ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 213

Page of edition: 213  Line of edition: 1    ტყუე ყვეს სიმრავლე ურიცხჳ, და აისავსნეს ცხენითა, ჯორითა და აქლე\მითა, კარვითა
Line of edition: 2    
და ხარგითა, და ალაფითა ურიცხჳთა. ესრეთ სახელოვანი და გამარჯვებული მივიდა
Line of edition: 3    
ანისსა, სახლსა და ტახტსა მისსა.

Line of edition: 4    
გარნა ვინათგან განითქმოდა ყოველგან უმეფობა საქართველოსა, აღიძრვოდეს
Line of edition: 5    
ყოველნი ნათესავნი ოჴრებად ქართველთა. მაშინ აღიძრნეს საბერძნეთს მყოფნი თურქმანნი,
Line of edition: 6    და სულტანი ეზინკისა, და სხუათა ქალაქთა შინა მყოფნი ამირანი, და შეკრბა
Line of edition: 7    
სიმრავლე ურიცხჳ, და წარმოემართნეს საქართველოსა. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსთა,
Line of edition: 8    შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთეს და წარმოავლინეს კაცი
Line of edition: 9    
სამცხეს, ყუარყუარე ციხისჯუარელ-ჯაყელსა თანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა
Line of edition: 10    
ყოველთა მესხთა ერისთავთა და \ ყოველთა ტაძრეულთა, და შეკრბა მჴედარი
Line of edition: 11    
ვითარ ათი ათასი, და წარმოემართნეს. ხოლო იგინი მოსრულ იყვნეს და ბანასა გარემოსდგომოდეს,
Line of edition: 12    
რამეთუ ოლთისნი და ბუღათა-ყური ყოველი მათ აქუნდა და აოჴრებდეს
Line of edition: 13    
ტაოსა.

Line of edition: 14    მაშინ წინამძღუარ ექმნა ყუარყუარე სპათა მესხთა, და მოვიდეს თავსა კალმახისასა.

Line of edition: 15    ვითარ ესმა თურქმანთა მოსლვა მესხთა, აღიჭურნეს იგინიცა, რომელთა თავადნი
Line of edition: 16    
იყვნეს ალთუხან და \ ონხან აქათ მესხნი ჩავიდეს მინდორსა მას, რომელსა ეწოდების
Line of edition: 17    
ვანის ვაკე.

Line of edition: 18    
და შეკრბეს ურთიერთას, და იქმნა ომი ძლიერი და სასტიკი, და ბერძენნი და
Line of edition: 19    
თურქნი, მინდობილნი სიმრავლისათჳს, არა გარე-უკუნიქცეოდეს, და ეგრეთვე მესხნი,
Line of edition: 20    მინდობილნი სიმჴნისანი, არა უკუნიქცეს, რამეთუ ძლიერად ბრძოდეს. რამეთუ კაცმან



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.