TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 22
Previous part

Chapter: XXI  
მეშვიდე იყლიმის ხელმწიფის ქალისას თეთრს დარბაზში მანი ბრძენისაგან ამბის მბობა.



Strophe: 1356  



Verse: a        იამანს მეფედ ჯდა ვინმე,   შაჰ-შარიერთა გვარია,
Verse: b        მას ჟამსა ქვეყნის მეფენი   ვერ იყვნეს მისნი დარია;
Verse: g        ზოგთათვის ტახტი წაეხვნა   და ზოგნი მემუდარია,
Verse: d     და   შვენებით მჯობი მთვარისა,   მზისაცა მოწუნარია.



Verse: n.g     
წაესვნეს AD. ტახტნი D.



Strophe: 1357  



Verse: a        არა არ აკლდა საუნჯე,   რაც ითქმის კაცთა ენითა,
Verse: b     Page of Ms. A: 179     აღსავსე იყო ყოვლითა   ღვთისაგან განაჩენითა;
Verse: g        მეყვისთ სწყალობდა, მტერთაგან   გული არ ჰქონდა წყენითა,
Verse: d     და   მაგრამ მას სჭირდა აუგი,   ყურნი დავალდეს სმენითა.



Verse: n.b     
აღსავსი A.
Verse: n.g     
მეყვესი A.
Verse: n.d     
მაგრა ABCD. დავალდეს _ დავარდეს BC.



Strophe: 1358  



Verse: a        ამაყად მქცევი, უკადრი,   გულ-ფიცხელი და ზვავია,
Verse: b        მსწრაფლ მკვლელი იყო კაცისა,   კარგი ვინ ქნის თუ ავია;
Verse: g        მიზეზს უკრეფდის მართალთა,   ვინ მორჩის დამნაშავია?
Verse: d     და   ლხინად სჩნდა კაცთა სისხლთა   ღვრა, თვით მოსრის უამრავია.


Strophe: 1359  



Verse: a        ვერ ძალ-ედვა მის მეფისა   კაცს პირის-პირ საუბარი,
Verse: b     Page of Ms. C: 91     მიწყივ იყო ყმა პირ-ქუშად,   მისის შიშით თრთოდეს ჯარი;
Verse: g        მისცის, ვისცა არ ევარგის,   მან საუნჯე ოქრო-მყარი,
Verse: d     და   ვის სწყალობდის წესისაებრ,   მსწრაფლ ადინის სისხლთა ღვარი.


Strophe: 1360  



Verse: a        მას მეფესა ვაზირი ჰყვა,   გონიერი, ერთობ ბრძენი,
Verse: b        პლატონს, სოგრატს დაესწავნეს   სიბრძნე, მისგან მონასმენი;
Verse: g        მას ჟამს იყო სრულად ქვეყნად   ბრძენთა შიგან თავ-საჩენი,
Verse: d     და   მას ძალ-ედვა უსტურლაბით   ვარსკვლავთ რიცხვა, საქმე ზენი.


Strophe: 1361  



Verse: a        მუნვე მეფისა სამეფო   მისგან არს გარიგებული,
Verse: b        ჯარს იგი უჩნდა თავადად,   იყო მათგანვე ქებული;
Verse: g        კარს უდგნენ სრულნი თავადნი,   მდიდარნი, სახელდებული,
Verse: d     და   ის იყო ღვთულებრ მოწყალე,   მით იყვნეს გულდადებული.


Strophe: 1362  



Verse: a        მას ვაზირსა სავარდესა   შიგან ესვა მზეებრ ქალი,
Verse: b     Page of Ms. A: 180     ტანად ალვა, თმა-ქამანდი,   ღაწვ-ბროლ-ვარდი, ბაგე-ლალი,
Verse: g     Page of Ms. B: 51     წარბი მშვილდად, წამნი ისრად,   მორთვით ჰკრევდა გულსა თვალი,
Verse: d     და   მოსრნის მჭვრეტნი მან შეხედვით,   საკლად უნდა მას არ ჴმალი.



Verse: n.a     
ესვნეს AD, ეხუნეს BC.
Verse: n.b     
ალვა _ ელვა BC.
Verse: n.g     
ჰკრევდა _ ჰკლევდა A.



Strophe: 1363  



Verse: a        ვის ეღირსის ხლება მზისა,   მისად საკლად დანა ხევდა,
Verse: b        ვერ ძალ-ედვა თვალთა გახმა,   ცრემლს აწრთობდა და ნახევდა;
Verse: g        გულსა, მისგან დადაგულსა,   კვლა მისივე დანა ხევდა,
Verse: d     და   ბაღს აშვენებს, ვითა ვარდი,   ალვა მორჩად დანახევდა.



Verse: n.a-d     
ტაეპების რითმა არისა "დის" BCD-ში.



Strophe: 1364  



Verse: a        მეფეს სმენოდა მის მზისა   შვენება, მსგავსად ჰურისა,
Verse: b     Page of Ms. D: 193    მნახთ ამაზრზენი მნათობი,   გულთა წამღები მურისა;
Verse: g        მზის უხილველი, თვითვე მზე,   მას მზე არ მოესურისა,
Verse: d     და   თუმც ნახის შუქი მის მზისა,   მზე ჩასვლას დაეშურისა.



Verse: n.g     
უხილავი BC.



Strophe: 1365  



Verse: a        ვაზირი ჰმალავს, უჩინოდ   ჰყავს ბაღსა შიგან შვენებით;
Verse: b        კაცი ვერ ნახავს, ვერც მისად   ენა მოძრაობს ჴსენებით;
Verse: g        მასთან ვერ ნათობს მზის შუქი,   ქვეყნის მნათია გუნებით,
Verse: d     და   ოდენ მხლებელნი რჩეულნი   ახლვან, არს მუნ მოსვენებით.



Verse: n.b     
ვერც მისად _ ვერცაღა A.
Verse: n.d     
ახლვან _ ახულან BC, ახლავან D.



Strophe: 1366  



Verse: a        სმენით გულს ეცა მეფესა   მის მზისა ეშყი, ისარი,
Verse: b        თქვა: "რომე მინდა მე, ჩემთა   გულთა სალხენლად ის არი,
Verse: g        ვინ მელნის ტბათა გარეშე   გიშრისა ტევრი ისარი;
Verse: d     და   მან მიამაროს, მომმადლოს,   ჩემ-კერძ სალხინოდ ის არი.


Strophe: 1367  



Verse: a        გულსა უქადა მის მზისა   ხლება, კვლა ნახვა ლხინისა;
Verse: b        "მეღირსოს შეყრა, შეხვევნა   ბროლ-ვარდ-ლალ-ბალახშ მინისა,
Verse: g        კვლა ერთად მსხდომთა ნადიმად   სმა შეგვშვენოდეს ღვინისა,
Verse: d     და   სოფლისა ლხინსა ვეწივნეთ,   ჩვენთვის ღვთივ-განაჩენისა."



Verse: n.d     
ღვთის BC.



Strophe: 1368  



Verse: a        მოიჴმნა ორნი მდიდარნი,   წინაშე მისსა ქებულნი,
Verse: b        მუნ ენა-ტკბილნი, ლმობილნი,   ლომ-გულნი, სახელდებულნი,
Verse: g        მის ჴელმწიფისა მამისა   გაზრდილნი, მასთან ხლებულნი;
Verse: d     და   ვაზირსა თანა დავედრა   სიტყვანი არდაკლებულნი:



Verse: n.a     
მოიჴმო A; მისსა _ მისგან ABCD.
Verse: n.g     
მასთან ხლებულნი _ სახელდებულნი A.



Strophe: 1369  



Verse: a        "ვაზირო, უწყი, მე შენთვის   რა რომე კარგი მნდომია,
Verse: b     Page of Ms. C: 92     ვარ ქმნელი მისი, ვით ჴამდა,   რომელი შენ მოგჴდომია;
Verse: g        მე შენად სწორად არა მჩანს   ნახულნი, კაცთა ტომია,
Verse: d     და   მე შენი მესმა, რომე   გყავს შენ ქალი, მზეებრ მჯდომია."



Verse: n.d     
მესმნეს ABCD.



Strophe: 1370  



Verse: a        "რომე მე მესმა მის მზისა   ქება არ სამალავია,
Verse: b     Page of Ms. A: 181     იგი არს ჩემი საფერი,   მე მისი არ თუ ავია;
Verse: g        ერთად შეგვყარე, ვით ჴამდეს,   არ ვიყვნეთ მომდურავია,
Verse: d     და   კვლა მიგაბარე სამეფო,   ტახტ-გვირგვინითურთ თავია.



Verse: n.a     
მესმნეს ABCD.



Strophe: 1371  



Verse: a        მუნ ყურად-იღეს მდიდართა   მეფისა დავედრებულნი,
Verse: b        ვაზირს წინაშე წავიდეს,   იყვნეს ხან-დაზმით რებულნი;
Verse: g        ვაზირი სრას ჯდა შვებული,   პლატონისაებრ ქებულნი,
Verse: d     და   ჰკადრეს: "მდიდარნი მეფისა   დგან თქვენს წინაშე ხლებულნი."



Verse: n.d     
ხლებულნი _ რებულნი A.



Strophe: 1372  



Verse: a        ვაზირს მიჰხვდა მით სიამე,   მათ წინ მსწრაფლად გაეგება,
Verse: b     Page of Ms. B: 52     ესალამნეს ერთმანერთსა,   დიდებულთა ჰკადრეს ქება;
Verse: g        სრასა შეჰჴდეს სამნი ერთად,   მუნ სტუმართა დაუხვდება,
Verse: d     და   დასხდეს სრასა მოფენილსა,   სად რომ იყო მათი ნება.



Verse: n.a     
მათს ABC.



Strophe: 1373  



Verse: a        ელაღობნეს ერთმანერთსა,   მათ ალერსი გარდიჴადეს,
Verse: b        მას წინაშე მუჴლ-მოყრილთა   მათ თქმად სიტყვა გააკვლადეს;
Verse: g        ჰკადრეს ბრძენსა ყველა წვრილად,   რაც რომ მეფეს მოეწადეს,
Verse: d     და   მას კადრება მოყვრობისა,   კვლა სმუქფოდ რაც უქადეს.



Verse: n.b     
მოყრითა A.
Verse: n.d     
კადრება _ კადრობა A.
Verse: n.d     
რითმა არის "დნეს".



Strophe: 1374  



Verse: a        რა ვაზირმან საუბარი   მათგან თქმული მოისმინა,
Verse: b        თვალთ ახილვა შეეზარა,   ოხრა, სულთქვნა, მოიწყინა;
Verse: g        მათ პასუხი არა გასცა,   წაეხარა თავი წინა,
Verse: d     და   თქვი თუ: "მათმან საუბარმან   გულს ლახვარი დააჩინა."



Verse: n.a     
თქმულნი BC.
Verse: n.b     
შეეზარნეს ABCD. სულთქმნა ABCD.
Verse: n.g     
წაეხარნეს ABCD.



Strophe: 1375  



Verse: a        უბრძანა: "ჰკადრეთ მეფესა   აწ ჩემგან დანაბარები:
Verse: b        გებოძნეს ორნი მდიდარნი,   ჴმა-ტკბილად მოუბნარები,
Verse: g        გებრძანნეს ჩემთვის წყალობა,   სიტყვანი არ თუ მწარები;
Verse: d     და   გკადრო: მე მესმნეს ამბავნი,   არ ჩემთვის გასახარები."



Verse: n.b     
ჴმა _ ყმა BC.



Strophe: 1376  



Verse: a        "ადრითგანვე მე თქვენისა   მამისა ვარ განაზარდი,
Verse: b        უწყი, დავსდევ სამსახური   სახლსა თქვენსა მისი ფარდი,"
Verse: g        მტერნი თქვენი დაგამონნე,   კვლაცა მათგან არ გამწა, კა
Verse: d     და   აქანამდის მტერთა ჩემთა   მე არ მქონდა გულსა დარდი."



Verse: n.a     
ადრიდგანვე AD.



Strophe: 1377  



Verse: a        "გახლავ თუმცა თავ-დადებით   ნამსახური, ნაჭირვალი,
Verse: b        მე სამუქფოდ სამსახურთა   დამდებია თქვენგან ვალი;
Verse: g        აწ დავბერდი, დავუძლურდი,   მით წამეხვნა სიყმის ძალი,
Verse: d     და   ცან, სოფელსა ვესალმები,   გზა მიც გრძელი წასავალი."



Verse: n.g     
წამეხვნეს ABCD.



Strophe: 1378  



Verse: a        თქვა: "ნაჭირვებსა სოფლისა   ოდენ მყავს ერთი ასული;
Verse: b     Page of Ms. A: 182     ნუ თუ მან ქალმან დამმარხოს   ჭირთაგან ასრე გასული;
Verse: g        იგ მიჩანს ჩემად სალხენლად,   არს ჩემნი დღენი წასული,
Verse: d     და   მზე აღარ ნათობს ბრწყინვალე,   ადრითგან ჩემთვის ჩასული."



Verse: n.d     
ადრიდგან AD.
Verse: n.g     
სალხინოდ D.



Strophe: 1379  



Verse: a        "ვით ღამე ბნელი, უკუნი,   ნათელს არ დაედარების,
Verse: b     Page of Ms. C: 93     აგრე მეფეთა უმსგავსო   ცოლი არ შეეფერების;
Verse: g        ქალს თქვენნი სწორნი ყოველნი   მოღმა გძღვნის, გემუდარების,
Verse: d     და   რომელ მზე გინდეს საჯუფთედ,   იგი არ დაგეზარების."



Verse: n.d     
რომელ _ რომე ABCD.



Strophe: 1380  



Verse: a        "სჯობს, ვძებნოთ სხვაგან საჯუფთე   სხვა, შენი შესაფერია,
Verse: b        შენ გფერობს შენად მეუღლედ   ქვეყნად მზედ დასაჯერია;
Verse: g        გახლდეს, გალხენდეს, გაამოს,   მნათობდეს, ვით ეთერია,
Verse: d     და   მას სურნელობით ვერ სჯობდეს   ზამბახი, ვარდი, ვერ ია."



Verse: n.d     
ზამბახი _ ზმბაღი A, ზამბილიBC.



Strophe: 1381  



Verse: a        "ასული ჩემი უგვარო   ნეტარ რა შენი ფერია?
Verse: b        ქვეყნად შენ გმონვენ ყოველნი   მეფენი, ყრმა და ბერია;
Verse: g        მათ ქალი ვსთხოვოთ, მივსწეროთ   სიტყვანი მისაწერია,
Verse: d     და   ვემოყვრნეთ, ვიყვნეთ, ვით ჴამდეს, _    ეს ჩემგან დასაჯერია!"



Verse: n.a     
უგვარო _ უვარგო BC.
Verse: n.b     
ქვეყნად შენ გმონვენ მეფენი ყრმა ვინ არს თუნდა ბერია BCD.
Verse: n.g     
ვსთხოვნეთ... მივსწერნეთ ABCD.
Verse: n.d     
ვიყვნეთ _ ვიყმნეთ A.



Strophe: 1382  



Verse: a        მან ამხანაგთა დაჰვედრა   მუნ მისგან ნაუბარია;
Verse: b     Page of Ms. B: 53     ფიცხლად შეიქცეს მდიდარნი,   ამბისა მინამხვდარია;
Verse: g        ეახლეს ყმასა ამაყსა,   ვის გარ-ეხვივნეს ჯარია,
Verse: d     და   დიდხან ვერ ჰკადრეს ამბავი,   ესრეთ თქვი: "იყვნეს მკვდარია."



Verse: n.b     
შეიქცეს _ შეჰფიცა BCD.
Verse: n.g     
ვის ვინ BC.
Verse: n.d     
სთქვი AD.



Strophe: 1383  



Verse: a        ჰკადრეს თქმულნი მისეულნი,   მუნ მეფესა რაც ეთქმოდეს,
Verse: b        ვერ აგებდეს სიტყვას სიტყვად,   გულ-მკრთლად იყვნეს, შიშით თრთოდეს,
Verse: g        რაცა სიტყვა ჰკადრეს ფრქვევით,   არ იცოდეს, რას იტყოდეს;
Verse: d     და   მართ მეფესა, ვითა რეტსა,   მათნი თქმულნი არ ესმოდეს.


Strophe: 1384  



Verse: a        არა არ უთხრა მეფემან,   ესმნეს მუნ მონაჴსენები:
Verse: b        "მე მეცნეს ჩემად ერთგულად,   სამეფო ამად ვანები,
Verse: g        მას თურე გულსა ესახნეს   მისივე მინაგვანები;
Verse: d     და   თუ მისი სისხლი არ შევსვა,   მე კაცად ნუმც ვიჴსენები."


Strophe: 1385  



Verse: a        "მიზეზსა რასმე მოუდებ,   მისად კლვად მოვემზადები,
Verse: b        მას თავსა მოვსჭრი უთუოდ,   არ ცუდად დავექადები;
Verse: g        მე დამრჩეს მისი ასული,   საჭურჭლე, ძველ ლარ-ნადები,
Verse: d     და   კმარის, არ ვაწყენ, ვამშვიდებ,   სიტყვით არ დავეკვლადები."


Strophe: 1386  



Verse: a        კვლავ მოციქულთა დაჰვედრა   სიტყვანი რამე მცირენი:
Verse: b     Page of Ms. A: 183     "მე გკადრე შენთვის საკარგოდ   არ სიტყვა გულ-საგმირენი,
Verse: g        შენ რა რომ მწვართო, არ ვიწვრთნა,   არს ჩემგან გასაკვირენი,
Verse: d     და   ეგე სჯობს, რაცა გეკადრნეს   აწ საქმე დასაპირენი."



Verse: n.b     
შენთვის _ შენად A.



Strophe: 1387  



Verse: a        კვლა მოციქულთა ვაზირსა   ჰკადრეს მეფისა ბრძანება:
Verse: b     Page of Ms. D: 194    "აღარა გთხოვა ასული,   შენი მზე შენვე განება,
Verse: g        აწ იგი იქნას, რაცა გწადს,   კვლა გულთა თქვენთა ქნა ნება;"
Verse: d     და   კაცსა ღაფალსა ნაქმარი   მისი მას მიეგვანება."



Verse: n.g     
იქნას _ იქნა BC.



Strophe: 1388  



Verse: a        ბრძენს არ ჰქონდა გულსა რიდი,   ყმამან ესრეთ დაამშვიდა,
Verse: b        მუდამ ისხდეს ორნი ერთად,   მასთან ლხინსა არ იშლიდა;
Verse: g        მას მიზეზსა უგონებდა,   მისთვის საკლად დღესა სთვლიდა.
Verse: d     და   კაცი ეგზომ არ-ღაფალი   ბედმან ვითმცა გააფლიდა?



Verse: n.a     
ასრე BC.



Strophe: 1389  



Verse: a        დღესა ერთსა ორნი ერთად   სავარდესა ლხინსა ზმიდეს,
Verse: b     Page of Ms. C: 94     მათ ნადიმნი წინ დაედვნეს,   ხოშგოარსა ღვინოს სმიდეს;
Verse: g        კვლა ცილობდეს: "ვინ უფრო ვსვამთ,"   მუნ ლაღობით თასსა სთვლიდეს,
Verse: d     და   ხუმრობდეს და ზარიფობდეს,   ფერჴთა ქვეშე ვარდს იშლიდეს.



Verse: n.b     
ხოშგუარსა BC.
Verse: n.g     
ვსვათ BCD.
Verse: n.d     
ზარიფობდეს _ ზარაფობდე ABCD. იშლიდეს _ იფენდეს A.



Strophe: 1390  



Verse: a        ჯდა ვაზირი, ლხინსა ზმიდა,   ყმას წინაშე სულთქმით ახა;
Verse: b        მეფეს ესმა მისგან ახვა,   მას პირ-ქუშად გაეძრახა:
Verse: g        "შენებრ კაცი პირ-დაბღნეჯით   ლხინთა მზმელი თვით ვინ ნახა?
Verse: d     და   ბილწო, წბილო, კაცთა სახე   ღმერთსამც შენთვის არ ესახა!"



Verse: n.b     
ესმნეს ABCD.



Strophe: 1391  



Verse: a        "ვაზირო, მკადრე, რას სჭმუნავ,   რა საქმე დაგმძიმებია,
Verse: b        რას ოხრავ, რა გჭირს უკადრი,   თქვი, ჩემგან რა დაგკლებია?
Verse: g        სამეფო ჩემი უკლებლად,   ვითა ყმა, გვერდსა გლეხებია;
Verse: d     და   რად არა გრცხვენის ღვთისაგან,   თუმც ჩემი არა გთნებია?



Verse: n.g     
სამეფო _ მეფეო BC.



Strophe: 1392  



Verse: a        ვაზირმან ჰკადრა: "მეფეო,   ისმინე ჩემგან თქმულია,
Verse: b     Page of Ms. B: 54     ადამის ტომთა თვინიერ   უდგს ქვეყნად ვისცა სულია?
Verse: g        კაცი ვინ პოოს უნაღვლო,   ვის არ სტკიოდეს წყლულია?
Verse: d     და   მე თავი საკლად წინაშე   დამიც, პირობა სრულია."



Verse: n.b     
უდგე _ უთქს AD.



Strophe: 1393  



Verse: a        პირობა მისცა მეფესა   ვაზირმან ნაუბარისა;
Verse: b        დაწერეს მტკიცე სიგელი,   მუნ ჴელი ჩართეს ჯარისა.
Verse: g        ბრძანა, მოასხეს სარჰანგნი,   მნახველნი მთა-და-ბარისა:
Verse: d     და   "თუმცა ვერ ვპოვო უნაღვლო,   ვარ მომყივნელი გვარისა."



Verse: n.g     
სარანგნი BCD.
Verse: n.d     
ვპოვო _ ჰპოო BC; მამყინველი AD.



Strophe: 1394  



Verse: a        მათ წყალობისა იმედი   უბრძანა, რაცა ხვდებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 184     ყოვლგნით გაგზავნა საძებრად,   სად კაცთა ფერჴი სწვდებოდა;
Verse: g        ჰკითხევდეს ვისცა ამბავსა,   ამბვადცა ეუცხვებოდა,
Verse: d     და   ეკვირვებოდეს სიტყვანი   მათნი, ოს მიუხვდებოდა!



Verse: n.a     
მით BC.
Verse: n.d     
ეკვირვებოდეს ABCD. რითმა a-d-ში: "დეს"



Strophe: 1395  



Verse: a        უნაღვლოთა კაცთა ძებნად   მათ ქვეყანა მოიარეს,
Verse: b        მათ დღე დაყვნეს, ხანი არსად,   ღამე ძილნი გაიმწარეს;
Verse: g        თვით ვერ პოვეს მათ უნაღვლო,   ვერც მნახველსა შეეყარეს,
Verse: d     და   შემოიქცეს მიუმხვდარნი,   მუნ მეფესა მიებარეს.



Verse: n.d     
რითმა _ "არნეს" ABCD.



Strophe: 1396  



Verse: a        ჰკადრეს მეფესა: "საწუთრო   უკლებლად მოვიარენით,
Verse: b        სამს წლამდის ვძებნეთ უნაღვლო,   ჩვენ ძილნი გავიმწარენით;
Verse: g        ვერ მივჰხვდით კაცსა მნახველსა,   ვერცაღა შევეყარენით,
Verse: d     და   ვართ ცუდ-მაშვრალნი, რაზომცა   ჩვენ ძებნად თავნი ვარენით."


Strophe: 1397  



Verse: a        "გვითხრობდეს: კაცი უნაღვლო   ვის ესმა ქვეყნად მარები?
Verse: b        სამს წელს გვივლია, ვერ დავსთვლით,   რომე მოგვევლნეს არები;
Verse: g        თემნი გვინახავს ურიცხვნი   და კაცნი მრავალ-გვარები,
Verse: d     და   ცუდ-მაშვრალნი ვართ, ვერ ვპოვეთ,   ამათ ვერ-მოუბნარები."



Verse: n.d     
ჰპოვეთ A; ამად ვართ D.



Strophe: 1398  



Verse: a        გასწყრა მათთვის, ვითა ვეფხი,   მათ უბრძანა სიტყვა მწვავი:
Verse: b        "პირობისა გამთავე ვარ,   კარგი რამცა თუნდა ავი;
Verse: g        თვით წავალ და მას ვანაღვლებ,   მითხოვნია ვისთვის დავი,
Verse: d     და   მივჰხვდე ჩემსა საწადელსა,   ან მოვიკლა ამად თავი."


Strophe: 1399  



Verse: a        ფიცხლად მოიჴმო მდიდარნი,   თავნი მისისა ჯარისა,
Verse: b     Page of Ms. C: 95     შეჰვედრა მისი სამეფო,   შენი მთისა და ბარისა;
Verse: g        უბრძანა: "გქონდეს გაკრძალვა   თქვენ ჩემგან მონაბარისა,
Verse: d     და   იყვნეთ მტერთაგან უძლევლად,   მეტიცა გწვართო _ ვთქვა რისა?"



Verse: n.d     
მეტიცა _ მტერიცა A, მტერიმცა BC.



Strophe: 1400  



Verse: a        საჭურჭლე გახვნა უძრავი,   მუნ კაცთა არ ნაჴსონები;
Verse: b        რჩევით აიხვნა საუნჯე,   სხვა კაცთა არ ნაქონები:
Verse: g        თვალ-მარგალიტი ობოლი,   ჴელმწიფეთ მოსაწონები;
Verse: d     და   არვისი ბრძანა წაყოლა,   მცირედნი ახლდეს მონები.


Strophe: 1401  



Verse: a        ოცსა აჰკიდა ყათარსა   მან ლარნი დაუფასები,
Verse: b        ჩინურნი დიბა-ნახლები,   ორპირნი სხვა ატლასები,
Verse: g        თვალ-მარგალიტი ურიცხვი,   უცხონი სხვა ალმასები;
Verse: d     და   გზას გაემართა, დაჰყარნა   მდიდარნი ანუ ნასები.



Verse: n.g     
სხვა _ მან BC, მუნ D.



Strophe: 1402  



Verse: a        იავარ ქმნილი სამყოფთათ   მივა, ვით ვეფხი მწყრალია,
Verse: b     Page of Ms. A: 185     თვალთ არა უჩანს საწუთრო,   უცნობო, ვითა მთვრალია;
Verse: g     Page of Ms. B: 55     არს უნაღვლოთა მძებნელი,   ჯავრსა წაეხვნა ძალია,
Verse: d     და   მუნ ვერა პოვა უნაღვლო,   მით სწვევდა გულსა ალია.



Verse: n.a     
სამყოფთათ _ სამყოფთად A. სამეფოდ BC.
Verse: n.g     
წაეხვნეს ABCD.
Verse: n.d     
მით სწვევდა გულსა ალიაკაცი მით სწვევდა ალია BCD.



Strophe: 1403  



Verse: a        მოშორდა მისსა სამზღვარსა,   სხვას სამეფოსა ვლიდიან,
Verse: b        პატივს სცემდიან, დახვდიან,   სად რომე ბარგსა ჴსნიდიან;
Verse: g        მუნ ვერ მიჰხვდიან წადილსა,   კვლა წასვლას არ იშლიდიან.
Verse: d     და   ამ საქმით წლამდის მრავალსა   ქალაქსა მოივლიდიან.



Verse: n.a     
სამძღუარსა AD.
Verse: n.b     
ბარგს გაჴსნიდიან ABCD.



Strophe: 1404  



Verse: a        მათ ვერა პოვეს უნაღვლო   კაცი, რომ არ მოსწყენოდეს,
Verse: b        რომ არ უმძიმდეს რაცაღა,   თვალთ ცრემლი არა სდენოდეს;
Verse: g        ვერცა მას მიჰხვდეს, რომელსა   კაცი უნაღვლო სმენოდეს,
Verse: d     და   მათ ცუდად შრომა უმძიმდა,   მუნა მნახთაგან სცხვენოდეს.


Strophe: 1405  



Verse: a        სამოთხის მსგავსად ნაქები   შამი, დამასკო, გსმენია?
Verse: b        ქვეყნად ღვთისაგან სამოთხედ   თქმულა მუნ განაჩენია;
Verse: g        მას ქალაქს მყოფნი ქალ-ყმანი   ლხინობენ, არ მოსწყენია.
Verse: d     და   ჰკადრეს: "მუნ ჰპოებ უთუოდ,   რაცა წადება თქვენია."



Verse: n.b     
სამოთხე A.
Verse: n.g     
ლხინობდეს BC.



Strophe: 1406  



Verse: a        შამს მიჰმართეს, ვით ვაჭარნი,   ბარგ-კიდებით გზასა ჰვლიან,
Verse: b        მუნით ხანთა დაუზმელად   კვლაცა მისვლად დღესა სთვლიან;
Verse: g        ბარგი არსად ჩამოეჴსნეს,   კიდებულნი ვლას არ შლიან,
Verse: d     და   სად რომ შეჰჴდეს გზად ქალაქსა,   ბარგსა ყოლა არ გაშლიან.



Verse: n.a     
ვაჭარმა ABCD.
Verse: n.d     
ბარგსა არც ყოლ BCD.



Strophe: 1407  



Verse: a        შამს მივიდეს, ნახეს ტურფა   სანახავნი, არ ნახულნი:
Verse: b        მუნ სიმრავლე იყო კაცთა,   კვლაცა კრბით მრავალ-რჯულნი,
Verse: g        უამესი მისგან, თუმც სთქვა,   შორით ესმნეს ქება სრულნი,
Verse: d     და   ლხინობდეს და იხარებდეს   ყრმა და ბერი, ყოვლნი სულნი.



Verse: n.g     
შორით _ რომ შორს A.



Strophe: 1408  



Verse: a        სრას სავაჭროსა გარდაჴდეს,   მცირენი დაყვნეს ხანია,
Verse: b        მათ ბაღნი დავლნეს სავარდე,   ხან ვარდი კრიფეს, ხან ია;
Verse: g        ვის შეეყარნეს ცნობილსა,   იწყეს ამბისა თქმანია,
Verse: d     და   რაც არ სმენოდეს სხვათაგან,   კვლა არვინ ჰკადრა სხვანია.


Strophe: 1409  



Verse: a        "არ გვასმიაო უნაღვლო   კაცი, რაზომცა ხელია,
Verse: b     Page of Ms. C: 96     ქვეყნად დიდნი და მცირენი   უნაღვლო არ რომელია,
Verse: g        ვის არ სდენია სოფლისა   სასჯლითა ოფლი ცხელია,
Verse: d     და   დიდთა და წვრილთა სოფელი,   ხედავ, თუ როგორ მკვლელია?"



Verse: n.g     
ოფლნი BCD.



Strophe: 1410  



Verse: a        მას ქალაქსა შეეყარნეს   ბრძენსა ვისმე გონიერსა,
Verse: b     Page of Ms. A: 186     კვლა სოფლისა ნაჭირვებსა,   ქვეყნის მნახსა კაცსა ბერსა,
Verse: g     Page of Ms. D: 195    მზეებრ პირი გაუნათლდის   მისის ხლებით მისსა მზერსა;
Verse: d     და   მუნ ჰკადრებდის მათ სტუმართა   სიტყვას, მათთვის დასაჯერსა.



Verse: n.g     
გაუნათლდეს BC.



Strophe: 1411  



Verse: a        მეფემა ჰკადრა მას ბრძენსა   სიტყვანი არ თუ მწარები:
Verse: b        "რომ ვპოვო კაცი უნაღვლო,   ამად ვარ ქვეყნად მარები;
Verse: g        ერთი წელია ღარიბი   ამ საქმით დავიარები,
Verse: d     და   კაცი ვერ დასთვლის ენითა,   რომე მომევლნეს არები."


Strophe: 1412  



Verse: a        "აწ გკადრენ ჩემნი პატიჟნი,   ბედსა რა ვარქვა წყეულსა?
Verse: b     Page of Ms. B: 56     თუ რა იცოდე წამალი,   მიწამლე ამა სნეულსა!
Verse: g        რასაცა მითხრიბ, მქნელი ვარ,   მწვართე მე ჭკუა-ბნეულსა,
Verse: d     და   გულს დავიმკვიდრებ, ვითა   ჴამს, სიტყვასა მე შენეულსა."



Verse: n.a     
გკადრე BC.
Verse: n.g     
მაწვრთენ ABCD. დაბნეულსა ABCD.



Strophe: 1413  



Verse: a        ბრძენმან ჰკადრა: "ნაჭირვები   ვარ სოფლისა ამით მია,
Verse: b        მე, სოფლისა ლხინთა მზმელსა,   კვლაცა ჭირნი დამითმია,
Verse: g        სოფელს წლითა უხუცესი   ვარ სამასსა სამით მია;
Verse: d     და   რომ ენახოს მას უნაღვლო,   იგი კაცი არ მასმია."



Verse: n.b     
ზმულსა D:
Verse: n.d     
ენახნეს ABCD.



Strophe: 1414  



Verse: a        კვლაცა ჰკადრა გონიერმან   სასარგებლო საუბარი:
Verse: b        "ქვეყნად ვვლიდი ყრმობითგანვე,   კაცნი ვნახნი მრავალ-გვარი,
Verse: g        მე უნაღვლო ვერვინ ვნახე,   რაზომ დავვლე მთა და ბარი;
Verse: d     და   მისრ-ეგვიპტეს მეფე ვნახე,   ვეჭვ, უნაღვლო იგი არი."



Verse: n.b     
ვლიდა BC.
Verse: n.g     
დავლე ABCD.



Strophe: 1415  



Verse: a        "მე მგზავრად მიველ ეგვიპტეს,   საქმე რამ მესაქმებოდა,
Verse: b        მის ქვეყანისა ჴელმწიფე,   ვით ძმასა, დამიხვდებოდა;
Verse: g        მე მისი ნახვა, გვერდს ხლება,   ვით ჴამდა, მიამებოდა,
Verse: d     და   მისსა ლხინსა და შვებასა   გონება ვერ მისწვდებოდა."



Verse: n.g     
გვერც BC, გვერთ D.



Strophe: 1416  



Verse: a        "ლხინ-ნადიმად მასთან მყოფმან   წელნი დავყვენ შვიდი თუ რვა,
Verse: b        მასთან მყოფმან ვერვინ ვნახე   კაცი, ვინმცა მოემდურვა;
Verse: g        უნათლობდა პირი მზეებრ,   მას ჰშვენოდა ტანს ცმა, ბურვა,
Verse: d     და   ხლება მიჩნდა მისი ლხინად,   აწცა ნახვა მომესურვა."



Verse: n.g     
შვენოდეს ABCD.



Strophe: 1417  



Verse: a        "მე ვერა ვნახე სინაღვლე   მის ყმისა შვენიერისა,
Verse: b        უხვი, ჯომარდი, უქრთამო,   მოწყალე ყრმა-და-ბერისა,
Verse: g        ჴელთ-ამპყრობელი მეყვისთა,   კვლა მავნე არცა მტერისა:
Verse: d     და   ვერ ძალ-მიც თქმევად ენისა,   ქება ვით გკადრო მე რისა?"


Strophe: 1418  



Verse: a        "თუმც არის ქვეყნად უნაღვლო   კაცი, იგი არს ცნობილი,
Verse: b     Page of Ms. A: 187     ვინ მფლობელი არს მისრელთა,   მათგანვე მეფედ ჴმობილი;
Verse: g        მიჰმართე მისსა სამზღვარსა,   ისმინე ჩემგან თხრობილი,
Verse: d     და   თუმც ხლებით მიჰხვდე წადილსა,   არ ვიყო შენგან გმობილი."



Verse: n.g     
სამძღვარსა ABCD.



Strophe: 1419  



Verse: a        მადლი უბრძანა მუნ ბრძენსა,   მას მიჰხვდა მისგან ამება;
Verse: b     Page of Ms. C: 97     თქვა: "ნუ თუ ვპოვო უნაღვლო   კაცი, ან მომხვდეს წამება,
Verse: g        მომესრნეს ჩემი მედავე,   მზეს მიჰხვდეს ღაწვთა ნამება,
Verse: d     და   თუმც მოვკვდე მისთვის, რა მგამა,   გული ვისთვისმცა დამება."



Verse: n.a     
მას _ მუნ BC.



Strophe: 1420  



Verse: a        ფიცხლად აჰკიდა, მიჰმართა   მისრეთს, მისრელთა მეფესა,
Verse: b        ხან-დაუზმელად გზას ვლიდეს,   მათ მისვლად მიისწრაფესა;
Verse: g        მსწრაფლად მივიდეს, ჰგულობდეს   სად მტერთა სისხლთა მჩქეფესა,
Verse: d     და   ეწადნეს ხლება მის ყმისა,   უქებდეს ვის სიიეფესა.



Verse: n.a     
ფიცხლავ BC. მისრელთა _ მისრულთა BC.



Strophe: 1421  



Verse: a        მისრეთს შევიდა ქალაქად,   მუნ მეფე ვაჭრად ჴმობილი,
Verse: b        მეფესა ჰკადრეს მის ყმისა,   ისმინა მისგან თხრობილი:
Verse: g        "ვაჭარი ვინმე მდიდარი   მოსრულა ძილთა თმობილი,
Verse: d     და   აქვს ლარი უცხო სავაჭროდ,   თვალი არ ჩემგან ცნობილი."


Strophe: 1422  



Verse: a        მან მოსრულთა მიაგება   მუნ ვაჭართა უხუცესი;
Verse: b     Page of Ms. B: 57     ნახეს, კვლაცა დააყენნეს,   სად სტუმართა იყო წესი,
Verse: g        სადგომნიცა გაუჩინნეს,   სად რომ იყო უკეთესი;
Verse: d     და   მათ აკაზმით დახვდეს სრანი,   ბაღი, ლხინთა უამესი.



Verse: n.g     
სადგომნიცა _ მათ სადგომი ABCD.



Strophe: 1423  



Verse: a        დილა გათენდა, ძღვნად გახვნა   მან ლარნი არ ნაქონები,
Verse: b        თვალ-მარგალიტი ურიცხვი,   ჴელმწიფეთ მოსაწონები;
Verse: g        ცხრაჯერ ცხრა მორთო აკაზმით,   თავ-გარდადებით ხონები,
Verse: d     და   მეფისა სრასა მიჰმართა,   გვერდს ახლდეს კაზმით მონები.



Verse: n.d     
გვერთს A, გვერც BC.



Strophe: 1424  



Verse: a        შეჰჴდეს სრასა სამეფოსა,   მუნ არვისგან დასაგმისა,
Verse: b        კვლა ვაჭართა უხუცესმან   მეფეს უძღვნა ძღვენი ყმისა;
Verse: g        მადლი ჰკადრა ჴელმწიფემან,   კაცთა ენით რაც ითქმისა,
Verse: d     და   თაყვანი სცა, ახლოს დასვა,   პატივი სცა მას ყმას ძმისა.



Verse: n.d     
დასვეს ABCD.



Strophe: 1425  



Verse: a        მეფე დახვდა მხიარულად   მუნ სტუმარსა, ვაჭრად მჴმობსა,
Verse: b        კვლაცა მისსა მაქებარსა   მუნ ვაჭარი არა ჰგმობსა;
Verse: g        მათ სრა ნახნეს ეგზომ დიდნი,   თუმც კაცს კაცი გაიცნობსა,
Verse: d     და   ტახტზედ მჯდომი მეფე წყნარი,   გარ-ეხვივნეს ვინცა ჰყმობსა.


Strophe: 1426  



Verse: a        მოეწონეს ერთმანერთი,   მუნ სტუმარსა მას სტუმარი,
Verse: b     Page of Ms. A: 188     თქვეს: "ვაჭარსა არა ჰგავსო,   არს მეფეთა დასადარი;"
Verse: g        მუნ ღამემდის ლხინსა ზმიდეს   ერთად, ტკბილად მოუბნარი,
Verse: d     და   მას დღეს მათნი ახლოს მყოფნი   მათ აქებდეს სრულად ჯარი.


Strophe: 1427  



Verse: a        სმა გათავდა, გაიყარეს,   წავლენ სრასა მოსვენებად;
Verse: b        კვლა აავსო დილას ხონი   ლალ-გოარით მისად ხლებად.
Verse: g        რა ეახლა ყმა მეფესა,   ენა მორთო მისად ქებად,
Verse: d     და   ტკბილად მადლსა უბრძანებდა,   მასთან მისთვის გასაძლებად.



Verse: n.a     
წავლეს A, წავლნეს D.



Strophe: 1428  



Verse: a        ნადიმად მსხდომნი ლხინობდეს,   არ ვისგან დასაგმონია,
Verse: b        სოფლისა სევდა-შემოყრა   მათ დრამად აუწონია;
Verse: g        ჴმა გაისმოდა მუტრიბთა,   ტკბილი, ვით იადონია,
Verse: d     და   ჰკრევდეს ჩანგსა და ბარბითსა,   მუნ ტურფად გასაგონია.



Verse: n.g     
გაისმოდეს ABCD.



Strophe: 1429  



Verse: a        მუნ მხლებელნი მათნი მათთან   იშვებდეს და იხარებდეს,
Verse: b     Page of Ms. C: 98     ლხინად უჩნდა მისი ხლება,   რაც იამის, აამებდეს;
Verse: g        არა ჰქონდა მათ ნაღველი,   გულსა ამით დაუდებდეს,
Verse: d     და   გულსა მსწრაფლად მოდებულსა   ცეცხლსა მწველსა დაუვსებდეს.



Verse: n.a     
მათი ABCD.
Verse: n.g     
ნაღველი _ ნავღელი ABC.



Strophe: 1430  



Verse: a        სამს თვეს იყვნეს ერთად მყოფნი   ყმა და მეფე, ლხინსა ზმიდეს,
Verse: b        მათ იამის ერთად ლხინი,   დღე-ერთ სმასა არ იშლიდეს;
Verse: g        ხან ეახლის დიდ-ვაჭარსა,   მისსა სრასა ერთად ვლიდეს,
Verse: d     და   მათსა ლხინს და სიამესა   კაცი ენით ვით დასთვლიდეს?


Strophe: 1431  



Verse: a        ყმას ვერა უგრძნა ვაჭარმან   სევდა ფარული გულისა;
Verse: b        კვლავ დაექადნა ვაზირსა,   ფიცი თქვა მგმობრად სჯულისა.
Verse: g        თქვა: "მესისხლურად მე მისი   ვარ ამომჴდელი სულისა,
Verse: d     და   ესე არს ჩემგან პირობა   პასუხად მისგან თქმულისა."



Verse: n.b     
და ექადნეს ABCD.



Strophe: 1432  



Verse: a        გკადრო რაზომნი კვლა ერთად   მათ ლხინი ნახეს ჴშირები!
Verse: b     Page of Ms. B: 58     თქვა: "მომხვდეს ნაცვლად სიამე,   რაზომცა ვნახე ჭირები,
Verse: g        აწ მივჰხვდი ჩემსა წადილსა,   გულ-სრულად მისკენ ვირები,
Verse: d     და   მისთვის გავლესნე მისითა   სისხლით ლახვართა პირები."



Verse: n.a     
ნახნეს ABC.
Verse: n.d     
მოვლესნე BC.



Strophe: 1433  



Verse: a        მეფეს წინაშე მიგზავნა   მან კაცი დასათხოველი:
Verse: b     Page of Ms. D: 196    "ვაჭარი გახლავ, ოდითგან   ხარ ჩემთვის ღვთულებრ ცხოველი?
Verse: g        მე აღვისრულე ხლებითა   თქვენით წადილი ყოველი,
Verse: d     და   მიმჰხვდა წადება გულისა,   წასვლად ფარმანსა მოველი."



Verse: n.a     
კაცნი ABCD. მღვთულებ AD, ღვთულებ BC.
Verse: n.g     
აღვისრულნე ABCD.
Verse: n.d     
წადება _ წადილი A; მომხვდეს ABCD.



Strophe: 1434  



Verse: a        "ვარ ქვეყნისა შორეულის,   მოისმინე ჩემგან თქმული,
Verse: b     Page of Ms. A: 189     შვება მიმხვდა ნახვით შენით,   არ თუ მივალ გულ-ნაკლული;
Verse: g        ცან, ნახვამან თქვენმან ახლად   გამიმთელა ძველი წყლული,
Verse: d     და   გულ-მკრთლად თქვენს წინ მონაძრწოლსა   აწღა გამყვა გული სრული."



Verse: n.a     
შორეულთა ABCD.
Verse: n.b     
მამხვდეს BCD.
Verse: n.d     
თქვენს წინ _ თქუენთვის BC; მონაწრწოლსა AD.



Strophe: 1435  



Verse: a        მეფესა ჰკადრეს მის ყმისა   სააჯო შენათვალია,
Verse: b        მას წყენა მიჰხვდა გულისა,   ცრემლით აევსო თვალია;
Verse: g        თქვა: "ჩემის ხლებით რა ირგო,   ანუ რა დავსდევ ვალია?
Verse: d     და   მითხრას რას მიჰხვდა წადილსა,   მოიჴმეთ ჩემს წინ მალია."



Verse: n.d     
მითხრა BC.



Strophe: 1436  



Verse: a        ფიცხლად მივიდა სარჰანგი,   მუნა ვაჭრისა მჴმობელი;
Verse: b        მეფეს ეახლა ვაჭარი,   არ იყო მისი მგმობელი.
Verse: g        ხალვათად დასხდეს, არს მისგან   მეფე ამბისა მცნობელი:
Verse: d     და   "ნახვამან ჩემმან ვით გკურნა,   ხარ რაზომ ჭირთა მთმობელი?"


Strophe: 1437  



Verse: a        "მაცნობე, ჩემგან ვით მიჰხვდი   აწღა გულისა ნებასა,
Verse: b        აწ სენთა შენთა მკურნალად   რად იჴმობ ჩემსა ხლებასა?
Verse: g        კვლა თქმასა ველი მე შენგან,   ამბისა არ დაკლებასა,
Verse: d     და   მსურს თხრობა ამა ამბისა,   ველი აწ შენსა თნებასა."


Strophe: 1438  



Verse: a        არქვა: "არა ვარ ვაჭარი,   არცა ვაჭრულად მარები,
Verse: b        შაჰ-შაჰან-შაჰთა თავადსა,   ნავშირვანს მივეგვარები,
Verse: g        ჟამად ქვეყნისა მეფეთა   მე არვის დავედარები;
Verse: d     და   ვაზირი მყვანდა, მე მისგან   სიტყვანი მესმნეს მწარები."



Verse: n.b     
შაჰშაჰანშათა ABCD.



Strophe: 1439  



Verse: a        "ნადიმად ვიჯე, წინაშე   ჩემსა ჯდა ამოდ შვებული,
Verse: b     Page of Ms. C: 99     პირ-ქუშად მჯდომმან "ახ-ვა" თქვა,   არ იყო ჩემგან ქებული;
Verse: g        ვარქვი: რა გიმძიმს, რად ოხრავ,   ვით რეტი გაშმაგებული,
Verse: d     და   წინაშე ჩემსა ვით იქმენ   უვნებლად ვაგლახებული?"



Verse: n.b     
ვა _ ვაი ABCD.
Verse: n.g     
რეტი გაშმაგებული _ რეტი გაშაგებული A.
Verse: n.d     
ვაგლახვებული ABCD.



Strophe: 1440  



Verse: a        მან მკადრა: "კაცი უნაღვლო   არს ქვეყნად უპოვარია;
Verse: b        პირობა მომცა, იმოწმა   მან მუნა მყოფი ჯარია.
Verse: g        მე თავი საკლად დამიდვა,   არს მისგან ნაუბარია,
Verse: d     და   თუმცაღა ვპოვო უნაღვლო,   მე მისი სისხლი ვშარია."


Strophe: 1441  



Verse: a        "აწ მას აქეთ მისად ძებნად   ყოვლი თემი მომივლია,
Verse: b        უნაღვლოთა კაცთა ძებნად   სევდა-ურვა არ მაკლია;
Verse: g        აწღა ვპოვე თქვენის ხლებით   და ნაძლევმან ჩემმან სძლია,
Verse: d     და   თქვენგან მომხვდა ნაცვლად ლხინი,   რაზომ ჭირნი გამიძლია."



Verse: n.a     
მამივლია BCD.
Verse: n.g     
ვჰპოვეთ BC.
Verse: n.d     
ლხინთა BC, A-ში ეს სტროფი სულ არაა.



Strophe: 1442  



Verse: a        "შენ გპოვე ქვეყნად უნაღვლო,   უებრო, მოუწყინარი,
Verse: b     Page of Ms. B: 59     ხლებამან თქვენმან მილხინა   გულს სევდა მოუთმინარი;
Verse: g        აწ სამეფოსა მივჰმართო,   არ ვიყო ცრემლთა მდინარი,
Verse: d     და   ამა ამბითა შევაკრთო   ვაზირი, ღაფლად მძინარი."


Strophe: 1443  



Verse: a        მეფესა ესმა სიტყვანი,   ვაჭრისა ნაუბარია;
Verse: b     Page of Ms. A: 190     ჰკადრა: "მე მპოვე უნაღვლო?"ამოიოხრა   მწარია.
Verse: g        "სული არ გიძღვნა, ნუმცა მიდგს,   თუმც შენთვის მოსაჴმარია,
Verse: d     და   რომე არ დამწვა გაყრითა   შენით, ვარ მემუდარია."



Verse: n.b     
ვჰპოვე BC. ამოიოხრნეს AD.
Verse: n.g     
მიდგს _ მითქს AD.



Strophe: 1444  



Verse: a        "დღე ერთ კვლაცა ხანი დაზმი,   რომე შენთან ლხინი ვნახო,
Verse: b        გულსა შენი ეშყი ვიწთო,   ალვა-ნორჩად ტანი ვახო,
Verse: g        გული მოგცე შესაპყრობლად,   პირი მზესა დაგისახო,
Verse: d     და   თუმც გიახლო ჩემად ლხინად,   ჴამს ვლხინობდე, რადმცა ვახირნ



Verse: n.b     
ვაწთო BC.
Verse: n.d     
რადმცა _ რამცა BCD.



Strophe: 1445  



Verse: a        "დილა გათენდეს, გაცნობო   მე ცეცხლთა ჩემთა დებანი,
Verse: b        უბე-კალთისა უწყვეტლად   ცრემლითა აღსავსებანი;
Verse: g        ნახო პატიჟთა მიზეზი,   წვა ცეცხლთა მწველთა, ძლებანი,
Verse: d     და   ვეჭვ, შენცა მტირდე, მიგლოვდე,   თუმცაღა შეგრჩეს ცნებანი."


Strophe: 1446  



Verse: a        მას დღეს ნახეს ლხინი ერთად   გონიერთა, არ თუ ხელთა,
Verse: b        ღამე ახლდეს ერთმანერთსა,   მით იამეს ლხინთა მზმელთა;
Verse: g        გაანათლა მზემან რა ცა,   მან შეუპყრა ჴელი ჴელთა,
Verse: d     და   მათ მოჰმართეს გულთა მწველთა   ცეცხლთა, არ თუ დასანელთა."



Verse: n.a     
ნახნეს ABC.



Strophe: 1447  



Verse: a        წინ მიუძღვის მისრელთ მეფე,   სუბად ორნი მიდიოდეს,
Verse: b        შეჰჴდეს ბაღსა შვენიერსა,   ქება ენით ვით ითქმოდეს?
Verse: g        ვარდთა ზედან იადონთა   სმენად ტკბილნი ჴმა ისმოდეს,
Verse: d     და   ბაღი იყო ესრეთ მორთვით,   რომე ნახვად მათთვის კმოდეს.


Strophe: 1448  



Verse: a        ბაღს შუა სახლნი ნატიფნი   დგეს, სხვა არვისგან ნახული,
Verse: b        არს მრავლად ტურფად ნახატნი,   მხატვართა გამოსახული;
Verse: g        სხვა არ ენახა მისებრი,   რაზომცა არს მონახული,
Verse: d     და   განცვიფრდა, მზერა ვერ ძალ-უც,   სხვად არად იყო ძრახული.



Verse: n.g     
ენახნეს ABCD.



Strophe: 1449  



Verse: a        დაეჴშვნეს კარნი სახლისა   კლიტითა დაკლიტულები;
Verse: b     Page of Ms. C: 100     განახვნა კარნი დარბაზთა   და სრულ ქმნა მისნი თქმულები;
Verse: g        მას შიგ წვა, ნახეს, მნათობი,   გვერდს უდგეს უფლის-წულები,
Verse: d     და   მთვარე შეეპყრა ვეშაპსა,   მნახთ, თქვი, ამოჰჴდეს სულები!"



Verse: n.g     
გვერთ A.
Verse: n.d     
ვეშაპსა შეეპყრა A; სთქვი ABCD.



Strophe: 1450  



Verse: a        ტახტზედ მწოლი მზე იხილეს,   მას გვერდს უწვა ზანგი-ყული,
Verse: b        ყმა დავარდა ფერ-მიჴდილი,   თქვი, ამოჰჴდა ოდენ სული.
Verse: g        "რა ვნახეო", სულთა-მბრძოლმან   მან დასწყევლა ბედი კრული;
Verse: d     და   მათ გამოვლეს მსწრაფლად კარი,   მუნ არ იყვნეს ხან-დაზმული.



Verse: n.b     
სთქვი ABCD.
Verse: n.g     
ვნახეო _ მნახე B. მას ABC.



Strophe: 1451  



Verse: a        მუნვე დაჴშო კარი სრისა,   კვლაცა კლიტე გაუყარა,
Verse: b     Page of Ms. A: 191     ჴელ-შეჭდობით ერთად ვლიდეს,   ვით უბარი, მასთან არა;
Verse: g        ვერ ძალ-ედვა თვალთა გახმა,   წელი წაღმა წაეხარა,
Verse: d     და   მას სიამე, სოფლის ნიშტი,   გულსა ჰქონდა კვლა აღარა.



Verse: n.b     
ჴელშეჭობით A.



Strophe: 1452  



Verse: a        დიდხანს იყვნეს ორნი ერთად   გულ-შემოყრით, ვით უბარი,
Verse: b     Page of Ms. B: 60     მერმე ყმასა, ვაჭრად მჴმობსა,   დაეუბნის მეფე წყნარი;
Verse: g        კვლა მოსჯობდეს თქმად სიტყვისა,   მათ ძალ-ედვა საუბარი,
Verse: d     და   და ვაჭარი მეფეს წინა   იყო ამბის მემუდარი.



Verse: n.b     
მერმე -- მკვლაცა ABCD.



Strophe: 1453  



Verse: a        თქვა: "დამავიწყა ყოველი   ნახული მისმან ნახვამან,
Verse: b        კვლა გამაკვირვა მე მისმან   თვით მზეებრ გამოსახვამან;
Verse: g        ვით მოასვენა მის მზისა   ვერმჭვრეტნი ოხრვა-ახვამან?
Verse: d     და   გული წამართვა, ცეცხლითა   მწველით, გლახ, დამწვა, ახ, ვამან!"



Verse: n.b     
გლახ _ კვლა D.



Strophe: 1454  



Verse: a        "რომე მწადს სმენა ამბისა,   უწყი, კვლა მოგეჴსენება,
Verse: b        რა იყო, მითხარ მიზეზი,   მის მნათობისა ჩვენება?
Verse: g        მზე ვით შეეპყრა ვეშაპსა,   სიახლე ვითმცა ენება,
Verse: d     და   მუნ ცხადად იყო ნახული   ან ღამე სიზმრად ზმანება?"


Strophe: 1455  



Verse: a        თქვა: "გკადრო ჩემნი ამბავნი   და თავთა გარდასრულია;
Verse: b        ჩემმან ხელ-მქნელმან დამმართა   გულსა ულხენი წყლულია.
Verse: g        დასწყევლა ბედთა მწერალმან,   ვა, ბედი ჩემი კრულია,
Verse: d     და   აბეზარ-ქმნილსა სოფლისა   მითქს ოდენ არმად სულია."



Verse: n.g     
ვა _ ვაი ABCD.



Strophe: 1456  



Verse: a        "ეს სამეფო, რომე მე მაქვს,   პირველ ჰქონდა მამა-ჩემსა,
Verse: b     Page of Ms. D: 197    ჰფლობდა შვიდსა სამეფოსა,   ჰმსახურებდა ვლახინემსა;
Verse: g        ჰპატრონობდის, ვითა მწყემსი,   მწყსიდის სპას და მისსა თემსა,
Verse: d     და   ვით ვარსკვლავთა, ვერ დასთვლიდი   ლარსა, მისგან განაცემსა.



Verse: n.b     
მსახურებდეს ABCD.
Verse: n.d     
დასთვლიდა BC.



Strophe: 1457  



Verse: a        მეფესა ძმა ჰყვა, მიაჩნდა   დარად მისისა თავისა,
Verse: b        მას ეკითხოდა ყოველთა   თემთა: კარგის და ავისა;
Verse: g        მოსამართლობდა გაკრძალვით   მის ღვთულებრ საესავისა,
Verse: d     და   მეფესა ჰკითხის, რაც არა,   მას სხვაფრად არ ედავისა.



Verse: n.b     
კარგთა ABC, კარგსა D.



Strophe: 1458  



Verse: a        მამასა ჩემსა მე ვჰყვანდი   და ძმასა მისსა ასული;
Verse: b        ქვეყნად ის ნათობს, ვითა მზე,   ოდითგან მზე არს ჩასული.
Verse: g        მნახთა წაუხმის გონება,   გული მისი არს და სული;
Verse: d     და   ვარ ბედთა ჩემთა მწყეველი   მე, მისგან ასრე გასული.



Verse: n.b     
ის _ მუნ AB.
Verse: n.g     
წაუხმან ABCD.



Strophe: 1459  



Verse: a        ჩვენ ერთად გვზრდიდეს საჯუფთედ   გამზრდელნი ჭკუა-ქებულნი,
Verse: b     Page of Ms. A: 192     ვსჯობდით მზესა და მთვარესა,   ჩვენგანა იყვნეს ვნებულნი;
Verse: g     Page of Ms. C: 101     კვლა ვიზრდებოდით, ვით მთვარე,   ვიყვენით ამად შვებულნი,
Verse: d     და   ჩვენ გვტრფიალებდეს მჭვრეტელნი   ჩვენნი, მუნ ჩვენთან ხლებულნი.



Verse: n.a     
გუზრდიდეს A.



Strophe: 1460  



Verse: a        ერთად მყოფმან ჩვენ დავყვენით   წელიწადი შვიდი თუ რვა;
Verse: b        დასნეულდა დედოფალი,   მას შეექნა გულსა ურვა,
Verse: g        ამიერით მიიცვალა,   ამ სოფლისა გაჰყვა მდურვა,
Verse: d     და   გაჰჴდა სოფლით, მოემართა,   მისთა მისთვის მოასურვა.



Verse: n.g     
გაჰყუნეს BC.



Strophe: 1461  



Verse: a        გლოვა შეიქნა მას თემსა   სიკვდილთა უმწვავესია,
Verse: b        თვით რამცა ევნოს თვინიერ   კაცს მისგან უარესია?
Verse: g        სოფელს კაცთათვის ღვთისაგან   თვით განაჩენი ესია,
Verse: d     და   ამა სოფლისა მუხთლისა   კაცთა სისხლთა სმა წესია.


Strophe: 1462  



Verse: a        ტახტისა ნაცვლად მეფემან   ჴნარცვი ინება შავია,
Verse: b     Page of Ms. B: 61     თვითცა მისებრივ კვდებოდა,   მკვდარს დაამსგავსა თავია;
Verse: g        თავსა მან მისი უკადრი   ჰკადრა თვით ყოვლი ავია,
Verse: d     და   ცან, მასცა ავნო სოფელმან,   იგიცა, ვინ უკვდავია.



Verse: n.a     
ჴნარცვი _ ხლარცვი ABCD.
Verse: n.g     
თვით _ მან A.



Strophe: 1463  



Verse: a        მუნ გლოვა იყო, გამოჴდა   კვლა ხანი რამე მცირენი,
Verse: b        და დაუძლურდა ჴელმწიფე,   სოფლისა ლხინ-სიჴშირენი;
Verse: g        მასცა უმუხთლა სოფელმან,   არს სხვათებრ დასატირენი,
Verse: d     და   მუნ ჩემთვის იქმნა მას ჟამსა   გულისა დასაგმირენი.


Strophe: 1464  



Verse: a        თვით-მფლობელი ქვეყნიერთა   მეფე სოფლით მიიცვალა,
Verse: b        სოფელმან და ბედმან კრულმან,   უყურე თუ, რაგვარ მწვალა?
Verse: g        გლახ დავვარდი მე ობოლი,   მეფე სოფლით გაჰჴდა, გვალა,
Verse: d     და   საჭურჭლე და საჴელმწიფო   ჩემი დარჩა ბიძას ყვალა.



Verse: n.g     
დავარდი ABCD.
Verse: n.d     
ყველა ABCD.



Strophe: 1465  



Verse: a        სიკვდილსა მათსა წინავე   ცოლი ბიძისა ჩემისა
Verse: b        მუნ მიცვლილიყო, მნახთაგან   საქები, ტურფა თემისა;
Verse: g        ხვდომოდა რიგი კვლა მასცა   გულთა ლახვართა ცემისა,
Verse: d     და   მას აქეთ წუხდის, იგლოვდის,   მას ლხინი არ იამისა.



Verse: n.a     
სიკუდილთა მათთა A, სიკვდილთა მათსვე D.



Strophe: 1466  



Verse: a        მუნ ბიძასა ჩემსა დარჩა   მზეებრ ხასა, მასთან მწოლი,
Verse: b        იყო სახით შვენიერი,   ის ყრმა-შვილთა არ ნაყოლი;
Verse: g        მან მეცხედრედ იგ ინება,   სხვა საჯუფთე დასთმო ცოლი,
Verse: d     და   თურმე იყო დედოფლისა   ქიშპი იგი ჩასაქოლი.



Verse: n.a     
ბიძასა _ მამასა ABCD.
Verse: n.d     
ქიშფი BC.



Strophe: 1467  



Verse: a        ბიძამან ჩემმან დაიპყრა   ქვეყანა, მთა და ბარია,
Verse: b     Page of Ms. A: 193     მან პატრონობა წამიხვნა,   საჭურჭლე, კვლაცა ჯარია;
Verse: g        მე მომაძულვა ბიძასა   ხასამან, ვითა მკვდარია,
Verse: d     და   მზე მომაშორვა, დამაჭკნო,   ჩემთვის არა ჩნდა დარია.



Verse: n.g     
მამაძულვა ABCD.
Verse: n.d     
მამაშორვა ABCD; ჩნდეს ABCD.



Strophe: 1468  



Verse: a        მომიშორეს თვალით ესრეთ,   რომ მაჴსენეს მე აღარად,
Verse: b        ბიძასა და მისსა ცოლსა   მე მივაჩნდი ბზისა დარად;
Verse: g        მზეს ვჰგულობდი, სიშორითა   ჩემით ტირდა ჴმა-ნარნარად,
Verse: d     და   მწვევდა ცეცხლი დაუშრეტი   არ ერთ-რიგად, ათას გვარად.



Verse: n.a     
მამიშორნეს ABCD.
Verse: n.g     
გზისა _ მზისა BCD.
Verse: n.d     
ათას _ მრავალ BC.



Strophe: 1469  



Verse: a        ღაწვი ვბანი ცხელის ცრემლით,   მჭვრეტთა ჩემთა ჩემებრ ვსწვიდი,
Verse: b     Page of Ms. C: 102     სიცოცხლეთა ჩემთა ნაცვლად   მე სიკვდილსა ვინატრიდი;
Verse: g        არ მიამის კაცთა ხლება,   თვალთა მზერად არ გავხმიდი,
Verse: d     და   არვინ მიჩნდა ჴელთ-ამპყრობლად,   ჩემთვის ვერვინ დავამშვიდი.



Verse: n.d     
მიჩნდის BC.



Strophe: 1470  



Verse: a        ჩემნი ყველა მომეშორნეს,   მნახთა ვითმცა მოვაგონდი?
Verse: b        ვით უშობი დედის მუცლით,   ეგრე ვისმცა არ ვაჴსონდი?
Verse: g        არ მეყმიან ჩემნი ყმანი,   თუმცა ვისმე დავიმონდი,
Verse: d     და   მუნ პირ-ქუშად შემერისხის,   ვის სიტყვასა მოუწონდი.



Verse: n.d     
ვის რომ სიტყუას A.



Strophe: 1471  



Verse: a        ბედსა ვუთხრობდი: "რაზომთა   ჭირთა, ჴამს, ვიყო მთმობელი?
Verse: b        თუმც ვიყავ ამა ბედისა,   ნუმც მშობდა ჩემი მშობელი!
Verse: g        ვით დავავიწყდი სიკვდილსა   ყოვლგნით ჴელ-აუპყრობელი?"
Verse: d     და   ველად გავვარდი, კვლა თავთა   ნადირად ვიყავ მჴმობელი.



Verse: n.d     
გავარდი A. თავთა _ თუალთა BCD.



Strophe: 1472  



Verse: a        ვთქვი: "ნადირთა ვეამარო,"   მათცა მჴეცად არ ვევარგე,
Verse: b     Page of Ms. B: 62     ძმათ და თვისთა მომიძულეს,   ვთქვი, ნადირთა რამცა ვარგე?
Verse: g        სიცოცხლესა დავეთხოვე,   სიკვდილთაკენ გავიბარგე,
Verse: d     და   მანც არ მომკლა უბედური,   სოფლით ესრეთ დავიკარგე.



Verse: n.a     
ვსთქვი AD. ვიამარო ABCD.
Verse: n.b     
ძმათ და თვისთა _ ძმა და თვისთა AD. ამად თვისთა BC. მამიძულნეს ABCD. ვსთქვი ABCD.
Verse: n.d     
მამკლა ABCD.



Strophe: 1473  



Verse: a        ქვეყნად ვერვის შევეწყნარე,   ვერ ნადირთა, ვერცა კაცთა,
Verse: b        ჰქონდა ჩემი სიბრალული   არ მამაცსა, არც დიაცსა;
Verse: g        ღამე კლდენი გაკაფულნი   სახლად მქონდა, ვითა ვაცსა,
Verse: d     და   ვით ნადირი, ვემალვოდი   მუნ ლომ-ვეფხთა, კაცთა მტაცსა.



Verse: n.g     
ვაცსა-კაცსა A.
Verse: n.d     
ვიმალვოდი ABCD.



Strophe: 1474  



Verse: a        ყრმა ვიყავ და, ვით შეჰფერობს   ყრმასა გაზრდა, ეგრე მზრდიდეს;
Verse: b        მათგან ზრდილსა სათუთობით   ქნად რაც მწადდა, არ მიშლიდეს.
Verse: g        აწ შორს ყოფნა მის მნათისა,   ვითა ცეცხლი, გულსა მწვიდეს,
Verse: d     და   ვთქვი, სიკვდილსა არ დავჰრიდო   თავი ჩემი, თუმც მომკვლიდეს.



Verse: n.d     
ვსთქვი ABCD. "თუც" არ არის A-ში.



Strophe: 1475  



Verse: a        მინდორს ნადირთა გავერთევ,   მათთანვე ვსძოვდი, ვდგებოდი,
Verse: b     Page of Ms. A: 194     მათ ჩემგან რიდი არ ჰქონდა,   მათებრ მათთანვე ვრჩებოდი;
Verse: g        ჭირსა გავები ულხენსა,   მკურნალსა ვერ მივჰხვდებოდი,
Verse: d     და   იავარ-ქმნილი სამყოფთათ,   ნადირთა თანა ვკვდებოდი.



Verse: n.d     
სამყოფთად ABCD.



Strophe: 1476  



Verse: a        ძიძა მყვა ჩემი გამზრდელი,   ადრითგან ჭირ-ნახულია,
Verse: b        მუნ მიგონებდა მე ხელსა,   ჩემთვის ეწვოდა გულია;
Verse: g        მომძებნა, მპოვა მე ხელი,   ნადირთან მოარულია,
Verse: d     და   მან მიამარა, ვითა   ძე, აწცა მისგან მიდგს სულია.



Verse: n.a     
ადრიდგან A.
Verse: n.g     
მამძებნა ABCD.
Verse: n.d     
მიდგს _ მითქს A.



Strophe: 1477  



Verse: a        ძიძამან მპოვა, ვით მჴეცი,   ხელი, მინდორად მარები,
Verse: b        მას ჩემთვის გული დაეწვის,   თვალთ ცრემლნი ყარნა მწარები;
Verse: g        მწვართა, მან მკადრა საწვრთნელი   სიტყვანი მრავალ-გვარები:
Verse: d     და   "მჴეცთებრ მინდორთა მარებლად   შმაგს ვითმცა დაედარები?"



Verse: n.b     
დაეწვნეს BCD.
Verse: n.d     
მარებლადსარებლად BCD. ვითმცა _ რადმცა BCD.



Strophe: 1478  



Verse: a        მას პასუხი რამცა ვჰკადრე,   თავი ხელსა დავადარე,
Verse: b        რამცა მექნა ცნება-მცირსა?   ოდენ თვალთათ ცრემლი ვშარე;
Verse: g        შემეზარა მჴეცთა გაყრა,   კაცთა შეყრა ვიუარე,
Verse: d     და   მან მაფიცა ჩემი მკვლელი,   წავჰყევ, ამად ვიამარე.



Verse: n.g     
შემეზარნეს ABCD. კაცთა შეყრა _ მჴეცთა გაყრა BC.



Strophe: 1479  



Verse: a        შემსვა ცხენსა უბედური;   მუნ მიმიძღვა მისსა შინა,
Verse: b     Page of Ms. D: 198    მიველ თვალთათ ცრემლთა მღვრელი,   მიდგს ცრემლისა გუბე წინა;
Verse: g     Page of Ms. C: 103     არ მიამის საუბარი,   კაცთა ხლება სიტყვის სმინა,
Verse: d     და   კვლა ტიროდა ძიძა ჩემებრ,   ჩემთვის მასცა მოეწყინა.



Verse: n.b     
თუალთად ABCD. მიდგს _ მაქვს A, მითქს D.
Verse: n.g     
სმინა _ სმენა BCD.



Strophe: 1480  



Verse: a        მუნ გამოჴდა ხანი მცირე,   მასთან ვიყავ ღაწვთა ბანით,
Verse: b        კოშკს ჯდა მთვარე მოვანებით,   მუნ მზისავე მისაგვანით;
Verse: g        ვიგონებდი მას მტირალსა,   სიცოცხლისა ვიყავ ნანით,
Verse: d     და   ზოგჯერ ვტირ და ხან მივჰმართი   მტრისებრ საკლად გულსა დანით.



Verse: n.a     
გამოჰჴდეს ABCD.
Verse: n.b     
მუნ _ მან A.



Strophe: 1481  



Verse: a        ძიძასა ჰქონდა სავარდე,   ტურფა, არ კაცთა ნამალი,
Verse: b        მუნ სავარდესა ვარდისა   ბულბულსა სწვევდა სამალი;
Verse: g        მომინდის შეყრა მიჯნურთა,   ვთქვი, ნუ თუ მომხვდეს წამალი,
Verse: d     და   ვნახე, არ ჰქონდა გულს სევდა   მათ ჩემი ნაათამალი.



Verse: n.g     
ვსთქვი ABCD. მამხვდეს ABCD.



Strophe: 1482  



Verse: a        ვარდსა ვარქვი: "არ თურ გიგავს   ფერი მჭვრეტთა ამაზრზენსა,
Verse: b     Page of Ms. D: 63    წადი, გირჩევ, დაეკონე   გულსა ჩემთვის შენაწყენსა;
Verse: g        გულსა სთხოვე სურნელობა,   ღაწვთა ფერი _ მზებრ საჩენსა,
Verse: d     და   მას ჰკადრებდე ცრემლთა ფრქვევით   სიტყვას, ჩემგან მონასმენსა."


Strophe: 1483  



Verse: a        ბულბულს ვჰკადრე: "არ თურ იცი   მიჯნურთაებრ ცრემლთა დენა,
Verse: b     Page of Ms. A: 195     მუსიკობ და ცუდ-მაშვრალობ,   მიჯნურთ გიგავს არ მოთმენა;
Verse: g        ჴამს, ვარდისა დაღი გულსა   გწვევდეს, თქმადცა მორთო ენა,
Verse: d     და   გაქვს არ გულსა მისი სევდა,   მიჯნურადცა ვინ გაჴსენა?


Strophe: 1484  



Verse: a        ვნახი თუმცა ალვა ნორჩი,   მას მის გამო ტანი უქი,
Verse: b        მომაგონდის ტანი მჭევრი,   ამად გული ავიჩუქი;
Verse: g        მომემატის კაეშანი,   სევდა-ურვა ვისუბუქი,
Verse: d     და   ვარდი ზაფრად შემეცვალის,   როს მომშორდის მზისა შუქი.



Verse: n.d     
როს _ ომ B, რომ C. ოს A.



Strophe: 1485  



Verse: a        ვიგონებდი ჩემსა მკვლელსა,   მისი მესო გულსა დაღი,
Verse: b        მე უმისოდ არ მევარგის   არ სავარდე, არცა ბაღი;
Verse: g        რა მოვშორდი, ვით უბარმან,   თქმადცა პირი არ გავაღი,
Verse: d     და   ნადირთაებრ ველად ვრბოდი,   სახლად მქონდის კლდეთა ნაღი,



Verse: n.d     
ვთქვი ნადირებრ ველად ვრბოდე სახლად მქონდეს კლდენი A.
Verse: n.a-d     
რითმა "აღნი" ABCD.



Strophe: 1486  



Verse: a        მიჯნურს ცეცხლი ვარდად უჩანს,   რას ჴელსა ჰჴდის შმაგი ბაღსა?
Verse: b        მას სავარდედ აღარა სცალს,   ვის საჴმილი გულსა სდაღსა;
Verse: g        აღარა მაქვს გულს სადაღი,   აწ დავისვამ დაღზედ დაღსა,
Verse: d     და   გული, ცეცხლებრ ანაგზები,   ვიცი, დასწვას აწ სადაღსა.


Strophe: 1487  



Verse: a        როს დაბინდდის, ვით უსულო,   ვეგდი, თვალთათ ცრემლსა ვშარდი,
Verse: b        ვიგონებდი ჩემსა მზესა,   გულს სხვას ვისმცა აღვიარდი?
Verse: g        მივანები სასაყვარლოდ   ვარდს ბულბული, ბულბულს ვარდი,
Verse: d     და   მათ სხვა ჰქონდის სააშიყო,   არ იცოდეს ჩემი დარდი.



Verse: n.a     
როს _ ოს ABC. დაბინდის BC. თუალთად ABCD.
Verse: n.g     
მივანებდი BC.



Strophe: 1488  



Verse: a        მწვევდის მიწყივ გულსა ცეცხლი,   ამით უფრო დავიწყლული,
Verse: b        დავბნდი, ვითა სულთა მბრძოლსა,   მომეახლის აღსასრული;
Verse: g        სიკვდილისა მონატრემან,   ვთქვი ამომჴდეს ოდენ სული,
Verse: d     და   სოფლით გაღმა გამებიჯნეს,   წამყვეს ეშყი მისეული.



Verse: n.b     
მამეახლნის ABCD.
Verse: n.g     
ვსთქვი ABC. ამამჴდეს ABCD.



Strophe: 1489  



Verse: a        გამზრდელმან მკადრა გლახ-ხელსა:   "ისმინე ჩემგან თქმულია:
Verse: b     Page of Ms. C: 104     იგი არს ჭკუა-ქებული,   სოფელს ვინ ხან-დაზმულია;
Verse: g        შენ აგრე მყოფსა გიგონებ,   ჴამს, რომ ამომჴდეს სულია,
Verse: d     და   გამგზავნე მზეს წინ, დამვედრე   სიტყვანი შენეულია."



Verse: n.g     
ამამჴდეს ABCD.



Strophe: 1490  



Verse: a        "მას ვჰკადროთ შენნი ეგზომნი   მისთვის გაჭრა და ხელობა,
Verse: b        ღამე არ მოსვლა ძილისა,   დღეთა ნათელთა ბნელობა,
Verse: g        მჴეცთებრ მარება მაღნართა,   ველად ნადირთა ქველობა,
Verse: d     და   გულს დიადება წყლულისა,   უშრეტთა ცეცხლთა მწველობა."


Strophe: 1491  



Verse: a        კვლა მომეწონა მე მისი   თქმად ჩემთვის საუბარისა,
Verse: b     Page of Ms. A: 196     მეკეთნეს მისნი თათბირნი,   ვით ძვირსა შოვნა ლარისა;
Verse: g        აწღა დამედვა იმედი   მე სიცოცხლისა მწარისა,
Verse: d     და   თქმულა: "ფერს აკრთობს მთიებთა   შეყრა მზისა და მთვარისა."



Verse: n.a     
მამეწონეს ABCD.
Verse: n.g     
დამედვნეს ABCD.



Strophe: 1492  



Verse: a        წიგნი მივსწერე მე ჩემსა   მწველსა, მჭვრეტთ ამაზრზენასა:
Verse: b     Page of Ms. B: 64     "სულსა რას ჴელს ვჰჴდი უშენოდ,   რადმცა ვაუბნებ ენასა?
Verse: g        მოგშორდი, ვახლავ სიკვდილსა,   ველი არ ჩემთვის ლხენასა,
Verse: d     და   შეყრისა ნდომა ვით გკადრო,   თუმც ღირს ვარ ამბის სმენასა!"


Strophe: 1493  



Verse: a        ვჰკადრე: "მზეო, მე უშენოდ   თავი მკვდარსა დავადარე,
Verse: b        მივეც მჴეცთა თავი საკლად,   მათებრ თავი მათთან ვარე;
Verse: g        მე მეკეთნეს მჴეცთა შეყრა,   კაცთა ხლება ვიუარე,
Verse: d     და   ზღვად დგას ველთა ჯეონისებრ,   მე რომ თვალთათ ცრემლი ვშარე.



Verse: n.d     
თუალთად ABCD. ცრემლი _ სისხლი A.



Strophe: 1494  



Verse: a        შენმან მზემან, მინდორს მჴეცთა   თავი საკლად არ დავრიდი,
Verse: b        ჩამრჩა გულსა ეშყი შენი,   თვით რამც ექნა, ვერ დავჰგმიდი;
Verse: g        ღაწვი დაქნის ცრემლმან ღარად,   მჭვრეტთა ჩემთა ჩემებრ ვსწვიდი,
Verse: d     და   მე არვინ მყვა ჴელთ-ამპყრობი,   ჩემთვის ვერვინ დავამშვიდი.



Verse: n.b     
რამც ექნა _ რა მექნა A. ვერ _ ვე BC.
Verse: n.d     
მე არ მყვანდა BC.



Strophe: 1495  



Verse: a        სამყოფთაგან გაძებული   აქანამდის ველად ვრბოდი,
Verse: b        ეშყმან შენმან გამახელა,   არ ვიცოდი, რას ვიქმოდი;
Verse: g        თუმც არ ვიყო შენთვის ხელი,   ვეჭვ, მჭვრეტთაგან დავიგმოდი,
Verse: d     და   აქანამდის, ჩემო, ჩემი   მე სიცოცხლე არ ვიცოდი.


Strophe: 1496  



Verse: a        მოგშორდი, მზეო, ოდითგან,   ვარ მჴეცთა თანა მარები,
Verse: b        ცან, არვინ მივის უშენო,   სხვას არვის შევეწყნარები;
Verse: g        რომ ამომჴადოს მსწრაფლ სული,   სიკვდილსა ვემუდარები,
Verse: d     და   შენი, შორს მყოფი, ვერ-მჭვრეტი,   მიწასა მივებარები.



Verse: n.g     
ამამჴადნეს ABCD.



Strophe: 1497  



Verse: a        მაშინ მიჩნდა ჩემად ლხინად,   ოდეს ტკბილად შემომხედი;
Verse: b        რად მოგშორდი მთვარე მზესა?   წყეულიმცა ჩემი ბედი!
Verse: g        მომემეტნეს ჭარნი ჭირსა   და პატიჟნი ზედი-ზედი,
Verse: d     და   შენგან კიდე არვისგან   მაქვს სიცოცხლისა მე იმედი."



Verse: n.a     
შემამხედი ABCD.
Verse: n.g     
მამემატნეს ABCD.



Strophe: 1498  



Verse: a        ვთქვი: "საყვარელთა შორს ყოფნა,   უწყი, მიჯნურთა წესია,
Verse: b        საყვარელთაგან მიჯნურთა   გულს სევდა დანათესია;
Verse: g        ჴამს, შეყრით ჰკურნო სნეულთა,   ღმერთს წინ ეს უამესია,
Verse: d     და   მე აღმადგინო, მოკვდავი,   მდებარე, ვითა მესია."



Verse: n.a     
ვსთქვი ABCD.
Verse: n.d     
ვითმცა BCD.



Strophe: 1499  



Verse: a        წამალსა ველი მე შენგან,   გულს, საკურნებლად წყლულისა,
Verse: b     Page of Ms. A: 197     ნუ თუ აწ მომხვდეს კურნება   წყლულთა ულხენთა გულისა!
Verse: g     Page of Ms. C: 105     უწყი, ლხინად მჩანს მე შენთვის   მსწრაფლად ამოჴდა სულისა,
Verse: d     და   მაგრამ ძნელია დათმობა   ეშყისა შენეულისა.



Verse: n.g     
მამხვდეს ABCD.
Verse: n.d     
მაგრა ABCD.



Strophe: 1500  



Verse: a        რა მოგეშორე, მას აქეთ   ნადირთან დავიარები,
Verse: b        უშენოდ მყოფმან ვიხილე   ურიცხვნი დღენი მწარები;
Verse: g        მომძებნა, მპოვა მე ჩემმან   გამზრდელმან ველად მარები,
Verse: d     და   არა, არ ვიცი, რა მმართებს   აწ საქმე მოსაგვარები!



Verse: n.g     
მამძებნა ABCD.



Strophe: 1501  



Verse: a        აწ გკადრებს ჩემსა პატიჟსა   ჩემი ჩამდგმელი სულისა,
Verse: b        თუ რაგვარ მიმძიმს სიცოცხლე,   მსურს გაახლება წყლულისა!"
Verse: g        ნუ თუ არ მომკლა უშენოდ,   მკურნო აწ წყლული გულისა,
Verse: d     და   თუმც მომკლა, შენვე დამმარხო,   გაქვს თუ გაკრძალვა სჯულისა!"



Verse: n.b     
რაგვარ _ როგორ BC.
Verse: n.g     
მკურნეს BC.



Strophe: 1502  



Verse: a        რაცა გკადრე, ესრედ ყველა   ჩემსა მკვლელსა მიუწერე,
Verse: b     Page of Ms. B: 65     რაცა მქონდა სიტყვა ფარვით,   გამზრდელს ყველა დავაბარე;
Verse: g     Page of Ms. D: 199    რა რომ ვჰკადრე ცრემლთა დენით,   გულ-ამოსკვნით მზეს წინ ვარე,
Verse: d     და   მას თან წაჰყვა სული კრული,   გვამი მასვე ვაამარე.



Verse: n.g     
სიტყვა _ ყველა BC.
Verse: n.g     
რა _ რაც BC. მზეს წინ _ მისკენ A.



Strophe: 1503  



Verse: a        ძიძა ეახლა მზეს, ჰკადრა   სიტყვანი ჩემგან თქმულია;
Verse: b        თვალთა დაედვა უსტარი   მას მზესა ჩემეულია.
Verse: g        თქვა: "გამიმთელდა გაყრითა   მისით დამწვარი გულია,
Verse: d     და   გულსა მაჩნია ოდითგან   მის ნადაღისა წყლულია."



Verse: n.a     
იახლა ABCD.
Verse: n.b     
დაედვნეს ABCD.
Verse: n.g     
დამწუარნი ABCD.
Verse: n.d     
ოდიდგან A.



Strophe: 1504  



Verse: a        მადლს უბრძანებდა ძიძასა   მირთმევად მუნ უსტარისა,
Verse: b        გაშალა, იცნა ნაწერი   მან მისგან განამწარისა;
Verse: g        მელნისა ტბანი აღელდეს,   აქვს რხევა გიშრის სარისა,
Verse: d     და   ღაწვთ მარგალიტნი ობოლნი   ჰფარვენ, აქვს მალვა თავისა.


Strophe: 1505  



Verse: a        "მიკვირს, მოღმა რად არ გმონვენ   მზე და მთვარე, თუმცა გინდა,
Verse: b        ლალნი ქარვად რად შესცვალეს,   ვარდსა ფერი რამ დაჰბინდა?
Verse: g        მას მზეს ჩემით სიბრალულით   ას-ნაკეცი ცრემლი სდინდა,
Verse: d     და   ვერა ვარგო საყვარელსა   ჩემსა, თავი რადმცა მინდა?"


Strophe: 1506  



Verse: a        იკითხევდა წიგნსა ჩემსა,   ცრემლსა ჰღვრიდა სისხლთა რევით,
Verse: b        ღაწვთ აწთობდა ცხელის ცრემლით,   ტანს არხევდა, ალვის ხე ვით;
Verse: g        ტკბილად მორთო ჩემთვის ენა   მარგალიტთა ჴშირთა ფრქვევით,
Verse: d     და   თქვა: "უმისოდ ეს სოფელი,   ჴამს, მომაჩნდეს თვითცა ბზე ვით."



Verse: n.a     
რევით _ რუ ვით BC.



Strophe: 1507  



Verse: a        მოეწერა მზესა სიტყვა   ჩემთვის, გულთა დასადები:
Verse: b     Page of Ms. A: 198     "ჩემო, შენსა სიყვარულსა   გული საკლად აწ ვანები;
Verse: g        რა მოგშორდი, გაყრა მკლევდა,   სევდა-ურვას აწ გავები,
Verse: d     და   ხელი გპოვე ველთა მრბოლი,   სამყოფთაგან განაძები.



Verse: n.a     
მოეწერნეს ABCD.



Strophe: 1508  



Verse: a        შენ გიგონებ, ჩემთვის ხელსა,   ქვეყნად რამცა მიამოსა?
Verse: b        თუმც ვინებო კაცთა ხლება,   საუბარი, ჴამს, დამგმოსა;
Verse: g        ღმერთმან მოგცეს ნაცვლად ლხინი,   რა რომ ჭირნი დაგვეთმოსა,
Verse: d     და   შეყრით მოგვხვდეს აწ სიამე,   ჭირთა თმენა, ჴამს, გვაკმოსა.



Verse: n.g     
"ჴამს" არ არის BC-ში.



Strophe: 1509  



Verse: a        ღმერთმან, თუმცა უშენოსა   მე ვისიმცა მინდეს მზერა,
Verse: b     Page of Ms. C: 106     ჩემნი დღენი დამიმოკლნეს,   გამიცუდნეს, ვისაჯე რა;
Verse: g        ანუ საქმროდ მზე და მთვარე   ბედთ მწერალმან ჩემთვის წერა,
Verse: d     და   არვის მივჰხვდე უშენოსა,   ბედმან თუმცა დამაჯერა.


Strophe: 1510  



Verse: a        ნუ სტირ, თავსა ნუ იხელებ,   მტერთა შენთა გულსა ჰმურე,
Verse: b        გაიმაგრე გული, კლდე ვით,   თავი გაიმამაცურე;
Verse: g        შეიმოსე ჴელმწიფურად,   მტერს სიტურფე შეაშურე,
Verse: d     და   ჭირსა სძლიე, სევდა აძე,   სოფლის ლხინსა დაეშურე.



Verse: n.g     
ჴელმწიფურებ BC.



Strophe: 1511  



Verse: a        მოიჴმე ორნი მდიდარნი,   მეფისა თანშეზრდილები,
Verse: b        მათ ამოდ ჰკადრე, ვით ძმასა,   სიტყვანი არ საწბილები:
Verse: g        "მამამან ბჩემმან დაგზარდანა,   ვითა ძმანი და შვილები."
Verse: d     და   მამასა ჩემსა წინაშე   დაჰვედრე სიტყვა ტკბილები.


Strophe: 1512  



Verse: a        მკადრე მეფისა წინაშე   გაგზავნე მოციქულები,
Verse: b     Page of Ms. B: 66     შესთვალე ტკბილნი სიტყვანი,   ისმინე ჩემი თქმულები;
Verse: g        კვლა თავი ჩემი საჯუფთედ   სთხოვე, გვილხინნეს წყლულები,
Verse: d     და   თუ ნება დაგვრთოს წადილსა,   ჴამს, გავაერთნეთ გულები.



Verse: n.a     
მკადრე _ გკადრე ABC. გაგზავნენ D.
Verse: n.b     
შესთვალენ AD.
Verse: n.d     
დაგრთოს BCD, დაგურთოს A. წადინსა BC. გაურდ A, გაუერ _ თნეთ BCD.



Strophe: 1513  



Verse: a        მუნ გაგზავნე დიდებულნი,   რაცა ჴამდეს, დააბარს
Verse: b        სჯობს, ეუბნა მას თავმდაბლად,   არ თუ სიტყვით გაამწარე;
Verse: g        მან რა გკადროს, მარგე-ურგი,   სამბოდ ძიძა ჩემკენ არე,
Verse: d     და   ნუ თუ ღმერთმან კვლა შეგვყაროს,   გიამარო, მიამარე."



Verse: n.g     
სჯობს _ ჴამს ABCD.
Verse: n.g     
ურგითურგი ABCD.
Verse: n.d     
შეგვყარნეს ABCD.



Strophe: 1514  



Verse: a        ძიძას მისცა ბადრით თეთრი   ჩემთვის, მსწრაფლად ჩემკენ არა,
Verse: b        მე მეახლა მუნით ძიძა,   მკადრა, რაც მზეს დაებარა;
Verse: g        მესმა სიტყვა საიმედო,   ჭმუნვა მქონდა მე აღარა.
Verse: d     და   "ვქნათო მზისა ნაბრძანები,"   ძიძა ამად მემუდარა.


Strophe: 1515  



Verse: a        გავგზავნე, ვიჴმენ მდიდარნი   ორნი, თავადნი ჯარისა,
Verse: b     Page of Ms. A: 199     მეფეს წინაშე მივგზავნე,   თქმად ვჰკადრე საუბარისა:
Verse: g        "უწყი, მიაჩნდი მეფესა   თავისა დასადარისა,
Verse: d     და   ქიშვარი შვიდი ქვეყნითურთ,   ვითა ყმა, მოგაბარისა.



Verse: n.a     
ვიჴმე BC.
Verse: n.b     
მიგზავნენ BC.
Verse: n.g     
მიაჩნდა BC.



Strophe: 1516  



Verse: a        მას სამეფო მისრეთისა,   უწყი, შენთვის არა ჰშურდა,
Verse: b        მეგობართა შენთა მწყსიდა,   კვლაცა მტერთა გულსა ჰმურდა;
Verse: g        მას იქმოდი, რაცა გწადდა,   მეფე არად არ დაგმდურდა,
Verse: d     და   აწ შენ დაგრჩა მისი ტახტი,   ღმერთმან მოგცა, რაცა გსურდა.


Strophe: 1517  



Verse: a        ოდენ მე დავრჩი ობოლი,   არ საკადრისი მამისა;
Verse: b        ვარ ბედთა ჩემთა მწყეველი,   თვალთ ღაწვთა მფრქვევი ნამისა;
Verse: g        ბედი არ მარგო სოფელმან,   წონა ერთისა დრამისა,
Verse: d     და   ვარ სულთა მბრძოლი, მოკვდავი,   აბეზარ-ქმნილი ჟამისა.



Verse: n.a     
ოდენ _ ოენ A.
Verse: n.b     
მწყევარი BC.



Strophe: 1518  



Verse: a        ვარ ბედისა მომდურავი,   გრძლად რა გკადრო საუბარი?
Verse: b        შენ ხარ ჩემი ჴელთ-ამპყრობი,   აწ შენი ვარ მეამარი;
Verse: g        მე რისამცა მკადრე ვიქმენ,   რად მოგძულდი, ვითა მკვდარი?
Verse: d     და   რა მოვშორდი თვალთა თქვენთა,   თავი მკვდარსა დავადარი.



Verse: n.b     
მეამარი _ მოემარი ABCD.
Verse: n.g     
ვიქმნე BC.



Strophe: 1519  



Verse: a        ჴამს, მოგაგონდეს მამისა   ჩემისა კარგი, ვთქვა მია,
Verse: b     Page of Ms. C: 107     შენ გიძღვნა შვიდი სამეფო,   არ შენებრ ჯიმშეტ ჯამია;
Verse: g        აწ შენი გული სიტყვისა   ჩემისა არს მოწამია,
Verse: d     და   კარგისა ნაცვლად კარგი   ჴამს, ბრძენთაგან ეს ნათქვამია.


Strophe: 1520  



Verse: a        ოდესმცა იყო ჩემზედან   ღმერთი წყალობის მთოველი,
Verse: b        მამა მყვა ქვეყნის მპყრობელი,   იგ ჩემთვის ღვთულებრ ცხოველი;
Verse: g        მომეცა თქვენგან ასული,   მყავს მოწმად კაცი ყოველი,
Verse: d     და   აწ ბრძანებასა მე თქვენსა   არ გატეხასა მოველი.



Verse: n.g     
მღვთულებრ A, ღვთულებ BC.
Verse: n.g     
მამეცნეს ABCD.



Strophe: 1521  



Verse: a        უწყი, მფლობელნი ქვეყნისა   მეფენი ერთად გვზრდიდიან,
Verse: b        ჩვენ ერთად მყოფთა გვიჭვრეტდეს,   ჩვენზედა ლხინსა ზმიდიან;
Verse: g        მათსავე დროსა სალხინოდ   ჩვენს შეყრას ინატრიდიან,
Verse: d     და   სოფელმან ავნო მათ ორთა,   ყოვლნი მას გზასა მიდიან.



Verse: n.b     
გვიჭურეტდეთ BC.



Strophe: 1522  



Verse: a        მოიმადლე ღმერთი ამად,   აწ შენი ვარ მემუდარე,
Verse: b     Page of Ms. B: 67     მიწა ცამდი ამამაღლე,   ვით ჴამს შენგან, მიამარე;
Verse: g        ჩვენ შეგვყარენ ორნი ერთად,   კვალად მასვე მიმაბარე,
Verse: d     და   ძმად ნუ მიჴმობ, კვლაცა ერთსა   კარგსა ყმასა დამადარე."



Verse: n.g     
ორნი ერთად _ ერთმანერთსა A.



Strophe: 1523  



Verse: a        რაცა გკადრე, ესრეთ სიტყვა   მოციქულთა დავაბარე,
Verse: b     Page of Ms. A: 200     მუნ ზღვისაცა შესართავად   კმოდა რომე ცრემლი ვშარე;
Verse: g        მათცა ჩემის სიბრალულით   მათი ლხინი გაუმწარე,
Verse: d     და   მუნ გავგზავნე გულით წყლულით   კაცი ტკბილმდ მოუბნარე.


Strophe: 1524  



Verse: a        მას დღეს ერთად სხდეს ორნივე,   მეფე და დედოფალია;
Verse: b        მივიდეს, ჰკადრეს მათ ორთა,   მუნ ჩემგან შენათვალია,
Verse: g        თუ რაგვარ სწვავსო უშრეტი   სევდისა ცეცხლთა ალია;
Verse: d     და   სტკენოდა გული მას ჩემთვის,   ცრემლით აევსო თვალია.



Verse: n.b     
ორთა _ ორთავე BC.
Verse: n.g     
როგორ BCD. უშრეტნი BCD.
Verse: n.d     
ეევსნეს ABCD.



Strophe: 1525  



Verse: a        შემოეთვალნეს სიტყვანი   არ მათნი საკადრისია:
Verse: b     Page of Ms. D: 200    "იგ მიჩნდა ჩემად იმედად,   არს ჩემი ძმა და თვისია,
Verse: g        ოდითგან მითქვამს მე მისთვის,   რომ ქალი ჩემი მისია.
Verse: d     და   მან აღმისრულოს, მეფეთა   რაც სიძობისა წესია!



Verse: n.b     
მიჩანს BC.
Verse: n.g     
მეთქუნეს... აწ ქალი ABCD.



Strophe: 1526  



Verse: a        ჴამს ორმოცი ბადრი თეთრი   ჩემთვის წესად მოსატანი;
Verse: b        უწყი, უნდა ქალთ უფალსა   წესთ მირთმევა სხვადასხვანი.
Verse: g        სხვას არ გნუკევ სანუკვარსა,   იქნას საქმე მისაგვანი,
Verse: d     და   ეს ვქნათ, ორგნით კვლა სალხინოდ   ქორწილისა ვიყვნეთ მზანი."



Verse: n.g     
გნუკავ D. საქმე _ სხუანი BC.



Strophe: 1527  



Verse: a        ჩემი არ ქონა იცოდა   საჭურჭლისა და ლარისა,
Verse: b        გაძებით რება ღარიბად,   არ პატრონობა ჯარისა;
Verse: g        მას ჰქონდა ქვეყნის მეფობა   სრულად მთისა და ბარისა,
Verse: d     და   ინება ამად მან ჩემთვის   თქმევა სიტყვისა მწარისა.


Strophe: 1528  



Verse: a        კვლა მოციქულნი მეახლნეს   მუნვე ჭკუითა ბრძენითა,
Verse: b        შემოთვლილები მეფისა   წვრილად მიამბეს ენითა;
Verse: g        ჭმუნვა შემექნა, ვით ჴამდა,   მათის ამბისა სმენითა,
Verse: d     და   მათ ვჰკადრე: "ღმერთმან შემოგზღოს,   რაც ჩემთვის ისაჯენითა."


Strophe: 1529  



Verse: a        მოვიჴმე ძიძა, შევსთვალე   მეფისა ნაუბარია
Verse: b     Page of Ms. C: 108     მას ქვეყნიერსა მნათობსა,   ვის ჰმონვენ მზე და მთვარია:
Verse: g        "მეფეს რაც ვჰკადრე სააჯო,   ებრძანა არ უარია,
Verse: d     და   ბადრა, ებრძანა, ორმოცი   საწესოდ მომაბარია."



Verse: n.b     
ჰმონვენ _ ნათობს BC.
Verse: n.g     
ებრძანნეს ABCD.
Verse: n.d     
მამაბარია ABCD.



Strophe: 1530  



Verse: a        "უწყი, არა მაქვს შოვნისა   ღონე ერთისა დრამისა,
Verse: b        მას დარჩა მორჭმა, დიდება,   საჭურჭლე ჩემის მამისა;
Verse: g        მე შენი ეშყი მაცოცხლებს,   სული შენ გახლავს გვამისა,
Verse: d     და   თუმც საკლად თავი არა   მშურს, რად მჩანს გაღება ქრთამისა?"


Strophe: 1531  



Verse: a        "მანცა იცის _ ბრძანებისა   მე არა მაქვს შოვნის ღონე,
Verse: b     Page of Ms. A: 201     თუმცა მქონდეს მე საჭურჭლე,   რადმცა ვინმე დავაღონე?
Verse: g        მაქვს საუნჯედ სიყვარული   შენი, სხვამცა რად ვიქონე?
Verse: d     და   ეშყსა ვახლავ შენეულსა,   თავი ამად მოვიწონე."


Strophe: 1532  



Verse: a        "რასაცა მიზამ ტყვე-ქმნილსა,   მომკლავ თუ მიამარები,
Verse: b     Page of Ms. B: 68     შენი ვარ, შენთვის, ვით ხელი,   ვარ ნადირთანვე მარები;
Verse: g        თუმც არ მიწამლებ სნეულსა,   მე მკვდარსა დავედარები,
Verse: d     და   რადგან არ მიჩანს სიცოცხლე,   სიკვდილსვე მივებარები."



Verse: n.d     
სიკუდილსა BCD.



Strophe: 1533  



Verse: a        მზეს ძიძისა ნაუბარი   ესმა, ჩემგან შენათვალი,
Verse: b        ის მიეცა სიხარულსა,   სიტყვა ეთქვა გასაკრძალი:
Verse: g        "ნუღარ იდენ თვალთათ ცრემლსა   მიწყივ, ნუ გწვავს გულსა ალი,
Verse: d     და   მოგცე სრულად, თუცა გინდეს,   მისრეთისა წლისა მალი."



Verse: n.b     
ის _ მუნ ABCD.



Strophe: 1534  



Verse: a        "მაშინ ძებნე კოშკი მზისა,   როს დაბინდდეს დღე ნათელი,
Verse: b        ვერ ჰხედვიდეს სიბნელითა   კაცსა თვალი ასახელი,
Verse: g        მთვარეს მისცემს მზე ნათელსა,   რაზომც იყოს ღამე ბნელი,
Verse: d     და   ღმერთსაც უნდეს, გაადვილდეს   ესოდენი საქმე ძნელი."



Verse: n.a     
როს _ ოს ABC. დაბინდეს ABCD.



Strophe: 1535  



Verse: a        "ნუღარ აწთობს ღაწვთა ცრემლით,   სულთქმა-ახვით ნუცა ტირსა,
Verse: b        დღე ორმოცსა მოვიდოდეს,   ვით მპარავი, კოშკის ძირსა;
Verse: g        კოშკით მივსცემ ბადრით თეთრსა,   ვაცდი ჩემსა დანაპირსა,
Verse: d     და   საკურნებლად ღმერთსა ვიჴმობ,   ვით სნეული, ვიქცევ ნირსა."


Strophe: 1536  



Verse: a        ძიძამან ჩემთვის სალხინოდ   ამბავნი გასაგონანი
Verse: b        მკადრა, მის მზისა ამბავი,   მუნ ჩემთვის მოსაწონანი.
Verse: g        მას გარდუკოცნე ჴელ-ფერჴნი,   კვლა უძრვნე ჩემნი ქონანი,
Verse: d     და   ჴამს, იგი იქნას, რაცა   სწადს, ვართო ჩვენ მისნი მონანი.


Strophe: 1537  



Verse: a        სევდა გავაძე გულითა,   მას დღეს მივეცი შვებასა,
Verse: b        ნუ თუ არ მომკლას სურვილმან,   მივჰხვდე გულისა ნებასა;
Verse: g        მომეცა ჭკუა-გონება,   ჩემსავე მოვე ცნებასა,
Verse: d     და   ლხინსა მოველი ულევსა,   ნიშტითა აღსავსებასა.



Verse: n.g     
მომეცნეს ABCD.



Strophe: 1538  



Verse: a        მოღამდა, ჩემთვის განათლდა   ბნელი უკუნი ღამისა;
Verse: b        მოვერთევ, ვითა მპარავი,   კოშკსა მივჰმართე წამისა.
Verse: g        მუნ რიდი მქონდა არვისი   წონა ერთისა დრამისა,
Verse: d     და   ადგილსა მივე უგრძნებლად,   სად რომე მე მიამისა.



Verse: n.d     
მიველ A. უგრძებლად A.



Strophe: 1539  



Verse: a        მუნ მცირეთა ხანთა ბნელსა   ვდეგ კოშკისა ძირსა მალვით,
Verse: b     Page of Ms. A: 202     მზე ამოჰჴდა კოშკით მნათი   მუშკთა ფრქვევით, ტანით ალვით;
Verse: g        ვნახე, მოდგა კოშკის პირსა,   ღაწვთა სხივნი მაწთო კრძალვით,
Verse: d     და   გავაერთე მიწას პირი,   ვეთაყვანე მზეს უთვალვით.



Verse: n.d     
უთვალვით _ უფალვით AD.



Strophe: 1540  



Verse: a        ღმერთმან თუმცა მზე მნათობი   შუქთა ფენით მას ადარა,
Verse: b        რად არ ნათობს მისებრ ქვეყნად,   ცად მიფარვით მასად არა?
Verse: g        მზე დაჰფარა ცამან ღრუბლით,   ქვეყნად მზისებრ მას ადარა,
Verse: d     და   მზებრ მნათობა, ელვა, კრთომა   მისი ითქმის მა სად არა?



Verse: n.d     
მას სადარა BD.



Strophe: 1541  



Verse: a        დგა კოშკისა პირსა კრძალვით,   მზე მიჭვრეტდა ნაზი ნაზად,
Verse: b        პირს მომადგა შუქი მზისა,   მუნ კმა იყო ჩემთვის აზად;
Verse: g        ნახვა მიჩნდა მისი ლხინად,   ვის ვიგონებ აწ ავაზად,
Verse: d     და   მან ნაღვლისა მასვა ღვინო,   სევდა-ურვა მომცა მაზად.



Verse: n.d     
ნავღლისა AB.



Strophe: 1542  



Verse: a        მას ღამესა ბედმან კრულმან   მისის ნახვით დამცა დარი,
Verse: b     Page of Ms. B: 69     კრძალვა ჰქონდა მას გრძნებისა,   არ დაგვცალდა საუბარი;
Verse: g        მომცა მსწრაფლად ბადრით თეთრი,   გვალა, დავრჩი ცრემლთა მშარი,
Verse: d     და   კვლა წამოვე სახლსა ჩემსა,   ქვე მივეგდე, ვითა მკვდარი.



Verse: n.d     
მივეგდევ ABD.



Strophe: 1543  



Verse: a        დღისით მიმცის გონებამან   მისმან ცეცხლსა დაუშრეტსა,
Verse: b        თვალთ ახილვა შემეზარის,   კაცთა ხლება, ვითა რეტსა;
Verse: g        რა დაღამდის, ღამე ბნელი   გამინათლდის მისსა მჭვრეტსა,
Verse: d     და   კვლა მივეცი სიხარულსა,   ვიხილევდი ნათლის სვეტსა.


Strophe: 1544  



Verse: a        შევიწევდით ღამე-ბნელსა,   დღე-ნათელი ჩვენ ვიადრით,
Verse: b        მე ვეახლი მასვე დროსა,   მზემან თეთრი მომცის ბადრით;
Verse: g        ერთმანერთის ხლება ლხინად   გვიჩნდა, სხვამცა რა ვინატრით?
Verse: d     და   ვესაყვარლით შორით მჭვრეტნი,   მისგან კიდე რამცა ვჰკადრით?


Strophe: 1545  



Verse: a        ვზრდიდით ორგნით სიყვარულსა,   საკლად მივსცით გული გულსა,
Verse: b        მე ვაჭარი, ეშყზედ სული,   ეშყსა ვზრდიდი მისეულსა;
Verse: g        მოელოდა გული ლხინსა,   ივასხებდა მისგან სულსა,
Verse: d     და   კვლაცა მისი შეყრის მნდომი,   იახლებდის გული წყლულსა.



Verse: n.a     
მივსცდით B.
Verse: n.d     
მდომი CD.



Strophe: 1546  



Verse: a        მზე არ ნათობს, რომე მისებრ   ცად და ქვეყნად არ თუ იცის,
Verse: b        მუნ დავარდა მას წინ მიწად,   ცად მნათობად არ თუ იცის,
Verse: g        რად არ ჰგმირდა ღაწვთა სხივნი   გულს ლახვისებრ, არ თუ იც ის?
Verse: d     და   ვით დაბინდა ეგზომ ბნელად,   მას-ჟამ შუქი არ თუ იცის.



Verse: n.b     
დავარდი B.



Strophe: 1547  



Verse: a        გაენათლნეს ღამე ბნელნი,   მუნ კოშკისა მას არეცა;
Verse: b     Page of Ms. A: 203     აქვს მნათობა ქვეყნიერთა   თუმც მზისაებრ მასა რეცა,
Verse: g        შენ გიჴმობენ ქვეყნის მნათად,   მზე გაგვშორდა, მას არ ეცა,
Verse: d     და   ვინ მოურჩა ეშყსა შენსა,   გულს ლახვრისებრ მას არ ეცა?



Verse: n.b     
მთათობთა A.
Verse: n.g     
გაგვშორდეს ABD.



Strophe: 1548  



Verse: a        წავე ჩემსა, კვლა წავიღე   თეთრი მისგან ნაბოძები,
Verse: b     Page of Ms. D: 201    ვიჴმე ძიძა, მას შევვედრე   იგი ჩემთვის გულ-სადები;
Verse: g        მას დღეს მისი მგონებელი   ზოგჯერ ვდეგ და ზოგჯერ ვწვები,
Verse: d     და   დღესა ვსთვლიდი ჩემად ლხინად,   სხვასა რასმცა მიუხვდები?



Verse: n.a     
წავე _ აწვე B.



Strophe: 1549  



Verse: a        კვლა დაღამდა დღე ნათელი,   გამეყარა სევდა-ურვა,
Verse: b        მივეახლე მასვე მსწრაფლად,   ვისი ხლება მომესურვა;
Verse: g        შემომადგა ღაწვთა ელვა,   განმეშორა გულსა მურვა,
Verse: d     და   მომიკითხა ენით ნაზით,   სიტყვა ბრძანა შვიდი თუ რვა.



Verse: n.a     
გამეყარნეს ABD.
Verse: n.g     
განმეშორნეს ABD.



Strophe: 1550  



Verse: a        მიბრძანა თუ: "ჩემო, ჩემთვის   ედემს რგულსებრ ტანი ახე,
Verse: b        როს დაბინდდეს, ჩემ-კერძ ირე,   მთვარე ბადრი მო და მნახე;
Verse: g        აწცა ლხინზედ შეგეცვალოს   რაც იუშე, ან იახე,
Verse: d     და   მოგცე გული, ეშყი შენი   ჩემთვის ხატად გამოვსახე."



Verse: n.a     
რგულისებრ B.
Verse: n.b     
როს _ ოს AB.
Verse: n.g     
შეგეცვალნეს ABD.



Strophe: 1551  



Verse: a        ვჰკადრე: "მზეო, გიჴმე მზობით,   თუმც მზე შენთვის არ სადარი,
Verse: b        მზე, შენებრივ ელვა-მკრთომი,   ცად და ქვეყნად არსად არი;
Verse: g        გმონვენ, ვითა პატრონს ყმანი,   ქვეყნად ვინ რომ არსა დარი,
Verse: d     და   არ ეფარვი მზისებრ ცასა,   ტანი-მჭევრი არსად არი.


Strophe: 1552  



Verse: a        "მადლი ღმერთსა ამად, რომე   მესმა შენი საუბარი,
Verse: b     Page of Ms. B: 70     ღაწვთა ელვა, კბილთა ღელვა,   ბაგე ლალთა დასადარი;
Verse: g        ვნახე ჩემთვის სასურველი,   თვალთ შეხედვა დანაზარი,
Verse: d     და   აწ ნახვამან შენმან მკურნა,   თუმც აქამდის ვიყავ მკვდარი."



Verse: n.a     
მესმნეს ABD.



Strophe: 1553  



Verse: a        მივჰხვდი ლხინსა სანატრელსა   მე ღამესა მესამესა,
Verse: b        ნეტარ თვალნი რას ნახევდეს   ჩემთვის მისგან უამესა?
Verse: g        კვლაცა ბადრით შენახული   მიძღვნა თეთრი მას ღამესა,
Verse: d     და   წავე ჩემსა მხიარულად,   სხვამან რამცა მიაზრესა?


Strophe: 1554  



Verse: a        ღამე ვილხენდი ნებისად,   დღე ვიყავ ჩემსა მძინარე,
Verse: b        კვლა ჩემებრ იყო მიფარვით,   მზებრ გაანათლის ვინ არე;
Verse: g        ოდეს მოვშორდი, მდიოდა   მე თვალთათ ცრემლი მდინარე,
Verse: d     და   ბოლოს მიმუხთლა სოფელმან,   მყო ჩემთვის მოსაწყინარე.



Verse: n.b     
მზეებრ განათლის BD.
Verse: n.g     
მდინდიან ABD.



Strophe: 1555  



Verse: a        მე ორმცსა ერთი მიკლდა, ესოდენნი   ლხინნი ვნახე,
Verse: b     Page of Ms. A: 204     ზოგჯერ ლხინსა ვიამარე,   ხან "ვუშე" და ზოგჯერ "ვახე";
Verse: g        ღამით მომცის ბადრით თეთრი,   მუნ უკლებლად შევინახე,
Verse: d     და   დღისით ვახლდი გონებასა   მისსა, ღამით კვლა მოვნახე.



Verse: n.d     
მისა A.



Strophe: 1556  



Verse: a        კოშკისა ძირსა კვლა მიველ,   ღამე რაზომცა ბნელია,
Verse: b        მზე დაგვიანდა, მუნ თურე   საქმისა რისმე მქნელია;
Verse: g        მე მომეწყინა ლოდინი,   მივჯე, მას მზესა ველია,
Verse: d     და   წელს მება დაშნა მისრული,   ვითა ალმასი მჭრელია.



Verse: n.g     
მომეწყინნეს ABD.
Verse: n.d     
მებნეს ABD.



Strophe: 1557  



Verse: a        თვალთა რული მომეახლა,   მოველოდი ჩემსა მკვლელსა,
Verse: b        შუბლსა დაშნა მიმეყუდნეს,   სად ქვე ვიჯე ღამე ბნელსა;
Verse: g        მომეშორნეს შუბლით დაშნა,   დამდებოდა სარცხვენელსა,
Verse: d     და   ყურსა ესმეს საზარელი,   ენა იტყვის საქმეს ძნელსა.



Verse: n.a     
მომეახლნეს ABD.



Strophe: 1558  



Verse: a        მზე ამოჰჴდა მაღლა კოშკით,   ქვე მძინარე მწოლე მნახა,
Verse: b        მუნ გაკრძალვით, რომ არ ეგრძნათ   მტერთა მისთა, დამიძახა;
Verse: g        არ მესმოდა ჴმა მძინარსა,   მზემან მკვდარსა დამასახა,
Verse: d     და   ჩამოაგდო ბადრით თეთრი,   დაშნას ეცა, მანცა ახა.



Verse: n.d     
რითმა არის "ახნა".



Strophe: 1559  



Verse: a        კოშკით დამცა ბადრით თეთრი,   დამეკვეთა ასო სრულად.
Verse: b        შევკრთი, ვიქმენ, ვით ხადუმი,   ამად მდინდა სისხლი რულად;
Verse: g        საწუთროსა შევერისხე,   ბედი ჩემი ვიჴმე კრულად,
Verse: d     და   წავე, დავწევ ჩემსა შინა,   ერთს წელს ვიყავ ასრე წყლულად.



Verse: n.a     
დამეკვეთნეს ABD.
Verse: n.b     
მდინდეს ABD.



Strophe: 1560  



Verse: a        გახლავ სოფლის მომდურავი,   მომისმინე, ახა, რა ვთქვი!
Verse: b        მაშინ მიმცა ცეცხლსა მწველსა,   რომე გულსა "ახ" არა ვთქვი;
Verse: g        აწ მას აქეთ გულსა დაღი   მწვავს, თუმც ერთხელ ახარა, ვთქვი,
Verse: d     და   რად არ გიკვირს ჩემი სულთ-დგმა,   სოფლის ნიშტი, ახ, არავ თქვი!



Verse: n.a     
მამისმენდი BCD.



Strophe: 1561  



Verse: a        ვერვის გავანდევ, ვეტყოდი,   მე ჩემსა სნეულებასა,
Verse: b        კვლა მივეწურე სიკვდილსა,   ვიწვი, ველოდი ვნებასა;
Verse: g        ბედსა უმუხთლა სოფელმან,   ჩემსა არ მიჰყვა ნებასა,
Verse: d     და   თუცა არ მოვკვდი უწყალოდ,   მოვშორდი სოფლის შვებასა.


Strophe: 1562  



Verse: a        ვთქვი: "მოვშორდი სიცოცხლესა,   ერთს წელს ვიყავ ისრე წყლული,
Verse: b        ბიძასა და მისსა ცოლსა   მიეახლა აღსასრული,
Verse: g        ამიერით მიიცვალნეს,   მათ საწუთრო დასთმეს კრული,
Verse: d     და   საჴელმწიფო დარჩა მზესა   და საჭურჭლე სავსე, სრული.



Verse: n.b     
მიეახლნეს ABD.
Verse: n.d     
ჴელმწიფობა AD.



Strophe: 1563  



Verse: a        შეიქნა გლოვა მას თემსა   მდიდართა, კვლაცა მცირეთა,
Verse: b     Page of Ms. A: 205     წლამდის სტიროდეს ქალ-ყმანი   მუნ მათთა დასატირეთა;
Verse: g     Page of Ms. B: 71     ძაძა-ფლასითა მოსილნი   იყვნეს, ჴამს დღეს საჭირეთა,
Verse: d     და   წლამდის ვსწუხდით და ვიგლოვდით,   ვით ჴამდა, დავიტერეთა.



Verse: n.g     
დღესა ჭირეთა D, დღესაჭირეთა B.



Strophe: 1564  



Verse: a        ჩემთვის ეგრეთვე ვტიროდი,   თუცა მმართებდა ლხინება,
Verse: b        ვთქვი: "ბედმან კრულმან ყოველი   ავი, გლახ, ჩემთვის ინება,
Verse: g        ზეცით მოსრულსა რისხვასა   ჩემგან არ შეეგინება,
Verse: d     და   მას სიხარული არ მიჰხვდეს,   თუმც ვის რაც არ ეწყინება."



Verse: n.a     
ვსტიროდი A. მართებდა A.
Verse: n.b     
ვსთქვი AB.
Verse: n.d     
წყინება A.



Strophe: 1565  



Verse: a        მე მოვჯობდი, კვლაცა გლოვა   შეგვეცვალა აწცა ლხინად,
Verse: b        მზე, ეგრეთვე ბნელსა მჯდომი,   იყო კაცთა თვალთ საჩინად;
Verse: g        კარს მიადგნენ დიდებულნი   მზეს სააჯოდ, არ საწყინად:
Verse: d     და   "კმარის ბნელთა ფარვა მზისა,   ჴამს გამოჩნდეს სათნი მინად.



Verse: n.a     
მოვსჯობდი B. შეგვეცუალნეს ABD.
Verse: n.g     
მიუდგნენ BC.
Verse: n.d     
ბნელსა... შვენოდეს სათნი მინა. BD.



Strophe: 1566  



Verse: a        ღმერთმან მოგცა საჴელმწიფო,   ტახტ-გვირგვინი, მზანი სრანი,
Verse: b        გმონვენ ყოვლნი ქვეყნიერნი:   ფრანგნი, რომნი ან ის რანი;
Verse: g        შენ გიჴმობენ ქვეყნის მნათად,   ცად ვინ ნათობს ან ის რანი?
Verse: d     და   მჭვრეტთ აჩნია გულს ნაკრავი   შავის მშვილდით ან ისრანი.


Strophe: 1567  



Verse: a        კმარის ღრუბლად ფარვა მზისა,   ქვეყნად ვითმცა არ ედაროს?
Verse: b        მისგან გვნებავს შუქით ფენა,   ვინ მზეს შუქით არ ედაროს,
Verse: g        გაგვინათლე ღამე ბნელი,   მისმან შუქმან არედ აროს,
Verse: d     და   ცად სამყოფი მასთან მზისა   ჴსენებულა არედა როს?


Strophe: 1568  



Verse: a        თავ-პირ-მიწა გაერთებით   ვართ წინაშე შენნი ჯარნი,
Verse: b        ჭკვიანნი და გონიერნი,   ჴელმწიფეთა შესადარნი,
Verse: g        დიდნი ვინ არს ანუ მცირე,   ვართო შენნი მეამარნი,
Verse: d     და   აწ გლოვისა არ არს ჟამი,   ქნად ჴამს საქმე კვლა სხვა-გვარნი.


Strophe: 1569  



Verse: a        აღმობრწყინდი, ვითა მთვარე,   ტახტ-გვირგვინი დააშვენე,
Verse: b        ტახტზედ დაგსვათ ტანით ალვით,   ვითმცა მთვარე მონავანე;
Verse: g        მჭვრეტთა შენთა ღაწვთა სხივით   გულსა მური გარდაგვბანე,
Verse: d     და   რა რომ ჭირნი გარდგვეჴადნეს,   ლხინით ყველა დაგვანანე.



Verse: n.g     
სხივნით ABD.



Strophe: 1570  



Verse: a        მათ შესთვალეს სიტყვა მარგე,   მზეს ეაჯეს, ემუდარეს,
Verse: b        მზეს მეფობა მიულოცეს,   ეყმეს, მასმცა ეამარეს;
Verse: g        მას მნათობსა მეფობისა   თქმევა მათგან შეაზარეს,
Verse: d     და   მან მოიჴმო დიდებულნი,   მათგან ორი ჩემკენ არეს.



Verse: n.a     
შესთვალეს _ შესცვალნეს B. იაჯნეს ABD.
Verse: n.b     
იამარნეს ABD. რითმა ABD-ში: "arnes".



Strophe: 1571  



Verse: a        უბრძანა მისთა მდიდართა   სიტყვანი არ თუ მწარები:
Verse: b     Page of Ms. A: 206     ქალსა ვით ჰფერობს მეფობა,   ყმას ვითმცა დავედარები?
Verse: g     Page of Ms. D: 202    ჴამს ქვეყნის პყრობა მეფეთა,   მძლეთა-მძლედ ქვეყნად მარები,
Verse: d     და   ნაზი ვარ, ნაზად გაზრდილი,   ჩემგან ნათობენ არები.


Strophe: 1572  



Verse: a        "არს ჩემი საქმრო მეფეთგან   ჩემთვის ნათქვამი ქმრობისა,
Verse: b        არს მეფეთ შვილი, აწ იცის   მან რიგი პატრონ-ყმობისა;
Verse: g        იგ იჴმეთ თქვენად ჴელმწიფედ,   ვის გქონდეს ჭკუა ცნობისა,
Verse: d     და   კვლა განუხვენით, ვით ჴამდეს,   თქვენ კარნი მას სათნობისა."



Verse: n.a     
ქრმობისა ABD.
Verse: n.g     
თქვენად _ ქუეყნად A. ცნებისა AB.



Strophe: 1573  



Verse: a        "თუმც სამართალმან მე მარგო,   მიძღვნია მისთვის მეფობა,
Verse: b     Page of Ms. B: 72     კვლა თავი ჩემი საჯუფთედ,   არს ჩემგან ეს იეფობა;
Verse: g        მას ეფერების თავადთა   დარბაზობა და სეფობა,
Verse: d     და   ჴამს წესისაებრ მძლეთ-მძლება   და მტერთა სისხლთა მჩქეფობა."


Strophe: 1574  



Verse: a        გამოეგზავნნეს მდიდარნი,   მუნ ჩემკენ იყვნეს რებულნი,
Verse: b        ებრძანნა ჩემთვის მას მზესა   სიტყვანი არ დაკლებულნი:
Verse: g        "შენ დაიცალნე გლახ-გულნი,   სევდითა აღსავსებულნი,
Verse: d     და   ჴამს თუ დაგევსნეს ამბითა   ამით გულს ცეცხლნი დებულნი."



Verse: n.g     
ებრძანნეს AB.
Verse: n.g     
გული ABD.
Verse: n.d     
ცეცხლი ABD.



Strophe: 1575  



Verse: a        "ვცან, ჩემი შეყრა გსუროდა   და ჴელმწიფობა ჯარისა,
Verse: b        მიძღვნია შვიდთა ქიშვართა   მეფობა მთა და ბარისა;
Verse: g        ვით მთვარეს მცხრალსა მზე არგებს,   აგრევე მზესა მთვარისა,
Verse: d     და   ჴამს გამოჩენა ორგნითვე   სიყვარულისა მყარისა."



Verse: n.a     
ვსცან ABD.
Verse: n.g     
მთვარე ABD.
Verse: n.d     
ყმა _ რისა B.



Strophe: 1576  



Verse: a        "აწ იგი იქნას, რაცა გწადს,   ნება გულისა შენისა,
Verse: b        აწ მოგხვდეს ნაცვლად სიამე   თვალთათ ცრემლისა დენისა;
Verse: g        შესცვალა ლხინზედ სიფელმან   ჟამი აწ ჭირთა თმენისა,
Verse: d     და   კაცს არ ასცილდეს წერილი,   განგება ღვთისა ზენისა."



Verse: n.b     
თუალთად AD.
Verse: n.g     
შეგცუალნა ABD.



Strophe: 1577  



Verse: a        "ტახტ-გვირგვინსა ეამარე,   შენთა სპათა ეპატრონე,
Verse: b        უხვობისა კარი აღე,   ჯართა თავი მოაწონე,
Verse: g        მეგობარნი მოიმადლე,   მტერთა სძლიე, დაიმონე,
Verse: d     და   სახელი და კვლა სიკეთე   შენი მტერთა გააგონე."



Verse: n.a     
იამარე AD.
Verse: n.b     
უხობისა ABD.



Strophe: 1578  



Verse: a        "მე დაგხვდე ვარდი კოკობი,   უფრჭკვნელი, გაუშლელია,
Verse: b        მსწრაფლ განგინათლე შეყრითა   ჩემით გლახ-გული ბნელია;
Verse: g        მიჯნურთა საყვარელისა   გაყრა რაზომა ძნელია,
Verse: d     და   ეგზომცა შეყრა ჩვენ ორთა   მიჯნურთა სასურველია."



Verse: n.a     
უფრჭვნელი B.



Strophe: 1579  



Verse: a        მეახლნეს ჯარნი თავადთა,   მდიდარნი ანუ ნასები,
Verse: b     Page of Ms. A: 207     მუნ გლოვით იყვნეს ყოველნი,   ემოსნეს ძაძა-ფლასები;
Verse: g        კვლა მკადრეს მზისა ბრძანება,   ესზომნი სიტყვა ასები,
Verse: d     და   მათ უძღვნე ჩემი ქონება,   ძვირფასნი ლარნი, ხასები.



Verse: n.a     
მიახლნეს ABD.
Verse: n.b     
ემოსნეს _ ტანს ეცუნეს A.
Verse: n.d     
ჩემნი ABD.



Strophe: 1580  



Verse: a        მზემან მიძღვნა შვიდ ქიშვართა   ჴელმწიფობა, აბა, ნებით,
Verse: b        ვინ მზე, მას წინ ჴამს დავარდეს,   ცად მარები, აბა, ნებით,
Verse: g        მისმან მჭვრეტმან არქვა მნათთა:   "ცად ნუ ნათობთ, აბა, ნებით!"
Verse: d     და   კარს უთქს ჭმუნვით მზე და მთვარე   ღაწვთა ცრემლით აბანებით.


Strophe: 1581  



Verse: a        მესმოდა მათგან კვლა ჩემთვის   სიტყვანი ვარგნი, არ ავი,
Verse: b        მე მომეახლა სიტყვითა   მათით, თქვი, სულთა მპარავი;
Verse: g        იდუმალ დავგმე ბედია   და ჩემი სისხლის მშარავი,
Verse: d     და   ღმერთს მადლი ვჰკადრე, იგი   არს კაცთა აუგთა მფარავი.



Verse: n.a     
მესმოდეს ABD.
Verse: n.b     
მომეახლნეს ABD.
Verse: n.g     
ბედია _ ბებია B.



Strophe: 1582  



Verse: a        იგი თავადთა თავადნი   მუნ ჩემგან იყვნეს ქებულნი,
Verse: b        წავე, მათ წავჰყევ, მუნ იყვნეს   მზის გვერდით ჩემკენ რებულნი;
Verse: g        მუნ სამეფოსა სრას შემყვეს,   იგი ჩემთანა ხლებულნი,
Verse: d     და   წინ დავიდევით ნადიმი,   ვსვით, წავრთეთ, ვსხედით შვებულნი.



Verse: n.d     
ვსვით _ ვისთვის B.



Strophe: 1583  



Verse: a        მიჩნდა ლხინი, ვით სამსალა,   ვარ სნეულთებრ უსუსური,
Verse: b     Page of Ms. B: 73     კვლა შემცვლოდა ვარდი ზაფრად,   მიღამებდა გულსა მური;
Verse: g        ზოგჯერ ვსტირ და ზოგჯერ "ვახი",   დავბნდი, სიკვდილს მივეწური,
Verse: d     და   მუხთლად ვიჴმი ეს სოფელი,   ბედსა ჩემსა დავემდური.


Strophe: 1584  



Verse: a        ვარქვი გულსა: "აღარა ჴამს   შენგან ჭმუნვა ეგზომ დიდი,
Verse: b        არს ყოველთა არსთა მავნე   ეს სოფელი, ცრუ და ფლიდი;
Verse: g        წერილსა და განგებასა,   დამეშალნეს, ვერ დავშლიდი,
Verse: d     და   იგ ქნას, რაცა ღმერთსა სწადდეს,   არ თურე აქვს ჩვენგან რიდი."



Verse: n.d     
ჩუენი B.



Strophe: 1585  



Verse: a        რას ვაგრძელებდე? ვა, დღენი   ჩემნი ეგრევე კრულია,
Verse: b        ლხინად ვზი, საკლად მუნ მახლავს   მე დღენი აღსასრულია;
Verse: g        შემყრიან ჭირნი ულხენნი,   უმთელებელი წყლულია,
Verse: d     და   ლხინსა არ ოდეს მოველი   მოკვდავი, ვით სნეულია.


Strophe: 1586  



Verse: a        რაზომ მწვევდა ცეცხლი მწველი,   გავიმაგრე გული კრული,
Verse: b        ვქენ ეგრეცვე მზისა ნება,   რაც რომ მესმა მისგან თქმული:
Verse: g        ვიჴმე ლხინად ჩემს წინაშე   საჴელმწიფო შვიდი სრული,
Verse: d     და   ნუ თუ მკურნოს ლხინთა მზმელსა   სევდა-ურვა გულსა წყლული!



Verse: n.b     
მესმნეს ABD.
Verse: n.d     
მზმელთა ABD.



Strophe: 1587  



Verse: a        შეკრბა ყოველი სამეფო   სალხინოდ, უბან-უბანი,
Verse: b     Page of Ms. A: 208     ქალნი და რძალნი ტურფანი,   ვით მზე და მთვარე სუბანი,
Verse: g        კვლა ბანოვანნი ქმროსანნი,   თემთა საქებნი ხუბანი;
Verse: d     და   სრას სამეფოსა შვენოდეს   მას დღეს ტახტი და კუბანი.



Verse: n.g     
ბანუანნი AD. ქრმოსანი BD.



Strophe: 1588  



Verse: a        ცან, ნაქებია მისრელნი   ქალ-ვაჟნი შვენიერობით,
Verse: b        აწ თქვენცა გვნახენ, თუცაღა   ხოტბა მეკადრნეს ფერობით,
Verse: g        კმა იყო ჩემთვის სამეფოდ,   თუმც მქონდეს ბედნიერობით,
Verse: d     და   ვისგან ვარ ასრე გასული,   არ თურე მიყო მტერობით.



Verse: n.a     
მისრულნი B.



Strophe: 1589  



Verse: a        მოვრთე სამეფო სასხდომნი,   ტახტ-გვირგვინი და სრანია,
Verse: b        უდ-სუზნი მუშკთა საკმევლად   დავსხენ, მუნ კმოდა რანია;
Verse: g        ყოვლგნით მომმართეს სალხინოდ   კაცთა და ქალთა ჯრანია,
Verse: d     და   მოსვლა ჴამს არსთა მნათობთა,   ვინ კურნოს ნახვით ბრმანია.


Strophe: 1590  



Verse: a        ქალმან სახლი გაანათლა,   ვით ცა მზემან აღმოსავლად,
Verse: b        ეფარვოდა მას მნათობსა   ღაწვთა სხივნი თვალთა ავლად,
Verse: g        მზეს გარეშე ქალთა ჯარი,   ვითა ჴომნი, იყვნეს მრავლად,
Verse: d     და   მხიარულნი პირ-ბროლ-ვარდნი,   თმათ სუმბული ჰქონდა ჭავლად.



Verse: n.d     
თმად ABD. მჭავლად ABD.



Strophe: 1591  



Verse: a        ტახტზედ დაჯდა მზე უკადრი,   მჭვრეტთა მისთა გულ-სალხენი;
Verse: b        ჰფარვენ ლალნი მარგალიტსა,   ფერ-ბროლ-ვარდსა მოვასხენი,
Verse: g        მზებრ მნათობნი, შუქთა მფენნი,   არ მთვარისებრ ფერ-მაკლენი;
Verse: d     და   მასთან დამსვა მე უღირსი,   ერთად ვსხედით, ვითა ჯენი.



Verse: n.b     
მოვახსენი B.



Strophe: 1592  



Verse: a        ვჰკადრე: "მზეო ადრითგანვე   გულსა მეხო დანა შენი,
Verse: b        ღაწვთა სხივნი ლახვრად მექცა,   გულსა შენგან დანაშენი;
Verse: g        გარდამექცნეს ნახვით შენით   ანაგებნი და ნაშენი,
Verse: d     და   ვინ დაგბადა ეგზომ ტურფა,   მისად გიჴმობ დანაშენი."



Verse: n.b     
მექცა _ მეცა B. შენგან _ შიგან B.



Strophe: 1593  



Verse: a        ჩვენ დავსხედით ორნი ერთად,   შვენიერნი, ტურფა სახით,
Verse: b     Page of Ms. B: 74     ჩვენი თქვიან ჩვენთა მჭვრეტთა:   "ცად მზე მათებრ ვერა ვნახით;"
Verse: g        ზრდიდეს მჭვრეტნი სიყვარულსა,   გულსა ხატად ჩავესახით,
Verse: d     და   ვინ მოგვშორდის, სევდა სძლევდის,   მიწყივ იყვნეს სულთქმა-ახით.



Verse: n.g     
მჭურეტთა B.
Verse: n.d     
მოგშორდის B.



Strophe: 1594  



Verse: a        მოგვილოცევდეს მდიდარნი,   ვეზირ-ვექილნი ასები,
Verse: b     Page of Ms. D: 203    ორგზის მოუნდის მოლოცვა,   ვინ დიდებულნი ხასები;
Verse: g        თავთა გვაფრქვევდეს გოარსა   მდიდარნი ბევრ-ათასები,
Verse: d     და   ჩვენს წინ უსყიდლად ეყარნეს   გოარნი დაუფასები.



Verse: n.a     
მოგვილოცვიდეს A.



Strophe: 1595  



Verse: a        გარიგდეს სპანი სალხინოდ,   დასხდეს მათთავე ნებითა,
Verse: b     Page of Ms. A: 209     მუნ ლხინთა მზმელნი ყოველნი   აღივსნეს მას დღეს შვებითა;
Verse: g        მათს წინ დგეს ტურფა ხადუმნი   ბროლ-ლალ-ვარდ შენათხზებითა,
Verse: d     და   კვლა ხოშგოართა ღვინოთა   ასმევდეს მათ ჯამებითა.



Verse: n.d     
ხოშგუართა B. ხოშგვარსა ღვინოსა D.



Strophe: 1596  



Verse: a        ყოველნი ჩვენნი მჭვრეტელნი   ჩვენ მზესა დაგვადარებდეს,
Verse: b        სვემდეს, ლხინობდეს, იშვებდეს,   კვლა ნახვით გაიხარებდეს;
Verse: g        მათ ნება მიჰხვდა გულისა,   არ თუ ლხინს გაიმწარებდეს,
Verse: d     და   ჩვენნი მჭვრეტელნი გულს ჩვენსა   სიყვარულს დაიმყარებდეს.


Strophe: 1597  



Verse: a        ჴმა გაისმოდა მუტრიბთა,   ჩანგ-ჩაყანის და დაფისა,
Verse: b        ქება თქვეს ლექსით ჩვენ ორთა   ლხინთ მზმელთა კვლა სიაფისა;
Verse: g        კვლა მუშაითნი, მგოსანნი,   მქნელნი საქმისა ცქაფისა,
Verse: d     და   მუნ უკუმყრელნი გულისა,   მთქმელნი სიტყვისა სწრაფისა.



Verse: n.a     
მუთრიბთა B. ჩანგ _ ჩაყანა ABD.
Verse: n.d     
მსწრაფისა A.



Strophe: 1598  



Verse: a        მას დღეს მზა იყო სალხინოდ,   რაც გულსა იამებოდა,
Verse: b        ჩვენსა ლხინსა და შვებასა   გონება ვერ მისწვდებოდა;
Verse: g        ლხინს ვზმიდით შვიდ-დღე უკლებლად,   კაცი ვერ მიმიხვდებოდა,
Verse: d     და   ცხადად ვლხინობდი, იდუმალ   გლახ-გული ჩემი კვდებოდა.



Verse: n.a     
გულა A.
Verse: n.b     
ჩვენსა _ მას დღე ABD.
Verse: n.g     
ვზმიდი B.



Strophe: 1599  



Verse: a        ჩვენი ლხინი და სიამე   არ ითქმის კაცთა ენითა,
Verse: b        ყველაი ბრძენთა საქები,   მას შვიდ-დღე რაცა ვქენითა;
Verse: g        არა არ გვაკლდა ლხინთ მზმელთა   მას დღეს ბედითა თქვენითა,
Verse: d     და   ლხინი გათავდა, წავიდეს   მდიდარნი არა წყენითა.



Verse: n.a     
ჩვენი _ ჩემნი A.
Verse: n.d     
გათავდა წავიდეს _ გათავდეს მას დღესა B. არ მოწყენითა ABD.



Strophe: 1600  



Verse: a        გვეყო ლხინი ლხინთა მზმელთა,   საწოლს წავე ჩემსა კრძალვით,
Verse: b        მიველ სრასა მოფენილსა,   მზეს მოველი გულით ალვით;
Verse: g        ვარდს ვჰგავ, რომე უწვიმრობით   ზაფრად ექცის ფერი გვალვით,
Verse: d     და   გულს ვებრჭობი, თქმად რა მმართებს   ცხადად მზისა ანუ მალვით.



Verse: n.b     
მივე B.
Verse: n.d     
ვებჭობი A.



Strophe: 1601  



Verse: a        მომეახლა მზე მნათობი,   ფერ-მკრთლად მნახა მთვარე მცხრალი,
Verse: b        ბაღი ტურფად მოეშვენა,   ვარდი ყინვით არ დამზრალი,
Verse: g        თმა, გიშრისა მოწუნარი,   ბაგე _ ლალი გამჭვირვალი;
Verse: d     და   ვერ ნათობდა მისებრ მთვარე,   ამად იყო მისი მწყრალი.



Verse: n.a     
მომეახლნეს ABD.
Verse: n.b     
მოეშვნნეს ABD.



Strophe: 1602  



Verse: a        ვარქვი: "მზესა ვით გამსგავსო,   დაგედაროს ანუ ის რით?
Verse: b        სწვავ მიჯნურთა გულსა დაღით,   ჰკლავ უწყალოდ ან, უი, სრით;
Verse: g        წამნი ისრად მოგიმართავს   გულსა საკრად, ჰკლავ ნუ ისრით!
Verse: d     და   ჴამს მიჯნურმან გული გიძღვნას,   ან გამოჴდეს, ანუ ისრით.


Strophe: 1603  



Verse: a        მქონდა მისი სიყვარული,   მისი ეშყი გულს იახლა,
Verse: b     Page of Ms. A: 210     კვლაცა მისსა შეყრის მნდომსა   ნახვით წყლული გულს იახლა,
Verse: g     Page of Ms. B: 75     დაებინდა მას ნათელი,   კვლა შავი ხლა გულს იახლა,
Verse: d     და   ლხინთა ნაცვლად მსწრაფლ ამოჴდა   სწადს სულისა გულს, , ახლა!



Verse: n.g     
დაებინდნეს ABD. შავიხლა A.
Verse: n.d     
ამოჰჴდა B.



Strophe: 1604  



Verse: a        ჩვენ შეგვყარნეს ბანოანთა,   კვლაცა ერთად შეყრის მნდომი,
Verse: b        ვფიცავ, ჩვენებრ შვენიერი   არ ნახულა კაცთა ტომი;
Verse: g        ვესაყვარლეთ ერთმანერთსა,   ჩვენგან ჴამდა მუნ რაზომი,
Verse: d     და   განმეშორა ჭკუა, ცნება,   დავბნდი, ვითა მიუხვდომი.



Verse: n.a     
ბანუანთა AB.
Verse: n.g     
რაზომი _ რაზმანი B.
Verse: n.d     
განმეშორნეს ჭკვა და ცნება ABD. დავბნდით B. რითმა ა-დ: "ომნი" BD.



Strophe: 1605  



Verse: a        ვნახე, ცრემლს აწთობს ბროლ-ვარდსა,   სხვად არად მოუბნარეა;
Verse: b        ვჰკადრე: "აწ ლხინთა სანაცვლოდ   თვალთათ გდის ცრემლი მწარეა?
Verse: g        ვწევ ერთს წელს ლებად მოკვდავი,   თვით მკვდარსა დავედარეა,
Verse: d     და   რადგან არ მოვკვდი, სნეულსა   მკურნე აწ, მეამარეა."


Verse: n.a     
არად _ არას D.
Verse: n.b     
თუალთად AB.
Verse: n.g     
ვსწევ ABD.
Verse: n.d     
მიამარეა ABD. რითმა არის "არია" A.

Strophe: 1606  



Verse: a        "სიყვარულმან შენმან მძლია,   ეშყმან გულსა შემომყარა,
Verse: b        გამახელა, გამაუცა,   ვით ნადირი ველად მარა;
Verse: g        ზოგჯერ დამწვა ცეცხლით ცხელით,   ზოგჯერ მკვდარსა დამადარა,
Verse: d     და   აწ ნახვითა შენით მკურნე,   თვარ სუდარა მეზეწარა."



Verse: n.b     
ველად _ ვედ A.
Verse: n.g     
დამწვა _ მწარედ B.



Strophe: 1607  



Verse: a        "ვერ მოვსჯობდი წადიერად,   მკლავს ოდითგან სნეულება,
Verse: b        სენთა მახლავს უძლურობა,   მაქვს თავისა არ სათნება;
Verse: g        რადგან მიჩანს ხლებით შენით   აწ სიცოცხლე, სოფლის შვება,
Verse: d     და   ჴამს, ვეკრძალვო, რომ არ მომხვდეს   ლხინთა ნაცვლად მსწრაფლად ვნება."


Strophe: 1608  



Verse: a        "ვარდი შემცვლიან ზაფრანად,   ადრითგან კვლა ნაყინები,
Verse: b        აწცა მიოხე სნეულსა,   კვლა ვნახოთ ხლებით ლხინები;
Verse: g        გულს წყლული მკურნე, ღაწვთ ლები,   ადრითგან ცრემლ-ნადინები,
Verse: d     და   თქმულა: სიჩქარე კაცისა   ბრძენთაგან არს ნაგინები."



Verse: n.g     
ვნახნეთ ABD.



Strophe: 1609  



Verse: a        "უწყი, მზეო, შენი შეყრა   სამოთხისა მსგავსად მსურსა;
Verse: b        აქანამდის შორსა ყოფნა,   ვერ-სიახლე გულსა მმურსა;
Verse: g        ვარ სენთაგან ფერ-მიჴდილი,   გული ამად არ მიჴურსა,
Verse: d     და   რად არა სვას მწყურვალემან,   აქვს თუ წყალი, თუმცა სწყურსა?"


Strophe: 1610  



Verse: a        "გვიჯობს ლხინსა უნებურსა   ჭირთა თმენა ნებიერი,
Verse: b        კვლაცა ლხინსა უგემურსა   ახლავს სენი მრავალ-ფერი;
Verse: g        მახლავს ჭირთა უძლურობა,   ეს არს ჩემგან დასაჯერი,
Verse: d     და   აწ დავსთმოთ და კვლა შევსცვალოთ   ჭირზე ლხინი ათასჯერი."


Strophe: 1611  



Verse: a        რა ესმა ქალსა სიტყვანი   ჩემნი, არ თურე მწყრებოდა,
Verse: b     Page of Ms. A: 211     მიბრძანა: "მუდამ შენი ვარ,   ქენ, რამცა მოგიჴდებოდა;"
Verse: g        სხვას რასმე სენსა მეჭობდა,   გულსა რამც იაზრებოდა,
Verse: d     და   მეხვეოდის და მკოცნიდის,   ცეცხლი მით დაევსებოდა.



Verse: n.g     
"სენსა" არაა D-ში.



Strophe: 1612  



Verse: a        მე ვიწოდი ცეცხლით მწველით,   ჩემის სევდით მასცა ვსწვიდი,
Verse: b        ვესაყვარლით ერთმანერთსა,   ხვევნა-კოცნით დავამშვიდი;
Verse: g        სიცოცხლისა ტკბილთა ნაცვლად   მე სიკვდილსა ვინატრიდი,
Verse: d     და   რად არ მომკლა მე უწყალოდ,   თუმც მოვეკალ, არ დავჰგმიდი.


Strophe: 1613  



Verse: a        მიკვირს, რადმცა არ დაიწვა   გული, ცეცხლებრ ანაგზები?
Verse: b     Page of Ms. B: 76     ვარქვი გულსა: "ჭირნი დასთმე,   ხელი საკლად, ან აგზები;
Verse: g        ცრემლმან დენით ღარი დაქნის   ღაწვთა ლებად ანა გზები,
Verse: d     და   ჴამს, მტიროდენ ქვეყნიერნი,   ცად მთიებნი ანაგზები.


Strophe: 1614  



Verse: a        გამოჴდეს დღენი ურიცხვნი,   მზეს ჩემი შეყრა სუროდა,
Verse: b        ელოდა ჩემსა ლხენასა,   მზე ამად არ მემდუროდა;
Verse: g        მოვჯობდი, მზეს და მთვარესა   ჩემი შვენება ჰშუროდა,
Verse: d     და   გლახ-გული ჩემი ბნდებოდა,   თვით სიკვდილს მიეწუროდა.



Verse: n.a     
გამოჰჴდა ხანი A, გამოხდა დღენი D.



Strophe: 1615  



Verse: a        მომკალ, ქვეყნად ვისმცა ესმეს   ამ ბედისა კაცთა ტომი,
Verse: b        პირველ გაყრა საყვარელთა,   შეყრა ჭირად მას ეგზომი;
Verse: g        ახლავს, ჴელსა ვერასა ჰჴდის   ლხინი მისგან მონანდომი,
Verse: d     და   ამ სოფლისა ლხინთა ნაცვლად   ჭირი წილად მინახვდომი.



Verse: n.     
რითმა ა-დ "ომნი" BD.



Strophe: 1616  



Verse: a        ლოგინად ვწევით საყვარლად,   სიძვა-შეყრისა მჴმობელი,
Verse: b        ნდომა გადევდა მის მზისა,   გლახ-ჩემი იყო მგმობელი:
Verse: g        "აკმიე სენთა მიზეზი,   რად ხარ ლხინისა მთმობელი?
Verse: d     და   მხედავ, ვარ მზისა წუნებით   ვარდისა დამაჭკნობელი!"



Verse: n.g     
მთმობელი _ მჴმობელი BD.



Strophe: 1617  



Verse: a        მიბრძანა: "გკადრო, თუმც შენი   სენი აწ ჩემი მკვლელია,
Verse: b     Page of Ms. D: 204    საყვარელთ შეყრა, კვლა ლხინთა   დათმობა, უწყი, ძნელია;
Verse: g        შეყრით ვერ მივჰხვდი წადილსა,   გული ეგრეთვე ხელია,
Verse: d     და   შეყრა, სიამე მიჯნურთა   არვისგან დასაშლელია."


Strophe: 1618  



Verse: a        "ქვეყნის მნათი ვარ, კვლა შუქით   ცად მზესა დავედარები,
Verse: b        შენ, ჩემთვის ველად გაჭრილი,   ხელი, ნადირთან მარები;
Verse: g        მომიგონებდი, უწყვეტლად   იყვი თვალთ ცრემლთა მშარები,
Verse: d     და   აწ უჭირველად გვერდს გახლავ,   შეყრას ვით დამეზარები?"


Strophe: 1619  



Verse: a        "ვინ არს ჩემებრივ მნათობი,   ქვეყნად ვინ დამედარების?
Verse: b     Page of Ms. A: 212     შუქით არა ვჰგავ მთვარესა,   შვრების, ცას მიეფარების;
Verse: g        ვინ მნახავს სიზმარ, მას რომე   ძილი არ გაემწარების?
Verse: d     და   ცხადად მნახველი ვინ პოვა,   გული ტყვისაებრ არ ების?"



Verse: n.b     
შვრების _ უშურების D.
Verse: n.d     
მპოვა BD.



Strophe: 1620  



Verse: a        "ფერად ვსჯობვარ ბროლ-ლალ-ვარდსა,   ტანი ალვად არ თუ ვახე,
Verse: b        რომ არა მგავს ქვეყნად არსნი,   ცად მთიებნი არ ვაძრახე;
Verse: g        თუმც არ გინდი შენად ჯუფთად,   საახლებლად რად მომნახე?
Verse: d     და   თუმც არ გქონდა სიყვარული,   გულს ლახვარი რადმცა მახე?"


Strophe: 1621  



Verse: a        დღეს-აქანამდის უძლურსა   გქონდა მიზეზი სენისა,
Verse: b        მოგშორდა უძლურობანი   სენთაგან განაწყენისა;
Verse: g        აწ მოგხვდა ნაცვლად სიამე   თვალთათ ცრემლისა დენისა,
Verse: d     და   რად არ ნდომა გაქვს შეყრისა   მჭვრეტელთა ამაზრზენისა?"



Verse: n.g     
მომშოოდეს ABD.



Strophe: 1622  



Verse: a        უღომოდ გავჴე, ვერ ძალ-მიც   პატიჟთა თქმევა ენისა,
Verse: b        თუმც არა ვჰკადრო, რამცა ვთქვა   მიზეზი კვლაცა სენისა?
Verse: g        თუ ვჰკადრო, ვა თუ მომშორდეს   შუქი მის მზისა ზენისა,
Verse: d     და   ორთავე ჭირთა შორის   ვზი, მაქვს არ იმედი ლხენისა.



Verse: n.g     
ვჰკადრე B. კვლაცა _ რაცა BD.



Strophe: 1623  



Verse: a        ვჰკადრე: "მზეო, დღეს ნათელი   თვალთა ჩემთა უჩანს ბნელად,
Verse: b     Page of Ms. B: 77     ვარ წინაშე აწ მუჴლ-მოყრით   ჭირთა ჩემთა კვლაცა მთქმელად;
Verse: g        ცან, ცოდვამან მადლსა ჩემსა   სძლია, თუმცა გკადრებ ძნელად,
Verse: d     და   გულსა, შენგან დალახვრულსა,   გაჭრა უჯობს ისრევ ველად.



Verse: n.g     
გკადრებ ძნელად _ გკადრეს ბნელად B.



Strophe: 1624  



Verse: a        პირველ რომე ღამე ბნლსა მე   ვეახლი მზესა სრულსა,
Verse: b        მე მიმაჩნდის ჩემად ლხინად,   მზეს ვნახევდი ამოსრულსა;
Verse: g        მაშინ ხლებით მინათლებდა   მზისა შუქი გულსა წყლულსა,
Verse: d     და   ღამე მომცი ბადრით თეთრი,   წავიღებდი მოცემულსა.



Verse: n.g     
შუქსა ABD.



Strophe: 1625  



Verse: a        ორმოცამდის დღე დაბნელდის,   ჩემთვის რამე ნათლად იქცის,
Verse: b        მე ვეახლი კოშკის ძირსა,   მომცის თეთრი, კვლა შეიქცის;
Verse: g        ლხინი მომხვდის მზისა ხლებით,   რა მოვშორდი, ჭირსა მიმცის,
Verse: d     და   კვლა დაღამდის, მზისა შუქმან   გულსა ბნელსა დარი დამცის.



Verse: n.a     
დაბნელდის _ დაბინდდის A.



Strophe: 1626  



Verse: a        მუნ ორმოცსა ერთი მაკლდა,   და გამოჴდა ესრეთ ღამე,
Verse: b        კვლაცა მივე კოშკის ძირსა,   მზესა უვის საქმე რამე;
Verse: g        დავგვიანდი, მომეწყინა,   მივჯე, სხვამცა რა ვიწამე?
Verse: d     და   შუბლსა დაშნა მივიყუდე,   გულსა ბნელსა მედვა სხვა მე.



Verse: n.a     
მიკლდა A.
Verse: n.b     
მზესა უვის _ მზეს უვის და ABD.
Verse: n.g     
დაგვიანდა A.
Verse: n.d     
შუბლსა _ გულსა BD.



Strophe: 1627  



Verse: a        ძილი მომსვლოდა, დამედვა   სარცხვენელს დაშნა მჭრელია;
Verse: b     Page of Ms. A: 213     მოჰხვე, თუ გაჴსოვს, მიძახდი,   იყვი ჴმა-მაღლა მჴმელია;
Verse: g        გლახ-მძინარესა არ მესმა,   ვა, თქმადცა ჩემთვის ძნელია!
Verse: d     და   დამეც ბადრა და დამკვეთე   დაშნითა სარცხვენელია.



Verse: n.a     
ძილი _ ძალი B. სარცხვენსა BD.
Verse: n.d     
დამცა ბადრა და დამკვეთა დაშნითა სარცხვენელია A.



Strophe: 1628  



Verse: a        ხადუმად ვიქმენ მას აქეთ,   მაქვსღა სიცოცხლე მწარეა,
Verse: b        ჩემთვის დაბნელდა, ვით ღამე,   ნათელი, მზე და მთვარეა;
Verse: g        არა არ მარგო, რაზომცა   ცრემლთ ნაცვლად სისხლი ვღვარეა,
Verse: d     და   მომკლავ, დამარჩენ, შენი   ვერ, მო, მკვდარსა მისამარეა!



Verse: n.b     
დაბნელდეს ABD.
Verse: n.g     
ვღვარეა _ ვშარეა A.
Verse: n.d     
მო _ მოი ABD.



Strophe: 1629  



Verse: a        ესმნეს რა ჩემგან მას მზესა   სიტყვანი საზარელია,
Verse: b        ვით მჴეცთა მსრველი ნადირი,   დამკრთა, მომსხლიტნა ჴელია;
Verse: g        მან მომიძაგა, გამრიდა,   ჩემთვის არ კარგთა მთქმელია,
Verse: d     და   გავლო, გამიშვა, გამაგდო,   ვით ერთი მისი მკვლელია.



Verse: n.b     
მსრველი _ მკვლელსა A.



Strophe: 1630  



Verse: a        თავს წამებურნა საბანი,   ველოდი მისსა წყრომასა,
Verse: b        სიკვდილს ვნატრობდი ღვთისაგან,   თვით ქვესკნელს ქვე-ჩაძრომასა;
Verse: g        შუქი მომშორდა მზისა და   მუნ ვარდი იქს დაზრომასა,
Verse: d     და   ვემდურვი ბედთა მწერალსა,   კვლა ჩემსა ცუდად შრომასა.



Verse: n.a     
წამებურნეს ABD.
Verse: n.g     
მომშორდეს ABD.
Verse: n.d     
ბედითა A.



Strophe: 1631  



Verse: a        გამოეგზავნა გამზრდელი,   ებრძანა სიტყვა მქისები:
Verse: b        "ვარ ქვეყნიერთა მნათობი,   მმონვენ მთიებნი ცისები,
Verse: g        ჩემსა იტყვიან მისრელნი,   ვართო აწ მონა მისები,
Verse: d     და   და ყოველთა საესავი   ვარ, ვინ ქვეყნად არს იძრვისები."



Verse: n.a     
გამოეგზავნნეს ებრძანნეს ABD.
Verse: n.b     
მთიები BD.
Verse: n.d     
იძვრისები ABD.



Strophe: 1632  



Verse: a        "მნათობთა მჯობი სიტურფით,   მნახთაგან ვარ საქებელი,
Verse: b        ვჰგავ თხუთმეტისა მთვარესა,   არ მცხრალი, გაუვსებელი;
Verse: g        თავით ფერჴთამდის ტურფა ვარ,   სახე _ სინჯ-დაუდებელი,
Verse: d     და   საქმროდ მომსწრობი, ქმრისავე   მნდომი ვარ, მუნა მხლებელი."


Strophe: 1633  



Verse: a        "უწყი რა უნდა საქმროსა   ქალსა? გულისა წადება!
Verse: b     Page of Ms. B: 78     სწადს ქმრისა შეყრა კეკლუცსა,   არ სხვისა რასმე ქადება;
Verse: g        კვლა ხვევნა-კოცნა, სიამე,   სიყვარულისა კვლადება,
Verse: d     და   ბრძანება ღვთისა: ცოლ-ქმართა,   რაც მართებს, გამოცხადება."



Verse: n.a     
ქალისა გულის BD. წადება _ დადება A.



Strophe: 1634  



Verse: a        "მე მჭირან ჭირნი ესეთნი,   ისმინე ჩემგან თქმულია,
Verse: b        გეყრები ჩემგან უნებლად,   გული რაზომცა წყლულია;
Verse: g        დამიგდე ტახტი, გვირგვინი,   სამეფო ჩემეულია,
Verse: d     და   რადგან არ ვარგვართ საჯუფთედ,   სხვა ძებნე უფლის-წულია."


Strophe: 1635  



Verse: a        "მე ქმარი ვძებნო საფერი,   მუნ ჩემთვის დასაჯერები,
Verse: b     Page of Ms. A: 214     მას ვუძღვნი ტახტსა, გვირგვინსა,   კვლა მასვე მივეტერები;
Verse: g        მას გულისათვის გულს მივსცემ,   კვლა მასვე შევებერები,
Verse: d     და   ჩემი ვერ ძალ-გიც სიახლე,   არ ცუდად მოგეფერები."


Strophe: 1636  



Verse: a        მესმა მისი საუბარი,   აუტირდი, ავატირე,
Verse: b        სიტყვა ვჰკადრე სამუდარო,   შევაწუხე, გულსა ვჰგმირე;
Verse: g        ვჰკადრე: "შვიდ-წელ მისთვის ხელმან   ნადირთაებრ ველად ვირე,
Verse: d     და   ვა, მიმუხთლა საწუთრომან,   წაჴდა, რაცა ვითათბირე!"



Verse: n.g     
ველად _ მისთვის B, ვისთვის D.



Strophe: 1637  



Verse: a        მივეახლე მზესა სრულსა,   მთვარე მცხრალი მით გავივსე,
Verse: b        ნახვა მიჩნდა მისი ლხინად,   ცეცხლი მწველი მით დავივსე;
Verse: g        ლხინთა ნაცვლად ჭირნი მომხვდა,   სევდა-უხვით აწ ავივსე,
Verse: d     და   მან დამმართა, რაცა მე   მჭირს, სხვა ჭირიმცა რად ვითავსე?



Verse: n.b     
მისი _ ჩემად A. დაივსე B.
Verse: n.g     
მომხვდეს ABD.



Strophe: 1638  



Verse: a        მე, მისთვის ხელად ჴმობილსა,   ჭირნი აროდეს მკლებია,
Verse: b        ხელსა, მინდორად მარებსა,   გულს სევდა მისი მხლებია;
Verse: g        მისთვის რომ ჭირნი მინახავნ,   არ ვისგან გასაძლებია
Verse: d     და   აწცა რაცა მჭირს, მისგან   მჭირს, არვისგან დამმართებია.



Verse: n.b     
მარებლად B, მარგებლად D.
Verse: n.g     
მინახვან B; მინახავს A.



Strophe: 1639  



Verse: a        "ვით ღმერთი, საესავად მჩან,   მყავს მოწმად შენი გულია,
Verse: b        ნუ მკითხავ შენგან ნაქმარსა,   არ ჩემი წადებულია;
Verse: g        შენ მიჩნდი ჩემად მკურნალად,   შენვე დამმართე წყლულია,
Verse: d     და   მოჰკლავს ჰაქიმთა სიჩქარე   სნეულსა, დადებულია."


Strophe: 1640  



Verse: a        "მიჰმადლე ღმერთსა, ნუ დამთმობ   ყოვლგნით ჴელ-აუპყრობელსა,
Verse: b     Page of Ms. D: 205    შენთვის დაჭრილსა ლახვრითა,   თავს შენთვის ხელად მჴმობელსა;
Verse: g        მტერთა ნუ ათქმევ გლახ-ჩემთვის   სიტყვასა დასაგმობელსა,
Verse: d     და   კვლა უმეცართა ნუ ამცნობ,   რაზომცა გეჭვ დამთმობელსა."


Strophe: 1641  



Verse: a        "შენ რაცა გინდეს, იგი ქენ   იდუმალ, არს დასამალი,
Verse: b        ვინ რომე გწადდეს, ქმრად იჴმე,   იყოსმცა კაცთა ნამალი;
Verse: g        რომე გებრძანნეს სიტყვანი,   ესე არს მისი წამალი,
Verse: d     და   მე თქვენად ნაცვლად ვმეფობდე,   მწვევდეს შორს მყოფსა მე ალი."


Strophe: 1642  



Verse: a        "შენთვის მკვდარსა კვლა ნუ მომკლავ,   არ ნახულა ორჯერ მკვდარი,
Verse: b        აქანამდის ველთა მრბოლმან,   შენთვის თვალთათ სისხლი ვშარი;
Verse: g        მჴეცთა თანა ხელი ვრბოდი,   მათ მჴეცთავე დავედარი,
Verse: d     და   ვით მოკვდავსა, შამბი მომხვდეს,   ვისუდარი, ვიზეწარი."



Verse: n.a     
არ ნახულსა B.



Strophe: 1643  



Verse: a        "შენთვის სიკვდილი მიმაჩნდა   ლხინად და გასახარებლად,
Verse: b     Page of Ms. A: 215     არ მეწყალოდა მე შენთვის   თავი მჴეცთ თანა მარებლად;
Verse: g     Page of Ms. B: 79     შენ, საყვარელსა, გესევდი   ღვთისავე დასადარებლად,
Verse: d     და   მე, შენთვის მკვდარსა, მეწყალვის   გული აწ გასამწარებლად."


Strophe: 1644  



Verse: a        "რადგან არ მომკლა სიკვდილმან   შამბთა მდებარე კვნესითა,
Verse: b        დამჭერ ლახვრითა მჭრელითა,   სიკვდილთა უარესითა;
Verse: g        მზე მომეშორვა ბნელ-ქმნილსა,   შუქნი მეახლნეს მე სითა?
Verse: d     და   ბედმან გაგვყარნა, წერილმან,   ღვთივ-დაწერილმან ზესითა."


Strophe: 1645  



Verse: a        "ვირემ ცოცხალ ვარ, შენი ვარ,   მონურებ კართა მდგომელი,
Verse: b        გმსახურებ ყმურებ, გაამებ,   ვარ სხვისა რისმცა მდომელი?
Verse: g        თვით რაცა გინდეს, იგი ქენ,   კაცთაგან მიუხვდომელი,
Verse: d     და   მათ გარეგანთა ვერა   სცნან, ვქნათცა აწ საქმე რომელი."



Verse: n.b     
ვარ _ ვა A.
Verse: n.g     
გინდეს _ გიდეს A.



Strophe: 1646  



Verse: a        გამზრდელს სიტყვა რაცა ესმა,   მან მზეს ჰკადრა ყველა წვრილად;
Verse: b        მას დაეწვა გული ჩემთვის,   თვალთათ ცრემლი სდინდა მილად;
Verse: g        მან აკმია წყრომა ჩემთვის,   თუცა ჰქონდა გული გრილად,
Verse: d     და   თუმც სამყოფთათ არ გამაძო,   ლახვარს მიმცა დასაჭრელად.



Verse: n.b     
დაეწუნეს ABD. თუალად A. სდინდეს ABD.
Verse: n.d     
სამყოფთად ABD.



Strophe: 1647  



Verse: a        ებრძანნეს თუ: "რაცა გეთქვა,მესმა   რამცა და ვიწამე,
Verse: b        მე უშენოდ მყოფი, ვფიცავ   ღმერთსა, ქვეყნად თუმც ვიამე;
Verse: g        ამად ჩემთვის ქვეყნის შვება,   მოვილხინე არ დია მე,
Verse: d     და   გული მივსცე ცეცხლის წვასა,   გავიახლო სოფლის სჯა მე."



Verse: n.a     
ვაწამე B.
Verse: n.b     
ქვეყნად _ თქუენად B.



Strophe: 1648  



Verse: a        "აღარად მინდა სოფელი,   დავსთმობ, ვით ერთსა ჩალასა,
Verse: b        განვეშორები შვებასა,   სოფლისა ლხინსა ყველასა;
Verse: g        გკადრებ აწ ჩემსა წადილსა,   საქმესა არ საძნელასა:
Verse: d     და   "აწ შენად ნაცვლად ქმრად ვიჴმობ   ზანგსა პირშავსა, ბნელასა."



Verse: n.g     
საძნელესა D.



Strophe: 1649  



Verse: a        "გკადრე, მაქმრე განაზარდი   ჩემგან მონად ზანგი-ყული,
Verse: b        შთავჴდე ცოცხლივ ჯოჯოხეთად,   ცეცხლით მწველით დავწვა სული;
Verse: g        მაშინ უფრო დავიწყლულო,   რა მოგშორდე გული კრული,
Verse: d     და   არ ვინდომო მზე ჩემად   ქმრად, მოგცე ამად ფიცი სრული."



Verse: n.b     
ჯოჯოხეთსა A.



Strophe: 1650  



Verse: a        "რადგან ბედმან არ გვაღირსა   ერთმანერთის შეყრა, ხლება,
Verse: b        აწღა ლხინსა რას ჴელსა ვჰჴდი,   რადმცა მინდა სოფლის შვება?
Verse: g        ეჰა, გიძღვნი სამეფოსა,   ქენ გულისა აწ წადება,
Verse: d     და   მართალს გითხრობ, არ ნატყუვრად,   მჭირს ცუდიღა არ ქადება."


Strophe: 1651  



Verse: a        მესმა რა მისი ბრძანება,   ვცანღა წადილი გულისა,
Verse: b     Page of Ms. A: 216     ცანი დამატყდა, ბნელ იქნა   ჩემთვის ნათელი დილისა;
Verse: g        ვეაჯე ღმერთსა ამოჴდად   გვამით ტკბილისა სულისა,
Verse: d     და   არც მომკლა, არცა მიწამლა   კურნებად ამა წყლულისა.



Verse: n.a     
ვსცნაღა B.
Verse: n.b     
დამატყდეს ABD.



Strophe: 1652  



Verse: a        რამცა მექნა უნებური,   ვქენ მის მზისა წადებული,
Verse: b        მას ვაახლე, რომე ვნახეთ,   მისად საქმროდ ზანგი-ყული;
Verse: g        აწ მას აქეთ მზე ვეშაპს ჰყავს,   მისთვის კვდების გული კრული,
Verse: d     და   აწცა მისსა მგონებელსა,   ჴამს, ამომჴდეს ოდენ სული.


Strophe: 1653  



Verse: a        მას მზეს მოვშორდი, მას აქეთ   გლახ-გულსა ცეცხლი მედების,
Verse: b     Page of Ms. B: 80     ცუდიღა მიჯნურობანი   ჩემნი არცაღა მედების,
Verse: g        მას მომაშორვა სოფელმან,   სხვა ვინმცა მეიმედების?
Verse: d     და   შავ-გულო, რად არ დაიწვი,   გლახ-თვალნო, რად გეხედების?


Strophe: 1654  



Verse: a        ვა, დავკარგენ სათნი-მინა,   ბროლ-ლალ-ვარდი, განა ქარვა?
Verse: b        მომემატნეს ჭირნი ჭირსა,   ერთსა ასი, განა, ქა, რვა?
Verse: g        სოფელმან და ბედმან კრულმან   ჩემი ლხინი განაქარვა,
Verse: d     და   მკლავს მას აქეთ სევდა-ურვა,   მკლებიაო განა ქარვა.


Strophe: 1655  



Verse: a        აქვს მნათობა ქვეყანისა,   ცად მზისაებრ აბანება,
Verse: b        ვერ გამოჩნდა მზე მას ჟამსა,   დაჰკრთა, შუქსა აბა ნება;
Verse: g        მას მოვშორდი, არ მკლებია   ღაწვთა ცრემლით აბანება,
Verse: d     და   ვსტირ მას აქეთ სულთქმა-ახვით,   ჴამს მსმენელთა აბანება.



Verse: n.a     
ქუეყნიერთა A.



Strophe: 1656  



Verse: a        გკადრე აწ ჩემნი პატიჟნი,   თუცაღა გაგეკრძალები,
Verse: b        თუ როგორა მწვავს იდუმალ   უშრეტნი ცეცხლთა ალები;
Verse: g        მაჩნია გულსა ნადაღი,   ღაწვთა ნახოკთა ნალები,
Verse: d     და   მდის თვალთათ ცრემლთა ნაკადი,   თუმც მნახე, შეგებრალები.


Strophe: 1657  



Verse: a        ვარ ბედისა მოჩივარი,   ვით არა ვთქვა სოფლის მდურვა?
Verse: b        კაცსა ცოცხლივ სჯის და სტანჯავს,   უჩნს მაშვრალთა ოფლთა წურვა;
Verse: g        ვერ მოიმკის გული ლხინსა,   რომ არ ახლდეს სევდა-ურვა,
Verse: d     და   კაცს, ლხინისა მომლოდნესა,   ბოლოს მიჰხვდეს გულსა მურვა.


Strophe: 1658  



Verse: a        ესე თქვეს და აცატირდეს,   თვალთათ ცხელნი ცრემლნი ღვარნეს,
Verse: b        ამ ამბისა მომსმენელთა,   ჴამს თუ ლხინნი გაემწარნეს;
Verse: g        ხანი დაყვნეს ოხრვა-ახვით,   თავნი წაღმა წაეხარნეს,
Verse: d     და   მოიტირნეს გულ-ამოსკვნით,   კვლაცა მიწვნეს, მიეყარნეს.


Strophe: 1659  



Verse: a        მას ღამეს დაყვნეს მათ ერთად,   არ თურე ლხინთა ზმულია,
Verse: b     Page of Ms. A: 217     დილა გათენდა, ფარმანს სთხოვს   წასვლად მოკაზმულია;
Verse: g        ვთქვი: "მომხვდეს წყლულთა კურნება,   მელხინოს გულთა წყლულია,
Verse: d     და   წავალ, მივჰმართავ სამზღვარსა,   სად ჩემი აღსასრულია."



Verse: n.a     
ლხინი BD.
Verse: n.b     
დილა გათენდა ფარმანსა სთხოვდეს დაკაზმულია BD.
Verse: n.g     
ვთქვი ABD. მელხინნეს ABD.



Strophe: 1660  



Verse: a        "ვა, წაჴდა ჩემი სასჯელი,   ჩემნი წადილნი გულისა,
Verse: b        კაცი ვერ ვპოვე მკურნალი   ამა გულისა წყლულისა;
Verse: g        ცუდ-მაშვრალი ვარ, არ მისხენ   ჴელთ სიმართლენი თქმულისა,
Verse: d     და   ვცან: მომეახლა წერილთებრ   დღე ჩემი აღსასრულისა."



Verse: n.a     
ჩემნი სასჯელნი A.
Verse: n.d     
მომეახლნეს ABD.



Strophe: 1661  



Verse: a        მუნ მოაჭვდეს ყელი ყელსა,   მათ ვაება შექნეს დიდი;
Verse: b        ჰკადრა: "შეყრით თუმც გვალხინე,   აწცა გაყრით რად დაგვწვიდი?"
Verse: g        გაეყარნეს ერთმანერთსა,   მათთა ჭირთა ვით მოვსთვლიდი?
Verse: d     და   რად არ დაშვრა სისხლთა ხვრეტით   ეს სოფელი, ცრუ და ფლიდი?



Verse: n.g     
დავსთვლიდი B.



Strophe: 1662  



Verse: a        ყმა მისრეთით წამოსრული   იამანს სვლად დღესა სთვლიდა,
Verse: b        მსწრაფლად გავლო შორნი გზანი,   ხანსა არსად არ დაზმიდა.
Verse: g        ემდურვოდა ბედსა კრულსა,   განცვიფრებით გზასა ვლიდა,
Verse: d     და   მას სიცოცხლე ჩალად უჩნდა,   ბედმან ასრე გააფლიდა.



Verse: n.a     
მისვლად AB. ვლად D.
Verse: n.g     
ემდურვოდეს ABD.



Strophe: 1663  



Verse: a        მივიდა, სად რომ მდიდართა   მის ყმისა მისვლა სუროდეს,
Verse: b     Page of Ms. B: 81     მისვლა ცნეს ყმისა მდიდართა,   მსმელნი მას არ ემდუროდეს;
Verse: g     Page of Ms. D: 206    წინ მოეგებნეს კრებულნი,   მუნ ახლოს მიეწუროდეს,
Verse: d     და   თაყვანის სცემდეს, კვლა ფერჴთა   ეხვეოდეს და ტიროდეს.



Verse: n.b     
მსმელნი მას _ მსმენელნი A.



Strophe: 1664  



Verse: a        თაყვანის სცემდა ვაზირი,   პლატონისაებრ ჭკვიანი,
Verse: b        რცხვენოდა მისგან მეფესა,   არ იყო მისთვის ჴმიანი;
Verse: g        ყელს მოეხვია ჴელმწიფე,   ლაღი, წყნარი და წყლიანი,
Verse: d     და   მადლს უბრძანებდა მდიდართა,   მაღალი, დავლათ-სვიანი.


Strophe: 1665  



Verse: a        უბრძანებდა: "უმართლე ხარ,   თუმც დაგეთმე, ვითა გზირი,
Verse: b        ჴამს, მე მომხვდეს აწცა შენგან   შენთვის ჩემგან დანაპირი;
Verse: g        არცა ლხინი ლხინად მიჩნდა   ლაღსა, ჭირად არცა ჭირი,
Verse: d     და   ყოვლი კაცი უსწავლელი   ბრძენთა დაგმეს, ვითა ვირი."



Verse: n.b     
შენთვის ჩემგან _ ჩემთვის შენგან BD.
Verse: n.d     
ყოვლი თქმულა A. დაგმის A.



Strophe: 1666  



Verse: a        "უჭკუო ვიყავ, ვით ხელი,   წავე რისაცა მძებნელი,
Verse: b        ამა ჭკუითა ხელითა   ვიყავ ქვეყნისა მტკეპნელი;
Verse: g        ვპოვე უნაღვლო რომელი,   მასცა ენახოს დღე ბნელი,
Verse: d     და   ცუდ-მაშვრალი ვარ უცები,   კარგთა აროდეს არ მქნელი."



Verse: n.a     
რისამცა B.
Verse: n.g     
რომელი _ რომე B. ენახნეს ABD.



Strophe: 1667  



Verse: a        "ვაზირო, შენგან მომეცა   ჭკუა, გონება ქებული,
Verse: b     Page of Ms. A: 218     შენთვის გამწყრალი გულ-მწუხრად   წავე, აწ მოვე შვებული;
Verse: g        უცხო სასმენი მომესმა,   ყმა ვნახე სახელდებული,
Verse: d     და   თუცა ვერ მივჰხვდი წადილსა,   არ ვიყავ ცუდად რებული."



Verse: n.a     
მომეცნეს ABD.
Verse: n.g     
მომესმნეს ABD.



Strophe: 1668  



Verse: a        ვაზირმან ჰკადრა: "მეფეო,   ვარ თქვენი მონა ბერია,
Verse: b        ჴამს, თვალთა ვიწთო, ვით სურმა,   მე თქვენი ფერჴთა მტვერია;
Verse: g        კაცისა ხან-დაზმულისა   არს სიტყვა დასაჯერია,
Verse: d     და   ცან, უდუნურთა სწავლა   სძულს, მსწავლელთა ამად მტერია."


Strophe: 1669  



Verse: a        "აწღა მზე და თავი ჩემი,   ვითა გწადდეს, დაგამონო,
Verse: b        ლხინსა მიგცე უნახავსა,   არ თუ ჭირნი დაგაჴსონო;
Verse: g        თქვენ შეგყარო ერთმანერთსა,   თავი ამით მოგაწონო,
Verse: d     და   კვლაცა თქვენი უწადელი   სიტყვა რადმცა გაგაგონო?"



Verse: n.g     
შემყარნე ABD.
Verse: n.d     
რადმცა _ რამცა A.



Strophe: 1670  



Verse: a        მათ უამბო ყველა წვრილად,   რაცა მისრეთს მოენახნეს,
Verse: b        ესმა მისგან ნაუბარი,   დიდებულთა სულთქმით ახნეს,
Verse: g        ატირდეს და ცრემლნი ღვარნეს,   კვლაცა სხვაფრად არ იძრახნეს,
Verse: d     და   თავნი წაღმა წაეხარნეს,   ფერ-მკრთლად პირნი მოეჭმახნეს.


Strophe: 1671  



Verse: a        კვლა დაჩუმდეს, მოიტირნეს,   ლხინ-ნადიმი გაათასდა
Verse: b        ვითა ვეფხსა, მისთვის მწყრალსა,   ყმას ვაზირი გაუხასდა,
Verse: g        ესყვარლნეს ერთმანერთსა, მტერნი   ყველა დაუნასდა,
Verse: d     და   მას დღეს ლხინსა იამებდეს,   კაცმა ენით რამცა თქვას-და.



Verse: n.d     
რამცა _ რადმცა A.



Strophe: 1672  



Verse: a        ვაზირმან უძღვნა მას ყმასა   მისებრივ არ თუ მთვარია,
Verse: b        ვის არად უჩანს მთიებნი,   მუნ მზისა მოწუნარია,
Verse: g        სხვა ქვეყნიერი შვენებით   არ მისი დასადარია,
Verse: d     და   ვარდი, ზამბახი, ნარგისი,   სურნელად მასთან ნარია.



Verse: n.b     
უჩანდა A.
Verse: n.g     
ქუეყნიერნი A.



Strophe: 1673  



Verse: a        აწ უჭირველად ყმას მიჰხვდა   ტან-სარო, პირად მზიანი,
Verse: b     Page of Ms. B: 82     ღაწვ-ბროლ-ლალ-ვარდი, ვით მთვარე,   მოვანე, პირ-ბაკმიანი,
Verse: g        თვალ-შავი, წამწამ-ისარი,   წარბ-მშვილდი, გიშრის თმიანი,
Verse: d     და   კბილ-მარგალიტი, ელვარე,   ბულბულებრ ჴმა-ნაზიანი.


Strophe: 1674  



Verse: a        თვე ერთ იყო ქორწინობა,   კვლა კაცთაგან არ ნახული,
Verse: b        ტახტს ჯდა მთვარე მოვანებით,   მას გვერდს უჯდა უფლის-წული;
Verse: g        აშვენებდეს ტახტ-გვირგვინსა   ერთად მსხდომნი, ლხინთა ზმული,
Verse: d     და   ლხინსა ზმიდეს მზე და მთვარე,   პირ-გავსილი, არ ბაკმული.



Verse: n.a     
ნახულნი AD.
Verse: n.b     
უფლისწულნი AD.
Verse: n.g     
ზმულნი ABD.
Verse: n.d     
პირგავსილნი არ ბაკმულნი ABD.



Strophe: 1675  



Verse: a        მას დღეს მეფე საბოძვრითა   აავსებდა მისთა ჯართა,
Verse: b     Page of Ms. A: 219     კვლა ვაზირსა მიაბარეს   სამეფოს და მისსა მზღვართა;
Verse: g        მას ჰკითხევდის, კვლა დასჯერდის   მისგან თქმულსა, რაცა სწვართა,
Verse: d     და   სამეფო და კვლა ქიშვარი   მისი მისგან გაემართა.



Verse: n.b     
მის სამზღვართა D.



Strophe: 1676  



Verse: a        დაყვნეს ხანი მათ ურიცხვი,   ქვეყნად იყვნეს მტერთა ძლევით,
Verse: b        კვლა აძლევდა საუნჯესა   მეგობართა მისთა, ბზე ვით;
Verse: g        ანათლებდა ქვეყნიერთა   მის მნათისა შუქი, მზე ვით,
Verse: d     და   იხარებდეს მათნი მჭვრეტნი,   სიკვდილამდის იყვნეს თნევით.



Verse: n.a     
იყვნეს B.



Strophe: 1677  



Verse: a        ორნივე ერთად შებერდეს,   წაეხვნეს ძალი ყრმობისა,
Verse: b        მათცა უმუხთლა სოფელმან,   ჩვეულმან არ-სათნობისა;
Verse: g        ამა სოფლისა ფლიდისა   მათ მიჰხვდა რიგი გმობისა,
Verse: d     და   გავლნეს სოფლისა არენი,   იყვნეს მომსურნე ცნობისა.



Verse: n.a     
წაეხვნეს _ შაეხუნეს A. ძალნი A.
Verse: n.d     
გავლეს B. მცნობისა AB.



Strophe: 1678  



Verse: a        მუნ მიებარნეს უფალსა   სოფლისა მოჩივარია,
Verse: b        კაცთ სისხლთა სმა სჭირს ურიდლად,   სხვად არად მოუბნარია;
Verse: g        მზე აღარ ნათობს ბრწყინვალე,   არცაღა მათთვის მთვარია,
Verse: d     და   სასუფეველსა დამკვიდრდეს,   დასთმეს სიცოცხლე მწარია.


Strophe: 1679  



Verse: a        მანი ჩინელმან ყმას ჰკადრა   ამბავი მოსასმენია,
Verse: b        მათ მომსმენელთა ამბისა   ჭირნი ყოველნი ლხენია;
Verse: g        კაცს ეგზომ მიჰხვდეს სიამე,   პირველ რაზომცა სწყენია,
Verse: d     და   კვლა ბარამს მიჰხვდა რაზომნი   წყალობა ღვთისა ზენია.


Strophe: 1680  



Verse: a        შვიდნივე მეფეთ ასულნი   ჰგვანდეს მნათობთა ციერთა,
Verse: b        ახლდის, ვით ჴამდა, ლხინობდის,   მათ მზისა თანაზიერთა;
Verse: g        მათთან იჴმობდის მგოსანთა,   მუტრიბთა ჴმა-შვენიერთა,
Verse: d     და   მათ სიტურფესა უქებდეს   მჭვრეტელნი მზეთ სახიერთა.


Strophe: 1681  



Verse: a        დღე შაბათსა ჯდის სალხინოდ   გიშრისა სრასა შვებული,
Verse: b        ჰინდოთა მზისა სტუმარი,   მას დღეს მისივე ხლებული;
Verse: g        კვირას ყვითელსა დარბაზსა   თურქთ მთვარე პირ-გავსებული,
Verse: d     და   მუნ მოემანდრობს, იშვებენ   ლხინითა აღსავსებული.



Verse: n.a     
იჯდის B.



Strophe: 1682  



Verse: a        ორშაბათს მწვანე სასახლე   მათთვის სალხინოდ მზანია,
Verse: b        ჩინელთა მზისა გვერდს ხლება   კვლა ლხინთა მისთვის კმანია;
Verse: g        სამშაბათს მზე ხათაელთა,   ვით მთვარე, მონავანია,
Verse: d     და   სრასა წითელსა ჴელმწიფე   ლხინობდის, ლაღი, ჯანია.



Verse: n.b     
გვერთს AD.
Verse: n.g     
სამშაფათს B.



Strophe: 1683  



Verse: a        ოთხშაბათს სრასა ცის-ფერსა   ესტუმრების მთვარე მზესა,
Verse: b     Page of Ms. A: 220     რუსთა მზეა მასპინძელი,   ჰგვანდეს მზისა შენათხზესა;
Verse: g     Page of Ms. B: 83     ხუთშაბათსა სანდლის-ფერსა   სრას მიჰმართის, ცისებრ ზესა,
Verse: d     და   ბერძენთ მზესა მუნ ეახლის,   გულსა ცეცხლებრ ამაგზესა.



Verse: n.g     
ხუთშაბათსა A, ხუთშაფათსა B. ცისები A. ზესა _ მზესა B.



Strophe: 1684  



Verse: a        პარასკევს ქვეყნის მნათობი,   ფრანგთა მზე დაუხვდებოდა;
Verse: b        დღე-ერთ მათ მზეთა თვითოსა   ეახლის, ლხინსა შვრებოდა;
Verse: g        მათსა ლხინსა და შვებასა   გონება არ მისწვდებოდა,
Verse: d     და   მათნი ეგზომნი სასჯელნი   არ ცუდად წაუჴდებოდა,



Verse: n.g     
გონება _ გუნება BD.



Strophe: 1685  



Verse: a        წლით-წლამდის იგი ტურფანი   ლხინს ზმიდეს ამა წესითა,
Verse: b     Page of Ms. D: 207    სჯობდეს მზესა და მთვარესა,   თვითვე მნათობთა ზესითა;
Verse: g        მათითა ხლებით იამის   მუნ ლხინთა უამესითა,
Verse: d     და   მას ძილად მისვლა, შვებულსა,   მიჰხვდის არ თურე კვნესითა.



Verse: n.b     
ზესითა _ წესითა BD.



Strophe: 1686  



Verse: a        დილას გავიდის მინდორად,   მოსრის ლომ-ვეფხი ჩოლისა,
Verse: b        შეიქცის, დაჯდის სალხინოდ,   სად ნახის მწვანე მოლისა;
Verse: g        მუნ იჴმის ჯარი თავადთა,   მასთანვე მონაყოლისა,
Verse: d     და   ღამემდის სვის და ლხინობდის,   ღამე უჩნს გზა საწოლისა.



Verse: n.g     
მასთავე B.



Strophe: 1687  



Verse: a        ესრეთ ლხინობდა ჴელმწიფე,   მას ლხინი მიჰხვდა ჟამისა,
Verse: b        აწ ჯერ არს ჩემგან სათქმელად   ამბავი დილარამისა;
Verse: g        ჴამს შეყრა საყვარელისა   ამა ამბითა წამისა,
Verse: d     და   მწადს განვანათლო მიჯნურთა   ბნელი უკუნი ღამისა.



Verse: n.b     
ჯერარს _ ჴამს B.
Verse: n.g     
ამგითა _ ამბისა BD.
Verse: n.d     
მწადს _ ჴამს ABD. ბნელი უკუნნი AB.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.