ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 202

Page of edition: 202  Line of edition: 1    ვინმე მგზავრ მომავალმან და მიავლინა მან მცურველი, რამეთუ ჯერეთვე შორსღა
Line of edition: 2    
იყო ქუეყანისაგან, ვითარ უტევან ერთ, და გამოიყვანა ვაჭარსა მას თანა. მყის შემოსეს
Line of edition: 3    
და \ საზრდელი მიართუეს და ნუგეშინის-ცეს. და განძლიერდა რა სიმშილისა და
Line of edition: 4    
წყურილისაგან შეიწრებული, რომელ თუალთაცა კამკამებად ძლით ეძლო, იწყო
Line of edition: 5    
კითხვად ვაჭარმან მან მიზეზი შთაგდებისა მისისა ზღუად. ხოლო მან ყოველი ესე
Line of edition: 6    
ზემოჴსენებული აუწყა, რომლისათჳს განიხარა ვაჭარმან, და სახლად თჳსად წარიყვანა,
Line of edition: 7    
და იწყო პატივისცემად; ვითარ საყუარელსა შვილსა, \ ესრეთ ფუფუნებდა. და
Line of edition: 8    
იყო მას ვაჭარსა თანა ექუსი თუე ოდენ და განცხადნა საქმე ესე ყოველთა თანა,
Line of edition: 9    
ვითარ ვაჭარსა ვისმე ზღუასა შთაგდებული ქართველთა მეფის ძე უპოვნიეს. და მიიწია
Line of edition: 10    
სიტყუა ესე სულტანსა ყიასდინს თანა. გულისწყრომითა აღვსილმან, წარავლინნა მჴედარნი,
Line of edition: 11    
და \ მიიყვანა დავით და ვაჭარიცა იგი, და მენავენი იგი პყრობილ ყვნა, და
Line of edition: 12    
სიკუდილსა აქადებდა. ხოლო ისწავა რა ვაჭრისაგან ზღჳთ გამოყვანება, განუტყვნა
Line of edition: 13    
მენავენი.

Line of edition: 14    
ხოლო დავითისთჳს არავე დასცხრა გულისწყრომად, არამედ შესძინა, ვითარცა
Line of edition: 15    
ჰეროდე, კაცის კლვად, რამეთუ კაცისკლვასა ზედა კუალადცა კაცის კლვა შესძინა, და
Line of edition: 16    
უბოროტესი სატანჯველი განაჩინა. რამეთუ იყო ჯურღმული ღრმა, რომელსა შინა
Line of edition: 17    
წყალი არა. იყო, ამას შინა იყვნეს გუელნი შთაყრილნი, რომელი სავსე იყო განძჳნებულითა
Line of edition: 18    
და ცოფითა გუელითა, და ზედა იდვა ლოდი, და არა იყო ნათელი, და
Line of edition: 19    
ესრეთ მწარითა სიკუდილითა მოჰკლვიდა. სულტანმან მას შინა ჩაგდება ბრძანა დავითისი.

Line of edition: 20    და ვითარ წარიყვანეს დავით, თანავე აქუნდა ხატი იგი, აღიღეს ორმოსა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.