Verse: a | იამანით ბაღდადს მგზავრნი | ორნი კაცნი შეიყარნეს, |
Verse: b Page of Ms. B: 33 | ესალამნეს ერთმანერთსა, | ერთად შეყრა გაეხარნეს |
Verse: g | ამად, რომე გრძელნი გზანი | მარტო სავლად შეეზარნეს; |
Verse: d და | მუნ შეჰპირდეს ერთმანერთსა, | რომე გზანი ერთად არნეს. |
Verse: a | ერთს ერქვა მაამებელი, | კვლა სხვასა მაწყინარია; |
Verse: b Page of Ms. D: 185 | მუნ მაწყინარსა ურიცხვი | დაევლნეს მთა და ბარია; |
Verse: g | ენახნეს ჭირნი სოფლისა, | მას კაცს ტკბილნი და მწარია, |
Verse: d და | რაბანა იყო ბილწისა | სჯული და მისი გვარია. |
Verse: a | უსჯულო, მკვლელი კაცისა, | სიტყვით და საქმით მგრძნებელი, |
Verse: b | წესად აქვს კაცთა ტყუება, | მუნ არს ეშმაკთა მხლებელი, |
Verse: g | პირად უტკბესი შაქრისა, | გულს _ ჩხუბი დაუკლებელი; |
Verse: d და | მეორე _ ღვთისა მოსავი, | უებრო მაამებელი. |
Verse: a | მუნ შეჰპირდეს ერთმანერთსა | ხვალინდელსა დღესა სავლად, |
Verse: b Page of Ms. A: 156 | თქვეს თუ: "მგზავრთა ამა გზისა | უნდა ჰქონდეს საზრდო მრავლად;" |
Verse: g | მათ ივაჭრეს საზრდო, რაცა | მოუნდების მგზავრთა საგზლად, |
Verse: d და | ბაღდადისა გზასა ერთად | ვლიდეს, გკადრო აწ რაღა გრძლად? |
Verse: a | გამოიარნეს მათ გზანი | შორნი და ერთობ ჩოლია, |
Verse: b | არც წყალნი იყვნეს სასმელნი, | არცაღა მწვანე მოლია; |
Verse: g | მათ გზაზედ დახვდეს ურიცხვი | ლომი და ვეფხი მწოლია, |
Verse: d და | გზას აუქცევდეს, შიშითა | მათით ვლენ მონაძრწოლია. |
Verse: a | გზასა ვლიდეს სამსა დღესა, | სხვა რაღამცა მოაგონდეს? |
Verse: b | ჰკადრა ძმასა მაწყინარმან: | "აწ ჩვენ საგზლად რაცა გვქონდეს, |
Verse: g | ვსვათ და ვჭამოთ მათგან ერთი, | სად რომ ხანი დაგვიყონდეს, |
Verse: d და | ერთი მათგან შევინახოთ, | სხვას დღეს კაცი არ დაღონდეს". |
Verse: a | კვლა ჰკადრა: "შენ ხარ ყრმა ვინმე, | საქმისა დაუცდელია, |
Verse: b Page of Ms. C: 73 | ესე არს ჩოლი, ჩვენებრთა | მრავალთა კაცთა მკვლელია, |
Verse: g | გამოვიზოგნეთ საზრდონი, | თვარ გავლა ჩვენგან ძნელია;" |
Verse: d და | მუნ რასაც ეტყვის ტყუებით, | იგი ყმა მისი მქნელია. |
Verse: a | კვლა უთხრა: "ყრმა ხარ, ვერ ძალ-გიც | ამა საგზლისა კიდება, |
Verse: b | ეგე ვსვათ, ვჭამოთ ჟამ-პირველ, | კვლა მივსცეთ ღმერთსა დიდება, |
Verse: g | სჯობს ასუბუქდე ტვირთთაგან, | ნუ თუ მით მოგხვდეს მშვიდება!" |
Verse: d და | თქვა მაწყინარმან ესეთი | ურიცხვი მოდებ-მიდება. |
Verse: a | სიტყვით ტკბილად ეუბნების, | გული ამად მოეღორა, |
Verse: b | სჭამდეს, სმიდეს მისსა ერთად, | გესმნეს ოდენ, გიამბო რა: |
Verse: g | რა რომ ჰქონდა, არა შურდა | მისთვის, სხვაფრად მას დავჰგმო რა? |
Verse: d და | დაელივნეს ყმას საგზალნი, | კვლა მან თავი არ უსწორა. |
Verse: a | თურე იცის მაწყინარმან | მის ჩოლისა სიგრძე, სიცხე, |
Verse: b Page of Ms. B: 34 | მით აღორებს ამხანაგსა, | საქმე ამად გაუკიცხე; |
Verse: g | ვლიდეს გზასა, დასცხეს, კვლაცა | მოემატნეს გულს სიფიცხე, |
Verse: d და | გაუჭირდეს გზანი სავლად, | კვლაცა დაშვრნეს, დადგეს, ვით ხე. |
Verse: a | სწყურს წყალი მაამებელსა, | კვლა სიცხე უპობს ენასა, |
Verse: b | მუნ მაწყინარსა წყალსა სთხოვს, | თუცაღა ატყობს წყენასა: |
Verse: g | "მწვავს გულსა სიცხე, გლახ-გული | შენგან მოელის ლხენასა, |
Verse: d და | მწვავს, მდაგავს ესზომ წყურვილი, | ჩემგან ნუ ელი თმენასა." |
Verse: a | ჴშირად სვემდის მაწყინარი, | ყმასა არც ყოლ არ ასმიდა, |
Verse: b Page of Ms. A: 157 | არ მოსწონდა მისგან თქმული, | კვლა ჭკუასა მისსა ჰგმიდა: |
Verse: g | "ჴამდა სიტყვის დაჯერება, | გკადრე, ჩემგან რაც ითქმიდა." |
Verse: d და | ყმა ეაჯდა წყლისა სმევას, | ვლიდეს, ხანსა არ დაზმიდა. |
Verse: a | რაზომცა ვლიდეს მას გზასა, | უფრორე მოსწყურდებოდა, |
Verse: b | ენა დაუპო წყურვილმან, | გლახ-გული სიცხით ბნდებოდა; |
Verse: g | ყმას მაწყინარმან არ ასვა | წყალი, რაზომცა კვდებოდა, |
Verse: d და | თქმა ვერ ძალ-ედვა სიტყვისა, | გულს ცეცხლი მოედებოდა. |
Verse: a | ყმა მტირალი მაწყინარსა | მუჴლ-მოხვევით ეაჯების: |
Verse: b | "აწ მავაჭრე წყალი ასად, | რაც რომ ფასი დაედების; |
Verse: g | გულსა ცეცხლსა წყალი მარე, | მოგცე რაცა გეამების, |
Verse: d და | თვარ მოვშორდი სიცოცხლესა, | ცეცხლით მწველით გული კვდების." |
Verse: a | "დედის-ერთა ვარ ყმაწვილი, | მე ამად გებრალებოდე, |
Verse: b | კვლა უცხო, უცხოს თემისა, | რომ ამხანაგად გხლებოდე; |
Verse: g | აქ, ჩოლსა გზასა ვლებული, | თქვენთან უწყალოდ ვკვდებოდე, |
Verse: d და | ეს არ არს შენი სახელი, | თვარ რასმცა დაგაკლდებოდე?" |
Verse: a | ლალი ჰქონდა ტყუბი ყმასა, | რას ნახევდა მისებრს თვალი? |
Verse: b | წინ დაუსხნა მაწყინარსა: | "გიძღვნი ნაცვლად მასვი წყალი, |
Verse: g | ნუ თუ ცეცხლებრ ანაგზები | მან დამიშრტოს გულსა ალი! |
Verse: d და | კვლა მეღირსოს შენი ხლება, | გზისა სავლად მომცეს ძალი." |
Verse: a | ყმას მაწყინარი გაუწყრა, | მოეპყრა, ვითა მტერია: |
Verse: b Page of Ms. C: 74 | "ლალსა რას ჴელს ვჰჴდი, რას ვაქნევ, | ანუ რა ჩემი ფერია? |
Verse: g | წყალი არ მქონდეს, შენებრივ | სიკვდილი აქ მიწერია, |
Verse: d და | მოვკვდე, ვის დარჩეს თვალები? | ჩემგან რა დასაჯერია!" |
Verse: a | ყმამ თქვა: "პირველ თუმცა მეცან, | შენი ხლება რად მომსურდა? |
Verse: b | ოდეს მქონდა მე შენებრი | საზრდო, შენთვის არა მშურდა; |
Verse: g | ვსჭამდით, ვსვემდით ჩემსა ერთად, | დამელია, აწ მომწყურდა, |
Verse: d და | მართლად გძმობდი, არ მეგონა | შენი ესრეთ ჰილა ხურდა." |
Verse: a | კვლაცა ჰკადრა მაწყინარმან: | "არ ლაყაფი შენი მინდა, |
Verse: b | ზურგს მკიდია მძიმე ტვირთი, | ოფლთა ნაცვლად სისხლი მდინდა, |
Verse: g | სიცოცხლისა მისსა ნაცვლად | თვალი ჴმელი ვინ დაწინდა? |
Verse: d და | სჯობს სხვა ღონე მოიგონო, | აწ სიცოცხლე თუცა გინდა." |
Verse: a | მას არ ესმის მისად ლხენად | რაზომ ხვეწნა გაადიდა, |
Verse: b Page of Ms. A: 158 | საკურნებლად მისთა ჭირთა | ბილწმან არც ყოლ მიიზიდა; |
Verse: g Page of Ms. B: 35 | ყმას სწყრებოდა, ვითა ვეფხი, | მისთვის ვინმცა დაამშვიდა? |
Verse: d და | მას არ ასვა წყალი ექთად, | არც ძვირ-ფასად ყმას მიჰყიდა. |
Verse: a | გული მისი, ქვისა მსგავსი, | არაოდეს არ გაცვილდა, |
Verse: b | არ ეტკივნა მისთვის გული | ბილწი, არც ყოლ უკუწბილდა; |
Verse: g | ოდეს გაჴდა უიმედოდ, | ღაწვთათ ცრემლთებრ სისხლი მილდა, |
Verse: d და | რაზომ ხვეწნა დაუჴშირა, | იგი არც ყოლ დაუტკბილდა. |
Verse: a | კვლაცა ჰკადრა მაწყინარმან: | "არ არს დრონი ხან-დაზმისა; |
Verse: b | მართლად გითხრობ, არას მარგებს | აწღა ლალი ფასად წყლისა, |
Verse: g | ჰსვა მაშინღა წყალი, ოდეს | თვალნი მომცე, მჭვრეტნი მზისა, |
Verse: d და | სჯობს სიცოცხლე თვალსა მზერსა, | მკვდარი ვერ სჭამს, ვერცა სმისა." |
Verse: a | ესმა მისი საუბარი | ყმასა, ერთობ გაუკვირდა: |
Verse: b | "მესმა სიტყვა საარაკო," | ცხელის ცრემლით აუტირდა; |
Verse: g | "რას ჴელსა ჰჴდი თვალთა ჩემთა, | ფასად წყლისად რად დაგჭირდა? |
Verse: d და | მოგეჴმარნეს თუცა რასმე, | მოგცე თვალნი," მას დაჰპირდა. |
Verse: a | მაამებელსა ეგონა | ლაღობა, მისგან თქმულია: |
Verse: b | "გასვაო წყალი თვალთ ნაცვლად," _ | მას მისცა ფასი სრულია. |
Verse: g | რაც გინდეს, ქენი, კვლავ მასვი | წყალი," _ აფიცა სჯულია; |
Verse: d და | დასთხარნა ორნივ თვალები, | არ ესათნოვა კრულია. |
Verse: a | მას დღეს მის ყმისა პატიჟნი | მისგან ვითა თქვას ენამან? |
Verse: b Page of Ms. D: 186 | უჩინო შექნა თვალთაგან, | კვლა ღმერთი არ აჴსენა მან, |
Verse: g | დავარდა მიწად, გაჴადა | უსულოდ სისხლთა დენამან: |
Verse: d და | უყურე, რა ქნას წერილმან, | კვლა მისთვის ღვთისა წყენამან! |
Verse: a | გაცარცვა, სრულად წაუხვნა, | რაც ჰქონდა საქონელია, |
Verse: b | წყალი არ ასვა, დააგდო | მწყურვალი, თქმადცა ძნელია; |
Verse: g | რაზომ ნათობდა მზე ცისა, | მისთვის, ვით ღამე, ბნელია, |
Verse: d და | უღონოდ ქმნილთა ყოველთა | კაცთათვის ღმერთი მჴსნელია. |
Verse: a | ჴელ-აუპყრობლად კაცთაგან | ვაჟი მტვერშიგან გორევდა, |
Verse: b Page of Ms. C: 75 | თვალთ სისხლი მისდის უწყვეტლად, | თვით მას სისხლშივე ცურევდა; |
Verse: g | ცალკე სწვავს ცეცხლი წყურვილთა | და ცალკე სისხლში ურევდა, |
Verse: d და | თავი სიკვდილსა ანება, | მივარდა, ბედს ემდურევდა. |
Verse: a | მოღამდა და კვლა მოაკლდა | მის ყმისაებრ სიცხეს ძალი, |
Verse: b Page of Ms. A: 159 | გლახ-გულს ოდნად მოეოხნეს, | დაეშრიტნეს ცეცხლთა ალი; |
Verse: g | ყმას მინდორი შეეღებნეს | მისით სისხლით, ვითა ლალი, |
Verse: d და | ღმერთს სიკვდილსა ეაჯების | ყმა, კაცთაგან შესაბრალი. |
Verse: a | მას ალაგს ახლოს მდიდარი | თურქმანი ვინმე დგებოდა, |
Verse: b | ელი ჰყვა, დადგის მინდორად, | სად რომე იამებოდა; |
Verse: g | პირუტყვთა მისთა საძოვრად | მუნვე მინდორი ხვდებოდა, |
Verse: d და | კვლა ახლოს წყარო დიოდა, | მუნითგან ჴმა მისწვდებოდა. |
Verse: a | მეცხედრე და ქალი ყმისა | მუნ წყლისა სმად მივიდიან, |
Verse: b Page of Ms. B: 36 | მით მოჰქარდის კაეშანი, | მუნ წყაროსა წყალი სვიან; |
Verse: g | დაეცალნის გულნი სევდით, | ჟამ-ერთ წყლისა პირს ისხდიან, |
Verse: d და | რა რომ მათსა გულს ეწადნეს, | იგი ქნიან, კვლაცა თქვიან. |
Verse: a | მას დღეს იგი ბანოანნი | მიდიოდეს მისვე წესით, |
Verse: b | მუნ მივიდეს, წყაროს პირსა | დასხდეს, ლხინთა უამესით; |
Verse: g | შორს ეჩვენნეს შავად, ჰგვანდეს | კაცსა, რომე იწვეს კვნესით, |
Verse: d და | ქვეყნად მყოფი კაცი ვინმცა | ჩამოსრულა თურმე ზესით. |
Verse: a | მიუგდეს ყურნი, მათ ესმნეს | კვნესით კვლა საუბარია, |
Verse: b | ბედსა სწყევს, სიკვდილს ინატრის, | აქვსღა სიცოცხლე მწარია: |
Verse: g | "მზე აღარ ნათობს მისებრი, | არცაღა ჩემთვის მთვარია, |
Verse: d და | თავსა რა უყავ უგბილმან, | რა საქმე მოუგვარია?" |
Verse: a | მუნ მივიდეს დედა-წულნი, | სად ყმა იყო კვნესით მწოლი, |
Verse: b | ყმას მოერწყო თვალთა სისხლით | ლალის ფერად იგი ჩოლი; |
Verse: g | ფერ-მიჴდილი სისხლთა დენით | არს სადითმე მონაძრწოლი, |
Verse: d და | მისწურვოდა სულთ ამოჴდა, | ყმა არა ჰყვა, არცა ტოლი. |
Verse: a | შეებრალნეს სიყმე მისი, | მათ აევსნეს ცრემლით თვალი; |
Verse: b | ჰკითხეს: "ძმაო, ვინ ხარ, ანუ | გჭირს ეგზომი ვისგან ძალი? |
Verse: g | ვინ წაგიხვნა თვალთ სინათლე? | ხარ მტერთაგან შესაწყალი!" |
Verse: d და | ჰკადრა: "ჩემთვის ღვთად გამოსჩნდით, | ღმერთს შეჰმადლეთ, მასვით წყალი." |
Verse: a | "თუ სული შემრჩეს, კვლავ გკადრო, | რაც ოდენ წამკიდებია, |
Verse: b | აწ თქვენის ხლებით დამევსო | ცეცხლი, რაზომცა მდებია; |
Verse: g | მწყურს წყალი ესრეთ გასრულსა, | არ ჩემგან გასაძლებია, |
Verse: d და | თუმც წყალი მასვათ, ვითამცა | თვალთ ჩენა არ დამკლებია." |
Verse: a | მას წყალი ასვეს, მიეცა | ყმას საუბრისა ძალია, |
Verse: b Page of Ms. A: 160 | მათ ჰკადრა მისი ამბავი, | მსმენელთა შესაწყალია: |
Verse: g | "ამხანაგი მყვა, ძმად-ფიცი, | მას ჰქონდა სასმლად წყალია, |
Verse: d და | მომწყურდა, წყალსა ვევაჭრე, | მას ფასად მივეც ლალია." |
Verse: a | "მან არ მიოხა წყურვილსა, | არცა მიირთვა ლალები, |
Verse: b Page of Ms. C: 76 | მითხრა: "თუ გინდეს სმა წყლისა, | მომეც მზის მჭვრეტი თვალები;" |
Verse: g | თუ როგორ გავჴე, ვით გკადრო, | ვეჭვ, თქვენცა შეგებრალები, |
Verse: d და | ვთქვი: არ გამწირავს ძმად-ფიცი, | თვალთათვის შევეწყალები." |
Verse: a | თვალთა ვარჩიე სიცოცხლე, | თუმც ოდენ გავიმწარეო: |
Verse: b | "ჴელსა ჰჴდი რასმე თუ თვალთა | ჩემთა, აწ მოიჴმარეო, |
Verse: g | უჩინოდ ქმნილსა თვალთაგან | კვლაცა შენ მიამარეო, |
Verse: d და | მოიღე წყალი, მომმადლე, | დამწვარსა გულსა მარეო." |
Verse: a | "ოდეს ესმა ჩემგან თქმული, | არ თუ ძმურებ შევეწყალი, |
Verse: b | ჴელთ აიხვნა მან ლახვარი | და დამთხარა ფიცხლად თვალი; |
Verse: g | აღისრულა მან წადილი, | ფასად მასვა არცა წყალი, |
Verse: d და | მან წამიხვნა, რაცა მქონდა, | მცირე ლარი, ტურფა ლალი." |
Verse: a | "უწყალოდ მომკლა, არცაღა | დამისხა ცეცხლზედ წყალია, |
Verse: b Page of Ms. B: 37 | წყურვილი მკლევდა, გულს მწვევდა, | საჴმილთა მსგავსად, ალია; |
Verse: g | მხედავთ აწ ასრე გასრულსა, | უჩინოდ მექნა თვალია; |
Verse: d და | ყოვლგნით ჴელ-აუპყრობელი | მტერთაგანც შესაწყალია." |
Verse: a | მან გარდასრული თავისა | წვრილად უამბო ენითა; |
Verse: b | მუნ დედა-წულნი ტიროდეს | ამა ამბისა სმენითა, |
Verse: g | მათ შეეწყალეს იგი ყმა, | შეიქნეს გულით წყენითა, |
Verse: d და | მან ჰკადრა: "სული ჩამედგა | მკვდარსა ხლებითა თქვენითა." |
Verse: a | მას ჰხედვიდეს შესაწყალსა, | წუხდეს მისთვის გულით ალვით, |
Verse: b | ჰქონდა მისი სიბრალული, | ყმას აწვევდეს სადგომს კრძალვით; |
Verse: g | თან წაიხვნეს თვალნი მისნი, | შინ მიუძღვეს ღამე მალვით, |
Verse: d და | სწამლობდეს და მოუვლიდეს, | კვლა სწყალობდეს მას, უფალ ვით. |
Verse: a | წასრულ იყო სხვაგან სადმე | მუნ თურქმანი, სახლთა ქველი, |
Verse: b | მას სავაჭროდ საუნჯისა | გაეყიდა განძი ძველი, |
Verse: g | მან მოუღო მეცხედრესა | მისსა, უნდეს მას რომელი; |
Verse: d და | ჰკადრეს ყმასა ყველა წვრილად | მათ ამბავი გულთა მწველი. |
Verse: a | ოდეს ესმა მუნ თურქმანსა | ყველა მათგან, რაც ენახნეს, |
Verse: b Page of Ms. A: 161 | მას აევსნეს თვალნი ცრემლით, | გულ-ამოსკვნით ოხრვით ახნეს; |
Verse: g | თავთა მისთა გარდასრული | ჰკითხა ყმასა, ოდეს ანხნეს, |
Verse: d და | საკურნებლად სენთა მისთა | ყმამან ჭანგნი მოიმახნეს. |
Verse: a | ხე იყო ახლოს მის ყმისა, | მკურნალი ყოვლთა სენისა: |
Verse: b | ფურცელი ხისა ბრმათათვის | წამალი თვალთა ჩენისა, |
Verse: g | ხელისა, ველთა მრბოლისა, | კვლა მარგე გველ-ნაკბენისა; |
Verse: d და | იცოდა იგი თურქმანმან, | საქები ბრძენთა ენისა. |
Verse: a | ფიცხლად მიჰმართა მას ხესა, | გლახ-საკურნებლად თვალისა; |
Verse: b | ეჴმარვის ძმისებრ მას ყმასა, | სწადსცა დადება ვალისა, |
Verse: g | აქვს გულსა მისსა იმედი | მის ხისა, სენთ მკურნალისა, |
Verse: d და | აწ მართალთათვის ისმინეთ | განგება ღვთისა ძალისა! |
Verse: a | კაცს არ ასცილდეს, თვინიერ | განგებით ღვთისა, წადილი, |
Verse: b Page of Ms. C: 77 | კაცი ყოველი სწორად სჩანს | ღმერთს, მისგან დანაბადილი; |
Verse: g | მართალთა მისად ძედ იჴმობს, | ამად აქვს მრავლად ჴადილი, |
Verse: d და | სასუფეველი სამკვიდროდ | არს მისგან დანაქადილი. |
Verse: a | მოკრიფნა ფიცხლად ფურცელნი | მის ხისა განმკურნალისა, |
Verse: b Page of Ms. D: 187 | მიიღო ყმისა წინაშე | მკურნალი წყლულთა თვალისა; |
Verse: g | მას ჩაუყარნა დათხრილნი | თვალნი მუნ მთვარე-მცხრალისა, |
Verse: d და | თურქმანსა ჰქონდა იმედი | ხისა, კვლა ღვთისა ძალისა. |
Verse: a | მას ზედ დასდვა ხის ფურცელი, | შეუხვივნა მჭიშნედ თვალი, |
Verse: b | კვლა შეუწყო ყმასა ჴელი, | მას არ ასვა სამ-დღე წყალი; |
Verse: g | ვაჟი იწვა იმედოვნად, | ვითა მთვარე ფერ-გამქრალი, |
Verse: d და | მისთვის ღვთობდა განმკურნალი, | მან დაუვსო ცეცხლთა ალი. |
Verse: a | შვიდსა დღესა იყო მწოლი | მუნ მიგდებით, ვითა მთვრალი, |
Verse: b Page of Ms. B: 38 | კაცსა არც ყოლ არ ეუბნის, | წვა უბარი, ვითა მწყრალი; |
Verse: g | ყოლ არ შეძრის ოდნად თავი, | თვალთ დაძვრისა იყო მკრძალი, |
Verse: d და | მერვეს დღესა ღვთისა ძალით | აეხილნეს ბრმასა თვალნი. |
Verse: a | მნახთ შეექნა განკვირვება, | აეხილნეს თვალნი ოდეს, |
Verse: b | ვისცა ესმნეს თვალთ ახილვა | მისი, ნახვად მოდიოდეს; |
Verse: g | მჭვრეტნი მისნი განცვიფრებით, | არ იცოდეს, რას იქმოდეს, |
Verse: d და | ყმა მკურნალსა მუჴლ-მოხვევით | მადლს ჰკადრებდა, რაც ეთქმოდეს. |
Verse: a | ეხვევოდა თურქმანს ფერჴთა, | მეცხედრესა, მისსა ქალსა: |
Verse: b Page of Ms. A: 162 | "აწღა მუქფად რა გმსახურნე, | შევადარნე აწ რა თვალსა? |
Verse: g | ვერაოდეს ვერ გადვიჴდი | დადებულსა თქვენგან ვალსა, |
Verse: d და | ცოცხალ ვიყო, თქვენ გესევდე | ჩემად ღმერთად, ცად უფალსა." |
Verse: a | ჭკვა შესცვალა სიხარულმან, | იყო დიდხან განცვიფრებით, |
Verse: b | მათ აამის, მსახურებდის, | მანც იამის მათის ხლებით; |
Verse: g | მწყსიდის მათსა ყმა პირუტყვსა, | მათთან იყვის გულ-დადებით, |
Verse: d და | შეაყვარა თავი ყმამან, | რამც არ ექნა მათის ნებით? |
Verse: a | მათ მოექცა ყმა თავმდაბლად, | ფერჴთა მათთა მტვრად და სილად; |
Verse: b | ყმას ჴელთ მისცეს მათი სახლი, | მუნ მიაჩნდა ძმად და შვილად. |
Verse: g | მას ყმას მისცეს ქალი ჯუფთად, | მუნ შეჰყარნეს ერთად ტკბილად; |
Verse: d და | მათ კრძალვითა ჰმსახურებდის, | რაც რომ ერგის ყმასა წილად. |
Verse: a | მათ ჰმსახურებდის, აამის | გაკრძალვით მაამებელი, |
Verse: b | სამ წლამდის მწყსიდის პირუტყვთა, | ყმა იყო მათი მხლებელი, |
Verse: g | შემატებისა მომჭირნე, | კვლა მათთვის არ მავნებელი; |
Verse: d და | შეიქნეს მორჭმა-დიდებით | ყოვლითურთ დაუკლებელი. |
Verse: a | ესრეთ მათად სამსახურად | მათთან დაყო სამი წელი, |
Verse: b | რაც უბრძანა მას თურქმანმან, | იგი იყო მისი მქნელი; |
Verse: g | მათ აამის, რაც იამის, | მისთვის იყვნეს კარგის მთქმელი, |
Verse: d და | მისცეს სახლი საპატრონოდ, | მან საამოდ დასდვა ჴელი. |
Verse: a | დღე ერთ თურქმანს ყმამან ტკბილი | სიტყვა ჰკადრა, არ თუ მწარე: |
Verse: b Page of Ms. C: 78 | "ნახვა მწადსო ბაღდადისა, | ამად გახლავ მემუდარე; |
Verse: g | წამყევ, კვლაცა გვერდს მიახლე, | თქვენთან მყოფი ბაღდადს მარე, |
Verse: d და | ნუ თუ ვირგო სასარგებლო, | ნახვით მისით გავიხარე." |
Verse: a | თურქმანს რა ესმნა კვლა მისგან | სიტყვანი საამებელი, |
Verse: b | ჰკადრა: "რაც ბრძანე, ეგეთნი | ჩემი არს დაუკლებელი, |
Verse: g | კვლა საუნჯითა მრავლითა | ვიყომცა თქვენი მხლებელი;" |
Verse: d და | მუნ სიხარულსა მიეცა, | მდლს იხდის მაამებელი. |
Verse: a | კვლა თურქმანი მისებრ ტკბილსა | სიტყვას ჰკადრებს მუნა ყმასა: |
Verse: b | "რა ვალი გძეს ჩემგან? კვლაცა | უამესსა დაგდებ სხვასა; |
Verse: g | ჴამს, მამაცმან აღუსრულოს | ვისთვის ენით რაცა თქვასა, |
Verse: d და | წასვლა სჯობსო წამავალთა, | მე ვით გკადრებ ხან-დაზმაზა?" |
Verse: a | ნუზლი აჰკიდეს ცხენ-ჯორთა, | მსგავსი მათისა ძალისა, |
Verse: b Page of Ms. A: 163 | თან წაიტანნეს ფურცელნი | მის ხისა განმკურნალისა, |
Verse: g Page of Ms. B: 39 | დინარნი მრავლად ვერცხლისა, | ოქრო _ სასყიდლად თვალისა; |
Verse: d და | თურქმანსა სწადდა მის ყმისა | აწცა დადება ვალისა. |
Verse: a | გაემართეს ბაღდადისა | გზასა, ორნი ერთად ვლიდეს, |
Verse: b | მათ ეწადნეს მსწრაფლად მისვლა, | მიმავალნი დღესა სთვლიდეს; |
Verse: g | მათ არ დაყვნეს ხანი არსად, | სიარულსა არ იშლიდეს, |
Verse: d და | ლხინობდეს და თამაშობდეს, | გულით სევდას დაიცლიდეს. |
Verse: a | ერთად ვლიდეს ესრეთ ლხინით, | მისვლად გზასა დაეშურნეს; |
Verse: b | დაინახეს მათ ქალაქი, | ოდეს ახლოს მიეწურნეს, |
Verse: g | მათ ჩაიცვეს ტანთ ატლასი,თავს | თაყია დაიბურნეს; |
Verse: d და | ესრეთ შეჰჴდეს მას ქალაქსა, | რომე მჭვრეტთა შეეშურნეს. |
Verse: a | თურქმანს ჰყვანდა მას ქალაქსა | კაცი ვინმე მეგობარი, |
Verse: b | მდიდარი და მქონებელი, | ჴელმწიფეთა შესადარი; |
Verse: g | მუნ ჩამოჴდეს მეგობრისა | სახლსა, ოდეს დავლეს შარი, |
Verse: d და | მას იამა მათი ხლება, | არ თუ დაჴშო მათთვის კარი. |
Verse: a | დასხდეს ტკბილად მოუბარნი | წინ ნადიმთა დასადებლად, |
Verse: b | სამ დღე მასთან ლხინი ნახეს | მათ სუფრისა აუღებლად; |
Verse: g | დაატკბობდეს ჩანგს მუტრიბნი | გულით სევდის გასაძებლად, |
Verse: d და | მათ აჩვენა ყმამან ლხინი | მუნ, სმა-ჭამა, დაუკლებლად. |
Verse: a | მას ჟამსა იჯდა ჴელმწიფედ | ხალიფა ბაღდადელია, |
Verse: b | მას ჰყმობდა ყოვლი ქვეყანა, | მისის ბრძანების მქნელია, |
Verse: g | ჴელის-ამპყრობი გლახაკთა, | კვლა დიდებულთა ქველია; |
Verse: d და | მუნ ერთად სძოვდეს მას ჟამსა | სამართლით თხა და მგელია. |
Verse: a | ძე არა ჰყვა მას მეფესა, | ოდენ ესვა ერთი ქალი, |
Verse: b | მზე არა ჩნდა მისად დარად, | არცა მთვარე ფერ-გამქრალი, |
Verse: g | მიეფარნეს ცის კიდესა, | მისი იყვნეს შემომწყრალი; |
Verse: d და | ახლდეს გვერდსა სამსახურად | მას, მნათობნი ვით, მრავალი. |
Verse: a | მას, მზისა მჯობსა, არვისგან | წუნი არ დაედებოდა, |
Verse: b Page of Ms. C: 79 | მაგრამ მას ქალსა უკადრი | სენი ემიზეზებოდა: |
Verse: g | ხელობა სჭირდის, ვერ იცნის, | ვინ რომე მასთან ხლებოდა, |
Verse: d და | უცნობოდ იყვის, უბნობდის | რას, კაცი ვერ მიხვდებოდა. |
Verse: a | შეკრიბნეს ყოვლის ქვეყნისა | მუნაჯიმნი და რამალი, |
Verse: b Page of Ms. A: 164 | ნახეს მკურნალთა ყოველთა, | ჰაქიმთა ტურფა სამალი; |
Verse: g | მისი ვერა ცნეს მკურნალთა | მუნ სამკურნალო წამალი, |
Verse: d და | მას ვერა არგეს, მოისრნეს, | ესე არ იყო ნამალი. |
Verse: a | ბრძანება იყო მეფისა, | მკურნალი ვინ რომ ნახევდეს: |
Verse: b | "მუნ მიჰხვდეს სენსა, კურნებად | მისად ჭანგს მოიმახევდეს; |
Verse: g | თუცა განკურნოს, მას მიჰხვდეს | სიამე, რადმცა ახევდეს, |
Verse: d და | მას მივსცე ქალი საჯუფთედ, | მისად მზედ გამოსახევდეს." |
Verse: a | ვინ ვერა არგოს, მოისრნეს | ფიცხლად მკურნალი სენისა, |
Verse: b Page of Ms. B: 40 | კვლა რიგი მიჰხვდეს ჰაქიმთა | სხვათებრივ სისხლთა დენისა; |
Verse: g | თავნი კოშკზედან ეკიდნის | მკურნალთა თვალთ-საჩენისა, |
Verse: d და | ვერვის ძალ-ედვა წამლობა, | რგებისა ვერცა წყენისა. |
Verse: a | სამს წელს იყო ისრე შმაგად, | რომე კაცსა ვერ იცნობდა, |
Verse: b Page of Ms. D: 188 | მუნ ტანისა შესამოსსა | გლეჯდის, სხვაფრად არ უბნობდა; |
Verse: g | მისნი გამზრდელ-განაზარდნი | მას გვერდს ახლდეს, ვინ რომ ჰყმობდა, |
Verse: d და | კვლა, მკურნალსა სენთა მისთა, | კაცსა ვერვინ ვერ იჴმობდა. |
Verse: a | ქალს კოშკი ჰქონდა მაღალი | მარმარილოსა თლილისა, |
Verse: b | მას შიგან იჯდა იგი მზე, | გზა იყო ერთის მილისა; |
Verse: g | მას ზედ ეკიდნეს მკურნალთა | თავნი, დიდთა და წვრილისა, |
Verse: d და | განშორებულნი სოფლისა | და სიცოცხლისა ტკბილისა. |
Verse: a | შმაგი იყო ისრე ქალი, | მოემატა კვლაცა სენი, |
Verse: b | მას ვერარა შეასმინეს, | დაშვრნეს მისნი მოაჯენი; |
Verse: g | მას გვერდს უსხდეს მისებრ შმაგნი, | კვლაცა მისგან მონაწყენი, |
Verse: d და | მუნ მეტისა ცრემლთა დენით | მათ წაეხვნეს თვალთა ჩენი. |
Verse: a | რაზომ ქალსა უწამლებდეს, | მათ ვერა ცნეს მისი რგება, |
Verse: b | მის ქალისა სიბრალულით | მეფეს ჰქონდა შეჭირვება, |
Verse: g | არა ნახის მისთვის ლხინი, | არ იამის ჯართა ხლება, |
Verse: d და | ქალს იგონებს ისრე შმაგსა, | გლოვა ვითმცა დაეშლება? |
Verse: a | გკადრე, გაჴსოვს, თურქმანმან და | ყმამან დავლნეს ოდეს შარი: |
Verse: b | მუნ კოშკისა ძირსა მიდგეს, | სად რომ იდგა მზისა დარი; |
Verse: g | რომ ეკიდნეს კოშკზედ თავნი, | მისთვის იყვნეს მოუბარი, |
Verse: d და | ყმამან ჰკითხა მას თურქმანსა: | "საქმე არსო ეს რა გვარი?" |
Verse: a | თურქმანმან ჰკადრა: "ესე არს | კოშკი ჴელმწიფის ქალისა, |
Verse: b Page of Ms. A: 165 | მჯობი ყოველთა მნათობთა, | მჭვრეტთა მომდები ალისა; |
Verse: g | არვის ასმია კაცთაგან | მისებრ ნახული თვალისა, |
Verse: d და | შმაგი არს, კაცთა სისხლთა | ღვრა წესად აქვს, მსგავსად მთვრალისა." |
Verse: a | "ბრძანება არს ჴელმწიფისა, | მას ჰაქიმნი რომ ვინ ჰყმობენ, |
Verse: b Page of Ms. C: 80 | არს თუ ვინმე შორს ან ახლოს, | მეფის კარსა მოიჴმობენ; |
Verse: g | ჴელმწიფისა ბრძანებასა | და მზის სენსა უამბობენ, |
Verse: d და | სენთ კურნება არ ეგების, | უნახავად ბრძენნი ბრძნობენ." |
Verse: a | "ვინ რომე არგოს, მისი არს | ქალი წუნ-დაუდებელი, |
Verse: b | მას მივსცე მისად საჯუფთედ, | იყოსმცა მისი მხლებელი; |
Verse: g | მას ახლდეს, კვლაცა მე ვჰყვანდე | მისთვის გულ-დასადებელი, |
Verse: d და | მას ლხინი მიჰხვდეს სამუდმო, | საუნჯე დაუკლებელი." |
Verse: a | "ვინ ვერა არგოს მას მზესა, | მოვჰკვეთო ფიცხლად თავია." |
Verse: b | წინ დაუც გზანი ორგნითვე | მათთვის, კარგი და ავია; |
Verse: g | ნახავს, თუ ვინმე ვერ ჰკურნებს, | დიდი არ დამნაშავია, |
Verse: d და | მას მესისხლურად ეკითხვის, | არ თურე მისთვის ზავია. |
Verse: a | მაამებელი ჩაიჭრა | მის მზისა საგონებელსა: |
Verse: b Page of Ms. B: 41 | "განვკურნო, ვახლდე მას მზესა, | გულს სევდა-გამაძებელსა, |
Verse: g | არ თურე თავი მეწყალვის, | საჯუფთედ მასთან მხლებელსა, |
Verse: d და | მეფობა მომხვდეს ქვეყნისა, | ვჯდე ლხინსა დაუკლებელსა." |
Verse: a | მის მზისა კარსა იგი ყმა | მივიდის, წადგის წინარე, |
Verse: b | ნახის მის მზისა მხლებელნი, | თვალთათ ცრემლისა მდინარე; |
Verse: g | მათ ტკბილად ჰკითხის: "რა გჭირსთო | გულისა მოსაწყინარე, |
Verse: d და | ანუ რას იგლოვთ, რამცა | გწვავს გულს ცეცხლი მოუთმინარე?" |
Verse: a | მათცა ის ჰკადრეს პასუხი, | რა რომე პირველ სმენოდეს, |
Verse: b | რაცა მათ ჭირნი ენახნეს, | კვლა თვალთათ ცრემლი სდენოდეს; |
Verse: g | "მის მზისა ისრე მჭვრეტელთა, | ჴამს, რომე ჩვენ მოგვწყენოდეს, |
Verse: d და | არა გვჭირს ჭირნი ეგეთნი, | რომ ჩვენგან მოითმენოდეს." |
Verse: a | ყმას ყველა ჰკადრეს, რა რომე | ქალს სენი წაჰკიდებოდა, |
Verse: b | მას აქეთ მისთა მხლებელთა | პატიჟნი არ დაჰკლებოდა; |
Verse: g | მათნი ჭირნი და ვაება | სხვას ვისმცა გაეძლებოდა? |
Verse: d და | "მისებრ ყოველნი შმაგნი | ვართ, ვინც რომე მასთან ხლებოდა." |
Verse: a | წავიდის, ყველა უამბის | თურქმანსა მაამებელმან; |
Verse: b Page of Ms. A: 166 | "ვჰკითხეო სენი მის მზისა, | შმაგობა მითხრა მხლებელმან, |
Verse: g | წაუხვნა ჭკუა-გონება | მზეს სენმან გაუძლებელმან, |
Verse: d და | ნუ თუ გვაღირსოს კურნება | ჩვენ მზისა დამბადებელმან?" |
Verse: a | კვლა ჰკადრა ყმამან თურქმანსა | სააჯო საუბარია, |
Verse: b | ტკბილად, გაკრძალვით ეუბნის, | არ მქისად სიტყვა-მწარია: |
Verse: g | "ვეჭვ განიკურნოს ჴელითა | ჩვენით მზე ჴმა-ნარნარია, |
Verse: d და | ნუ თუ განგვიხვნას უფალმან | მისის წყალობის კარია!" |
Verse: a | "გვაქვს მის სენისა წამალი, | ფურცელი ხისა მწვანისა, |
Verse: b | ცდა გვმართებს კვლაცა კურნებად | მის მზისა ლერწამ-ტანისა; |
Verse: g | ვეჭვ ჴელმწიფესა სისრულე | ჰქონდეს მუნ პაემანისა, |
Verse: d და | უთუოდ მოგვხვდეს სიამე | ჩვენთა ჟამთა და ხანისა." |
Verse: a | თურქმანმან თქვა: "ჩემთვის ეგე | საამოა, არ თუ ვსტირი;" |
Verse: b Page of Ms. C: 81 | ხვალ მისვლა თქვეს მეფის კარსა, | მათ დაასკვნეს ესე პირი: |
Verse: g | "შენსა ვჰკადრებ _ ჰაქიმია, | ჰკურნებს ქვეყნად რაც არს ჭირი, |
Verse: d და | მუნ მოსრულა იამანით, | მკურნალი არს მისებრ ძვირი." |
Verse: a | კვლა მიუდგეს მეფეს კარსა, | მუნ გათენდა დილა ოდეს, |
Verse: b | ენა მორთეს მისთვის ქებად, | მათთა ენით რაც ითქმოდეს; |
Verse: g | თურქმან ვაჟი წააყენა, | რაც დაესკვნა, მას იტყოდეს, |
Verse: d და | ჰკადრა: "არსო განმკურნალი | სენთა ძნელთა, რომე კმოდეს." |
Verse: a | "მას სმენია ქვეყნიერთა | ჴელმწიფისა შეჭირვება, |
Verse: b | იამანით წამოსულსა, | აწ ეღირსა თქვენი ხლება; |
Verse: g | მას სიამე უნდა თქვენი, | სამსახურთა არ დაკლება, |
Verse: d და | თუცა შესწევს ძალი ღვთისა, | ვეჭვ, რომ იქნას თქვენი ნება." |
Verse: a | "ჴამსღა შენგან წყლულთ კურნება," | ყმას ჴელმწიფე ეტყვის ტკბილად; |
Verse: b Page of Ms. B: 42 | "შმაგს ვიგონებ ჩემსა მზესა, | მიმაჩნია მე სიკვდილად; |
Verse: g | თუ ვინ ნახავს მზეს ურგებლად, | სხვათებრ სისხლი სდინდეს მილად, |
Verse: d და | განიკურნოს თუცა ქალი, | მივსცე, ვინცა ძმად და შვილად." |
Verse: a | ყმამან ჰკადრა შარიერსა | მხიარულად, არ მოწყენით: |
Verse: b | "მესმა თქვენი შეჭირვება, | გამოჭრილ ვარ უცხო თემით; |
Verse: g | განგებითა ღვთითა ჴამს მზე | განიკურნოს ჴელით ჩემით, |
Verse: d და | ვარგო თუმცა, ვიამარო, | მეცა ვირგო ბედით თქვენით." |
Verse: a | მეფემ უბრძანა: "თუ არგო, | მე აღგისრულო პირობა, |
Verse: b Page of Ms. A: 167 | მზე მოგცე შენად საჯუფთედ, | კვლა მოგხვდეს ლხინთა ჴსირობა; |
Verse: g | მოგეცეს ჩემგან სიმდიდრე, | ჯართა და ლაშქართ მირობა, |
Verse: d და | შენ პატრონად სჩნდე თავადთა, | არ თურე მოგხვდეს მცირობა." |
Verse: a | ესე მეფისა ბრძანება | მსმენელთა ეკვირვებოდა; |
Verse: b | ფიცხლად მოიჴმო ხადუმი, | რომე მას მზესა ხლებოდა, |
Verse: g | მას წაატანა იგი ყმა, | გული მით დაედებოდა; |
Verse: d და | წინ მიუძღოდა ხადუმი, | იგი ყმა მას მიჰყვებოდა. |
Verse: a | კოშკსა შეჰჴდეს ორნი ერთად, | სად მზე იწვა მოვანებით, |
Verse: b Page of Ms. D: 189 | ქალი ნახეს ჴელ-ფერჴ დაბმით, | უცნობოდ ჯდა, არ თუ შვებით, |
Verse: g | ფერ-მოჴდილი, განცვიფრებით, | მუნ არვისი არს სათნებით: |
Verse: d და | იწვის ცეცხლით მისნი მჭვრეტნი, | მუნ არვისგან დასავსებით. |
Verse: a | ოდეს ნახეს ისრე მყოფი, | ხის ფურცელი ასი დრამი |
Verse: b | გალესეს და უნებლიეთ | ქალს შეასვეს ერთი ჯამი; |
Verse: g | მათ ფურცლითა მუნვე ხისა | შეუმოსნეს კვლაცა გვამი, |
Verse: d და | მას დაუწყო ოფლმან დენა, | დაეძინა ერთი წამი. |
Verse: a | დაეძინა ოდეს ქალსა, | მოემატა ოფლთა დენა, |
Verse: b | სამ დღე-ღამე ოფლი სდინდა, | ერგო, ამოდ მოისვენა; |
Verse: g | ჰგვანდა ქალი მომაკვდავსა, | მჭვრეტთა შექნეს ამად წყენა, |
Verse: d და | მათ ეგონა მიცვლა მზისა, | ყმის საგმობლად მორთეს ენა. |
Verse: a | მეოთხეს დღესა მოიჴმო | მნათობმან მისნი მხლებელნი, |
Verse: b Page of Ms. C: 82 | უბრძანა: "მკადრეთ _ რა მჭირდა | მე ჭირნი გაუძლებელნი? |
Verse: g | რად სტირთ, რად იგლოვთ, რა გიმძიმს, | გწვავს ცეცხლნი გაუძლებელნი?" |
Verse: d და | ვაება შექნეს, ტიროდეს, | არს მათთვის დაუკლებელნი. |
Verse: a | მათ ჰკადრეს: მზეო, ვით ითქმის, | რა ჭირნი გარდაგჴდომია? |
Verse: b | ტირს ჭირთა თქვენთა მსმენელნი, | ყოველი კაცთა ტომია; |
Verse: g | სული ამოგვჴდა სნეულთებრ, | ვინ რომე გვერდსა გჯდომია, |
Verse: d და | ვჰნატრობთ ყოველნი სიკვდილსა, | სიცოცხლე არა გვნდომია." |
Verse: a | "რომ არ გქონდა კაცთა ცნობა," | ჰკადრეს, "არსო სამი წელი, |
Verse: b | არ გიამის კაცთა ხლება, | საუბარი, იყავ ხელი; |
Verse: g | შენთა მჭვრეტთა შენის სევდით | ყოფა გვქონდა ერთობ ძნელი, |
Verse: d და | აწ მოსჯობდი, სწევ საოფლედ, | გაგითავდა კვირა მთელი." |
Verse: a | შვიდ დღე-ღამე განუწყვეტლად, | მსგავსად წყლისა, ოფლი სდინდა, |
Verse: b Page of Ms. A: 168 | მოინდომა სმა და ჭამა, | ქალი ესრეთ მოჯობინდა; |
Verse: g | ახარებდეს ჴელმწიფესა: | "ღმერთმან მოგვცა, რაცა გვინდა, |
Verse: d და | ჴამს, აწ შუქით გან გვინათლოს, | გული ჩვენი ვინ დაბინდა." |
Verse: a | თუც ამბავსა არა სჯერა, | მას სუროდა ნახვა მზისა; |
Verse: b | მეფე მირბის ფერჴ-შიშველი, | შემოკლება სწადდა გზისა. |
Verse: g | მუნ მივიდა, კოშკსა შეჰჴდა, | ნახა _ ქალი მორცხვად ზისა, |
Verse: d და | არ ევარგა მასთან მთვარე, | მზე მიაჩნდა დარად ბზისა. |
Verse: a | მოეხვივნეს ერთმანერთსა, | დაბნდეს, სულსა გაეყარნეს, |
Verse: b | მათ მოაჭვდეს ყელნი ყელსა, | ვითა მკვდარნი, დაეყარნეს; |
Verse: g | მათ მეტისა სიამითა | მსწრაფლ სიცოცხლე გაიმწარნეს, |
Verse: d და | დიდხანს იყვნეს დაბნედილნი, | მჭვრეტთა მკვდარსა დაადარნეს. |
Verse: a | მხლებელთ ასხურნეს მათ ორთა | სურნელნი საყნოსელია, |
Verse: b | მოჯობდეს, სულნი ჩაედგნეს, | განათლდა მათთვის ბნელია; |
Verse: g | აღარა წუხდეს, დადუმდეს, | ადიდეს მათი მჴსნელია, |
Verse: d და | მსწრაფლ ჭირნი ლხინზედ შესცვალნეს, | სოფელი ესრეთ მქნელია. |
Verse: a | აქანამდის მის ქვეყნისა | კაცსა ჰქონდა შეჭირვება, |
Verse: b | ესმნეს მზისა განკურნება, | მათ შეექნა სმა და შვება; |
Verse: g | მუნ მიეცნეს სიხარულსა, | იყო ლხინთა არ დაკლება, |
Verse: d და | მას დღეს რაც რომ მეფემ გასცა, | ჩვენგან ვითმცა დაითვლება? |
Verse: a | მისად ძედ იჴმო, ვით ჴამდა, | მეფემან მაამებელი, |
Verse: b | მას უძღვნა განძი ურიცხვი, | საუნჯე დაუკლებელი, |
Verse: g | მოწყობით სრანი სამეფო, | მისნი გაზრდილნი, მხლებელი, |
Verse: d და | ასული მისი, მზედ მჴმობი, | სინათლე აქვს უვნებელი. |
Verse: a | ქვეყანა მისი მას უძღვნა | და მისთა ჯართა ქველობა, |
Verse: b | სამეფო ტახტი, გვირგვინი, | მუნვე ქვეყნისა მცველობა, |
Verse: g | მას ყმას ანება ყოველი | სამეფო, მისი ჴელობა; |
Verse: d და | ჰშვენოდეს ჯართა თაობა, | ჴამს, ჰქონდეს დღეთა გრძელობა. |
Verse: a | ყმას ეწერა რადგან ზენით, | მით აუპყრნა ღმერთმან ჴელნი; |
Verse: b Page of Ms. C: 83 | ჰმსახურებდეს თავ-დადებით, | ვით პატრონსა, ბაღდადელნი, |
Verse: g | სპათა მისად სამსახურად | მუნ შეირტყეს მჭიშნედ წელნი, |
Verse: d და | რაც უბრძანის ყმამან ჯართა, | მისი იყვნეს ყველა მქნელნი. |
Verse: a | მეფობდის და მათ მოსწონდის | სამართალნი მისეულნი, |
Verse: b Page of Ms. A: 169 | ვის გულს ასხდის დაღი მძლავრთა, | გაუმთელნის ყმამან წყლულნი; |
Verse: g | განიკურნის მისის ჴელით, | იყვნეს ვინცა თუ სნეულნი, |
Verse: d და | ვის რა ჰქონდის შინ თუ გარე, | ყველა მისგან მიცემულნი. |
Verse: a | რაც მისგან ჴამდის, აამის | ჴელმწიფეს მაამებელმან, |
Verse: b | ახლდის, ჰმსახურის, აამის, | ვით ერთმან მისმან მხლებელმან; |
Verse: g | მით მოიმადლა ჴელმწიფე | ყმამან წუნ-დაუდებელმან, |
Verse: d და | მას მისცა ღმერთმან სიმდიდრე, | წყალობა-დაუკლებელმან. |
Verse: a | არს ბაღდადისა ქალაქი | ტურფა, ბრძენთაგან ქებული, |
Verse: b Page of Ms. B: 43 | მას ქალაქს მრავლად მდიდარი | არს კაცი სახელდებული; |
Verse: g | მართლ-მსაჯული ჯდა ჴელმწიფე, | იყო არვისგან ვნებული, |
Verse: d და | იყო მტერთაგან უშიშრად, | მორჭმა-დიდებით შვებული. |
Verse: a | მის ქალაქისა ზამთარი | მსგავსი არს გაზაფხულისა, |
Verse: b | აქვს ბაღსა ზამთარ შვენება | ხის, ედემს დანერგულისა; |
Verse: g | მუნ არს ყვავილთა სიმრავლე, | მნახთ უკუმყრელი გულისა: |
Verse: d და | ბაჰარი, ვარდი, ნარგისი, | ია, საყნოსლად სულისა. |
Verse: a | ბულბული და იადონნი | ვარდსა ზედან ტკბილად ჴმობენ, |
Verse: b | გულსა ეშხი მისეული | აქვს, ჴმა-მაღლად მუსიკობენ; |
Verse: g | სუმბული და იასამან, | ზამბაღ, ლალა მათვე ჰყმობენ, |
Verse: d და | სხვა სურნელნი მრავალ-გვარნი | არს, მნახველნი არ დაჰგმობენ. |
Verse: a | ესეთნი ბაღნი ტურფანი | იყვნეს წუნ-დაუდებელნი; |
Verse: b | დღე ერთ თვითოსა ბაღჩასა | ლხინობდის მაამებელი, |
Verse: g | მისსავე წესით მას სწადდა | ბაღს ლხინი დაუკლებელი; |
Verse: d და | ყმა მივა ბაღსა სალხინოდ, | გვერდს ახლავს მისი მხლებელი. |
Verse: a | ყმას წინ მიუძღვის თურქმანი, | მისი დამდები ვალისა; |
Verse: b | მას მაწყინარი იხილეს, | დამთხრელი მისის თვალისა, |
Verse: g | მკვლელი მის ყმისა ჯანისა, | წამხმელი ტყუბთა ლალისა; |
Verse: d და | მუჴლ-მოყრით ყმისა წინაშე | ზის, ჩივის, არ ეკრძალისა. |
Verse: a | ენას აუბნებს სატყუვრად | მგრძნებელი, მქმნელი ავისა; |
Verse: b | უწყით მსმენელო, ბრგვილია | ენა მის დამნაშავისა?! |
Verse: g | რასაცა უბნობს შეფრქვევით, | საკადრსა მისის თავისა, |
Verse: d და | ოდიდგან ყმა არს შემსწრობი | პატიჟთა უამრავისა. |
Verse: a | ყმა ახლოს მიდგა, გაიცნა | ძმად-ფიცი მაწყინარია; |
Verse: b Page of Ms. A: 170 | უბრძანა: "ვინ ხარ, ბედითო, | პირ-მქისი, სიტყვა-მცდარია?" |
Verse: g | კვლა თურქმანსა ჰრქვა: "მგრძნებელი, | ეშმაკსა დასადარია, |
Verse: d და | მჭიშნედ შეუკარ მკლავნი | და პყრობილი ჩემს წინ არია. |
Verse: a | ფიცხლად შეიპყრა თურქმანმან | იგ ბილწი მაწყინარია, |
Verse: b Page of Ms. C: 84 | მას არა ჰკითხა სახელი, | არცაღა მისი გვარია; |
Verse: g Page of Ms. D: 190 | ყმა სავარდესა გარდაჴდა, | მოვანე, ვითა მთვარია, |
Verse: d და | მუნ სამეფოსა ტახტსა | ჯდა, მას ახლდა მისი ჯარია. |
Verse: a | სავარდესა შიგან შვენის | ია სურნელ, ზოგან ვარდი, |
Verse: b | ნარინჯი და ლიმო, ხურმა, | ალვა, ედემს განაზარდი; |
Verse: g | დგეს ოთაღნი საჴელმწიფო, | ქვეშ ეფინნეს სტავრა, შარდი. |
Verse: d და | ყმა მზებრ ნათობს, მზესა ჰკადრეს: | "მას წინაშე მონავარდი!" |
Verse: a | შეკრიბნა მისნი მხლებელნი, | მდიდარნი ანუ მცირეა, |
Verse: b | ბრძანა ბილწისა მიყვანა, | აცნობა თავი გმირია, |
Verse: g | მათ ჰკადრა მისი ამბავი, | რაც მისგან სჭირდა ჭირია, |
Verse: d და | მას მაწყინარსა შეექმნა | ძრწოლა ულხენი ხშირია. |
Verse: a | "მე და ესე ყმა იამანს | სამგზავროდ შევიყარენით, |
Verse: b Page of Ms. B: 44 | შევამხანაგდით, შევჰპირდით, | ვიფიცეთ, ითქმის არ ენით; |
Verse: g | ზურგსა გვეკიდა საგზალი, | თავნი აქეთკენ ვარენით, |
Verse: d და | ხან-დაუზმელად გზას ვლიდით, | საგზალსა ვიამარენით." |
Verse: a | "მივჰხვდით რასმე ჩოლსა გრძელსა, | ულევსა და უგემურსა, |
Verse: b | თქვი თუ, წვიმდა ზეცით ცეცხლსა, | პირს გვაფრქვევდა ალი მუსრსა; |
Verse: g | ვსჭამდით, ვსვამდით, რაცა გვქონდა | ჩვენ საზრდოსა შინაურსა, |
Verse: d და | რაზომსაცა ჴშირად ვსვემდით | წყალსა, სიცხით უფრო გვწყურსა." |
Verse: a | "თუ როგორ გავჴე, ვით გკადრო? | გულსა მწვავს ცეცხლთა ალია, |
Verse: b | მომწყურდა, წყალი არა მაქვს, | კვლა გზისა სავლად ძალია; |
Verse: g | მუნამდის მქონდა, ერთად ვსვით | საგზლად ნაქონი წყალია, |
Verse: d და | ვიაჯე სმევად წყალისა, | მას ვუძღვენ ტყუბნი ლალია." |
Verse: a | იგ არ ინდომა წყეულმან, | გულით ქვისაებრ სალია: |
Verse: b | "რას მარგებს, ჴელსა ვჰჴდი რასა | რად მოვიჴმარე ლალია? |
Verse: g | თუ წყალი გინდეს სასმელად, | მომეც მზის მზერნი თვალია." |
Verse: d და | დამსთხარნა თვალნი უძლურსა, | არცაღა მასვა წყალია. |
Verse: a | "წამიხვნა ჩემი ქონება, | არ გული ჩემთვჯს სტიოდა, |
Verse: b Page of Ms. A: 171 | ორთავე თვალთათ ნაკადი | სამს დღემდის სისხლი მდიოდა ; |
Verse: g | კაცისა ფერხჴთა ჴმა მესმა | მათ მაღლა გავაჴმჯო-და, |
Verse: d და | ამა თურქისა მეცხედრე | , ქალი მთვარე და მზეო-და." |
Verse: a | "იგნი ჩემთვის ღვთად გამოჩნდეს, | დად და დედად შემეყარნეს, |
Verse: b | თან წაიხვნეს თვალნი წყლულნი, | მათებრ მათსა სახლსა მარნეს; |
Verse: g | მათ მომბანეს თვალთა სისხლი, | კვლაცა თვალნი ჩამიყარნეს, |
Verse: d და | შემიხვივნეს მჭიშნედ თვალნი, | მათ წამალი დამაყარნეს." |
Verse: a | "ამიხილნეს თვალნი ღვთულებრ, | გამიმთელნეს თვალთა წყლულნი;" |
Verse: b | თქვა: "ამ ყმისა ჴელით მკვდარსა | მათ წყალობა მიყვეს ღვთულნი; |
Verse: g | სიცოცხლე და კვლა სიმდიდრე | არს ყველაი მისეულნი." |
Verse: d და | ჰკადრა ჯართა ყველა წვრილად, | მათ ისმინნეს მისგან თქმულნი." |
Verse: a | ჴმალი ჰკრა ფიცხლად თურქმანმან | მაწყინარს, მოსჭრა თავია; |
Verse: b Page of Ms. C: 85 | თქვა: "ნიადაგმცა უთავო | არს თქვენზედ დამნაშავია, |
Verse: g | ღმერთიცა რისხვით მიჰხედავს, | ვინ რომე თქვენთვის ავია, |
Verse: d და | არცხვინნეს თქვენთა ორგულთა | და მტერთა ნუმც აქვს ზავია!" |
Verse: a | მას ბილწსა მკლავსა შეება | მის ყმისა ტყუბი ლალები; |
Verse: b | ჴელ-ყო თურქმანმან, აგლიჯნა | მკლავით მუნ ტურფა თვალები, |
Verse: g | აწყო მის ყმისა წინაშე, | ამართლნა მისნი თქმულები; |
Verse: d და | მადლი უბრძანა თურქმანსა, | სიტყვანი შესაწყალები. |
Verse: a | მას დღე-ღამე სავარდესა | სვეს, წართეს და ლხინი ნახეს, |
Verse: b | ყმას შეასხეს ხოტბა-ქება, | დიდებულთა არ უძრახეს; |
Verse: g | მათზედ გასცა საბოძვარი, | კვლა არვისგან არ ენახეს, |
Verse: d და | მუნ მდიდართა სიყვარული | მისი გულსა ჩაესახეს. |
Verse: a | რას ვაგრძელებ? ბაღდადისა | მეფე სოფლით მიიცვალა, |
Verse: b Page of Ms. B: 45 | საყმო მისი საჴელმწიფო | ყმასა ჴელში ჩაუთვალა, |
Verse: g | საუნჯე და სპა და ჯარი | ყმას დაუგდო მისი ყვალა, |
Verse: d და | თან არ წაჰყვა ნაჭირვები | მისი, ქვეყნით გაჰჴდა, გვალა. |
Verse: a | ყმას დანებდა მის ქვეყნისა | სპა და ჯართა თავადობა, |
Verse: b | მას ჰშვენოდა ჴელმწიფობა, | კვლაცა მისსა მზესა მზობა; |
Verse: g | მუნ დაიპყრა სრულ სამყარო, | კვლა დააკლო არ საქმობა, |
Verse: d და | თურქმანს მისცა მის ქვეყნისა | ამირ-სპაა-სალარობა. |
Verse: a | ვაზირს ჰყვა ქალი პირ-მთვარე, | უჩინოდ ჰქონდა თვალები; |
Verse: b Page of Ms. A: 172 | ვაზირი მისთვის გულ-მწუხრად | ტირს, კაცთა შესაწყალები, |
Verse: g | წინაშე ყმისა მუჴლ-მოყრით | ზის, ჰკადრებს: "დამდევ ვალები, |
Verse: d და | ქალი მყავს პირ-მზე სნეული, | მისი მწვავს გულსა ალები." |
Verse: a | "არგე რა მზესა, კვლა გულსა | დამწვარსა წყალი მამარე, |
Verse: b | დამჴსენ ტყვე-ქმნილი საჴმილსა, | მისსა კვლა ლხინსა მამარე, |
Verse: g | გლახ მააზატე, ვითა ტყვე, | მე თავთა თქვენთა მამარე, |
Verse: d და | მილხინე სენი ულხენი, | უჴსნელსა ჭირსა მამარე." |
Verse: a | თურქმანს უბრძანა მეფემან | წამლობა მუნვე ქალისა; |
Verse: b | მან სააქიმოდ შეირტყა | წელი, ახილვად თვალისა, |
Verse: g | სადგომსა მისსა მივიდა, | სად კოშკი ედგა სალისა, |
Verse: d და | ნახა იგი მზე, უჩინოდ | ზის, მნახთა შესაწყალისა. |
Verse: a | უწამლა ქალსა წამალი | მან თვალთა ასახელია, |
Verse: b | თვალთა მიეცნეს სინათლე | ესრეთ, თქვი: იყო მთელია; |
Verse: g | თურქი ილოცავს, ადიდებს | ღმერთსა, აღუპყრა ჴელია: |
Verse: d და | "თავი ვით ვიქო უღირსმან, | თვით შენ ხარ კარგა მქნელია." |
Verse: a | ბაღდადისა ქვეყნის კაცთა | მით შეექნა განკვირვება, |
Verse: b | მისცეს ქალი მას თურქმანსა, | მას ჰფერობდა მისი ხლება; |
Verse: g | თვე ერთ იყო ქორწინობა | მას ქალაქსა, სმა და შვება, |
Verse: d და | იყო ლხინთა დიადება, | სიხარულთა არ დაკლება. |
Verse: a | მუნ ყმა მეფედ ჯდა, თურქმანი | მის ყმისა იყო მხლებელი, |
Verse: b Page of Ms. C: 86 | მას ვალთა მუქფად, რაც ჴამდა, | სწყალობდა მაამებელი; |
Verse: g | მას მისცა ბასრა ქალაქი, | ყოვლითურთ დაუკლებელი, |
Verse: d და | სიამე მიჰხვდა სოფლისა | და ყოფა გასაძლებელი. |
Verse: a | ამ სოფლისა მეფედ მჯდომმან | ხანი დაყო ერთობ გრძელი, |
Verse: b | სამართლით და ჴმლით და ჭკუით | მან დაიპყრა ზღვა და ჴმელი: |
Verse: g | მანც იხილა, ვითა სხვამან, | მუხთლად ქცევა სოფლის ჭრელი, |
Verse: d და | მას მოუდგა შესაპყრობლად | ბადე, მისგან დანაქსელი. |
Verse: a | მათ ავნო სხვათებრ სოფელმან | კვლაცა მისსავე წესითა: |
Verse: b | მუნ ნაჭირვებთა სოფლისა | ამოჰჴდეს სულნი კვნესითა; |
Verse: g | გადრმოჰჴდა, მსგავსად წერილთა, | სულთა მპარავი ზესითა, |
Verse: d და | სასუფეველსა დამკვიდრდეს | ყოველთა უამესითა. |
Verse: a | ბარამს ჰკადრა ეს ამბავი | მანი ბრძენმან, გონიერმან; |
Verse: b Page of Ms. A: 173 | მოისმინა მისგან თქმული | ქვეყნად მეფედ დასაჯერმან, |
Verse: g Page of Ms. B: 46 | მადლი ჰკადრა მანი ბრძენსა | ყმამან, სიტყვა-შვენიერმან; |
Verse: d Page of Ms. D: 191 და | მუნ დაწერეს ოქროს მელნით, | ჴამს ისმინოს ყრმამ და ბერმან! |
Verse: a | მუნ მეფესა ამბის სმენით | ღამე მიჰხვდა მოსვენება, |
Verse: b | გაანათლა მზემან რა ცა, | ყმასა სწადდა სხვისი ხლება; |
Verse: g | ჴამს სპეტაკთა დარბაზთ მორთვა, | მზისა ხლებით სმა და შვება, |
Verse: d და | ჰკადრეს მზესა შვიდთა მნათთა | მუნ მეფისა მოჴსენება. |