ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 212

Page of edition: 212  Line of edition: 1    ერისმთავარნი თჳთოსა ნოინსა დააგნეს ურთიერთას. მაშინ ზემოჴსენებული
Line of edition: 2    
ესე ეგარსლან, კაცი საკჳრველი და მჴედრობისა ცოდნითა აღსავსე ეზომ განდიდნა,
Line of edition: 3    
რომელ კნინღა და სახელისა დებადცა მეფისა იკადრა, და ყოველი ქართველთა ნათესავი
Line of edition: 4    
ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს, ვითარცა მეფესა, და თჳთ დიდი და პატიოსანი
Line of edition: 5    
შანშე მანდატურთ-უხუცესი, და გაგელი ვარამ და სხუანი ყოველნი მთავარნი.

Line of edition: 6    
ამათ ჟამთა შინა სხუანიცა ბოროტნი აღმოსცენდეს. ვითარ ცნეს თურქთა შამს
Line of edition: 7    მყოფთა უმეფობა ქართველთა, და ლაშქართა საქართველოსათა ალმუთს წარსლვა თათართა
Line of edition: 8    თანა და უცალოება ქართველთა, შეკრბა სიმრავლე ფრიადი, კაცი ვითარ სამოცი
Line of edition: 9    
ათასი, რომელთა მთავრად და პატრონად ჰყვა კაცი ვინმე სახელოვანი სახელით
Line of edition: 10    
ყარახან, და გამოემართნეს ოჴრებად საქართველოსა, და მოიწივნეს ქუეყანასა ვალაშკერტისასა,
Line of edition: 11    რომელი მას ჟამსა ოდენ აღეღო შანშეს, და იწყეს ოჴრებად საქართველოსა და
Line of edition: 12    
ვალაშკერტისა, და რაჴსს იქით ქუეყანათა ვიდრე სურმანადმდე, რომელი იგიცა ოდენ
Line of edition: 13    
დაეპყრა შანშეს მანდატურთ-უხუცესსა. ამან ვითარ იხილა ოჴრება ქუეყანათა მათ, მოუწოდა
Line of edition: 14    
სპათა თჳსთა და ავაგ ათაბაგისთა, და შეკრბეს მჴედარი ვითარ ოცდაათი ათასი.

Line of edition: 15    
განვლეს რაჴსი, მივიდეს ვალაშკერტს, სადა-იგი დაებანაკა ყარახანს. ხოლო ვითარ
Line of edition: 16    
მიეახლნეს, დააწყუეს \ რაზმი და მიეტევნეს ერთმანერთსა. ხოლო
Line of edition: 17    
შანშე უპირატეს ყოველთასა მიეტევა, რომელმან ჰოროლითა განგურიმა
Line of edition: 18    
თურქი ერთი სახელოვანი. იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ
Line of edition: 19    
სპათაგან თურქთასა, ხოლო სპანი შანშესნი კეთილად დაცულ იყვნეს შეწევნითა ძელისა
Line of edition: 20    
ჭეშმარიტისათა, რომლისა მიმართ მინდობილ იყო. და ვითარ შენივთდა ომი, იძლია
Line of edition: 21    
ყარახან, იგი და სპა მისი ივლტოდეს, და დევნა უყვეს ვიდრე ხლათამდე, მოსრეს და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.