TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 23
Previous part

Chapter: XXII  
სარჰანგის სახლში წვევა ბარამ ხელმწიფისა და დილარამ-ჩანგის პოვნა.



Strophe: 1688  



Verse: a        თუცაღა გაჴსოვს, ზემორე   ამბავი გკადრე თუ რისა,
Verse: b        აწცა გიამბო მართალი,   ისმენდი, თუცა გსურისა!
Verse: g        დილარამ ახლდის მეფესა,   მნახველთა შეეშურისა,
Verse: d     და   ბარამს გაყრა ჰკლავს მის მზისა,   ჭკუას ჰგმობს, ბედს ემდურისა.



Verse: n.a     
ზემორრე AB.
Verse: n.d     
ჭკუასა ABD.



Strophe: 1689  



Verse: a        მისად სალხენად გულისად   იგი პირ-მთვარე ხლებოდა,
Verse: b        უმისოდ მყოფსა მიჯნურთებრ   წამ-ერთ არ გაეძლებოდა;
Verse: g        სული მას უძღვნა გვამისა,   გული კვლა მისთვის კვდებოდა,
Verse: d     და   კვლა სიყვარული მის მზისა   არ ცუდად წაუხდებოდა.



Verse: n.b     
მიჯნურებ D.



Strophe: 1690  



Verse: a        სიყვარულსა მისსა ზრდიდა,   გული ჰქონდა მისთვის ხელად,
Verse: b     Page of Ms. A: 221     შინ იყვის თუ ნადირობდის,   გაეყარის მას მზეს ძნელად;
Verse: g        ყმას გვერდს ახლდის გაუყრელად,   მთას იყვის თუ ტყეს, თუ ველად,
Verse: d     და   ჩანგს უკრევდის, ტკბილად ჰჴმობდის,   ერთად იყვნეს ლხინთა მზმელად.



Verse: n.g     
გვერც B.
Verse: n.d     
ზმულად B.



Strophe: 1691  



Verse: a        დღე-ერთ, გკადრე, ნადირობდა   ყმა, მსწრაფლ შეჰჴდა გორსა დიდსა,
Verse: b        შორს კანჯარნი მწოლე ნახნა,   მან გარდუცვა ფიცხლად მშვილდსა;
Verse: g        ქალს უბრძანა: "რას ალაგს ვჰკრა   მწოლთ კანჯართა ერთად, მშვიდსა?"
Verse: d     და   ქალმან ჰკადრა: "მაშინ ვაქებ   მშვილდსა, შენგან მონაზიდსა,



Verse: n.a     
შეჰჴდა _ შეჯდა BD.
Verse: n.b     
კანჯარი A. გარდაუცუნა BD.
Verse: n.g     
მწოლს კანჯარსა A.



Strophe: 1692  



Verse: a        რომ მიუბა ყური ყურსა   მწოლს კანჯარსა ერთის ისრით,
Verse: b     Page of Ms. B: 84     ვით ნადირსა, რქისა მსგავსად,   ამოსრული მისვე კისრით;
Verse: g        ჰგვანდეს რქასა ჴარ-ირემთა,   მთელსა, მკვდრისებრ ნუ თუ სისრით,
Verse: d     და   არ მოისრას ჴელით შენით,   სისხლთა მღვრელით კვლაცა ის სრით."



Verse: n.g-d     
ერთი მეორის ადგილასაა BD-ში.
Verse: n.d     
ის სრით _ ისრით B; "არმოის ხელით შენით სისხლთა მღვრელით" BD.



Strophe: 1693  



Verse: a        ფიცხლად ესროლა, მიუბა   მან ყური ყურსა არ ავად,
Verse: b        მისნი მჭვრეტელნი აქებდეს   ყმას, გმირთა დასადარავად;
Verse: g        ქალმან თქვა: "ვლა გჭირს მინდორად   ნადირთა სისხლთა მშარავად,
Verse: d     და   ბევრის ქნით გაუადვილდეს   კაცს საქმე დაუზარავად."



Verse: n.a     
ესროლნა ABD.



Strophe: 1694  



Verse: a        გასწყრა მისთვის მეფე ლაღი,   ვითა ვეფხი გულ-გამწყრალი,
Verse: b        სცა, გაჴადა, ვითა მკვდარი,   მჭვრეტთა მისთა შესაწყალი;
Verse: g        სარჰანგს მისცა მოსაკლავად,   თქვა: "ნუ თუმცა შეიბრალი!"
Verse: d     და   ყმამან ქალი წაიყვანა,   მას ძმისაებრ დასდვა ვალი.



Verse: n.g     
გაჴადნა ABD.



Strophe: 1695  



Verse: a        მას ყმას ჰქონდა ტურფა ბაღი,   სამოთხისა მსგავსად შენი,
Verse: b        აშვენებდეს ბაღს ვარდი და   ჴშირ-ხევნარი, ალვის ხენი;
Verse: g        ტკბლად ჰჴმობდეს სირინოზნი, ყურთა   ტურფად მოსასმენი,
Verse: d     და   მას ბაღს შუა კოშკი იდგა,   მაღლა მხედი, თვალთ-საჩენი.



Verse: n.b     
ხევნარნი ABD.



Strophe: 1696  



Verse: a        მას კოშკს ჰქონდა ასავალი,   ორგნით კიბე, ქვისა ასი,
Verse: b        ბაღისა და კვლა კოშკისა   მაქებარი ბევრ-ათასი,
Verse: g        მუნ კოშკი და ტურფა ბაღი   მას თემს ძვირად დანაფასი;
Verse: d     და   ყმამან ქალი მიიყვანა   მუნ, პირ-ქუში, აწღა ნასი.


Strophe: 1697  



Verse: a        პირველვე გკადრე, მას მზესა   აახლო მისი მშობელი,
Verse: b        მან მზემან იჴმო ჴბო წლისა,   სხვად არად იყო მჴმობელი;
Verse: g        მას რაცა სწადდა, იგი ქნეს,   არ იყვნეს მისი მგმობელი,
Verse: d     და   უწყობდეს ჴელსა, კვლაცა   მზე იყვის ჭირისა მთმობელი.


Strophe: 1698  



Verse: a        ქნეს ბრძანება მისი ფიცხლად   და მიართვეს ზვარა ქალსა,
Verse: b     Page of Ms. A: 222     ქალი კისრით აიყვანდის   ჴბოს კოშკისა ასავალსა,
Verse: g        მის ქალისა სიბრალული   დაადნობდა კლდესა სალსა;
Verse: d     და   შვიდს წელს იყო ამ წესითა,   აწ უყურეთ ღვთისა ძალსა!


Strophe: 1699  



Verse: a        ბაღჩას მყოფმან მზემან შვიდ-წელ   ესრეთ საჯის ტანი-ალვა,
Verse: b        მოეთმინნის მას ეგზომნი   ჭირნი, სჭირდის ჭირთა მალვა;
Verse: g        სარჰანგს ჰკითხის მან მეფისა   ლხინ-ნადიმი, ჰქონდა კრძალვა,
Verse: d     და   ჰკადრა ლხინთა აღარა   ზმა, ცალკე მისთვის აქვსო ხალვა.


Strophe: 1700  



Verse: a        შვიდთავე მზესთან აკმია   მეფემან ქნა ქორწილისა,
Verse: b        მან წასვლა ბრძანა ყოვლისა   ჯარისა, მუნ შეყრილისა;
Verse: g        არვისი ბრძანა სიახლე,   ვაზირთა, არ ვექილისა,
Verse: d     და   დღე-ერთ მზეთაგან ერთს ახლავს,   მათთან რიგი ჰხვდა ძილისა.


Strophe: 1701  



Verse: a        ესმა რა ქალსა მის ყმისა   ამო თქმა, საუბარია,
Verse: b        ყმას მისცა ქალმან ცხრა ლალი,   შუქით მზის დასადარია,
Verse: g        ფასი ქვეყნისა სრულისა,   მუნ ბედახშისა გვარია,
Verse: d     და   ჰკადრა: "ავაჭრე ვაჭართა,   მოიღე ფასად ლარია."


Strophe: 1702  



Verse: a        მან მიუღო დიდ-ვაჭართა   ლალი, ძვირად დანაფასი;
Verse: b        შეკრბეს მგზავრნი, ვაჭრად მჴმობნი,   მუნ გოართა სყიდვად, ასი.
Verse: g        მათ აიხვნეს ლალი სრულად,   ბნელთა მნათი, არა ნასი,
Verse: d     და   სარჰანგს მისცეს მისთვის ფასად   მათ თუმანი ბევრ-ათასი.



Verse: n.g     
აიხვნეს _ იახლნეს D.



Strophe: 1703  



Verse: a        ლალი მისცა დიდ-ვაჭართა,   ქალს მიართვა ოქრო ფასად,
Verse: b        ოქრო მისცა მან სასყიდლად,   მიუხვდების მას მზეს ყმა სად?
Verse: g        ბრძანა ახმა ფარდაგთა და   კვლა სურებთა შექნა თასად,
Verse: d     და   ჴელმწიფეთა სესაფერი   ქალს ენახა კვლაცა სხვა სად?



Verse: n.b     
მას _ მან D.
Verse: n.d     
ენახნეს ABD.



Strophe: 1704  



Verse: a        მსწრაფლად ივაჭრნა ფარდაგნი,   ოქსინო ძვირ-ნაფასები,
Verse: b        სურები ოქრო-მყარისა,   კვლა იაგუნდის თასები,
Verse: g        ჯამი, სინი და ლამბაქი   ვერცხლისა ბევრჯერ ასები,
Verse: d     და   ხონები ოქროთ ნაჭედნი,   ფახფურ-ჩინურნი ხასები.


Strophe: 1705  



Verse: a        უდ-სუზნი, ტურფად ნაქნარნი   ფრანგთ ჴელოვანთა ჴელისა,
Verse: b        მუნ გოარითა შემკულნი,   მნათი ღამისა ბნელისა,
Verse: g        სურნელთა სუნთა საყნოსლად   მუშკ-ამბარ-უდთა ჴმელისა,
Verse: d     და   ყველაი მშნონი მეფეთა,   საამო ლხინთა მზმელისა.



Verse: n.b-g     
ერთი მეორის ადგილასაა D-ში.
Verse: n.g     
სულთა საყნოსად საყნოსებელად D.



Strophe: 1706  



Verse: a        ივაჭრა ყოვლი საუნჯე   და სრულ ქნა მზისა ბრძანება,
Verse: b     Page of Ms. A: 223     მან მისი ბაღი, სასახლე   ყველაი მას მზეს ანება;
Verse: g        კვლა ჴელოვანნი მხატვარნი   მოასხნა, მათი ქნა ნება,
Verse: d     და   დახატეს ტურფად მათ სრანი,   სამოთხეს მიეგვანება.


Strophe: 1707  



Verse: a        კოშკისა ძირსა კვლა ტახტი   დადგეს უდისა თლილისა,
Verse: b        მუნით ჩნდა კიბე კოშკისა   მაღლისა, ტან-აყრილისა,
Verse: g        საჯდომლად მეფეთ მეფისა,   ლაღისა, არ თუ წბილისა;
Verse: d     და   ჴამს საყვარელთა აწ შეყრა,   მიჯნურთაკვლა გაყრილისა.


Strophe: 1708  



Verse: a        სარჰანგს უბრძანა მუნ მზემან   მას დღეს პატიჟი მეფისა:
Verse: b     Page of Ms. D: 208    "ჴამს გამოჩენა აწ ჩემგან   ჟამად გლახ-სიიეფისა;
Verse: g        მოსხმა ჴამს კარგთა მუტრიბთა,   მგოსანთა, კვლა მედაფისა,
Verse: d     და   მიდი წინაშე მეფისა,   ჟამი არს აწ სისწრაფისა."



Verse: n.d     
სისწრაფისა _ მისწრაფისა A.



Strophe: 1709  



Verse: a        "მეფე აწვიე სალხინოდ,   ვეჭვ, რომ არ დაგეზაროსა,
Verse: b        მუნ დასვი ტახტსა სურნელსა,   როს ტანი-ალვა აროსა;
Verse: g        მე მოვეკაზმი, ვითა მზე,   ტანად ვემსგავსო საროსა,
Verse: d     და   უწყალოდ მკვდარსა მე მისგან   აწ მანვე მიამაროსა."



Verse: n.b     
როსოს A. ალვა-მჭევრი D.



Strophe: 1710  



Verse: a        ყმას ეუცხების კოშკისა   ასავალ-ჩამოსავალი,
Verse: b        გაკვირვებასა მიეცეს,   სიტყვანი ითქმის მრავალი;
Verse: g        მას დღეს გამოვჩნდე ბრწყინვალე,   ვითა მზე ამომავალი,
Verse: d     და   მაშინ შენცა სცნა, დისაებრ   თვით ძმასა დაგდვა რა ვალი."



Verse: n.a     
ეუცხოების D.



Strophe: 1711  



Verse: a        "წადეგ წინ, ჰკადრე: ასული   მყავს მზისა დასადარია,
Verse: b        ტან-სარო, პირ-ბროლ-ლალ-ვარდი,   თქმა-ნაზი, ჴმა-ნარნარია;
Verse: g        სპილოსა მსგავსი ჴარი ჰყავს,   საჭვრეტლად შესაზარია,
Verse: d     და   მას მჴრით აიყვანს მუნ კოშკსა,   ეგზომცა დიდი ჴარია."


Strophe: 1712  



Verse: a        "ვიცი, ინებებს ნახვასა   ჩემსა, რა გაეგონების;
Verse: b     Page of Ms. B: 85     მოვალ, რა მნახავს, ნაქმარნი   მას ჩემნი მოეწონების;
Verse: g        რაცა მას ვჰკადრო სიტყვანი,   მსმენელთა დაეჴსონების,
Verse: d     და   ვიცი, სიცოცხლე ყმას ჩემი   სიზმრადცა არ ეზმანების."



Verse: n.a     
გაიგონების BD.
Verse: n.g     
ჰკადრობ. დაეჴსოვნების BD.



Strophe: 1713  



Verse: a        ქალმან გაგზავნა სარჰანგი,   იგი მუნ ემზადებოდა,
Verse: b        ყმას მოელოდა მთვარისებრ,   იგი მზებრ დაუხვდებოდა;
Verse: g        ვცან, სხვაფერ ზმიდა სოფელი,   თვით ვინ რას მიუხვდებოდა?
Verse: d     და   მას მისი ჴელოვანება   არ ცუდად წაუჴდებოდა.



Verse: n.b     
მოელოდეს BD.



Strophe: 1714  



Verse: a        სრულ ქნა სარჰანგმან ბრძანება   მზისა, ვით მისმან მონამან,
Verse: b     Page of Ms. A: 224     მეფისა კარსა საწვევრად   მიდგა, რამც მოიგონა მან;
Verse: g        მას დღეს ინდომა ცხენს ჯდომა   მნახთაგან მოსაწონამან,
Verse: d     და   მას ყმასა ჰკადრა სარჰანგმან,   რაც მზისა გაიგონა მან.



Verse: n.g     
ჯდომი B.



Strophe: 1715  



Verse: a        მეფე ცხენს მჯდომი ამსგავსეს   მუნ ეტლსა მჯდომსა მთვარესა;
Verse: b        მან წყლისა პირსა მიჰმართა,   გავლო ქალაქთა გარესა,
Verse: g        მის ყმისა ბაღსა ჰხედვიდა,   ხე-ჴშირსა, მსხმოვიარესა,
Verse: d     და   ბრძანა: "ვისია სავარდე?   სამოთხეს დაადარესა."



Verse: n.b     
გარესა-კარესა BD.



Strophe: 1716  



Verse: a        ესმა სარჰანგსა ბრძანება   მეფისა ალვა-ტანისა,
Verse: b        მას თაყვანი სცა მუჴლ-მოყრით   მისივე მისაგვანისა:
Verse: g        "ვარ ფერჴთა მტვერი მეფისა,   ლაღისა მემაჯანისა,
Verse: d     და   იგია ჩემი სავარდე,   ტურფად შნო-ხევნარ-მწვანისა."


Strophe: 1717  



Verse: a        "გეაჯები, ამამაღლე   ცამდის თქვენი ფერჴთა მტვერი,
Verse: b        განმინათლე სრა-სამყოფნი,   დღეს ვილხენდეთ თქვენი მზერი;
Verse: g        ცან, ღარიბთა სახლთა ნახვა   არს კეთილად დანაწერი,
Verse: d     და   არს გლახაკთა პურთა ჭამა   მადლი, იტყვის ყრმა და ბერი."



Verse: n.a     
გიაჯები ABD.
Verse: n.d     
მადლად D.



Strophe: 1718  



Verse: a        მეფე გაღიმდა, უბრძანა:   "ვქნათო აწ შენი წადება,
Verse: b        მცირეთა კაცთა ვიახლებ,   ჴამს ჯართა არ დიადება;
Verse: g        წადი, მოერთევ სალხინოდ,   არ ცუდიღა მჭირს ქადება,
Verse: d     და   ჩვენ ლხინსა ვნახავთ, კვლა შენთვის   იქნას გულისა დადება."



Verse: n.g     
მოირთევ D.



Strophe: 1719  



Verse: a        ფიცხლად წავიდა სარჰანგი,   ქალს ჰკადრა წვევა მეფისა,
Verse: b        ბრძანა მოფენა სასხდომთა   მეფისა, სრისა, სეფისა;
Verse: g        იყო სიმრავლე უდ-სუზთა,   საყნოსთა შემომკრეფისა,
Verse: d     და   კვლა რიგით დასხნეს მუტრიბნი,   ჯარი მათ მუნ მედაფისა.



Verse: n.a     
წუევნა B.



Strophe: 1720  



Verse: a        სადა სასხდომნი სტუმართა,წინ   იდგეს რიგით სურები,
Verse: b        ვარდნი ეყარნეს წინაშე,   ნახვისა კვლავ ნასურები;
Verse: g        გარე ფანჯრები სანდლისა,   ბაღისა მუნ საყურები,
Verse: d     და   ესრეთ გარიგდეს სალხინოდ,   კაცი ჴამს მინაშურები.


Strophe: 1721  



Verse: a        მსწრაფლად შეიქცა სარჰანგი,   მეფეს ეახლა წამისად,
Verse: b        მეფესა ჰკადრა: "ჴამს ჩვენგან   ლხინთა ზმა მსგავსად ჟამისად;
Verse: g        მე, ფერჴთა მტვერი მეფისა,   გახლავ აწ ხვეწნად ამისად,
Verse: d     და   თქვენთა მჭვრეტელთა საწუთრო,   ჴამს, უჩნდეს წონად დრამისად."


Strophe: 1722  



Verse: a        ქნა მისი ნება მეფემან,   მისთა მჭვრეტელთა ქებულმან,
Verse: b     Page of Ms. A: 225     მუნ სავარდესა დამართა   სარჰანგმან სახელდებულმან;
Verse: g     Page of Ms. B: 86     ამოსა ბაღსა მუნ შეჰჴდეს,   ნახის ჯვლა მათთან ხლებულმან,
Verse: d     და   დავლნა ბაღისა არენი   მეფემან ამოდ შვებულმან.



Verse: n.b     
დამართნა BD.
Verse: n.g     
ნახეს ABD.



Strophe: 1723  



Verse: a        წასვლია ყინვა ზამთარსა,   ჟამი არს გაზაფხულისა,
Verse: b        ბაღს ვარდი ყვავის, ზამბახი,   ია, საყნოსლად სულისა;
Verse: g        ყეფს ვარდსა ზედა ბულბული   გასაახლებლად წყლულისა,
Verse: d     და   დგას სული სურნელებისა,   ვით ედემს ალვა-რგულისა.



Verse: n.b     
ზამბაღი A.
Verse: n.g     
ზედან A.
Verse: n.     
1723-1724 სტროფები BD-ში არაა.



Strophe: 1724  



Verse: a        ვით ხავედი მოეფინა   წყლისა პირსა მწვანე მოლი,
Verse: b        მოლსა შუა წყალი შვენის,   განმჭვირვალე, ვითა ბროლი.
Verse: g        სამოთხისა მსგავსად ყვავის   ტყე, ველი და მთა და ჩოლი;
Verse: d     და   ჴამს, მეფესა აწ შევჰყაროთ   ქალი მზისებრ, კვლა ნაყოლი.



Verse: n.a     
ვით-ჰგავს A. მოეფინნეს A.
Verse: n.d     
შევჰყარნეთ A.



Strophe: 1725  



Verse: a        ნახეს უცხო მათ სავარდე,   ბაღი ტურფასდ ანაშენი,
Verse: b        სამოთხისა გვესმა ქება,   მისგან შენობდა ნაშენი;
Verse: g        მოაგონდა ქალი ყმასა,   მისგან საკლად დანაშენი,
Verse: d     და   თქვა: "ოჴრად მქნა მისით გაყრით,   ნახვით შენით ანაშენი."



Verse: n.b     
გვესმნეს ABD. შენობდა ნაშენი _ შენობ დანაშენი BD.



Strophe: 1726  



Verse: a        დაეშვენნეს შიგან ბაღი   ჭანდარსა და მას საროსა,
Verse: b        არღავანი ღაწვთ ელვასა   ჰგავს, სუმბული თმას საროსა;
Verse: g        ჰგავს თუ ალვა ჩემსა მკვლელსა,   ტანი მისებრ მას აროსა,
Verse: d     და   ჰკადროს: "ვარდი ჩემი ჭკნების,   ნარგისთ გიშრად მას აროსა."



Verse: n.g     
არღავანი _ არყვანი B.



Strophe: 1727  



Verse: a        ლერწმისა ტანსა ემსგავსოს   გლახ-ალვა ნორჩი, ხე ვითა,
Verse: b        მნათობთა, _ მზეს და მთვარესა, _    ვუმსგავსო მას სახე ვითა?
Verse: g        დაშვრნეს ორპირნი ლახვარნი   გლახ-გულთა ჩემთა ხევითა,
Verse: d     და   ახლავ მის მზისა სურვილსა,   აწ, გულო, იახე ვითა!



Verse: n.b     
უმსგავსო ABD.



Strophe: 1728  



Verse: a        ვარდსა ქვეშე თავ-დადრეკით   მორცხვად ყვავის ია ნასად,
Verse: b        პირს მათქს ნათლად შუქი ვარდთა,   მე ღირს ვარმცა ია-ნასად,
Verse: g        სოსან-ზამბახ-იასამან,   ყრჩის სურნელი, ია, ნა სად,
Verse: d     და   ვარდს იჴმობენ სულ-სურნელნი,   მეფედ მათად სვიან ასად.



Verse: n.g     
ყრჩის _ ურჩის B, ყჩის A.



Strophe: 1729  



Verse: a        ლალასა და ყაყაჩოსა   გულსა ასხდა დაღი ვარდთა,
Verse: b        ვარდთა მხედთა ფერი ზაფრად   ექცა, მზისებრ გული ზარდთა;
Verse: g        მუნ ყვავილნი უცხო-ფერნი   ჰგვანდეს ელვით სტავრა-შარდთა,
Verse: d     და   სრულ მნახველნი სავარდესა   გაიძებდეს გულით დარდთა.



Verse: n.a     
ლალსა B. ახდეს ABD.
Verse: n.b     
ექცნეს ABD.
Verse: n.d     
სრულ _ მუნ AD. სავარდისა A. გაიძეგდეს _ გაიძლებდეს B.



Strophe: 1730  



Verse: a        დაეჩაგრნეს მუნ ყვავილთა   სხვა სურნელნი, მუშკ-ამბარი,
Verse: b     Page of Ms. A: 226     კვლა ხევნარსა მსხმოვიარსა   ესხნეს ხილნი მრავალ-გვარი;
Verse: g        მოსწონს ბაღი მეფე-გმირსა,   სამოთხისა დასადარი,
Verse: d     და   მას აქებდეს გულ-განწმედით   ჴელმწიფე და მისი ჯარი.



Verse: n.b     
მსხმოვიერსა A.



Strophe: 1731  



Verse: a        კვლაცა შეჰჴდეს სახლსა მუნით,   მოეშორნეს ნახვით სევდა,
Verse: b        სახლი, მსგავსი სამოთხისა,   მუნ სიტურფით ედემს სძლევდა;
Verse: g        მხატვართაგან დანახატი,   მჭვრეტთა მათთა მათკენ ზევდა,
Verse: d     და   აჩვენებდეს თითით მჭვრეტთა,   მუნ ნაწერთა ლექსთა თქმევდა.



Verse: n.d     
ლექსთ ათქმევდა ABD.



Strophe: 1732  



Verse: a        სალხინო სახლი ნატიფი,   მაღალი, ყოვლგნით მხედველი,
Verse: b        მცირეთა კაცთა სასხდომლად   სავარგო, საამებელი,
Verse: g        ვის ვისი სწადდეს სიახლე,   თუ ვინ ვისია მხლებელი,
Verse: d     და   მაშინღა ლხინი ამოა   და ჭამა დაუკლებელი.



Verse: n.b     
მაამებელი BD.
Verse: n.g     
ვისია _ მისია A.



Strophe: 1733  



Verse: a        სპარსთ ჴელოვანთა ნაგები   არს, არ ნაშენი სხვათასი,
Verse: b     Page of Ms. D: 209    კვლა სასურველნი საჭვრეტლად   მუნ სახე ხატეს მათ ასი,
Verse: g        გარე სავარდე სალხინო,   ბულბულნი ჰჴმობენ ათასი,
Verse: d     და   ღვინით სავსეა მინები,   ვის ლხინი სწადდეს, , თასი!


Strophe: 1734  



Verse: a        აქ მჯდომთა წესი ლხინია,   ამად ვართ ლხინთა მდომელი,
Verse: b     Page of Ms. B: 87     ჴამს, ლხინსა ზმიდეს ნიადაგ   აქა ნადიმად მჯდომელი;
Verse: g        მსგავსად უქია რუსთველსა   ტურფა საქები რომელი,
Verse: d     და   ცოტაა, მაგრამ ყოველგნით   სიკეთე-მიუწვდომელი.


Strophe: 1735  



Verse: a        ტურფად მოეწყვნეს სასხდომთა   სალხინო სამკაულია,
Verse: b        ჯამი, თასი და სურები,   ვცან, ოქრო მაღრიბულია;
Verse: g        დგეს უმრავლესნი უდ-სუზნი,   რაც კაცთა ენით თქმულია,
Verse: d     და   ყოვლგნითა ნივთით შემკული   ხონები თავ-დადგმულია.



Verse: n.b     
ვსცან ABD.
Verse: n.g     
უმრავლეს B.



Strophe: 1736  



Verse: a        მუნ საყნოსლად ლხინთა მზმელთა   ავზსა გარე ვარდი ჰყრია,
Verse: b        ზამბახი და კვლა ნარგისი,   სოსან-სუმბულ, ზოგან ია;
Verse: g        შინ არს სრანი ესრეთ მორთვით,   ბაღს საჭვრეტლად კარნი ღია,
Verse: d     და   მუნა მყოფთა ლხინთა მზმელთა   ლხინი რადმცა მოუშლია?



Verse: n.a     
მზმელთა _ მზმელად BD.
Verse: n.b     
ზამბაღი AB.
Verse: n.g     
ესრეთ სრანი A.
Verse: n.d     
"მუნა" არაა BD-ში. რადმცა აროდეს D.



Strophe: 1737  



Verse: a        მუნ ტახტსა დაჯდა ჴელმწიფე,   მჭვრეტთათვის სასურველია,
Verse: b        განცვიფრდეს მისნი მხედველნი,   სხვად არად იყვნეს მთქმელია,
Verse: g        განკვირვებასა მიეცნეს,   ცნობასა არ რომელია,
Verse: d     და   მას დღეს იშვებდეს მხლებელნი   მისნი, მუნ ლხინთა მზმელია.


Strophe: 1738  



Verse: a        მეფემან ბრძანა: "დღეს ჩვენგან   ჴამს წინ ნადიმთა დადება,
Verse: b     Page of Ms. A: 227     გულს არ შემოყრა სევდისა,   კვლა ლხინთა გადიადება;
Verse: g        მზა არს ყოველი სალხინო,   სრულ ვქნათ გულისა წადება,
Verse: d     და   ჴამს არ-მოწყენა, ნიშატთა   და ლხინთა ზმისა კვლადება."



Verse: n.a     
ნადიმად A.
Verse: n.d     
ნიშათთა AB.



Strophe: 1739  



Verse: a        კვლა მუნა მსხდომთა კოშკისა   სიმაღლე ეკვირვებოდა,
Verse: b        მეფემან იჴმო სარჰანგი,   მას ტკბილად ეუბნებოდა:
Verse: g        "ესზომი კოშკი მაღალი,   მკადრე, რად გევარგებოდა,
Verse: d     და   მუნ ასავალსა მაღალსა   კაცს ფერჴნი ვით აჰყვებოდა?"


Strophe: 1740  



Verse: a        სარჰანგმან ჰკადრა: "ჰე, ჴმელთა   თვით მზეებრ მანათობელო,
Verse: b        ზე-არსთა მჯობო, თვინიერ   ქვეყნად მფლობელთა მფლობელო,
Verse: g        მოსამართლეო მაღალო,   ტახტისა შემამკობელო,
Verse: d     და   მტერთა და მბრძოლთა მძლეველო,   გლახაკთა ჴელის-მპყრობელო!"



Verse: n.d     
ჴელთამპყრობელო BD.



Strophe: 1741  



Verse: a        "სხვა რამე გკადრო უცხონი,   ყურთათვის სასმენელია:
Verse: b        ასული მივის, მზისაებრ   მნათი, მნათობთა ქველია,
Verse: g        ნაზი, ნარნარი, ტან-სარო,   საჭვრეტლად სასურველია,
Verse: d     და   მის მზისა ჴელოვანება,   გკადრო, აწ საკვირველია."


Strophe: 1742  



Verse: a        "ჴარი ჰყავს ქალსა ნაბამი   მასთანვე წლისა შვიდისა;
Verse: b        ის მარტო-რქისა მსგავსია,   ანუ სპილოსა დიდისა.
Verse: g        მჴრითა აიყვანს კიბეთა,   რომ ხანსა არ დაზმიდისა,
Verse: d     და   ქვე ჩამოიყვანს კვლა მსწრაფლად,   არ თურე კიბეს სთვლიდისა."



Verse: n.b     
ის _ მუნ ABD.
Verse: n.g     
დაზმიდესა B. მუნ მჴრითა ABD.



Strophe: 1743  



Verse: a        "ესზომსა კიბეს აივლის,   მას მზეს სჭირს არ მოსვენება,
Verse: b        ქალი წელ-შერტყმით მზა არის,   თუმც შარიერსა ენება;
Verse: g        ფარმანსა ველი მე თქვენსა,   ჴამს ჩემგან მზისა ჩვენება,
Verse: d     და   მის მზისა ჴელოვანება,   ვეჭვ, თქვენცა მოგეწონება."


Strophe: 1744  



Verse: a        ესმა რა ესე უგვანი   მის ყმისა საუბარია,
Verse: b     Page of Ms. B: 88     განკვირვებასა მიეცა   მეფე და მისი ჯარია;
Verse: g        თქვეს: "ქვეყნად ვისმცა ენახოს   ტვირთთა მზიდველი მთვარია?"
Verse: d     და   უბრძანა: "გვალე, გვაცნობე   აწ შენგან ნაუბარია!"



Verse: n.a     
ესმნეს ABD. ნაუბარია A.
Verse: n.g     
ენახნეს ABD.



Strophe: 1745  



Verse: a        მსწრაფლ შეჰჴდა სრასა მზისასა,   ჰკადრა მეფისა ბრძანება;
Verse: b        მას ფეჩა პირსა ეფარა,   მუნით ჩნდა არ მოვანება,
Verse: g        მის შუქსა ვერა ჰფარევდა,   აქვს მზისა მისაგვანება;
Verse: d     და   წავიდა, კვლაცა უბრძანა   ჴარისა ყმას მიყვანება.



Verse: n.b     
ეფარა _ ებურნეს AB, ეფარნეს D. ჩნდეს AB.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.