TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 21
Previous part

Chapter: XX  
მეშვიდე იყლიმის ხელმწიფის ქალისას თეთრს დარბაზში ბარამ ხელმწიფის ქორწილი.



Strophe: 1316  



Verse: a        საფრანგეთისა სამეფო,   უწყით, სხვათ უზესთესია,
Verse: b        მის ქვეყანისა ჴელმწიფე   ცასაცა უმაღლესია;
Verse: g        თუცა ჰინდს, ჩინს და თურქისტანს   სიტურფე დანათესია,
Verse: d     და   მაგრამ ქალ-ყმანი ფრანგისა   საჭვრეტლად უამესია.



Verse: n.d     
ფრანგისა _ ბრანგისა A.



Strophe: 1317  



Verse: a        ფრანგთ მეფეთ მეფის ასული,   მუნ თეთრთა სრათა მჯდომელი,
Verse: b        მუნ მჯობად მზე-და-მთვარისად   ბრძენთა უქია რომელი;
Verse: g        ვარ ადრითგანვე მის მზისა   შესხმა-ქებისა მდომელი,
Verse: d     და   მუნ რას ვამსგავსო, რა ვჰკადრო?   ვარ მისი მიუხვდომელი!



Verse: n.g     
მჯობად _ მჯდომად A.
Verse: n.g     
ადრიდგანვე BC. მნდომელი A.
Verse: n.d     
ვამსგავსნე ABCD.



Strophe: 1318  



Verse: a        ცა დაჰფარა მისმან შუქმან   და წაუხვნა მზესა მზობა,
Verse: b     Page of Ms. A: 174     ვით თქვას ბრძენმან ქება მისი,   რა სიტურფე, რა ნაზობა?
Verse: g        ბროლ-ლალსა და ვარდსა ზედან   გიშრის სართა შენათხზობა,
Verse: d     და   იაგუნდთა თლილთა ქვეშე   მარგალიტთა ტყუბთ ელვობა.



Verse: n.g     
სართა _ სრათა BC.
Verse: n.     
1318 და 1319 სტროფებს შუა D-ში სათაურია: აქა მეშვიდე ქორწინობა ბარამ ჴელმწიფემან.



Strophe: 1319  



Verse: a        რა ქება თქვას ბრძენმან მისი,   ანუ ხოტბა შესაფერი?
Verse: b        მას ჟამს იყო ქვეყნის მნათი   მზე-და-მთვარედ დასაჯერი;
Verse: g        მას ჰკადრებდეს მზე და მთვარე:   "ვართო შენი მონაბერი;"
Verse: d     და   ვარდსა სწუნობს სურნელობით,   მზეს მნათობად მისი მზერი.



Verse: n.b     
მთვარე A.



Strophe: 1320  



Verse: a        ვინ სურნელსა ვარდსა სჯობდა,   ალვა-მორჩად ტანი ახო,
Verse: b     Page of Ms. C: 87     დაეჩაგრნეს სულ-სურნელნი,   არ ახსენა, არ იახო;
Verse: g        მჭვრეტთა მისთა გიშრის სარი   გულსა საკლად მზანი ახო,
Verse: d     და   არქვა გულსა: "მგმობარე   ხარ მისი, სულთ-თქვნა ან იახო."



Verse: n.b     
ყმაწვილისა _ მას დღე ყრმისა A.
Verse: n.g     
კვლა მათ _ კაცთა D. შვიდი სრა _ შვიდის რა D.
Verse: n.b     
არ _ მან ABCD. ახსენნეს BCD.
Verse: n.d     
სულთქმა BCD, სულთქნა A.



Strophe: 1321  



Verse: a        შორით სწვევდა მისი ცეცხლი,   თუცა ბარამს არ ენახა,
Verse: b        არ ენახა, მაგრამ მისი   სიყვარული გულს ენახა;
Verse: g        მასთან ლხინთა მომლოდნელსა,   არ თუ პირი მოემჭახა,
Verse: d     და   აქანამდის ვისი ეშყი   გულსა მალვით შეენახა.



Verse: n.g     
ლხინსა A. მომლოდნელსა ABCD.
Verse: n.a-d     
რითმა "ახნეს" ABCD.



Strophe: 1322  



Verse: a        მოიჴმეს ერთი მხლებელი,   ვის ვიტყვი მსგავსად ჰურისა;
Verse: b        ჰკადრეს: "ვართ ლხინთა მნდომელი,   ხვალ ხლება მზისა გვსურისა."
Verse: g        ფიცხლად შეიქცა, საამოდ   მზეს წინ მკადრე არს თუ რისა!
Verse: d     და   ესმნეს ოდესმცა ამბავი,   მსმენელნი არ ემდურისა.



Verse: n.g     
საამოდ _ საამბოდ D.



Strophe: 1323  



Verse: a        თეთრი სრა, შიგან-გარენი,   მოჰფინეს დიბა-ნახლითა,
Verse: b     Page of Ms. B: 47     ცამდის შეამკვეს იგი სრა   ოქსინო-სირმა-ნახლითა;
Verse: g        სრაშიგან სელნი მოაწყვნეს   მუნ ალმასითა ახლითა
Verse: d     და   შუქი მუნ თლილთა ალმასთა   მზეებრ ნათობდა სახლითა.


Strophe: 1324  



Verse: a        ჴშირად დასხნეს მათ უდ-სუზნი,   მუნ სურნელსა სულსა ჰყრჩოდეს,
Verse: b        მრავლად იყო ამბრის კმევა,   მუშკთა ფრქვევა, რაც ითქმოდეს;
Verse: g        მუტრიბთა და მომღერალთა   უტკბო სხვა ჴმა არ ისმოდეს,
Verse: d     და   ესრეთ მორთეს სრა-საჯდომნი,   რომ სალხინოდ მათთვის კმოდეს.



Verse: n.a     
ყრჩოდეს AD.
Verse: n.b     
ფრქვევა _ პრკმევა BC, კმევა D.
Verse: n.g     
მუთრიბთა ABCD.



Strophe: 1325  



Verse: a        ტურფად მორთეს სტავრა-ნახლით   შინ საჯდომნი გარე სრანი;
Verse: b        იყვნეს მზისა სამსახურად   შინ რომნი და გარეს რანი,
Verse: g        ტურფად მქცევნი, მზეებრ მნათნი,   შინ ახლდეს თუ გარეს რანი;
Verse: d     და   ახლოს მყოფთა ჰქონდა ლხინი,   კვლა შორს მყოფთა გარე სრანი.


Strophe: 1326  



Verse: a        მას დღეს მზესა ტანი მჭევრი   შეემოსა დიბა-ნახლით,
Verse: b     Page of Ms. A: 175     ტახტს ჯდა, ნაქმრად შვენიერსა   თვალ-შეფრქვევით ახალ-ახლით;
Verse: g        დაეშვენნა სრა-საჯდომნი,   შუქი ჰკრთების გარე სახლით,
Verse: d     და   მნახთ თქვეს: "პირი გაგვინათლდის   მისის შუქით, როს ვიახლით."



Verse: n.a     
შეემოსნეს ABCD.
Verse: n.b     
შვენიერი A.
Verse: n.g     
დაეშვენნეს ABCD.
Verse: n.d     
განგინათლდის BD.



Strophe: 1327  



Verse: a        ტახტზედ ჯდა ყელ-ყურ მწყაზარი,   წარბ-მშვილდი, წამწამ-ისარი;
Verse: b        ნიშნად აქვს გული მიჯნურთა,   ესვრის, ჰკრავს ვით მოისარი.
Verse: g        მას ტახტზედ მჯდომსა ვერ ჰგვანდეს   ვერ ფახფურ ვერც კეისარი,
Verse: d     და   შუქით დაბინდნა მთიებნი,   აწ ქვეყნის მნათი ის არი.



Verse: n.g     
მჯდომი BCD.



Strophe: 1328  



Verse: a        გარიგდეს ჯარი მის მზისა   მუნა ფრანგთავე წესითა,
Verse: b        დგეს ტახტსა-გარე კეკლუცნი,   მუნ ლხინთა უამესითა,
Verse: g        საროსა მსგავსნი მნათობნი,   თვით ჩამოსრული ზესითა;
Verse: d     და   მათი ქება და სიტურფე   ვთქვა, მოვიგონო მე სითა?



Verse: n.d     
ვსთქუა A.
Verse: n.g     
მნათობნა A.



Strophe: 1329  



Verse: a        იყვნეს მზანი მისაგებლად,   ჴელთ ეჭირნეს ხონით ალვა,
Verse: b        სხვა სურნელნი საკმეველნი   მათ ეჭირნეს, ჰქონდა კრძალვა;
Verse: g        ფეჩა პირსა მოებურნეს,   მზეებრ შუქთა უნდა მალვა,
Verse: d     და   ესრეთ მორთეს სრა სალხინოდ,   მას დღეს ჰქონდა არ თუ ხალვა.



Verse: n.b     
მათ _ სხუათ A.



Strophe: 1330  



Verse: a        კვლა ბარამს ჰკადრეს მხლებელთა:   "ესე არს ჟამი ლხინისა:
Verse: b     Page of Ms. C: 88     ხლება მის მზისა მწუნისა,   ბროლ-ვარდ-სათ-ბალახშ-მინისა,
Verse: g        მჭვრეტთა წამღები გულისა,   სინათლე თვალთა ჩინისა!
Verse: d     და   მუნ ერთად მსხდომად მეჭველთა   მას დღეს არ მოეწყინისა."



Verse: n.a     
შვიდი სრა _ შვიდის რა D.
Verse: n.d     
მეჭველთა _ მჭურეტელთა A.



Strophe: 1331  



Verse: a        მოეკაზმა მას დღეს მეფე,   ედემს რგული ალვის ხე ვით,
Verse: b        ჯუბა ეცვა მას, ნაკერი   მარგალიტით, სირმა-რევით;
Verse: g        ყმას ჰშვენოდა თაჯ-გვირგვინი,   მუნ ნაქმარი თვალთა ფრქვევით,
Verse: d     და   ჯდა ტაიჭსა ლურჯსა გმირი,   სრას მიჰმართა თეთრსა, მზე ვით.



Verse: n.a     
ედემს რგულსა ალვის ხე ვით ABCD.
Verse: n.b     
ეცუნეს ABCD. მარგალიტი ABCD.
Verse: n.g     
შვენოდეს ABCD.



Strophe: 1332  



Verse: a        წინ მოუძღოდეს მდიდარნი   მისნი, მისგანვე ქებულნი,
Verse: b        ყველაი სწორნი მეფეთა,   ლომ-გულნი, სახელდებულნი,
Verse: g        გამზრდელ-გაზრდილნი მეფისა,   თვით ყრმობითგანვე ხლებულნი;
Verse: d     და   მუნ პატრონ-ყმანი, ვით ჴამდა,   იყვნეს სალხინოდ ვლებულნი.


Strophe: 1333  



Verse: a        ყმამან მისვლით გაანათლა   თეთრი სრა და იგი არე,
Verse: b     Page of Ms. B: 48     მას უფენდეს ფერჴთა ქვეშე   სტავრა-ნახლსა სახლსა გარე;
Verse: g        თავს აფრქვევდეს ლალ-გოარსა   ყმას მხლებელნი, ვითა მთვარე,
Verse: d     და   წინ უკმევდეს მუშკ-ამბარსა   ქალნი, მზისა დასადარე.



Verse: n.b     
მას _ ყმას ABCD.



Strophe: 1334  



Verse: a        ესრეთ, რომე მკადრე ვიქმენ,   დახვდეს კაზმით გზანი სავლად,
Verse: b     Page of Ms. A: 176     მგოსანნი და მუშაითნი   მათს წინაშე იყვნეს მრავლად;
Verse: g        ყმასა სწადდა შეყრა მზისა,   გაემალნეს ფერჴნი წავლად.
Verse: d     და   შეჰჴდეს სრასა ეფარვოდა   შუქი მზისა თვალთა ავლად.



Verse: n.g     
გაემართნეს... სავლად BC.



Strophe: 1335  



Verse: a        ქალი ჯდა ტახტსა უკადრი,   მთვარე-და-მზისა წუნებით,
Verse: b        ყოლ არად უჩნდა მთიებნი,   შუქით მზეს სჯობდა გუნებით;
Verse: g        მასთან ნუ ნათობთ მთიებნო,   დაშვრით, დავარდით, მუნ ებით,
Verse: d     და   ჴამს, დაემონნეთ შვიდნივე   მნათობნი, გიყმნეს თუ ნებით!


Strophe: 1336  



Verse: a        ვინცა პოოს ცად და ქვეყნად,   მზეო, შენი შენადარი,
Verse: b        როს დაბინდოს მზე ღრუბელმან,   ქვეყნად შუქი შენ ადარი,
Verse: g        აღემაღლოს ცამდის თავი   თუ მზეს, შუქი შენად არი,
Verse: d     და   ვინ დაგბადა ეგზომ ტურფა,   ვეჭვ, იგიცა შენად არი.



Verse: n.b     
როს _ ოს ABC. აღემაღლნეს ABCD.



Strophe: 1337  



Verse: a        ტახტზედ დაჯდა მზისა გვერდით,   ხლებით გული აუჩქარდა,
Verse: b        პირს შეადგა ღაწვთა ელვა,   თვალთა მზერა დაუზარდა;
Verse: g        ღელვა შექნა მელნის ტბამან,   ჰინდოთ ჯარი დაუჯარდა,
Verse: d     და   მსწრაფლ მომართეს გულსა საკლად,   გული წყლული დაუვარდა.


Strophe: 1338  



Verse: a        გულმან ჰკადრა: "ადრითგანვე   შენგან დანადაგი ვარ-და,
Verse: b        ჰკლავ ლახვრითა ეგზომ გულსა,   რად არ დანა დაგივარდა?
Verse: g        არსო მჭვრეტთა გულთა მსრველი,   მით ჴმა-დანა დაგივარდა;
Verse: d     და   შეკრებილმან გულნი საკლად,   მათთან დანადაგი ვარდა,



Verse: n.a     
დადნა იგი ვარდა D.
Verse: n.d     
დანად იგი D.



Strophe: 1339  



Verse: a        მას დღეს ორნი ერთად მსხდომნი   მჭვრეტთ რისთვისმცა დაედარა?
Verse: b        ქვეყნად არსნი, ცად მთიებნი   ეყმნეს, ვითმცა დაედარა?
Verse: g        არ ევარგა მასთან მზესა   რაც ენათლა და ედარა;
Verse: d     და   ცად მთიებთა, ქვეყნად არსთა   ირჩდა მკვიდრად და ედარა.



Verse: n.a     
რისთვისმცა _ რისხვისმცა D.
Verse: n.g     
მზისა DB. რაც _ არც BC; ენათლნეს ABCD.
Verse: n.d     
ირჩდა _ ერჩდა B.



Strophe: 1340  



Verse: a        ყმა ტახტზედ ჯდა მზისა გვერდით,   ვითა მთვარე მოვანებით,
Verse: b     Page of Ms. C: 89     თქვეს მჭვრეტელთა: "მათად ხლებად   მზე და მთვარე მოვა ნებით;
Verse: g        ცად მთიებნო, ჴამს, დაბინდდეთ,   დაშვრით რებით, მოვ ან ებით!
Verse: d     და   სხვა რამც გვქონდეს ჩვენ არმაღნად,   თქვეს მათ, შუქი მოვანებით."


Strophe: 1341  



Verse: a        ამოდ სხდეს ერთად ტურფანი,   მჭვრეტელთა გულთა მდებელნი,
Verse: b     Page of Ms. D: 192    იხარებდეს და იშვებდეს   ორგნითვე მისნი მხლებელნი;
Verse: g        მათ ლხინი ჰქონდა, სიამე,   მხლებელთა გასაძლებელნი.
Verse: d     და   პურობა იყო დიადი   და ჭამა დაუკლებელნი.



Verse: n.d     
იყვნეს დიადნი ABCD.



Strophe: 1342  



Verse: a        მიულოცვიდეს მდიდარნი,   ვაზირ-ვაქილად ჴმობილნი,
Verse: b     Page of Ms. A: 177     დეონოსისებრ ლმობილნი,   ბრძენნი, მისგანვე ბრძნობილნი;
Verse: g        მათ მიჰყვნეს ჯარი თავადთა   მუნა, მათგანვე ცნობილნი,
Verse: d     და   მათ თავს აფრქვევდეს გოარსა,   არ იყვნეს მათგან გმობილნი.



Verse: n.a     
ვეზირ _ ვექილად A.



Strophe: 1343  



Verse: a        კვლა დასხდეს ჯარი თავადთა,   სად რომე იამებოდეს,
Verse: b     Page of Ms. B: 49     პირის-პირ უსხდეს მათ ორთა,   ვის მზეებრ შუქნი ჰკრთებოდეს;
Verse: g        მზე ახლოს ახლდა მთვარესა,   მით პირი გაევსებოდეს,
Verse: d     და   მათ გაენათლნეს არენი,   შუქნი მიდამო-დგებოდეს.


Strophe: 1344  



Verse: a        კვლა გარიგდეს მათით წესით,   სად სასხდომად ესხნეს სელნი,
Verse: b        ვის ჰფერობდა ვისთან სხდომა,   მუნ ერთად სხდეს ლხინთა მზმელნი,
Verse: g        ნადიმ-გრძელნი, მხიარულნი,   ხოშგოვართა ღვინის მსმელნი,
Verse: d     და   ტურფად მზმელნი, არ თუ მქისნი,   მომღერალნი, ტკბილად მთქმელნი.



Verse: n.a     
მათთა BC; სასხდომლად A.
Verse: n.d     
მთქმელნი _ მთმელნი A.



Strophe: 1345  



Verse: a        მიიღეს სკამნი ბროლისა,   სხვა კაცთა არ ნაქონები,
Verse: b        კვლა უცხოდ რითმე ნაკაზმნი,   საჭმლითა სავსე ხონები;
Verse: g        ჴელ-შეჭდობილნი წინაშე   დგეს ოქრო-კაზმით მონები,
Verse: d     და   ყველაი მჯობნი მთვარისა,   მჭვრეტელთა მოსაწონები.


Strophe: 1346  



Verse: a        რა რომ მათგან მინაღებნი   ხონით ისხნეს მათსა წინა:
Verse: b        ჯამი იყო, თუნდა თასი,   ყველა კაზმით ბროლის მინა, _
Verse: g        ჴელთ აეხვნეს მზეებრ მნათთა,   ნეტარ სმიდეს რად არვინა?
Verse: d     და   შაბაშ ტურფა სანახავი,   ეჰა ლხინი ვინცა გინა!



Verse: n.a     
ხონი ისხდეს ABC.
Verse: n.b     
თუნდა თასი _ თუნდ ათასი BC.



Strophe: 1347  



Verse: a        ნახეს ტურფა არნახული,   სხვა რამც ექნათ, თუმც არ ესვა?
Verse: b        მჭვრეტთა ლხინი გაადიდეს,   მათ ვერმჭვრეტთა, თუმც არეს, ვა!
Verse: g        განეშორა შუქი მზესა,   მისი სჭირდა თუმც არეს ვა;
Verse: d     და   რად აჩენდა ცა მნათობთა,   მისებრ მნათი თუმც არ ესვა?



Verse: n.b     
გაადიდნეს ABCD.
Verse: n.g     
განეშორნეს ABCD. სჭირდეს ABCD.



Strophe: 1348  



Verse: a        მათთან ესრეთ ლხინთა მზმელთა   დღენი დაყვნეს შვიდი თუ რვა,
Verse: b        მათ იამა, რაცა სწადდა,   განიშორეს გულით ურვა;
Verse: g        მას დღეს მათთა ახლოს მყოფთა   არ თუ ლხინი მოესურვა,
Verse: d     და   ჴამს რიტორთა დაშვრეს ენა,   მაქებელთა ოფლთა წურვა!


Strophe: 1349  



Verse: a        მას დღეს გასცა ფრანგთა მზემან   საბოძვარი უთვალავი,
Verse: b        მან დასცალა საჭურჭლე და   ზარდახშანი უამრავი;
Verse: g        ლარი, მისგან ნაბოძები,   წინ ეგროვა, ვითა ზვავი,
Verse: d     და   მუნ კმა იყო წასაღებლად,   თუმც წაეხვნეს ასის თავი.


Strophe: 1350  



Verse: a        კვლა გათავდა ლხინი ოდეს,   მეფეს ჰკადრეს ქება სრულნი,
Verse: b     Page of Ms. A: 178     მადლს იჴდიდეს მათს წინაშე,   თავთა, პირთა მიწად ქმნულნი;
Verse: g     Page of Ms. C: 90     თან წაიხვნეს ლხინთა ზმულთა   საბოძვარნი მათეულნი,
Verse: d     და   მიეახლეს მათსა სახლსა   ოქრო-ვერცხლით დატვირთულნი.


Strophe: 1351  



Verse: a        შეჰჴდეს ხალვად ყმა და ქალი,   სად აკაზმით იდგეს სრანი;
Verse: b        მომკალ, მნათნი ვინცა პოოს   ქვეყნად მათნი მისაგვანი!
Verse: g        მუნ შეყარნეს ბანოანთა,   ერთად იყვნეს მჭვრეტთა ჯრანი
Verse: d     და   განეშორეს, სამსახურად   მათ წინაშე იყვნეს რანი.



Verse: n.a     
ედგნეს A.
Verse: n.b     
მნათნი _ მათნი BC.



Strophe: 1352  



Verse: a        გარდეხვივნეს ერთმანერთსა   მხიარულნი, არ პირ-ქუშნი,
Verse: b        გაადიდნეს სიყვარულნი,   ხვევნა-კოცნა, ვიშ და ვუშნი;
Verse: g        ჴელ-ჰყო, მისთვის გაამზევნა   ბროლ-ლალს შორის ფრცქვნილნი ნუშნი,
Verse: d     და   რაზომცაღა ვანელებდი,   ცეცხლნი მათნი ვერ დავშუშნი.



Verse: n.g     
შორისა _ შუა ABCD. ფრცქვილნი AD.
Verse: n.d     
ვანელებდი _ ვანედებდი A.



Strophe: 1353  



Verse: a        აღეძრნეს მანა ბროლისა,   რომე შეიპყრა მზე ამან,
Verse: b     Page of Ms. B: 50     უფრჭკვნელსა ვარდსა კოკობსა   ჯრით შეჰჴდა, შეიზია მან;
Verse: g        ორგნითვე იწყეს დადენა   ბროლ-ლალმან, ვარდმან, იამან,
Verse: d     და   იტვირთნა ცვარნი ობოლნი   სადაფთა კარმან ღიამან.


Strophe: 1354  



Verse: a        მათ იამეს, რაც ეწადნეს;   ცეცხლი ცხელი დარანელდა,
Verse: b        დაბნდეს, სიკვდილს მისწურვოდეს,   თუმც სიამე გაუგრძელდა.
Verse: g        მიჰჴდეს ცნობით, თვალთა მზერად   ვერ რომელი ვერ ახელდა,
Verse: d     და   დიდხანს იყვნეს ისრე რეტად,   თქვი: რისამცა ეცნეს ელდა?



Verse: n.d     
სთქვი ABCD.



Strophe: 1355  



Verse: a        მოსჯობდეს, მუნა მოიჴმეს   მანი ამბისა მბობელი,
Verse: b        ტურფითა ჴმითა მჴმობარი,   ფარდასა უკან მჯდომელი,
Verse: g        მაშრიყს და მაღრიბს რაც იქმნის,   სიბრძნით ყოველთა მცოდნელი;
Verse: d     და   მათს წინ თქმად იწყო ამბისად,   არ იყვნეს მისი მგმობელი.



Verse: n.d     
მისი _ მათნი BC.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.