მწადს თუმცა ხლება მის ყმისა, | მასცა სწვავს მზისა სამალი, |
Verse: d და | არ დაიმალვის დაფარვით | ეშყი, რაზომცა დამალი". |
Verse: a | "რომე შენ აქებ მას ყმასა, | ჩემივე ცეცხლი სდებია, |
Verse: b | აქვს გულსა ეშყი დამალვით, | მას სევდა არა ჰკლებია. |
Verse: g | მამასა ჩემსა იგი ყმა | ჩემად ქმრად თურე ჰხლებია; |
Verse: d და | ჴამს მისგან გამოცხადება, | მალვა არ გასაძლებია". |
Verse: a | მე მისი ხლება ამად მწადს, | თუ ჩემი შესაფერია, |
Verse: b | ის ჩემად საქმროდ მებედა, | ღვთივ ზეცით დანაწერია; |
Verse: g | მე უნახავად მის ყმისა | ქება არ დამიჯერია, |
Verse: d და | ვის ჰგვარობს, ვის ჰყმობს, ვინ არის, | ყრმა ანუ ვინმე ბერია"? |
Verse: a | "ოდეს წახვიდე სავაჭროდ, | მიახლე, მისკენ მარეო, |
Verse: b | პატრონად გიჴმობ, კვლაცა მე | მხლებელთა დამადარეო; |
Verse: g | თუ მფერობს საქმროდ იგი ყმა, | კვალად მას მიმაბარეო, |
Verse: d და | თუ არა მფერობს, სხვათაებრ | მისიცა სისხლი ვშარეო". |
Verse: a | გამზრდელმან ჰკადრა: "მე შენთვის | თავი გარდამიც წამებად, |
Verse: b Page of Ms. A: 127 | არ დავარიდო სიკვდილსა | თავი მე შენთვის ამებად, |
Verse: g | მოვკვდე, რა მგამა, ღირსმც ვიყო | მე თვალთა შენთა ნამებად, |
Verse: d და | ჴამს პატრონისა სიამე, | ვის ღმერთი სწამდეს სამებად". |
Verse: a | თქვა: "მზეო, გახლავ ოდითგან, | მაშინვე დაგემონეო, |
Verse: b | მე თავი ჩემი საამოდ | მრავალჯერ მოგაწონეო; |
Verse: g | აწ რაცა ბრძანე, ყველაი | ჩემად კლვად გავიგონეო, |
Verse: d და | სიკვდილსა ვხედავ მე ჩემსა, | მაგრამ არა მაქვს ღონეო". |
Verse: a | "მივხვდი შენსა ბრძანებასა, | აწ იგი ვქნა, რაცა გინდეს, |
Verse: b | ნუ თუ მოვკვდე, მეიმედოს, | ჩემთვის თვალთათ ცრემლი გდინდეს; |
Verse: g | მაშინ ვძებნოთ გზანი სავლად | ორთავ ერთად, რა დაბინდეს, |
Verse: d და | ჴამს სიკვდილსა პატრონისთვის | ყმა არ შედრკეს, არ შეშინდეს". |
Verse: a | გარდაეხვია, დაჰკოცნა | გამზრდელსა თვალთა არენი: |
Verse: b Page of Ms. C: 51 | "აწღა ხარ ჩემთვის ვითა და | და დედის დასადარენი, |
Verse: g | ჩემზედ მიგიძღვის ურიცხვი | სიკეთე მოსაჴმარენი, |
Verse: d და | აწ მოვაგვარნეთ, ვით ჴამდეს, | საქმენი მოსაგვარენი". |
Verse: a | გამზრდელ-გაზრდილი იდუმალ | ამ საქმეს დაასკვნიდესა, |
Verse: b | შეირტყეს წელი მათ სავლად | და წასვლას არ იშლიდესა, |
Verse: g | კვლა იგონებდეს მას ყმასა, | არ სჭამდეს, არცა სმიდესა, |
Verse: d და | არჩევდეს მისსა ნახვასა, | მუნ ენით რაც ითქმიდესა. |
Verse: a | ერთს გაენდო მხლებელთაგან, | რომე მზესა არა ჰგმობდა, |
Verse: b | მას შეჰვედრა სრა-სამყოფი | მისი, მისთვის მოიჴმობდა; |
Verse: g | მოეკაზმა, ვით მხლებელი, | რომე კაცი ვერ იცნობდა, |
Verse: d და | მოღამდა და გამზრდელს გაჰყვა, | ვით პატრონსა მისსა ჰყმობდა. |
Verse: a | შეემოსნეს ტანი ჩადრით, | პირსა რიდე დაებურნეს, |
Verse: b Page of Ms. B: 12 | მას ჰკრთებოდა რიდით ელვა, | მჭვრეტთა მისთა გულსა ჰმურნეს; |
Verse: g | ქალს დაუწყო გულმან ძგერა, | ოდეს ახლოს მიეწურნეს, |
Verse: d და | ყმას ეწვივნეს სატურფალნი, | არ თუ მისვლით დაიმდურნეს. |
Verse: a | ესრეთ, რომ გკადრე, მის ყმისა | ნახვად მათ თავნი არესა, |
Verse: b | ჴამს მოემატოს სინათლე, | მზე მიეახლა მთვარესა; |
Verse: g | მივიდეს მუნით ვლებულნი | ლალისა სახლთა არესა, |
Verse: d და | იკითხეს: "სახლი ვაჭართა | უხუცესისა არ ესა?" |
Verse: a | კაცი შეგზავნეს, აცნობეს | მისვლა ყმას მუნ დობილისა: |
Verse: b Page of Ms. A: 128 | "მოსულა ქალი სავაჭროდ, | ნახვა სწადს მას ძმობილისა, |
Verse: g | ხლება მის ყმისა გმირისა, | მტერთაგან არ გმობილისა, |
Verse: d და | ღამე მოსრულნი სავაჭროდ | ვართო, დამთმობი ძილისა". |
Verse: a | გამოეგება დობილსა | ვაჭართა უხუცესია, |
Verse: b | თქვა: "საკურნებლად სნეულთა | ზედან მოსულა მესია; |
Verse: g | მათ ერთმანერთი კვლავ ნახეს, | ვითა და-ძმათა წესია, |
Verse: d და | ნახვა ვისიცა ვისა | სურს, ხლება ლხინს უამესია. |
Verse: a | შეყრით მიჰხვდა მათ სიამე, | წამ-ერთ დასა უალერსა, |
Verse: b | მადლსა ჰკადრებს ძმას დობილი, | ძმად-ფიცს მისსა დასაჯერსა; |
Verse: g | ვერ ძალ-ედვა მოშორვება | თვალთა მათთა მისსა მზერსა, |
Verse: d და | თქვა: "ნახულთა თვალით ჩვენით | უმჯობეს არს ყრმა-და-ბერსა". |
Verse: a | სადგომსა შეჰჴდეს ყმისასა | თავთა სავაჭროდ მჴმობელნი, |
Verse: b Page of Ms. D: 176 | მუნ ერთად მყოფნი ქალ-ყმანი, | არვისგან დასაგმობელნი; |
Verse: g | იდუმალ სინჯვენ მას ყმასა | მუნა ამბისა მცნობელნი, |
Verse: d და | მათ გული ეშყზედ ავაჭრეს, | არ ლარნი დასათმობელნი. |
Verse: a | პირს ჰაილი დაებურა | ქალსა, ვითა მზეს ღრუბელი, |
Verse: b | მისმან შუქმან გაანათლა | რაზომც იყო ღამე ბნელი, |
Verse: g | მჭვრეტთა პირსა შეაყენა | ღაწვთა სხივი, კაცთა მკვლელი, |
Verse: d და | დაწვის მჭვრეტნი მისით ეშყით, | რადმცა ვისგან დასანელი. |
Verse: a | ჰაილსა გარე მის მზისა | შუქი მიდამო კრთებოდა, |
Verse: b Page of Ms. C: 52 | გმირი, მის მზისა მჭვრეტელი, | ვით რეტი, განცვიფრდებოდა; |
Verse: g | რა რომე ჰქონდა სავაჭრო | მზესა, ყმა მიუხვდებოდა, |
Verse: d და | გული ეშყზედა ავაჭრეს | მათი, რაზომცა ბნდებოდა. |
Verse: a | ყმა იტყვის: "მივჰხვდი წადილსა, | გულო აწ გაიხარეო! |
Verse: b | მას ვახლავ, ვისთვის აქამდის | თავი ნადირთან ვარეო, |
Verse: g | პირის-პირ მჯდომსა გიგონებ, | ვინ მზესა დავადარეო, |
Verse: d და | ნაცვლად მომეცა სიამე, | რაზომცა ცრემლი ვშარეო". |
Verse: a | სხდეს ქალ-ყმანი სამნი ერთად, | არვინ იყო მათგან კიდე, |
Verse: b | რაცა მათ ქნეს ანუ რაც თქვეს, | იყვნეს მისი არ დამრიდე; |
Verse: g | მზემან ჰკადრა საუბარი | ტკბილი, მისი დასამშვიდე: |
Verse: d და | "ეგზომ შენსა სიყვარულსა | გნუკევ, რომე არ დამგმიდე". |
Verse: a | ჰკადრა: "მესმა ქება შენი, | ხლება ამად მოვიწადე, |
Verse: b Page of Ms. A: 129 | გული მწევდა შენკენ ამად, | ვეჭვ, ღმერთს ჩემთვის დაებადე; |
Verse: g Page of Ms. B: 13 | გკადრებ ფიცსა ზენაარსა, | იდუმალი გამიცხადე: |
Verse: d და | ვინ ხარ გვარად, ვის ჰპატრონობ? | სიტყვა ამად გამიკვლადე". |
Verse: a | "გული გულს იცნობს, მიჯნურთა | ეშყი არს არ სამალავი, |
Verse: b | მე შენად ცნობად მოსრულ ვარ, | გახლავ თავისა მკრძალავი; |
Verse: g | არა ხარ, გატყობ, ვაჭარი, | ვაჭრულებ ცხენთა მლალავი, |
Verse: d და | თუცა მეფე ხარ, რად არ | გყავს შენ სპანი დაუთვალავი"? |
Verse: a | "სწადს თუ ცნობა ჩემი მზესა, | მე ვარ გორჯასპ ზაულელი, |
Verse: b | მიჩანს ქვეყნად მტერნი, ვითა | ხვადსა ლომსა ძუი მელი; |
Verse: g | სპა მყავს გმირნი ზაულელნი, | უთვალავი მტერთა მსრველი, |
Verse: d და | მესმა ქება მზისა, ამად | გზა მივლია ერთი წელი". |
Verse: a | "გკადრო ჩემი ყველა წვრილად, | არად მინდა ამად ფიცი, |
Verse: b | სრულად ქვეყნად მეფედ მსხდომნი | ჩემად ყადრად არვინ ვიცი; |
Verse: g | მახლდეს ჰინდთა დიდებულნი, | ხან მივსცი და ხან მოვიცი, |
Verse: d და | ვბურთობდი და ვნადირობდი, | შინ სალხინოდ შემოვიქცი". |
Verse: a | "მე ესრეთ მქონდა სიამე, | კვლა მათთან ლხინსა ვზმიდია, |
Verse: b | მტერნი მმონებდეს გაკრძალვით, | მათგან არ მქონდა რიდია; |
Verse: g | თუ ვნახი მწყრალნი ლომ-ვეფხი, | იგიცა დავამშვიდია, |
Verse: d და | მტერს თავსა ვჰკვეთდი, მოყვასსა | ჩემგან სძეს ვალი დიდია". |
Verse: a | "მტერისა ბრძოლა ლაშქრითა | არ არის ჩემი წესია, |
Verse: b | მე სხვა მებრძოლი არა მგავს, | ვით კაცთა ვისმცა მესია, |
Verse: g | რომ მარტო ვხოჭდე სახელსა, | ჩემთვის ეს უამესია; |
Verse: d და | რა რომე გკადრე, უთუოდ, | ჩემი ამბავი ესია". |
Verse: a | თქვა: "ცნობა მწადდა მაგისი, | რომე მიბრძანე ენითა, |
Verse: b | აწ სიხარულსა მივეცი | ამა ამბისა სმენითა; |
Verse: g | არა ჴამს მალვა საქმისა, | კეისარს ეაჯენითა, |
Verse: d და | კვლა მოგხვდეს ნაცვლად სიამე, | რაზომცა ისაჯენითა". |
Verse: a | "კეისარს ჰკადრე, რაცა გწადს, | ხვალ თავი მისკენ არეო, |
Verse: b Page of Ms. C: 53 | რა რომე გკადროს, მაცნობე, | მან ტკბილი ანუ მწარეო; |
Verse: g | თავსა პატრონად ნუ იჴმობ, | ვაჭართა დაედარეო, |
Verse: d და | რაცა მე გკადრო, იგი | ქენ, კვლა საქმით მომიჴმარეო". |
Verse: a | გული მისცეს ერთმანერთსა, | სიყვარული დაიმტკიცეს, |
Verse: b Page of Ms. A: 130 | რომ არ ეგმო ერთმანერთი | მუნ ქალ-ყმათა ამად ფიცეს; |
Verse: g | გაანათლეს შუქით ღამე, | მზებრ ნათელი მათ გაიცეს, |
Verse: d და | ერთად შეკრბეს მზე და მთვარე, | მიკვირს, რადმცა არ გაიცეს? |
Verse: a | მზემ ივაჭრა გული მისგან, | ყმას დაუგდო ეშყი ფასად, |
Verse: b | გულმან ეშყი მოივაჭრა, | მან მოიგო ერთი ასად; |
Verse: g | მათ ივაჭრეს რა საუნჯე, | მუ ენახნეს თვალთა სხვა სად? |
Verse: d და | მზემან შუქი მოაშორვა, | მთვარე დარჩა ამად ნასად. |
Verse: a | წავიდა, დარჩა უსულო | გვამი მის ყმისა ჯანისა, |
Verse: b Page of Ms. B: 14 | მკვდარს დაემსგავსა იგი ყმა | უმისოდ, თქვი, თუ ან ისა; |
Verse: g | მიკვირს, ვით გასძლო მის მზისა | გაყრა, ვერ ხლება წამისა? |
Verse: d და | სოფელს მოშორდა, არვისი | მას სათნო ჰქონდა დრამისა. |
Verse: a | ღამე დილამდის იგონებს, | წუხს, ოხრავს, ახავს ჭმუნვებით: |
Verse: b | "ხვალ კეისარსა ვეახლო, | ვეჭვ, რომ არ ვეძაბუნებით; |
Verse: g | ვინ რომე მწადდეს სამოყვროდ, | მისგან არ დავიწუნებით, |
Verse: d და | ცად მზე ვერ მეტყვის უარსა, | თუ შერთვა მწადდეს გუნებით". |
Verse: a | დილა გათენდა, შეამკვეს | მუნ საუნჯეთა ხონები, |
Verse: b | თვალ-მარგალიტი, გოარი, | ჴელმწიფეთ მოსაწონები; |
Verse: g | კვლა სტავრა, ნახლი, ატლასი, | სხვა, კაცთა არ ნაქონები, |
Verse: d და | კეისრის კარსა ვაჭრულებრ | მიდგა, შეგზავნა მონები. |
Verse: a | დილას იჯდა კეისარი | სასამართლოდ, ჯართ იჴმობდა, |
Verse: b | გარ-ეხვივნეს დიდებულნი | მისნი სრულად, ვინცა ჰყმობდა; |
Verse: g | ნახეს ტურფა დიდ-ვაჭარი, | რომე კაცი ვერ იცნობდა, |
Verse: d და | მას აქებდა სრულად ჯარი, | მუნ მათგანვე არვინ ჰგმობდა. |
Verse: a | სხვა არ ენახნეს მისებრი, | მათ ამად ეუცხვებოდეს, |
Verse: b | ვინ რომე ნახის იგი ყმა, | გაყრა არ მოუნდებოდეს; |
Verse: g | გარ-ეხვევოდეს, მის ყმისა | სისრულე ეკვირვებოდეს, |
Verse: d და | გმირსა ამსგავსეს ვაჭარი, | სხვას რასმცა მიუხვდებოდეს? |
Verse: a | ყმას სინჯევდეს გაკვირვებით, | მოაშორვეს არ თუ თვალი, |
Verse: b | შინათ იჴმეს მეფეს წინა, | ყმას მიუძღვა ხოჯა ლალი; |
Verse: g | მას შეხედა კეისარმან, | გმირს ამსგავსა მიმავალი, |
Verse: d და | ყმამან უძღვნა მას საუნჯე, | მარგალიტი, ტურფა ლალი. |
Verse: a | ყმა წინ წადგა, კვლა მისებრივ | თაყვანი სცა კეისარსა, |
Verse: b Page of Ms. A: 131 | ესალამნის ტურფა ქცევით, | არ არცხვენდა მისსა გვარსა; |
Verse: g | ყმისა ეგრე ტურფად ქცევა | მოეწონა სპას და ჯარსა, |
Verse: d და | მათ უბრძანა კეისარმან: | "არა ჰგავსო ყმა ვაჭარსა". |
Verse: a | კვლა კეისარმან პირის-პირ | უბრძანა ჯდომა გმირისა, |
Verse: b Page of Ms. C: 54 | იყო სიმრავლე მდიდართა, | სალხინოდ სხდომა ჴშირისა; |
Verse: g | სიმდიდრე, მათი ქველობა, | ყმამან არ გაიკვირისა, |
Verse: d და | უცხო თუ ნახის რაცაღა, | უვიცად არ უმზირისა. |
Verse: a | ყმანი ახლდეს კეისარსა, | დიდებულნი მრავალ-გვარი; |
Verse: b Page of Ms. D: 177 | მუნ ქალისა მათხოვარნი | კაცნი იყვნეს ერთი ჯარი, |
Verse: g | მეფეთ შვილნი, ტურფა სახით, | ყველა გმირთა დასადარი, |
Verse: d და | მაგრამ იყვნეს მათნი მჭვრეტნი | მუნ ვაჭრისა მაქებარნი. |
Verse: a | კვლა ჩაშნაგირთა მიიღეს | სუფრა წინაშე მეფისა, |
Verse: b | სავსე ხონებით ჭამადნი | მიაქვს მსახურთა სეფისა; |
Verse: g | კვლა საყიანთა მიიღეს | ღვინო, მომცემი ქეფისა, |
Verse: d და | შეიქნა სმა და გაისმის | ჴმა ჩანგისა და დაფისა. |
Verse: a | სვეს ღვინო, წართეს, იამეს, | რაც რომ მათ იამებოდა; |
Verse: b Page of Ms. B: 15 | ყმას უალერსა მეფემან, | მით გული დაედებოდა. |
Verse: g | მას ახლოს ახლდა იგი მზე, | ვისთვის რომ გული ბნდებოდა, |
Verse: d და | სარკმლით უჭვრეტდა ყმასა | მზე, ის უფრო მისთვის კვდებოდა. |
Verse: a | ყმას უელვა პირი მზემან, | თვალსა მისებრ რამც ენახა? |
Verse: b | მან შეხედა, ნახა ოდეს, | გულსა ხატად გამოსახა; |
Verse: g | "სმა მინდაო დოსტაქნისა", | კეისარსა გაეძრახა; |
Verse: d და | მას იამა მისგან თქმული, | არ თუ პირი მოემჭახა. |
Verse: a | კვლა ბრძანა თუ : "მოიღეთო | დოსტაქანი უთრუთისა, |
Verse: b | ვინ რომ იყო თავ-საჩინო | გმირთა შიგან კაცი ღვთისა, |
Verse: g | მაქვსო უცხო მისეულად | შენახული მრავალ-წლისა"; |
Verse: d და | ჰკადრა ყმასა კეისარმან: | "გმირმან ღვინო ამით სვისა". |
Verse: a | მეფემ ბრძანა, საყიანთა | ყმას მიართვეს იგი თასი, |
Verse: b | მას თასშიგან ჩავიდოდა | წონით ღვინო ასი კრასი; |
Verse: g | ჰკადრა: "პირველ მათ უბოძე, | რომე გახლავს ყმა ათასი; |
Verse: d და | ვინ არს კაცი მისი მსმელი, | მებრძოლთ მძლეა ანუ ნასი?" |
Verse: a | კვლა მიართვეს მეფეთ შვილთა | ღვინით სავსე დოსტაქანი, |
Verse: b Page of Ms. A: 132 | სამი, ოთხი ვერ იმაგრებს, | ეზიდების თასსა რვანი; |
Verse: g | ერთსა სმიდეს სრულად ჯარი, | მუნა მსხდომნი იყვნეს რანი, |
Verse: d და | მათ ვერ შესვეს იგი თასი, | მოეჴმარნეს მათნი ყმანი. |
Verse: a | მიჰხვდა რიგი ოდეს გმირსა, | მას მიართვეს თასი სავსე; |
Verse: b | ჴელთ აიხვნა დოსტაქანი, | ბრძანა: "სხვამცა ვინ ვითავსე?" |
Verse: g | თქვა თუ: "მზეო მომეახლე, | მთვარე მცხრალი აწ გამავსე, |
Verse: d და | ვსვამ ამ თასსა მისის ეშყით, | ვინ რომ მზესა დავამსგავსე". |
Verse: a | მან შეხედა მზესა მჭვრეტსა | და დალოცა კეისარი, |
Verse: b | სწრაფად შესვა დოსტაქანი, | სხვად არ იყო მოუბნარი; |
Verse: g | კვლა სხვა ღვინო მოითხოვა, | ყმას უჭვრეტდეს სრულად ჯარი, |
Verse: d და | ზედი-ზედ სვა სამი თასი, | ის სხვისა არს მემუდარი. |
Verse: a | დადგა წინაშე მეფისა | თასი, მათ ეკვირვებოდა, |
Verse: b Page of Ms. C: 55 | მუჴლ-მოყრით მჯდომი წინაშე | სხვასა თასს ეაჯებოდა: |
Verse: g | "ესე ვსვი, კვლაცა სხვას დავლევ, | რა რომე მე მომხვდებოდა"; |
Verse: d და | ყმამან რაც ჰკადრა მეფესა, | მისგან მას იამებოდა. |
Verse: a | მას დღეს ასრე, რომე გკადრე, | სვეს, წართეს და ლხინნი ნახნეს, |
Verse: b | ესაყვარლნეს ერთმანერთსა | და სხვაფერად არ იძრახნეს; |
Verse: g | სმა გათავდა, განსასვენად | კვლა სადგომნი მათ მონახნეს, |
Verse: d და | მჭვრეტთა მისთა მას დღეს ყმისა | ქება თქვეს და არ უძრახნეს. |
Verse: a | მას ღამეს მოისვენებდეს, | ვითცა წესია მთვრალისა; |
Verse: b | დილა გათენდა, მძებნელი | მოვიდა ხოჯა ლალისა, |
Verse: g | მივიდა, ჰკითხა, უამბო | მეფეს ნახული თვალისა: |
Verse: d და | "ვეჭვ, რომ არ იყოს ვაჭარი, | მათხოვარია ქალისა". |
Verse: a | მეფემ უბრძანა: "იგი ყმა | არსო დღეს ჩემი წვეული, |
Verse: b Page of Ms. B: 16 | მაქვს გულსა კარგი ურიცხვი | მე მისთვის გამორჩეული; |
Verse: g | მას იქს, რაც ვჰკადრო უთუოდ, | არს თუ არ ჭკუა-ბნეული"; |
Verse: d და | ბრძანა: "უამბე მას ყმასა | წყალობა აწ ჩემეული". |
Verse: a | მივიდა და ლალი ჰკადრა, | რაცა ბრძანა კეისარმან; |
Verse: b | მადლი ბრძანა კეისრისა | მან არვისგან დასადარმან: |
Verse: g | "ვარ გამთავე ბრძანებისა, | დღეს საქმე ცნას ჩემი ჯარმან"; |
Verse: d და | ეგულების ხლება მზისა, | აიტანა მისმან ზარმან. |
Verse: a | მოეკაზმა კვლაცა გმირი, | ტანს ჩაიცვა ფალავნური, |
Verse: b Page of Ms. A: 133 | სჯობს ყოველთა მისთა გვართა, | მტერზედ მსწრაფლად მინაშური; |
Verse: g | ჴელთ აიხვნა მძიმე ლახტი, | ძროხის სახე ჰინდუსტნური, |
Verse: d და | მას დღეს მისთა ახლოს მჭვრეტთა | გარდებანნეს გულსა მური. |
Verse: a | ყმა ეახლა კეისარსა, | ქებად მორთო მისთვის ენა, |
Verse: b | კვლაცა გმირმან მისის მისვლით | სრა-საჯდომი დააშვენა; |
Verse: g | მჭვრეტთ იამეს ხლება ყმისა, | არ თუ შექნეს ნახვით წყენა, |
Verse: d და | გულს რაც ედვა საიდუმლო, | ცხადად უნდა გამოჩენა. |
Verse: a | ყმასა ჰკადრა კეისარმან: | "აწ შენი ვარ მემუდარე, |
Verse: b | ვინ ხარ გვარად, ვის გამსგავსო, | კაცთა ვითმცა დაგადარე? |
Verse: g | ლხინად მჩანსო შენი ხლება, | არ თუ გულსა შემომყარე, |
Verse: d და | მოგცე მათი პატრონობა, | ვინ რომ მყმობენ შინ თუ გარე". |
Verse: a | ყმამან უთხრა: "რამცა გკადრო? | ვარ მეფისა მაქებარი, |
Verse: b | ვარ ვაჭარი ზაულელი, | გკადრე, ეს არს ჩემი გვარი; |
Verse: g | ყმა ვარ მისი, რომე ქვეყნად | არვინ არის მისი დარი, |
Verse: d და | აქვს ჰინდი და ჩინ-მაჩინი | მას უკლებლად, მთა და ბარი. |
Verse: a | "მესმა, ჰყავს ქალი მეფესა, | უწყალოდ კაცთა მსრველია, |
Verse: b | მას მშვილდი აქვსო სადაოდ, | მოწევა მისი ძნელია; |
Verse: g | ვინ მოსწევს მშვილდსა, რაცა სწადს, | იგი მზე მისი მქნელია, |
Verse: d და | ვინ რომ ვერ მოსწევს მას მშვილდსა, | მისიც სხვათაებრ მკვლელია". |
Verse: a | კეისარს წინა მოსრულ ვარ | საცდელად მისვე დავისა, |
Verse: b | ვარ შეყრის მდომი მის მზისა, | ანუ მიმცემი თავისა, |
Verse: g | მისი რომ ჩემებრ კაცთა კლვა | მრავალთა არა ჰგავისა, |
Verse: d და | თქმულა: წესია სიკვდილი | კაცისა დამნაშავისა". |
Verse: a | ყმას კეისარმან უბრძანა: | "რად ხარო მკვლელი თავისა, |
Verse: b | თვით ვინ არს ქვეყნად სულდგმული, | გამთავე ამა დავისა? |
Verse: g | თქმულა: ეშმაკთა დარია | ყოველი მქნელი ავისა, |
Verse: d და | ვის აჴსოვს დათვლა ვარსკვლავთა, | ბრჭყალით უჭრია ქვა ვისა? |
Verse: a | "ოდეს გნახე ჩემად სტუმრად, | მაქვს მე შენი სიბრალული, |
Verse: b | არსო შენგან დასაჯერი, | რაცა გკადრე ჩემგან თქმული: |
Verse: g | მოგცე ჯართა თავადობა, | გკადრო ამად ფიცი სრული, |
Verse: d და | გიძღვნა საყმოდ, მეხარაჯედ | მისრელნი და დიმიშყული". |
Verse: a | ჰკადრა: "დამიც ამად თავი, | მას მე ვინმცა დამიშლისა? |
Verse: b Page of Ms. A: 134 | ცან მართალი, მისად შეყრად | გზა მივლია ერთის წლისა; |
Verse: g Page of Ms. B: 17 | მაქვს ნაღველი აწ მას აქეთ | არ თემისა, არ სახლისა, |
Verse: d და | რომე მისთვის ჭირი ვნახე, | კაცი ენით ვით დასთვლისა"? |
Verse: a | "მისი მქნელი ვარ, რა რომე | თქვენ დაგიც ჩემთვის პირობა, |
Verse: b Page of Ms. D: 178 | ვინ რომე იგი ათაოს, | გამოჩნდეს მისი გმირობა, |
Verse: g | მზე მიჰხვდეს, ნაცვლად ჭირისა _ | სრულად ქვეყნისა მირობა; |
Verse: d და | ვერა ქნას, მიჰხვდეს სიკვდილი, | მეყვისთა დაუტირობა". |
Verse: a | ყმას უბრძანა კეისარმან: | "გკადრე შენთვის ყველა კარგი, |
Verse: b | რა რომ მესმის შენგან თქმული, | ის არვისთვის არ არს ვარგი; |
Verse: g | თქმულა: "სიტყვის გაგონება | არს ჭკუისა ერთი დარგი", |
Verse: d და | განიმზადე საკლად თავი, | ოჴრად გრჩების ყმა და ბარგი". |
Verse: a | გათენდესო დილა ოდეს, | ამად დადვეს პაემანი, |
Verse: b | მათ უმძიმდა, ვის რომ ესმნეს, | მცნობნი იყვნეს ყმისა რანი: |
Verse: g | "ნუ თუ მზემან აწ უწყალოდ | გმირი მოსრას, ვითა სხვანი? |
Verse: d და | ყმა მოისრას მისის ჴელით, | საქმე იქნას არა გვანი". |
Verse: a | ყმა წავიდა სადგომთაკენ | არ პირ-ქუში, მხიარული, |
Verse: b | ის მიიმღერს, ლექსად იტყვის: | "გამიმთელდა აწღა წყლული; |
Verse: g | მიჩანს ლხინთა უამესად | მე სიკვდილი მისეული, |
Verse: d და | მომკლას ანუ მიამაროს, | ვახლავ მისთვის დაკარგული". |
Verse: a | ოდეს მივიდა სადგომსა, | მას მონა დახვდა მდგომარე, |
Verse: b | ჰკითხა: "ვინ ხარო?", მან ჰკადრა: | "იგიო, რომ ხარ მდომარე; |
Verse: g | მისი ვარ, ვინ რომ მზეთა მზედ | მეფედ ტახტზედ არს მჯდომარე, |
Verse: d და | ოდენ აქ გახლდა სავაჭროდ, | მან დააშვენა რომ არე". |
Verse: a | "ამად გახლავ მონა თქვენი, | რომ ამბავსა თქვენსა ველი, |
Verse: b | ცნან ოდესცა თქვენი მოსვლა, | გეახლების კვლა გამზრდელი; |
Verse: g | შეიყრებით ორნი ერთად, | გაადვილდეს საქმე ძნელი, |
Verse: d და | მართებს, რომე, რაცა ჰკადროს, | გმირი იყოს მისი მქნელი". |
Verse: a | გამზრდელს აცნობა მონამან | კვლა სადგომს მისვლა გმირისა, |
Verse: b Page of Ms. C: 56 | მან ქალსა ჰკადრა ამბავი, | არ იყო მთქმელი ძვირისა; |
Verse: g | უბრძანა: "წადი, ყმას ჰკადრე _ | ხარ გარდუჴდელი ჭირისა, |
Verse: d და | ხვალ მიდი, სთხოვე ბორჯალი | მეფეს ამ ერთის კვირისა". |
Verse: a | "არს ჩემი მშვილდი რკინისა, | მისი მოწევა ძნელია, |
Verse: b Page of Ms. A: 135 | უბრძანებ _ შექნას სხვა მშვილდი, | ვინ რომე მშვილდის მქნელია, |
Verse: g | გაგიადვილებ საქმესა, | არს ღმერთი შენი მჴსნელია"; |
Verse: d და | ფიცხლად მივიდა გამზრდელი, | არს ბრძანებისა მთქმელია. |
Verse: a | ყმამან მზისა ბრძანებასა | მადლი ჰკადრა, არ უძრახა: |
Verse: b | "ვჰფიცავ შენსა სიყვარულსა, | რომე გულსა ჩამესახა, |
Verse: g | ქვაცა იყოს მშვილდად, მოვსწევ, | ოდეს თვალმან ჩემმან გნახა, |
Verse: d და | მაგრამ რა ვქნა, მანობამდის | რომე გნახო, ახ, ვა, ახა"!? |
Verse: a | "სურნელო, მუშკო, ამბარო, | ალვისა ნორჩო და ხეო, |
Verse: b Page of Ms. B: 18 | მაშინვე დამწვი, რომ ვნახე | მე შენი მზეებრ სახეო; |
Verse: g | ხლებით წამართვი გონება, | გაყრით ვუშე და ვახეო, |
Verse: d და | მე, შენთვის მკვდარი, კვლავ მომკალ, | გულსა ლახვარი მახეო". |
Verse: a | "მე მომეძულა ნახვითა | შენით ყოველი ნახული, |
Verse: b | გული წამიღო ცნობითურთ | სევდამან შენმან და სული; |
Verse: g | მაქვს შენი სახე მას აქეთ | გულს ხატად გამოსახული, |
Verse: d და | მომკალ და აწღა გეწყალვი | მე შენთვის ასრე გასული". |
Verse: a | "აწ მაქვს შენი სიყვარული | გულსა ჩემსა დამალული, |
Verse: b | ოდეს მესმა ქება შენი, | ვარ მას აქეთ დაკარგული, |
Verse: g | არვინ მიყვარს შენგან კიდე, | ამად გკადრო ფიცი სრული, |
Verse: d და | ვიყავ მზისა მაძებარი, | არ მომსვლია თვალთა რული". |
Verse: a | "ხვალ გათენდეს დილა ოდეს, | მე ვეახლო კეისარსა, |
Verse: b | მას გამოვსთხოვ ჩემსა მკვლელსა, | რომე ვნახავ მზისა დარსა, |
Verse: g | ვისთვის ვკვდები, მას ვეახლო, | მას ვუჭვრეტდე მოუბნარსა, |
Verse: d და | ვნახო, თუმცა მშვილდს ვერ მოვსწევ, | მოვაყივნებ ჩემსა გვარსა". |
Verse: a | "გნუკევ, თუ გკითხოს მეფემან, | არ ჰკადრო ნახვის უარი, |
Verse: b | ვინ იცის, რა ქნას სოფელმან, | მატყუარი და ცრუ არი; |
Verse: g | ხვალ შენი გაყრა ვერ ძალ-მიც, | მე გკადრო არ ნატყუარი, |
Verse: d და | ძალს მიჯნურთაგან ნება | სჯობს, თვარ გამოჩენის დრო არი". |
Verse: a | ყმამან დაჰვედრა გამზრდელსა | კვლა მისგან ნაუბარია: |
Verse: b | "ღმერთიმც არს ჩემზედ წყალობით, | მზე ვნახო ჴმა-ნარნარია, |
Verse: g | რაცა ხვალ მე ვქნა, მუნ მჭვრეტი | მით გავაკვირვო ჯარია, |
Verse: d და | ვათაო თქმული მეფისა, | შევიპყრა მზისა დარია". |
Verse: a | კვლა გათენდა დილა ოდეს, | ტანს ბაბრაბი მან გაიწყო, |
Verse: b Page of Ms. A: 136 | წელს გაირჭო მძიმე ლახტი, | მალ-ქამანდი შემოიწყო; |
Verse: g | თქვა: "რაც მართებს გვარსა ჩემსა, | ქნა საქმისა აწ დავიწყო, |
Verse: d და | კვლა ნება ვქნა მეგობართა, | მტერს სიცოცხლე დავავიწყო". |
Verse: a | მეფისა კარსა ამაყად | მივიდა გმირი არ ავი, |
Verse: b Page of Ms. C: 57 | შეჰჴდა უწვევრად სეფესა | საქმისა დაუზარავი; |
Verse: g | კეისარს ჰკადრეს: "მოვაო | გმირი, მტერთ სისხლთა მშარავი"; |
Verse: d და | თქვა: "გავაცხადო ნამალი, | საქმე ვქნა არ ნაჭორავი". |
Verse: a | გმირი, მისკენ მიმავალი, | ოდეს ნახა კეისარმან, |
Verse: b | ის შეშინდა მისით ნახვით, | აიტანა მისმან ზარმან; |
Verse: g | მიეგებნეს კვლა თავმდაბლად, | თაყვანი სცეს მისმან ჯარმან, |
Verse: d და | მათ უბრძანა ყმამან მადლი, | გმირმან, ტკბილად მოუბარმან. |
Verse: a | ტახტი აჩვენეს საჯდომად | მას გმირს, არვისგან ძრახულსა, |
Verse: b | მან დაავიწყა ყოველი | ნახული მისსა ნახულსა; |
Verse: g | გმირი ქვეშ-ქვეშად იმზერდა, | ამსგავსეს გამონახულსა, |
Verse: d და | შიშითა მისით მჭვრეტელთა | ვერ ნახვენ თვალ-დაფახულსა. |
Verse: a | კეისარს ჰკადრა: "მე თქვენი | აწ გავათავე ბრძანება, |
Verse: b Page of Ms. B: 19 | აწ რაცა გწადდეს, ისი ვქნათ, | არა ჴამს დაყოყმანება; |
Verse: g | კაცისა რაც არს წერილი, | იგივე მას ეზმანება, |
Verse: d და | საქმისა გაუბედავი | თვით არვინ არ იჴსენება. |
Verse: a | კვლაცა ჰკადრა კეისარმან | ყმას სადაო განაჩენი: |
Verse: b | "კარს მიდგს მზისა მათხოვარნი, | მეფეთ შვილნი მოაჯენი; |
Verse: g | რად არ გესმის სიტყვა ჩემი, | არ გაქვს თურმე თვალთა ჩენი, |
Verse: d და | ეშმაკს უძღვნი თავსა საკლად, | ქედსა შენსა სისხლი შენი"! |
Verse: a | უბრძანა ვისმე მხლებელსა | ფიცხლად მოღება მშვილდისა, |
Verse: b | ყმამან მისივე ბრძანება | თქვის და არ უკუწბილდისა. |
Verse: g | ზოგჯერ გაუწყრის ჴელმწიფე | და ზოგჯერ დაუტკბილდისა; |
Verse: d და | ყმა მაგრად იდგა, ვითა | კლდე, არ თურე გაუცვლიდისა. |
Verse: a | მიართვეს მშვილდი მეფესა | საკლად მუნ ყმისა ჯანისა, |
Verse: b | "ჰგავს იგი ცისა სარტყელსა", | იტყვი უცილოდ, ან ისა; |
Verse: g | მოჰქონდა ათსა მამაცსა, | მეფე ყმას წინა გზანისა: |
Verse: d და | "სიკვდილს მიეცი უცილოდ, | აწ რიგი მოგხვდეს ნანისა". |
Verse: a | წინ დაუდვეს ყმასა მშვილდი, | მნახველთათვის საზარელი; |
Verse: b Page of Ms. D: 179 | ყმამან თქვა თუ: "მშვილდი წინ მიც, | მოსაწევლად ჩემგან ძნელი, |
Verse: g Page of Ms. A: 137 | გამემარჯოს, რა სამუქფო, | ანუ სად არს ჩემი მკვლელი? |
Verse: d და | მშვილდს ვერ მოვსწევ, ფიცხლად მომკლავს, | წინ გზა მიცსო ერთობ გრძელი". |
Verse: a | "ჴამს, ვისთვის ვკვდები, პირდაპირ | იჯდეს, მეიმედებოდეს, |
Verse: b | ეგრეც უჭვრეტდეს, იახლოს, | ვინ ვისთვის რომე კვდებოდეს; |
Verse: g | სიკვდილთა ნაცვლად რა მომხვდეს, | მით გული დამედებოდეს, |
Verse: d და | მაშინღა მოვკვდე, სიკვდილი | არ ცუდად წამიჴდებოდეს". |
Verse: a | ჰკიდია ფარდა, მას უკან | ზის ქალი, ესმის ყურითა; |
Verse: b | მამასა ჰკადრა: "რაცა თქვას, | ყმას მისთვის ნუ ემდურითა! |
Verse: g | აღონებს თავსა, არ იდებს | სიკვდილსა, მომრჩეს თუ რითა? |
Verse: d და | სხვათაებრ მასცა თავს მოვსჭრი | მე ჴმლითა ეგვიპტურითა". |
Verse: a | "რა რომ მოგიდვას, იგი ქენ, | ჭმუნვით დაცალე გულია, |
Verse: b Page of Ms. C: 58 | პირის-პირ ვიყო მჯდომარე, | გათავდეს მისი თქმულია; |
Verse: g | მაშინღა ჰკადრეთ სადავო | ყმას, მშვილდი ჩემეულია, |
Verse: d და | კვლა კაცთა მკვლელი მზა იყოს, | ცნას მისი აღსასრულია". |
Verse: a | უბრძანა, დადგეს პირდაპირ | ტახტი თლილისა ლალისა, |
Verse: b | შეამკვეს მისდა საკადრად | მუნა საჯდომი ქალისა; |
Verse: g | მზე დაჯდა ტახტზედ საჩინო, | გამცვიფრებელი თვალისა, |
Verse: d და | მას არ მიაჩნდა შვიდნივე | მთიებნი დარად ჩალისა. |
Verse: a | ყმამან ნახა ოდეს პირ-მზე | ტახტზედ მჯდომი, მისი მკვლელი, |
Verse: b | ჴელთ აიხვნა რკინის მშვილდი, | ცდად შეირტყა მისთვის წელი; |
Verse: g | ჰკადრა: "მზეო, შენის ხლებით | გაადვილდეს საქმე ძნელი, |
Verse: d და | მაქვს ქორწილი ჭირთა ნაცვლად, | დღეს სიკვდილსა არ მოველი". |
Verse: a | მუჴლ-მოყრილმან მათს წინაშე | მშვილდსა მედგრად წამოზიდა, |
Verse: b Page of Ms. B: 20 | გატყდა მშვილდი სამგან-ოთხგან, | ყმასა ჴელზედ დაეკიდა; |
Verse: g | პირს ჰკრა მშვილდი კეისარსა, | ვითა მტერსა წაეკიდა: |
Verse: d და | "გქონდა თურე რკინის მშვილდი, | ხოტბით თავი გაგედიდა". |
Verse: a | მან მოჰკიდა მზესა ჴელი, | ფიცხლად გავლო სრისა კარი; |
Verse: b | შეეშინნეს მისთა მჭვრეტთა, | იმალვოდეს სრულად ჯარი; |
Verse: g | ეტლზედ შესხდეს მზე და მთვარე, | სწრაფად გავლეს იგი შარი, |
Verse: d და | ხლება სწადდეს მათ არვისი, | მათეულნი არცა ლარი. |
Verse: a | მათ გზანი გავლნეს, რაც ოდენ | დღე-ღამე გაევლებოდეს; |
Verse: b Page of Ms. A: 138 | მაშინ კეისრის პატიჟნი | არვისგან დაითვლებოდეს. |
Verse: g | მას ჯავრი ჰკლევდა, ჭმუნვიდა, | სევდით არ გაეძლებოდეს, |
Verse: d და | განცვიფრდის, დაბნდის, ემსგავსის | მას, რომე კაცი კვდებოდეს. |
Verse: a | ვინ რომ ახლდეს მეფეთ შვილნი, | მათხოვარნი, კეისარსა, |
Verse: b | მათ ჩაიცვეს ტანს აბჯარი, | ფიცხლად მიდგეს მეფის კარსა; |
Verse: g | თქვეს: "ფარმანსა ვეაჯებით, | აწ გაუშვათ ჩვენ ის არსა, |
Verse: d და | მას ვაახლებთ მკლავ-შეკრულსა, | წავიტანთო თან არ ჯარსა". |
Verse: a | მათ უბრძანა მადლი, კვლაცა | მათმან ქარმან ააჩქარა, |
Verse: b | იჴმნა მისნი დიდებულნი, | კვლა სხვა ჯარი დაიბარა; |
Verse: g | ტანს ჩაიცვა საომარი, | ფიცხლად ჯარი შეიყარა, |
Verse: d და | ყმას წაუდგა ზაულელსა, | მან სიცოცხლე გაიმწარა. |
Verse: a | გმირსა, გზაზედ მიმავალსა, | თხა-კანჯარნი ენადირნეს, |
Verse: b | გზის პირს ისხდეს ორნი ერთად, | წვადთა შეწვა დაეპირნეს, |
Verse: g | ელაღობნეს ერთმანერთსა, | მათ იამნეს, არ იტირნეს; |
Verse: d და | შორით ასტყდა მტვერი ჯართა, | მათ ქოსთა ჴმა გააჴშირნეს. |
Verse: a | ყმამან ქალს ჰკადრა სიცილით: | "ღამე ვნახეო ზმანებით, |
Verse: b | ვნადირობთ, ჯოგი კანჯრისა | მომხვდესო არ გაქანებით; |
Verse: g | მედგრად ავსწყვიტნე ყველაი | სიკვდილსა მისაგვანებით, |
Verse: d და | ზოგნი შევიპყრენ ცოცხალნი, | მათ წასვლად თავნი ვანებით. |
Verse: a | "არ დამინდო კეისარმან, | მოვა ჩემად შესაპყრობლად, |
Verse: b Page of Ms. A: 139 | მას შეურტყამს წელი ჩემთვის, | საკლად, არ თუ დასაწყობლად; |
Verse: g Page of Ms. C: 59 | გული ჩემთვის სამესისხლოდ, | ენა მორთო დასაგმობლად, |
Verse: d და | ვარ გვარისა მომყივნელი, | თუ ან ერთი მომრჩეს მთხრობლად". |
Verse: a | "ნუგეშის ღმერთი მართალთა | წყალობით შემხედველია, |
Verse: b | ვის ღმერთი სწყალობს, მტერთაგან, | ცან, მისი ძლევა ძნელია; |
Verse: g | არ ავნებს კაცსა მართალსა, | თვით სამართლისა მქნელია, |
Verse: d და | მზე გაანათლებს უკუნსა, | ღამე რაზომცა ბნელია". |
Verse: a | "მათ ჰყავს რაზმი მრავალ-კეცი, | ოდენ შენ ხარ ჩემი რაზმი, |
Verse: b | ტანს ჩავიცვამ ჯაჭვ-ბაბრაბსა, | მათად საკლად მოვეკაზმი; |
Verse: g | აწ გაჩვენო მათი საქმე, | ოდენ ერთი წამი დაზმი, |
Verse: d და | მათ ვატირებ მათთა ბედთა, | არ ვალხინებ, არცა ვაზმი". |
Verse: a | ნახეს რაზმი, სიმრავლესა | მისსა ენით ვით დავსთვლიდე? |
Verse: b Page of Ms. B: 21 | ჩნდა თვალითა მუნ ჯარისა | არ ბოლო და არცა კიდე; |
Verse: g | ქალმან ჰკადრა: "ჟამიაო, | რომ საზავოდ მათკენ ჰვლიდე, |
Verse: d და | დაშვრნეს ამად მკლავნი, ოდეს | ერთი ბევრსა გამოსცდიდე". |
Verse: a | ყმამან უთხრა: "ეჰა მზეო, | ეგე სიტყვა მკადრე ვითა?" |
Verse: b | თქვა: "დამსვრისო ეგე საქმე", | გაიცინა მაღლის ჴმითა; |
Verse: g | "რომე გკადრე ჩემად რაზმად, | დადეგ მაგრად ამ საქმითა, |
Verse: d და | ფიცხლად წავალ, კეისარსა | გვერთ გაახლებ მისის ყმითა". |
Verse: a | ესე თქვა და ცხენს დაუძრა, | მან წაიკრა ლახტსა ჴელი. |
Verse: b | ჴმალ-კაპარჭი მოიმარჯვა, | გარდააცვა მშვილდს საბელი; |
Verse: g | მათ ჴმა-მაღლად გაუძახა: | "გესმნეს, ვინ ხართ სპათა ქველი, |
Verse: d და | გმართებს უკან უკუქცევა, | მოგისაზრავს საქმე ძნელი". |
Verse: a | "რა მიმაქვს თქვენი, რას მომდევთ, | ჩემთვის რა გაგიბედავთო? |
Verse: b | ათას-ათასთა თქვენგანთა | შევებმი მარტო, მხედავთო? |
Verse: g | ნუღარას ხანსა იყოვნით, | ვინ ჩემსა ომსა ჰბედავთო, |
Verse: d და | ღმერთი არს ძალი მართალთა, | წინ რად არ დაიხედავთო"? |
Verse: a | რა შეესმა კეისარსა, | მას მოედვა ცეცხლი ცხელი; |
Verse: b | სპათ უბრძანა: "ვით გვძაბუნობს | ერთი ბილწი ზაულელი? |
Verse: g | მის ბილწისა შესაპყრობლად | აწ შეირტყით, სპანო, წელი, |
Verse: d და | მიდით, გარე-შემოერტყით, | შეუკარით მჭიშნედ ჴელი". |
Verse: a | "მის ყმისა სისხლი შემასვით, | დამჴსენით შეჭირვებასა"; |
Verse: b Page of Ms. A: 140 | არჩევდა კაცთა მამაცთა, | მათ შეასხემდა ქებასა: |
Verse: g | "აწღა მიეცით საქმითა | ამით თქვენთავე ნებასა, |
Verse: d და | კვლა საბოძვრითა აგავსებ, | მიჰხვდეთ ლხინსა და შვებასა". |
Verse: a | ათასი კაცი მებრძოლი, | ომშიგან გამოცდილები, |
Verse: b | მათ გაატანა საომრად, | ვინც იყვნეს მეფეთ შვილები; |
Verse: g | ყმას შეუტიეს უშიშრად, | მისთვის იღრჭინნეს კბილები, |
Verse: d და | მათ შეეცვალა სამსალად | მათი სიცოცხლე ტკბილები. |
Verse: a | მათში გმირი წაერია, | კანჯრის ჯოგსა ვითა ლომი, |
Verse: b Page of Ms. C: 60 | ჩამოყარა ჴმითა ჴაფით | მან ცხენისა ზურგზედ მსხდომი; |
Verse: g Page of Ms. D: 180 | კაცი კაცსა შემოსტყორცის, | მათგან იყო ვინ მიმჴდომი, |
Verse: d და | ვერ მოურჩა ერთი მთხრობლად | მებრძოლთაგან კაცთა ტომი. |
Verse: a | მის გმირისა ბრძოლა მტერთა | ოდეს ნახა კეისარმან, |
Verse: b | მას ეოცნეს მისი ომი, | ჭმუნვა შექნა მისმან ჯარმან; |
Verse: g | კვლაცა რაზმსა შეუტია | მან არვისმან დასადარმან, |
Verse: d და | ჰკრა, მოკლა და ჩამოყარნა, | გლონის ჯოგი ვითა ბარმან. |
Verse: a | სათკენ რომ გმირმან პირი ქნის, | ჯარი ზურგს შეასკვნიდისა, |
Verse: b | ლახტით, ისრით და საგდებლით | ჰკრის, მოკლის, ჴელს უკრვიდისა; |
Verse: g | ვის ჴმალი დაჰკრის მებრძოლთა, | ცხენ-კაცთა შუა სჭრიდისა, |
Verse: d და | მტერნი, მის ყმისა მჭვრეტელნი, | ყმას ქებას შეასხმიდისა. |
Verse: a | ყმამან ნახა კეისარი, | ზურგ-შემოსკვნით ახლოს მივა, |
Verse: b Page of Ms. B: 22 | მიიბრუნვა მისკენ ცხენი, | მსწრაფლ გაქუსლა, მიეწივა; |
Verse: g | მას უყივლა: "შმაგო, ფლიდო, | აწღა გული ვისთვის გტკივა? |
Verse: d და | მომიბრუნდი, შემომები, | შენთვის რისხვა მოიწივა"! |
Verse: a | მიეწურა გმირი ოდეს, | სარტყელს ჴელი ჩაუყარა, |
Verse: b | მან მოჰჴლიჩა ცხენის ზურგით, | იგი ყრმასა დაადარა; |
Verse: g | მიიყვანა, ვითა ჩჩვილი, | მისსა მზესა მიაბარა; |
Verse: d და | "რაცა გკადრე, ყველა ვქენო, | გავათავე აწ მუქარა". |
Verse: a | მას დღეს გატყდა მისგან რაზმი | მრავალ-კეცი, ვითა ტევრი, |
Verse: b | შაბაშ გმირსა, მარტო მისგან | დაძაბუნდა ერთი ბევრი; |
Verse: g | მას არ ევნო მტერთა ლახვრით, | არც ახეწნეს ტანი მჭევრი, |
Verse: d და | არ უცდიდეს ერთმანერთსა | ჯარი მისგან მინადევრი. |
Verse: a | ქალმან ყმასა ქება ჰკადრა, | მას რაზომი ეფერების: |
Verse: b Page of Ms. A: 141 | "გმირო, შენგან აწ ნაქმარი | საქმე ენით ვით იქების? |
Verse: g | რა თქვას მნახმან დასაჯერი, | ხოტბას კაცი ვით მიჰხვდების? |
Verse: d და | ვინ რომ მოგცა მკლავთ გაძლება, | ვეჭვ, რომ მასცა ეკვირვების". |
Verse: a | რას ვაგრძელებ? გმირმან მეფე | მზეს მიართვა შეჭირვებით, |
Verse: b | მუნ მიეცნეს სიხარულსა | ერთმანერთის კვლაცა ხლებით; |
Verse: g | იტირა და აატირა, | თვალთათ ცრემლი აღსავსებით, |
Verse: d და | მზემან ჰკადრა მადლი ღმერთსა, | "აწღა ვიყვნეთ გულ-დადებით". |
Verse: a | ჰკადრა: "ესე არს მძლეთა მძლე, | გორჯასპი სახელდებული, |
Verse: b | ქვეყნად ცისკიდით კიდემდის | ჴმა-აღმატებით ქებული, |
Verse: g | იავარ-მქნელი სამყოფთა, | მტერისა ვაგლახებული, |
Verse: d და | სად რა ნდომია, უქნია | გულისა მას წადებული". |
Verse: a | ესმა მისგან კეისარსა, | თქვა თუ: "თავი გავაფლიდე, |
Verse: b | აწ მე ღაფლად მძინარემან | ქაჯი ვიძმე, ეშმა ვიდე; |
Verse: g | რად ვქენ ავი უმეცარმან, | გმირი რადმცა გარდვიკიდე? |
Verse: d და | აწ მივეცი სინანულსა, | შმაგი თავსა რადღა ვსწვრთიდე"? |
Verse: a | ყმამან უბრძანა: "უჭკუო | კაცი ყველაი ცუდია, |
Verse: b Page of Ms. C: 61 | მას არას არგებს სიმდიდრე, | ვინ რომე ღმერთს წინ მრუდია, |
Verse: g | მიწყივ გვერდს ახლავს სატანა, | მას შიგან დაუბუდია; |
Verse: d და | თქმულა: სიმართლე მეფეთა, | ვითა საყდრისა ზღუდია". |
Verse: a | აწ კეისარმან რაცა ქნა, | ვეჭვ, რომე გარდაჰჴდომოდეს, |
Verse: b | ჩემთვის საწადი გულისა | მისსავე თავს მიჰხვდებოდეს, |
Verse: g | ნარჩევი მისის ჭკუისა | აროდეს არ მოჰჴდომოდეს, |
Verse: d და | მუხთლად რჩომასა კაცთასა | სჯობს თავი მას მოჰკვდომოდეს. |
Verse: a | მას ჰკადრა ფიცი: "მე შენთვის | ავი აროდეს მდომია, |
Verse: b | ამაყი კაცი ყოველი | ჭკუისა მიუხვდომია; |
Verse: g | ვით უგუნურმან, უვიცად | გაბედე ჩემი ომია, |
Verse: d და | ბრძოლა მებრძოლთა მძლეველთა | მტერთაგან არ სანდომია". |
Verse: a | მზესა ჰკადრა: "რაცა მე მჭირს, | ღმერთმან მიყო ბედით შენით, |
Verse: b Page of Ms. B: 23 | მოყვრობისა მომლოდნელნი | შენთვის მტერნი შევიქენით; |
Verse: g | მდევდა საკლად კეისარი, | კვლაცა მედგრად შევიბენით, |
Verse: d და | აწ მოგვხვდების სიხარული | ნაცვლად, რაცა ვისაჯენით". |
Verse: a | თქვა: "კეისარი მიძღვნია, | მზეო, აწ ნაცვლად ჭირისა, |
Verse: b Page of Ms. A: 142 | ჴამს, სიკვდილამდის აჴსოვდეს | აწცა ნაქმარი გმირისა; |
Verse: g | მას არას ავნებს უფალი, | ვინ გამთავეა პირისა, |
Verse: d და | კაცი უჭკუო უგმია | ათინელთ, მსგავსად ვირისა". |
Verse: a | თქვა: "მუნა მყოფი ჴელმწიფე | ბედისა მომდურავია, |
Verse: b | შენ გაპატივე, მოგმადლე, | რაზომცა დამნაშავია; |
Verse: g | მისსავე ტახტსა მიჰმართოს, | მტერთ მოაწონოს თავია, |
Verse: d და | ზოგთა უქადოს სიკვდილი | და ზოგთა მისცეს ზავია". |
Verse: a | ესმა ყმისა კეისარსა, | კვლა თავმდაბლად მადლს იჴდიდა. |
Verse: b | ენა მორთო მისად ქებად, | სიყვარულსა მისსა ზრდიდა; |
Verse: g | მას უდებდა გმირი გულსა, | კაცთა ენით რაც ითქმიდა, |
Verse: d და | მან მიჰმართა სახლსა მისსა, | ხანსა არც ყოლ არ დაზმიდა. |
Verse: a | ყმამან შესვა კეისარი, | მოდიოდეს სამნი ერთად, |
Verse: b | გმირმან ყმანი მოუგროვა, | მას ესევდეს მათად ღმერთად; |
Verse: g | მოდიოდეს პატრონ-ყმანი, | მუნ უმზერდეს მათ სამზერთად, |
Verse: d და | კვლა დაბრუნდეს ყმა და ქალი, | არ გაჰყარნეს ყმანი გვერთად. |
Verse: a | რა მივიდა კეისარი, | გახვნა ძველი ზარდახშანი, |
Verse: b | მან საუნჯე ამორჩევით, | მათთვის ზითვად სხვადასხვანი; |
Verse: g | რა რომ ჰქონდა ქალს საუნჯე, | მხლებელნი და ანუ ყმანი, |
Verse: d და | მან ყათარსა აუკიდნა, | მათთვის იყო საგზლად კმანი. |
Verse: a | ათასი ჯორი, აქლემი, | სრულ დატვირთული ლარითა, |
Verse: b | ასი არაბთა ნაჴედნი | ცხენი, მოსრული ბარითა, |
Verse: g | ასი ხადუმი არაბი, | ჰაბაშსა სჯობდეს გვარითა, |
Verse: d და | სხვა საჴელმწიფო კარავი, | მუნა ჯდის მეფე ჯარითა. |
Verse: a | ვაზირის ჴელით აახლო | მას ყმასა დავლათ-სვიანსა: |
Verse: b Page of Ms. C: 62 | "მუჴლსა მომხვიე, შემინდოს | ნაქმარი გმირსა ჴმლიანსა; |
Verse: g | რაცა ვქენ შმაგმან, უვიცმან, | ექმნასცა კაცსა ჭკვიანსა? |
Verse: d და | თუცა არ მომჰკალ, გაყრითა | თქვენით აწ ველი ზიანსა". |
Verse: a | მათ იარეს დღე და ღამე, | მუნ ქალ-ყმათა მიეწივნეს, |
Verse: b | სწრაფად მისწვდეს მოარულთა, | მათ ცხენს თავსა არ ასწივნეს; |
Verse: g | "ვართო თქვენი მომდევარნი", | ხან-დაზმითა მათ უყივნეს, |
Verse: d და | დადგეს, კვლაცა მიიცადნეს, | მათგან ირგეს, არ თუ ივნეს. |
Verse: a | ყმა გარდაჴდა წყლისა პირსა, | მათ კარავნი დადგეს დიდი, |
Verse: b Page of Ms. A: 143 | კვლა ვაზირი ეთაყვანა | მათ თავმდაბლად წყნარი, მშვიდი, |
Verse: g | მათ რომ უძღვნეს არმაღანი, | მას მე ენით ვით დავსთვლიდი? |
Verse: d და | ყმა ვაზირსა მადლს უბრძანებს, | მართლის მთქმელი, არ თუ ფლიდი. |
Verse: a | მათ ხანი დაყვნეს ცოტაი, | ვაზირი იყო ხლებული, |
Verse: b Page of Ms. D: 181 | მან მოაჴსენა ყველაი, | მეფისა დავედრებული: |
Verse: g Page of Ms. B: 24 | "ჰკადრეო მადლი მეფესა, | ხარ ჩემზედ ვალ-დადებული, |
Verse: d და | ღმერთიცა გიძღვნის სამუქფოს | იყავმცა მისგან ქებული". |
Verse: a | ვაზირს უბრძანა: "მეფესა | ჰკადრეო მადრიელობა, |
Verse: b | მას მისცეს ღმერთმან სიმდიდრე, | შვიდთა ქიშვართა ქველობა, |
Verse: g | ქვეყნის პყრობა და სიუხვე, | გმირობით ჯართა მცველობა, |
Verse: d და | მოწყალეობა ერთგულთა | და მტერთა გულთა მწველობა". |
Verse: a | ვაზირს უბოძა გორჯასპი | ურიცხვი საქონელია; |
Verse: b | გამოესალმნეს, მას ჰკადრეს: | "გზანი გვაქვს სავლად გრძელია; |
Verse: g | მას გზაზედ მივდით, სად რომე | გზის მცველი ზანგთა ქველია, |
Verse: d და | ღვთით მოვსრნე, მისით დავსცალნე | ქვეყანა, ზღვა და ჴმელია". |
Verse: a | გაემართა გზასა სავლად, | მათ წაუძღვა წინ ბადრაგი, |
Verse: b | მათ სმენოდა, რომე ზანგი | გზისა მცველი არსო შმაგი; |
Verse: g | მას არა სჩანს კაცი ყადრად, | არს მგზავრთათვის გულ-სადაგი, |
Verse: d და | მუნ ამსგავსეს სახით დევსა, | მნახველთათვის არს საძაგი. |
Verse: a | ყმამან მიჰმართა, სად რომე | ზანგი კაცთ-მკლვლელი დგებოდა, |
Verse: b | მას ყმასა გულის წადილსა | ვერვინ ვერ მიუხვდებოდა; |
Verse: g | სწრაფად მივიდა, მუნ რომე | კაცთ მზირად დაუდგებოდა, |
Verse: d და | ცხენი გაქუსლა, ეგონა | ზანგი წინ დაუხვდებოდა. |
Verse: a | ნახა კოშკი უმაღლესი, | რომე იტყვის კაცთა ენა, |
Verse: b | მასში მდგომი ცას ჴელს ავლებს, | ეგრე ვინმცა ააშენა? |
Verse: g | მას გარეშე ჴელმწიფეთა | ვერ ძალ-ედვა მისი წყენა, |
Verse: d და | წესად ჰქონდა მასვე ზანგსა | მიწყივ მტერთა სისხლთა დენა. |
Verse: a | წინ-დღე მოესრნეს ვაჭარნი, | ეგვიპტით წამოსრულები, |
Verse: b | ეყრნეს მკვდარნი უწყალოდ, ზოგს | ოდნად ედგა სულები; |
Verse: g | მათ ჰკითხა მათი ამბავი: | "ტანს ვისგან გაქვსო წყლულები?" |
Verse: d და | ზანგმან დაგვჴოცნა, წაგვიხვნა | ყათარნი დატვირთულები. |
Verse: a | გუშაგნი ჰყვანდა ჰაბაშსა | გზაზედან დაყენებულნი, |
Verse: b Page of Ms. A: 144 | მათ მგზავრი ნახეს ურიცხვი, | მუნ გზაზედ იყვნეს რებულნი; |
Verse: g Page of Ms. C: 63 | ზანგს ჰკადრეს მისვლა ვაჭართა, | კვლა ყათრით ლარ-კიდებულნი, |
Verse: d და | ზანგს გაეხარნეს, გუშაგნი | იყვნეს მისგანვე ქებულნი. |
Verse: a | მან მგზავრთა კოშკით დახედნა, | მისგან არ დაითვლებოდეს, |
Verse: b | მუნ წყლისა პირსა სალხინოდ | ჩამოჴდეს, კვლაცა დგებოდეს; |
Verse: g | ზანგსა ეგონნეს ვაჭარნი, | სხვას რასმცა მიუხვდებოდეს? |
Verse: d და | ქონება მათი, საუნჯე, | მისთვის ეიმედებოდეს. |
Verse: a | გორჯასპ უყივლნა ჰაბაშსა: | "ვართ მგზავრნი დიმიშყურია, |
Verse: b | დიდხანს ვლებულნი სავაჭროდ, | აწ შინათ მინაშურია; |
Verse: g | ვინ არს აწ მცველი კოშკისა, | გკადრებ _ მომიგდეთ ყურია, |
Verse: d და | დაგვხვდით, ვით ჴამდეს სტუმრისა | დახვდომა მასპინძლურია! |
Verse: a | "ჩვენ გვივლნია შორნი გზანი, | ვართო ამად დაღალულნი, |
Verse: b Page of Ms. B: 25 | მოვჰჴდით ლართა კიდებულთა, | აქ ვიქნებით ხან-დაზმულნი; |
Verse: g | გკადრებ თქვენთვის სასარგებლოდ, | აწ ისმინეთ ჩემგან თქმულნი, |
Verse: d და | ჴამს დახვდომა თქვენგან ჩვენი, | არ გაგიშვნეთ გულ-ნაკლულნი." |
Verse: a | რა შეესმა სისხლის მსმელსა | ზანგსა ყმისა საუბარი, |
Verse: b | მან გაიწყო ტანს აბჯარი, | შეიყარა ფიცხლად ჯარი; |
Verse: g | მას ეგონა მგზავრი ვინმე, | სხვათ ვაჭართა დასადარი, |
Verse: d და | მან მოჰმართა ყმასა საკლად, | გაისმოდა ჯართა თქარი. |
Verse: a | ტანს ბაბრაბითა მოსილი, | გორჯასპი სახელდებული, |
Verse: b | მას მიეგება უშიშრად, | გმირი, მტერთაგან ქებული. |
Verse: g | მან მეწინენი ასწყვიტნა, | ჰაბაშმან ნახა ვნებული, |
Verse: d და | მას მიაშველა საომრად | სხვანი მასთანა ხლებული. |
Verse: a | სხვანიცა მათებრ მოისრნეს | მისსავე ყმისა ჴელითა, |
Verse: b | კაცი და ცხენი კაცსა ჰკრის, | მათ ჰჴოცდის არ რომელითა; |
Verse: g | მიჰმართა ყმასა საომრად | ზანგმან სახითა ბნელითა, |
Verse: d და | აქვს ჴელთა ლახტი-დოლაბი, | ტარითა რკინის ძელითა. |
Verse: a | ყმას უზახის გულ-გამწყრალი, | ვითა შმაგი, ზანგთა ქველი: |
Verse: b | "მკადრე, ვინ ხარ მეომარი, | ვით გაბედე საქმე ძნელი? |
Verse: g | მოგეახლა აღსასრული, | აწ სიცოცხლეს ნუ მოელი, |
Verse: d და | მოჰკვდე, ვერვინ დაგიტიროს, | გზა გიც სავლად ერთობ გრძელი." |
Verse: a | ყმამან ზანგი გაიცადა, | მნახველთათვის საზარელი, |
Verse: b Page of Ms. A: 145 | თვალნი უგავს სისხლით სავსეს | ტაშტსა, ჰქონდა ბაგე პრტყელი; |
Verse: g | მკლავნი, გმირთა დასადარი, | მისთა მტერთა სისხლთა მღვრელი, |
Verse: d და | უგავს პირი ვეშპის პირსა, | თქვი _ არისო კაცთ ჩამნთქმელი. |
Verse: a | არ შეშინდა გმირი მისგან, | ლხინად უჩნდა მისი ომი, |
Verse: b | ზანგსკისკასად შეუტივა, | ცხენს სიმალე აქვს რაზომი; |
Verse: g | მათ ორთავე მებრძოლთ ჭვრეტა | არს კაცთათვის მოსანდომი, |
Verse: d და | მას დღეს მათგან უამესსა | რას ნახევდა კაცთა ტომი? |
Verse: a | მუნ ორთავე მეომართა | საკლად მიჰყვეს ლახტსა ჴელი, |
Verse: b Page of Ms. C: 64 | ჰკრეს ფარსა და მუზარადსა, | ჴმა გაისმა საზარელი; |
Verse: g | მათთ ნაკრავთა ცეცხლი სცვივის, | ლახტი გაჴდა ვითა ური. |
Verse: d და | მათ ლახტითა არა ევნო, | დასწყდეს ოდენ ცხენთა წელი. |
Verse: a | არ დასცალდეს ცხენს შეჯდომა, | კვლა ჴელ-და-ჴელ შეიყარნეს, |
Verse: b | თავი თავს ჰკრეს, რკინის მსგავსი | ჴელი ჴელსა ჩაუყარნეს; |
Verse: g | ზოგჯერ მან და ზოგჯერ ამან | ზურგ-უკუღმა გზანი არნეს, |
Verse: d და | მათ ვერ ავნეს ერთმანერთსა, | არ ცუდადღა გაიყარნეს. |
Verse: a | მას დღეს ღამემდის ომობდეს | გულითა მესისხლურითა, |
Verse: b | აღონებს თავსა ჰაბაში, | სიკვდილსა მორჩეს თუ რითა: |
Verse: g | ჴელი მკლავს სტაცა, აზიდნა | ჴერჴითა ფალავნურითა, |
Verse: d და | მიწასა დასცა ჰაბაში, | ფიცხლა დასცალა სულითა. |
Verse: a | მან მოჰკვეთა ზანგსა თავი, | თქვი თუ _ ტანსა სრულ არ ება; |
Verse: b Page of Ms. A: 146 | ვინ რომ იყვნეს მუნა მჭვრეტნი, | მათ შეასხეს ყმასა ქება; |
Verse: g Page of Ms. B: 26 | ყმანი მუჴლსა მოეხვივნეს, | ჰკადრეს: "იქნა თქვენი ნება, |
Verse: d და | დაგემონნეთ, ვითა ყმანი, | აწ გმსახურნეთ, რაცა გვხვდება." |
Verse: a | მოართვეს კლიტე კოშკისა, | კარისა ზარდახშანისა, |
Verse: b | დახვდეს, მათ უძღვნეს ურიცხვი, | წესი არს მაემანისა; |
Verse: g | გმირმან უბოძა მათ სპათა | ტურფა სამოსი ტანისა, |
Verse: d და | მათ მოშორვება ვერ ძალ-უც | წამ-ერთ მის ყმისა ჯანისა. |
Verse: a | ყმამან კოშკნი დაიარნა, | მარტო ვლიდა, არ თუ ჯარით, |
Verse: b | კვლაცა გახვნა შეუძრავი | მან სალარო სავსე ლარით; |
Verse: g | მუნ ეგროვნეს ცამდის ლარი, | ზანგთ ნაშოვნი მთით და ბარით, |
Verse: d და | ვერ ეჴმარნეს, ოჴრად დარჩა, | მტერთ დაუგდო სულით მწარით. |
Verse: a | სამად გაყო მან საუნჯე, | თვით ნაშოვნი მისგან ლარი, |
Verse: b Page of Ms. D: 182 | მუნ სამთაგან ერთი გასცა, | მოიმადლა სრულად ჯარი; |
Verse: g | ერთით მათგან საპალნებით | მოიკითხა კეისარი, |
Verse: d და | სხვა რა დარჩა, უძღვნა მზესა | მისეულად ოქრო-მყარი. |
Verse: a | კოშკისა კლიტე, კვლა თემი | მუნვე ზანგისა გმირისა, |
Verse: b | კეისარს უძღვნა, შესთვალა: | "აწ ირგე ნაცვლად ჭირისა; |
Verse: g | მოყვარე მარგი, მე შენთვის | თვით გამთავე ვარ პირისა, |
Verse: d და | ვინ რომ გაახლე, მას ჰკითხე | აწღა ნაქმარი გმირისა." |
Verse: a | გკადრე ასრე, რომე გმირსა | სიმჴნით საქმე მოეგვარნეს, |
Verse: b | დაემონნეს სრულ ჰაბაშნი, | კეისარსა მიაბარნეს; |
Verse: g | მათ არ დაყვნეს ხანი არც ყოლ, | მუნით ფიცხლად აიყარნეს, |
Verse: d და | გულით სევდა-გაძებულთა | სამყოფთაკენ თავნი არნეს. |
Verse: a | მიჰმართეს მათსა სამზღვარსა | მუნვე ტურფითა თავითა, |
Verse: b | მზეს ახლავს, მისსა ხელ-მქნელსა, | მუნ წამოსრული დავითა; |
Verse: g | მოესრნეს მისნი მებრძოლნი | გმირს გვარისაებრ მკლავითა, |
Verse: d და | ესოდენ ღვთისა წყალობა | კაცისა გვესმა სხვა ვითა? |
Verse: a | ზაბულს, ქაბულს და ჰინდუსტანს | გაგზავნეს მახარობელნი: |
Verse: b Page of Ms. C: 65 | "აწ გაიხარეთ ყოველთა, | ვინ არსო ჩემნი მყმობელნი, |
Verse: g | რა რომე ჩემი საქმე სცნათ, | ვეჭვ, რომ არ იყვნეთ მგმობელნი, |
Verse: d და | მტერნი ავსწყვიტნე უკლებლად, | არ დამრჩა მათგან მთხრობელნი. |
Verse: a | სისტანს მივიდნენ მსწრაფლ მუნით | მონანი ამბის მბობელნი, |
Verse: b Page of Ms. A: 147 | ზაულს შეიქნა ზეიმი, | იყვნეს ჭირისა მთმობელნი; |
Verse: g | მას დიდებულთა ურიცხვი | უძღვნეს, არ იყვნეს მგმობელნი, |
Verse: d და | წინ მისაგებლად გმირისა | იყვნეს ლაშქრისა მჴმობელნი. |
Verse: a | მოეკაზმნეს დიდებულნი, | შეიყარნეს, იყვნეს რანი, |
Verse: b | კვლაცა მათდა მისაგებლად | მის ქვეყნისა ბანოანი, |
Verse: g | ყველა მზისა დასადარნი, | მათ გაეთქვნეს ქვეყნად ჴმანი; |
Verse: d და | მას დღეს უჩნდა მათთა ჯართა | არ ბოლო და არცა განი. |
Verse: a | ვისცა ესმნეს მოსვლა ყმისა, | მას დღეს იყვნეს ლხინთა მზმელნი, |
Verse: b Page of Ms. B: 27 | კვლავ მდიდარნი, ახლოს მყოფნი, | ერთად შეკრბეს ინდოელნი, |
Verse: g | მუნ დაჰფარნა მათმან ჯარმან | სრულ სამყარო, ზღვა და ჴმელნი; |
Verse: d და | თქვეს მნახველთა: "უმრავლესი | არს ვარსკვლავთა, ვინა მთვლელი?" |
Verse: a | კვლა დიაცთაგან ურიცხვნი | ქალწულნი, კვლაცა ქმროსანნი, |
Verse: b | ნაქებნი; სახით ტურფანი, | ტან-სარო, გიშრის თმოსანნი, |
Verse: g | უცხოთა რათმე მოქმედნი, | მუშაითნი და მგოსანნი, |
Verse: d და | მუტრიბნი, მკვრელნი საკრავთა, | უცხოთა ჴმითა მჴმოსანნი. |
Verse: a | ვლიდეს გზასა მათდა შეყრად, | ვერ ნახევდი ხან-დაზმულსა, |
Verse: b | ესწრაფოდეს მათი ხლება | მნახველსა და არნახულსა; |
Verse: g | ვის ჰგულობდეს ეტლზედ მსხდომსა, | ცად მზისაებრ მოარულსა, |
Verse: d და | ამ საქმითა მიეგებნეს | ყმანი გმირსა მხიარულსა. |
Verse: a | აწყვეს რაზმი მრავალ-კეცი, | ოდეს ახლოს მიეწურნეს, |
Verse: b | ჴმა გაისმა ცხენ-კაცისა, | კვრა დაბდაბთა გააჴშირნეს; |
Verse: g | დადგეს, მათცა რაზმი უწყვეს, | უთვალავთა ჯართ უმზირნეს, |
Verse: d და | მათთა ეგზომ სიმრავლესა | მუნ მჭვრეტელნი გაეკვირნეს. |
Verse: a | მის ჯარისა სიმრავლითა | მიწა დადრკა, დაიწია, |
Verse: b | თრთოდა ზურგი ზღვა-და-ჴმელთა, | თქვეს: "განკითხვა მოიწია; |
Verse: g | ქნა დავარდნა ქვეყნად ცამან, | ჩხნდე შუბისა შეეწია, |
Verse: d და | მედგრად დახვდა, არ გაუშვა, | კვლა ამაღლდა, აიწია." |
Verse: a | მუნ გმირისა ბრძანებითა | სპა დაიძრა, ვითა ტევრი, |
Verse: b | შორით მოდგის, ეთაყვანის | ნობათითა თვითო ბევრი; |
Verse: g | ბანოვანთა თაყვანი სცეს, | ვინ რომ იჴმნეს მზე ნადევრი, |
Verse: d და | მათ სამუქფოდ მადლი ჰკადრეს, | წაიხარნეს ტანნი მჭევრი. |
Verse: a | წყლის პირს გარდაჴდეს სალხინოდ, | დადგეს სამეფო კარავი, |
Verse: b Page of Ms. A: 148 | მუნ მსგავსად ცისად მაღალი, | სრულად ქვეყნისა მფარავი; |
Verse: g | ტახტზედა დაჯდა იგი მზე, | ტურფა, საქები, არ ავი, |
Verse: d და | მზეს გვერდით იჯდა კვლაცა | ყმა, მტერთა სისხლისა მშარავი. |
Verse: a | მათ შვენოდეს ერთად სხდომა, | შვენიერთა სატურფალთა, |
Verse: b Page of Ms. C: 66 | თქვეს მჭვრეტელთა: "უამესი | რამც ენახნეს კაცთა თვალთა? |
Verse: g | მიულოცეს ბანოანთა, | ქმროსანთა და ქალთა რძალთა, |
Verse: d და | თავს აფრქვევდეს მუნ ქალ-ყმათა | მარგალიტსა, ტყუბთა ლალთა. |
Verse: a | მუნ დიაცთა დიდებულნი, | სად რომ ჴამდა, დასხდეს ოდეს, |
Verse: b | მათ აქებდეს მათნი მჭვრეტნი, | მათთვის ძვირსა ვერ იტყოდეს; |
Verse: g | კვლავ მდიდარნი ზაულელნი | მისალოცად მიდიოდეს; |
Verse: d და | მათ თავმდაბლად მიულოცეს | ლართა ფრქვევით, რაც ითქმოდეს. |
Verse: a | ჲმუნ დასხდეს ჯარი თავადთა, | მორჭმა-დიდებით ქებულნი, |
Verse: b | მათ ორთა ტურფა-საქებთა | აქებდეს მათნი ხლებულნი; |
Verse: g | მათ მხიარულთა ხედვიდეს, | მით იყვნეს გულ-დადებულნი, |
Verse: d და | კვლაცა გარიგდეს მდიდარნი | სალხინოდ, ამოდ შვებულნი. |
Verse: a | იყო მუნ მსხდომთა სიმრავლე, | არვისგან დაითვლებოდა; |
Verse: b Page of Ms. B: 28 | ბრძანა, მიიღეს წინაშე | სუფრა, ვინ რომე ხლებოდა, |
Verse: g | ხონებით სავსე ჭამადნი, | რაცა გულს იამებოდა; |
Verse: d და | მას დღეს მათ ორთა მჭვრეტელთა | ლხინი არ დაეშლებოდა. |
Verse: a | მუნ დღესა შვიდსა სმად ისხდეს, | ჴმა ისმა ჩანგთა ჟღერისა, |
Verse: b | უცხოთა ჴმითა იმღერდეს | მუტრიბნი, ქება ვთქვა რისა? |
Verse: g | თქვეს მზისა ქება, სიტურფე | მის ყმისა ბედნიერისა, |
Verse: d და | შვიდს დღეს ბოძება ლარისა | იყო ყრმისა და ბერისა. |
Verse: a | ლხინი გათავდა, კვლავ იყვნეს | ნიმრუზის გზას მიმავალნი, |
Verse: b | მაღრიბს შეყრილნი მთიებნი | მაშრიყს მზებრ ამომავალნი; |
Verse: g | მათგან შვენოდა სამყარო, | მზე იყვნეს არ ჩამავალნი, |
Verse: d და | ახლდეს მათ ჯარნი კეკლუცთა, | მთვარესა ვითა, მრავალნი. |
Verse: a | სად რომე დადგის, ლხინობდის | მუნ ჯართა ზიაფათითა, |
Verse: b | ალხენდის მათთა მჭვრეტელთა | ბროლ-ბალახშ-მინა-სათითა; |
Verse: g | დახვდის, უბოძის, აავსნის | კვლა საბოძვრითა მათითა, |
Verse: d და | გულს უნათლებდის მხლებელთა | მზეებრ შუქითა მნათითა. |
Verse: a | მოეგებნეს ნიმრუზელნი, | მიეახლნეს სისტანს ოდეს, |
Verse: b Page of Ms. A: 149 | ჴმა გაჴშირდა ყოვლგნით ქოსთა, | ყვიროსტვირთა ჴმა ისმოდეს; |
Verse: g | მუნ მიეცნეს სიხარულსა | ეგზომ დიდსა, რაც ითქმოდეს, |
Verse: d და | ბედთა მათგან რაცა სჭირდეს, | ღმერთო, მას დღეს მათთვის კმოდეს. |
Verse: a | მუშაითთა და მგოსანთა | ჯარი წინ მიუძღვებოდეს, |
Verse: b | უცხოთა რათმე მოქმედნი | წინ სხვანი დაუხდვებოდეს; |
Verse: g | ვით ვარდსა ზედა ბულბულნი, | მჭვრეტნი მათ ზედა კრფებოდეს, |
Verse: d და | მუნ ერთმანერთსა ლაჴვრიდეს, | მათ ხლება ესწრაფებოდეს. |
Verse: a | რომე გკადრე, ესრეთ ლხინით | მოდიოდეს მზე და მეფე, |
Verse: b Page of Ms. D: 183 | მუნ მათითა მზეებრ შუქით | დააშვენეს ხასთა სეფე, |
Verse: g | ტახტზედ დასხდეს სალხინოდა, | აწღა გაჩნდეს სიიეფე, |
Verse: d და | კვლა ოჴმობდეს ლხინთა მზმელთა: | "ვის სწადს ლხინი, მოისწრაფე!" |
Verse: a | მათ ტახტსა და სამეფოსა | დიდებულნი ულოცვიდეს; |
Verse: b Page of Ms. C: 67 | მუნ სასხდომსა მათსა დასხდეს, | მათნი მჭვრეტნი ლხინსა ზმიდეს; |
Verse: g | ჴელთ აიხვნეს დოსტაქანი, | ხოშგოარსა ღვინოს სმიდეს, |
Verse: d და | ხან იმღერდეს ტკბილად ლექსთა | დიდებულნი, ზოგჯერ ზმიდეს. |
Verse: a | თვესა ერთსა ლხინს სთესვიდეს, | სიხარულსა მოიმკიდეს, |
Verse: b | უხვად გასცის საბოძვარი, | სტავრა-ნახლსა არ გასჭირდეს; |
Verse: g | მოიმადლნეს მეგობარნი, | მათ მტერნიცა დაიმშვიდეს, |
Verse: d და | ქვეყნად მეფე-დედოფალნი | ზოგნი იძმეს, ზოგნი იდეს. |
Verse: a | ერთობ დაიპყრა ქვეყანა | სიბრძნით და გულოვნობითა; |
Verse: b | ქიშვართ მეფენი ყოველნი | მათ მსახურებდეს ყმობითა, |
Verse: g | იხარებდეს და იშვებდეს | ურიდლად ღვთის სათნობითა, |
Verse: d და | ღმერთს ადიდებდეს, აქებდეს, | არა თუ იყვნეს გმობითა. |
Verse: a | მათ ორთავე საქებელთა | ქვეყნად დაყვნეს ხანი ბევრი, |
Verse: b Page of Ms. B: 29 | ქაფურისა მსგავსად იქმნა | მათი შავი გიშრის ტევრი; |
Verse: g | ზურგნი წაღმა წაეხარნეს, | დაედრიკნეს ტანნი მჭევრი, |
Verse: d და | განეშორეს სოფლის ლხინსა, | დარჩეს მისი მინადევრი. |
Verse: a | ბოლოს უმუხთლა სოფელმან, | სიმუხთლე მისი წესია, |
Verse: b | სიკვდილსა უძღვნა, მას მათთვის | ერთიც არ დაუკვნესია; |
Verse: g | ერთ-გვარად უღირს სოფელსა | მცირე და უზესთესია, |
Verse: d და | ტკბილია პირველ, ბოლო-ჟამ | სამსალას უმწარესია. |
Verse: a | ტახტისა ნაცვლად მას გმირსა | აწ მიჰხვდა იწრო სამარე, |
Verse: b Page of Ms. A: 150 | დასცვივდეს ოჴრად სამეფო, | სრა-ტახტ-გვირგვინი, სამა-რე, |
Verse: g | ვეღარა პოვეს სამათოდ, | ვინ იყვნეს მათის ამარე, |
Verse: d და | უჩინო გვექმნა მზის შუქი, | გლახ-ჩრდილი ჩვენკენ სამ არე. |
Verse: a | განეშორეს საწუთროსა, | სოფლის ჴელით ოდეს ივნეს, |
Verse: b | მიკვირს, მათნი ტანნი მჭევრნი | ჴმელმან ვითმცა დაიტივნეს? |
Verse: g | მხლებელთა და კვლა ჯართათვის | დღე-განკითხვა მოიწივნეს, |
Verse: d და | მე ვითა ვთქვა მათი საქმე, | მას დღეს მათ რომ დაიწივნეს? |
Verse: a | მათ რაზომცა ივაგლახეს, | მუნ მიცვლილთა ვერა არგეს, |
Verse: b | რა მოშორდეს ყმანი გმირსა, | მაშინ ლხინი დაეკარგეს; |
Verse: g | მათ უმძიმდა მათი გაყრა, | მათცა ადრე გაიბარგეს, |
Verse: d და | მიებარეს მათსა ღმერთსა, | სხვა რაღამცა მოევარგეს? |
Verse: a | ჰე, მუხთალო, პირველ კაცსა, | ვითა შვილსა დაიურვებ, |
Verse: b | აღარა სწადს გაყრა შენი, | გულსა ესრეთ გაუჴურვებ; |
Verse: g | მსწრაფლ გაუჴდი საქმეს ასრე, | რომე მტერთა შეაშურვებ, |
Verse: d და | მას ჰგმობ, გაჰჴდი საარაკოდ, | ბოლოს ამით მოიმდურვებ. |
Verse: a | მანი ბრძენმან ბარამ გმირსა | ოდეს ჰკადრა ეს ამბავი, |
Verse: b | ამოაო სასმენელად, | არს კაცთათვის დასასწავი; |
Verse: g | მას უბოძა საბოძვარი, | წაუხარა დაღმა თავი, |
Verse: d და | მოიჴსენა შესხმა-ქებით, | არ თურე თქვა მისთვის ავი. |