ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 200

Page of edition: 200  Line of edition: 1    ხოლო მიიწია რა წიგნა ესე სულტანს წინაშე, მყის აღშფოთდა და შევიდა
Line of edition: 2    
სახლსა სადედოფლოსა, და უპატიოდ განითრია ცოლი თჳსი, მოფხურითა თმათათა,
Line of edition: 3    
და ფერჴითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა შუენიერსა, და ტანი ფრიადისა ცემისაგან
Line of edition: 4    
სისხლის ფრად იყო, და ხატნი იგი, რომელნი სამარადისოდ აქუნდის სავედრებელად,
Line of edition: 5    
წინაშე მათსა შეაგინნა და დამუსრნა და ყოველნი მის წინაშე მყოფნი მსახურნი
Line of edition: 6    
და მოჴელენი ექსორია ყვნა და რომელნიმე მოსწყჳდნა, და ცოლსა მისსა
Line of edition: 7    
შეშინებით უთქმიდა უწყალოდ სიკუდილსა, უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და
Line of edition: 8    
მუსულმან იქმნას. და მრავალნიცა ტანჯვანი შეამთხჳვნა, რომლისა შემდგომად მრავალთა
Line of edition: 9    
ტანჯვათა მიერ მომედგრებულმან უარ-უყო სჯული ჭეშმარიტი, რამეთუ აქამომდე
Line of edition: 10    
მტკიცედ ეპყრა სჯული ქრისტესი, რამეთუ ხუცესნი და ხატნი წინაშე \ მისსა
Line of edition: 11    
აქუნდეს, არა ფარულად, არამედ განცხადებულად.

Line of edition: 12    
\ ხოლო ყრმა იგი დავით შეიპყრეს, და მრავალნი ტანჯვანი შეამთხჳვნეს, რათა
Line of edition: 13    
ჭეშმარიტი აღიაროს. ხოლო იგი იტყოდა: "უბრალო ვარ, მოწამე არს ღმერთი!
Line of edition: 14    
დაღათუ აწ ესე ცილი დამწამა მამიდამან ჩემმან, და დასაჯერებელ არს, გარნა საქართველოთა
Line of edition: 15    ბრალისა და შეცოდებისათჳს ექსორია მყო და სიკუდილი ჩემი მოგიმცნო.

Line of edition: 16    
აწ იხილე, მოწყალეო და მაღალო სულტანო, რომელ პირველითგანვე მკლველობისა
Line of edition: 17    
ჩემისა გული აქუნდა".

Line of edition: 18    
ესე ვითარ ესმა სულტანსა, მცირედ ვიდრემე ლმობიერ იქმნა, და მაშინ სიკუდილი
Line of edition: 19    
არა ინება მისი, განგებითა ზეგარდამოთა, რამეთუ მსჯავრნი და განგებულებანი
Line of edition: 20    
ღმრთისანი გამოუკულეველ არიან, ვითარცა წერილ არს: "ვინ ცნა განგება
Line of edition: 21    
უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას". გარნა არავე დამშჳდნა გულისწყრომა
Line of edition: 22    
სულტნისა, ვითარცა ალითა მძაფრითა ენთებოდა გული მისი. ამისთჳს მოუწოდა
Line of edition: 23    
მენავეთ-მოძღუარსა, და მისცა დავით ჴელთა მათთა, და ამცნო, რათა წარიყვანონ
Line of edition: 24    
ზღუად, და შთააგდონ სიღრმესა ზღჳსასა, ხოლო უკეთუ არა ყონ ესე, იავარ ყოს
Line of edition: 25    
სახლი და დედაწული მათი, და იგინი ბოროტად მოისრნენ. ხოლო მენავეთა მათ



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.