TITUS
Shvidi Mtiebi
Part No. 24
Previous part

Chapter: XXIII  
სარჰანგის სახლში ბარამ ხელმწიფეს წინაშე მისვლა დილარამ-ჩანგისა და სპილოსა-ოდენის ხარის მხრით აყვანა კოშკზედ.



Strophe: 1746  



Verse: a        მივიდა, მისთა მნახველთა   თქვეს თუ ალვაა მარები,
Verse: b     Page of Ms. A: 228     ბროლ-ვარდთა ბაღსა მელნისა   გუბეს ათქს გიშრის სარები;
Verse: g        სცვენ ბაღსა შავნი მონები,   ჰინდოთა მოისარები,
Verse: d     და   ესვრის, გულსა ჰკრავს მჭვრეტელთა   სისხლისა მუნა მშარები.


Strophe: 1747  



Verse: a        ზე მოებურნეს რიდითა   ვისგან მზე საწუნელია,
Verse: b        გაღიმდა, მორცხვად შეეძრნეს   ორგნით მოწნულნი გველია;
Verse: g        კბილნი ღიმილსა აშვენებს,   ბაგე _ ბალახშთა ქველია,
Verse: d     და   პირს მზისებრ შუქი ჰკრთებოდა,   მცხინვარე სხივი ცხელია.



Verse: n.a     
ზე _ მზე A.
Verse: n.g     
ბალახშთა _ ბალაშთა A.
Verse: n.d     
მზეებრ A. შუქნი ABD. სხივნი ABD.



Strophe: 1748  



Verse: a        დგას ნაზი ნაზად, გვერდსა უდგს   სპილოსა მსგავსი ჴარია,
Verse: b        ელის მეფისა ფარმანსა   მუნ მზისა დასადარია;
Verse: g        სჭვრეტს განკვირვებით ჴელმწიფე,   სხვად არად მოუბნარია,
Verse: d     და   თქვა: "ვითა ვჰკადრო უგვანი   სიტყვა, რა საუბარია?"



Verse: n.a     
უდგს _ უთქს BD.
Verse: n.d     
სიტყვა _ საქმე BD. ამ სტროფის შემდეგ D-ში სათაურია: "აქა დილარამ ჩანგს ხარი კოშკში მიყავს".



Strophe: 1749  



Verse: a        მედგრად შეჰჴდა, ვითა ლომი,   ქვეშ შეუჯდა ქალი ჴარსა,
Verse: b        არ დაჰრიდა სიმძიმესა,   მსწრაფლ შეისვა იგი მჴარსა:
Verse: g        მუნ კოშკისა ასავალსა   შეჰჴდა, ჰგავს არ დანაზარსა,
Verse: d     და   ქნა ჩამოსვლა მუნვე, სად   სმა ჰქონდა ყმას და მისსა ჯარსა.



Verse: n.b     
იგი _ ჴარი A.
Verse: n.d     
მისთა ABD.



Strophe: 1750  



Verse: a        მჭვრეტელთ ეოცნეს მის მზისა   სიმჴნე და ჴელოვანება,
Verse: b     Page of Ms. A: 229     კაცსა ეგზომნი უვიცნი   სიზმრადაც ვით ეზმანება?
Verse: g        შაბაშ, ტურფავე ნაქმარი   მისი მას მიეგვანება,
Verse: d     და   ჴამს, ვაქოთ მისთა მჭვრეტელთა   სიმჴნე მის მზისა, ჯანება!


Strophe: 1751  



Verse: a        მეფემან ბრძანა: "მაუწყე,   თქმადცა ეგზომცა ძნელია,
Verse: b        თუ რაზომნიცა ხანია   ქალი ამ საქმის მქნელია?"
Verse: g        მუჴლ-მოყრით ჰკადრა მეფესა   მზემან: "შვიდნიღა წელია;
Verse: d     და   მცირე ჴბო იყო, ოდითგან   მით გავიმართე წელია;"


Strophe: 1752  



Verse: a        "ჴბოღა იყო ოდეს ჩვილი,   დღე კოშკს ორჯერ ავიყვანდი,
Verse: b        ის მიმაჩნდა ჩემად ლხინად,   არ თუ ჭირსა დავინანდი;
Verse: g        იზრდებოდა ჴბო, ვით ჴამდა,   კვლა მე ძალით გმირსა ვჰგვანდი,
Verse: d     და   იგი მყვანდა გულს სალხენლად,   ტვირთთა მზიდლად მე მას ვჰყვანდი."



Verse: n.a     
მუნ ჴბო ABD.
Verse: n.b     
ის _ მუნ ABD. დავინადი B.



Strophe: 1753  



Verse: a        მეფემან ბრძანა: "ყოველი   საქმე ქნით გაადვილდების,
Verse: b     Page of Ms. B: 89     ხან-გამოსვლითა საქმისა   კაცსა ქვა გაუცვილდების;"
Verse: g        თქვა: "გამოცდილი ჟამ-პირველ   ბოლოს არ უკუწბილდების,
Verse: d     და   იქს ვინცა რასმე კეთილსა,   სწავლა მას არ ასცილდების."


Strophe: 1754  



Verse: a        მზემ აიჴადა პირს ფეჩა,   მუჴლ-მოყრით ეუბნებისა:
Verse: b        "თუცა ნადირთ სრვა ქნითა და   ნახვით არ ისწავლებისა,
Verse: g        სხვა საქმე ბევრის ქნით, ბრძანე,   ადვილი ვით იქნებისა?
Verse: d     და   მან ქალმან შავმან რა გკადრა,   დასთმე მიჴდილი ცნებისა?"


Strophe: 1755  



Verse: a        მეფემ ნახა პირი მზისა,   რომე შუქი შეაყენა,
Verse: b     Page of Ms. D: 210    ფიცხლად ყელსა მოეხვია,   დაბნდეს, ამად შექნეს წყენა;
Verse: g        დიდხანს იყვნეს ფერ-მიჴდილნი,   მათ დაებნეს მკვდრისებრ ენა,
Verse: d     და   მათ ასხურნეს გულს სურნელნი,   კვლა მოეცნეს თვალთა ჩენა.


Strophe: 1756  



Verse: a        ჰკადრა: "მზეო, ჩემგან მკვდარსა   ახლად გხედავ დანაბადსა,
Verse: b        აწ ანათლებ შუქით შენით   გულსა შენგან დანაბადსა,
Verse: g        მსწრაფლად იჴხსნი გულსა კრულსა,   ბადით შენით დანაბადსა,
Verse: d     და   მე უშენოდ რას ჴელსა   ვჰჴდი ან ოჴერსა და ნაბადსა?"



Verse: n.g     
ბადით _ ბალით BD.



Strophe: 1757  



Verse: a        ყელი ყელსა გარდააჭვდეს,   თმა-გიშერი გარდაებნეს,
Verse: b        ვარდსა ლალი შენათხზებით   ბროლ-ფიქალნი შეეწებნეს;
Verse: g        კვლა გააძეს გულით სევდა,   ვაშად ლხინი მათ მოძებნეს,
Verse: d     და   მოექარვნეს კაეშანი,   მოღმა ლხინი მოეგებნეს.



Verse: n.g     
ვაშად _ შავად B. ბოლოდ D.



Strophe: 1758  



Verse: a        ცანი განიხვნეს, მუნ ლხინთა   მზმელთათვის წაღმა მბრუნავი,
Verse: b     Page of Ms. A: 230     მათ ვაშად ლხინი მოიმკეს,   იყვნეს არ თურე მჭმუნავი;
Verse: g        ჩანგს უკრავს მათად სალხინოდ   ქალი არ დასამგუნავი,
Verse: d     და   ქალი ყმას უჩნდა ლხინად   და ქალს მეფე ღვთად საესავი.



Verse: n.b     
მჭუნავი A.
Verse: n.g     
გასაგუნავი BD.



Strophe: 1759  



Verse: a        შვიდ-დღე სუფრა-აუღებლად   სვეს, წართეს და ლხინი ნახეს,
Verse: b        ყმა ქალსა და ქალი ყმასა   გულსა ხატად ჩაესახეს;
Verse: g        სარჰანგს სწყალობს, ვითა ძმასა,   არ თუ პირი მოუმჭახეს,
Verse: d     და   მუქფად რეი შარიერმა   მისცა, ჴამს თუ არ იახეს.



Verse: n.d     
შაჰრიარი AB, შარიერი D.
Verse: n.a-d     
რითმა არის "ახნეს" ABD.



Strophe: 1760  



Verse: a        ყოს ღმერთმან ოდეს წყალობა   კაცზედ მზებრ დაუფარავი,
Verse: b        ორსავე სოფელს თვინიერ   მისცეს მეფობა არ ავი;
Verse: g        ჴამს, ღმერთს მიენდოს ურიდლად,   ვინ ღვთისა არს უწვალავი,
Verse: d     და   მიჰხვდეს გულისა წადილსა   კაცი თავისა მკრძალავი.


Strophe: 1761  



Verse: a        კვლა ბარამს ლხინთა მიზეზი   მიჰხვდა ღვთივ ზეცით ზენანი,
Verse: b        მას გაუმთელდა გულისა   წყლულება, სისხლთა დენანი;
Verse: g        მიჰბერნა ქარმან არავმან   წყალობით ბუქნი ქვენანი,
Verse: d     და   მათთა ეგზომთა ლხინთ ზმასა   ვით იტყვის ბრძენთა ენანი?



Verse: n.g     
ქარმან _ ქალმან A.



Strophe: 1762  



Verse: a        დღე ერთ შვიდთაგან ერთი მზე   დაჰხვდის, მუნ იყვნეს შვებულნი,
Verse: b        იყვის მუტრიბთა ჩანგთა ჴმა,   ქალნი მათ თანა ხლებულნი;
Verse: g        ღამემდის ჰქონდის ნიშატნი,   სმა იყვის არ დაკლებულნი,
Verse: d     და   დილა გათენდის, კვლა სხვისა   მზისასა იყვნეს ვლებულნი.



Verse: n.g     
მუთრიბთა AB.
Verse: n.g     
ნიშათნი AB.



Strophe: 1763  



Verse: a        ესრეთ ლხინით მოიარნის   დაუკლებლად თვე და კვირა,
Verse: b     Page of Ms. B: 90     ლაშქართა და დიდებულთა   მისი ხლება დაუძვირა;
Verse: g        მნახველთათვის იყო ლხინი,   ვერ-მნახველთა გულსა ჰგმირა,
Verse: d     და   სხდეს ნადიმად ჴმალ-შემოჴსნით,   მტერთა მკლავნი გაეგმირა.


Strophe: 1764  



Verse: a        გაჰჴდა ჴმა ქვეყნად, მის ყმისა   შვება-ლხინ-ნადიმ-გრძელობა,
Verse: b        არ უხვად ლართა გაცემა,   ჯართ მდურვა, უნაღვლელობა;
Verse: g        არცაღა ბურთობს, არც მისევრ   ეთქმის ნადირთა მკვლელობა,
Verse: d     და   ახლოს ეს ესმა მსმენელთა,   შორს ითქვა მისი ხელობა.




Next part



This text is part of the TITUS edition of Shvidi Mtiebi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.