Verse: a | მანი ჰკადრა ჴელმწიფესა | სასმენელი ერთობ ტკბილი; |
Verse: b Page of Ms. C: 68 | მან მიუგდო ბრძენსა ყური, | მოისვენა, დასტკბა ძილი. |
Verse: g | როს გათენდა, კარს მიუდგნენ | დიდებულნი ანუ წვრილი, |
Verse: d და | მეფე ნახეს, ვითა მთვარე, | მოვანებით არ თუ წბილი. |
Verse: a | ბერძენთა მეფის ასულსა | სალხინოს ამბავს სთვლიდიან, |
Verse: b | სანდლისა ფერსა დარბაზსა | შიგან ფარდაგსა შლიდიან; |
Verse: g | იყო მუნ ტახტთა სიმრავლე, | მნახველნი ვერ დასთვლიდიან, |
Verse: d და | მუნ სტავრა-ნახლი ეფინა, | ჯარი მას ზედან ვლიდიან. |
Verse: a | ესმნეს ურუმთა მდიდართა | ბრძანება შარიერისა, |
Verse: b Page of Ms. A: 151 | მოკაზმნეს სრა და სასხდომნი | მუნ ორთა, ქება ვთქვა რისა? |
Verse: g Page of Ms. B: 30 | შიგან ტურფისა სტავრითა | სასხდომნი მორთეს ჯარისა, |
Verse: d და | ნათობდა სახლთა არენი, | ვით ღამე შუქი მთვარისა. |
Verse: a | მზე, მაღრიბელთა მნათობი, | არვისგან დაიწუნების, |
Verse: b | შუქით დაფარნის მთიებნი, | ოდესმცა მოიგუნების; |
Verse: g | წაუხვნის მჭვრეტთა გონება, | მხლებელთა გული მუნ ების, |
Verse: d და | ტურფა არს მუშკი საყნოსლად, | ამბართან არ ისუნების. |
Verse: a | სანდლისა ფერნი ჯუბანი | ლერწმისა ტანსა ემოსნეს; |
Verse: b | "მაღრიბთ მზე ნათობს დღეს ჩვენთვის", | ამბავი გაათემოსნეს. |
Verse: g | სასხდომთა შიგან-გარენი | სტავრა-ნახლითა შენოსნეს, |
Verse: d და | კვლა ლხინთა მზმელთა აწვევდეს, | მათ ლხინი გაუგემოსნეს. |
Verse: a | მივიდა და გაანათლა | მისმან შუქმან სრა-საჯდომი; |
Verse: b | თქვეს მჭვრეტელთა: "თვალთა მისებრ | ენახოსმცა კაცთა ტომი?" |
Verse: g | გარ-ეხვივნეს ქალთა ჯარი, | მნახველთათვის მოსანდომი, |
Verse: d და | მისგან ჰქონდა მათ ნათელი, | მთვარეს მზისა აქვს რაზომი. |
Verse: a | ტანად ალვა და პირად მზე | მიჯნურთ იჴმობდა მონებით; |
Verse: b | მასთან მზესა და მთვარესა | თავი აქვს არ მოწონებით, |
Verse: g | უყვითლობს ფერი სნეულთებრ, | თუ ვით გასრულან გონებით; |
Verse: d და | მკურნალთ მძებნელნი სნეულნი | გზას ვლიან აწ დაღონებით. |
Verse: a | მისმან შუქმან და ციმციმმან | მას დღეს დაბინდა მზე ცისა, |
Verse: b | მიხედ-მოხედვა მის მზისა | მსწრაფლად მკვლელია კაცისა; |
Verse: g | ღაწვთა სხივნი და ელვარე | მჭვრეტთ გულსა საკლად ეცისა, |
Verse: d და | აქვს შესაპყრობლად გულთათვის | ქამანდი მრავალ-კეცისა. |
Verse: a | მისსა მჭვრეტსა მისგან კიდე | ქვეყნად სხვა მზე არ ეგონა, |
Verse: b | მას იჴმობდეს ქვეყნის მნათად, | სხვა მზე ვითცა მოეწონა? |
Verse: g | მასთან შეკრბა მზე და მთვარე, | ორნი ერთად დაემონა, |
Verse: d და | მათ ივასხეს შუქი მისგან, | ჴერჴი რამცა მოეგონა. |
Verse: a | თვალნი ვითმცა მოაშორვის, | იგი პირ-მზე ვინ რომ ნახის? |
Verse: b Page of Ms. C: 70 | გულს ნათელი ჩაესახის | მისთა მჭვრეტთა მისის სახის; |
Verse: g | მას მოშორდის ოდეს მჭვრეტი, | ცხელის ცრემლით ტირს და ახის, |
Verse: d და | მაშინ მისსა ვერა-მჭვრეტსა | მან ლახვარი გულსა ახის. |
Verse: a | ესრეთ, რომ გკადრე, სალხინოდ | ბერძენთა მეფის ასული, |
Verse: b Page of Ms. A: 152 | მზობა მას ჰფერობს ქვეყნისა, | ამად არს ცად მზე ასული; |
Verse: g | ქება ვერ დასთმო ენამან, | გულო, რაზომცა ასული? |
Verse: d და | გული ვავაჭრო ეშყზედან, | გონება მივსცე და სული. |
Verse: a | მეფეს ეცვნეს მას დღეს, რაცა | იყო, ყველა სანდლის ფერი, |
Verse: b Page of Ms. D: 184 | მან შემოსნა მისის ფერის | სამოსლითა სრულად ერი; |
Verse: g | თქვეს: "გარიგდეს სრა სალხინოდ, | ჴამს, მობრძანდეს შარიერი, |
Verse: d და | იხარებდეს მას დღეს ლხინსა | მისის ხლებით ყრმა და ბერი." |
Verse: a | ყმას ესწრაფოდა მის მზისა | ხლება, ვით მზისა მთვარესა, |
Verse: b Page of Ms. B: 31 | კვლა შეჯდა ცხენსა ზერდაგსა, | მიჰმართა მზისა არესა; |
Verse: g | ყმა ეტლზედ მჯდომი მჭვრეტელთა | კაცს არვის დაადარესა, |
Verse: d და | არს ანგელოზი ზეცისა, | კაცთა ნაშობი არ ესა. |
Verse: a | წინ მიუძღოდეს მდიდარნი, | გამზრდელ-გაზრდილნი მეფისა, |
Verse: b | მუნ მრავლად ახლდეს სარჰანგნი, | მსახურნი ხასთა სეფისა; |
Verse: g | წინ მოაგებეს კეკლუცთა | ღვინო, მიმცემი ქეფისა, |
Verse: d და | მათ ახლდეს ჯარი მგოსანთა, | მუტრიბთა, კვლა მედაფისა. |
Verse: a | დგეს მნათობთა ჯარი მრავლად | სავარდესა კარსა, მზე ვით, |
Verse: b | ჴელთ ეჭირნეს მათ სურნელნი, | მოეგებნეს მეფეს კმევით, |
Verse: g | ფერჴთ უფენდეს სარასარსა | ლალ-გოართა თავსა ფრქვევით, |
Verse: d და | შეეყარნეს ესრეთ ყმასა, | ქება მათი ვთქვაცა მე ვით? |
Verse: a | ყმა გარდაჴდა ბაღის კარსა, | მოეგებნეს ოდეს ქალნი, |
Verse: b Page of Ms. A: 153 | კვლაცა მათგან უამესსა | რას ნახევდა კაცთა თვალნი? |
Verse: g | ცად მთიებთა ჰგვანდეს სახით, | მთვარეს გვერდით მიმავალნი, |
Verse: d და | მათ ღაწვთაგან ელვა ჰკრთების, | ვით ნაგზებსა ცეცხლსა ალნი. |
Verse: a | კვლაცა სხვანი მოეგებნეს, | მზესა ახლოს მიდგეს ოდეს, |
Verse: b | მათ სიტურფე უმეტესი | ჰქონდა, ენით რაც ითქმოდეს; |
Verse: g | შეეყარნეს ერთმანერთსა, | მას დღეს ლხინად მათთვის კმოდეს, |
Verse: d და | ჴმა გაჴშირდა ჩანგ-ბარბითთა, | ყურთა სხვა ჴმა არ ისმოდეს. |
Verse: a | ტახტზედ დასხდეს ორნი ერთად, | ღმერთს წინ შეყრის მოაჯენი, |
Verse: b | მათ ორთავე ერთად მჭვრეტთა | მოემატა თვალთა ჩენი, |
Verse: g | მჯობნი სახით ანგელოზთა, | მჭვრეტელთათვის გულ-სალხენი; |
Verse: d და | თქვეს: "სხვა ვისმცა განეცადნეს | ამ სახისა კაცთა ძენი?" |
Verse: a | მზე არა ჩნდა მათად სწორად, | მთვარე ვითმცა დაედაროს? |
Verse: b | თქვეს მას ჟამსა: "მზე არ ნათობს, | ვეჭვთ, არ მზობდეს და ედაროს, |
Verse: g | ახლოს გვახლავს შუქი მზისა, | მზემან ცანი დაე დაროს! |
Verse: d და | საყმოდ სწუნობს მზე მთიებთა, | მათებრ ვისმცა დაედაროს? |
Verse: a | მას იჴმობენ მზობით მჭვრეტნი, | აწ იქნების, ვთქვა, მო ის რა! |
Verse: b Page of Ms. C: 71 | მთვარეს პირი მოებადრა, | მიეახლა მზეს, მოისრა, |
Verse: g | სული უძღვნა პირველ ნახვით, | გული წყლული აწ მოისრა, |
Verse: d და | მას წაეხვნეს სული, გული, | გვამი კრული აწ მოისრა. |
Verse: a | მათ ჰშვენოდა თაჯ-გვირგვინი, | ტახტზედ სხდომა ამო სრასა, |
Verse: b | ქება ვით ვთქვა, ანუ თვალნი | მათებრს ნახვენ ამოს რასა? |
Verse: g | მან წაუხვნა სული, გული, | ეშყმან მისმან ამოსრასა, |
Verse: d და | მიჯნურს თავი არ ეწყალვის | მისთვის საკლად, ამოს რასა. |
Verse: a | ვაზირთა და დიდებულთა | მუნ სალხინოდ მოაწვევდეს, |
Verse: b | ახლოს წადგეს, მიულოცეს, | ლალ-გოარსა თავს აფრქვევდეს; |
Verse: g | მუნ სასხდომთა მათთა დასხდეს, | მათ სურნელთა სულს უკმევდეს, |
Verse: d და | კვლა ქალ-ყმანი მათსა მჭვრეტსა | მათთვის ძვირსა არ ათქმევდეს. |
Verse: a | გარიგდეს ჯარი სალხინოდ, | მხლებელნი მზე-და-მთვარისა, |
Verse: b Page of Ms. B: 32 | მათ სატურფალთა სიახლე | მათთვის სალხინოდ კმარისა; |
Verse: g | მიღება ბრძანა მეფემან | ჭამადთა, იყვნეს მზა რისა, |
Verse: d და | ხონებით მრავლად ჭამადნი | მუზაფართა და მწვარისა. |
Verse: a | მიიღეს, კვლაცა ღვინისა | მსმეველნი იდგეს ასები, |
Verse: b Page of Ms. A: 154 | პირ-მთვარე, ალვა-ტანადნი | მათ ეცვნეს ტანს ატლასები, |
Verse: g | ჴელთ ჰქონდა ოქროს სურები, | ტურფად ნაჭედი თასები, |
Verse: d და | უსმელნი არვინ დააგდეს, | მდიდარნი არცა ნასები. |
Verse: a | მუტრიბთა მორთეს საკრავნი, | ტურფად სასმენი ყურისა: |
Verse: b | ჩანგი, უდი და ქამანჩა, | შუთურყე, ჴმა სანთურისა, |
Verse: g | ჩოგური, მუღნი, ჩართარი, | მისყალი, ნაი მსურისა, |
Verse: d და | ყანუნი, სურნა, ბალაბან, | დაფთა ჴმა, სპილენძ-ჭურისა. |
Verse: a | ჰკრევდეს ტკბილთა სასმენელთა, | სრა-საჯდომი სცემდა ჴმასა, |
Verse: b | მათ მიუგდეს ყურნი, კვლაცა | აპირებდეს ლხინთა ზმასა; |
Verse: g | დაატკბობდა ჴმა მუტრიბთა, | ძალი მისცეს ღვინის სმასა, |
Verse: d და | მუნ ესრეთი ლხინი ნახეს, | რომ ელხინეს კვლა არ სხვასა. |
Verse: a | ბრძანა, გახვნეს კვლა სალარო | მისრული და დიმიშყური, |
Verse: b | უძღვნეს ლარნი დიდებულთა | მათ, თვითოსა კალთით ფლური; |
Verse: g | მუნ აავსეს საბოძვრითა, | ვინ არს კაცი, ლალთა მსური, |
Verse: d და | მისცეს ლარი მუნა მყოფთა, | ვინ გინდ იყვნეს სადაური. |
Verse: a | ლხინი ნახეს ეგზომ ტურფა, | რომ არ ითქმის კაცთა ენით, |
Verse: b | თუ ითქმოდეს ქება ლხინთა, | განცვიფრდების ყურნი სმენით; |
Verse: g | მადლს იჴდიდეს მათს წინაშე, | მიდიოდეს არ მოწყენით: |
Verse: d და | "ვაშად ლხინი აწ მოვიმკეთ, | საბოძვრითა ავივსენით." |
Verse: a | ლხინი გათავდა ოდესცა, | სადგომსა შეჰჴდეს სუბანი, |
Verse: b | მათ ერთად ლხინი კვლავ ნახეს, | დგეს სად სანდლისა კუბანი; |
Verse: g | მათ აიჴადნეს საამოდ | ლერწმისა ტანსა ჯუბანი, |
Verse: d და | აღარა ახლდეს მუტრიბნი, | არცაღა ჩანგი, ნუბანი. |
Verse: a | ძვირად გაჴლიჩნის ბაგენი | ვარდმან მის ყმისა რიდითა, |
Verse: b Page of Ms. C: 72 | ახლად შეყრილნი მიჯნურნი | იყვნეს კრძალვითა დიდითა; |
Verse: g | ყმა ახლოს მიჯდის, იგი მზე | პირს იფარვიდის რიდითა, |
Verse: d და | მუნ ერთმანერთსა უჭვრეტდეს, | იყვნეს ქცევითა მშვიდითა. |
Verse: a | კვლა გათავდა ლხინი ოდეს, | ორნი დაწვნეს, ჰგვანდეს ერთსა, |
Verse: b | უწყით _ იყვნეს მისი მქნელნი, | რომ ებრძანა მათთვის ღმერთსა; |
Verse: g | რაცა მათ ქნეს, ვამსგავსომცა | ლხინსა, მათთვის დასაჯერთსა, |
Verse: d და | ასმოდესმცა ვისმცა _ ღამე | ახლდა მთვარე მზესა გვერთსა? |
Verse: a | მათ ორთავე ერთად შეყრით | გაადვილდა საქმე ძნელი, |
Verse: b Page of Ms. A: 155 | მიჰხვდეს მათსა საწადელსა, | კვლა მოძებნეს ამბის მთქმელი; |
Verse: g | მანი ბრძენსა მოაწვევდეს, | ბრძანებისა იყო მქნელი, |
Verse: d და | თქვა: "ადიდოს ღმერთმან მეფე, | ქვეყნის მპყრობი, ჯართა ქველი." |