TITUS
Kartlis Cxovreba II
Part No. 7
Previous part

Part: II  
Page of ed.: 157  
Line of ed.: 16  
ამბავი ჩინგიზ-ყაენისა, თუ ვითარ გამოჩნდეს ქუეყანასა აღმოსავლთისასა


Line of ed.: 17        ქუეყანასა მზისასა აღმოსავლეთით-კერძო, რომელსა ეწოდების ჩინმაჩინი, გამოჩნდეს
Line of ed.: 18     
კაცნი ვინმე საკჳრველნი ადგილსა ყარყურუმად წოდებულსა, უცხო \ სახითა,
Line of ed.: 19     
წესითა, და შესახედავადცა. \ რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადამე იპოების
Page of ed.: 158   Line of ed.: 1     
ამბავი მათი; რამეთუ არიან უცხო-ენა, უცხო-სახე, უცხო-ცხოვრება, პურისა გემო არა
Line of ed.: 2     
იცოდიან, ჴორცითა და პირუტყუთა სძითა ცხოვნდებოდეს. ხოლო იყვნეს ტანითა
Line of ed.: 3     
სრულ, გუამითა ახოვან და ძლიერ ფერჴითა, შუენიერ და სპეტაკ ჴორცითა, თუალითა
Line of ed.: 4     
მცირე ჭურიტ და გრემან, განზიდულ და საჩინო; თავითა დიდ, თმითა შავ და ჴშირ,
Line of ed.: 5     
შუბლ-ბრტყელ, ცხჳრითა მდაბალ ესოდენ რომელ ღაწუნი უმაღლეს იყვნიან ცხვირითა
Line of ed.: 6     
და მცირედნი ოდენ ნესტუნი ჩნდიან ცხვირთა; ბაგენი მცირე, კბილნი შეწყობილნი
Line of ed.: 7     
და სპეტაკ, ყოვლად უწუერული, ესევითარი აქუნდა უმსგავსო საქმე. და ნუ ვის გიკჳრს,
Line of ed.: 8     
რომელ აღმატებული რამე შუენიერება აქუნდა ამათ ყოველთა, მამათა და დედათა.
Line of ed.: 9     
ხოლო ამას თანა მოეგოთ სიმჴნე, და მოისარნი იყვნეს რჩეულნი, მაგრითა მშჳლდითა
Line of ed.: 10     
უცთომრად მსროლელნი, რომელთა ნაკრავსა ვერამან საჭურველმან დაუდგნის.
Line of ed.: 11     
უფროს ცხენსა ზედა იყვნეს მჴნე, რამეთუ აღზრდა მათი ცხენსა ზედა იყვის, საჭურვეალისა
Line of ed.: 12     
არასა მქონებელნი მშჳლდისა და ისრისა \ კიდე.

Line of ed.: 13        
ესე იყვნეს კაცნი განსაკჳრვებელნი, რამეთუ, იხილნი რა, სულელ საგონებელ
Line of ed.: 14     
იყვნიან, ხოლო ყოველი სიბრძნე იპოებოდა მათ შორის, და ყოველი გონიერება
Line of ed.: 15     
მოეგოთ, მცირემეტყუელება, და ტყუვილი სიტყუა ყოვლადვე არა იყო მათ შორის.
Line of ed.: 16     
არა თუალ-ახუნიან პირსა კაცისასა არცა დიდსა და არცა მცირესა უმეტეს საბჭოთა
Line of ed.: 17     
შინა, რამეთუ კეთილნი წესნი ეპყრნეს, ჩინგიზ-ყაენისაგან განჩენილნი, რომელთა
Line of ed.: 18     
თჳთოეულად წარმოთქმა გრძელ არს.

Line of ed.: 19        
ამათ აქუნდათ სჯულად ერთისა ღმრთისა უკუდავისა თაყუანისცემა პირი მზის
Line of ed.: 20     
აღმოსავლეთით ქნიან, და სამისა ჩოქისა ქნა და სამჯერ თაყუანისცემა, და შუა-თითის
Line of ed.: 21     
წუერისა ნებსა ზედა დადება და დატკაცუნება, და მეტი არარაი.

Line of ed.: 22        
ხოლო უღურნი კერპის მსახურ იყვნეს, რომელთა ქუჯნად უჴმობდეს. ხოლო
Page of ed.: 159   Line of ed.: 1     
მოიპოვეს წერილიცა ამა მცირედითა ასოთა, რამეთუ ათექუსმეტითა ასოთა დასწერენ
Line of ed.: 2     
წიგნსა, რომელ ადვილ სასწავლოცა არს და ადვილ გულისჴმის-საყოფელ. ამათვე
Line of ed.: 3     
შექმნეს ქორონიკონის სახედ ათორმეტი წელიწადი ათორმეტთა პირუტყუთა ცხოველთა
Line of ed.: 4     
სახელსა ზედა, და თითოსა პირუტყუსა და \ ცხოველსა თითოსა წლის მთავრობა განუჩინეს,
Line of ed.: 5     
ვითარ ძუელ ოდესმე ელინთა ბრძენთა ათორმეტთა ზოდთა, რომელ არიან
Line of ed.: 6     
ეტლნი მზისა და მთვარისანი. მათ ეტლთა თითოეულთა მისცეს მზისა საჯდომად
Line of ed.: 7     
ოცდაათ-ათი დღე (არა თუ ცხოველნი არიან, არამედ ზოდნი), ეგრეთვე ამათ თჳთოსა
Line of ed.: 8     
წელიწადსა მთავრობა განუჩინეს თჳთოსა პირუტყჳსა, რომლითა თორმეტივე გათავდების
Line of ed.: 9     
და თავსავე დაიწყებს, ვითარ ათცხრამეტული, ათცამეტული, ზედნადები და ზედექუსეული,
Line of ed.: 10     
რამეთუ ცხრამეტ წლად გააწევს, და მერმე თავსავე დაიწყებს; და ეგრეთვე
Line of ed.: 11     
ესე თორმეტ წლად გააწყევს, და მერმე თავადვე დაიწყებს -- რომელსა უწოდენ სახელად
Line of ed.: 12     
ესრეთ: ყულღუნკილ, უქურჯილ, ფარსინჯილ, თავლაინჯილ, ლუილჯილ, მოღილჯილ,
Line of ed.: 13     
მორინჯილ, ყონიჯილ, მეჩინჯილ, \ თაღანჯილ, ნოხინჯილ, ყაყაინჯილ. ესე
Line of ed.: 14     
არს სასელი ათორმეტთა ცხოველთა, რომელთა მისცეს მთავრობა თჳთოსა წლისა
Line of ed.: 15     
თჳთოსა პირუტყჳსსა, რომლისა პირველად თავ ყვეს ყალღუნ, რომელ არს თაგჳ,
Line of ed.: 16     
მერმე ზროხა, ავაზა, კურდღელი, ვეშაპი, გუელი, ცხენი, ცხოვარი, ყაპუზუნა, ქათამი,
Line of ed.: 17     
ძაღლი და ღორი. ესენი აქუნდეს წელიწადის სათუალავად, ვითა ჩუენ ქართველთა
Line of ed.: 18     
ქორონიკონი.

Line of ed.: 19        
ხოლო აქუნდათ წესად ერთისა ღმრთისა თაყუანისცემა, რომელსა თენგრი უწოდეს
Line of ed.: 20     
ენითა მათითა. და წიგნისა თავსა ესრეთ დასწერდეს: "მანგუ \ თენგრი ქუჩუნდურ".
Line of ed.: 21     
ესე არს: "უკუდავისა ღმრთისა ძალითა".

Page of ed.: 160  
Line of ed.: 1        
ხოლო ესენი მცირედთა საზრდელთა განეშორებოდეს, რამეთუ ყოველსა სულიერსა
Line of ed.: 2     
ჭამდეს, ჴორცსა კაცისასა, ძაღლსა და ყოველსავე.

Line of ed.: 3        
ამათნი ნათესავნი მრავალ გუარად განყოფილ იყვნეს და არიანცა ჯერეთ, რომელთა
Line of ed.: 4     
ათორმეტთა ოდენ მოვიჴსენოთ სახელი: რამეთუ პირველი გუარი არს საყირთა,
Line of ed.: 5     
ჰინდნი, ყათნი, ჯალირი, ოირდი, სულდუხი, ნიჰიმნი, მონღარდი, მანღუთი, თანღუთი,
Line of ed.: 6     
ყიათი და უღურნი. ხოლო უღურნი კერპისმსახურნი არიან, რომელთა უწოდენ
Line of ed.: 7     
ქუნჯითად. ესენი ენითა მათითა უწოდიან თავთა მათთა მანღოლ, ხოლო ქართველნი
Line of ed.: 8     
თათრად, რომელთა ვგონებ ერთსოფლელად.

Line of ed.: 9        
ხოლო ამათთა ნათესავთა ყიათთა გუარისათა გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით \
Line of ed.: 10     
თემურჩი, რომელ არს ჩინგიზ-ყაენი. ესე იყო ჰაეროვანი და შუენიერი, ტანითა ახოვანი,
Line of ed.: 11     
თმითა მომწითურო, ძლიერი, მჴნე, შემმართებელი, მოისარი ჴმლოვანი, ღრმად
Line of ed.: 12     
გამგონე, განმზრახავი სჳანი. ესე წარვიდა ნიჭისა და პატივისა მოღ\ებად უმთავრესისა
Line of ed.: 13     
მათისა, რომელსა ხანობით უჴმობდეს ჴელმწიფესა მათსა, რომელსა ერქუა ონხანდ.
Line of ed.: 14     
ვითარ იხილა, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და დიდსა პატივსა აღიყვანა, უწარჩინებულეს
Line of ed.: 15     
ყოველთა სწორთა მისთა. და მჴედართა მთავრობა ჴელთ უდვა ლაშქართა მისთა,
Line of ed.: 16     
და ყოვლგნით მოსწყუედდიან ურჩთა და განდგომთა მისთა, ვინაცა ყოვლგნით გამარჯუებუ\ლი
Line of ed.: 17     
მივიდის პატრონსა მისსა ონხანს ჴელმწიფეს წინაშე. ხოლო მან უაღრესსა
Line of ed.: 18     
პატივსა აღიყვანის.

Line of ed.: 19        
ესე შეიშურვა ძმამან ონსანისმან, სახელით უთქინ, და ძემანვე მისმან ქოლაქ,
Line of ed.: 20     
და შეასმინეს ონხანს, ვითარმედ: "ნებავს დაპყრობად მეფობისა შენისა, რომელსა ხანობით,
Line of ed.: 21     
გინა ყაენობით უჴმობენ და მან განიზრახა მოკლვა მისი, გარნა აგრძნა თემურჩი
Page of ed.: 161   Line of ed.: 1     
განზრახვა ესე. რამეთუ უთხრეს ორთა ვიეთმე კაცთა, რომელთა სახელი ერთისა ქოლაქ
Line of ed.: 2     
და მეორესა ბად, ვითარმედ: "ნებავს სიკუდილი შენი ონხანსო".

Line of ed.: 3        
ხოლო იგი ივლტოდა და ორნიცა იგი კაცნი მის თანა. და მივიდა სახლსა შინა
Line of ed.: 4     
თჳსსა და ხარგთა, აჰყარა დედა-წული და იარა ერთი დღე და ერთი ღამე. და მერმე
Line of ed.: 5     
დაჰყარა დედა-წული და ბარგი და ხვასტაგი, და მივიდა წყლისა მის პირსა, რომელსა
Line of ed.: 6     
ჰყჳან ბლაჯუნი, და განაშორა ლაშქარი მცირედ და უკუ დგა ჴევსა რასმე.

Line of ed.: 7        
და ცნა ონხან სივლტოლა თემურჩისა, მსწრაფლ დევნა უყო, და მოეწია დედაწულსა
Line of ed.: 8     
და ბარგსა მისსა. აღიღეს ტყუე ურიცხჳ, და დამძიმდეს ალაფითა ლაშქარი
Line of ed.: 9     
მისი. მაშინ ზედა მოუჴდა თემურჩი ყოველთა ლაშქართა ონხანისთა. იქმნა ბრძოლა
Line of ed.: 10     
სასტიკი და ძლიერი, მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და იძლია ონხან, დევნა უყვეს და
Line of ed.: 11     
შეიპყრეს, და მოკლეს ონხან. და მსწრაფლ დაესხა დედა-წულსა ონხანისსა და ჴელთ
Line of ed.: 12     
იგდო ცოლი და შვილნი, და ყოველი სიმდიდრე მისი, თჳნიერ ქოლაქ უხუცესისა
Line of ed.: 13     
შვილისა ონხანისსა.

Line of ed.: 14        
და დაჯდა ტახტსა ზედა ონხანისსა და. უწოდეს თემურჩის სახელად ჩინგიზ-ყაენი.
Line of ed.: 15     
და შემდგომად მისსა ბრძოლა უყო ყონღარდთ ჴელმწიფესა ალთუხანს, სძლო
Line of ed.: 16     
\\ და მოაკუდინა იგიცა, და დაიპყრა მეფობა მისი. მერმე ქოლაქ, შვილი ონხანისი,
Line of ed.: 17     
მივიდა გორხანსა ვისმე თანა, და ბრძოდა ჩინგიზ-ყაენს. ხოლო მან ბრძოლა უყო
Line of ed.: 18     
გორხანსცა. და სძლო მასცა, და მოკლა გორხან, და დაიმორჩილნა ლაშქარნი
Line of ed.: 19     
გორხანისნი.

Line of ed.: 20        
ამისა შემდგომად უიღურთა ზედა წარემართა, რამეთუ უიღურნი ჴელმწიფესა
Line of ed.: 21     
მათსა ედუთობით უჴმობდეს. ხოლო მას ჟამსა სარჩუყ ვინმე იყო ემურთა უიღურთა.
Page of ed.: 162   Line of ed.: 1     
რომელთა გუარისა საქმენი განსაკჳრვებელ არიან ვითა ზღაპარნი, და არიანცა ზღაპარ
Line of ed.: 2     
და ცუდ, ამისთჳს უჯერო არს აწ თქმა. ხოლო ჩინგიზ-ყაენს შეეწყალა, და პატივითა
Line of ed.: 3     
დაიჭირა, აღიხუნა მრავალგუარნი თათარნი და დაიმორჩილნა, და ყარყითიცა
Line of ed.: 4     
დაიმორჩილა.

Line of ed.: 5        
და ვითარ მოიწყო თათართა ზედა, გამოჩნდა კაცი ვინმე საკჳრველი, რომელსა
Line of ed.: 6     
თებთუნ გუარობით უჴმობდეს. ესე მივიდა ყაენს წინაშე, ეტყოდა ვითარმედ: "მე მას
Line of ed.: 7     
მთასა, რომელსა უწოდენ ბალიყ, წარვალ, ღმრთისა სიტყუა \ მესმის. ამას ბრძანებ;
Line of ed.: 8     
ღმერთი: ყოველი ქუეყანა თემურჩის და მისთა ლაშქართათჳს მიმიცემია, და სახელადცა
Line of ed.: 9     
ჩინგიზ-ყაენი ერქუას".

Line of ed.: 10        
ხოლო ითქუა ესეცა, ვითარმედ ჩინგიზ-ყაენი აღვიდა მთასა მაღალსა, და გამოუჩნდა
Line of ed.: 11     
უფალი იესო ქრისტე, ღმერთი ყოველთა, და მან ასწავა სამართალი, სჯული,
Line of ed.: 12     
სიწმიდე \ და სიმართლე, ტყუილისა, პარვისა და ყოვლისა ბოროტისაგან განშორება
Line of ed.: 13     
და რქუა: "თუ მცნებანი ესე დაიმარხნე, ყოველი ქუეყანა შენთჳს და ნათესავისა შენისათჳს
Line of ed.: 14     
მიმიცემიეს. წადი და \ აღიღე ყოველი ქუეყანა, რაოდენი გეძლოს".

Line of ed.: 15        
ხოლო იქმნა რა ყაენად და მივიდა ხატაეთს, და შევიდა ხილვად ეკლესიათა,
Line of ed.: 16     
იხილა მუნ ხატი მაცხოვრისა იესო ქრისტესი, მეყსეულად თაყუანი-სცა და თქუა: " აჰა,
Line of ed.: 17     
კაცი იგი, რომზი მთასა ჩინეთისასა ვიხილე, ამა სახითა იყო, ამან მასწავა ყოველი
Line of ed.: 18     
ესე წესი" ესე შეიყუარა ჩინგიზ-ყაენმან და მას აკურთხევდის, და ამისი მცნება, რაოდენიცა
Line of ed.: 19     
ამცნო, ყოველივე მტკიცედ დაიცვა. მერმე ებრძოლა ხატაეთის ჴელმწიფესა
Line of ed.: 20     
არსლან-ხანსა ზედა და სძლო. ესრეთ ჴელთ იგდო, რომელ ორას ათასი კაცი \ მოაკუდინა
Line of ed.: 21     
არსლან-ხანისა. ამისმან მცნობელმან არსლან-ხან, სახლსა შინა შესრულმან,
Line of ed.: 22     
ცოლით და შვილითურთ, ცეცხლისა მოდება უბრძანა მსახურთა თჳსთა, რომელთა
Page of ed.: 163   Line of ed.: 1     
ყვეს ეგეთი და დაიწვა არსლან-ხან დედაწულითურთ ცეცხლსა მას შინა. და შევიდა
Line of ed.: 2     
ჩინგიზ-ყაენი და დაჯდა ტახტსა მას ზედა, და დაიპყრა ხატაეთი. ესე აქამომდე იყავნ.



Next part



This text is part of the TITUS edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.9.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.